უსახლკაროთა მხარდასაჭერ აქციაზე სახალხო დამცველი მივიდა

მთავარი თემა

უსახლკაროთა მხარდასაჭერ აქციაზე სახალხო დამცველი მივიდა

18 ოქტ. 2013, 18:47:25

აქციის პარალელურად თბილისის საკრებულოში სახალხო დამცველსა და საკრებულოს წევრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებმა ტრანსფარანტებით-"შე(მ)იფარე დღეს!", "რამდენი ადამიანი გაიყინება წელს?", "დღეს მე, ხვალ ვინ?" მთავრობას და საზოგადოებას გზანილი გაუგზავნეს და უსახლკაროთა პრობლემების მოგვარების სასწრაფო გადაჭრა მოითხოვეს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, უსახლკაროთა პრობლემის გადაჭრა სწორედ ქალაქის საკრებულოს შეუძლია, ამიტომაც შეიკრიბნენ აქ და სთხოვეს საკრებულოს მიაქციონ ყურადღება უსახლკაროებს. წინ ზამთარი მოდის და უსახლკარობის გამო ადამიანები არ უნდა გაიყინონ-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

"ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის" წევრებმა აქციაზე კონკრეტული საკითხები დასვეს და განაცხადეს, რომ საჭირია პირველ რიგში მთავრობამ განსაზღვროს სტატუსი, თუ ვინ შეიძლება ჩაითვალოს უსახლკაროდ, ასევე უნდა იყოს ზუსტი რიცხვი დადგენილი თუ რამდენი უსახლკარო ადამიანია და დადგინდეს პრობლემის მაშტაბურობა.

აქციის დროს საკრებულოსთან შეკრებილ საზოდაგოებასთან სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მივიდა. მისი თქმით, საკრებულოს აპარატის წევრები ეცდებიან მოაგვარონ არსებული პრობლემა.

უჩა ნანუაშვილი: დღეს ჩვენ სპეციალურად გამოვყავით ის რეკომენდაციები, რომლებიც ეხებოდა თბილისის მუნიციპალიტეტს, თბილისის მერიას და საკრებულოს და განვიხილეთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც სახალხო დამცველის მხრიდან იქნა მომზადებული როგორც გასული წლის, ისე მიმდინარე წლის განმავლობაში. ეს ძირითადად ეხება სოციალურ-ეკონომიკურ საკთხებს, სათანადო საცხოვრისის უფლებას, უსახლკაროთა პრობლემას. გასულ წელს მერიას 7000-ზე მეტმა უსახლკარო ოჯახმა მიმართა განცხადებით და სამწუხაროდ არც ერთი მათგანი არ არის დაკმაყოფილებული. ცუდია, რომ ყველა შემთხვევაში პასუხი არის შაბლონური, რომ არ არსებობს ფართი, რომ არ არის ბიუჯეტში საჭირო თანხები. მე ვფიქრობ ეს უნდა გადაიხედოს, უნდა შემუშავდეს გარკვეული გეგმა, გარკვეული სტრატეგია თბილისის მერიის მხრიდან. მესმის, რომ 7000 ადამიანის დაკმაყოფილება არის ძალიან რთული, მაგრამ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება, თუ იქნება ყველაფერი გაწერილი და შესაბამისი სტრუქტურების მხრიდანაც იქნება გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.

_კიდევ რა საკითხებზე იყო დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი?

_საუბარი იყო სხვა არანაკლებ აქტუალურ პრობლემებზეც, ეს არის ხანდაზმულთა უფლებები, შეზღუდულ შესაძლებლობათა პირთა უფლებები, მათთვის ადაპტირებული გარემოს შექმნა, ასევე მოხუცებულთა თავშესაფრების შექმნა და უკვე არსებულების პრობლემების გადაჭრა. საუბარი იყო ბიუჯეტის გაზრდაზე, რადგან ბიუჯეტი უნდა იყოს აუცილებლად სოციალური. საკრებულოს წევრებმა თავის მხრივ ჩვენც გვთხოვეს დახმარება, იმისთვის, რომ მოხდეს ცენტრალური ბიუჯეტიდან უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა და უფრო მეტი ბიუჯეტის გამოყოფა სოციალური საკითხებისთვის.

აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ მომავალშიც გააგრძელებენ ასეთი აქციების ჩატარებას, რადგან იქამდე უნდა გვახსოვდეს ეს პრობლემა, სანამ რომელიმე ადამიანი არ გაიყინება.

 




 ახალი ამბები
  • "თანხა წაღებულია, ხატებმა რა დაუშავეს, არ ვიცი"- კახეთში ეკლესია გაძარცვესგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაძარცვეს და დაარბიეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ტაძრის სტიქაროსნის, უჩა ქემაშვილის თქმით, მძარცველები სავარაუდოდ ფანჯრიდან შევიდნენ. „მძარცველები სავარაუდოდ ფანჯრიდან შემოვიდნენ, რადგან ჩამტვრეულია, მრევლის მიერ შემოწირული და ასევე, გაყიდული სანთლების თანხა წაღებულია. ხატებმა რა დაუშავეს, არ ვიცი, დამტვრეულია დიდი ნაწილი“, _ ამბობს სტიქაროსანი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო ... ...
  • თურნავა: გვაქვს რესურსი, რომ ვიზიტორები განვათავსოთ როგორც მესტიაში, ასევე დანარჩენ საქართველოშიეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ყველაფერი კეთდება, რომ ეპიდემიის აფეთქების ამ მორიგი კერის ლოკალიზება და გაუვნებელყოფა რაც შეიძლება სწრაფად, შედარებით უმტკივნეულოდ მოხდეს. „კორონავირუსი არსად გამქრალა და ეპიდემია არ დაგვიმარცხებია. ჩვენ ვისწავლეთ ეპიდემიის ეფექტური მართვა. მესტიაში უკვე შევარჩიეთ 20 სასტუმრო, აღვრიცხეთ ვიზიტორები და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკარანტინო სივრცეებში მათი გეგმაზომიერი გადაყვანა მოხდეს. საკარანტინო სივრცეები მოეწყო როგორც უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ საქართველოშიც. გვაქვს ამისთვის საკმარისი რესურსი,“ - განაცხადა თურნავამ. თურნავას განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საგანგებო მუშაობის რეჟიმშია გადასული. მასთან ერთად, პროცესში აქტიურადაა ჩართული მთის კურორტების განვითარების კომპანიაც. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია იმ პროტოკოლების და წესების დაცვა, რაც ეპიდემიოლოგებმა მოამზადეს. საუბარია, სოციალური დისტანციაზე, პირბადის გამოყენებასა და სხვა უამრავ ... ...
  • ვახტანგ გომელაური - საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ყველაფერს ვაკეთებთ, ომს ვერ დავიწყებთშინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება ოკუპაციის შედეგების საპასუხოდ, მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. სხვას ვერაფერს გავაკეთებთ, ვერ დავიწყებთ ომს. ვინც ჩვენ მაგას გვეუბნება, რატომ არაფერს არ აკეთებს ხელისუფლება, ზუსტად ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და კითხვას თუ დაუსვამთ მათვე, რატომ მოხდა 2008 წლის ომი, ძალიან კარგი იქნება. ასევე, უფრო კარგი იქნება, კითხვა რომ დაუსვათ - 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენი გმირების გვამები ისევ მინდორზე, ტყეებში რომ ესვენა და თბილისში კონცერტები იყო გამართული, რატომ ხდებოდა? რას ზეიმობდნენ? ვიდრე ჩვენ გვკითხავენ რამეს, უფრო კარგი იქნება, ეს კითხვა რომ დაუსვათ მათ“, - განაცხადა ვახტანგ ... ...
  • შს მინისტრი: ბაჩალიაშვილის საქმეში თუ საჭირო იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვებაშინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებლები მუშაობენ და თუ საჭირო იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო  ექსპერტიზის მიმართულებით ჩაერთვება. „ბაჩალიაშვილის საქმეზე მე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის, თუმცა მე ვფიქრობ, მალე დასრულდება. თუ საჭიროება იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვება სავარაუდოდ ექსპერტიზის მიმართულებით, თუ დაგვჭირდება, თუმცა ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ“, - განაცხადა ... ...
  • ვახტანგ გომელაური - ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, დამნაშავეების იდენტიფიცირება მოხდებაშინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, პირი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, დაკავებულია. მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება და შემდგომი დაპირისპირების მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება. „გამოძიება მიმდინარეობს. პირი, ვინც ჩაიდინა მკვლელობა, დაკავებულია. დანარჩენის იდენტიფიცირება მოხდება“, - ვახტანგ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...