"ბოდიში ყველას" _ ჰკითხა თუ არა რჩევა სააკაშვილმა ბებიამის მზიას

მთავარი თემა

"ბოდიში ყველას" _ ჰკითხა თუ არა რჩევა სააკაშვილმა ბებიამის მზიას

30 ოქტ. 2013, 19:30:07

"როდესაც ლაპარაკობენ, ჩვენ რა შუაში ვართ, ამნისტიამ გაუშვაო, ბოდიშს ვიხდი, ბებიაჩემი მზია ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ამნისტიას და ახლაც რომ დავურეკო, წინააღმდეგი იქნება და მისი მიღებული არ არის. ეს არის საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ მიღებული ამნისტია, რომელზეც ჩვენ ცალკე, ძალიან ბევრს ველაპარაკეთ, ყოველგვარი ხმაურის გარეშე. გიგა ბოკერია ამ თემაზე კვირაობით ელაპარაკებოდა შინაგან საქმეთა მინისტრს, დავით ბაქრაძე - დავით უსუფაშვილს, მე ველაპარაკე ამ თემაზე ივანიშვილს და არ თქვან, რომ არ იცოდნენ. ძალიან კარგად იცოდნენ. საგანგებოდ ველაპარაკებოდით, არ გაუშვათ შკლინიკოვი და ძმანი მისნი, არ გაუშვათ გარეთ ჩახალიანი", _ ეს სიტყვებიც (2013 წლის 28 იანვარი) მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

ამ სიტყვებიდან ზუსტად  7 თვის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებისას, მიხეილ სააკაშვილმა  თავისი ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში ყველაზე მასშტაბური შეწყალება – 2013 წლის 19 აგვისტოს განხორციელდა, რა დროსაც 18.000 ათასამდე მოქალაქეს პირობითი მსჯავრი და ნასამართლობა მოეხსნათ.

მისი ინიციატივის  მიხედვით, შეწყალება შეეხო ისეთ  პირებს, რომლებსაც  ჩადენილი აქვთ ისეთი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები, როგორიცაა: გაუპატიურება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრება, ყაჩაღობა,  ნარკოტიკული დანაშაულები და სხვა.

ჰკითხა თუ არა მან რჩევა ამ შეწყალებების შესახებ ბებიამის მზია წერეთელს, რომელიც სულაც არ იყო ამნისტიის მომხრე, ჩვენთვის უცნობია. სამაგიეროდ ცნობილია რა საქმეებზე იყვნენ გასამართლებულები აღნიშნული პირები.

საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება, წინა წლებში, როდესაც სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა ყველა დამნაშავის მიმართ, მის მიერ შეწყალებულთა სიაში ისეთი მძიმე ავადმყოფი პატიმრებიც კი ვერ ხვდებოდნენ, რომლებისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თავისუფლებაზე ყოფნა.

ხშირად, მათ სტრასბურგის მიერ გამოტანილი განაჩენებიც კი ვეღარ შველოდათ...

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ბოლო შეწყალებულებს...

ცოტნე მამულაშვილის საქმე

ცოტნე მამულაშვილი მწე­რალ იზა ორ­ჯო­ნი­კი­ძის შვილიშვილი და ოპოზიციის მხარდამჭერის მაია ორჯონიკიძის შვილია. ის ნატოს საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელი იყო.

საქმის მასალების თანახმად, 2013  წლის 21 იანვარს, თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის N8 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე - ინეზა გელაშვილის ავტოლომბარდის ჯგუფური ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დადგენილ იქნა შემდეგი: 2013 წლის იანვრის თვეში, მამუკა ბაყაშვილმა დაგეგმა ქ.თბილისში, გურამიშვილის გამზ.N84-ში მდებარე ავტოლომბარდზე ყაჩაღური თავდასხმა, რაც განაპირობა ამ უკნასკნელის ფინანსურმა პრობლემებმა, კერძოდ მას ჰქონდა ლაშა ჯამბაზიშვილისა და ჯაბა ლომიძის ვალი, რის გადახდასაც ვერ ახერხებდა. დამნაშავეებს საქმეში ესაჭიროებოდათ კიდევ ერთი პირი, რის გამოც ლაშა ჯამბაზიშვილი და ჯაბა ლომიძე თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ საერთო ნაცნობს - ცოტნე მამულაშვილს, რომელსაც გააცნეს ავტოლომბარდის დაყაჩაღების კონკრეტული გეგმა და შესთავაზეს მასში თანამონაწილეობა, რაზეც ეს უკანასკნელმა განაცხადა თანხმობა.

გამოძიების თანახმად, დასახული გეგმა სისრულეში მოყვანილ იქნა 2013 წლის 21 იანვარს. საქმის მასალების მიხედვით, ცოტნე მამულაშვილი და ლაშა ჯამბაზიშვილი  ყაჩაღური თავდასხმის მიზნით შევიდნენ ავტოლომბარდში, სადაც იმყოფებოდა მხოლოდ ინეზა გელაშვილი. ცოტნე მამულაშვილმა იარაღის გამოყენებით, ინეზა გელაშვილისაგან მოითხოვა ფულადი თანხის გადაცემა. ამ უკანასკნელმა ნებაყოფლობით გადასცა მათ ლომბარდში არსებული ფულადი თანხა 600 აშშ დოლარის ოდენობის, რის შემდგომაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს.

2013 წლის 14 თებერვალს, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის N8 განყოფილების თანამშრომლების მიერ ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნენ მამუკა ბაყაშვილი, ლაშა ჯამბაზიშვილი, ცოტნე მამულაშვილი და ჯაბა ლომიძე.

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ინეზა გელაშვილი, რომელმაც დაადასტურა მასზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების ფაქტი და როგორც გამოძიების მსვლელობის, ასევე სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს, ამოიცნო თავდამსხმელები - ცოტნე მამულაშვილი და ლაშა ჯამბაზიშვილი.

ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა შემთხვევის ადგილიდან და ბარლდებულებულ ცოტნე მამულაშვილისა და ლაშა ჯამბაზიშვილისგან აღებული სუნის ნიმუშების იდენტურობა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ იქნა ბრალდებულების კუთვნილი ტელეფონის ნომრების შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა ანძების მითითებით, რის ირგვლივაც მოწმის სახით დაიკითხნენ სპეციალისტები, რითაც დადასტურდა, რომ ყაჩაღობის ჩადენის დროს, მსჯავრდებულები - ლაშა ჯამბაზიშვილი, ცოტნე მამულაშვილი და ჯაბა ლომიძე იმყოფებოდნენ ავტოლომბარდის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამასთანავე დადასტურდა ოთხივე მსჯავრდებულს შორის არსებული ხშირი სატელეფონო კავშირი.

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, მოწმის სახით დაიკითხნენ ბრალდებულები - მამუკა ბაყაშვილი და ლაშა ჯამბაზიშვილი, რომელთაც აღიარეს მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება და ამასთანავე ამხილეს ყაჩაღობაში თანამონაწილე პირები - ცოტნე მამულაშვილი და ჯაბა ლომიძე.

ცოტნე მამულაშვილმა და ჯაბა ლომიძემ თავის არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, 2013 წლის 24 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით სისხლის სამართლის საქმეზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ბრალდებული ცოტნე მამულაშვილი ცნობილ იქნა  რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით.

მან სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა.

მაიზერ ლიპარტელიანის საქმე

პრეზიდენტის მიერ შეწყალებით გამოშვებულ კიდევ ერთ პირს,  მაიზერ ლიპარტელიანს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამსახურებრივი სიყალბის ორგანიზება და სხვა პირადი მოტივით მოწმის მიერ, არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა.

საქმის მასალების თანახმად, 2012 წლის 26 ნოემბერსა და 14 დეკემბერს, მ. ლიპარტელიანი მოწმის სახით დაიკითხა ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის სს საქმეზე და განაცხადა, რომ ავტომატური ან სხვა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მას მკვლელობის ადგილზე არ შეუნიშნავს. თუმცა, 2013 წლის 21-22 და 25 თებერვალს, მოწმის სახით მიცემულ ჩვენებებში, ასევე ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ პატრულის თანამშრომლების ხელში დაინახა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და რევოლვერი, რაც მათივე განმარტებით, აწ გარდაცვლილი ა. რობაქიძის მეგობრებს აღმოაჩნდათ დაკავებისა და ჩხრეკის პროცესში. 

მასვე, ბრალად ედებოდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ატაშეს . ჯანჯღავას ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებისა და დაკავების შესახებ ყალბი დოკუმენტების შედგენის ორგანიზება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად მაიზერ ლიპარტელიანი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, განზრახ უკანონო დაკავების და სამსახურებრივი სიყალბის ორგანიზების ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო და გაამართლა. ხოლო, სხვა პირადი მოტივით მოწმის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ბრალდებასთან მიმართებაში, საქმის არსებითი განხილვისას, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად ვერ დადგინდა მოწმის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის პირადი მოტივი და საბოლოოდ, პირის მსჯავრდება მოხდა მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლისათვის, რაც გამოიხატა მოწმის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემაში.

მაიზერ ლიპარტელიანს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების ერთი წლით აღკვეთა.

ის შეწყალებული იქნა მიხეილ სააკაშვილის მიერ.

დავით ადეიშვილის საქმე

თელავის რაიონულმა სასამართლომ, კახეთის გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს, დავით ადეიშვილს 2 წლით და 22 დღით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა, მას ასევე დაეკისრა ჯარიმის გადახდა 5000 ლარის ოდენობით და აეკრძალა თანამდებობაზე მუშაობა ცხრა თვის განმავლობაში.
ბრალდებულს ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ბრალდების მხარის ინფორმაციით, საქმე ეხება თელავის ბაზრის წილების დათმობის საკითხს, რა დროსაც დავით ადეიშვილმა ბაზრის მესაკუთრეებს წილის გადაფორმება მის ნდობით აღჭურვილ პირზე, ვინმე ჯებრაილ ხანგოშვილის სახელზე აიძულებდა.
ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ თავდაპირველად მისი დაცვის ქვეშ მყოფს 2 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, ვინაიდან ბრალდების ნაწილი ამნისტირებული იყო, მისი სასჯელი ¼-ით შემცირდა.
დავით ადეიშვილი იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ძმაა, იგი ამ დროისთვის მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

ძებნაში მყოფი ადეიშვილი მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.

"იცით რა, შეწყალებულთა სიას ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ ვერ გავასაჯაროვებთ" _ ასე გაგვიცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

"გურია ნიუსის" კითხვაზე, _ რატომ არ არის ეს საჯარო ინფორმაცია?  ასეთი პასუხი მივიღეთ:

_ არა იცით სხვა დროს არასოდეს გაგვისაჯაროვებია და ვერც ახლა გავასაჯაროვებთ...

სავარაუდოდ, შეწყალების ამ გასაიდუმლოებულ სიაში კიდევ ბევრი საინტერესო პერსონის სახელი და გვარი იმალება...




 ახალი ამბები
  • თენგიზ ცერცვაძე: დავაბრუნეთ პლაქვენილი COVID-19-ის მართვის პროტოკოლშიჩვენც დავაბრუნეთ ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში, _ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს: „როგორც ცნობილია, ჟურნალ „Lancet“-ში ა.წ. 22 მაისს გამოქვეყნებული სტატიის (https://www.thelancet.com/journals/lancet/article/PIIS0140-6736(20)31180-6/fulltext) შემდეგ, სადაც ლაპარაკი იყო, რომ ჰიდროქსიქლოროქინს (პლაქვენილს) შეიძლება ჰქონდეს სერიოზული გვერდითი მოვლენები, 2020 წლის 25 მაისს ჯანმო-მ მიიღო გადაწყვეტილება, საერთაშორისო კლინიკურ კვლევა - „Solidarity“-დან მისი დროებით ამოღების თაობაზე.  რამდენადაც საქართველო მონაწილობს „Solidarity“ კვლევაში, ჩვენ, ბუნებრივია, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში COVID-19-ის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტებიდან დროებით, ჯანმოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ამოგვეღო ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენება. თუმცა, ამავე დროს ყველა დონეზე დავაფიქსირეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ საქართველოში პლაქვენილს წარმატებით ვიყენებდით სამი თვის მანძილზე და ამ პერიოდში არ დაფიქსირებული არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა.  ა.წ. 2 ივნისს მსოფლიო ექსპერტებს და თავად ჟურნალ „Lancet“-ს გაუჩნდათ კითხვები და ეჭვი ამ ჟურნალში პლაქვენილის თაობაზე გამოქვეყნებული ნეგატიური შედეგების სარწმუნოებაზე და ეს უაღრესად მაღალრეიტინგული ჟურნალი ერთგვარად უხერხულ მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდა.  პარალელურად ა.წ. 3 ივნისს ჯანმო-ს სპეციალურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააბრუნოს ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) „Solidarity“ კვლევაში. შესაბამისად, ჩვენც დავაბრუნეთ ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში.  ამავე პერიოდში დარგის მსოფლიო ლიდერმა - აშშ ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების ინფექციურ დაავადებათა და ალერგიის ინსტიტუტმა (NIH/NIAID) პროფესორ Anthony Fauci-ის ხელმძღვანელობით დაიწყო ახალი მასშტაბური კვლევა მსუბუქი/საშუალო სიმძიმის COVID-19-ით პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებაზე დაავადების დამძიმებისა და ჰოსპიტალიზაციის პრევენციისთვის.  პარარელურად აშშ-ს და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გრძელდება მასშტაბური კვლევები COVID-19-ით პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პირებისთვის ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით) პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობის შესწავლის თემაზე.  აშშ პრეზიდენტი ბ-ნი Trump, რომელმაც თავის დროზე ღიად დაუჭირა მხარი ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებას COVID-19-ით პაციენტებში, აცხადებს, რომ პირადად იღებს ამ მედიკამენტს COVID-19-ის პროფილაქტიკისათვის.  მოკლედ, მარკ ტვენის ცნობილი ფრაზის პერიფრაზით - „ცნობა პლაქვენილის გარდაცვალების შესახებ ცოტა ნაადრევი გამოდგა“.  იმ პირების საყურადღებოდ, რომლებიც ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებას ჩვენს სამკურნალო სტრატეგიასთან აიგივებენ და ჯანმო-ს მიერ მისი კვლევიდან ამოღება კმაყოფილებით აღიქვეს - ასეთ რეპლიკაც კი იყო, რომ ჯანმო-ს ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს „სულზე მოუსწრო?!“. მინდა მკაფიოდ განვუმარტო, რომ პლაქვენილი ჩვენთვის COVID-19-ის სამკურნალოდ მხოლოდ ერთ-ერთი მედიკამენტია და საქართველოში COVID-19-ით პაციენტებს ვმკურნალობთ ინდივიდუალური მიდგომით უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. ეს ეხება როგორც სიმპტომურ და დამხმარე მკურნალობას, ისე პათოგენეზურ მკურნალობას და ინოვაციურ მიდგომებს - პლაქვენილი, ლოპინავირ/რიტონავირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტების პლაზმის გადასხმა, პლაზმაფერეზი, ექსტრაკორპორალური „სისხლის გაწმენდა“ - ჰემადსორბცია სხვადასხვა სორბენტების (მათ შორის Cytosorb-ის) გამოყენებით და სხვ. ამასთან, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დროულად მოხდა COVID-19 პნევმონიის L და H ტიპების გამიჯვნა და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილება, რაც სავარაუდოდ პოზიტიურად აისახა ავადმყოფების გადარჩენაზე და საბოლოო ჯამში, ყველაფერმა ამან (და არა პლაქვენილმა) განაპირობა ის ფაქტი, რომ საქართველოს 1 მილიონ მოსახლეზე ევროპის 48 ქვეყნიდან აქვს COVID-19-ისგან სიკვდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (3,3). ეს ფაქტი აღიარებულია მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციების, ექსპერტების და გამოცემების მიერ და ჩვენმა ოპონენტებმა ეს გინდ დაიჯერონ და გინდ _ არა.    აქვე მინდა ვუპასუხო ბ-ნ რევაზ ბოჭორიშვილს, რომელიც იმედს იტოვებს, რომ ეს „სკანდალი არ ნიშნავს ჰიდროქსიქლოროქინის სრულ და საბოლოო რეაბილიტაციას“, ხოლო თავის 24 აპრილის პოსტში „სიმართლე ხომ მთავარია, არა?“ - აღწერს, თუ რამდენად წარმატებულია ყველა კომპონენტში საფრანგეთში COVID-19-ის კრიზისის მართვის პროცესი საქართველოსთან შედარებით და რომ საფრანგეთში ბატონი მაკრონი და სხვა პასუხისმგებელი პირები არ ამცირებენ ექიმებს თავისი უკიდურესად „რეგვენული მოთხოვნებით“.  ბატონო რევაზ! თქვენი ფრანგული პატრიოტიზმი და ქართული პოლიტიკური ორიენტაცია სავსებით გასაგებია, მაგრამ მაინც გვინდა მოკრძალებით შეგახსენოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფებში სიკვდილობა 1,6%-ია, ხოლო საფრანგეთში - 19% (ყველაზე მაღალი მსოფლიოში). საქართველოში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე 3,3 COVID-19-ით გარდაცვლილია, ხოლო საფრანგეთში 440, ანუ 133-ჯერ მეტი. ხოლო რაც შეეხება „რეგვენებს“, სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ“,-აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის ... ...
  • კრიმინალისტი, რომელსაც გაზგასამართ სადგურზე აფეთქების ადგილას დენმა დაარტყა, გარდაიცვალაკრიმინალისტი, რომელსაც გაზგასამართ სადგურზე დენმა დაარტყა, გარდაიცვალა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს. ექსპერტ კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო“, _ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • "კინო ახლა იწყება, ყველანი გავერთობით" _ კახი კალაძე"ყველანი გავერთობით, ყველანი გავერთობით, კინო ახლა იწყება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას ოპოზიციურ პარტიებს შორის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.   „მოლოდინი არის ის, რომ საკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, ყველანი გავერთობით. კინო ახლა იწყება. პარლამენტში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს საარჩევნო სისტემის ცვლილებას, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, არსებული პოლიტიკური მდგომარეობისთვის. მგონია, რომ ჩვენ ყველა მოვახერხებთ საარჩევნოს სისტემის ცვლილებას და არჩევნები ჩატარდება იმ სისტემით, რაზეც მოხდა შეთანხმება,“ - განაცხადა ... ...
  • კოვიდსიტუაცია საქართველოში _ გამოკანმრთელებულები და ინფიცირების ახალი შემთხვევებისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 808 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 663 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2955 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - ... ...
  • მუნიციპალიტეტებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას მხარი დაუჭირესრეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილა. საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, გოგა გულორდავას, ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ პირველი მოსმენისთვის წარადგინა. მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება აღნიშნული კანონის საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან" შესაბამისობაში მოყვანა, რაც მისცემს მუნიციპალიტეტებს საშუალებას საკუთარ ადმინისტრაციულ საზღვრებში დაარეგულირონ რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება. „ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ამ ცვლილების მიხედვით, თუ დღემდე ტრანსპორტის რეგულირების საკითხები ადგილობრივი  თვითმმართველობის დონეზე მხოლოდ და მხოლოდ თვითმმართველი ქალაქების კომპეტენცია იყო, აღნიშნული ცვლილების შემდეგ, ამ უფლებით აღიჭურვება უკვე დანარჩენი მუნიციპალიტეტები და მთ შეეძლებათ აღნიშნულ უფლების სრულად განხორციელება, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.  საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" პროექტთა თანმდევ პაკეტთან ერთად, პირველი მოსმენით  პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა კობა ლურსმანაშვილმა წარადგინა. წარმოდგენილი კანონპროექტით  დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების წესები რეგულირდება. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია არსებული პრაქტიკით, რომელიც ცხადყოფს, რომ ჯარიმების აღსრულების მოქმედი მექანიზმი არ არის ეფექტური. მომხსენებლის განმარტებით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ხშირია პარკირების სხვადასხვა წესის დარღვევა, მათ შორის, პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენება შემოსავლის მიღების მიზნით და მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დაჯარიმებას. ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულია გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება. კანონმდებლობით, ასევე არაა განსაზღვრული ამ პრობლემის მოგვარებისათვის შესაბამისი რეგულაცია.   კანონპროექტის მიღება კი აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი სანქციების შემოღებას უკავშირდება. გარდა ამისა, სახელმწიფო ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიზნით, პოპულარიზაციას უწევს ელექტროძრავიან მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის პროექტით გათვალისწინებულია ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე, სატრანსპორტო საშუალების პარკირების განსაზღვრა სამართალდარღვევად. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა  საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, გიორგი კოპაძის, კობა ლურსმანაშვილის, გოჩა ენუქიძის, ერეკლე ტრიპოლსკის, პაატა მხეიძის და არჩილ ხაბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" და „საქართველოს კანონების პროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", პროექტთა პაკეტთან ერთად. მომხსენებლის, მერაბ ქვარაიას განცხადებით,  წარმოდგენილი ცვლილებები ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან მიმართებაში ერთიანი ტერმინოლოგიის დამკვიდრებას, აგრეთვე ხარვეზული ჩანაწერების გასწორებას. აღნიშნული ცვლილებები გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონის პროექტებისგან. საქართველოს პარლამენტის წევრების: მერაბ ქვარაიასა და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა. რომლის მიხედვითაც საქართველოს კანონს ემატება მე-175 მუხლი რომელიც გულისხმობს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებლის გადამხდელის ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლებას, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) ეს ობიექტი ითვლება დაუმთავრებელ მშენებლობად; ბ) ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს. მომხსენებლის, მერაბ ქვარაიას განმარტებით, მესამე მოსმენისთვის პროექტში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, კანონის ამოქმედების ვადად, ნაცვლად გამოქვეყნებიდან ერთი თვისა, გამოქვეყნებიდან 30 დღე განისაზღვრა.  „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საერთაშორისო კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს IX და X გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების" პროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 174-ე მუხლის შესაბამისად განსახილველად წარმოდგენილი ანგარიშის მომზადების ვალდებულება საქართველოს აკისრია 1966 წლის „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საერთაშორისო კონვენციის მე-9 მუხლით და მიზნად ისახავს გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს მიაწოდოს ინფორმაცია, 2016 წლის ივნისის შემდეგ, VI-VIII გაერთიანებული ანგარიშების შემდგომ, საქართველოს მიერ, კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებებისა და პროგრესის შესახებ. ანგარიში დაყოფილია 4 ნაწილად, რაც მათ შორის მოიცავს, შესავალს და ზოგად ინფორმაციას, კომიტეტის დასკვნითი რეკომენდაციების შესრულებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ეთნიკურ ქართველთა დისკრიმინაცია და კონვენციით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას. "ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოხსენება თავისი შინაარსის, ტევადობის და  ჩვენი სახელმწიფოს  სასიცოცხლო ამოცანების გათვალისწინებით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ამ ანგარიშის წარდგენა ხდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამის კომიტეტზე",-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ" და „კონკურენციის შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა წარადგინა. კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების არადისკრიმინაციული, პროპორციული, ეფექტური და კონკურენტული პირობების უზრუნველყოფა. მომხსენებელმა განმარტა, რომ შესაბამისი კანონების მიღებით დარეგულირდება სათანადო მართლზომიერი ჩარევის და სამართლიანი პირობების დადგენის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურის ოპერატორების მხრიდან სატელეკომუნიკაციო და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების უსაფუძვლო უარის თქმის, დისკრიმინაციული საფასურის დადგენისა და ექსკლუზიური ხელშეკრულებების დაუშვებლობის მიმართულებით და, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნას, როგორც ერთ-ერთი ძირითად საფუძველს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის. კანონპროექტის მიღების შედეგად ავტორიზებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა ფართოზოლოვანი ქსელის განსავითარებლად ისარგებლონ უკვე არსებული, სატელეკომუნიკაციო და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურით, არადისკრიმინაციული და კონკურენტული პირობებით და ფასით, რაც უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს განვითარებას, შეამცირებს ქსელის განვითარების საფასურს, წაახალისებს ავტორიზებულ პირებს ბოლო მომხმარებელს შესთავაზონ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შედარებით დაბალ ფასად. კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ", წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით ხდება კოდექსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და კოდექსში არსებული ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი ხარვეზების გასწორება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრული გამიჯვნა და ერთგვაროვანი ტერმინოლოგიის დამკვიდრება მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ აქტებში. მომხსენებლის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის განმარტებით,  წარმოდგენილ პროექტში არის მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები, დაკორექტირდა ტერმინები და შინაარსს ცვლილება არ განუცდია. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა. დღესვე, კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ორი დოკუმენტი განიხილა და მხარი დაუჭირა. სარატიფიკაციო დოკუმენტები დეპუტატებს განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროს პროექტი)"  ხელშეკრულების თანახმად შეძენილი იქნება ახალი თანამედროვე ტიპის ვაგონები, რომლის შესყიდვის ღირებულებაც დაახლოებით 60 მლნ ევროა.  აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 15 მლნ ევროს (დეპოს მშენებლობა 10 მლნ ევრო, გვირაბის აღდგენა 5 მლნ ევრო) სესხის ხანგრძლივობა 15 წელი. პროექტის სავარაუდო დასრულების თარიღია 2023 წლის 20 დეკემბერი.  „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)" „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი"-ს დაფინანსების მიზნით საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 18 აგვისტოს ხელი მოეწერა სასესხო ხელშეკრულებას (30 მლნ აშშ დოლარი) და 2015 წლის 1 მაისს ხელი მოეწერა შვეიცარიული გრანტის ხელშეკრულებას სასესხო ხელშეკრულებას (საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის მოქმედი როგორც მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარი) პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ( აჭარა, იმერეთი, კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე ინსტიტუციონალურ განვითარებას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

გურული კერძი ხობოკვერა _ “გამორჩეული მარგალიტი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი...

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?