ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის დაკრძალვას ახალაია დაესწრო

მთავარი თემა

ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის დაკრძალვას ახალაია დაესწრო

2011 ივნ 23 22:55:15

ავღანეთში დაღუპული 20 წლის გია გოგუაძე დღეს დაკრძალეს. ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა. რამდენიმე დღის წინ თალიბების თავდასხმის დროს დაიჭრა. მოხდა მისი

ჰოსპიტალიზაცია, თუმცა, ექიმებმა ჭრილობების სიმძიმის გამო, გოგუაძის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ახალგაზრდა ჯარისკაცის დასაფლავებაზე, ოზურგეთში, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალია და ამავე სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. განსვენებულის ოჯახს სამძიმარი საქართველოს პრეზიდენტმა და ელჩებმა გამოუცხადეს.

გია გოგუაძემ, 2009 წელს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლა დაამთავრა. როგორც მისმა მეგობრებმა გვითხრეს, გიას სახით, ერთგული და სანდო ადამიანი დაკარგეს:

_ ის იყო მამაცი, მებრძოლი და პატიოსანი ახალგაზრდა. ამ წუთებში, როდესაც გიას დაკრძალვაზე ვართ, ძალიან გვიჭირს მასზე საუბარი.

ახალგაზრდა ჯარისკაცი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში ორი თვის წინ გაემგზავრა.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მერი: "სამი მილიონი გამევიქნიე და თუ ვერ გაიგებთ, მაშინ ფსიქიატრია საჭირო"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პროტესტის მწვავე ფორმას მიმართეს და სოფლის ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი ითხოვდნენ გაზის, წყლის, გზის და მდინარე სუფსის სანაპიროზე მდებარე სახნავ-სათესი ფართობების პრობლემის მოგვარებას. ეს უკანასკნელი საკმაოდ მძიმე პრობლემაა, რადგან ფართობების დიდი ნაწილი უკვე მიიტაცა მდინარე სუფსამ და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხელისუფლების შეპირება, რომ მდინარეს ამ მონაკვეთზე კალაპოტს შეუცვლიდნენ, მხოლოდ საარჩევნო დაპირებად დარჩა, იმ "შედეგით" , რომ ტრაქტორი წყალში მხოლოდ სამი დღის განმავლობაში ჩააყენეს, მერე კი ეს ტრაქტორი, მისი მომყვანიც და საარჩევნო დაპირებები ერთად გაქრა. აქციაზე თავდაპირველად გურიის გუბერნატორის მოადგილე აკაკი შენგელია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე და პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ. _ გუბერნატორის მოადგილე ამბობს, რომ სამი თვეა, რაც ამ სამსახურში მოვიდა და პასუხს ვერაფერზე აგებს. მართალიცაა _ რა პასუხი მოვთხოვოთ ახლა ამ კაცს? მერის მოადგილის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ თვითონ მერი სად არის? მოვიდეს აქ! სანამ არ მოვა, ფეხს არ მოვიცვლით. არჩევნებზე კარგად დარბოდა, ეგ და სიორიძე რომ "ჭიდაობდნენ"?! ყველაფერი პრობლემაა ჩვენთვის, რომელ ერთზე გესაუბროთ? _ უთხრეს "გურია ნიუსს" აქციის მონაწილეებმა და კონკრეტული მოთხოვნები ჩამოთვალეს, რაც, მათივე თქმით, არა ერთხელ გაუხმოვანებიათ, მაგრამ მინიმალური შედეგიც არ ჩანს და საქმე ადგილიდან არ იძვრის: თინა მითაიშვილი: _ ასეთი გასაჭირი, მგონი, ომის დროს არ იქნებოდა. ჩაის ვკრეფდი, სტახანოველი ვიყავი, გასაჭირიც მინახავს და დალხინებაც. ახლა რა ხდება? თურქეთშია ხალხი მათხოვრად გაქცეული, ოღონდაც ჩაი იყოს მოსაკრეფი. ბავშვებს უცხოეთში გახიზნული დედები ენატრებათ. გაზი აქ არ არის; ვითომ წყალი კეთდება ამდენი ხანია და საშველი არ დაადგა; სუფსამ წაიღო მთელი სახნავ-სათესი ფართობები და დათესვის თავიც არავის აქვს, რომც იყოს. გზა ბევრგან გაუკეთებელია, ასე ასრულებენ დაპირებას? ჩვენ ქუჩაში უკიდურესმა მდგომარეობამ გამოგვიყვანა... თათია გეგეჭკორი: _ სოფელი, რომელსაც არაფერი აქვს _ არც გაზი, არც წყალი, არც გზა და არც სახნავ-სათესი _ ეს ჯუმათია. მეტი რა გითხრათ? ნათელა ბილიხოძე: _ 14 წელია, აქ წყალი არ არის. ვაკეთებთო და რას აკეთებენ?! ამდენი ხანი კეთება გაგონილა? ხან სათავე არ ვარგაო, ხან კიდე ბოლო... მეტი თუ არ იციან, დაანებონ მაინც თავი, ნერვებს ნუ გვიშლიან. თეა დარჩია: _ სულ მილებია გახეთქილი, საშველი ხომ არ დაგვადგა! აქციის მონაწილე ნინო გულიაშვილი ხმამაღლა გამოთქვამდა პროტესტს პრობლემებზე, რაზეც მერიის ინფრასტრუქტურის თანამშრომელი გოჩა აბაშმაძე განაწყენდა: _ ნინო, არაფერი არ გაკეთებულა, არაფერს გეხმარებიან? შენ ცოტა დახმარება გაგიწიეს? საშენი მასალა მოგცეს და სახლი დაგახურინეს. ეს არაფერია? _ დიდი ამბავი! წყალი, გაზი გვინდა! თქვენი მოცემული ბეტონი და ცემენტი არ აგვარებს ამ პრობლემასო. დოდო შარაშენიძე: _ წყალწაღებულია სოფელი ჯუმათი. თამილა ხავთასი: _ გადახედეთ ჩვენს გასაჭირს სუფსის ხიდიდან. ჯუმათის სახნავ-სათესი ფართობები ოდითგან აქ იყო და წაიღო მდინარემ. აქაურები ამ მიწით საზრდოობდნენ. მდინარის კალაპოტის შეცვლაზე იყო საუბარი არაერთხელ. ამასობაში, სუფსამ წაიღო დიდი ნაწილი და ვინაა პატრონი? გარდა ამისა, უსაშველოდ ძვირია დახვნა-დათესვის საფასური. ათას კვადრატული მეტრის დახვნაში 35 ლარის გადახდა გლეხკაცისთვის თითქმის შეუძლებელია. მეტი არაფერი სჭირდება ამ საქმეს? ნანა დარჩია: _ შარაშენიძე მოვიდეს აქ და დანაპირებზე პასუხი გაგვცეს, არჩევნებზე რომ "იჭიდავეს" მან და სიორიძემ, გვარბენინეს, წავიდნენ მერე და ხალხი კი დავრჩით ამოშავებული. დაგვიანებით მოვიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე, რომელსაც აქციაზე ჟურნალისტის დანახვა აშკარად არ ესიამოვნა: _ ჰე, მოვედი, რანაირად დავილაპარაკოთ ახლა, საქმე მიეცით ახლა ვიღაცეებს ამით, _ თქვა მან (მერის ამ რეპლიკაზე ცისანა ავაკიანმა მითხრა _ "აჰა, გიკბინა, ჟურნალისტო?!" ავტ.). შარაშენიძემ საუბარი გააგრძელა: _ახლა რა ვქნათ?! გინდა აქ დავრჩეთ, გინდა სადმე წავიდეთ, გაქვთ პროტესტის უფლება. რანაირად დავილაპარაკოთ, მითხარით, რა ვქნათ?! სამი მილიონი ფული გამევიქინიე ჯუმათში, ასე ქვია. ახლა პროტესტი, კი, შეგიძლიათ, მარა... _ რას ქვია, "გამეიქნიე"? რა გვჭირს შენი გამოსაქნევი?  შენი დანაპირების შესრულებას ვითხოვთ, პირველ რიგში. დაგავიწყდა, შენი გულისთვის რომ ვირბინეთ? ოთხი წელია, ყანები არ დაგვითესავს. იმდენი დანაპირებიდან, რამე მაინც შეასრულე, _ ამბობდნენ აქციის მონაწილეები. _ თუ არ გინდათ, დაგეხმაროთ და არ გინდათ, გაიგოთ, მაშინ ზოგისთვის ფსიქიატრია საჭირო. დავსხდეთ, ვისაუბროთ, არ მოგატყუებთ, _ განაგრძობდა შარაშენიძე. _ ჯერ არ მოუტყუებია!!! რად მინდა ახლა ამის ტყუილების მოსმენა?! კი ვიცნობ, რაც არის, _ თქვა ჯუმათის მკვიდრმა, აქციის მონაწილემ მანანა ჯორბენაძემ და სხვებთან ერთად გვთხოვა, იქნებ, დაგვეხმაროთ და ჯუმათში გუბერნატორი ამოვიდეს, ნასარაიას გვინდა, შევხვდეთო. აქციის მონაწილეებს ჯუმათელი ნანა დარჩია გამოეყო და შარაშენიძეს მიმართა: _ სათვალე მოიხსენი ჯერ _ ისე უნდა გელაპარაკო. თქვენს და სიორიძეს შორის რომ ბრძოლა იყო, ხომ გახსოვს? მხარი რომ დაგიჭირეთ, რას შეგვპირდი, ხომ გახსოვს? დამთავრდა არჩევნები, სამი დღე დააყენეთ ტრაქტორი წყალში, თავი მოგვაჩვენეთ და დამთავრდა ეგ ამბავიც. სახნავ-სათესი სუფსას მიაქვს. რად გვინდა გზა, გაზი და წყალი, თუ ამ გაზზე მჭადი ვერ გამოვაცხვეთ? სოფელში მეტი რა უნდა ქნას ადამიანმა?! დანაპირების შესრულებას ვითხოვთ. არავის ეხალისება ქუჩის გადაკეტვა, _ თქვა ქალბატონმა. _ უძინარი ვარ, _ თქვა შარაშენიძემ და სათვალე მოიხსნა, _ მე თქვენზე მეტად მაღელვებს ეს ამბები წყალსადენთან დაკავშირებით. თუ გვერდში დამიდგებით, მოგვარდება პრობლემა. მაგის გამო დიდი ჩხუბები მაქვს გადატანილი. მე დაპროექტებული დავტოვე. ჩემი მეორედ მოსვლის მერე აბრალებდნენ ვიღაცეებს. სულით და გულით მინდა გავაკეთო, მარა ეს კარუსელები ტრიალებს. მე თქვენ ამირჩიეთ და დაგპირდით. უარესი ამბავი დამხვდა ახლა და თუ დამაცდით ცოტას, გავაკეთებ. სიტყვაზე ვთქვი, თორემ გამოსაქნევი რა გჭირთ?! კაი გაგებით ვთქვი. მძიმე მემკვიდრეობა დამხვდა. მილიონებია დახარჯული, გაკეთებული არაფერია და ჩემი საკეთებელია. მე თქვენზე უფრო მაზარალებს ეგ თემა. გასაკეთებელია ბევრი რამ, _ თქვა შარაშენიძემ და ამჯერად ტელეფონით სცადა "სოკარის" ხელმძღვანელებთან დაკავშირება. _გაზის საკითხის მოგვარება ჩვენ შუამდგომლობით შეგვიძლია. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ვთხოვთ, ახლაც პასუხს ველოდები, ვესაუბრე, რომ დროულად მოგვარდეს ეს საქმე, წყლის სათავე ნაგებობის ამბავიც მოგვარდება, გზა რომ კეთდება, კი იცით, _ უთხრა შარაშენიძემ აქციის მონაწილეებს. მოგვიანებით, ხანგრძლივი საუბრის, კამათის და დავის შემდეგ, აქცია დაიშალა და გზა გახსნეს. სოფელ ჯუმათის წარმომადგენელმა ოზურგეთის საკრებულოში, მერაბ ბერიძემ "გურია ნიუსთან" თქვა, რომ არც ისეა საქმე, რომ რაიმე არ კეთდება: "ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესას გზიდან ჯუმათის ცენტრის გავლით 5 კმ-ზე მეტი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 434 400 ლარია და ის რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. უახლოეს პერიოდში დასრულდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, რის შემდგომაც ჯუმათის მოსახლეობას წყლის მიწოდება 24-საათიან რეჟიმში აღუდგება". აქციის დასრულების შემდეგ, ჯუმათელებმა "გურია ნიუსთან" განაცხადეს, რომ გაზმომარაგების, წყალმომარაგების და სახნავ-სათესი ფართობების გადარჩენის მიზნით, არსებული პრობლემების მოგვარების საქმეში დროულ ღონისძიებას თუ არ გაატარებენ და კვლავ დაპირების ამარა დატოვეს, პროტესტის ფორმებს გაამწვავებენ: _ ახლა აქ გადავკეტეთ გზა და მერე "რაიკომთან" ჩავალთ და იქ, ცხვირწინ დავუკეტავთ გზას. კარგი იქნება, ერთხელ გუბერნატორი თუ შეგვხვდება. გთხოვთ, ხმა მიაწვდინოთ, _ დაგვაბარეს ... ...
  • "გაჭირვებული კი არა, ღატაკები ვართ!"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში მცხოვრები 63 წლის ცისანა მურვანიძე უკიდურესი გაჭირვების ზღვარზე მყოფი ოჯახის დიასახლისია. მას მეუღლე 12 წლის წინ გარდაეცვალა და ხუთი მცირეწლოვანი შვილის მოვლა-პატრონობა მარტოს უწევდა. _ შვილები დაიზარდნენ _ ხუთივე გოგონაა. სამი უკვე დაოჯახებულია, ორი შინ არის. სამუშაო არსად არის, თორემ გაჭირვებაზე რატომ ვიწუწუნებთ?! მე პენსია მაქვს და ამ ორასი ლარის შემყურე ვართ, _ გვეუბნება ცისანა მურვანიძე და ოროთახიან, მიწურის მსგავს სახლში მიგვიძღვება. _ ეს არის ჩვენი საცხოვრებელი. წვიმა ყველა კუთხეში ჩამოდის. უკან მოხურული კი აქვს, მაგრამ არარაობას თუ სჯობს, თორემ მეტი არაფერი. ხუთი წლის წინ მოგვიხსნეს სოციალური დახმარება. შარშან კიდევ დავწერე განცხადება, მაგრამ იმხელა ქულები მომივიდა, ვიფიქრე, ნამდვილად სხვისია, ალბათ, ვინმეში შევეშალე,-მეთქი. მერე ჩავედი და ვიკითხე, რაში მომეცით ამხელა ქულები,-მეთქი, მაგრამ პასუხი _ არც ავი, არც კარგი, ვერავინ გამცა. შემოდით და ნახეთ, სად და როგორ ვცხოვრობთ. ამაზე უარესი მდგომარეობა, ნეტავ, ბევრს აქვს საქართველოში? სულ ტირილით ხომ არ ვივლი?! გაჭირვებული კი არა, ღატაკები ვართ. დაგვასაქმოს ვინმემ და ხმას არ ამოვიღებთ. თუ არადა, რატომ არსებობს სოციალური დახმარება გაჭირვებულთათვის? რატომ მოგვანიჭეს ამხელა ქულები, ის ადამიანია, ვინც ეს ქნა? ნახეთ, მობრძანდით, იქნებ, ვტყუი, _ გვიყვება თავის გასაჭირზე ქალბატონი ცისანა. უახლოესი მეზობლები _ მაია სარიშვილი, თეა დარჩია და სხვები ყვებიან მურვანიძეების უმძიმეს გასაჭირზე. _ ამ ოჯახზე უფრო გაჭირვებული აქ არავინაა. სახლს შეხედეთ _ საქათმე აქვს ზოგს უკეთესი. ამას კიდევ რა უჭირს, სახურავი მთელი რომ ჰქონდეს. ყველგან წყალი ჩადის. ყველაზე მთავარი კი, რაც არის, ოჯახს წყალი არ აქვს და სახლის გვერდით ჩამომავალ ღელეში რეცხავენ სარეცხს, ღელის წყალს სვამენ. იქნებ, მოახერხოთ და ამ ოჯახს მთავრობამ ან ვინმე მადლიანმა ხელი გამოუწოდოს. ამათ რომ დახმარებას არ დაუნიშნავენ და უმაღლეს ქულებს მიანიჭებენ, იმ მთავრობას მთავრობა ჰქვია? ვის ეხმარებიან, საინტერესოა, _ ამბობენ ისინი. ცისანა მურვანიძე გვეუბნება, რომ მას საკუთრებაში ცხრა ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი აქვს. აქედან ოთხი ათასი საყანეა, თუმცა, სამი წელია, არ დაუთესავს. _ სუფსის სანაპიროზე მდებარე საყანე ფართობები, რომელიც სოფელს აქვს, საერთოდ არ ითესება. მათ შორისაა ჩემიც. შესაღობია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დათესვის საშუალებაც რომ გქონდეს, აზრი არ აქვს _ პირუტყვისგან ვერ დავიცავთ. შეღობვის თავიც აღარავის აქვს. მე ძალიან გაჭირვებული ვარ, მაგრამ სხვებიც ვერ თესავენ. ამიტომ, რა აზრი აქვს, მიწა მქონდეს და ვერ დავამუშავო, საამისოდ არანაირი საშუალება არ გამაჩნდეს? დრო იყო, ყანის გარეშე ვინ დარჩებოდა? ახლა რად მინდა ეს საკუთრებაში დაკანონებული მიწა. ეტყობა, ამიტომ მაძლევენ უმაღლეს ქულებს, _ გვეუბნება ცისანა მურვანიძე და იმედი მაინც არ აქვს, რომ ვინმე დაეხმარება. _ აქამდე არ გახდა საშველი, არც განცხადებით და არც ისე, აწი რა იქნება? მომბეზრდა მეც. რამდენჯერ დავწერო განცხადება. მადლობელი ვიქნები, თუ ჰკითხავთ ოზურგეთში, სოციალურ სააგენტოში, რაში მომცეს ასე მაღალი ქულები და ჩემნაირი გაჭირვებული კიდე ბევრი თუ ჰყავთ, _ გვითხრა ცისანა მურვანიძემ.. "გურია ნიუსი" სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის უფროსს თინათინ ლომჯარიას დაუკავშირდა, რომელიც, მისი თქმით, სამსახურში არ იმყოფებოდა და მისვლისთანავე ნახავდა ინფორმაციას აღნიშნული ოჯახის შესახებ:  "ახლა, ასე უცებ არ შემიძლია პასუხი გაგცეთ, რადგან სამსახურში არ ვიმყოფები. როგორც კი დავბრუნდები, ბაზაში აუცილებლად ვნახავ ინფორმაციას მურვანიძის შესახებ. თუ ის ასეთ გასაჭირში მყოფია, აუცილებლად მივალთ ადგილზე, ვნახავთ. თქვენ კარგად იცით, რომ მე, პირადად დავდივარ თითოეულ გაჭირვებულ ოჯახთან და ყურადღების გარეშე არც ერთ მათგანს არ ვტოვებთ. ასე იქნება ამ შემთხვევაშიც", _ გვითხრა ... ...
  • "სირცხვილია, ნახევარი ქალაქი შარდის სუნით ყარდეს!"ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ჟორდანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, დაახლოებით, პირველ საჯარო სკოლასა და აფთიაქ "ფარმადეპოს" შორის არსებულ ტერიტორიაზე, მძაფრი, უსიამოვნო სუნი გამვლელებსა თუ აქ არსებულ სხვადასხვა ობიექტებში დასაქმებულებს ხშირად უქმნის დისკომფორტს. ამ ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე არხის დაბინძურების გამო, კანალიზაციის უსიამოვნო სუნი, ლამის, ნახევარ ქალაქში ვრცელდება, არადა, ჟორდანიას ქუჩის ამ მონაკვეთში, სწრაფი კვების რამდენიმე ობიექტია განთავსებული, რომ არაფერი ვთქვათ აფთიაქებსა და სხვა ტიპის სავაჭრო ობიექტებზე. ეს პრობლემა ლანჩხუთისთვის არახალია და თავის დროზე, "გურია ნიუსი" წერდა კიდეც ამის შესახებ. დროდადრო შესაბამისი სამსახურების მიერ ხდებოდა კიდეც არხის გაწმენდა-გასუფთავება, თუმცა, პრობლემის ძირეულად აღმოფხვრა ამ დრომდე არ მოხერხდა და უსიამოვნო სუნი ქალაქში გამვლელებს ახლაც აწუხებთ, რომლებიც უკმაყოფილებას ვერ მალავენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. "არხში დაბინძურებული წყალი გროვდება, რის გამოც ხშირად ამ მიდამოებში უსიამოვნო სუნი დგება. ზოგჯერ ისეთი მძაფრი სუნია, პირდაპირ ყარს აქაურობა. ეს ახალი პრობლემა ნამდვილად არაა _ წლებია, უკვე ამ ტერიტორიაზე ასეთი მდგომარეობაა. ახლა კიდევ რა უჭირს, ზოგჯერ ისეთი მდგომარეობაა, რომ გაძლება ჭირს. ვიღაცამ უნდა იზრუნოს ამ პრობლემის მოგვარებაზე. სირცხვილია, ნახევარი ქალაქი შარდის სუნით ყარდეს. ითქვა, რომ აქ გამავალ სანიაღვრე არხში კერძო საცხოვრებელი სახლებიდან ჩაედინება მოხმარებული და დაბინძურებული წყალიო. მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრეებიც ხშირად აქ ასხამენ ნარეცხ წყალს. როგორც ჩანს, მთავარი პრობლემა ისაა, არხს არ აქვს სათანადო დახრა, რომ წყალი გაატაროს და ამიტომ გუბდება, შემდეგ კი დგება არასასიამოვნო სუნი", _ ამბობენ ის ლანჩხუთელები, ვისაც ქალაქის ცენტრის ზემოთ ნახსენებ მონაკვეთში დღის განმავლობაში ხშირად უწევთ გადაადგილება და უსიამოვნო სუნით წუხდებიან. მათივე თქმით, სანიაღვრე არხებში კანალიზაციის სუნი ჟორდანიას ქუჩის სხვა მონაკვეთშიც იგრძნობა. ქალაქის ცენტრში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქმის კურსშია მუნიციპალიტეტის მერია და ზემოთ ნახსენებ პრობლემას აღიარებენ.  "ფაქტია, რომ ეს პრობლემა დგას. არაერთხელ ვიყავით კიდეც მისული ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად, თავად ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად უარყოფს, რომ არხში მათი სახლებიდან ჩაედინება დაბინძურებული წყალი, შესაბამისი სამსახურის მიერაც სისტემატურად ხდება ამ არხის გასუფთავება, თუმცა, აქ არსებული პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრისთვის ეს არასაკმარისია", _ ამბობენ ლანჩხუთის მერიაში. როგორც მერიის პრესსამსახურიდან მიღებული პასუხით ირკვევა, ჟორდანიას ქუჩაზე სანიაღვრე არხებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამოსწორებაში, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიმართვის საფუძველზე საავტომობილო გზების დეპარტამენტია ჩართული. "აღნიშნულთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილზე შეისწავლეს მდგომარეობა და როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჟორდანიას ქუჩაზე იგეგმება სანიაღვრე არხების მოწესრიგება და ამასთანავე, ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია", _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...
  • სამწუხარო რეალობა და მიწის დამუშავების რეკორდულად დაწეული მაჩვენებელირა ხდება რეალურად და რამდენი ჰექტარი მიწაა დამუშავებული ლანჩხუთში, ამ კითხვით "გურია ნიუსმა" მერიის სოფლის მეურნეობის განყოფილებას მიმართა, საიდანაც არც თუ ისე დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვაწოდეს. რამდენიმე დღის წინ მიღებული მონაცემებით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტში მთლიანი საყანე ფართობების 10%-იც კი არაა დამუშავებული და სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, არც უნდა ველოდოთ ამ კუთხით მნიშვნელოვან ცვლილებას. ამ მონაცემის მიხედვით, ფაქტად რჩება, რომ წინა წლებთან კი არა, გასულ წელთანაც შედარებით რეკორდულად დაიწია მიწის დამუშავების მაჩვენებელმა ლანჩხუთში _ თუ ვაუჩერიზაციის პირობებში მუნიციპალიტეტში 4 800 ჰა მიწის ფართობი მუშავდებოდა, შემდეგ წელს ეს მაჩვენებელი სამი ათასზე ჩამოვიდა, გასულ წელს კი მხოლოდ 1 200 ჰა ფართობის დამუშავება მოხერხდა, წელს საყანე ფართობების მხოლოდ 10 პროცენტია დამუშავებული. 13 მაისის მონაცემებით, ლანჩხუთში 537 ჰა მიწის ფართობია დახნული. მას შემდეგ ეს მონაცემი კი გაიზრდებოდა, თუმცა, სპეციალისტთა თქმით, დიდად არა. სოფლებიდან აღებული მონაცემების მიხედვით, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მეტ-ნაკლებად ცუდი მდგომარეობაა. ზოგან მუშაობის ტემპი იმატებს, ზოგან _ არა. სრული გაურკვევლობაა აცანისა და მაჩხვარეთის მიწებთან დაკავშირებით, სადაც მოხნული მიწების ოდენობის გრაფაში ნულია მითითებული. თურმე, აქ საძოვრების შეღობვის პროცესი ჯერ არ დასრულებულა და სახნავად არავის მოუცლია. თან განსაკუთრებით აცანის მოსახლეობა პასიურობს, რომლებსაც ფართობები ბარში აქვთ და მანძილის სიდიდის გამო, არც აპირებენ დამუშავებას. პროცესის დაბალ ტემპს სპეციალისტები, ძირითადად, მოსახლეობის შეჭირვებული მდგომარეობითა და მიწის დამუშავების სურვილის არქონით ხსნიან. ზოგან ფაროსანას ფაქტორიც აშინებთ, თუმცა, ამ კუთხით გასულ წელს სიტუაცია გამოსწორდა და ეფექტურმა შეწამვლამ ფაროსანას შემოტევაც დაასუსტა და მოსავალსაც კარგი ეფექტი მისცა. უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფერზე ცუდი გავლენა არასტაბილურმა ამინდმაც იქონია _ ჯერ წვიმებმა დააყოვნა პროცესი, შემდეგ უცბად დაცხა და ამ ჯერზე, გვალვაა პრობლემა. მოძველებული ტექნიკა კი, რომელიც მოსახლეობაში შემორჩა, ვერ უმკლავდება გამოგვალული მიწის დამუშავებას.  აღსანიშნავია, რომ წელს, გარკვეულწილად, ტექნიკის პრობლემაცაა. ფირმა "მექანიზატორი" ძველებურად ვერ აგზავნის ტრაქტორებს, რადგან შარშანდელთან შედარებით, ტექნიკური გადაიარაღების პრობლემა გაზრდილია და როგორც გავიგეთ, დაახლოებით, 10 ერთეულის გამოგზავნა შეუძლია ლანჩხუთში. თუმცა, საამისოდ თანხის ბანკში წინასწარ შეტანაა საჭირო და როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, მათთვის სწორედ ეს "ხელზე ფულია" მთავარი პრობლემა.  ცნობისთვის, ლანჩხუთში ერთი ჰექტრის დამუშავება _ დახვნა, გაფხვიერება და დათესვა 300 ლარადაა შესაძლებელი, მაგრამ ერთიანად ამ თანხის შეგროვება ბევრს უჭირს. მეზობლობაში არსებული ტრაქტორით ეს თანხა ცოტათი მცირდება და თანაც "პოსლეზეც" შეიძლება ანგარიშსწორება, მაგრამ აქ ტექნიკის რაოდენობა და ხარისხი აფერხებს ... ...
  • ქალაქ ოზურგეთის ცენტრში არსებულ არხებში ისევ ანტისანიტარიაა"გურია ნიუსი" ახლახან, ქალაქ ოზურგეთში, კლდიაშვილის ქუჩაზე არსებული არხის ანტისანიტარიული მდგომარეობის შესახებ წერდა. არხი ქუჩას სიგრძივად გასდევს, შემდეგ კი ქალაქის ცენტრალურ, აბაშიძის ქუჩაზე გადის და იქვეა მოსახვევიც, რის შემდეგაც, წესით, ე. წ. "ბაზრის წყალს" უნდა შეუერთდეს. სინამდვილეში, როგორც ცენტრალურ ქუჩაზე მომუშავეები და აქ მცხოვრებნი აღნიშნავენ, არხის კალაპოტი დამრეცი არ არის და წყალი გუბდება. დათბობისთანავე კი მასში ჩაყრილი სხვადასხვა ნაგავი თუ ნარჩენები ლპება და ირგვლიც გაუსაძლისი სუნი დგება. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ოზურგეთის სერვისცენტრის სამსახურმა არხი გაასუფთავა, თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ იგივე მდგომარეობაა. _ მოვიდნენ, მუშები მოიყვანეს და არხს რომ წმენდნენ, თავად იყვნენ გაკვირვებული _ წყალი საით უნდა წავიდეს, აღმართში აქვს მიმართულება ან დროთა განმავლობაში ამოივსო და დაიღრიცაო. ეს დამყაყებული წყალი ბრუნდება უკან და დგას ქალაქის ცენტრში. ჩვენი ხელისუფლება რომ ამბობს, ინფრასტრუქტურას ვავითარებთო, ქალაქის ცენტრში თუ არიან ნამყოფი _ აქ არსებულ აქოთებულ "კანაოებს" როდის მიხედავენ? ჩვენ აქ მაღაზიებში ვმუშაობთ, ჯიხურები გვაქვს, დაცხება თუ არა, ნახევარჯერ ცხვირზე ხელწაჭერილი ვმუშაობთ, ვინაა პატრონი? პირველ რიგში, ქალაქის ცენტრში უნდა მოგვარდეს ინფრასტრუქტურული პრობლემა. ოზურგეთში, აბაშიძის ქუჩაზე რომ სტუმარი და მასპინძელი დადის, იმდენი, ალბათ, არც ერთ ქუჩაზე არ მოძრაობს. აქაურობას ერთხელ და ორჯერ ნიჩბის გაქნევა რომ არ შველის, ამდენი წელია, ვერ გაიგეს? _ გვეუბნებიან აქ მომუშავეები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის განყოფილების უფროსი შუქრი გაბრიჩიძე კლდიაშვილის ქუჩასთან დაკავშირებულ პრობლემის შესახებ ასეთ განმარტებას აკეთებს: _ გასულ წელს ამ არხთან დაკავშირებით, იქ მცხოვრებ მოსახლეობას შინ ვესტუმრეთ. იყო ერთ ოჯახზე საუბარი, რომელზეც ამბობდნენ, რომ ტუალეტის მილი არხში ჰქონდა ჩაშვებული. ჩვენ მაშინ იმ ოჯახს ყველაფერი მოვაწესრიგებინეთ, ელექტროშემდუღებლით ჩავაკეტინეთ ის მხარე, საიდანაც, სავარაუდოდ, არხი ბინძურდებოდა. თუმცა, თვითონ ამას არ აღიარებდა. ზოგადად, მაგ ქუჩაზე წყალგაყვანილობის სისტემა არ არის მოგვარებული და მოსახლეობიდან ნარეცხი წყალი არხში გადმოდის. ამიტომ არის მუდამ ანტისანიტარია. _ ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ასეთი მდგომარეობა სანამ უნდა გაგრძელდეს? _ამის შესახებ ინფრასტრუქტურულ სამსახურს მიმართეთ, _ დაგვაკვალიანა გაბრიჩიძემ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე დაინტერესდა, თუ ვინ მოგვმართა ჩვენ(?) თან მოკლედ გვიპასუხა, რომ პრობლემის შესახებ არაფერი იცოდა: _ არ ვიცი. დავინტერესდებით, მივალთ და მოვაგვარებთ, _ გვითხრა გიორგაძემ. "გურია ნიუსი" აღნიშნული პრობლემის მოგვარების საკითხს ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია...

სულ რაღაც მილიონ ორასი ათასი...

დუმილი ოქროა

დუმილი ოქროა, მაგრამ ხშირად ვივიწყებთ...

ქალური მეხსიერების თავისებურება

მამაკაცებს შეუძლიათ, მეხსიერებიდან ამოაგდონ ის,...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...