"ბაბაიაგა ვარ" _ ცოცხზე გადასმა, ხოხვა კანალიზაციაში და გამამართლებელი განაჩენი ახალაიას

მთავარი თემა

"ბაბაიაგა ვარ" _ ცოცხზე გადასმა, ხოხვა კანალიზაციაში და გამამართლებელი განაჩენი ახალაიას

2013 ოქტ 31 15:16:28

შემდეგ ყველა დააწვინეს და წიხლებით და ქამრებით ცემეს. იქვე ჩამოიარა ჯარისკაცების ოცეულმა, რომლებიც დ. ჩ მიაბრუნა, შვიდ გაშიშვლებულ, ნაცემ თანამშრომელზე მიუთითა, რომ იყვნენ "სამშობლოს მოღალატეები და ნაბოზარი ძაღლები" და უბრძანა ზედ გადაევლოთ მათზე, რაც შეშინებულებმა შეასრულეს. შემდეგ შვიდივე ნაცემი და ნაწამები თანამშრომელი ჩაყარეს ამოთხრილ ორმოში და ზემოდან დააყარეს მიწა. " _ საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ამ ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა გრძელდებოდა 2012 წლის 19 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით.

დაზარალებულების ჩვენებების მიხედვით წამების მეთოდები ასეთი იყო: ხოხვა ჭაობში, ხოხვა კანალიზაციაში, თმების ატრუსვა სანთებლით, ორმოში ჩაყრა და მიწის დაყრა ზემოდან, ეროვნული ნიშნით ცოცხზე გადასმა "ბაბაიაგა ვარ"-ს ძახილით, ცემა ჯაჭვის და ჯოხის გამოყენებით, თავში და სახეში იარაღის კონდახის ჩარტყმა...

"ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, საწვრთნელი პროგრამა, რეინჯერთა მოსამზადებელი პროგრამა", – განაცხადა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე. მისი თქმით, ე.წ. დაზარალებულებმა ვერ გაუძლეს ძლიერ ფიზიკურ დატვირთავს, რადგან ისინი სპეცრაზმისთვის იყვნენ შეუფერებლები, არ ჰქონდათ შესაბამისი ფიზიკური მომზადება.

2013 წლის 31 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ  ბაჩანა ახალაიასა და სხვათა მიმართ.

საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა...

აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა  23 სხდომა, რომლებზედაც განხორციელდა მტკიცებულებათა გამოკვლევა და მოწმის სახით დაიკითხა 10 დაცვის  და  63 ბრალდების მოწმე, აქედან 7 დაზარალებული და 8 ბრალდებული

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა ბაჩანა ახალაიამ 2012 წლის 18 აგვისტოს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შვიდი თანამშრომლის მიმართ განახორციელა დასჯა-წამება  და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გაუკეთა ორგანიზება სპეცრაზმელების დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. 2012 წლის 19 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით, ბრალდებულები მამუკა აბაშიძე, დავით ჩუბინიძე, ალექსი დავითაშვილი, ვლადიმერ ზანგიევა, დავით გიორგაშვილი, რობერტ სუთიძე და დავით ვეკუა შს იმჟამინდელი მინისტრის დავალებით,   იაღლუჯას საწვრთნელ ბაზაზე პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებით, ახორციელებდნენ სპეცრაზმელების  წამებას, დამცირებას, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენში ვკითხულობთ: "საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებებში. სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიჩნია, რომ არ არსებობდა ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა პირთა ბრალეულობას შერაცხულ ქმედებებში. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბაჩანა ახალაიას, მამუკა აბაშიძის, დავით ჩუბინიძის, ალექსი დავითაშვილის, ვლადიმერ ზანგიევას, დავით გიორგაშვილის, რობერტ სუთიძისა და დავით ვეკუას დამნაშავედ ცნობისა და მათ  მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. "

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მასალების განხილვის შედეგად, ბრალდებულები უდანაშაულოდ მიიჩნია და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბაჩანა ახალაიას ბრალის დასადასტურებლად  ყველა მტკიცებულება ჰქონდათ.

რეინჯერების პროგრამასთან დაკავშირებით, "გურია ნიუსმა" საქართველოს მთავარ პროკურატურას შემდეგი კითხვებით მიმართა:

_ ბაჩანა ახალაიას დაცვის მხარე აცხადებს, რომ წვრთნები ტარდებოდა რეინჯერების პროგრამით. შეესაბამება თუ არა ეს ფაქტი სინამდვილეს?

_ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ბაჩანა ახალაიას მიერ  გაცემულ ბრძანებაში, რის საფუძველზეც აღნიშნული პირები აიყვანეს იაღლუჯას პოლიგონზე, რეინჯერების საწვრთნელი პროგრამა საერთოდ არ არის ნახსენები.

_ რას ითვალისწინებდა რეინჯერების პროგრამა და რომელი ბრძანებით იყო ის გათვალისწინებული?

­­_ რეინჯერების კურსთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს სპეციალური პროგრამა, რომლის დამტკიცების გარეშე რეინჯერების საწვრთნელი კურსის ჩატარება დაუშვებელია. აქვე განგიმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ აღნიშნული კურსით განხორციელებულიყოს წვრთნა. აღნიშნული კურსი დანერგილია მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში.

_ რომელი ინსტრუქტორები ახორციელებდნენ ამ პროგრამას და როგორი იყო მათი კვალიფიკაცია?

_  აღნიშნული კურსი ჩაატარეს პირებმა, რომლებიც საწვრთნელი კურსის ჩატარების მომენტში დათხოვნილნი იყვნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან და იყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი 2012 წლის  26 ივლისიდან დათხოვნილები იყვნენ საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან. აღნიშნული წვრთნა კი, როგორც ბაჩანა ახალაიას ბრძანებიდან ირკვევა, ჩატარებულია  2012 წლის 19 აგვისტოდან 2012 წლის 19 სექტემბრამდე.

ითვალისწინებდა თუ არა "რეინჯერთა მომზადების კურსი" ჯოხით გაუპატიურებას და რატომ ატარებდნენ წვრთნებს სამოქალაქო პირები, ამაზე საბოლოო სიტყვას პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე თქვა...




 ახალი ამბები
  • „პირბადეს ვეღარ იშოვი, სადეზინფექციო ხსნარებს ფასი დაადეს“ _რას გვატყობინებენ იტალიიდან_პულიის რეგიონი ბარის პროვინციაში,  რომელიც მილანიდან, კორონავირუსის ეპიცენტრიდან ათასი კილომეტრის დაშორებით იმყოფება, ჯერ არანაირი პრევენციის ზომები არ მიუღიათ.  ჩემი გოგონა სკოლაში დადის, როგორც მშობელს,  მომივიდა შეტყობინება, რომ არ დავტოვო ლოკაციის  ადგილი.  ამ ეტაპზე  სხვა არანარი გაფრთხილება არ შემოსულა.  უნდა გითხრა  ისიც , რომ აფთიაქში   ვერ იშოვი პირბადეს. სადეზინფექციო  ხსნარები, რასაც „ამაზონი“ გვჩუქნიდა, ფასები დაადეს და სამი შეკვრა  90 ევრო ღირს.  ახლა აქ დღის პირველი საათია. ამ წუთებშიც შევედი აფთიაქში და პირბადე უკვე არ არის. მითხრეს, რომ დილით რაც მიიღეს, უკვე გაყიდულია, - გვატყობინებს ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მეგობარი ხათუნა შარაძე.  კორონავირუსი ფაქტიურად  ვრცელდება  იტალიაში და ეს სამწუხარო ამბავია. ხათუნა შარაძემ  ასევე გვითხრა, რომ იტალიაში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულია განცხადება ,  კორონა ვირუსთან დაკავშირებით: „ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გაითვალისწინონ  იტალიის მთავრობის მიერ,  ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.“ ... ...
  • მამუკა ხაზარაძე: ტროლების და ბოტების გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ავყვები„ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს ოზურგეთში იმყოფებოდნენ. ახალი ოფისის გახსნის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ „გურია ნიუსის“ კითხვებს უპასუხა. _ ბატონო მამუკა, გეგმავთ თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად 2020 წლის არჩევნებში გაერთიანებას? _ ჩვენ მივდივართ დამოუკიდებლად არჩევნებზე და ასე ვივლი. „ლელო საქართველოსთვის“ თვლის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ორპოლუსიანობა არის პრობლემა. ჩვენ ვართ ალტერნატიული ძალა. კონსულტაციები იგეგმება სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მაგრამ არ  შევუერთდებით. _ ამ ეტაპზე უცნობია თუ რომელ პარტიაში იქნება შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ის აპირებს პოლიტიკაში მოვიდეს. აპირებთ თუ არა ვანო მერაბიშვილთან კონსულტაციებს? _ ეს არის გამორიცხული. მერაბიშვილთან არაფერი არ გაგვაჩნია. _ იქნებიან თუ არა „ლელო საქართველოსთვის“ გუნდში ის ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკურ წარსულში კავშირი ქონდათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“? _ ჩვენ ოდიოზურ ფიგურებთან ვერ ვითანამშრომლებთ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ „ნაც.მოძრაობის“ წევრები ,მხარდამჭერები ან თუნდაც „ქართულ ოცნების“, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის  პრობლემა არ გაგვაჩნია. ჩვენ ვართ მიზიდულობის ცენტრი, გვინდა ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანება, რაც გულისხმობს საქართველოში სახელმწიფოს მშენებლობას. რომელ პარტიას უჭერდა მხარს წარსულში ადამიანები, ეს არ არის ჩვენთვის შემაფერხებელი ფაქტორი. _ რამდენად მოიპოვებთ ადამიანების ნდობას. არაერთი კითხვები ჩნდება „თიბისი ბანკთან“ და „ანაკლიის პორტთან“ დაკავშირებით. _ ნებისმიერ კითხვაზე გვაქვს პასუხი და ასევე მზად ვართ კრიტიკული კითხვების საპასუხოდ.  შევქმენით მსოფლიო დონის  ორგანიზაციები, ამით ვამაყობთ. ვერანაირ ჭორაობას, ვერანაირ ტროლების და ბოტების გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ... ...
  • "ლელო საქართველოსთვის“ ოზურგეთში ოფისი გახსნადღეს პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო საქართველოსთვის" ოზურგეთში ოფისი გახსნა. ,,ლელო პირდაპირ კავშირშია გურიასთან. ეს იქნება ერთ- ერთი ყველაზე შეკრული გუნდი. ჩვენ შევძლებთ სიღატაკის დაძლევას, უამრავ სამუშაო ადგილის შექმნას. ახლა ვნახე ადამიანი, რომელსაც ყავს ათსულიანი ოჯახი. ოჯახიდან 9 წასულია საზღვარგარეთ. ასეთ რამეზე ძალიან უნდა გავბრაზდეთ. ასეთი რამ უნდა აღმოვფხვრათ ჩვენს ქვეყანაში. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიქმნია უამრავი სამუშაო ადგილი. ჩვენ ვიცით, როგორ მოვიზიდოთ კაპიტალი ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრაზე გააჟღერეს, რომ 6 თვეში “ლელო საქართველოსთვის“ ყველა რაიონულ ცენტრში ექნებათ ოფისები. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ადგილობრივ ორგანიზაციას  კახა სიორიძე ... ...
  • საქართველოს საელჩო კორეაში მოქალაქეებს აფრთხილებსსაქართველოს საელჩო კორეაში მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „კორეის რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ. ბოლო პერიოდში, კერძოდ გასული ორი დღის განმავლობაში, ადგილსამყოფელი ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა კორონა ვირუსით (COVID-19) დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა. შესაბამისად, კორეის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ა.წ. 23 თებერვალს, შექმნილ ვითარებას მიანიჭა სიფრთხილის უმაღლესი დონე. ქალაქი დეგუ (Daegu) და გეონგბუკის პროვინცია (Gyeongbuk Province) გამოცხადდა სპეციალურ დაკვირვების ზონებად, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას, მგზავრობისგან თავის შეკავებას და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, ამ რეგიონებისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების ზომების დაცვას. ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ, სასწავლო, ტურისტული, საქმიანი და სამედიცინო მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს: გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს; თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან; დაიცვან უსაფრთხოების და ჰიგიენის ზომები. კორონავირუსთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართებზე: კორეის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი: http://ncov.mohw.go.kr/en/ http://www.cdc.go.kr/ http://www.cdc.go.kr/contents.es?mid=a30103000000 ცხელი ხაზი: 1339 ქ. სეულის მერია: http://www.seoul.go.kr/main/index.jsp http://www.swsgc.co.kr/ ტურიზმის ეროვნული სააგენტო: https://english.visitkorea.or.kr/enu/AKR/FU_EN_15.jsp… საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: საელჩო: 02 792-7118 საკონსულო სამსახური: 010 5103-1703“ – წერია ... ...
  • არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში იარაღი იპოვესარჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. როგორც შსს-ში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც იპოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა. "პირველადი გამოძიებით რაც დასტურდება, პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცავების მიერ. გამოძიება დაიწყო თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით", - განუცხადეს "რუსთავი 2-ს" შსს-ში. ... ...

არქივი

ზაფრანი

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...