"ნაციონალური" საზოგადოება მარგველაშვილის მხარდასაჭერად დაირაზმა

მთავარი თემა

"ნაციონალური" საზოგადოება მარგველაშვილის მხარდასაჭერად დაირაზმა

2013 ოქტ 18 15:59:11
როგორც გვითხრეს, დარბაზის დამფუძნებელი ჩოხატაურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი შევარდნაძის სახელისუფლებო ბლოკიდან, ვასილ ჩიგოგიძეა.

_ უბრალოდ, მხარდამჭერთა დარბაზი, _ ასე წარგვიდგინა ეს ორგანიზაცია ჩოხატაურის ყოფილმა გამგებელმა, მამუკა დოლიძემ, რომლის თქმით, იმის ცოდნას, თუ რამდენი ხანია, რაც მარგველაშვილს ემხრობა, მნიშვნელობა არ აქვს.

მარგველაშვილის მხარდამჭერთა დარბაზში ბევრი ნაცნობი სახე დაგვხვდა _ თითქმის ყველა, რომლებმაც გასულ წლებში "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდაჭერით დაგვამახსოვრა თავი _ კოხნარის ყოფილი რწმუნებული ჟიფო ცინცაძე; ჩოხატაურის პოლიციის (ერთ პერიოდში, კუდ-ის) ყოფილი მაღალჩინოსანი, "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო კანდიდატის, მანანა ჯინჭარაძის ძმა, რამაზ ჯინჭარაძე; სოფელ ვანზომლეთის მაჟორიტარი დეპუტატი, პოლიტიკური პარტია "მრეწველების" ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ხუხუნაიშვილი. დარბაზში "თავისუფალი დემოკრატების" ჩოხატაურის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვახტანგ გაჩეჩილაძეც დაგვხვდა.

როგორც იქ მყოფებმა გვითხრეს, ყოველდღე იკრიბებიან და ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებენ.

მამუკა დოლიძე აღნიშნავს, რომ მარგველაშვილის მხარდაჭერა ქვეყნის ინტერესებმა განაპირობა.

ჩვენს კითხვაზე უჭერდა თუ არა გასულ არჩევნებზე მხარს "ნაციონალურ მოძრაობას", დოლიძე ასე პასუხობს: _ მერე რა?! რეალობა შეიცვალა, _ აკონკრეტებს იგი და აგრძელებს: _ მარგველაშვილს მხარს იმიტომ ვუჭერ, რომ ასე ჯობია ქვეყნისთვის.

_ პირადი ინტერესებისთვის არა?

_ პირადი ინტერესები, რა?

_ მაგალითად ის, რომ თანამდებობაზე გინდათ დაბრუნება...

საუბარში ვახტანგ გაჩეჩილაძე ჩაერია და დოლიძის გეგმებით დაინტერესდა:

_ აპირებ რამეს? _ გაჩეჩილაძის ამ კითხვაზე დოლიძეს პასუხი არ გაუცია.

გაჩეჩილაძის განმარტებით, მისთვის ყველა ის ადამიანია მისაღები, რომელიც გიორგი მარგველაშვილს მხარს დაუჭერს.

_ ბატონო ვახტანგ, გახსოვთ ის პერიოდი, დოლიძე რომ "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერდა მხარს?

_ მამუკა გამგებელი რომ იყო, ისიც კარგად მახსოვს.

_ თქვენთვის მისაღებია, მსგავსი პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები რომ დღეს მარგველაშვილს უჭერენ მხარს?

_ გავიგე, რომ აქ იყო საზოგადოებრივი დარბაზი, დამაინტერესა და ჩამოვედი.

_ კითხვაზე არ მიპასუხეთ... მისაღებია?

_ მოდი, ასე ვთქვათ _ დღეს ისეთი სიტუაციაა ქვეყანაში, ვინც მარგველაშვილს მხარს დაუჭერს, ჩემთვის, პირადად, მისაღებია.

_ ნებისმიერი პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანი?

_ შეიძლება ისეთმა ვინმემ დაგიჭიროს მხარი, შარშან რომ კეტით მოგდევდა.

_ მაგალითად, თემურ ხუხუნაიშვილი, მამუკა დოლიძე რომ მოგვდევდნენ, ყველას გვახსოვს და ეს თქვენთვის მისაღებია?

_ თემური კოალიციის წევრია და თუკი გააკეთებს...

_ გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მსგავსი პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანების მის გუნდში ყოფნა მიუღებლად მიაჩნია...

_ შარშან იყო სხვა სიტუაცია. კარგად გახსოვთ თქვენ, იყო გარკვეული შიშის ფაქტორები. მე, კონკრეტულად, მამუკა "ნაციონალების" შტაბში არ მინახავს.

_ ჩვენ ვნახეთ, თანაც ბევრჯერ. საინტერესოა, ბატონ მამუკას თუ ეშინოდა "ნაციონალური მოძრაობის"?

- არა, რატომ? _ აღნიშნა დოლიძემ.

მისივე თქმით, ყოფილ მმართველ გუნდს მხარს იმიტომ უჭერდა, რომ იქ მისი ახლობლები და მეგობრები იყვნენ. იგივეს ამბობენ ახლა თემურ ხუხუნაიშვილი და რამაზ ჯინჭარაძეც.

დოლიძის თქმით, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბთან ჩვეულებრივი კონტაქტი აქვთ: _ ისინი პარტიულ თემებზე მუშაობენ, ჩვენ, აქ თანამოაზრეები ვიკრიბებით და ერთმანეთს შეხედულებებს ვუზიარებთ.

ვახტანგ გაჩეჩილაძე ამ საუბარშიც ჩაგვერთო: _ სამეგობრო სადაც ჰყავთ, ეხმიანებიან. მე ასე დავინახე. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის სასიკეთო საქმეს აკეთებენ, გვეხმარებიან მარგველაშვილის მხარდაჭერაში.

_ ბატონო ვახტანგ, რის გამო აკეთებენ ამას ეს ადამიანები? არ ფიქრობთ, რომ ამის უკან პოლიტიკური ინტერესები დგას?

_ აქ არიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ჩვენი ოპონენტები იყვნენ. მაგრამ ხდება ასეთი რაღაცა _ ადამიანი ხედავს რეალობას. რეალობაა ის, რომ ბურჯანაძემ და ბაქრაძემ, განსაკუთრებით კი ბურჯანაძემ, ვერ უნდა გაიმარჯვონ. ჩვენ ვიცით, რომ ბურჯანაძე და სააკაშვილი ერთი და იგივეა. ბაქრაძეზე საერთოდ არ ვსაუბრობთ.

_ ეს ადამიანები ბაქრაძესთან არ იგივდებიან? აი, თუნდაც რამაზ ჯინჭარაძე, რომელიც გასულ წლებში პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო... მისი მუშაობის პერიოდში იბარებდნენ ადამიანებს პოლიციაში, ხდებოდა ზეწოლები...

_ არც მე ვმალავ, რომ იყო. თქვენ კარგად იცით, 2008-ში საპარლამენტო არჩევნები როგორ ჩატარდა _ ტერორით, მოსყიდვებით...

_ და ეს ადამიანები ამ პროცესებში არ მონაწილეობდნენ?

_ ალბათ, გარკვეული დოზით ყველა მონაწილეობდა. შეიძლება მოხდეს ისე, რომ 4 წლის მერე სხვა პრეზიდენტი მოვიდეს და მე მითხრან, შენ ხომ მარგველაშვილთან იყავიო. ქვეყნისთვის როგორც ჯობია, ისე უნდა გააკეთო, _ განმარტა გაჩეჩილაძემ.

მისი პოლიტიკური წარსულის შესახებ მამუკა დოლიძე აღნიშნავს, რომ ცუდი არაფერი გაუკეთებია.

_ ბატონო მამუკა, თქვენ იყავით "გურიის განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელი. ახლაც ხართ?

_ ოფიციალურად, კი.

_ ბიუჯეტიდან საკმაოდ ბევრი თანხა გაქვთ მიღებული. რა გააკეთეთ ხალხის ფულით?

_ ძალიან ბევრი რამ.

_ ცსკო-ს გრანტებიც მიიღეთ, თუმცა...

_ ეგ, რა თქმა უნდა, იმიტომ გახსოვთ, რომ თქვენი ინტერესები იყო _ სხვა გაზეთთან ერთად გაკეთდა და აქედან გამომდინარე, არ იყო პოლიტიკური გრანტი.

_ და რა გააკეთეთ?

_ ეს იყო გრანტი არაქართულენოვანი მოსახლოებისთვის ინფორმაციის მიწოდების კუთხით.

_ და რა ინფორმაცია მიაწოდეთ?

_ არჩევნებთან დაკავშირებით რაც იყო მისაწოდებელი.

_ "ნაციონალურ მოძრაობისთვის" მხარი რომ დაეჭირათ?

_ არა. ჩვენ ამომრჩეველს ვაცნობდით, რა უფლებები ჰქონდა, როგორ უნდა მოქცეულიყო.

_ ცოტა ხნის წინ დამიდასტურეთ, რომ გასულ წლის არჩევნებზე "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერდით მხარს. იმავე პერიოდში ახორციელებდით არასამთავრობო ორგანიზაციისთვის განკუთვნილ პროექტს, ამავე დროს იღებდით დაფინანსებას ბიუჯეტიდან. ეს ყველაფერი ერთმანეთთან როგორ თავსდება?

_ როცა მასალებს ნახავთ, მიხვდებით თუ რა იყო იმ გრანტის ფუნქცია.

_ კითხვაზე არ მპასუხობთ... თქვენ იყავით არასამთავრობო სამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი...

_ მე არასამთავრობო სამთავრობო არ ვყოფილვარ. ეს იყო აიპი, ჩვეულებრივი სახელმწიფო ორგანიზაცია, _ ამბობს დოლიძე (თუ რას აკეთებდა ეს ორგანიზაცია და რაში იხარჯებოდა ბიუჯეტის თანხები გურიის განვითარების სააგენტოს მიერ, ამის შესახებ უახლოეს მომავალში მივაწვდით მკითხველს ინფორმაციას). ავტ..

მამუკა დოლიძის თქმით, საზოგადოებრივ დარბაზში მისვლა შეუძლია ყველას, ვინც მარგველაშვილის მხარდაჭერას ხმამაღლა აფიქსირებს.

_ საინტერესოა, რას აკეთებთ ამ დარბაზში ერთად ყოფნის პერიოდში. იმას რასაც გასულ წლებში? ჟურნალისტებს ისევ აგინებთ?

_ როდის ვაგინებდი? არ მახსოვს.

_ მთელ საქართველოს ახსოვს, კარს მიღმა ტელეკომპანია "კავკასიის" ჟურნალისტებს რომ აგინებდით და ჩართული მიკროფონი დაგრჩათ მკერდზე მიბნეული...

_ მე დღემდე არ გამიკეთებია მაგაზე კომენტარი და ახლა ვიტყვი, რომ ეს ჟურნალისტებს არ ეხებოდა. ეს იყოს პირადი საუბარი სულ სხვა თემაზე. თუ კარგად ნახავთ იმ ჩანაწერს, მიხვდებით, რომ იქ ჟურნალისტები არსად არ არის ნახსენები.

_ ამის ვიდეო ჩანაწერი არსებობს...

_ იქ, ჟურნალისტების გარდა, სხვებიც იყვნენ. ეს იყო ჩემი პირადი საუბარი სულ სხვა თემაზე და მე არ ველაპარაკებოდი არც ლელა თავართქილაძეს, არც ვალერი ჩიტაიშვილს და არც რამაზ ნიკოლაიშვილს.

წარსულზე საუბარი დღეს არც რამაზ ჯინჭარაძეს სურს. იგი ამბობს, რომ მისი პოლიციაში მუშაობის პერიოდში ცუდი არავისთვის გაუკეთებია და ის სისტემა, რომელშიც მუშაობდა, მისთვის მისაღები იყო. ჯინჭარაძეს არც ის ახსოვს, როგორ მიაკითხა სახლში "გურია ნიუსის" წყაროს, რომელიც პოლიციის უფროსის მხრიდან ჟურნალისტზე ძალადობის თვითმხილველი იყო და როგორ ჩაიყვანა საკუთარი მანქანით პროკურორთან დაკითხვაზე.

_ თქვენ პირადი ინტერესები გაქვთ და იმიტომ სვამთ ასეთ კითხვებს, _ ამბობს ჯინჭარაძე, რომელიც ამ "პირად ინტერესებს" ვერ აკონკრეტებს.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ დარბაზში ჩვენი ყოფნისას "რესპუბლიკური პარტიის" ჩოხატაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამავე დროს სასპორტო სკოლის დირექტორი, გოჩა ჯიქია მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ სასპორტო სკოლა საზოგადოებრივი დარბაზის გვერდით მდებარეობს, ჯიქია ამტკიცებს, რომ დარბაზის შესახებ არაფერი იცოდა და იქ მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ ჩვენ დაგვინახა. კითხვაზე, მისაღებია თუ არა იმ ადამიანების მარგველაშვილის გვერდით დგომა, რომლებიც გასულ წლებში ხალხს იჭერდნენ, აშანტაჟებდნენ და არბევდნენ, გვპასუხობს რომ, არა: _ თუმცა, ადამიანს შეუძლია მივიდეს ეკლესიაში და მოინანიოს, _ ამბობს ჯიქია, რომელიც მისი დაკავების პერიოდს იხსენებს და აღნიშნავს რომ იქ რამაზ ჯინჭარაძეც იყო: _ იქ ბევრი ადამიანი იყო. უმეტესობა დღეს თანამდებობაზეა. მათ შორის პროკურორი შვანგირაძეც, რამაზიც იყო ჩემი დაკავების მომენტში, თუმცა, კონკრეტულად რას აკეთებდა არ ვიცი, _ იხსენებს ჯიქია და დასძენს, რომ ჯინჭარაძე მისი ნათესავია და დარბაზში ნათესავის სანახავად მოვიდა (არადა, შემოსვლისას ამბობდა, რომ იმის გასაგებად მივიდა, თუ რა ხდებოდა შენობაში, რომელსაც ჟურნალისტები ესტუმრნენ. ავტ.)

როგორც გავარკვიეთ, ამ დარბაზის ხშირი სტუმარია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძეც. ჩვენ შევეცადეთ მისი პოზიციაც გაგვეგო, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. ვერ მოვახერხეთ დარბაზის დამფუძნებელთან, ვასილ ჩიგოგიძესთან დაკავშირებაც _ მისი ტელეფონი გამორთული იყო.

გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ჩოხატაურში, ირაკლი კუჭავა დარბაზის წევრების პოლიტიკურ წარსულზე არც კომენტარს აკეთებს და არც პასუხისმგებლობას იღებს:

_ საზოგადოებრივი დარბაზები შეიქმნა მთელი საქართველოს მასშტაბით და არა მხოლოდ ჩოხატაურში. ის გახლავთ შტაბს მიღმა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დარბაზის შექმნას საფუძვლად უდევს იდეა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან შტაბში, არ არიან არც ერთი პარტიის წევრი, მიეცეთ საშუალება მხარდაჭერა გამოუცხადონ გიორგი მარგველაშვილს, _ ამბობს კუჭავა.

_ ბატონო ირაკლი, პირადად თქვენთვის მისაღებია თუ არა ისეთი პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანების ყოფნა მარგველაშვილის მხარდამჭერთა რიგებში, რომლებიც გასულ წელს ატერორებდნენ მოქალაქეებს, იბარებდნენ დაკითხვებზე...

_ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ დარბაზს, შტაბთან სტრუქტურის თვალსაზრისით, არანაირი შეხება არ გააჩნია. შესაბამისად, ამ ადამიანების პოლიტიკურ წარსულზე არც კომენტარს ვაკეთებთ და არც პასუხისმგებლობას ვიღებთ.

_ ჩოხატაურის შტაბს, დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი დარბაზის მხარდაჭერა ისე ძალიან სჭირდება, რომ იქ მყოფი ადამიანების პოლიტიკურ წარსულს, როგორც კოალიციის ერთ-ერთი წევრი ამბობს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს?

_ მინდა გითხრათ ციფრები, რომლებიც ნაწილობრივ პასუხს გასცემს ამ კითხვას; ვგულისხმობ პირველი და მეორე "კარდაკარის" შედეგებს. პირველმა "კარდაკარმა", რომელიც ორი კვირის წინ დასრულდა, აჩვენა, რომ გამოკითხულთა 72 პროცენტი ჩვენს კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს უჭერს მხარს, ხოლო მეორე "კარდაკარის" შედეგების მიხედვით, ეს ციფრი 78 პროცენტამდე ავიდა. თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანების ნაწილი წინა ხელისუფლებასთან ურთიერთობიდან გამომდინარე არაგულრწფელები არიან _ ვგულისხმობ დაშინებას, დაშანტაჟებას, ანუ მალავენ თავიანთ არჩევანს და ა.შ. ასეთი ადამიანების რიცხვი 10 პროცენტსაც რომ შეადგენდეს, სრულიად ცალსახაა, რომ ჩვენი ამომრჩევლის 65-68 პროცენტი მყარად უჭერს მხარს გიორგი მარგველაშვილს. თუ ვინმეს დახმარება სურს, რომ კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყოს ჩვენი გამარჯვება, რა თქმა უნდა, ხელს არ შევუშლით.




 ახალი ამბები
  • შვიდ ბავშვში ერთი წონანაკლული იბადება_ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაყოველ შვიდ ბავშვში ერთი ნაკლები წონით იბადება_აღნიშნულ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 2015 წელს 20 მილიონზე მეტი ბავშვი ნაკლები წონით დაიბადა, რაც 2 500 გრამზე ნაკლებ წონას გულისხმობს. წელიწადში მსოფლიოში 2.5 მილიონი ახალშობილის 80% ნაკლები წონის გამო იღუპება. ის მცირეწონიანი ბავშვები კი ვინც გადარჩებიან გაცილებით დიდი საფრთხის წინაშე დგანან, როგორიცაა განვითარების და ფიზიკური ჯანმრთელობის  პრობლემები, მათ შორის, დიაბეტი და კარდიოვასკულური დაავადება. დაბალი დაბადების წონის შემცირება მოითხოვს გლობალურ სტრატეგიას, რომელიც უნდა შეიცავდეს დედის კვების გაუმჯობესებას, ორსულობის დროს ისეთი დაავადებების მკურნალობას, როგორიცაა ჰიპერტონული დაავადება. სიკვდილიანობის, ავადმყოფობის და შეზღუდული შესაძლებლობების  შემცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება ახალშობილებში თუ ხელმისაწვდომი იქნება იაფი და სათანადო ჯანდაცვა. ... ...
  • კომუნიკაციების კომისიამ გლობალურ ინტერნეტზე ზედა ზღვრული ტარიფი დააწესაკომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და მომხმარებლების ინტერესების დაცვისა და ბაზრის განვითარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარს ეხება, საბითუმო მომსახურებაზე კომისიამ გლობალური ინტერნეტის ფასი რადიკალურად შეამცირა და ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა. 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი 32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება. რაც შეეხება საცალო მომსახურეობის ბაზრის სეგმენტებს, კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, აღნიშნული ბაზარი კონკურენტულია და რეგულაციის დაწესების საჭიროება არ გამოვლინდა. კომისია კმაყოფილია ბაზრის კვლევის შედეგებით, ვინაიდან მიაჩნია, რომ საცალო ბაზარზე რეგულაციების შემოღება, სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევდა. შეგახსენებთ, რომ საცალო ბაზრის რეგულირების ალბათობა კომისიამ ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ტარიფების გაზრდის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ გააკეთა და მასშტაბური კვლევა დაიწყო. როგორც კომისია აცხადებდა, ბაზარზე ფასების გაზრდის საჭიროება არ არსებობს, რაც კვლევამ დაადასტურა. სწორედ კვლევის და კომპანიებთან აქტიური მუშაობის შედეგებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა აიღეს ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ფასებს არ გაზრდიან, მობილური მომსახურებების არჩევანის მრავალფეროვნებას შეინარჩუნებენ და კომისიასთან მომავალშიც აქტიურ კომუნიკაციაში იქნებიან. ამის მიუხედავად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუ რომელიმე კომპანიის მხრიდან მსგავსი ქმედების მცდელობას კვლავ ექნება ადგილი, კომისიას იმაზე მკაცრი რეაგირება ექნება, ვიდრე ეს წინა შემთხვევაში მოხდა და კანონით მინიჭებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს მომხმარებლების უფლებების დასაცავად. კვლევის შედეგად კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება და ხმოვან საცალო მომსახურეობაზე არსებული ზედა ზღვრული 24 თეთრიანი ტარიფი გააუქმა. კომუნიკაციების კომისია, როგორც ეს არაერთხელ აღუნიშნავს დარწმუნებულია, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღების ყველაზე სწორი გზა საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციაა. მოგეხსენებათ, რომ ფიქსირებული საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში, კომისია აქტიურად მუშაობს, კერძოდ, 2017 წლის 7 სექტემბერის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილური და ფიქსირებული ქსელის კომპანიებისთვის დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი მობილურ ქსელში 3,5 თეთრიდან 0,75 თეთრამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში - 2 თეთრიდან 0,28 თეთრამდე შემცირდა. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან ამოქმედდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვნად შემცირდა მაგისტრალური არხებით მომსახურების საბითუმო ტარიფები. 2019 წლის 15 იანვრიდან მნიშვნელოვანი ძალაუფლების ოპერატორებს საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მცირე და საშუალო ოპერატორების დაშვების ვალდებულებაც დაეკისრათ. ასევე, კომისიამ საცალო ბაზარზე ინტერნეტის ხარისხის კონტროლის სისტემა დანერგა. ყველა ეს გადაწყვეტილება სატელეკომუნიკაციო ბაზრის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს ხელს უწყობს საშუალო და მცირე ოპერატორების განვითარებას, რის შედეგად გაიზრდება კონკურენცია, რაც ერთის მხრივ ხარისხს გაზრდის, მერეს მხრივ კი ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება ფიქსირებული ინტერნეტს, ამ სეგმენტში კომისიას კვლევა ჯერ არ დაუსრულებია, ვინაიდან მოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაცია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ სეგმენტზე კვლევა გაგრძელდება და კომისია საერთაშორისო გამოცდილ კონსულტანტებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, იმისთვის, რომ საცალო მომსახურების ცვლადი და ფიქსირებული დანახარჯების განცალკევებისა და გაანგარიშების მოდელი შეიმუშაოს, რომლის საშუალებითაც, ოპერატორის მიერ ფიქსირებული ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების მომგებიანობის საკითხი შეფასდება. რაც შეეხება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარის რეგულაციას, აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის ინტერნეტის გლობალურ ქსელთან დაშვების მომსახურება „კავკასუს ონლაინის“ და „სილქნეტის“ ქსელის ტექნიკურად დასაშვებ ნებისმიერ წერტილში იქნება უზრუნველყოფილი, აქამდე კი ამ მომსახურების მიღება პატარა ოპერატორებისთვის მხოლოდ თბილისში იყო შესაძლებელი. ამავე გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი აგვისტოდან მცირე და საშუალო ოპერატორებს საშუალება ექნებათ ერთ მბ/წმ-ზე 50 თეთრად ჰქონდეთ წვდომა ამავე კომპანიების ქსელში განთავსებულ „YouTube“-ის, „Google“-ის და სხვა საერთაშორისო ვებ-გვერდების ქეშირებულ კონტენტზე. ამავე ტარიფით კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ პატარა ოპერატორების მათ ქსელში და მათთვის ხელმისაწვდომ სხვა ოპერატორის ქსელში განთავსებულ ადგილობრივი ინტერნეტის რესურსებთან დაშვება. კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღების მიზნით და 2019 წელს ამ მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ... ...
  • საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებს შეხვდა (R)საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლებს შეხვდა. გიორგი ჭიჭინაძემ დასაქმებულებს დაგროვებითი საპენსიო სქემის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და განმარტა რომ საქართველოში ამოქმედებული რეფორმა ქვეყანას შემდეგ სარგებელს მოუტანს: ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა საპენსიო ასაკში, სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება, მსხვილი საინვესტიციო კაპიტალის ბაზრის შექმნა, ადგილიბრივი კაპიტალის ბაზრის განვითარება და სტიმული მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის. სახელმწიფო ელექტროსისტემის დასაქმებულების შეკითხვები საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებას, საპენსიო დანაზოგებზე დარიცხულ სარგებელს, თანხების დაბრუნების პირობებსა და ინვესტირების რისკების საკითხებს შეეხო. პრეზენტაციის შემდეგ, კომპანიის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ყველა შეკითხვაზე მიიღეს პასუხები და ისინი ვისთვისაც სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, გააგრძელებენ ... ...
  • ოზურგეთში სავალუტო ჯიხურიდან ფული მოიპარეს _ მხილებული არიან არასრულწლოვნებიგუშინ ოზურგეთში გურიის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურიდან 300 ლარი მოიპარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტზე 4 არასრულწლოვანი ამხილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 არასრულწლოვანი ქურდობის ფაქტზე ამხილეს. მხილებული არიან: 2002 წელს დაბადებული რ.კ., 2005 წელს დაბადებული რ.მ., 2003 წელს დაბადებული რ.ბ. და 2004 წელს დაბადებული ჯ.ქ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვნებმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, ოზურგეთში, გურიის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურიდან 300 ლარი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში ამხილეს. ოთხივე მხილებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთში. სოფელ წყალწმინდაში ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ.​ ​​ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ... ...

არქივი

ზაფრანი

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია...

სულ რაღაც მილიონ ორასი ათასი...

დუმილი ოქროა

დუმილი ოქროა, მაგრამ ხშირად ვივიწყებთ...

ქალური მეხსიერების თავისებურება

მამაკაცებს შეუძლიათ, მეხსიერებიდან ამოაგდონ ის,...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...

რაციონში ხორცის არარსებობა ქალს აბერებს

ამერიკელ მეცნიერთა მტკიცებით, იმისთვის, რომ...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...