"პიქსელის" შენობიდან _ ოფშორის კუნძულებამდე _ "დაკანონებული" მონოპოლიის ლაბირინთებში...

მთავარი თემა

"პიქსელის" შენობიდან _ ოფშორის კუნძულებამდე _ "დაკანონებული" მონოპოლიის ლაბირინთებში...

2013 ოქტ 16 13:56:40

მას შემდეგ პრემიერმა არაერთხელ დაადასტურა ეფექტური ანტიმონოპოლიური კანონის არსებობის აუცილებლობა, თუმცა კანონპროექტის პარლამენტში ვიზირება დღემდე არ მომხდარა. ეკონომიკის სამინისტროში ამას ტექნიკური ხარვეზებით და ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესებით ხსნიან.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" კი აცხადებენ, რომ კანონპროექტი საკმაოდ სერიოზულ დონეზე მომზადდა, არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი რეკომენდაციები და გავლილია ყველა სამუშაო ეტაპი, რაც ვიზირებას ხელს არ უშლის.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" წარმომადგენელი ნათია კუტივაძე, რომელიც აქტიურად მუშაობს აღნიშნულ კანონპროექტზე, ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ: "ბაზარზე მოქმედმა კომპანიებმა შესაბამისი მონიტორინგის არარსებობის პირობებში გარკვეული ქმედებებით შესაძლოა ისე გაზარდონ საკუთარი მოგება, რომ ამით ზიანი მიაყენონ საზოგადოების ეკონომიკურ კეთილდღეობას. ასეთ ქმედებებს შორის მოიაზრება კომპანიების მიერ შეთანხმებული ფასის დაწესება მომხმარებლის საზიანოდ ან სხვა კომპანიების კონკურენტუნარიანობის შეზღუდვა. მსგავსი ქმედებების არსებობის ეჭვი გასული წლების განმავლობაში მუდმივად ჩნდებოდა ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ბაზრებზე მოქმედი კომპანიების მიმართ, თუმცა შესაბამისი ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც ამ ეჭვს დაადასტურებდა ან გააქარწყლებდა."

თუ საკანონმდებლო ორგანოს ბოლოდროინდელ  პრაქტიკას გავიხსენებთ კანონების მიღების თვალსაზრისით, შესაძლოა საეჭვოდ გაჭიანურებულადაც მოგვეჩვენოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი და "ქართული ოცნების" მიერ წინასაარჩევნო პრიორიტეტად დასახელებული კანონის ამ დრომდე არ მიღება.

ხელოვნური ბარიერი თუ გარიგება ძველ მონოპოლისტებთან?

ხდება თუ არა კანონის მიღების გაჭიანურება ხელოვნურად და ვის აწყობს მონოპოლია საქართველოში? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მტკიცებით ფორმაში საკმაოდ რთულია, თუმცა ფაქტი ისაა, რომ მონოპოლიების, კარტერული გარიგებების და დომინანტური მდგომარეობის ხანა საქართველოში ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. კარტერული შეთანხმებები ყველაზე მეტად  ნავთობის ბიზნესს ეხება. ყველაზე დიდი ფულიც სწორედ აქედან რჩება.

დღეს, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლემ უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმეზე, რომელიც ყველაზე "ელიტარული მონოპოლიას" _ ნავთობის ბაზარს და მის  მოთამაშეებს ეხებათ.

სასამართლო დავა შპს "ელენკო ჯორჯიასა" და  შპს "აგროტრანს ლიმიტედს" შორის მიმდინარეობს. "ელენკო ჯორჯია"-ს ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, 2010  წელს "აგროტრანს ლიმიტედისა" და "ფოთის საზღვაო ნავსადგურს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ნავთობპროდუქტების ბაზარზე 20 წლიანი მონოპოლია აქვს მინიჭებული. მისი განცხადებითვე, ამ საკითხთან დაკავშირებით საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში უკვე მოიგეს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, კომპანია "აგროტრანს ლიმიტედის"  მფლობელი  თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია. კომპანია, რა თქმა უნდა, ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული.

შალვა ხაჭაპურიძე: "კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურმა, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით,  კომპანია "არგოტრანსს" მიანიჭა ექსკლუზიური უფლებამოსილება გამოეყენებინა N2 ნავსადგური, რომელშიც მოწყობილია ქვეყნის ტერიტორიაზე ერთადერთი-თხევადი ქიმიური ნივთიერების გადასატვირთი ტექნოლოგიური ხაზი. ექსკლუზიური უფლება განისაზღვრა იმგვარად,  რომ არცერთ სხვა სუბიექტს არ დარჩა შესაძლებლობა შპს არგოტრანსის  წერილობითი თანხმობის გარეშე  ესარგებლათ ამ ნავსადგურით. 2012 წლის 27 ნოემბერს ფოთის საზღვაო ნავსადგურმა უარი განუცხადა შპს "ელენკო ჯორჯიას" ხელშეკრულების გაფორმებაზე იმ მოტივით, რომ 2010 წლის 26 ნოემბერიდან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფება  კომპანია "არგოტრანს ლიმიტედთან", რომელსაც მინიჭებული აქვს  N2 ნავმისადგომის და დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის გამოყენებით ამგვარი  ტვირთის გადაზიდვის და შენახვის ექსკლუზიური და შეუზღუდავი უფლება. "

ფოთის საზღვაო ნავსადგური, თავისი   2012 წლის 27 ნოემბრის წერილით, შეუძლებლად მიიჩნევს შპს "ელენკო ჯორჯიასათან"  სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლის შესაძლებლობას, სწორედ  იმ მოტივით, რომ  2027 წლამდე შპს "არგოტრანს" მინიჭებული აქვს ინფრასტრუქტურის გამოყენების შეუზღუდავი და ექსკლუზიური უფლებამოსილება.

"არგოტრანსის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მონოპოლისტები არ არიან და არც დომინანტური მდგომარეობით სარგებლობენ, რადგან მსგავსი მომსახურების გაწევა ყულევისა და ბათუმის პორტებსაც შეუძლიათ. შესაბამისად, ფოთის N2 ნავსადგურში არსებული ტექნოლოგიური ხაზი არ იყო  ერთადერთი  მსგავსი კატეგორიის ტვირთების  მისაღებად.

შალვა ხაჭაპურიძე ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ  საქმეში წარმოდგენილი  წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ   ბათუმის  და ყულევის  ნავსადგურების მიერ გაცემული წერილების შინაარსით   დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ ისინი არ ახდენენ ამ კატეგორიის ტვირთების მომსახურებას.

"მოწინააღმდეგე მხარეებს კი არაფერი არ წარმოუდგენიათ და შემოიფარგლნენ მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რაც ვერ ჩაითვლება შესაბამისი მტკიცებულებად."

სააპელაციო სასამართლო დღეს თავის საბოლოო სიტყვას იტყვის...

"პიქსელის" შენობიდან _ ოფშორის კუნძულებამდე

მონოპოლია ელიტარულ დონეზე , სახელმწიფოსგან მინიჭებული  პრივილეგიები და კარტელური გარიგებები – ასე "იწრთობოდა"  ნავთობპროდუქტების და სხვა მსხვილი ბიზნესის ბაზარი "ნაცმოძრაობის" საქართველოში.

ექპერტები აცხადებენ, რომ ნავთობის ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობა თითქმის უცვლელია, რასაც  ხელს უწყობს ის გარემოება, რომ ახალი ანტიმონოპოლიური კანონის მიღება საკმაოდ გაჭინაურდა. ისევ რჩება ოფშორული კომპანიები და დიდი ეჭვი იმისა, რომ კეზერაშვილის გავლენები ნავთობისა და ნავთობგადაზიდვის ბიზნესში კვლავ დიდია.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ყველაფერი იწყებოდა "პიქსელის" შენობიდან...

" ვიცნობდი რა დავით კეზერაშვილის პიროვნებას, მისი კავშირებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, იძულებული ვიყავი მიმეღო მუქარაზე დაფუძნებული მისი მოთხოვნა, მით უფრო, რომ ფაქტიურად მაშინვე გავხდი მუდმივი კონტროლის ობიექტი ჩემს სახლში რამდენიმე დღის განმავლობაში მორიგეობდნენ და თვალყურს მადევნებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კერძოდ; იმჟამად სოდ-ის ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ქემოკლიძე და კიდევ სამი პიროვნება, რომელთა ვინაობა არ ვიცი, მაგრამ მათი ამოცნობა შემიძლია. იმ პერიოდის განმავლობაში ფაქტიურად ვიმყოფებოდი შინაპატიმრობის პირობებში, ამასთან, შემეზღუდა საქართველოდან გასვლის შესაძლებლობაც, რამაც კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა დავით კეზერაშვილის მუქარის რეალობაში და იძულებული გავხდი, დავთანხმებოდი მის წინადადებას, თუმცა ჩემი თანხმობის მიღების შემდეგაც ჩემს მიმართ ზემოხსენებული კონტროლი არ შეწყვეტილა." _ ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე, რომელიც პირადად იცნობდა დავით კეზერაშვილს (მისი ძმის ბიზნესპარტნიორი იყო. ავტ)  მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს განცხადებით მიმართავს.

"ორი სიტყვით" გიორგი ქემოკლიძეზე  _ სად მუშაობს დღეს აღნიშნული პიროვნება და რა პოზიციაზეა შს სამინისტროში? _ ამ კითხვით, "გურია ნიუსმა" შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს მიმართა. პრესსამსახურის წარმომადგენელმა გაგვიცხადა, რომ ამის თაობაზე საჯარო ინფორმაციის გამცემი დეპარტამენტისთვის წერილობითი მიმართვაა საჭირო. ძალიან მარტივი ინფორმაცია, რომელიც არ საჭიროებს არც მოძიებას და არც დამუშავებას, რომლის გადამოწმება პრესსამსახურს კადრების განყოფილებაში შეეძლო, რატომღაც  პრობლემა გახდა.

ალბათ იმიტომ, რომ "გურია ნიუსის" ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება შსს-ში საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციაზეა. ჩვენი წყაროს ცნობით, ის კვლავ ერთ-ერთი სამმართველოს უფროსია. აღნიშნულ საქმეზე კი დაკითხულიც არ არის.

ნიჟარაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილმა ორჯერ დაიბარა "პიქსელის" შენობაში. ორი შეხვედრა კეზერაშვილთან 30 მილიონი ლარი "დაუჯდა". თანხის სახით  _ 10 მილიონი და წილების სახით _ 20 მილიონი.

არჩილ კბილაშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში თამაზ ნიჟარაძე მისი გაკოტრების სქემას დეტალურად აღწერს:

"მიუხედავად იმისა, რომ მე არაფერი მაკავშირებდა შპს "ლუკასისა" და შპს "ლუკ ბუნკერ"-ის საქმიანობასთან, ხსენებული ფირმების თანამშრომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე მე თავის ოფისში, მდებარე ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ე.წ. "პიქსელი"-ს შენობის ბოლო სართულზე, დამიბარა შპს "ლუკას"-ის თანადამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა, რომელსაც ვიცნობ დაახლოებით 9 წელია და შეხვედრისას კატეგორიულად მომთხოვა 10.000.000 ლარის შეტანა შპს "ლუკას"-ისა და შპს "ლუკ ბუნკერ"-ის საბანკო ანგარიშებზე, რათა პასუხისგებაში მიცემულ პირებსა და პროკურატურას შორის გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება, ასევე კატეგორიულად მომთხოვა კომპანია "ჩენელენერჯი"-ში (ფოთის პორტში თეთრი ნავთობპროდუქტების ტერმინალი) კომპანია "მიშნ ინვესტმენტ ლიმიტედი"-ს  მეშვეობით ჩემი და ჩემი შვილის, ზურაბ ნიჟარაძის საკუთრებაში არსებული წილების მისთვის სასურველ კომპანიაზე გადაფორმება, ამასთან განმიმარტა, რომ ასეთი იყო ზურაბ ადეიშვილისა და ივანე მერაბიშვილის ერთობლივი გადაწყვეტილება."

როგორც თამაზ ნიჟარაძე აცხადებს,  ამ "გადაწყვეტილებით"  და კეზერაშვილის მუქარით, მას შემდეგი რაოდენობის თანხები გამოსძალეს:

შპს "ლუკ ბუნკერის" ანგარიშზე შპს "ელენკო ჰოლდინგიდან"  2010 წლის 17 და 31 აგვისტოს გადარიცხულ იქნა 505.000 აშშ დოლარი და 547.000 აშშ დოლარი, 2010 წლის 24 სექტემბერს შპს "ბიმედია ინვესტსმენტს ლიმიტედიდან" 550.000 აშშ დოლარი.

გარდა ამისა შპს "ლუკ ბუნკერის" ანგარიშზე ნაღდი ანგარიშსწორებით, 2010 წლის 28 სექტემბერს შეტანილ იქნა 216.168 ლარი, 29 სექტემბერს – 190.000 ლარი, 26 ოქტომბერს – 1.385.600 ლარი და 29 სექტემბერს – 574.400 ლარი,

შპს "ლუკასის" ანგარიშზე შპს "დესტონ კომპანიდან"  2010 წლის 16 დეკემბერს გადარიცხულ იქნა 500.000 აშშ დოლარი, ამასთან ერთად, ნაღდი ანგარიშსწორებით, შპს "ლუკასის" თამაზ ნიჟარაძის ძმის, ნუკრი ნიჟარაძისა და ბუღალტერ მადონა ბებურია-ვეკუას მეშვეობით 2010 წლის 25 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე პერიოდში შეტანილი იქნა 700.000 ლარი, 153.000 ლარი, 190.000 ლარი, 736.047 ლარი, 100.000 ლარი, 470.000 ლარი, 351.000 ლარი და 188.445 ლარი.

შემდეგი შეხვედრაც "პიქსელის" შენობაში შედგა...

"2010 წლის სექტემბრის თვეში მე კვლავ დამიკავშირდა დავით კეზერაშვილი, რომელმაც დამიბარა "პიქსელის" შენობაში. შეხვედრა შედგა ხსენებული შენობის "-2" სართულზე განთავსებული ავტოპარკინგის ტერიტორიაზე (ეს სართული განკუთვნილი იყო მხოლოდ დავით კეზერაშვილის კომპანიების ავტომანქანებისათვის). იგი ძალიან განერვიულებული ჩაჯდა მანქანაში მძღოლის სავარძელზე, დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში მიყვიროდა და მოითხოვდა დაუყოვნებლივ, უსასყიდლოდ გადამეფორმებინა მისთვის მისაღები იურიდიული პირებისათვის შპს "ბიმედია ინვესტსმენტს ლიმიტედში", შპს "მიშნ ინვესტსმენტს ლიმიტედსა" და შპს "მეტალექსში" ჩემი და ჩემი ვაჟის, ზურაბ ნიჟარაძის კუთვნილი წილები, მემუქრებოდა, რომ ჩემგან რაიმე წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში "სისხლის ტბებს დააყენებდა" – ერთმნიშვნელოვანია, რომ საუბარი იყო ჩემი და ჩემი შვილის სიცოცხლეზე.

რამდენადაც ეჭვი არ მეპარებოდა იმაში, რომ დავით კეზერაშვილი შეძლებდა ზემოაღნიშნულის განხორციელებას,  იძულებული ვიყავი დავთანხმებოდი დავით კეზერაშვილის ამ მოთხოვნასაც..." _ წერს თამაზ ნიჟარაძე მთავარი პროკურორისადმი მიწერილ წერილში. ის ითხოვს, რომ გამოძალვის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე პირი.

დავით კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს. იმ შემთხვევაში, თუ მას საქართველოს გადმოსცემენ, აქ 118 მოწმე და რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე ელოდება...

მონოპოლიურ ლაბირინთებში გარკვევას კი არც თუ ისე ცოტა დრო და ანტიმონოპოლიური კანონის დროულად მიღება დაჭირდება.




 ახალი ამბები
  • ერთდღიანი ბაზრობის პოლიტიკური ელფერიის, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბაზრობა კვირას იმართება, ეს ამბავი ახალი არ არის... და ეს დღეს ჩვეულებრივად ჩაივლიდა, რომ არა აქცია "ვამხილოთ გურული ფეოდალი მაჟორიტარები“. აქციის მონაწილეები დაახლოებით 12 საათისთვის გამოჩდნენ ბაზარში. მათ გამოჩენას, თან "ქართული ოცნების" დეპუტატების გამოჩენა მოყვა. არაერთხელ იყო სიტყვიერი დაპირისპირება და იმის ხსენება, ვინ ვისი პოლიტიკური წევრი იყო ადრე და ა.შ. ასევე აქციაზე ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას ეკითხებოდა მაჟორიტარი-დეპუტატის, ნინო წილოსანის საქმეებზე, რაზეც ზუსტ კონკრეტულ პასუხს იშვიათად სცემდნენ. აქციის პარარელურად "გურია ნიუსმა" რამდენიმე ფოტო გადაიღო, სადაც ხალხი სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვით იყვნენ დაკავებულები. სიძვირე აშკარად ეტყობოდა პროდუქტებს, არა არის გამორიცხული, საახალწლოდ ეს ფასები ... ...
  • ოზურგეთის ხელოვნების ცენტრი 30 წლისაა13 დეკემბერს,  ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილისსახელობის  ხელოვნების ცენტრის 30 წლის აღსანიშნავ  ღონისძიებაზე , სამხატვრო გალერეაში ბევრ სტუმართან ერთად, თავი მოიყარეს ოზურგეთელმა მასპინძლებმა. _მჯერა, ყველა ჩვენგანი გახარებულია დღეს და თქვენც ასევე გიხარიათ.  30 წელი, შესაძლოა, ბევრი არ არის,   მაგრამ ერთი სერიოზული ეტაპი  მაინც არის.  ამ ხნის მანძილზე 300-მდე გამოფენა ჩარატრდა, თავისი კატალოგებით, ბუკლეტებით. დღევანდელი   დღე ასე ბედნიერად დაიწყო და ასე დამთავრდება _ ჩვენ  გავაკეთეთ კატალოგი, რომელიც შეგიძლიათ,  საჩუქრად წაიღოთ. ჩვენ გავაკეთეთ ასევე  მოკლე კლიპი 30 წლიანი ისტორიისა, რომელსაც ახლა ნახავთ და ბევრი საკუთარ თავსაც იხილავს, რადგან თქვენ ის ადამიანები ხართ, რომლებიც სულ ჩვენთან იდექით, ჩვენ ვართ ცენტრი, სადაც კეთდება რეგიონული გამოფენები, ასევე  გვაქვს უამრავი  გაცვლითი გამოფენები, _ ამ სიტყვებით  გახსნა ღონისძიება  და სტუმრებს მისალმა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის წარმომადგენელი, ლია ურუშაძე. სურატების გალერეის დირექტორმა,  ავთანდილ თავართქილაძემ მადლობა გადაუხადა  სტუმრებს და ესაუბრა 30-წლიან გზაზე, რომელიც გაიარა გალერეამ. _ამ 30-მა წელმა დამანახა, რომ უამრავი ადამიანია გურიაში დაკავებული სახვითი ხელოვნებით. განსაკუთრებით ქალბატონები.  ეს ნიჭიერება არის ცვენთან. ჩვენ ვატარებდით ხალხური რეწვის ოსტატთა გამოფენებს. თამამად  შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ოზურგეთი არის არამხოლოდ ფოლკლორის ,  არა მხოლოდ პოლიფონიის ქალაქი, არამედ სახვითი ხელოვნების ქალაქი.  ჩვენი ცენტრი რევოლუციური მონაპივარია.  1989 წელს დაიწყო ეს ყველაფერი.  არაფერი არ ასებობდა, მაგრამ აქ იყო სესანიშნავი მხატვრების ჯგუფი, ვახტანგ მამეშვილი, რეზო ჯაში,  ვარლამ ჭკუასელი, ჯემალ მიმინოშვილი, ვასო მჟავანაძე  და ბევრი სხვა, რომელთა არჩეული ვარ მე. ამ ხალხის  აქ ყოფნა იყო სახვითი ხელოვნების  განვითარება.  ეს იყო ეროვნული მოძრაობა, ფაქტიურად. ასე დაიწყო ყველაფერი.დიდი ენერგია ჩემგან სწორედ ამ „გალერჩიკობაში“ წავიდა. კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. მომავალ წელს აუცილებლად   გავხსნით  მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკებას.  იცით, ქუთაისში ვანდალური ფაქტი მოხდა, დაშალეს ქუთაისში. ეს იყო დიდი ტკივილი მისტვის.  მისი ქანდაკება, უნდაამშვენებდეს ოზურგეტს. ჩვენი პროექტები უკვე საერთაშორისოა. ჩვენ გვაქვს სემოქმედებით სახელოსნო, რომლის გარეშეც გალერეა არის მკვდარი.  კარგად ხედავთ ექსპოზიციის ესთეტიკას. მაჯისცემა უნდაიგრძნობოდეს და ასეც ხდება. თავიდან  სამხატვრო გალერეა ერქვა და მადლობა უფალს, რომ  გადავურჩით    გაერთიანებებს. ეს ხელისუფლების დამსახურებაც  არის.   ასევე ბოდიშს ვიხდი, რომ დღევნელი დღე  დაემთხვა იმ რაღაც აქციას და მოვლენას, რაც თბილისში ხდება.  კი შეიძლებოდა გადადება, მაგრამ ღონისძიება იგეგმება ერთი და ორი თვით ადრე და ამიტომ მოხდა ასე. . თუმცა დღევანდელი დღით  ვეხმიანებით სრულიად საქართველოს. ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე და გადარჩებასაქართველო, _ ასე დაასრულა მან თავისი გამოსვლა   და შემდეგ კლიპის სანახავად მიიპატიჟა ყველა. ვიდეოფირზე კარგად იყო ასახული გალერეის მიერ გავლილი 30 წლიანი გზა. სტუმრად მყოფმა ხელოვანებმა, ბათუმიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან  ცამოსულმა  სხვადასხვა გალერეის თუ მუზეუმების ხელმძღვანელებმა ბევრი თბილი სიტყვა თქვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს იუბილად  გალერეას. დასარულ, საზეიმოდ გაჭრეს ტორტი და კიდევ ერთხელ აღნიშნეს სტუმრებმა და მასპინძლებმა, რომ ოზურგეთის არის როგორც ფოლკლორის, პოლიფონიის,  სახვითი ხელოვნების ... ...
  • "ერთადერთი, რაც შემიძლია, საჩუქრად გადავცე კომპასი“_თალაკვაძე ელისაშვილს ეხმაურებადღეს "სამოქალაქო მოძრაობამ" ჩოხატაურის ბაზარში აქცია გამართა კამპანია "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში. ბაზარში მისულმა სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა  იქ მყოფ ადამიანებს თანამდებობაზე მყოფი წარმოშობით გურულების,  ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანის და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შესახებ ესაუბრნენ და  ფეოდალიზმში დაადანაშაულეს. როგორც სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამბობენ, ისინი მოსახლეობაზე არ ზრუნავენ და ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან. აქციამ ჩოხატაურის ბაზრიდან ოზურგეთის მერიასთან გადაინაცვლა, სადაც არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარული ოლქი მდებარეობს.  სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მერიის კარი დაკეტილი დახვდათ, კარზე კი სტიკერები მიაკრეს წარწერით "მაჟორიტარი ფეოდალია". თალაკვაძე ელისაშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და ამბობს, რომ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერისთვის კომპასის საჩუქრად გადაცემას აპირებს. „უკმაყოფილო ყოფილა რატომ არავინ არ დამხვდაო? - დღეს არის კვირა დღე და ელისაშვილმა ეს კარგად იცოდა, სწორედ ამიტომ აირჩია კვირა დღე. რაც შეეხება მის კამპანიას, ის თურმე ოზურგეთში ჩასული იყო და საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ოზურგეთის მაჟორიტარი არის მდიდარი ფეოდალი. ერთადერთი, რაც შემიძლია, არის ის, რომ მას საჩუქრად გადავცე კომპასი“,_ განაცხადა ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ კახა ასკურავა საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა"ექიმი ისეთი პროფესიაა, მტერი რომ ნახო დაჭრილი, მას უნდა უმკურნალო, ვალდებული ხარ. ვაჟა გაფრინდაშვილის ფაქტი სწორედ ის შემთხვევაა, როცა ცხადია, რომ პუტინის პოლიტიკა უარყოფს და უგულებელყოფს ყოველივე მორალურს, დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, რომელიც ხანდახან უფრო მეტი ვიდრე მსოფლიო კონვენცია!", _ აღნიშნულის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. იგი რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა საოკუპაციო ხაზთან, სადაც სეპარატისტული რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები აქციას მართავდნენ. როგორც კახა ასკურავამ "გურია ნიუსთან" აღნიშნა, გზა აერიათ და, სამწუხაროდ, აქციას ვერ ჩაუსწრეს. მანვე მოგვაწოდა საოკუპაციო ხაზთან გადაღებული ... ...
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აქციას მართავს"სოხუმი და ცხინვალი საქართველოა", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "თავისუფლება ვაჟა ექიმს"- ამ მოწოდებებით საოკუპაციო ხაზთან, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, თეთრ ხალათებში ჩაცმული ექიმები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. შეგახსენებთ, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით გადმოინაცვლეს. "გურია ნიუსი" უმოკლეს დროში შემოგტავაზებთ ინფორმაციას საოკუპაციო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...