არჩევნების სამართლიანად ჩატარების გარანტი პოლიტიკური ნებაა

მთავარი თემა

არჩევნების სამართლიანად ჩატარების გარანტი პოლიტიკური ნებაა

12 ოქტ. 2013, 14:38:56

დღეს, ახლა უკვე მთავრობაში მყოფი "ოცნება" ამბობს, რომ სიებს მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მასში უზუსტობები, გასაყალბებლად არავინ გამოიყენებს, რადგან მთავრობაში ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს. მაშინდელი სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე კი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ "ოცნების" პროტესტი მხოლოდ პოლიტიკური პიარი იყო.

ქრონოლოგიურად, რომ მოვყვეთ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა: შეიქმნა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისია, რომელსაც მამუკა კაციტაძე ხელმძღვანელობდა.

აღნიშნულმა კომისიამ, თავის დროზე,  კარდაკარის პრინციპით, ამომრჩეველთა ძირითად სიაში 3 385 844 პირი გააერთიანა. გარდა ამისა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისამართის არმქონე 52 648 188 995, ხოლო გაურკვეველი მისამართის მქონე 42 390 ამომრჩეველი იყო.

ამავე დროს, კარდაკარის პრინციპით ამომრჩეველთა აღწერას ატარებდა "ამომრჩეველთა ლიგა" კოკა გუნცაძის ხელმძღვანელობით, რომელიც შემდგომ, "ქართული ონცების" მთავრობაში ყოფნის პერიოდში "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. მისი შეფასებით ალტერნატიული კარდაკარის მაჩვენებლები მიანიშნებდა, რომ კაციტაძე ხელისუფლების სასარგებლოდ მუშობდა.  განაგრძობდა საარჩევნო სიების ფალსიფიკაციას და კეთილსინდისიერი არჩევნების ჩატარებას არ აპირებდა.

ამ ორი კარდაკარის ჩამტარებელ ორგანიზაციას შორის დაპირისპირებებიც არსებობდა. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე აცხადებდა, რომ "ამომრჩეველთა ლიგა" ძველი სიებით სარგებლობდა და ის საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას აწვდიდა.

გარდა ამისა, ალტერნატიულ კარდაკარს ატარებდა მაშინ ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი "ქართული ონცება", რომელსაც ახლა უკვე პარლამენტარი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობდა. ამ უკანასკნელსა და სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვნელ მამუკა კაციტაძეს შორის, მაშინ, არაერთი დაპირისპირებაც მოხდა.

"ქართული ოცნება" სიების დაზუსტების კომისიისგან მათ მიერ აღმოჩენილი უზუსტობების ერთიან სიაში აღმოფხვრას და შემდეგ ამ სიის კოალიციისთვის გადაცემას ითხოვდა.

მაშინ ქუცნაშვილი ამბობდა, რომ სიების კომისიის თავმჯდომარე მიკერძოებული იყო და მას არ სურდა სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

თუმცა, დღეს უკვე, როცა "ქართული ოცნება" ხელისუფლებაშია და 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩვენებზე თავისი კანდიდატურა სწორედ იმ საარჩევნო სიებით გაჰყავს, რომელსაც 1წლის წინ აპროტესტებდა და ამბობდა, რომ მას "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების გასაყალბებლად იყენებდა, ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ სიები არ შეცვლილა, მაგრამ მას არჩევნების გასაყალბებლად არავინ გამოიყენებს, რადგან ამის პოლიტიკური ნება არ არსბეობს.

"არის რამდენიმე მიზეზი, რის გამოც კარდაკარის ჩატარება არ გახდა საჭირო. პირველი მდგომარეობს იმაში, რომ პოლიტიკური ხელისუფლების ნება მკაცრად გამოხატული და დაცულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სასარგებლოდ. ამიტომაც, არავინ არ აპირებს არჩევნების შედეგების ფალსიფიცირებას, ხმების არასწორად დათვლასა და ოქმების გადაკეთებას. პოლიტიკური ნება არჩვენების გაყალბების არ არსებობს. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ამომრჩეველთა სიის უსწორობას აღარ ენიჭება განმსაზღვრელი მნიშნელობა. მეორე მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება დღეს მოქმედი კანონმდებლობით მოქალაქის ქაღალდის პირადობის მოწმობას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ის ეწერება ამა თუ იმ საცხოვრებელ მისამართზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ კანონი, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა სიაში შეყვანა აღარ იქნება ქაღალდის მოწმობაზე დამოკიდებული. შემოდის ბიომეტრული პარამეტრი, როგორც ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოხვედრის საშუალება. ამას სჭირდება დრო და ამოქმედდება ადგილობრივი არჩვენებისთვის. მესამე, ჩვენ ყველა დამკვირვებელი მოწვეული და ჩართული გვყავს ამ პროცესში და ე.წ. მკვდარი სულები ვინც კი არსებობდა ამომრჩეველთა სიაში, იდენტიფიცირებულია და მათ გამოყენებას თავის სასარგებლოდ არავინ არ აპირებს“, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ქუცნაშვილი.

კარდაკარის ჩატარებიდან 1 წლის შემდეგ, სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მაშინდელი კრიტიკა პოლიტიზებული იყო და მხოლოდ პოლიტიკური პიარისთვის სჭირდებოდათ.

"საერთოდ ამომრჩეველთა სია ცოცხალი ორგანიზმივითაა. ვიღაც გარდაიცვლება, ვიღაც 18 წლის ხდება, ნაწილი მიდის, მოდის... ამიტომ, გარვეული განახლებები მას სჭირდება. რასაც ჰქვია საფუძვლიანი გადამოწმება, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მიმაჩნია სჭიროდ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა სია თითქმის ზუსტად ისეთივე იქნება, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე. ანუ, იმ კომისიის მიერ დადგენილი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი. ერთმნიშვნელოვნად მინდ გითხრათ, რომ თავის დროზე ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის მიმართ კრიტიკა, მათ შორის "ქართული ოცნების" და ცალკეული პოლიტიზებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, წმინდა პოლიტიკური პიარი იყო და მას არანაირი კავშირი სიების ვარგისიანობასთან არ ჰქონდა.  მე მათ ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ თუ ისინი არჩევნების შემდეგ მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებოდნენ, ამომრჩეველთა სია ნამდვილად არ გამოადგებოდათ, ისე როგორც 2003 წელს ეს მიხეილ სააკაშვილს ვარდების რევოლუციისთვის გამოადგა. ეს არჩევნების დღემ დაადასტურა, რადგან ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით სულ 5 საჩივარი დაიწერა.

"შემიძლია გითხრათ, რომ ამომრჩეველთა სია დღეს კარგია. თუ ჩვენი საბოლოო შედეგებით იხელმძღვანელებენ და საბოლოო განახლებებს გააკეთებენ", _ უთხრა "გურია ნიუსს" კაციტაძემ.

თუმცა, განსხვავებული მოსაზრება აქვს არასაპარლამენტო ოპოზციის "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ლევან ვეფხვაძეს. იგი მიიჩნევს, რომ არსებობს საშიშროებ არჩევნები გაყალბდეს და "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" შეთანხმების საფუძველზე, მათმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა პირველი-მეორე ადგილები გადაინაწილონ.

"გაყალბების საშიშროება არსებობს იმ კუთხით, რომ საარჩევნო კომისიებში "ოცნებისა" და ნაცმოძრაობის მეტი არავინაა. ისინი შეთანხმდებიან და თავიანთ საპრეზიდენტო კანდიდატებს პირველ-მეორე ადგილებზე გაიყვანენ. ეს მათ სჭირდებათ, რათა პარლამენტს არ შეექმნას ლეგიტიმაციის პრობლემები. თუ პირველი მეორე ადგილები მათ ვერ გაიყვეს, ვადამდელი არჩვენები  გარდაუვალი იქნებაბიძინა ივანიშვილმა კი თქვა, რომ ეს პარლამენტი 4 წლითაა არჩეული", _ უთხრა "გურია ნიუსს" ვეფხვაძემ.

საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე საუბრობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც, რომელიც "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ "ცდუნება დიდია, მით უმეტეს როცა გამარჯვებააში დამრწმუნებული არ ხარ."

"ჩვენში უკვე მყარად მოიკიდა ფეხი პრაქტიკამ, რომ ყოველი პოლიტიkური ძალა ოპოზიციაში ყოფნის დროს კეთილშობილი აღშფოთებით ივსება-ხოლმე არსებული უსამართლობის მიმართ, მაგრამ შემდეგ, როცა ხელისუფლებაში მოდის, დიდი სიამოვნებით იყენებს ამ ბერკეტებს. ცდუნებაა დიდი, მით უმეტეს როცა შენ არ ხარ დამრწმუნებული გამარჯვებაში. რაც არ უნდა იძახოს "ოცნებამ" და მისმა აქტივისტებმა, რომ მარგველაშვილს გამარჯვება გარანტირებული აქვს, ყველამ იცის, რომ გარანტირებული არაფერია. მოსალოდნელია მეორე ტური ბურჯანაძე-მარგველაშვილს შორის. ასეთ ვითარებაში ძალიან ძნელია გაუძლო ცდუნებას და ის, რასაც შენ აკრიტიკებდი,  ხელი აიღო და უარი თქვა. ამიტომაც იყო რომ საარჩევნო კანონში არ შესულა ის მოთხოვნები, რასაც მაშინდელი ოპიზიცია წლების მანძილზე ითხოვდა. იგივე სიები, რომელზეც კაციტაძე ცოცხლად გაატყავეს არაფერი შეგიცვლიაო, ქუცნაშვილი ამბობდა ამას, მაგრამ დღეს ის მორცხვდ სდუმს. ამ ბერკეტებს გამოიყენებენ, რადგან დარწმუნებულნი არ არინ თავიანთ გამარჯვებაში", _ ამბობს ცინცაძე.

ცნობისთის, ამომრჩეველთა სიების მინიმალურ დონეზე მაინც განახლებაზე, რომელზეც ზემოთ მამუკა კაციტაძე საუბრობდა, უკვე იზრუნა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. მათ კარდაკარი და ამომრჩეველთა ზუსტი აღრიცხვა ერთი წლის თავზე განმეორებით არ ჩაუტარებიათ, თუმცა, როგორც ცეკოს პრეს-სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მათ განახლებული სია უკვე მიაწოდა.




 ახალი ამბები
  • გლდანის საპატიმროს დირექტორმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისი დაკითხვის მოთხოვნით მიმართა (R)N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, ნოდარ ქინქლაძემ და მისმა მოადგილემ, როინ დეკანოიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მათი დაკითხვის მოთხოვნით მიმართეს.  საქმე ეხება მიმდინარე წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ნოდარ ქინქლაძე პატიმრებს გაუპატიურებით დაემუქრა. ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანიას მსჯავრდებულ შ.ჭ.-ს მეუღლე და ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ესაუბრნენ. ამასთან, 25 სექტემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს საქართველოს სახალხო დამცველის კომენტარი. მოცემულ თემაზე ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლებთან N8 პენიტენციური დაწესებულების „პატიმრები საუბრობენ სავარაუდო მუქარაზე და ასევე, საუბრობენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მათ მიმართ, თუმცა, საუბარი არის არა ციხის დირექტორზე, არამედ სავარაუდოდ, მოადგილის გვარი იყო ნახსენები“. სწორედ ამიტომ, დაკითხვას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან ითხოვს არა მხოლოდ ნოდარ ქინქლაძე, არამედ მისი მოადგილე როინ დეკანოიძეც.  აღსანიშნავია, რომ ადვოკატმა კობაიძემ 25 სექტემბერს უარი განაცხადა, გამოცხადებულიყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში და უწყებისთვის მიეწოდებინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სამაგიეროდ N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია და მთლიანად სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უწყებებთან, რათა დადგინდეს ჭეშმარიტება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ნოდარ ქინქლაძის და როინ დეკანოიძის მერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისადმი მიმართვაც, ვინაიდან ყველაზე მეტად სწორედ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის და პენიტენციური სამსახურის ინტერესში შედის, რომ საკითხთან დაკავშირებით ჭეშმარიტება ... ...
  • "ადვოკატმა კობაიძემ უარი განაცხადა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების მოწოდებაზე " (R)სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შესახებ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ადვოკატმა არ ისურვა წარმოედგინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. შეგახსენებთ, 2020 წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს N8 პენიტენციური დაწესებულების ოთხმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა იმიტომ, რომ მათ დაწესებულების დირექტორი სექსუალური ძალადობით დაემუქრა. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გამოყენებული იყო ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა: "ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბატონი ქინქლაძე (დაწესებულების დირექტორი) ეჩხუბა პატიმრებს იმის გამო, რატომ არ მოსწონდათ ჩაი და ამის გამო უთხრა, რომ მას გააუპატიურებდა. რაზეც ადეკვატური პასუხი ჰქონდათ პატიმრებს". ინფორმაციის გავრცელებისთანავე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება ადვოკატის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში მონიტორინგის დეპარტამენტი დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს და მიიწვია იგი იმისთვის, რომ თუკი მას გააჩნდა მის მიერ დაწესებულების დირექტორის მისამართით გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მასალა, მოეწოდებინა ეს ინფორმაცია მონიტორინგის დეპარტამენტისთვის. ადვოკატს შეეთავაზა 25 სექტემბერს 11:00 საათზე გამოცხადებულიყო სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, რაზეც მან განაცხადა უარი მოუცლელობის მიზეზით და ამის სანაცვლოდ შესთავაზა მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომ 25 სექტემბერს საღამოს საათებში მივიდოდა პენიტენციურ სამსახურში, ხოლო ადგილზე მისვლის ზუსტ დროს შუადღისას დაასახელებდა. დღეს, 25 სექტემბერს ადვოკატმა კობაიძემ, იმ დროს, როდესაც ვერ მოიცალა მონიტორინგის დეპარტამენტში გამოცხადებისთვის, აქცია გამართა N8 პენიტენციურ დაწესებულებასთან. აღსანიშნავია, რომ ადვოკატის ორგანიზებულ აქციაზე მხოლოდ თავად კობაიძე და კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ამან არ შეუშალა ადვოკატს ხელი, რომ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მისამართით კვლავ გაეკეთებინა ცილისმწამებლური განცხადებები. 25 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, როდესაც მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი კვლავ დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს, რათა მისი პენიტენციურ სამსახურში მისვლის დრო დაეზუსტებინა, ადვოკატმა მისვლაზე უარი განაცხადა, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, ვინაიდან თუკი იგი ფლობს რაიმე მტკიცებულებას, როგორც თავად აღწერს, ასეთი საგანგაშო ფაქტის შესახებ, მისი, როგორც უფლებადამცველის ინტერესში უნდა იყოს, რომ ამაზე ჭეშმარიტება დადგინდეს. ადვოკატთან მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის ორივე საუბარზე შედგენილია შესაბამისი ოქმები. ეს ოქმებიც და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტაციაც გადაეგზავნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სპეციალური პენიტენციური სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაადგენს ჭეშმარიტებას და ამ თემაზე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ყოველგვარი სპეკულაციები. ... ...
  • რომან გოცირიძე - მთავრობას ლარიც გაექცა და ვირუსიცპარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ეკონომიკასთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოსასვლელად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. „მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ გამოეყენებინა 5 მილიარდი ფული საარჩევნო მანიპულირებისთვის, ნაცვლად ხალხის მხარდაჭერისა. მთავრობას, რომელსაც დიდი დრო და რესურსი ჰქონდა უცხოეთის დახმარების სახით, ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან, ლარიც გაექცა და ვირუსიც. ეს არის ხელისუფლების მიერ გადადგმული პოლიტიზირებული ნაბიჯების შედეგი. დღეს, თუ სასწრაფოდ არ მიიღებს მთავრობა რადიკალურ ზომებს, თუ არ შეკვეცს კორუფციულ და უსარგებლო ხარჯებს, რომელიც „ქართულ ოცნებასა" და მასთან მიტმასნილ ბიზნესს ემსახურება, თუ არ გამკაცრდება პოლიტიკა, ამ შემთხვევაში, ლარი მიაღწევს ისეთ ნიშნულს, როდესაც ეკონომიკა გაჩერდება და მოქალაქეების შემოსავალი კატასტროფულად დაიკლებს. პირველ რიგში, მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტოს ფულის ფლანგვა მათი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, დაანებოს თავი უსაზღვრო ოდენობით რეფინანსირების სესხის გაცემას, მართოს ჯერ კიდევ მის ხელთ არსებული ბერკეტით ეს პროცესი“, - განაცხადა ... ...
  • „დავასახელებთ მომსყიდველების ვინაობას“ : " ჩვენი საქართველო, სოლიდარობის ალიანსი"-ს ბრიფინგი ოზურგეთშიოზურგეთში „ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი"-ს  შტაბში , ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ განაცხადა, რომ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინოშეწირული-გობრონიძე იქნება და სწამს, რომ ის გამრჯვებას მიაღწევს ამ საპარლამენტო არჩევნებში. __ჩვენ ვაპირებთ პატიოსან საარჩევნო კამპანიას. არ გვაქვს ფუფუნება, ვინმეს დავურიგოთ   კარტოფილი ან კვერცხი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად და ჩვენი ხმა  გვქონდეს პარლამენტში, - თქვა ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ. მან თქვა, რომ ადგილი აქვს ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობას, როცა მათ პირდებიან ფულს, ასევე ოზურგეთის სპორტის სახლში ახლახან შეიტანეს დიდი ტრაილერით ბურღულეული, მათთვის დასარიგებლად, _ თქვა ნაცვალაძემ. ჟურნალისტების კითხვაზე, დაესახელებინა კონკრეტული პირები, ვინ ვის სთავაზობს ქრთამს, ნაცვალაძემ თქვა, რომ ამჯერად თავს იკავებს, თუმცა მალე დაასახელებს მათ ვინაობას. დეპუტატობის კანდიდატმა,    ნინო შეწირულმა ისაუბრა საარჩევნო კამპანიის თაობაზე, რომ  ამომრჩევლებს, კერძოდ, მის ნათესავებს და  ოჯახის წევრებს, ახლობლებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები   ფულით მოსყიდვას უპირებენ, ჰპირდებიან თანხას, ოღონდაც კი  მათ მხარეს გადავიდნენ. _დღეს არ ვასახელბ მათ  გვარებს, თუმცა ამ ბრიფინგით  ვაფრთხილებთ   მათ. თუ კვლავ   გაგრძელდება მათი მხრიდან ასეთი საქციელი, აუცილებლად გადმოგცემთ   მათ სიას, სათანადო მტკიცებულებით, - უთხრა მან ... ...
  • სამტრედიაში ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში გაიხსნასამტრედიაში, კოსტავას ქუჩაზე, მრავალბინიანი კორპუსების მიმდებარედ ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო. ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში დღეს გაიხსნა. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა. "მუნიციპალიტეტის მერია ინტენსიურად ახორციელებს სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, პოპულარიზაციას და განვითარებას", _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან" კომენტარში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls