23 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება ხუდონჰესის პროექტის შესახებ

მთავარი თემა

23 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება ხუდონჰესის პროექტის შესახებ

18 ოქტ. 2013, 11:07:03

არასამთავრობოები ასევე, პროექტის განხორციელებაში ენერგეტიკის სამინისტროს მაღალჩინოსანთა პირად ბიზნეს ინტერესების არსებობის შესახებაც გამოთქვამენ ეჭვს და მოითხოვენ, რომ ხუდონჰესის პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამართვლებრივ ჩარჩოებში დაბრუნდეს. "გურია ნიუსი" არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2011 წლის 28 აპრილს საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ტრანს ელექტრიკა ლიმითედს" შორის (სხვა მხარეებთან ერთად) დაიდო ხელშეკრულება ხუდონჰესის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ. ხელშეკრულებით, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ შეასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, მოიპოვებს პროექტის განსახორციელებლად აუცილებელ ნებართვებსა და ლიცენზიებს. სწორედ ნებართვებისა და ლიცენზიების გზით იღებს სახელმწიფო (კომპეტენტური ორგანოები - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო) საბოლოო გადაწყვეტილებას პროექტის განხორციელებაზე (გარკვეული პირობებით), ან საერთოდ განუხორციელებლობაზე. სწორედ ამ გზით შეუძლია სახელმწიფოს შეაფასოს ისეთი პროექტის ავკარგიანობა, რომელიც "ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან" (კანონი "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ") და სწორედ ასეთთა რიგს მიეკუთვნება ხუდონჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტი.

ჩვენდა სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ჯერ არც კი მიუმართავს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისთვის ნებართვების მოსაპოვებლად და შესაბამისად, ამ ორგანოებს არ მიუღიათ გადაწყვეტილება პროექტის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ენერგეტიკის მინისტრი აცხადებენ, რომ ხუდონჰესი აუცილებლად აშენდება. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ კანონმდებლობის თანახმად, ენერგეტიკის სამინისტროს კომპეტენციაში საერთოდ არ შედის ამგვარი პროექტის განხორციელება-განუხორციელებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენს დაგეგმილ პროექტზე გადაწყვეტილების მიღების კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების სრულ უგულებელყოფას და ზეწოლას კომპეტენტურ ორგანოებსა და პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობაზე. ამასთანავე, ეს არის იმ სამარცხვინო და ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი პრაქტიკის გაგრძელება, რომელიც საქართველოში უკანასკნელი 20 წლის მანძილზე გამოიყენებოდა - როდესაც ქვეყნის მმართველი პირველი პირები, ყოველგვარი ეკონომიკური, სოციალური თუ გარემოსდაცვითი გათვლების გარეშე, ერთპიროვნულად იღებდნენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ მსხვილმასშტაბიანი პროექტის განხორციელებაზე, კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს კი, უბრალოდ მოეთხოვებოდათ ამ გადაწყვეტილებების შესრულება - ნებართვების გაცემა.

ჩვენთვის, ასევე, სრულიად მიუღებელია ის, რომ ხუდონჰესის პროექტისადმი კრიტიკულად განწყობილი პირებისა და ორგანიზაციების მიმართ გრძელდება რეპუტაციის შემლახავი დაუფარავი კამპანია; პროექტის ოპონენტები საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების აგენტებად და ქვეყნის განვითარების მოწინააღმდეგეებად ინათლებიან. გავიხსენებთ, რომ მსგავსი განცხადებები ენერგეტიკის მინისტრმა რამდენიმე თვის წინაც გააკეთა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი საპასუხო განცხადებით დაგმეს.

ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი გამონათქვამების რიგს მიეკუთვნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 16 სექტემბერს გაკეთებული განცხადებაც, სადაც მან პირდაპირ მოუწოდა საზოგადოებას, არ მოუსმინონ და არ გაითვალისწინონ პროექტის ოპონენტების მოსაზრებები ("არ შეიძლება, რომ ქვეყნის განვითარების სტრატეგიას ხელი შეუშალოთ. არ დაუჯეროთ ოპონენტებს, რომლებიც ხმაურობენ და მათ მეტი არაფერი არ შეუძლიათ"). ამით, მან ასევე წარმოაჩინა ის, რომ მისთვის აპრიორი მიუღებელია ნებისმიერი შენიშვნა თუ მოსაზრება, რომელიც მცირედ მაინც ეწინააღმდეგება მის მიერ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას - "ხუდონჰესი არის ასაშენებელი, როგორც სხვა ბევრი ჰესი...".

ამჟამად, ხუდონჰესის პროექტი გადის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესს, რომელსაც ატარებს კომპანია და სწორედ ამ პროცესის ნაწილია საჯარო კონსულტაციები საზოგადოებასთან. სამწუხაროდ, ეს პროცესიც კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მიმდინარეობს: მაშინ, როდესაც მთელ პროცესს უნდა წარმართავდეს პროექტის განმახორციელებლი კომპანია, ენერგეტიკის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები აქტიურად ერევიან შეფასების/კონსულტაციების ჩატარების პროცესში, საჯარო განხილვებზე და მედიის საშუალებით, კომპანიის ნაცვლად, სცემენ პასუხს საზოგადოების წარმომადგენელთა კითხვებს და კომპანიის სახელით გასცემენ დაპირებებს ადგილობრივ მოსახლეობაზე. ამასთან, ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის ინტერესი სრულად იქნება გათვალისწინებული, მაგრამ ამავდროულად არ ავლენენ მცირედ მზაობასაც კი ამისთვის; მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა - განხილულ იქნეს პროექტის განხორციელების ისეთი ალტერნატივა, რომლის შემთხვევაშიც არ დაიტბორება სოფლები - კატეგორიულად მიუღებელია სამინისტროსთვის. სამინისტროს წარმომადგენლები (ისევე როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი), ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება ხუდონჰესის პროექტის ამჟამად წარმოდგენილი სახით განხორციელების გარდაუვალობაში.

შემაშფოთებელია, ასევე ისიც, რომ დღემდე არ არის გამოქვეყნებული პროექტის განსახლების პროგრამა, რაც წარმოადგენს როგორც მსოფლიო ბანკის (კომპანიას ხელშეკრულებით მოეთხოვება ამ ბანკის სტანდარტების დაცვა), ისე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას.

ხუდონჰესის პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესთან დაკავშირებით, გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ამტკიცებენ, რომ ხუდონჰესის პროექტს გააჩნია სტრატეგიული მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის. ჩვენ ეს მტკიცება დაუსაბუთებლად მიგვაჩნია შემდეგ მიზეზთა გამო:

ქვეყანას არ გააჩნია არც ენერგეტიკისგანვითარების და არც ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელიც დაასაბუთებდა პროექტის განვითარების სახელმწიფო ინტერესს და სტრატეგიულ მნიშვნელობას;

მმართველი გუნდის, "ქართული ოცნების",2012 წლის საარჩევნო პროგრამაში პირდაპირ იყო აღნიშნული, რომ საქართველოში აიკრძალებოდა დიდი ჰესების მშენებლობა. 2012 წლიდან დღემდე, არც საქართველოს ეკონომიკაში და არც ენერგო-სექტორში, არ მომხდარა ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც უბიძგებდა "ქართულ ოცნებას" უარი ეთქვა მის მიერვე ჩატარებული პროგნოზის/ანალიზის საფუძველზე აღებული ვალდებულების შესრულებაზე;

საქართველოს მთავრობის პროგრამაში "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის", აღნიშნულია, რომ ეკონომიკა უნდა დაეფუძნოს მდგრადი განვითარების მოდელს. სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებად გამოცხადებულია სოფლის მეურნეობის განვითარება და გარემოს დაცვა; ამ პრიორიტეტებს კი, პირდაპირ ეწინააღმდეგება ხუდონჰესის პროექტი. ამასთან, დიდი ჰესების მშენებლობა საერთოდ არ წარმოადგენს მთავრობის მიერ საქართველოს მოსახლეობის წინაშე აღებულ ვალდებულებას;

არც სახელმწიფოს და არც ინვესტორ კომპანიას დღემდე არ ჩაუტარებია პროექტის ხარჯ-სარგებლის ანალიზი.

ამგვარად, არ არსებობს (საზოგადოებისთვის უცნობია) ხუდონჰესის პროექტის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დამადასტურებელი სტრატეგიული დოკუმენტი ან სხვა ობიექტური გარემოებები. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებობს სუბიექტური გარემოებები, რომლებიც უბიძგებს ქვეყნის მმართველობაში მყოფ თანამდებობის პირებს, საერთოდ დაივიწყონ საქართველოს მოქალაქეთა წინაშე სულ რაღაც ერთი წლის წინ აღებული ვალდებულებები. ასეთი გარემოება კი, დიდი ალბათობით, პირადი ინტერესიც შეიძლება იყოს, იმის გავითვალისწინებთ, რომ მაგალითად, ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელებს უახლოეს წარსულში ენერგო-სექტორში გააჩნდათ კომერციული ინტერესი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, რომ:

ხუდონჰესის პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებს;

მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრსა და ენერგეტიკის მინისტრს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ინვესტორი კომპანიის ინტერესების ლობირებისგან, გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებსა და პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობაზე აშკარა ზეწოლისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობებისგან;

გამოკვლეულ იქნეს ინტერესთა კონფლიქტები და ელიტური კორუფციის მექანიზმები, რათა გამოირიცხოს მათი არსებობის მცირე შესაძლებლობაც კი," _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 23 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – (EMC); გურამ თიკანაძის სახელობის სვანეთის ახალგაზრდული ცენტრი; თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი; იდენტობა; იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო–საინფორმაციო ასოციაცია "ასა"; ინვალიდთა და დევნილთა კავშირი; კავკასიური სახლი; კონსტუტუციის 42-ემუხლი; მეოხი – 2010; მწვანე ალტერნატივა; პედაგოგთა კავშირი განათლება და სამყარო; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია; სვანეთის საეკლესიო საზოგადოების კავშირი ლაგუშედა; სვანეთის ტურიზმის ცენტრი; სტეფანწმიდა; ფრიდრიხ ებერტის ფონდი; ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი; წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი ემპათია; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რებილიტაციი სცენტრი – GCRT; წიგნიერების განვითარები სცენტრი.




 ახალი ამბები
  • საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტაბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. „გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში. 14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა. დაშავებული ფ.ჯ. გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში“,_ აცხადებენ შინაგან საქმეთა ... ...
  • ოზურგეთში თხილის გატეხვა და ფასის ამ მეთოდით დადგენა დაიწყესმიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი  სეზონის გახსნიდან აქამდე,  ოზურგეთში თხილის გატეხვა არ ხდებოდა, ფასის დადგენის მიზნით, დღეს, როგორც  გაბრაზებული მოქალაქეები ამბობენ, „ტახატუხი“ მაინც დაიწყეს. _დიახ, დავიწყეთ გატეხვა. ნახეთ, რა მოაქვთ. ფუტურო, შარშანდელი ნაგავი, მთლიანად უვარგისი  თხილი. არ მიაქვთ ქარხნებს,  უკან დაგვიბრუნეს, რაც წაიღეს. რა ვქნათ? ერთი  საღი გული 50 თეთრია.  ათი გატეხილი ნაყოფიდან თუ ყველა კარგი იქნება, ერთ   კილოგრამში  5 ლარს გადავუხდით, - გვითხრეს  ოზურგეთში, გაბრიელ  ეპისკოპოსის  ქუჩაზე  მდებარე თხილის მიმღებ  პუნქტებში მომუშავე პირებმა. კითხვაზე, ყოველი გატეხილი ათი ცალი თხილიდან, ყველა საღი არასდროს არ იქნება, იშვიათი გამონაკლისის გარდა და არიან თუ არა მაინც გლეხები დაზარალებული ამ მეთოდით,  კვლავ  შემოგვწყრნენ: _ჩვენ არ ვართ დაზარალებული, ნაგავი რომ მოაქვთ? მთელი დღე რომ  გვიყრია ეს თხილი ტომრებით და არავის მიაქვს? ვინ გითხრათ, რაიმე ბრძანება არის, რომ არ გავტეხოთ? ქობულეთში, ორი კვირაა, ტეხენ.  მიუხედავად ამისა, ზოგ პუნქტში თხილის გატეხვა მაინც არ ხდებოდა.  „გურია ნიუსი გაესაუბრა ქალაქში მყოფ არაერთ ფერმერს, რომლებსაც  თხილის პლანტაციები აქვთ და საგანგებოდაც  უვლიან. როგორც მათი შეფასებიდან ირკვევა, თხილის ვარგისიანობის  შესამოწმებლად, სხვა უფრო დახვეწილი  ფორმა უნდა მოიძებნოს. _ ამ მეთოდით მაინც რიგითი მეურნე ზარალდება, - თქვეს ... ...
  • Global Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი საქართველოში საუკეთესოდ აღიარა (R)საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისის სამომხმარებლო და კორპორატიული ციფრული ბანკი საუკეთესოდ დაასახელა რამდენიმე კატეგორიაში. ავტორიტეტულმა გამოცემამ, თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი 2020 წლის ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად აღიარა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში,  საქართველოში კი - საუკეთესოდ. გარდა ამისა, თიბისის  ციფრული ბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელდა ციფრული მარკეტინგისა და სერვისის მიმართულებით, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრები საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და სხვა სფეროების მიმართულებით. საუკეთესო ციფრული ბანკები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩნენ: გამორჩეული სტრატეგია; მომხმარებლისთვის შეთავაზებული ინოვაციური და მრავალფეროვანი ციფრული სერვისები და პროდუქტები; მომხმარებლების რაოდენობის ზრდა; ციფრული ბანკის დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. 2019 წელს Global Finance-მა თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა. ... ...
  • 200-ლარიანი დახმარების მისაღებად 17 წლამდე ბავშვების რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლები სპეციალურ  პორტალზე  რეგისტრაციის გავლას   ხვალიდან  შეძლებენ. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: •             ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; •             მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; •             მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); •             საკონტაქტო მობილური,  რომელზეც  მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება. იმ შემთხვევაში,  თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე  ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს. იმ შემთხვევაში, თუ  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს. ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს. სოციალური დახმარება, ბავშვის ერთ-ერთი მშობელის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ბავშვის ელექტრონულ პორტალზე  განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ.  დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: •             სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს •             საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველბებს •             საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს •             „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე -  1505. ... ...
  • გაუთქმელობის დაკისრებით შესაძლოა მხარეთა თანასწორობა დაირღვეს - ომბუდსმენი შაქარაშვილის საქმეზესაქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით მოცემულ სიტუაციაში შესაძლოა დაირღვეს მხარეთა თანასწორობის უფლება.  2020 წლის 12 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ადვოკატები დაავალდებულა, არ გაამჟღავნოს და გაახმაუროს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები და მონაცემები. პროკურატურამ ადვოკატებს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შესაძლოა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარონ. საგულისხმოა, რომ ადვოკატთა ნაწილმა აღნიშნულის გამო საქმეთა მასალების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.  საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა უფლებამოსილია, პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, რომ მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები. თუმცა, ამ უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის პროცესის უმთავრესი პრინციპების - შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უგულებელყოფის ხარჯზე. არსებული მექანიზმი გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ბრალდების წარდგენისას პროკურატურამ საზოგადოებას გააცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოძიებების ვერსია და აღნიშნულის შესაბამისი გრაფიკული რეკონსტრუქცია. ამ პირობებში ბუნებრივად, დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თანაბრად ისაუბროს საქმის მასალების შესახებ და საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ თავისი მოსაზრება და პოზიცია მიაწოდოს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატებისთვის მსგავსი ვალდებულების დაკისრება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებიდან და იმ არასწორი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც არაპირდაპირი გზით დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის მასალების გასაჯაროების საკითხთან მიმართებით, უზრუნველყოს სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა. „ აქვე გვსურს მოვუწოდოთ ყველა მხარეს, მაქსიმალურად დაიცვან და პატივი სცენ სისხლის სამართლის საქმეთა ფარგლებში მონაწილე პირთა (მოწმეთა, დაზარალებულთა, ბრალდებულთა) უფლებებს. აღნიშნული მნიშვნელოვანი გარემოებაა ნებისმიერი გამოძიების ეფექტურად და ჯეროვნად წარმართვისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის“,_ აცხადებს სახალხო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...