ლელა იმედაშვილი: ცხოვრება ასეა, მედროვეებს სად წაუხვალ!

მთავარი თემა

ლელა იმედაშვილი: ცხოვრება ასეა, მედროვეებს სად წაუხვალ!

2013 ნოე 1 14:15:54
იმედაშვილი, რომელიც პროფესიით ფილოსოფიის მასწავლებელია, 1992-1993 წლებში ოზურგეთის ბუნებათსარგებლობის სასწავლო ინსტიტუტში უფროს მასწავლებლად მუშაობდა; 1993-1999 წლებში _ ოზურგეთის საქალებო პედაგოგიური ინსტიტუტში ლექტორ-მასწავლებელად; 1994-2007 წლებში _ ოზურგეთის #2 სკოლის პედაგოგად. 1998 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გურიის სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 7 წელი იმუშავა. 2006 წლიდან 2011 წლამდე ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი იყო. 2011 წლიდან 2012 წლის ბოლომდე _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ამ წლების განმავლობაში იმედაშვილი პარტიულ საქმიანობაშიც აქტიურად მონაწილეობდა. იყო "მოქალაქეთა კავშირის" აქტივისტი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კი, "ნაციონალური მოძრაობის" ჩოხატაურის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. თუ რა ხდებოდა ამ შტაბის ხელმძღვანელობით ჩოხატაურში 2012 წელს ჩატარებული არჩევნებისას, "გურია ნიუსის" ვების და გაზეთის არქივებში შეგიძლიათ იხილოთ და წაიკითხოთ.

ერთწლიანი ტაიმაუტის შემდეგ, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილისთვის გამოცხადებული კონკურსისთვის ბევრი ღირსეული, არანაკლები უნარით გამორჩეული, წინა ხელისუფლების დროს უარყოფილი პირი იბრძოდა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სხვებზე დაბალი ქულების მიღების მიუხედავად, იმედაშვილი ამჯობინა. ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში ერთგვარი პროტესტი გამოიწვია: იმედაშვილს ბევრჯერ შეახსენეს პოლიტიკური წარსული და აღნიშნეს, რომ რესურსცენტრის უფროსის თანამდებობა მან გავლენიანი მეგობრების ხელშეწყობით დაიკავა.

რა გააცნობიერა გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ლელა იმედაშვილმა, რატომ უხდის ბოდიშის ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს და როგორ მოახერხა ასეთ მოკლე დროში კოჰაბიტაცია, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

_ ქალბატონო ლელა, ორ წლიანი პაუზის შემდეგ ისევ დაუბრუნდით ოზურგეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას. ხომ არ გეუხერხულებათ?

_ამ დროის განმავლობაში სიმშვიდით, დუმილს ვამჯობინებდი და არც ერთი საჯარო განცხადება ან კომენტარი არსად გამიკეთებია. მადლობთ, რომ ახლა მეძლევა შესაძლებლობა, ამ კონკურსთან დაკავშირებით ერთხელ და საბოლოოდ საზოგადოების ინტერესი დავაკმაყოფილო და მზად ვარ ყველაზე მწვავე შეკითხვებსაც კი გავცე პასუხი. ერთი პირობით, ამ თემაზე საუბარი ჩემგან ამით დასრულდება. საზოგადოების ყურადღებით, ვფიქრობ, ისედაც ზედმეტად ვისარგებლეთ..

ახლა რაც შეეხება დაბრუნებას - უსაზღვროდ ბედნიერი ვარ. უხერხულობას ის ადამიანი შეიძლება გრძნობდეს, ვინც ადგილებს მხოლოდ იმიტომ იკავებს, ცარიელი რომ არ დარჩეს. ჩემთვის ეს არის ოჯახში დაბრუნება, ჩემს დიდ და უსაყვარლეს საგანმანათლებლო ოჯახში დაბრუნება! დაბრუნება იმ საქმესთან, რომელიც მიყვარს, რომელშიც პროფესიონალი ვარ და სადაც ვარ ისე, როგორც "თევზი წყალში". ეს არის დაბრუნება იმ რესურსცენტრში, რომლის ამ სახით შექმნასა და ჩამოყალიბებაში, მისი იმიჯის შექმნაში, ქვეყნის მასშტაბით წლების განმავლობაში ლიდერის სტატუსით ფუნქციონირებაში ცოტა წვლილი მაინც მიმიძღვის, რა თქმა უნდა ჩემს მეგობრებთან და ოზურგეთის საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულ ყველა ადამიანთან ერთად!

_ ვიცით, რომ რამდენიმე ეტაპიანი კონკურსი გაიარეთ ამ თანამდებობისთვის. დაუპირისპირდით თქვენს ახლო მეგობარს, ირინა ინარიძეს. თანამდებობა ღირს ამდენად?

_ უფრო თუ დავაზუსტებთ, გავიარე რამდენიმე ეტაპიანი კონკურსი რამდენიმე ეტაპად. გავიარე არა მარტო მე, ჩემთან ერთად იმ ადამიანებმა, რომლებთან ჩემი ურთიერთობა წლებს ითვლის. ქალბატონი ნათელა თოხაძე და მე, თუ არ ვცდები, უკვე ათწლეულია ერთმანეთთან წარმატებით ვთანამშრომლობთ და ის ჩემს ცნობიერებაში ასოცირდება გონიერ, ნოვატორ ხელმძღვანელთან. არასდროს დამავიწყდება (ვფიქრობ, არც მას) ჩემი პირველი ემოცია მისი სამსახურიდან გათავისუფლების გამო _ მე მაშინ უკვე ჩოხატაურში გახლდით. ქალბატონი ქეთევან მოსახლიშვილი დედაჩემის განსაკუთრებული მეგობარი და წლების განმავლობაში ჩემი პირველი შვილის კლასის ხელმძღვანელი გახლდათ. მარინა ვაშალომიძის მიმართ მიმართვას ქალბატონოთი აღარ დავიწყებ და ეს ალბათ უკვე არის იმის ნიშანი, რა ურთიერთობებიც არის ჩემსა და ამ საოცრად ენერგიულ ადამიანს შორის. ავთო კეჭაყმაძესთან ჩემი ურთიერთობები იმდენივე წლისაა, რამდენიც სკოლის დირექტორების პირველი კონკურსი, რომლის დროსაც ამ უდაოდ ნიჭიერმა კაცმა გამოცდების წარმატებით ჩაბარებითა და სამეურვეო საბჭოს მხარდაჭერით, მერიის საჯარო სკოლის დირექტორის პოსტი დაიჭირა. პროფესიით ფინანსისტ-ეკონომისტი, ირინა ინარიძეც საგანმანათლებლო სფეროს მაშინ დაუახლოვდა, როცა მე ამ დარგს ვხელმძღვანელობდი და ჩვენი თანამშრომლობაც დაიწყო. ის ძალიან გონიერი ქალია და დარწმუნებული ვარ, იპოვის კიდეც თავის საქმეს. ოზურგეთი კი არა, მსოფლიო დაპატარავდა ლამის. როგორც ხედავთ, ყველა კონკურსანტთან მაკავშირებს წლები, საქმე, ურთიერთობები და როგორ ფიქრობთ, ამის გამო ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია, საჯარო კონკურსში მონაწილეობა აღარ უნდა მიეღოთ მათ ან მე? თანაც იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველას სასტარტო, თანაბარი პირობები გვქონდა. ჩვენ ყველამ, კონკურსანტებს ვგულისხმობ, ეს ხანგრძლივი საკონკურსო ეტაპები და პერიოდი ძალიან მშვიდად, კორექტურად და ღირსეულად გავიარეთ - ეს არის მთავარი! მე ყოველთვის ადამიანური ფასეულობების დაცვის მომხრე ვარ!

_ ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე კონკურსანტზე ნაკლები ქულები გქონდათ, თუმცა არჩევანი მაინც თქვენზე გაკეთდა. როგორც ამბობენ, ამაში გავლენიანი მეგობრები დაგეხმარათ და ერთ-ერთი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძეც იყო.

_ შეგახსენებთ, რომ კონკურსი რამდენიმე ეტაპისაგან შედგებოდა _ წარდგენილი დოკუმენტების გადასინჯვა, ტესტირება და ბოლოს გასაუბრება. ეს წესი აუცილებელ პირობად ტესტირებისას ბარიერის გადალახვას ითვალისწინებდა და არა ქულების კონკურსს - ეს ერთი; მეორე - არ ვთვლი, რომ ჩემი პირველი და მეორე ტესტირების შედეგით არ უნდა ვიამაყო და მესამე _ ტესტირება იყო ვიზა უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასასვლელად, რასაც გასაუბრება ჰქვია. როგორ ფიქრობთ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გასაუბრების ეტაპის გავლა, როცა გაკეთებულ და გასაკეთებელ საქმეებზე, სამომავლო ხედვებზე და განათლების დარგის პრიორიტეტებზე გეკითხებიან ჩემი გამოცდილების მქონე ადამიანისთვის რთული შეიძლება ყოფილიყო? რესურსცენტრის ხელმძღვანელად ხომ აუცილებლად ერთი ადამიანი უნდა არჩეულიყო, ერთი, ამ ღირსეულ კონკურსანტებს შორის. დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის ერთი, მასთანაც იგივე იქნებოდა კითხვა "გავლენიან ადამიანებზე" _ და იცით რატომ? სამწუხაროდ, საზოგადოების დაკვეთაა ასეთი - ასე უფრო "საინტერესოა" და იმიტომ. რაც შეეხება ზვიად კვაჭანტირაძეს, ჩემი და ზვიადის მეგობრობა წლებს ითვლის და ვინც მე დიდიხანია მიცნობს, ეს მათ ძალიან კარგად იციან. მე მახსოვს, როცა მას დედა გარდაეცვალა და მაშინ ჯერ კიდევ იდეაშიც არ იყო მისი დეპუტატობა, ძალიან ახლობლები - მისი და მისი ოჯახის მეგობრები ვიყავით დაკრძალვაზე, რასაც ვეღარ იტყოდი უკვე დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძის მამის დაკრძალვაზე. ცხოვრება ასეა, მედროვეებს სად წაუხვალ! ახლა სწორედ ეს მედროვეებია ამ ურთიერთობებს კონკურსის შედეგის დასაკნინებლად რომ იყენებენ! მიუხედავად იმისა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ გადაწყვეტილებაში მას წვლილიც კი არ შეუტანია. ასე რომ ყოფილიყო, კონკურსის მეორე ეტაპის გამართვა საჭირო აღარ იქნებოდა - მე ჩემ წილ ბოდიშს ვუხდი მას საჯაროდ, რომ ამ კონკურსის გამო, ბევრი დაუმსახურებელი გულისტკენა მიიღო.

_ გასულ წელს, ამ დროს თქვენ აქტიურად მუშაობდით "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ _ ყოფილი მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდით ჩოხატაურში. დადიოდით სოფელ-სოფელ და მოსახლეობას არწმუნებდით, რომ ხმა "ნაციონალური მოძრაობისთვის" მიეცათ. თუმცა, არჩევნების შემდეგ, ძალიან მალე ყველაფერი შეიცვალა. ასე მარტივად და მოკლე ხანში როგორ მოახერხეთ კოჰაბიტაცია? არ გეუხერხულებათ დღეს იმ ადამიანებთან მუშაობა, რომლებსაც გასულ წელს, რბილად რომ ვთქვათ, აკრიტიკებდით?

_ გეთანხმებით, არჩევნების შემდეგ მალე ყველაფერი შეიცვალა და მეც სრულად გავაცნობიერე რა ეს ცვლილება, საკუთარი ნებით დავტოვე თანამდებობა და წავედი. ამჯერად არა პოლიტიკაში, არა პოლიტიკურ თანამდებობაზე, არამედ საკუთარ პროფესიაში დაბრუნება, საკუთარ საქმესთან მიახლოება მეკრძალებოდა? თანაც, კიდევ ვიმეორებ, საჯარო და ღია კონკურსის წესით, ტესტირებებით, გასაუბრებებით, ერთი ეტაპით, მერე კიდევ ახლიდან ყველა ეტაპის გავლით, მეკრძალებოდა? ვისთან უნდა ვგრძნობდე უხერხულობას და რატომ? მე რომ ამ კონკურსში არ გამემარჯვა, მაშინ საზოგადოება იცით რაზე დაიწყებდა აპელირებას? ნახეთ, პროფესიონალი პოლიტიკური ნიშნით დაიწუნესო. მადლობა ღმერთს, რომ ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, ამ გადაწყვეტილებით მე პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი არ ვარ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, როგორც ქალბატონმა მინისტრმა ერთ თავის გამოსვლაში ბრძანა, პროფესიონალების საჭიროება დაინახა.

_ თქვენ ერთ წელზე მეტი ჩოხატაურის გამგებელი იყავით. გვახსოვს თქვენი დაპირებები. ამ გადასახედიდან, შეგიძლიათ გულრწფელად გვიპასუხოთ და გვითხრათ რა შეგეშალათ გამგებლად მუშაობის პერიოდში?

_ დიახ, მე ერთ წელზე მეტი ჩოხატაურის გამგებელი ვიყავი. ეს იყო ჩემთვის სრულიად ახალი გამოწვევა, რომელიც მივიღე და რომელმაც მე დიდი გამოცდილება შემძინა. შემძინა ძალიან ბევრი მეგობარი, გამხადა ჩოხატაურის დიდი გულშემატკივარი. ერთ რამეში დამარწმუნა კიდევ _ თუ სახელმწიფო მოხელე ხარ და ფიქრობ, რომ ყველა მადლიერი გყავს, წასულია შენი საქმე! რაც მეტ საქმეს წამოიწყებ, გრძნობ, 100-ჯერ მეტი დაგრჩა გაუკეთებელი! ეს თუ შემეშალა, დაე, ასე იყოს. 100-ჯერ მეტი საქმის გაკეთება გამიხარდება ჩოხატაურისა და ჩოხატაურელებისთვის!

_ წლების განმავლობაში გვახსოვს თქვენი გამოსვლები ყრილობაზე თუ სხვა პოლიტიკურ შეხვედრებზე... "მოქალაქეთა კავშირი", შემდეგ ვანო ჩხარტიშვილის გუნდში ყოფნა, "ნაციონალური მოძრაობა".... ასე ხშირად გეცვლებათ ღირებულებები თუ სხვა რამეშია საქმე?

_ მიხარია, რომ გახსოვთ ჩემი გამოსვლები სხვადასხვა ტიპის შეხვედრებზე, ტელევიზიით, პრესით. თქვენ ალბათ არ გახსოვთ ჩემი გამოსვლები, როგორც წარჩინებული მოსწავლისა და სტუდენტის, სასკოლო კლუბების ხელმძღვანელის, საუნივერსიტეტო ღონისძიებების წამყვანის _ დიახ, მე აქტიური პოზიცია მეჭირა ყოველთვის. 28 წლის ასაკში გურიის სასკოლო ოლქის სამმართველოს უფროსი გავხდი და ჩემი სამსახურეობრივი პოზიციის, პიროვნული უნარ-ჩვევების წყალობით ხშირად მიწევდა საჯარო გამოსვლები და ჩართულობები. ამაში გასაკვირიც არაფერია _ კარგი წარმდგენი, კონფერანსიე, ღონისძიებების დამგეგმავი, ორგანიზატორი ყველგან საჭიროა. რატომღაც ბევრი ადამიანი მახსენდება რეალურად სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებში გადაბარგებულ-გადმობარგებული. მე კი პოლიტიკური თანამდებობა მხოლოდ 2011 წელს დავიჭირე და ვფიქრობ, ესეც საინტერესოა - საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქალი, სხვა რაიონში, გამგებლად _ ესეც ადამიანის უნარების გათვალისწინებით მიღებულ გადაწყვეტილებას ჰგავს, არა? ცნობისათვის, 2006 წელს მე ზუსტად ისეთივე კონკურსით დანიშნული გახლდით რესურსცენტრის უფროსად, რომელზედაც ახლა ამხელა აჟიოტაჟია. უბრალოდ, მაშინ კონკურენტი არ მყავდა და რომ არა ჩემი წასვლა ჩოხატაურში, ოზურგეთის რესურსცენტრში უფროსის თანამდებობაზე კონკურსიც არ გამოცხადდებოდა, ისე როგორც ახლა ძალიან ბევრ რაიონში. ასე რომ, ჩემს პოლიტიკაში წასვლასაც თავისი დადებითი მხარე მოეძებნა _ ამდენი დაინტერესებული პირის ემოცია სად დაიხარჯებოდა? ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა.

_ "ნაციონალურ მოძრაობაზე", რომლის გუნდის წევრიც იყავით ერთ დროს და რომლის დანაშაულებრივ საქმიანობაზე ბევრი დოკუმენტი არსებობს, დღეს რას ფიქრობთ?

-ქვეყანა, პოლიტიკური გაერთიანება, საზოგადოება, ოჯახი _ მოკვდავი ადამიანებისგან შედგება და მოკვდავი ადამიანების მსგავსად, შეცდომებზე სწავლობს. რეალობებმა ჩემს გადაწყვეტილებებშიც შემატანინა ცვლილებები და ამიტომაც გადავწყვიტე დავუბრუნდე ჩემს პროფესიას.

_ სამომავლო გეგმები როგორია?

ჩემი საქმიანობა ყოველთვის წარმატებაზე იყო ორიენტირებული და ახლაც ასე იქნება! განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი გამოწვევებისა და ინიციატივების სწრაფი განხორციელებით, მაქსიმალური ინფორმირებულობით, ჩემს მეგობრებთან ერთად კიდევ ბევრი ახალი საინტერესო ინიციატივით, ოზურგეთის საკეთილდღეოდ და განათლების სფეროში ოზურგეთელთა აღიარებისთვის ყველაფერს გავაკეთებ! აქვე არ შემიძლია ძალიან დიდი მადლობა არ მოვუხადო ყველა ჩემს გულშემატკივარს და ქომაგს, იმ ადამიანებს, ვისი სიყვარულიც მასულდგმულებდა და მამხნევებდა!

_ არის ისეთი რაიმე რაც უთქმელი დარჩა?

- მამაჩემი, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, საუკეთესო თამადა და მონადირე გახლდათ. ხშირად ამბობდა "იმ ტყეში, სადაც მგელი არ არის, შველი არ ჩერდებაო". ამ "მგლებს" მე ცხოვრების სტიმულს დავარქმევდი, მუხლის "არმოდრეკის სტიმულს". ჩემი ერთწლიანი უმუშევრობის პირობებში, ბევრი ადამიანის სახე სხვაგვარად დავინახე, უფრო სწორად, რეალობას ჩავხედე თვალებში. თუმცა, რომ გითხრათ, შევიცვალე და ახლა სხვა ადამიანი ვარ-თქო, ვერ გეტყვით. ვთვლი, თუ ვინმესთვის ხელი მომიმართავს, ჩემი სიტყვის თუ საქმის შეწევნით გზაზე დამიყენებია, სწორად გამიკეთებია და ჩემი განვლილი ცხოვრებით უკან მოხედვის არ მეშინია. დღესაც, თავიდან რომ ვიწყებდე ცხოვრებას, ზუსტად ასე ვიცხოვრებდი და ასე ვიცხოვრებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე! მადლობა ღმერთს, რომ ჩემს გვერდით არის ჩემი დიდი ოჯახი, სადაც ცხოვრება ბედნიერებაა. დანარჩენი ყველაფერი წარმავალია!




 ახალი ამბები
  • არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგი _ დაკავებულია ბავშვების დედაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს. გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ი.უ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს - 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს"-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ქედაში სამგზავრო ავტობუსი ამოყირავდაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქედაში 15 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის დროს ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბოლატორიული დახმარება უტარდება, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დამატებითი კვლევებისთვის გადაჰყავთ. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას ... ...
  • შიდა ქართლში რუსმა ოკუპამტებმა 2 მამაკაცი დააკავესრუსმა ოკუპანტებმა, სავარუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს განაპირას ორი მამაკაცი დააკავეს. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა 60 წლამდე მამაკაცები საქონელს მწყემსავდნენ. მაუწყებლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი ამჟამად უკვე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. გატაცების ფაქტს სუსიც ადასტურებს, თუმცა თავად გატაცებულის ოჯახებს მომხდარზე საუბარი კატეგორიულად არ სურთ. უფრო მეტიც - ისინი გატაცების ფაქტს არ ადასტურებენ და "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფის მიმართ საკმაოდ აგრესიულები იყვნენ. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო ... ...
  • "გამოვექეცი და მაინც დამიჭირა" _ 12 წლის გოგო რამდენჯერმე გააუპატიურეს12 წლის გოგო რამდენჯერმე გააუპატიურეს. გოგონას თქმით, არასრულწლოვანი მამაკაცმა სახლიდან იარაღის მუქარით ჩუმად გაიყვანა. რის შემდეგაც ჯერ საკუთარ სახლში გააუპატიურა, შემდეგ ტყეში წაიყვანა, _ შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. გოგონა ახლა 16 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღძრულია, მოძალადე ჯერ დაკავებული არაა. როგორც გოგონას სოფელში ჰყვებიან, მამაკაცს მსგავსი დანაშაულის ჩადენა სხვა ოჯახებშიც უცდია. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია "დეა" ... ...
  • ზურაბ ნასარაია, საერთაშორისო კონფერენციას „შავი ზღვის ქვეყნების სამომავლო პერსპექტივები“ დაესწრო (R)სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში , რომელიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) და შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICBSS) ორგანიზებით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩატარდა. კონფერენცია ევროკავშირის და ევროკავშირის არაწევრი შავი ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის დიალოგის პლატფორმა იყო და შავი ზღვის ქვეყნებს შორის დისკუსიის სტიმულირებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების ფარგლებში თემატურ ჯგუფებს შორის სამუშაო შეხვედრები ჩატარდა. ერთ-ერთი თემა კულტურა და ტურიზმი იყო. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანს ევროკავშირის პროგრამებში და ფინანსურ ინსტრუმენტებში გასათვალისწინებლად კულტურისა და ტურიზმის სფეროებში კონკრეტული იდეებისა და პროექტების შეთავაზება და იდენტიფიცირება წარმოადგენდა. ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ მთლიანად შავი ზღვის რეგიონს გააჩნია მდიდარი ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობა და მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები, რომელიც მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. გურიის მხარის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, რეგიონის პოტენციალზე ეკოტურიზმის მიმართულებით ისაუბრეს, ასევე, ყურადღება გაამახვილეს გურული ფოლკლორის უნიკალურობასა და თავისებურებაზე და კულტურული ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე გადაიდგა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები გურიის რეგიონსა და დამსწრე ორგანიზაციებს შორის, განსაკუთრებით ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით. შეხვედრას ევროკომისიის წარმომადგენლები, საბერძნეთის რამდენიმე უწყების მინისტრი, ელჩები, კვლევითი ინსტიტუტების და სხვადახვა სამთავრო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?