საია შსს-ს 10 ოქტომბრის განცხადებას პასუხობს

მთავარი თემა

საია შსს-ს 10 ოქტომბრის განცხადებას პასუხობს

2013 ოქტ 11 16:18:50

"2013 წლის 9 და 10 ოქტომბერს საიას მიერ გაკეთებულ იქნა განცხადებები მოქალაქეების - დავით კაპანაძისა და ლევან კორკოტაშვილის საქმეზე. დ.კაპანაძე მოინახულა საიას თავმჯდომარემ, ხოლო დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებულ ლ. კორკოტაშვილთან საიას დუშეთის ოფისის ადვოკატი იმყოფებოდა. უშუალოდ ზემოთ მითითებულ მოქალაქეთა მიერ პირადად ჩვენი თანამშრომლებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საიამ ზემოაღნიშნული განცხადებები გააკეთა, სადაც ითქვა, რომ ამ მოქალაქეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავდა პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც პროკურატურას გამოძიება უნდა დაეწყო.

ლ. კორკოტაშვილის საქმეზე საიას განცხადების პასუხად 10 ოქტომბერს გავრცელდა შსს-ს ოფიციალური განცხადება, სადაც მიეთითა, რომ საიას მიერ მოწოდებული ინფორმაცია ,,სიმართლეს არ შეესაბამება". ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ,,კორკოტაშვილს 30 სექტემბერს აქვს გაკეთებული ოპერაცია ქვედა ყბის მოტეხილობის გამო და ჩაყენებული აქვს ყბის სამაგრი. ექიმების განცხადებით, მას შეუძლია ყბის სამაგრის თვითნებურად ამოგდება, ამჟამად ის ჯანმრთელია და მკურნალობას არ საჭიროებს". ამავე განცხადებაში აღინიშნა, რომ ,,მსგავსი განცხადებები მიმართულია პოლიციის დისკრედიტაციისკენ და სწორედ ცრუ ინფორმაციების გავრცელების შედეგად ხდება პოლიციის იმიჯის შელახვა".

გვსურს გამოვეხმაუროთ შსს-ს აღნიშნულ პოზიციას და განვაცხადოთ შემდეგი:

1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია მარტივი წესი, რომელსაც, სამწუხაროდ, სამართალდამცავი ორგანოები, უკვე მერამდენედ, არ იცავენ: პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს პროკურატურას და არა თავად შსს-ს. სამინისტროს განცხადებაში მითითებულია, რომ საიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ჩვენთვის გაუგებარი რჩება, რას ემყარება შსს-ს ეს კატეგორიული დასკვნა. შსს-ს გამოძიების უფლება მსგავსი ტიპის საქმეზე არ აქვს, ხოლო გამოძიების გარეშე ამ ფაქტების დადგენა შეუძლებელია. ამასთან, 10 ოქტომბერს საიას განცხადების გავრცელებიდან შსს-ს პასუხამდე სულ რამდენიმე საათი გავიდა და შსს-ს გამოძიების უფლება რომც ჰქონოდა, ამ ფაქტის ასე გადაჭრით, ასეთ მოკლე დროში დადგენა, სამართლებრივად და ფიზიკურად შეუძლებელია.

2. სამინისტროს ოფიციალურ განცხადებასა და მინისტრის ოფიციალურ სატელევიზიო კომენტარებში იმის წინასწარ აღნიშვნა, რომ პოლიციელთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის, წარმოადგენს ამ საქმეზე გამომძიებლებისათვის გაკეთებულ პირდაპირ გზავნილს იმის შესახებ, თუ რა გზით უნდა წავიდეს გამოძიება. თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რომ მსგავსი ტიპის საქმეებზე (და შესაძლებელია სხვაზეც) არასოდეს ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ რომელიმე გამომძიებელს სამინისტროს ოფიციალური პოზიციისგან გადაეხვიოს, ცხადია, ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ალბათობა უკიდურესად მცირდება. დაუშვებელი და მიუღებელია გამოძიების შედეგის წინასწარი განსაზღვრა სამინისტროს ოფიციალური განცხადებებით ან მინისტრის სატელევიზიო კომენტარებით. მსგავსი განცხადებები, არსებული რეალობის გათვალისწინებით, აზრს დაუკარგავს გამოძიებას. უფრო მეტიც, ასეთი განცხადებები თავად ითავსებენ გამოძიების ფუნქციას, რადგან წინასწარ პასუხს სცემენ იმ კითხვებზე, რაზეც პასუხები მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ გამოძიებამ უნდა გასცეს.

3. შსს-ს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ლევან კორკოტაშვილი წარსულში 6-ჯერ არის ნასამართლევი. თუმცა, ცხადია, ეს გარემოება ვერც პოლიციელთა მხრიდან სავარაუდო ძალადობას გაამართლებს და ვერც რაიმე სახის დანაშაულის მეშვიდედ ჩადენის მტკიცებულებად გამოდგება (ისიც საყურადღებოა, რომ საქმეში არსებული, შსს-ს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, ლ. კორკოტაშვილი ნასამართლევია არა 6-ჯერ, არამედ 4-ჯერ). რამდენჯერაც უნდა იყოს პირი ნასამართლევი, მას უნდა მიეცეს ჩვეულებრივი, მშვიდი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ ის ამ შანსს არ იყენებს, მის მიმართ გამოძიება კანონით დადგენილი წესით უნდა წარიმართოს და ამ წესისგან გადახვევის გამართლებად წარსული ნასამართლობები, მათი რაოდენობების მიუხედავად, ვერ გამოდგება. იმედი გვაქვს, ეს მარტივი ჭეშმარიტება საკამათო არ გახდება.

4. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ლ. კორკოტაშვილს გაკეთებული აქვს ოპერაცია ქვედა ყბაზე და ,,შეუძლია ყბის სამაგრის თვითნებურად ამოგდება". სადავო არ არის, რომ კორკოტაშვილს ყბის ოპერაცია გაკეთებული აქვს და ალბათ, ყბის სამაგრის თვითნებური ამოგდებაც ზოგადად შესაძლებელია, მაგრამ გაუგებარია, ეს შესაძლებლობა რატომ გამორიცხავს იმას, რაც ლ. კორკოტაშვილმა საიას ადვოკატს მოუყვა, რომ ნაოპერაციები ყბა პოლიციელებმა ფიზიკური ზემოქმედების შედეგად დაუზიანეს? თუ შსს-ს პოზიცია არის ის, რომ თვითდაზიანების შესაძლებლობა, პოლიციელთა მხრიდან დაზიანების ალბათობას გამორიცხავს, მაშინ ადვილი იქნება ნებისმიერი მოქალაქის დაზიანება თვითდაზიანებას მიეწეროს. თეორიულად არც ის არის გამორიცხული, რომ მაგალითად, მოქალაქე დ. კაპანაძემაც თავად დაიზიანა გულმკერდი და სამი ნეკნიც თავად მოიტეხა, მაგრამ პრაქტიკულად სხვა სახის რეალობის ბევრად უფრო მაღალი ალბათობა არსებობს. სინამდვილეში რა მოხდა, ამას პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, თუმცა, ფაქტია, რომ შსს ამ გამოძიებას არ ელოდება.

5. უცნაურია სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ ლ. კორკოტაშვილი ამჟამად ჯანმრთელია და ,,მკურნალობას არ საჭიროებს". მას ნაოპერაციები ყბიდან ამოუვარდა რკინის ფირფიტები, რის გამოც, როგორც თავად აცხადებს, ვერ ჭამს საჭმელს, აწუხებს ძლიერი ტკივილები, უკეთებენ გამაყუჩებლებს. ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მკურნალობის საჭიროების გამორიცხვა, ცოტა გაუგებარია.

6. რაც შეეხება შსს-ს განცხადების იმ ნაწილს სადაც მითითებულია, რომ ,,მსგავსი განცხადებები მიმართულია პოლიციის დისკრედიტაციისკენ და სწორედ ცრუ ინფორმაციების გავრცელების შედეგად ხდება პოლიციის იმიჯის შელახვა". ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა ასეთი მძიმე ბრალდების მოსმენა. ეს არის ტიპური ფრაზა, რასაც საია წლების განმავლობაში სამართალდამცავი ორგანოების მწვავე კრიტიკის პასუხად იღებდა ხოლმე. ჩვენ ვთქვით მხოლოდ ის, რაც უშუალოდ დაზარალებულებმა პირადად საიას თანამშრომლებს განუცხადეს. არც ბოლო ორ და არც ადრინდელ განცხადებებში არსად წერია, რომ პოლიციელებმა ეს დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს. ჩვენი განცხადებების მთავარი მესიჯი არის და იყო მხოლოდ ის, რომ მოქალაქეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და რომ პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს გამოძიება. სამწუხაროა, თუ უფლებადამცველი ორგანიზაციის ჩვეულებრივი საქმიანობა პოლიციის დისკრედიტაციად და იმიჯის შელახვად აღიქმება. ეს არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციისა და დანიშნულების არასწორი აღქმაა.

ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც ათასობით ადამიანი მუშაობს, ადვილია რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელება. ისიც გასაგებია, რომ ვერ შევქმნით ისეთ სისტემას, სადაც პოლიციელთა მხრიდან მოქალაქეებზე რაიმე სახის ძალადობის ალბათობა სრულიად გამოირიცხება. მთავარია, რა პასუხი გაეცემა ასეთ ფაქტებს, რამდენად ეფექტურად და ობიექტურად წარიმართება გამოძიება. გამოძიების სათანადოდ წარმართვა არის არასასურველი ფაქტების გამეორების პრევენციის ყველაზე ეფექტური მექანიზმი, რომლის გამოყენების ნებაც, როგორც ჩანს, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს. სისტემის იმიჯს კი ისეთ დიდ ზიანს ვერაფერი მიაყენებს, როგორც მსგავსი ტიპის ფაქტებზე მსგავსი რეაგირების მოხდენაა", _ ნათქვამია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?