ჩინოვნიკების სამედიცინო ბიზნესი _ იაშვილის კლინიკის გაშიფრული საიდუმლო

მთავარი თემა

ჩინოვნიკების სამედიცინო ბიზნესი _ იაშვილის კლინიკის გაშიფრული საიდუმლო

21 ოქტ. 2013, 16:40:25

როგორ აღმოჩნდა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, 2004 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი და კახეთის მხარის ყოფილი გუბერნატორი, სამედიცინო ბიზნესში?

რას პირდება გია ნაცვლიშვილი სახელმწიფოს, რატომ ჰქონდა მას გაფორმებული თავისი წილი არასრულწლოვან შვილებზე და რატომ აირჩია მან სამედიცინო ბიზნესი, ამ ყველაფერზე პასუხს ნაცვლიშვილის ვრცელი ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც "გურია ნიუსის" ვებგვერდზე დღესვე გამოქვეყნდება.

"მესაკუთრეს შეუძლია, კერძო საკუთრება ისე გაასხვისოს, რომ არავის ჰკითხოს. როგორც მედიამონიტორინგში ვნახე, მითვლიდა იაშვილის კლინიკის მფლობელი, რატომ უნდა ვკითხო რამე სერგეენკოსო. როგორც აქამდე არაერთგზის აღვნიშნე, არსებობს კანონი და არსებობს სამართალი. ეს არის  შემთხვევა, როდესაც მონოპოლიური სტრუქტურა თითქმის მთლიანად მართავს ბავშვთა სერვისებს. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა საავადმყოფო ოფიციალურად  არ შედის სახელმწიფოს მიერ დადგენილ კანონში "სტრატეგიული ობიექტების შესახებ", სახელმწიფოს აქვს კანონი, რომელიც შეუძლია გამოიყენოს აბსოლუტურად ლეგალურად და მდგომარეობს შემდეგში: თუკი სახელმწიფოს ინტერესებს და მოსახლეობას ექმნება საფრთხე, სახელმწიფოს შეუძლია მოიქცეს ისე, რომ დაიცვას თავისი მოქალაქეები. ჯერჯერობით, ეს საჭირო არ გამხდარა.

ნამდვილად არ არის პრობლემა არანაირი ინვესტორის შემოსვლა. მთავარია, მათ როგორი რეპუტაცია აქვთ, როგორ ხედავენ დარგის განვითარების  და  რა დოზით აპირებენ თანამშრომლობას სახელმწიფოსთან. ეს არის განმსაზღვრელი კრიტერიუმები." _ განაცხადა დავით სერგეენკომ "გურია ნიუსთან".

2013 წელი. 13 აგვისტო. 5 ქართული კლინიკის გასხვისება...

2013 წლის 13 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული N B13080113 ხელშეკრულება წილის გასხვისების შესახებ, რომლის თანახმადაც 2013 წლის 13 აგვისტოდან ,,AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP“ - ის, რომელიც წარმოადგენს შპს „მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ 66,7% წილის მესაკუთრეს,  50-50%-იანი წილის მფლობელები არიან აბდულა კურსად დარჩინი (თურქეთი) და აზმი ოფლუღლუ (თურქეთი). დირექტორია ივანე ყაჭიური.

აღნიშნული კომპანიის მფლობელები, რომლებმაც წილი თურქ ინვესტორებზე გაასხვისეს, გახლდათ გივი კაპანაძე და ყველასთვის კარგად ცნობილი გია ნაცვლიშვილი. დირექტორი კი ივანე ყაჭიური.

ხელშეკრულების მიხედვით, შპს AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP-ის 100% წილის ნასყიდობის ფასი შეადგენს 16 700 000 აშშ დოლარს.

სწორედ ამ ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ შპს "AVANTE HOSPITAL MANAJMENTS GROUP" არა მხოლოდ იაშვილის, არამედ კიდევ ოთხი კლინიკის მესაკუთრე პარტნიორი იყო. შესაბამისად, გამოვიდა რომ 100%-იანი წილის გაყიდვის შემდეგ, თურქი ინვესტორების ხელში გადავიდა კიდევ 4 ქართული კლინიკა.

ამ კლინიკათა ჩამონათვალი ასეთია: შპს "ახალი სიცოცხლე" (100%); შპს "ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრი"(100 % წილის მესაკუთრე); შპს "პედიატრიის ინსტიტუტი. ალერგიისა და რევმატოლოგიის ცენტრი"(80 % წილის მესაკუთრე); შპს "ბავშვთა ახალი კლინიკა"(75 % წილის მესაკუთრე).

2013 წლის 12 აგვისტოს ივანე ყაჭიური განცხადებით მიმართავს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შპს "ჯიემსი"-ში ცვლილებების რეგისტრაციის მოთხოვნით. ამავე მოთხოვნაში შენიშვნის სახით აზუსტებს, რომ არ იხელმძღვანელონ 2013 წლის 8 აგვისტოს წარმოდგენილი წესდებით. ივანე ყაჭიური შპს "ჯი ემ სი" -ს დირექტორია.

შპს "ჯი-ემ- სი"-ს 66,7 % წილის მესაკუთრე პარტნიორი შპს "AVANTE HOSPITAL MANAJMENTS GROUP"-ია. ხოლო 33,3 % წლის მესაკუთრე კი შპს "ავერსი-ფარმაა" რომელსაც გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე წარმოადგენს.

"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პარტნიორთა კრებაზე შემდეგი გადაწყვეტილება მიიღეს:  "განხორციელდეს რეორგანიზაცია, კერძოდ შპს "მ. იაშვილის სახელობის ცენტრალური საავადმყოფო მიუერთდეს შპს " ჯი ემ სი"-ს შერწყმის გზით. ასევე: "რეორგანიზაციის შემდეგ შპს "ჯი  ემ  სი"-ს სახელწოდებად განისაზღვროს შპს "მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. რეორგანიზაციის შემდეგ საზოგადოების საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 12 615875, 90 ლარით. ამავე რეორგანიზაციის შედეგად იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორად დაინიშნა შოთა ჯოგლიძე. შეიქნა სამეთვალყურეო საბჭო 4 წლის ვადით შემდეგი შემადგენლობით: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - ივანე ყაჭიური; სამეთვალყურე საბჭოს წევრი, გიორგი ბერიშვილი; სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, კახაბერ გუგაშვილი.

ყველაფერი კი სწორედ შპს "ჯი-ემ-სი" დან დაიწყო, 2011 წელს...

გია ნაცვლიშვილი: "დიახ, მე და ჩემმა მეგობრებმა "ჯი-ემ -სი სწორედ მაგ აუქციონისთვის დავაფუძნეთ..."

"გურია ნიუსის" კითხვაზე _  ბატონო გია, თქვენი კომპანია,   რომელმაც აუქციონზე გატანილი იაშვილის კლინიკა იყიდა, ამ აუქციონამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე დაარსდა, როგორ ფიქრობთ, ეს არ არის საეჭვო? კლინიკის ყოფილი მეწილე აცხადებს:

_დიახ, მე ვადასტურებ, რომ ეს კომპანია დაარსდა ერთი კვირით ადრე და პირდაპირ გეტყვით,  სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ამ აუქციონში მიგვეღო მონაწილეობა... მე და ჩემმა მეგობარმა "ჯი-ემ -სი" დავაფუძნეთ სწორედ ამისთვის.

"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 11 მაისის ბრძანებით  სს  "მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" საკუთრებაში არსებული 1 ლარიანი ნომინალური ღირებულების 5 868 870 ცალი აქცია (სახელმწიფო წილი კაპიტალში - 100%), პრივატიზების მიზნით, გატანილი იქნა ელექტრონულ აუქციონზე. საწყისი საპრივატიზებო საფასური დადგინდა 6 000 000 ლარის ოდენობით.

ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/,,ბე“-ს ოდენობა დადგინდა 1 800 000  ლარის ოდენობით, სავაჭრო ბიჯი - 50 000 ლარი.

აუქციონი ჩატარდა 2011 წლის 25 მაისს და მასში მონაწილეობდა ორი იურიდიული პირი - შპს "ჯორჯიან მედი" (დაფუძნდა 2011 წლის 16 მაისს) და შპს "ჯი ემ სი". საბოლოო გასაყიდი ფასი დაფიქსირდა 10 450 000 ლარის ოდენობით და გამარჯვებულად  გამოვლინდა შპს "ჯი ემ სი", რომელთანაც 2011 წლის 23 ივნისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება.

აქციათა რეესტრის მონაცემებით 2011 წლის 2 მაისის ამონაწერის მიხედვით, სს ,"მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" პრივატიზების მომენტისათვის ბალანსზე ერიცხებოდა 13 768 071 ლარის აქტივები. ამავდროულად, ერიცხებოდა კრედიტორული დავალიანება - 1 168 506 ლარის ოდენობით, გაუნაწილებელი მოგება - 1 689 417 ლარი.

100 ლარიანი კომპანიის 10 მილიონიანი შენაძენი...

საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ შპს "ჯი ემ სი" დაფუძნებულია 2011 წლის 3 მაისს (აუქციონის გამოცხადებამდე 1 კვირით ადრე) - საწესდებო კაპიტალში 100 ლარიანი შენატანით - მაია ბუსიშვილის (50%), ზაზა კაპანაძის (25%) და გია ნაცვლიშვილის (25%) მიერ.

შპს "ჯი ემ სი"-მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, სს  "ბანკ რესპუბლიკაში" 2011 წლის 24 ივნისს იპოთეკით დატვირთა შესყიდული ქონება და გადაიხადა საპრივატიზებო საფასური.

ანუ, ეს ყველაფერი მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ...

2012 წლის მარტის თვეში შპს "ნიუ ლაიფმა" (დირექტორი ივანე ყაჭიური, დამფუძნებლები - ზაზა კაპანაძე (75%), გია ნაცვლიშვილი (25%)) შეისყიდა მაია ბუსიშვილის - 33,3% (100 ლარი), ზაზა კაპანაძის და გია ნაცვლიშვილის - 16,7-16,7% (50-50 ლარი) და გახდა შპს "ჯი ემ სი"-ს საწესდებო კაპიტალის - 66,7%-იანი წილის მფლობელი, ხოლო 33,3%-იან წილს ფლობდა შოთა ბიწაძე.

2013 წლის 13 აგვისტოდან კი "AVANTE"-ს  (იგივე ყოფილი შპს ,,ნიუ ლაიფი”) 50-50%-იანი წილის მფლობელები არიან აბდულა კურსად დარჩინი (თურქეთი) და აზმი ოფლუღლუ (თურქეთი), დირექტორი ივანე ყაჭიური.

ინვესტორი და ნასყიდობა "გაყინული ფულით"

პირველი ეჭვი თურქული კომპანიის შესახებ მაშინ გაჩნდა, როდესაც ტექინ ატიკმა "გურია ნიუსს" ექსკლუზიურად განუცხადა, რომ  საავადმყოფოებში ფული არ ჰქონდათ გადახდილი.

ჩვენს კითხვაზე, _ საავადმყოფო რამდენად შეიძინეთ და გადახდილი გაქვთ თუ არა თანხა, ტექინ ატიკმა განაცხადა: "მე ქართული არ ვიცი. ჩემმა მეგობარმა დამირეკა და ტელევიზიით ვიგებ, "ავანტი"-ს ამ საავადმყოფოების მფლობელს. "ჰოსპიტალ გრუპს" რომელიც  საავადმყოფოს  ქსელია, როლის ხელმძღვანელია გია ნაცვლიშვილი და ზაზა კაპანაძე,  როლისგანაც ჩვენ ვიყიდეთ,  პრობლემები აქვთ სამართალდამცავებთანო.  ჩვენი ადვოკატები გავუშვით, რათა გაგვერკვია რა ხდებოდა. გვითხრეს, რომ ეს არ ეხებოდა საავადმყოფოებს. ეს ეხებოდა სამშენებლო კომპანია "არტესს". გამომდინარე იქედან, რომ ეს თემა გახდა სადავო,  რომ არ გაგრძელებულიყო ზედმეტი დავა სხვადასხვა მხრიდან, ჩვენ გადასახდელი თანხა ანგარიშზე გავყინეთ. 6 თვეა ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ  მივიღებთ გადაწყვეტილებას, გადავუხადოთ თუ არა თანხა.

_ რა რა რაოდენობის თანხა გაქვთ გაყინული ანგარიშზე?

_ საუბარია 20 მილიონზე...

"არტესი,"  "ჯი-ემ-სი" და დირექტორი ყაჭიური _  ბერმუდის სამკუთხედი...

შპს "ჯი ემ სი" - ს ერთერთი დამფუძნებელი ზაზა კაპანაძე წარმოადგენდა შპს "არტესის" დამფუძნებელს. საუბარია იმ კომპანიაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოძიების საგანია და რომლის გამოც კაპანაძე და ნაცვლიშვილი დაკითხვაზე იყვნენ დაბარებულები.

მართალია გია ნაცვლიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ არტესს არანაირი კავშირი არ აქვს კლინიკებთან, მაგრამ "გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ არც მთლად უამისობაა...

2010-2012 წლებში სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა რიგი სამედიცინო დაწესებულებების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ პროცესზე ზედამხედველობა ევალებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრს, რომლის დირექტორი რეორგანიზაციამდე  სწორედ ივანე ყაჭიური გახლდათ.

შპს "არტესთან" სამინისტროს 2012 წელს გაფორმებული აქვს 6 ხელშეკრულება საერთო ღირებულებით 5 766 973 ლარი. ხელშეკრულებების საგანს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრის სამშენებლო სამუშაოები.

შპს "არტესისათვის" დღეის მდგომარეობით ანაზღაურებულია 5 233 880 ლარი, საიდანაც ავანსად გადახდილ 1 843 679 ლარზე სამინისტროს მიღება-ჩაბარების აქტი არ გაუფორმებია იმის გამო, რომ მომწოდებლის მიერ არასრულად ან/და არაჯეროვნად არის შესრულებული სამუშაოები.

2010-2011 წლებში ამავე პროგრამის ფარგლებში შპს "არტესმა" განახორციელა "რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოსა" და შპს "თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის" რეაბილიტაცია. პროგრამის განმახორციელებელი (დამკვეთი) იყო სსიპ-საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი, რომლის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა ივანე ყაჭიური.

აღნიშნული 2  სამედიცინო დაწესებულების რეაბილიტაციისათვის შპს "არტესმა" ცენტრისაგან მიიღო 46 973,0 ათასი ლარი.

გია ნაცვლიშვილი "გურია ნიუთან" აცხადებს, რომ ეს ყველაფერი მთავრობის გადაწყვეტილებით ხდებოდა...

რატომ ხდებოდა ხელშეკრულებების გაფორმება მაინცდამაინც "არტესთან" და რა როლს თამაშობდა ამ ყველაფერში ივანე ყაჭიური?  მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. სავარაუდოდ, ამ კავშირებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დაადგენს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 24 აგვისტოს, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მისაკუთრებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, შპს "არტესისა" და AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP-ის დამფუძნებელი ზაზა კაპანაძე, პასუხისგებაში მისცეს.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ: "გია ნაცვლიშვილმა და ზაზა კაპანაძემ, დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხების ლეგალიზების მიზნით, შპს "არტესიდან", დივიდენდის სახით, გაიტანეს თანხა, რაც მათ მიერვე დაფუძნებულ, შპს AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP-ში ჩარიცხეს. აღნიშნული თანხით კი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებისგან, თბილისში ორი სამშობიარო სახლი, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრი და ბათუმის სამშობიარო სახლი, ასევე პედიატრიის ინსტიტუტის ალერგიისა და რევმატოლოგიის ცენტრი, გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოები შეიძინეს, რითაც უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზება განახორციელეს."

გია ნაცვლიშვილი, ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

მის არგუმენტებს და პოზიციას მოგვიანებით "გურია ნიუსზე" შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • რამდენმა ადამიანმა ისარგებლა სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობითსახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ - გადახდასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც 600 000-მდე მსესხებელმა ისარგებლა, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. „იმის გამო, რომ შექმნილმა ვითარებამ გავლენა იქონია როგორც ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილზე, ისე კომპანიებზე, სახელმწიფომ შეიმუშავა ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია არსებულ გამოწვევებზე. ანტიკრიზისული პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები 2 ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპი იყო გადაუდებელი დახმარება, რომლის განხორციელება მარტში (ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობამდე) დაიწყო, ხოლო მეორე ეტაპი უფრო მასშტაბურ ღონისძიებებს მოიცავს და მისი წარდგენა აპრილში მოხდა. პირველი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები წარმოადგენდა ერთგვარ გადაუდებელ დახმარებას, რომლის მიზანი პანდემიით გამოწვეული პირველადი უარყოფითი ეფექტების მინიმიზაცია იყო. ეს მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს: მოქალაქეებს დაუფინანსდათ 3 თვის კომუნალური გადასახადი - დახმარება შეეხო იმ აბონენტებს, რომელთა მიერ ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება 200 კილოვატზე ნაკლებია, ხოლო ბუნებრივი აირის ყოველთვიური მოხმარება - 200 მ3-ზე ნაკლები. დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც. სუბსიდირების აღნიშნული მექანიზმი სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე სამართლიანი და მიზნობრივია. ელექტროენერგიის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში 1.2 მილიონზე მეტი აბონენტი შეადგინა, ხოლო ბუნებრივი აირის გადასახადის შეღავათის ბენეფიციართა რაოდენობამ საშუალოდ 3 თვის განმავლობაში - 670 ათასზე მეტი აბონენტი. პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ. ლარია.სახელმწიფომ დააზღვია, რომ არ მომხდარიყო გაცვლითი კურსის ცვლილებით გამოწვეული ფასების მნიშვნელოვანი ზრდა 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე - გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების შერბილების მიზნით, განხორციელდა სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც კრიზისის საწყის ეტაპზე, როდესაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფლაციური რისკები, ხელი შეუწყო პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების მერყეობის შემცირებას. ყველა იმ იმპორტიორი კომპანიისთვის, რომელმაც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, მოახდინა 9 ძირითადი პროდუქტის შესყიდვა, სახელმწიფოს მიერ მოხდა სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირება განსაზღვრული პირობებით. პროგრამის ბიუჯეტი 14 მლნ. ლარია. სახელმწიფოს დახმარებით მოქალაქეებს სესხის გადახდის 3 თვით გადავადების შესაძლებლობა მიეცათ - გადახდასთან დაკავშირებული პრობლემებისა და შესაბამისი ჯარიმების თავიდან აცილების მიზნით, ყველა ფიზიკურ პირს მიეცა სესხის მომსახურების 3 თვით გადავადების შესაძლებლობა, რითაც ისარგებლა 600 000-მდე მსესხებელმა. ანტიკრიზისული გეგმის მე-2 ეტაპი ითვალისწინებს პირდაპირ ფინანსურ დახმარებას მოქალაქეებისსხვადასხვა კატეგორიისთვის. მხარდაჭერა ეხებათ როგორც დაქირავებით დასაქმებულებს, ისეთვითდასაქმებულებს და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს. კერძოდ: დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, დახმარების სახით მიიღებენ 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარს დახმარებით სარგებლობა შეეძლება დაახლოებით 350 000 მოქალაქეს. პროგრამის ბიუჯეტი 450 მლნ ლარამდეა.სხვადასხვა კატეგორიის თვითდასაქმებულები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 ლარს. პირების იდენტიფიცირებისთვის გამოყენებული იქნება მოქალაქის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია რომლითაც დადასტურდება, რომ ეპიდემიამდე აღნიშნულ მოქალაქეს ჰქონდა შემოსავალი პროგრამის ბიუჯეტი 75 მლნ. ლარს შეადგენს. სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, დამსაქმებელი მიიღებს საგადასახადო შეღავათს - 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. პროგრამის ბიუჯეტი 250 მლნ. ლარია“, - აღნიშნულია ... ...
  • კორონავირუსით საზღვარგარეთ საქართველოს 16 მოქალაქე გარდაიცვალაCOVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშის თანახმად, 22 მაისის ჩათვლით, საქართველოში მთავრობის დახმარებით, 12 720 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, მათ შორის, საჰაერო გზით - 7 107, სახმელეთო გზით - 5 223 და საზღვაო გზით - 390 ადამიანი. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, დაბრუნებულთა შორისაა ქრონიკული დაავადების მქონე 483 პირი, 34 - შშმ პირი, 259 - ხანდაზმული, 102 - ორსული, 435 - მცირეწლოვანი, 173 - ონკოლოგიური პაციენტი, 1 118 - ტრანზიტული მგზავრი, 29 - მეზღვაური და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე 90 პირი. აგრეთვე, საცხოვრებლისა და სტიპენდიის გარეშე დარჩენილი 794 სტუდენტი (საერთო ჯამში განსაკუთრებული საჭიროების მქონე - 3 517 მოქალაქე). „აღსანიშნავია, აშშ-ს მთავრობასთან თანამშრომლობით, აშშ-დან განხორციელებული სპეციალური რეისი, რომელმაც უზრუნველყო სამშობლოში 79 ქართველი მოსწავლის და სტუდენტის და სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვის დაბრუნება. გარდა ამისა, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ - 21 190 მოქალაქეს, მათ შორის, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილთა თავშესაფრით უზრუნველყოფის, საკვების, მედიკამენტების, ასევე სხვა პირველადი და აუცილებელი საჭიროების პროდუქტების და მომსახურების მიწოდების გზით. ასევე, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას, მოქალაქეები გათავისუფლდნენ საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. განხორციელდა 74 ავიარეისი მსოფლიოს 27 ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთი, ირანი, იტალია, გერმანია, საბერძნეთი და ა.შ. განხორციელებულ ფრენებს შორის - 33 პირდაპირი რეისი შეასრულა ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“. 22 მაისის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული იყო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს 118 მოქალაქე, უმრავლეს შემთხვევებში სახეზეა დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები. ინფექციით საზღვარგარეთ გარდაიცვალა საქართველოს 16 მოქალაქე (ავსტრია - 1, ესპანეთი - 4, თურქეთი - 1, ბრიტანეთი - 2, აშშ - 5, საფრანგეთი - 2, ლატვია - 1)“, - აღნიშნულია ... ...
  • რამდენი მილიონი დახარჯა მთავრობამ საკარანტინო ზონებისთვისსაკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი 32.5 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი. ამავე ანგარიშის თანახმად, 22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002 ადამიანმა დაასრულა. „ამასთან, 2 თვის განმავლობაში მუდმივად დაკავებული იყო საშუალოდ 4 500-5 000 ოთახი. პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყო 23 მცირე ზომის (5-დან 40 ნომრამდე), 42 საშუალო (41-დან 100 ნომრის ჩათვლით) და 18 დიდი ზომის სასტუმროს (101 ნომერი და ზემოთ) ოპერირებას, რამაც უზრუნველყო როგორც სექტორის წარმომადგენლებისათვის, ისე სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის სამსახურისა და შემოსავლების შენარჩუნება. უნდა აღინიშნოს, რომ საკარანტინო ზონების პროექტის არსებობით ხელი შეეწყო არა მხოლოდ COVID19-თან ეფექტიან ბრძოლას, არამედ ისეთი სფეროების წარმომადგენლების ფინანსურ მხარდაჭერას, როგორიცაა: სატრანსპორტო სერვისი, ქეითერინგი და საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და სხვ. საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენს 32.5 მლნ ლარს“, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ასევე განმარტებულია, რომ საკარანტინო ზონების პროექტის დაწყებიდან, მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მცირე, საშუალო და დიდი ზომის სასტუმროებთან. ჯამში, მოლაპარაკებები წარიმართა დედაქალაქისა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე 300-ზე მეტ სასტუმროსთან. „საკარანტინო სივრცედ სასტუმროს შეჩევის პროცესში საქართველოს მთავრობა ეყრდნობოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კრიტერიუმებს. სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნა დაიწყო 2020 წლის 10 მარტიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე. საზღვრებიდან სასტუმრომდე მოქალაქეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა მთავრობა. გრძელი მანძილების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყო ტრანსპორტში საკვების მიწოდება. ასევე, უზრუნველყოფილი იყო სასტუმროების პერსონალის სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგება და სხვა საჭირო აქტივობების განხორციელება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას სასტუმროს ნომრის ღირებულება ყოველ ჯერზე წარმოადგენდა მოლაპარაკების საგანს. 2020 წლის 21 მარტიდან ახალი სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსათვის ამოქმედდა ერთიანი ტარიფი, რომელიც ითვალისწინებს სასტუმროს ნომრის ღირებულებას - 59 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), საიდანაც სამჯერად კვებით მომსახურებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსათვის შეადგენს 25 ლარს“, - ნათქვამია ... ...
  • თიბისი სესხების გადავადების მეორე ტალღას 13 ივნისიდან იწყებს (R)ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე თიბისი სესხების სამთვიან გადავადებას სთავაზობს პანდემიის შედეგად დაზარალებულ იმ მომხმარებლებს, რომელთაც დაკარგეს სამსახური ან შეუმცირდათ შემოსავალი. 10 ივნისის ჩათვლით თიბისი ეტაპობრივად დაუკავშირდება და შესთავაზებს საშეღავათო პერიოდით სარგებლობას ყველა იმ მომხმარებელს, რომელიც რეგისტრირებულია შემოსავლების სამსახურის ბაზაში და იღებს საქართველოს მთავრობისგან კომპენსაციას. ასევე, საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ ის მომხმარებლები, რომლებიც ბანკის მიერ არიან იდენტიფიცირებული და რომლებსაც მნიშვნელოვნად შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავალი. თიბისი სხვადასხვა არხის მეშვეობით შეატყობინებს მათ საშეღავათო პერიოდის გააქტიურების შესახებ.  საშეღავათო პერიოდი გავრცელდება შემდეგ პროდუქტებზე: სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხებზე, სასწრაფო სესხებზე, ავტოსესხებზე, განვადებაზე, საკრედიტო ბარათებზე, ოვერდრაფტებზე და სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს სესხებზე.  ბიზნეს და აგრო სესხების შემთხვევაში თიბისი სესხების გადავადებას შესთავაზებს ბანკის მიერ იდენტიფიცირებულ ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა ბიზნესმაც მიიღო გრძელვადიანი ფინანსური სტრესი და მომავალ თვეებში ვერ შეძლებენ სესხზე შენატანის განხორიცილებას. ასევე იმ პირებს, რომლებიც შემოსავალების სამსახურში დარეგისტრირდნენ ერთჯერადი დახმარების მიღების მიზნით.  ყველა სხვა შემთხვევას თიბისი ინდივიდუალურად განიხილავს. ამისათვის დაინტერებული პირი უნდა დაუკავშირდეს საკრედიტო ექსპერტს ან ბიზნეს ბანკირს, შეავსოს განაცხადი და დაელოდოს გადაწყვეტილებას. სესხების გადავადების პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია 13 ივნისიდან და იგი გაგრძელდება მომდევნო სამ თვეს. თიბისიმ სესხების გადავადება უკვე მეორედ შესთავაზა მომხმარებელს, პირველი ტალღა ქვეყანაში პანდემიის გამოცხადებისთანავე დაიწყო. მარტში სესხების გადავადების სამთვიანი პერიოდით მომხმარებლების 78%-მა ისარგებლა, ხოლო მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის 59%-მა.  უფრო დეტალურად ინფორმაციას გაეცანით თიბისის ვებგვერდზე.                                                                                                                                                     ... ...
  • თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში სესხის მიღების პროცედურა კიდევ უფრო გამარტივდა (R)მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, აქ, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში, ახლა, სამომხმარებლო სესხის მიღება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.  სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა სასურველ თანხაზე მოთხოვნა ციფრული არხების საშუალებით, დისტანციურად უნდა დააფიქსირონ. ამისათვის კი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში მხოლოდ მარტივი განაცხადის შევსებაა საჭირო.  განაცხადის შევსებიდან ერთ სამუშაო დღეში თიბისის გუნდი მომხმარებელს დაუკავშირდება.  ინტერნეტ და მობაილბანკს  ახალი ფუნქციონალი უკვე დაემატა. გამარტივებული პროცედურით სარგებლობა  იმ მომხმარებლებს  შეუძლიათ, რომლებსაც  სესხის ლიმიტი სრულად არ აქვთ ათვისებული და სურთ დამატებითი თანხის მიღება.  თიბისის ციფრული არხებით შესაძლებელია  500-დან  60,000 ლარამდე თანხის მიღება, 6 თვიდან 48 თვემდე დაფარვის ვადით. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?