ქუთაისის ყოფილი მერი საქართველოს წინააღმდეგ

მთავარი თემა

ქუთაისის ყოფილი მერი საქართველოს წინააღმდეგ

22 ოქტ. 2013, 12:33:46

განმცხადებლის თქმით, მის მიმართ ევროკონვენცის არა ერთი მუხლი დაირღვა.

15 ოქტომბერს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმის _ "ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ" ზეპირი მოსმენა გაიმართა. სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები: გოჩა ლორთქიფანიძე და სანდრო ბარამიძე დაესწრნენ. ბარამიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს , რა შეფასებას მისცემს საერთაშორისო სასამართლო საპროცესო შეთანხმების ქართულ მოდელს. მომჩივანი ნაცვლიშვილი საკუთარ განცხადებაში სწორედ საპროცესო შეთანხმების იძულებით გაფორმებაზე საუბრობს.

ამირან ნაცვლიშვილი ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს, 2004 წლამდე ის ქუთაისის ავტოქარხნის დირექტორი იყო და ქარხანაში 15,55% -იან წილს ფლობდა.

2002 წლის დეკემბერში, ნაცვლიშვილი გაიტაცეს და სოლიდური თანხის გადახდის შემდეგ სასტიკად ნაცემი ტყეში დატოვეს.

2004 წლის 15 მაისს, ქუთაისის პროკურორი ჟურნალისტების თანხლებით ავტოქარხანაში მივიდა და დირექტორი დააკავა. მას ქარხანაში სახელმწიფო წილის უკანონო შემცირებაში და ფიქტიურ გაყიდვებში, ასევე, ყალბ გადარიცხვებში და სახელმწიფო ქონების უკანონო ჩამოწერაში დასდეს ბრალი.

დაკავების კადრები იმავე საღამოს გადაიცა ადგილობრივი ტელევიზიით, კომენტარი გააკეთა რეგიონის გუბერნატორმაც, რომელიც ამტკიცებდა, რომ ახალი მთავრობა ხალხის კუთვნილი ფულის მითვისებას არავის აპატიებდა.

სახალხო დამცველს პატიმარი ამირან ნაცვლიშვილი უმძიმეს ვითარებაში დახვდა _ მისი თანასაკნელები მისსავე გატაცებისთვის მსჯავრდებული და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის გასამართლებული პირები იყვნენ. ამ მდგომარეობაში მან 4 თვე გაატარა. სახალხო დამცველის მოთხოვნა, პატიმარ ნაცვლიშვილის სხვა საკანში დაუყოვნებლივ გადაყვანის შესახებ, დაკმაყოფილდა.

დაკავების დღიდან ბრალდებული ნაცვლიშვილი დანაშაულს არ აღიარებდა, პროკურატურა კი საპროცესო შეთანხმებას ითხოვდა. რუსუდან ტოგონიძემ 35 ათასი ლარი ქმრისთვის სასჯელის შესამსუბუქებლად გადაიხადა, მაგრამ პროკურატურა არაოფიციალურად კიდევ ითხოვდა ფულს და ქარხანაში წილის დათმობას. ნაცვლიშვილის ნათესავმა პროკურატურის მითითებით 50 ათასი დოლარი "განვითარების ფონდის "ანგარიშზე ჩარიცხა, პარალელურად, ქარხნის 9 თანამშრომელს იძულებით დაათმობინეს წილის 22,5%, რაც სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებდა, სასამართლომ საპროცესო შეთანხმება მაინც დაამტკიცა. ნაცვლიშვილი გამტყუნდა, თუმცა, პროკურატურამ პირობა შეასრულა და პატიმარმა ციხე ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვა. 2005 წლის 9 მარტს ნაცვლიშვილი-ტოგონიძის განაცხადი სტრასბურგის სასამართლოში შევიდა. როგორც განმცხადებლები ამბობენ, პროკურატურა მათ საჩივრის უკან გამოტანას აიძულებდა.

დღეს ამირან ნაცვლიშვილის წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში აცხადებს, რომ განმცხადებლის მიმართ ადგილი ჰქონდა ევროკონვენციის არა ერთი მუხლის დარღვევას _ მას არ მიეცა სამართლიანი სასამართლოს უფლება, მის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმპცია, როდესაც დაკავების კადრები მედიასაშუალებით გადაიცა, საპროცესო შეთანხმების გაფორმება კი პროკურატურამ აიძულა, რადგან საპატიმრო ადგილის დატოვებისათვის სხვა გზა არ დაუტოვა.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, "ბრალდებულმა აქტიურად ითანამშრომლა გამოძიებასთან და მზადაა მის მიერ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი _ 4 201 663 ლარი აანაზღაუროს, რის სანაცვლოდაც ნებაყოფლობით თმობს 22,5% წილს."

იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ აღნიშნული საქმე ძირითადად ეხება საპროცესო შეთანხმებას და სადაო არ არის, რომ დღეს არსებული ქართული მოდელი კრიტიკას ვერ უძლებს.

"საპროცესო შეთანხმების ქართული მოდელი მრავალ კრიტიკას იმსახურებდა, როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში," _ ამბობს სანდრო ბარამიძე და მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით ცვლილებები დაუყოვნებლივ გასატარებელია.

"რამდენად საფუძვლიანია კონკრეტული მომჩივნის _ ნაცვლიშვილის საჩივარი? ჩვენ მიგვაჩნია, რომ მის მიერ მოხმობილ არგუმენტებში არსებობს სისუსტეები. თავს შევიკავებდი პროგნოზირებისგან, თუ კონკრეტულ საქმეზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, მაგრამ მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ იუსტიციის სამინისტრო უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ბევრს მუშაობდა იმისთვის, რომ შეემუშავებინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო, ასევე მატერიალურ კოდექსში, რათა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან. კიდევ ვიმეორებ _ ამას დიდი შეხება არ აქვს კონკრეტული მომჩივნის საქმესთან, მაგრამ თვითონ ინსტიტუტი კი ნამდვილად საჭიროებს განვითარებას," _ ამბობს ბარამიძე.

საპროცესო შეთანხმების არსებული მოდელის ცვლილებას ეთანხმება პროკურატურაც. მთავარი პროკურორის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი უნდა გათავისუფლდეს ბიუჯეტის შევსების ვალდებულებისაგან.

"2013 წელს ბრალდებულთათვის უსამართლო პირობებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევები არ ყოფილა. არსებითი გარემოება, რომელიც, ჩვენი აზრით, განაპირობებს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის სათანადო ფუნქციონირებას, არის მისთვის ორგანულად შეუთავსებელი ბიუჯეტის შევსების ჩამოცილება," _ ამბობს რეხვიაშვილი.

პროკურატურის სტატისტიკით, 2013 წლის 6 თვის განმავლობაში, საპროცესო გარიგებებით ბიუჯეტში შეტანილი თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55,2 პროცენტით ნაკლებია. 6 თვის განმავლობაში გაფორმებულია 5 523 საპროცესო შეთანხმება და აქედან ჯარიმა გამოყენებულია 2 131 შემთხვევაში. როგორც რეხვიაშვილი ამბობს, მიმდინარე წელს საპროცესო შეთანხმება გაფორმდა გამოძიებით დასრულებულ და სასამართლოში განხილვის ეტაპზე მყოფ საქმეთა დაახლოებით 90 პროცენტში.

ამირან ნაცვლიშვილის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.




 ახალი ამბები
  • თიანეთში ციმბირული წყლულის შემთხვევა დაფიქსირდათიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურებში ციმბირული წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია თავდაპირველად მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს აღმოაჩნდა, საქონლის დაკვლის შემდეგ კი მეპატრონე დაავადდა,_ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალაბული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარდა კანონმდებლობით დადგენილი ყველა შესაბამისი ზომა. მოხდა სოფელში არსებული პირუტყვის ვაქცინაცია , დაავადებული ხორცი სოფლიდან მოშორებით დაიწვა და სპეციალურ სამარხში ხუთი მეტრის სიღრმეზე განთავსდა.სურსათის უვნებლობის სამსახურის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოხდა მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტუშურებში აკრძალულია საქონლის დაკვლა, ასევე ხორცის და რძის ნაწარმის რეალიზაცია. პარალელურად სოფელში აცრილი პირუტყვის მონიტორინგი მიმდინარეობს. გუბერნატორის განცხადებით, სიტუაცია ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ... ...
  • ოზურგეთში გარემოვაჭრებს, სარგებლობის უფლებით, ადგილები გადაეცემათდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, გარევაჭრობის რეგულაციების წესის პროექტზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება  დაიწყო. საკითხის ირგვლივ  იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ ისაუბრა. -ძირითადდ, დღეის მდგომარეობით, გარემოვაჭრეები ვინც არიან, სარგებლობის უფლებით გადაეცემათ ის ადგილები, რომელსაც მერია შეარჩევს. გადაცემა მოხდება იმ პირთათვის, ვინც იქნება გარევაჭრობის მოსურნე და მერიას ამის თაობაზე განცხადებით მიმართავს, _ თქვა მან. საკრებულოს წევრებმა გაკარგულების მიღებას და მასზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას, მხარი ... ...
  • ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყოდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შედგა. დღის წესრიგის გამოცხადებამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ,  დავით დარჩიამ დეპუტატებს გააცნო ინფორმაცია, იმ პირთათვის სამას ლარიანი  კომპენსაციიის გადაცემის თაობაზე,  მთავრობის მიერ, ვინც 2019 წელს საზღვარი გადაკვეთა. ასეთი პირებს, 30 დღე მაინც უნდა ჰქონდეთ უცხო ქვეყანაში ნამუშევარი. _ეს არის მთავრობის მხრიდან მორიგი მისასალმებელი ნაბიჯი. მთავარია, ახლა მოქალაქეებმა, ვინც ასარჩევ სიაში მოხვდება, დროულად შეავსონ სპეციალურ საიტზე თავისი მონაცემები. _კარგია ეს დახმარება, მაგრამ ძალიან რთული პროცედურები არის  შესასრულებელი და ეს ადამიანებს უჭირთ. კარგი ის იქნებოდა, მხოლოდ პირადი მონაცემები და ანგარიშის ნომერი მოეთხოვათ. ასე უფრო ადვილი იქნებოდა ამ საკითხის მოგვარება. კი არ უნდა გაურთულო რიგით მოალაქეს საქმე, პირიქთ, უნდა გაუადვილო, _ შეეწინააღმდეგნენ  საკრებულოს ნაციონალი დეპუტატები ბესო ქათამაძე და დავით მჟავანაძე დავით დარჩიას. _არანაირი რთული პროცედურა ეს არ არის. შექმნილია სპეციალური საიტი.  მონაცემების შევსებაში ჩვენ თვითონ ვეხმარებით მოქალაქეებს. ბაზაში  მოქალაქემ უნდა შეიტანოს სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ანგარიშის ნომერი, სადაც უნდა დაირიცხოს  აღნიშნული თანხა.  მე პირადად  ვიყავი სოფელ დვაბზუში, სადაც ერთ-ერთ უბანს „დვაზუს ნასაკირალს“ ეძახიან. 500-მე ადამიანს დავეხმარე, რომ სპეციალურ საიტზე დაფიქსირებულიყო თითოეული მათგანი.  ასევე თუ ვინმეს სურს, ყველას დვეხმარები. თქვენ აზვიადებთ ყველაფერ ამას,  წესია  ეს თქვენი_ განაცხადა საკრებულოს წევრმა, „ქართული ოცნების“ დწარმომადგენელმა, მარი ჩხიკვიშვილმა.  _ნუ ყვირით და ხმაურობთ. დაჯექით მანდ, _ უთხრა მჟავანაძეს და ქათამაძეს დავით დარჩიამ. _ჩვენ ვამბობთ სიმართლეს. არ მოგვწონს-თქო არ გვითქვამს. არ გინდათ,  რომ გაუადვილოთ ადამიანს ეს პროცესი. თუ ტყუილს ვამბობთ. მიდით , ნახეთ რამხელა რიგებია სოციალურ სამსახურთან, ბანკებთან.   ყველა ტელეფონით არ ხერხდება მონაცემების შევსება.  ამასთანავე ყველამ არ იცის ესა თუ ის ფუნქცია, - თქვა  ბესო ... ...
  • სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინასაქართველოს სახალხო დამცველმა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. აღნიშნული ფაქტის შესწავლა სახალხო დამცველმა 2020 წლის 30 მარტს საკუთარი ინიციატივით დაიწყო, მოგვიანებით კი საქმის განხილვის პროცესში განმცხადებლის წარმომადგენლის სტატუსით ააიპ „საფარი“ ჩაერთო. „საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ექიმმა, რომელთანაც ხელშეკრულება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდა დადებული, განმცხადებლის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა. საქმეში არსებული მასალების, მხარეების და მესამე პირების, მათ შორის, ექიმების გამოკითხვის და შესაბამისი უწყებებიდან მიღებული პასუხების საფუძველზე, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ სექსუალური შევიწროება გამოვლინდა სამივე ფორმით სიტყვიერი, არასიტყვიერი და ფიზიკური ქცევით, რამაც განმცხადებელს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო შეუქმნა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა ექიმს; ასევე, მოუწოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ და ჯანდაცვის სამინისტროს გაითვალისწინონ სექსუალური შევიწროების გამოვლენის რისკები და დაკონტრაქტებულ/დასაკონტრაქტებელ ექიმებს მიეწოდოთ ინფორმაცია სექსუალური შევიწროების დაუშვებლობასთან დაკავშირებით“,_ წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ... ...
  • "გაურკვეველი პირები კარდაკარ შემოვლით ცდილობენ ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებას"- ცესკოცესკოს სახელს არაკეთილსინდისიერად იყენებენ ამომრჩეველთა მონაცემების გადასამოწმებლად,_ ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) ცნობილი გახდა, რომ გაურკვეველი პირები სარგებლობენ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით, კარდაკარ შემოვლით ცდილობენ ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებასა და დადგენას. ამომრჩევლების გარდა, აღნიშნულ შემთხევებს ადასტურებენ თავად საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც, რომელთა საცხოვრებელ ბინებშიც დაფიქსირდა მსგავსი გადამოწმების ფაქტები ცესკოს სახელის ყალბი გამოყენებით. განვმარტავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და აღნიშული ფორმით არ აწარმოებს ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს და კანონმდებლობის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებას დაიწყებენ კენჭისყრის დღემდე ერთი თვით ადრე; რის შემდეგაც ისინი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის დადგენილ პროცედურებს. ამასთან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას საარჩევნო კომისიის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა იქნება წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურ გაერთიანებებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ამომრჩევლებთან კანონით განსაზღვრული ურთიერთობა, რომელიც უფრო მეტად აქტუალური ხდება არჩევნების წინა პერიოდში. კონკრეტული მიზნებისთვის ამომრჩევლებთან ურთიერთობას შესაძლოა აწარმოებდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებიც. შესაბამისად, მივმართავთ თხოვნით ნებისმიერ ჩართულ მხარეს თუ ორგანიზაციას, არ ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით საკუთარი მიზნების განხორციელებისას“,_ წერია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...