საარჩევნო სიები სადაც კვლავ "ცოცხლობს" მკვდარი სულები და არსებობენ მიწერილი ადამიანები

მთავარი თემა

საარჩევნო სიები სადაც კვლავ "ცოცხლობს" მკვდარი სულები და არსებობენ მიწერილი ადამიანები

18 ოქტ. 2013, 15:14:07

ჩვენ შევეცადეთ ეს, ინფორმაციები ქალაქში და სოფელშიც, შესაბამისად, ერთ-ერთ უბანზე გადაგვემოწმებინა ფაქტებით და ჩანაწერებით. ერთი ასეთი აღმოჩნდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს #60 -ში შემავალი 25 -ე უბანი, სადაც ოჯახში ძალიან ბევრი მიწერილი ადამიანი აღმოჩნდა, რაც თავად იმ ოჯახის წვერებმაც დაგვიდასტურეს. ასევე ქალაქში # 1 უბანზე გარდაცვლილის სახელზე მოსულია ამომრჩევლის ბარათიც.

სოფელ დვაბზუს 60/25 საუბნო კომისიის თავმჯდომარე ზაირა გურაშვილი "გურია ნიუსთან" ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციებს და ფაქტებს და ამბობს, რომ საუბნო კომისია ძველი სიებით ხელმძღვანელობს და გაუგებრობა ნამდვილად არის. თუმცა, ხდება შესწორება. ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილი კი აცხადებს, რომ ასეთი რამ გამორიცხულია.

ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი ბინების მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სავაჭრო ჯიხურში მომუშავე გ. ფუტკარაძე ამბობს, რომ საკუთარი თვალით ნახა, სიაში როგორ ეწერა მისივე გარდაცვლილი მეზობელი.

"მე ვმუშაობ მაღაზიაში და აქ მომიტანეს ამომრჩევლების ბარათები, რომ შუქის გადასახად ქვითრებთან ერთად წაეღოთ. იქ ისეთი გვარ-სახელები ვნახე, რომ საერთოდ არ ცხოვრობენ ამ უბანზე ან ბევრი მკვდარია. მაგალითად, ვახტან ბასილაშვილი წერია, რომელიც 4 წელია გარდაცვლილია."

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მცხოვრები ლუიზა ღლონტის ოჯახში, რძალი თამარ ღლონტი "გურია ნიუსთან" ადასტურებს ინფორმაციას, რომ მათ ოჯახში მართლაც იყო მიწერილი არარსებული ადამიანები.

"ვიღაც მადონა ღლონტი არის მიწერილი, ეს ვიცი. ნამდვილად მითხრეს, აქ ჩემი მეზობლებია დობორჯგინეძეები, მათ ოჯახზე თორნიკე დარჩიაა მიწერილი. ზუსტად ვიცი, ახლა სახლში არაა. მე ადრე დვაბზუს საკრებულოში ვმუშაობდი მდივნად და ვიცი ყველა ოჯახის შესახებ. ძალიან ბევრი ადამიანია მიწერილი."

ზურაბ გოგუაძის ოჯახში ქალბატონი ნაზი გვპასუხობს, რომ მათ ოჯახზე ელზა და ირმა ჩავლეშვილებია მიწერილი.

ზაირა გურაშვილი, 60/25 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

_ ამასთან დაკავშირებით ვცდილობთ, სიები შევასწოროთ. ძირითადად, არარსებულები კი არ არიან, არამედ არიან სხვა უბნის მცხოვრებლები. ახლა გაყოფილია უბნები. კი, ნამდვილად არის ასეთი ფაქტები. დვაბზუში 161 კაცის სია ამოვწერეთ, შევასწორეთ და გავაგზავნეთ ოლქში, ჩვენი მაცხოვრებლებიც არიან გაღმა დვაბზუში ჩაწერილები, არის ასეთი შემთხვევებიც.

_ რა არის ამის მიზეზი, რატომ არის სიებში გაუგებრობა?

_ რა ვიცი, რა გითხრათ, ეს სიები არის ძველი, ბრუნავს, რამდენიმე წელია.

_მაინც?

_რაც საკომლო წიგნები გაუქმდა, იმის მერე ამ სიებით ხელმძღვანელობენ, თუმცა ხდება ჩასწორება, ვმუშაობთ ამაზე.

_შარშანაც ამ სიებით ხელმძღვანელობდნენ?

-კი, ნამდვილად ასე იყო, მე შარშან კომისიის წევრი ვიყავი. შარშანაც ვასწორებდით, დიდ იმედს ვერც ახლა გეტყვით, თუ შემოვა შესწორებული სიები, არ ვიცი, ჩვენი მცხოვრებლებიც არიან გაღმა დვაბზუში მიწერილი.

ზვიად თენიეშვილი, ოზურგეთის #60 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე:

_ არ მგონია, ასე იყოს. რას ჰქვია, სიები არეულია? ყველაფერი დალაგებულია, რას ჰქვია მიწერილია, ვერ გავიგე? _

_ ბატონო ზვიად, ოჯახბში სიებზე მიწერილია ისეთი ადამიანები, რომლებიც ფაქტიურად იქ არ ცხოვრობენ.

_ ვინ გითხრათ, კაცო, რას ჰქვია, აბა მითხარი, ვინ არის, შეგიძლიათ, დამისახელოთ?

_რა თქმა უნდა, ახლავე დაგისახელებთ.

_აუ, გამორიცხულია რა! მე ახლა გზაში ვარ, თბილისიდან მოვდივარ, ასე ზეპირად ვერ გეტყვი, ხვალ მოდი, ერთად გადავამოწმოთ და მაშინ გავაკეთებ კოემნტარს ამასთან დაკავშირებით. წინა არჩევნებზე 43 000 კაცი იყო და პრეტენზიით არცერთი მოსულა, მიწერილია ვინმეო. ახლა საიდან გაჩნდა? ერთი ადამიანიც არ დაფიქსირებულა, რომ სიაში არ ყოფილიყოს, - გვითხრა ზვიად თენიეშვილმა.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი დამხრჩვალი იპოვესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი, სახლიდან 1 კმ-ის დაშორებით, გუბეში დამხრჩვალი იპოვეს. მცირეწლოვანს ოჯახი და ახლობლები დილიდან ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით საქმე აღძრულია სსკ-ის 115-მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგი მკაცრდებასაქართველო სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგს ამკაცრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა. მისი თქმით, ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ,,ჩვენ ვხედავთ ამ რისკს. ჩვენ ისევე როგორც სხვა ყველა რისკს, ამასაც ვმართავთ. საგანგებო შტაბის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით მკაცრდება მონიტორინგი მძღოლებზე, მათ შორის მასიური ტესტირება დაწყებულია უკვე და ეს არის ის ჯგუფი, რომელზეც ამიერიდან კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება კონტროლი“, - განმარტა ... ...
  • ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა (R)ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა. კერძოდ გრიგოლეთში, დასუფთავდა როგორც სანაპირო ზოლი ასევე, მიმდებარე ტერიტორია. სხვადასხვა სახის ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. აქციაში გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საჯარო მოხელეები და ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ. „ დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი, გვინდა, რომ მსგავსმა ღონისძიებამ პერმანენტული სახე მიიღოს და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც, რათა დამსვენებელს დახვდეს გაუმჯობესებული გარემო“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. "საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურად მოხდება, დაემატება ნარჩენების შესაგროვებელი ნაგვის ურნები ლოკაციის ადგილებში. მერიის შესაბამისი სამსახურები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დამსვენებლებს სათანადო პირობები შევუქმნათ“, - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. ... ...
  • "ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით" _ ამირან გამყრელიძე ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მან, იმ ფონზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მოსახლეობას წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა. ამასთანავე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს „კოვიდ 19“-თან ერთად თანაცხოვრება, რადგან ის ამ წლის ბოლომდეც არსად წავა. „ჩვენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში, ყველა ქვეყანაში მოხდა ეს და მოხდება ჩვენთანაც, რომ შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია, რომ ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ. არ ვიყოთ ძალიან ახლოს, ყველა უნდა იყოთ ნიღბით. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა. გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი, პატიოსნად იყო დაცული წესები. დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა. მოვუწოდებ საზოგადოებას, პანიკის არანაირი საფუძველი არ არის, ჩვენთან ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. გვექნება ახალი შემთხვევები 3, 5, 10, 15 - არ არის ეს დიდი პრობლემა, ეს მართვადია და ყველა ადამიანი ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდება. ძალაში რჩება ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად“. მოგვიწევს ეს. კოვიდი დღეს, ხვალ, ზეგ არ გაქრება, არც ამ წლის ბოლომედ არ გაქრება, ამიტომ უნდა დავიცვათ წესები,“- განაცხადა ამირან ... ...
  • აფეთქება თურქეთში _ დაღუპულია საქართველოს მოქალაქეთურქეთში, ერთ-ერთ საწარმოში აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპული 45 წლის მამაკაცია. როგორც თურქული მედია იუწყება, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით დილის თერთმეტ საათზე, სტამბოლის ერთ-ერთ სამრეცხაოში მოხდა. ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და ამობენ, რომ საკონსულო კონტაქტზეა ოჯახის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?