მარგველაშვილის მხარდამჭერთა საქმიანობით აუდიტის სამსახური დაინტერესდა

მთავარი თემა

მარგველაშვილის მხარდამჭერთა საქმიანობით აუდიტის სამსახური დაინტერესდა

22 ოქტ. 2013, 18:44:20

როგორც გავარკვიეთ, რამდენიმე მათგანს სათავეში ის ბიზნესმენები უდგანან, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" იგივდებოდნენ და აწ უკვე მმართველ გუნდს აფინანსებდნენ. მათ შორის არის ჩოხატაურის ყოფილი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე, რომლის გვარიც "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეში ფიგურირების. ჩიგოგიძე ამბობს, რომ სქემის საქმის კურსში ბანკიც იყო, თუმცა "ქართუ ბანკის" ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი ჩიგოგიძის ნათქვამს არ ადასტურებს და "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობდა, რომ "ბიზესმენებს ახლა სურთ "მამა აბრამის ბატკნები" აღმოჩნდნენ.

რამდენად შეძლეს ბიზნესმენებმა "მამა აბრამის ბატკნად" გადაქცევა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუმცა ის, რომ ამ ბიზნესმენების ნაწილი დღეს მარგველაშვილის მხარდამჭერთა დარბაზს ქმნის, ბევრ შეკითხვას თავისთავად სცემს პასუხს.

_ ეს არის ჩვეულებრივი, საზოგადოებრივი დარბაზი მარგველაშვილის მხარადმჭერთა, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ვასილ ჩიგოგიძე და დასძენს, რომ დარბაზს პარტიასთან არავითარი შეხება არ აქვს.

_ ბატონო ვასილ, ამ დარბაზში ხდება მხარდამჭერთა შეხვედრები, აგიტაცია....

_ რა აგიტაციები, ვისაც მხარდაჭერა უნდა და ერთმანეთის ნახვა, საუბარი, ისინი მოდიან. სხვა შეხვედრები არ ხდება მაქ.

_ ვისი ფინანსებით ფუნქციონირებს ეს დარბაზი?

_ რად უნდა მაგ დარბაზს ფინანსები?!

_ თქვენ ხართ ის ბიზნესმენი, რომელიც წლების წინ აფინანსებდა "ნაციონალურ მოძრაობას". თქვენს მსგავსად, სხვა მუნიციპალიტეტებშიც ის ადმიანები არიან მარგველაშვილის მხარდამჭერთა დარბაზის დამფუძნებლები, რომლებიც "ნაციონალების" დამფინანსებელ ბიზნესმენებად მიიჩნეოდნენ... ამ ყველაფერზე რას გვეტყვით?

- დარბაზიდან რა დაფინანსება ხდება, მითხარით თუ რაიმე იცით.

_ მაგის გარკვევას ვცდილობთ ჩვენც...

_ თქვენ გაქვთ ინფორმაცია რომ დარბაზი არჩევნებს აფინანსებს? დაფინანსება თუ ხდებოდა უწინ, ხდებოდა სხვანაირი გზით. მაგას ერქვა ფულის შეწერვა.

_ ახლა გამოითქვა ვარაუდი, რომ ამ დარბაზების შექმნით, "ქართული ოცნება" განსხვავებული გზით ცდილობს ბიზნესმენების გამოყენებას....

_ არა, ვისაც უნდა რომ სიტუაცია დალაგდეს, ის ადამიანებია დარბაზში გაერთიანებული. მე პირადად მიმაჩნია, რომ ოცნების მოსვლა მთავრობაში კარგია და სწორ მომავლს ვხედავ. არ იქნება ის, რაც ადრე _ ქონების წართმევა, ზეწოლა.

_ დიდი ხანია მხარს უჭერთ "ქართულ ოცნებას"?

_ მაშინაც ვუჭერდი როცა არჩევნები იყო. თქვენ არ გიმალავთ და გეუბნებით.

_ თუმცა, მაინც გიწევდათ "ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსება?

_ მე წინა არჩევნები არ დამიფინანსებია იმიტომ, რომ ჩოხატაურში შენობა წამართვეს და იცით ჩემი დამოკიდებულება იმ ადამიანებთან, ვინც მაგათ აფინანსებდა. გაგრძელებაც იცით.

_ მხოლოდ შენობის წართმევა გახდა იმის საფუძველი, რომ შარშან "ნაციონალური მოძრაობა" აღარ დააფინანსეთ?

_ შენობის წართმევამდე დაკავებული ვიყავი, საპროცესოები მქონდა და ისე, რომ არაფერ შუაში არ ვიყავი დამაკავეს.

_ თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, იარაღის შენახვის გამო დაგაკავეს...

_ არა, ვითომ, მიწა დავიტაცე. ამაზე აღძრეს საქმე და დამაკავეს.

_ ჩოხატაურში წართმეული შენობის დაბრუნებას აპირებთ?

_ იქ კულტურის სახლი უნდა აშენდეს და ამის გამო არ ვითხოვ იმ თანხას. თუ მოვითხოვ, არ მაქვს გადაწყვეტილი, ისევ ჩოხატაურს მოვახმარ რაღაც პროექტს. თუმცა, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი.

_ ბატონო ვასილ, დოკუმენტის თანახმად, თქვენ შენობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს გადაეცით. მაშინ არაფერი გითქვამთ ამ ფაქტთან დაკავშირებით... არდა, დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით სწორედ ამ საკითხზე თქვენი კომენტარის მოპოვებას...

_ მე კიდევ ბევრი შენობა მაქვს გადაცემული.

_ თუ ამის გამო მხარს არ უჭერდით, მაშინვე რატომ არ დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება?

_ მაგის გამო კი არა, მათი ცხოვრების და საქციელის გამო არ ვუჭერდი მხარს. ამის თქმა მინდა, თორემ შენობა რომ დავუთმე კულტურის სახლს, ეს არაფერ შუაშია. შენობის წართმევა არაფერია. მთავარი იყო ქვეყანა ემართათ სწორად. ადრეც წამართვეს შენობა, მაგრამ მაინც ვუჭერდი მხარს. ვფიქრობდი, რომ რაღაც გაუგებრობა მოხდა, მაგრამ ეს გლობალურში არ უნდა გადავიდეს.

_ ვასილ ჩიგოგიძისთვის მისაღები არიან თუ არა ის ადამიანები, რომლებიც "ნაციონალების" მხარდასაჭერად აქტიურობდნენ. იჭერდნენ, არბევდნენ, მედიას ხელს უშლიდნენ... ამ ადამიანების, თუნდაც მამუკა დოლიძის, თემურ ხუხუნაიშვილის, ანტონ ხუნდაძის დარბაზში ყოფნა მარგველაშვილის მხარდასაჭერად მოგწონთ?

_ ვერ დამაჯერებს ვერავინ, რომ მამუკა დოლიძე ვინმეს არბევდა.

_ მამუკა დოლიძე ის ადამიანია, რომელიც ჩართულ მიკროფონში ჟურნალისტებს აგინებდა და ეს ყველაფერი მთელმა საქართველომ ნახა...

_ მამუკას გამგებლობის დროს კამერასთან თუ მოუვიდა რამე ეგ არაფერი (?!). ის პატიოსანი ადამიანია. ნეტავ ბევრი იყოს მასეთი ჩოხატაურში. იმის გამო, რომ "ნაციონალების" დროს გამგებლად დაინიშნა, ნაციონალად ვერ აღვიქვამ. ჩემო ნატო, ჩოხატაურში ვისაც თქვენ თვლით "ნაციონალად", არცერთი არ ყოფილა "ნაციონალი". მანდ სამი იყო "ნაციონალი".

_ ვის გულისხმობთ?

- შეიძლება ისეთი ადამიანი, რომელიც ოცნებაშია. "ნაციონალების" ეტიკეტს ნუ მიაწერენ იმის გამო, რომ საკრებულოში ნორმალური ადამიანი იყო. მე ასე არ ვუყურებ. მთავარია, ადამიანი იყოს პატიოსანი, ავტორიტეტული და რომელ პარტიაშიც უნდა, იმაში იყოს.

_ ვის გულისხმობთ იმ სამ "ნაციონალში"?

_ გვარები არ მახსოვს, მაგრამ ვინც იყვნენ მაშინ, იმ პერიოდში.

_ მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ირკალი კუჭავას ხომ არ გულისხმობთ?

- არა. მე როგორც ვიცი, იგი თავიდან ჟვანია-ბურჯანაძის პარტიაში იყო. მერე იმ კაცს თავისი სამსახური ჰქონდა და მგონი, პარტიულ მოძრაობაში არ იყო ჩართული.

_ საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეზე, ანტონ ხუნდაძეზე რას გვეტყვით?

_ ხუნდაძეს, როგორც "ნაციონალს" ვერ განვიხილავ. ის თუ ღიად უჭერს მარგველაშვილს მხარს, სწორი გადაწყვეტილება მიუღია.

_ ხომ, მაგრამ ის "მოქალაქეთა კავშირსაც" აქტიურად უჭერდა მხარს, შემდეგ _ "ნაციონალურ მოძრაობას"...

_ "ნაციონალებმა" ნახეს, რომ ის კარგი ადამიანია, რომ შეუძლია რაღაცის მართვა და აირჩიეს საკრებულოში.

_ ჩვენ ეს პროცესები კარგად გვახსოვს და ხუნდაძეზე "არჩეულია" ზედმეტი ნათქვამია. ის რამაზ ნიკოლაიშვილმა პირდაპირ დანიშნა... იმ ადამიანმა, რომელთანაც ახლა უკვე დაძაბული ურთიერთობა გაქვთ და ამბობთ, რომ მის გამო არ დააფინანსეთ "ნაციონალები"...

_ ამის გამო კი არა, ნიკოლაიშვილი ჩამოვიდა, მოეწონა და დანიშნა. აბა ნიკოლაიშვილის მეგობარი არ მეგულება მე გურიაში. შეიძლება "ნაციონალებს" ფული არჩევნებზე გამოერთვათ, მაგრამ ის, რომ მათ ვჭერდი მხარს, აბსურდია, _ ამბობს ჩიგოგიძე და დასძენს, რომ გასულ არჩევნებზე კანონს საშუალება რომ მიეცა, დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს. ჩიგოგიძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში მაინც მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა.

ჩიგოგიძის მსგავსად, თანამდებობრივ სურვილებს ღიად არ ამჟღავნებენ საზოგადოებრივი დარბაზის ხსვა წევრები და ამბობენ, რომ ამ ყველაფერს "უსასყიდლოდ, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის აკეთებენ".

"გურია ნიუსს" სანდო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სწორედ დარბაზთან მჭიდროდ დაკავშირებული ამ ადამიანების წრე, ჩოხატაურში "სიტუაციის დასალაგებლად" გამგებლის თანამდებობაზე სწორედ მამუკა დოლიძის დანიშვნას ლობირებს.

_ შენობა, პირადად ჩემი საკუთრებაა და მარგველაშვილის მხარდამჭერებისთვის ღიაა. ეს ერთგვარი შემოწირულობაა, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ლაშა გიორგაძე, რომელიც ჩოხატაურში იმ ფართის მფლობელია, სადაც მარგველაშვილის მხარდამჭერთა დარბაზია განთავსებული. სხვათაშორის, ეს ის შენობაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის (UშAID) გრანტით, ჩოხატაურელ ფერმერთა დასახმარებლად აიგო, თუმცა, სულ სამიოდე თვეში რესტორნად გადაკეთდა. საგულისხმოა ისიც, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ მხოლოდ შენობის აგების შემდეგ გამოიტანა სახელმწიფოს კუთვნილი ეს მიწის ნაკვეთი გასაყიდად. “ნაციონალების“ დროს და ხელშეწყობით უკანონოდ აგებული შენობა, რომლის შესახებაც ჩვენ მაშინაც ვწერდით, დღეს “ქართული ოცნების“ და არა საკუთარი ინტერესებისთვის “მოღვაწეთა“ სამსახურშია (ამის შესახებ "გურია ნიუსი" ამერიკის ელჩს, ჯონ ბასსაც ესაუბრა და თემაზე ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების ინგლისურენოვანი ვერსია გადასცა).

და რაც მთავარია, კანონის თანახმად, შემოწირულობაც კი, პარტიის დეკლარაციაში უნდა იყოს მითითებული, რაც, ამ შემთხვევაში, არ მომხდარა. როგორც "გურია ნიუსს" აუდიტის სამსახურში უთხრეს, ამ საკითხზე მოკვლევა აუცილებლად დაიწყება.

_ როდესაც შემოწირულობაა, ეს აუცილებლად უნდა იყოს ასახული პარტიის დეკლარაციაში. ამ შემთხვევაში კი, მსგავსი რამ არ არის. დასადგენია რა ორგანიზაციაა და რა ფორმით მონაწილეობს აგიტაციაში, ასევე, გასარკვევია ფინანსებიც. ამ ყველაფრის მოკვლევას დავიწყებთ, _ გვითხრეს აუდიტის სამსახურში.

აღსანიშნავია, რომ დარბაზის მუშაობაში მონაწილეობას კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიებიც იღებენ. ჩვენი იქ სტუმრობისას, "მრეწველების", "ეროვნულ-დემოკრატების" და "რესპუბლიკელების" რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაგვხვდნენ. თუმცა, საზოგადოებრივი დარბაზის გახსნას მარგველაშვილის ოფიციალური საარჩევნო შტაბის მუშაობაში ჯერჯერობით რღვევა არ გამოუწვევია, რასაც შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კუჭავას "გურია ნიუსთან" ორიოდე დღის წინ გაკეთებული კომენტარიც ადასტურებს.

_ თავად საზოგადოებრივი დარბაზების გახსნა რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ არ გახლავთ კანონდარღვევა, მაგრამ თუ ასეთი დარბაზი ეწევა რაიმე ანაზღაურებად მოქმედებას, ახორციელებს შემოწირულობას, თავად ბეჭდავს და ავრცელებს საარჩევნო დანიშნულების სააგიტაციო მასალას და აღნიშნული მოქმედებები არ ექვემდებარება მხოლოდ ერთი საარჩევნო ფონდის რესურსებს განკუთვნილი ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის, რა თქმა უნდა იკვეთება საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა, კერძოდ, ირღვევა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლით დადგენილი ყველა ნორმა, რომელთაგან ერთ-ერთი ამბობს რომ "დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს შესაბამისი ფონდის სახსრების გარდა, სხვა სახსრების გამოყენება“.

გარდა ამისა, იმავე კოდექსის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტი საარჩევნო სუბიექტს ავალდებულებს საარჩევნო რეგისტრაციის მომენტიდან 3 კვირაში ერთხელ, დადგენილი ფორმების მიხედვით, გამოაქვეყნოს ინფორმაცია შემოწირულობის წყაროს, ოდენობისა და მიღების თარიღის მითითებით. ეს იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს, საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ინფორმაცია მატერიალური თუ ფინანსური მხარდაჭერის შესახებ, უნდა იქნეს გასაჯაროებული და მისი უგულვებელყოფაც, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი ლევან ხინთიბიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა _ საქართველოში" კი ამბობენ, რომ ეს საკითხი აუდიტის სამსახურმა აუცილებლად უნდა შეისწავლოს, რადგან ბევრი რამ კითხვის ნიშანს ბადებს.




 ახალი ამბები
  • “გაფრინდა ჩვენი პატარა ჩიტი, ყველაზე კეთილი და კეთილშობილი” _ ლანჩხუთელი ჟურნალისტი გარდაიცვალალანჩხუთელი ჟურნალისტი, 24 წლის ირმა ჭკუასელი გარდაიცვალა. “გაფრინდა ჩვენი პატარა ჩიტი, ჩვენი რედაქციის ყველაზე პატარა ჟურნალისტი, ჩვენი მებრძოლი, ყველაზე კეთილი და კეთილშობილი. თვითონ უკეთეს სამყაროში გადავიდა, ჩვენ დაგვაკლდება ძალიან, ჩვენ ვერ ამოვავსებთ ამ სიცარიელეს“ _ დაწერა სოციალურ ქსელშ ჟურნალ „სარკეს“ მთავარმა რედაქტორმა, მედეა სანაიამ. ჟურნალ „სარკის“ ჟურნალისტი, ირმა ჭკუასელი მძიმე სენს წლების განმავლობაში ... ...
  • "პატივს ვცემთ პარლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, აქ ვდგავართ"“რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ პარლამენტს, საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ, პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ, მერწმუნეთ, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. პრემიერმა პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, მკაცრად დაიცვან რეგლამენტით გათვალისწინებული წესები. „ბატონო თავმჯდომარევ, მინდა, გთხოვოთ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ 11 საათს ჩვენ აქ უკვე ვიდექით და ეს იყო სულ 1 დღის წინ, დღესაც აქ ვდგავარ, მკაცრად დაიცვათ რეგლამენტი. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ ელემენტარულად ხალხზე უფრო მეტი ვიზრუნოთ, ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ შეკითხვას ვუპასუხოთ”, – განაცხადა გიორგი ... ...
  • საკრებულოს სხდომა: დაბა გომისმთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 30-ე ტერიტორიული ერთეულიადღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  რიგგარეშე სხდომა კვლავ გასვლით რეჟიმში, ფოლკლორის ცენტრში გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმლიძე უძღვებოდა. მან თქვა, რომ კურორტი გომისმთა აქამდე უსტატუსოდ იყო, ახლა კი ისტორიული ფაქტის წინაშეა ყველა _ გომისმთას დასახლების სტატუსი მიენიჭა. დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი  „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“,  _  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 30-ე ადმინისტრაციული ერთეულის, დაბა გომისმთის დამატებას ეხებოდა. საკითხი იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ წარმოადგინა. მან ისაუბრა ცლილების შესახებ და  ყველა პროცესი უნდა წარიმართოს კანონიერ ჩარჩოში. საკითხის ირგვლივ გამოითქვა მოსაზრებები. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებას, რომლის თანახმად, უკვე 30-ე ადმინისტრაციული ერთეული გააჩნია ოზურგეთის ... ...
  • ხვნა-თესვის თემა და მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება ლანჩხუთის საკრებულოშიგასული წლის  ბიუჯეტის შესრულების ანგარიშით წარსდგა ადგილობრივ საკანომდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი. მერის მოხსენებით, მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული შემოსულობების გეგმამ 19267410 ლარი შეადგინა. ფაქტიური საკასო შემოსავალი მიღებულია 19563323 ლარი, გეგმა შესრულებულია 101,5%-ით, მათ შორის შემოსავლების (კაპიტალურის ჩათვლით) სახით მობილიზებულია 10448904 ლარი, რაც გეგმის 105,8%-ს შეადგენს და პირველად მუნიციპალიტეტის ფუნქციონირების პერიოდისათვის გადააჭარბა 10 მილიონიან ზღვარს. მერმა თავის გამოსვლაში ყურადღება 2019 შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სტიქიის შედეგად გახორციელებულ სამუშაოებსა და სხვა ღონისძიებებზეც გაამახვილა. „საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის ბიუჯეტი დადებითად შესრულდა. მინუსები, რა თქმა უნდა, არის, თუმცა, 2018 წელთან შედარებით ბევრად უკეთესი მდგომარეობაა“, _ დასძინა მოხსენების დასასრულს მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, რის შემდეგაც ოპოზიციის მხრიდა გაჟღერებულ შენიშვნებსა და კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა. პირველმა საკუთარი შენიშვნა მერის მოხსენების შემდეგ  „ევროპული საქართველოს“ წევრმა ამირან გიგინეიშვილმა დააფიქსირა: „კანონით არის გაწერილია, რომ აღმასრულებელი ორგანო საკრებულოში გაწეული სამუშაოს ანგარიშით უნდა წარსდგეს. თუმცა, რაც მოვისმინეთ, ეს არის მხოლოდ თანხების ხარჯვის ანგარიში, საიდანაც მე ვერანაირი დასკვნა ვერ გამომაქვს, როგორ შესრულდა ის სამუშაოები, რაზეც ეს თანხები დაიხარჯა“. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კახა ასკურავას თქმით კი, მერის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს, პროცედურების შესაბამისად, თან საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნაც უნდა ხლებოდა. „მე ვერც ვნახე და ვერც მოვისმინე ამ კომისიის დასკვნა ბიუჯეტის შესრულებაზე. კომისიის თავმჯდომარე უნდა გამოდიოდეს და შეფასებას უნდა აკეთებდეს, ეს მისი ვალდებულებაა, პროცედურულად გაწერილი. ეტყობა ან იზარმაცეთ ან, უბრალოდ, არ დაგაინტერესათ. ეს რაც წარმოადგინეთ, რბილად რომ ვთქვა, ციფრებით ჟონგლიორობაა“, _ აღნიშნა კახა ასკურავამ, რომლის პასუხადაც მერმა განმარტა, რომ ბიუჯეტი სწორედაც რომ ციფრებია. ასკურავა გამოსვლისას ტრაქტორების თემასაც შეეხო: „ კოლეგებს მინდა ვკითხო, მათ სოფლებში ხვნა-თესვის პროცესი როგორ მიმდინარეობს?! იცით, რა ხდება სოფლებში?!  თქვე ოჯახაშენებულებო, ამდენი ფული დაგიხარჯავთ და ტრაქტორები მოგეკითხათ მაინც. სოფლებში რეალურად ტრაქტორი არაა. ქვიანში, მაგალითად, ერთ კაცს ჰყავს და დასდევს მთელი სოფელი. ჩვენ არც ნატოში შესვლას გვეკითხება ვინმე და არც ევროკავშირში გაწევრიანებაზე ხელის მოწერას, ჩვენი საქმე გლეხის პატრონობაა, როცა ხვნა-თესვის სეზონი მოდის, უნდა მოვიკითხოთ, რა ხდება ტრაქტორების ამბავზე“. ოპოზიციონერი დეპუტატის ვრცელი მოხსენებისა და დღის წესრიგიდან გადახვევის შემდეგ მერმა პასუხის გაცემა კითხვის დასმით დაიწყო-„რას მთავაზობთ,  ტრაქტორები შევიძინოთ?! მუნიციპალიტეტები ვერ იქნებიან ისე ძლიერები, რომ ეს შეძლონ. ნამდვილად  არის ხვნა-თესვასთან დაკავშირებით  პრობლემები, მაგრამ  ვცილობთ დახმარება გავწიოთ რაც შეგვიძლია, ფაქტია, რომ ძალიან კარგი სახელმწიფო პროგრამები მოქმედებს. მუნიციპალიტეტი ტექნიკის უზრუნველყოფას ვერ გააკეთებს  რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, მაშინ დავბრუნდეთ კომუნისტურ წყობაში და გავაკეთოთ მასე.“ მოკლედ, ხვნა-თესვის საკითხის წამოჭრამ საკმაოდ მწვავე დებატები გამოიწვია სარიშვილსა და ასკურავას შორის, რაშიც მმართველი გუნდის დეპუტატი სპარტაკ კვაჭაძეც ჩაერთო, რაც, საბოლოოდ, დეპუტატებს შორის მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. „თქვენ დაანგრიეთ აგი რაიონი და რაის გამკეთებლები ხართ. შენ ვერასდროს ვერ შემოხვალ ჩემთან პოლემიკაში“, _ ცხარობდა მმართველი გუნდის წევრი. დეპუტატებს შორის მომხდარი რამდენიმე წუთიანი სიტყვიერი  დაპირისპირების აღმოფხვრის შემდეგ სხდომამ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა ... ...
  • "მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა" _ გახარია2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მისი თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე იყო დაფიქსირებული 30 პროცენტზე მეტი. დღეს საქართველოში სიღარიბე არის დაფიქსირებული 19.5 პროცენტი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ 17 წლამდე ასაკის ბავშვების სიღარიბე შემცირებულია 34.7 პროცენტიდან 25.5 პროცენტამდე. მე არაფერს არ ვიტყვით იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით წელს, პენსია გაიზარდა 20 ლარით. პირველი ივლისიდან, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, პენსიის ზრდა გაგრძელდება და გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივმართეთ ინიციატივით პარლამენტს, რომ პენსიის მუდმივი ინდექსირება მოხდეს ინფლაციის მიმართებით და 70 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის ამას კიდევ უნდა დაემატოს ეკონომიკური ზრდის პროცენტის 80 პროცენტი. ჩემთვის უკიდურესად მძიმეა ამ თემებზე საუბარი, მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, ეს არის საკმარისზე ბევრად ნაკლები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ კრიზისში ვართ“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ყველა ამ ციფრის უკან საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური, მძიმე ცხოვრება დგას. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები იმასთან მიმართებაში, რომ დინამიკა სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, ქვეყანაში, თითოეული მოქალაქისთვის იმედისმომცემი მაინც ყოფილიყო. შეგვექმნა უბრალოდ ელემენტარული დინამიკა სიღარიბესთან ბრძოლის კონტექსტში, რომ გვქონოდა გარკვეული პროგრესი მაინც“, – აღნიშნა მთავრობის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?