"ბერმუდის სამკუთხედი" გურიაში


მთავარი თემა

"ბერმუდის სამკუთხედი" გურიაში

2 ივლ. 2011, 22:39:39
განსაკუთრებით კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გურია-აჭარის საზღვარზე, სოფლებს ჭანიეთსა და გაღმა-გამოღმა ქაქუთს შორის, ე. წ. ქართული "ბერმუდის სამკუთხედი" გაჩნდა. აქ 350-400-კილოიანი მეწველი ძროხები ისე ქრებიან, როგორც ჰამილტონთან, ატლანტიკის ოკეანეში უზარმაზარი გემები თუ თვითმფრინავები. მკითხველს, იქნებ დაუჯერებლადაც მოეჩვენოს, რასაც ქვემოთ ვუამბობთ, _ ჭანიეთში, სადაც ძირითადად ვაკე საძოვარი ადგილებია, უმეტესად არის ჩაის პლანტაციები და ბათუმ-ქალაქისკენ მიმავალი ცენტრალური ტრასა, ადრეც და განსაკუთრებით, 5-6 თვის განმავლობაში, ყოველ 10 დღეში ან 2 კვირაში, დღისით, მზისით იპარავენ ძროხებს, თან _ საუკეთესოს, დიდს, მეწველსა და ხორციანს. აშკარაა, ეს უკვე აღარ არის შემთხვევითობა და უეჭველია, უკვე სერიოზული ბანდა ჩამოყალიბდა, რომელიც დღითი დღე თავხედდება, უარესს კადრულობს.

არაერთ ოჯახს, რომელსაც ძროხა-მარჩენალი დაეკარგა, პოლიციისთვის არ მიუმართავს და დღესაც უიმედოდ, მაგრამ მაინც განაგრძობს ძებნას. თუმცა "გურია ნიუსი" უკვე წერდა ამ "აღორძინებული" ავაზაკობის _ ძროხების ქურდობის შესახებ, რამაც ათეული წლების წინ, ლამის, მთელი გურია წალეკა და წელს ნასაკირალსა თუ ანასეულში არაერთი ძროხა მოიპარეს. სოფელ ჭანიეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ სურგულაძემ და რწმუნებულმა დათო მჟავანაძემ საქმის კურსში ჩააყენეს ოზურგეთის პოლიცია. თუმცა ქურდობა არა თუ შეწყდა, გაგრძელდა და უკვე საშიში ხასიათი მიიღო. მას შემდეგ, რაც ნარი ჩახუნაშვილს, სერგო ბოიაჯანს და სოსო ჩახვაძეს თანმიმდევრულად მოპარეს მაკე დეკეული თუ მეწველი ძროხები, ქურდობა უფრო გახშირდა და ორი კვირის წინ ნაირა ურუშაძესა და მინდია შავიშვილს ასევე მაკე და მეწველი ძროხები წასცინცლეს. 24 ივნისს კი ჭანიეთელებს კუკური თავაძესა და ავთანდილ კალანდაძეს მოპარეს მეწველი ძროხები, შესაბამისად 300-350 კგ წონის, კარგი ჯიშისა და წველადობის მქონე. ქურდობას, ჯერჯერობით, უცვლელი ხასიათი აქვს, _ დილით საძოვარზე გაშვებული პირუტყვი, საღამოს შინ არ ბრუნდება, პატრონები კი ეძებენ და ვერ პოულობენ. აღსანიშნავია, რომ ქურდობა სწორედ დღისით ხდება. სოფლის მცხოვრებლებმა, რომლებმაც ძროხები დაკარგეს, ირგვლივ მდებარე სოფლები, საძოვარი ადგილები თუ მცირე დაჭაობებული ტერიტორიები ფეხდაფეხ მოიარეს, მაგრამ კვალს ვერსად მიაგნეს. სოფელი ჭანიეთი მთის ზონას არ განეკუთვნება, ლამის, დაბის ყაიდისაა, მდებარეობს ოზურგეთი-ბათუმის ცენტრალური გზის გასწვრივ და ხშირია, როგორც სატრანსპორტო, ისე ქვეითი მოძრაობა. აქ მტაცებელი ცხოველების (დათვი, მგელი) შემოვარდნაც წარმოუდგენელია. არც უფსკრულებია და არც სხვა რამ გადასაჩეხი ადგილები. ახლა ისეთი პერიოდია, ირგვლივ მდებარე ყანებსა თუ ჩაის ფართობებში ადამიანები ხშირად მუშაობენ და ქურდს ნაკლები შანსი აქვს, ხელაღებით იმოქმედოს. ამიტომ მოსახლეობა საფუძვლიანად ეჭვობს, რომ საქმე აქვს ორგანიზებულ, თავზე ხელაღებულ ბანდასთან, რომელსაც ხელს უმართავს ციხის შიგნიდან გამტეხი. დაზარალებულებმა უკვე მიმართეს პოლიციას, საიდანაც დახმარება აღუთქვეს. თუმცა ხალხი მეტ ოპერატიულობას ითხოვს და პესიმისტურადაც არის განწყობილი. მაინც ვერაფერს იპოვიან, ჩვენი საშველი არ არის, ძველი უბედური დრო ბრუნდება, ერთადერთ ლუკმასაც პირიდან გვაცლიანო.

ჭანიეთის მოსახლეობა შეშფოთებულია იმის გამოც, რომ უკვე საძოვარზე ძროხებს ვერ უშვებენ. ზოგი საკუთარ ეზო-გარემოში აბალახებს პირუტყვს და "მხსნელის" მოსვლას ელოდება. ზოგი კი, ვისაც ვრცელი ეზო-გარემო არ აქვს, ძროხას შიშითა და კანკალით უშვებს საძოვარზე და საღამომდე საძებრად მიდის.

თავის მხრივ, პოლიცია სამართლიან საყვედურს გამოთქვამს იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც ამ დროის განმავლობაში პირუტყვი დაკარგა, შესაბამის ორგანოებს არ მიმართა და საკუთარი ძალებით განაგრძობდა ძებნას. თუ განცხადება არ შემოიტანეს, რა ვიცით, ვის რა დაეკარგაო. მოსახლეობაში არსებობს მენტალური შეხედულებებიც, თუ მავანი ძალოვანი ამ ყველაფერს ხელს არ უწყობს და წაყრუების პოლიტიკას არ ატარებს, სანამ ქურდი ცხრა გორს გადაირბენდეს, მანამ რატომ არ მოქმედებენ დროულად და ოპერატიულადო?

"გურია ნიუსი" ჭანიეთლებს შეხვდა. ისინი შეშფოთებული არიან, სამართალდამცავი ორგანოებისგან დაუყოვნებლივ დახმარებას, ოპერატიულ ქმედებას და ქურდების გამოაშკარავებას ითხოვენ. მათ გადაწყვეტილი აქვთ, უახლოეს დღეებში შეიკრიბონ საქართველოს პრეზიდენტის მდივნის ცაცა ლომჯარიას სახლთან და მას, როგორც ამ სოფლის შვილს, თხოვონ დახმარება ამ საგანგაშო მდგომარეობის გამო.

ეთერ ლომჯარია: _ იმას, რაც ახლა ჭანიეთში ხდება, სოფლის დაბრიყვება ჰქვია. იქნებ, უმნიშვნელო ამბავი ჰგონია ვინმეს, მოკლე დროში სოფლიდან 7 სული მეწველი ძროხის მოპარვა. საუკეთესო ძროხებია არჩეული. თუ ქურდები დროულად არ გამოავლინა პოლიციამ, მალე ოთხფეხი პირუტყვი აღარ გაივლის სოფელში. მათ სასწრაფოდ უნდა იმოქმედონ.

ნარი ჩახუნაშვილი: _ ძროხა ჭიშკართან გადავდენე, შორს არ დადიოდა საბალახოდ, საღამომდე მომპარეს. ამაოდ ვეძებ დღემდე. უკვე ყველას ეშინია ძროხის გადაღმა გადაშვება, ეს საქმეა? პოლიციას შეუძლია, ეს გამოიძიოს. მე ობლებს ვზრდი და ლუკმა პირიდან ამოართვეს ჩემს შვილებს, ვის შეერგება? რაღაც თუ არ ვიღონეთ, ავად შემოგვეჩვია ვიღაც...

ელიზბარ თაბაგარი: _ მე მოხუცი კაცი ვარ, ჩემი მარჩენალი ძროხაა. ეს რომ მომპარონ, შიმშილი გარდაუვალია. საძოვარზე აღარ ვუშვებ, მაგრამ სადამდე დავაბა შინ? პოლიციამ და ხალხმა უნდა მოახერხოს და რაც შეიძლება, მალე უნდა გახსნან ეს საქმე, ქურდს უკვე თავს გაუვიდა.

მინდია შავიშვილი: _ 15 დღეა, ამაოდ ვეძებ დაკარგულ ძროხას, სად არ ვიყავი, მოუვლელი არ დამიტოვებია ახლო-მახლო სოფლების ლიხაურის, ლაითურის თუ ნარუჯის შემოგარენი, განაპირა ტყეები თუ ყანები. მკვდარი, დამხრჩვალი ან ნადირის შეჭმული რომ მეპოვა, გულს შევაჯერებდი. უკვე ეჭვი აღარავის ეპარება, რომ რაღაც ორგანიზებული ჯგუფი მოქმედებს, პოლიცია უნდა დაგვეხმაროს, კარგა ხანია, ასეთი ქურდობა არ გაჩაღებულა.

სვეტა ბოიაჯანი: 10 ლიტრს იწველიდა, ისეთი ძროხა მომპარეს. 1 თვის ხბო ჰყავდა, სად უნდა წასულიყო? პატარა შვილიშვილი მყავს, მეწველის იმედად ვიყავი, ლუკმა წამართვეს. დეკნა მყავს კიდევ, შორს ვერ ვუშვებ, უკან დავდევ, რომ არ მომპარონ.

მზია თავართქილაძე: ეს, რაც ჭანიეთში ხდება, ძალიან ცუდი ფაქტია. გასაკვირია, ვინ ბედავს ასე ღიად და თავხედურად ქურდობას. პოლიციას ეს საქმე არ უნდა დარჩეს გაუხსნელი, თუ მოინდომებს.

მრავალთა აზრი: "მივმართოთ პოლიციას"; "დავუკავშირდეთ ცაცა ლომჯარიას, _ იგი, როგორც ამ სოფლის შვილი, ვალდებულიცაა ჭანიეთს ამ გასაჭირის ჟამს ყურადღება მიაქციოს". ;"გადავკეტოთ ბათუმის ტრასა".

ავთანდილ სურგულაძე, ჭანიეთის მაჟორიტარი დეპუტატი: _ ადრეც და ახლაც საქმის კურსში ჩავაყენე ოზურგეთის პოლიცია. ვფიქრობ, ქურდებს გამოააშკარავებენ.

დათო მჟავანაძე, ჭანიეთის რწმუნებული: _ ამ ქურდობების შესახებ, ვიცი და მივმართე კიდეც პოლიციას. ყოველდღიურად ყურადღებით ვარ და მსურს, შეუძლებელი შევძლოთ, რათა გამოაშკარავდეს, ვინ ჩადის ამ უსინდისობას. იმედი მაქვს, გაურკვეველი არაფერი დარჩება.




 ახალი ამბები
  • თოვლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება _ როდიდან შეიცვლება ამინდი საქართველოშისაქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა , _ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი - 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები ... ...
  • მარინა ენდელაძე: ეს ერთადერთი გამოსავალიამსოფლიოში არცერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე, შეუძლებელია ადამიანებმა მუდმივად რეგულაციების ქვეშ ვიცხოვროთ, ამდენად ერთადერთი საიმედო გამოსავალი - ვაქცინაციაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია იქნება პირველ კვარტალში და პირველ ეტაპზე მცირე დოზა. „როგორც ვიცი, ქვეყანა ემზადება, რომ შემდეგ ვაქცინაცია მასიურად მოხდეს. პირველ რიგში რისკჯგუფები აიცრებიან. ვაქცინაცია ინფიცირებულთა შემთხვევებს შეამცირებს, მაგრამ პარალელურად, ჯერჯერობით, ისევ რეგულაციების დაცვა მოგვიწევს“, - განაცხადა ... ...
  • საქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდასაქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა, _ ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს: "რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, მოძრაობა განახლდა ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე - ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • ხვალ დიდ ქალაქებში, ასევე, აჭარაში სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდებახვალ, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარისავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყვეს პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს. სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება. „პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ“ - აცხადებენ განათლების სამინისტროში. დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების ... ...
  • პანკისის ხეობაში 40 წლამდე კაცი მოკლეს - ერთმანეთს ნათესავები დაუპირისპირდნენპანკისის ხეობაში ნათესავებს შორის  ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა - მოკლულია 40 წლამდე კაცი. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა. სავარაუდო დამნაშავეს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. წყარო: მთავარი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....