თინა ხიდაშელი: "გიორგი ჩემიას სასამართლო, საქართველოში, აღარასდროს იქნება!"

მთავარი თემა

თინა ხიდაშელი: "გიორგი ჩემიას სასამართლო, საქართველოში, აღარასდროს იქნება!"

2013 ნოე 2 12:01:15

"რაც აქ ჩვენ მოვისმინეთ ამ დემაგოგიაზე, რამდენიმე წინადადებას დავამატებ. მთელი ეს ამბავი რაც ახლა მოვისმინეთ კრიმინალურ ავტორიტეტები, რომ მართავენ სასამართლოს და რომ ჩვენ, იმათი გადაწყვეტილებით და კონსულტაციებით ვიღებთ დირექტივებს და ა.შ.

გაგახსენებთ საჯარო სივრცეში კრიმინალურ ავტორიტეტებთან და ქურდებთან ბრძოლას, რომელიც დაიწყო ერთი ძალიან ცნობილი ამბით. გახსოვთ, მოჭიდავეების აქცია იყო, როდესაც ხელისუფლებამ მთავარ კრიმინალურ ავტორიტეტად ქვეყანაში "ჯღანა" გამოაცხადა. მას გამოუცხადა ბრძოლა როგორც ქვეყნის მთავარ მტერს და ბოროტებას. მერე ის მოსამართლე, რომელმაც გაბედა და პროკურორის მოთხოვნისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება გამოიტანა, მეორე დღეს გაათავისუფლეს. უფრო სწორად ამ მოსამართლემ დაწერა განცხადება  და თვითონ წავიდა სასამართლოდან. როგორ მოხდა ამ განცხადების დაწერა, ამაზე მერე ბევრი საუბარი იყო. როგორ დაადეს იარაღი და როგორ დააწერინეს განცხადება. ახლა ბოლო ამბავი მინდა გითხრათ შარშანდელი, რაზეც მე საარჩევნო კამპანიის დროს ბევრს ვსაუბრობდი, ახლაც გავიმეორებ, აი ის თქვენს მიერ კრიმინალურ ავტორიტეტად გამოცხადებული "ჯღანა" თქვენი საარჩევნო შტაბის აქტიური წევრი, მე დამსდევდა საარჩევნო კამპანიის დროს, ცდილობდა ჩემი შტაბის წევრებზე ფიზიკურ ზეწოლას, ფიზიკურ ზემოქმედებას და პრობლემების შექმნას.

თქვენი საარჩევნო შტაბის წევრი იყო. თქვენი მეგობარი იყო და თქვენს საარჩევნო პლაკატზე ეხატა ერთ-ერთი ის კრიმინალური ავტორიტეტი, რომელსაც მაშინ მასთან ერთად გამოუცხადეთ ბრძოლა. თქვენს საარჩევნო პლაკატზე იყო, ქუჩებში და მოედნებზე გქონდათ გამოკრული ამ ადამიანის სურათი თქვენს კანდიდატთან ერთად." _ განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელმა თავის გამოსვლაში პასუხი ჩიორა თაქთაქიშვილსაც გასცა:

"მოგენატრათო, თქვა ქალბატონმა ჩიორამ. მე მინდა გაგახსენოთ, რომ თქვენს პოლიტიკურ გუნდში არიან ის ადამიანები, რომლებიც ქრთამის მიღება-გაცემას, ქრთამით საქმეების მოგვარებას არა თუ ეგუებოდნენ, არამედ მათი პროპაგანდისტები იყვნენ. მათ გვერდში ედგნენ,  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. მათთან ერთად იბრძოდნენ. შემიძლია გრძელი სია წარმოგიდგინოთ გიგი წერეთლით, ან თქვენი ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტით დავიწყო, რომ გავაგრძელო იმ ადამიანების ჩამოთვლა, რომელთა გვარი ბევრია, რომლებიც სწორედ შევარდნაძის კორუმპირებული სისტემის ნაწილი იყვნენ. ჩვენ ყოველთვის მათ ოპოზიციაში ვიყავით.

ჩვენთან არ გამოგივათ ოპონირება, საკუთარ გუნდში იოპონირეთ, როდესაც შევარდნაძეს ახსენებთ ხოლმე. ჩვენ არცერთი დღე  მასთან ხელისუფლებაში არ გაგვიტარებია.

დიახ, მე პირდაპირ გეუბნებით, არ მახასიათებს მიჩქმალვით, ზურგს უკან საუბრები და ამბების ხლართვა. პირდაპირ გეუბნებით. სანამ არ იქნება სისტემაში ჩამოყალიბებული პოზიცია, სანამ სამართლებრივად არ დადასტურდება, სანამ ყველა კრიტერიუმი არ დაკმაყოფილდება, რომ მაგალითად მოსამართლე ჩემია შეიძლება იყოს სამუდამოდ დანიშნული მოსამართლე ამ ქვეყანაში. ის ნამდვილად არ დაინიშნება სამუდამო მოსამართლედ და ის რაც წერია კანონში, შეგნებულად და სწორად წერია.

მე მესმის, რომ სწორება მოსამართლე ჩემიაზე გქონდათ, რომელმაც მოხსნა რეკორდი მე მგონი მთელს სამყაროში, მარტო საქართველოში კი არა, იმიტომ რომ   სასამართლო პროცესზე მობილური ტელეფონით ჰქონდა კომუნიკაცია პროკურატურასთან პატიმრების საშუალებით. როდესაც თვითონ ვერ გაერკვა რა გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა, რა კითხვა დაესვა და შალვა შავგულიძის რომელი შუამდგომლობა დაეკმაყოფილებინა ან არ დაეკმაყოფილებინა. თვითონ რომ ვერ გაერკვა, იმიტომ რომ შალვა ძალიან, უკაცრავად ამ ჟარგონზე, მიმწოლი და პირდაპირი იყო და არგუმენტირებული. ჩემიამ პატიმრებთან მობილური ტელეფონით კომუნიკაცია დაამყარებინა პროკურატურას და მათი დახმარება მიეღო. კი,  ასეთ მოსამართლესთან ჩვენ თუ კითხვები გვაქვს, არც თქვენ უნდა გიკვირდეთ და მადლობელი უნდა იყოთ,  რომ  იმ ბოროტებას, რომელიც თქვენ  დაამკვიდრეთ 9 წლის განმავლობაში სასამართლოში, თვალებდახუჭული არ ვიღებთ, ტაშს არ უკრავთ და ლეგიტიმაციას კიდევ უფრო მეტად არ ვზრდით.

იგივე ეხება მაგალითად  მოსამართლე კოპალიანს. შემიძლია ის ისტორიებიც გავიხსენო სასამართლოში რა ხდებოდა პროკურატურის მიერ. დღეს ვინმე როგორ ბედავს საერთოდ, სასამართლოს ზეწოლაზე ილაპარაკოს იმ ხალხმა, რომლებიც,  კიდევ ერთხელ ვამბობ, შნურით იყავით მიერთებული პროკურატურასთან სასამართლოს დარბაზებიდან. პირდაპირ ტელეფონის შნურით იყავით მიერთებულები. იქ მყოფი პროკურორიც არ იყო საკმარისი იმისთვის, გადაწყვეტილებები მიგეღოთ და თავი გექნიათ ყველაფერზე,  რასაც პროკურატურა სასამართლო პროცესზე ამბობდა.  ტელეფონი გჭირდებოდათ დამატებით, რომ შემოსულიყო მოქმედებაში. ამიტომ, მე პრობლემა არ მაქვს, რაზეც გინდათ იმაზე ილაპარაკეთ, რაც უფრო მეტი იქნება ასეთი გამოსვლები,  პირიქით, მივესალმები. იმიტომ რომ ყოველდღიურად მორიგ, მორიგ, მორიგ ლურსმანს უსვამთ იმ პოლიტიკურ კუბოს, რომელიც გამოთალეთ რამდენიმე წლის წინ და  გამოთლასაც აგრძელებთ. ეს არ არის ჩემი პრობლემა, ეს თქვენი პრობლემაა. მაგრამ, მე ფიქრობ, რომ უმრავლესობა შეცდომას უშვებს რაღაც მომენტში, როდესაც რაღაც მომენტში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გიპასუხოთ. ხანდახან, უნდა გიპასუხოთ, რომ ვინმე მაინც ილუზიებში არ ჩავარდეს და არ გაუჩნდეს იმის განცდა, რომ სამართლიანს და სწორ რაღაცას ლაპარაკობთ.

არასოდეს გიორგი ჩემიას სასამართლო საქართველოში აღარ იქნება. რომელსაც შნურით პროკურატურაზე მიმაგრება სჭირდება." _ განაცხადა ხიდაშელმა.




 ახალი ამბები
  • იუსტიციის მინისტრი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიერ მოყვანილი მოსავლის აღებას დაესწრო (R)„ჩვენ მიერ გლდანში გაზაფხულზე შემოტანილი პროექტის შედეგად, მსჯავრდებულები უკვე მოსავალს იმკიან და ფინანსურ შემოსავალსაც იღებენ“, _ ასე დაიწყო საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებთან შეხვედრა.  მინისტრი გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე 2019 წლის გაზაფხულიდან მოქმედ სასოფლო-სამეურნეო პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილი მოსავლის აღების პროცესს დაესწრო. დღეს პატიმრებმა  შემდეგი მოსავალი აიღეს - ორ-ორი სახეობის ლობიო და ჭარხალი, კიტრი, პომიდორი, რეჰანი, შაშკულავი და ოხრახუში, ასევე ჟოლო.   პროექტში 7, გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელის მქონე პირია ჩართული. აღსანიშნავია, რომ აღებული მოსავლის რეალიზაციას, საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, პატიმრები  ერთ-ერთ დიდ სუპერმარკეტში ახორციელებენ. გარდა ამისა, მსჯავრდებულების მიერ მოყვანილ პომიდორსა და იისფერ ლობიოს კერძების დასამზადებლად კაფე "ლიტერა” ყიდულობს. პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა პროექტში დასაქმებული პატიმრების შემოსავლის წყაროა. დღეისათვის, პროექტის ფარგლებში პატიმრებს 2000 ლარამდე შემოსავალი აქვთ მიღებული. თანხის ერთი ნაწილი მათ პროექტის დაფინანსებას დაუთმეს, ხოლო დანარჩენი თანხა მათ ბარათებზე შემოსავლის სახით დაირიცხა. დღესვე,  მინისტრმა პროექტში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები გადასცა პროექტის  მხარდამჭერი სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-ის აგრონომებს, ზვიად ბობოქაშვილს, ირმა ირემაშვილს და ფრიდონ სანაიას, რომლებიც მსჯავრდებულებს პროდუქციის მოყვანაში უწევენ დახმარებას. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი, საფრანგეთ - საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ანტუან ლორენ ბარდონი, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“, "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი"-სა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრის თქმით, მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა ე.წ. დახურული ტიპის დაწესებულების მსჯავრდებულებისათვის საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციისათვის. პროექტი, რომლის ფარგლებშიც N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულები სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმდნენ, გაზაფხულზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივითა და საფრანგეთ -საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური ხელშეწყობით შემუშავდა. პროექტის მიზანია, დაწესებულებაში მყოფი სრულწლოვანი მსჯავრდებულების, მათ შორის, უვადო სრულწლოვანი პატიმრების დასაქმება. პროექტის მხარდამჭერები საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატასთან ერთად არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი" და შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია". ... ...
  • მაია მელიქიძის ინიციატივით ენერგო წყაროების ლაბორატორია დაფუძნდა (R)საქართველოში პირველად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია გაიხსნა. RES Lab-ის შექმნის მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა, შესაბამისი კვლევების განხორციელება და კონსულტაციების გამართვა. ლაბის ფარგლებში შეიქმნება სადისკუსიო პანელი, სადაც კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები გაერთიანდება. პანელური შეხვედრების ფორმატში მუდმივად განიხილება კვლევების შედეგები, რეკომენდაციები და მისი განხორციელების გზები საქართველოში.  ლაბორატორიის ფარგლებში ეტაპობრივად გაწევრიანდებიან სხვადასხვა ორგანიზაციები, წევრობა არ ითვალისწინებს ფინანსურ კონტრიბუციას და მოიაზრებს მხოლოდ ინტელექტუალურ და აკადმიურ პარტნიორობას. განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორიის დაფუძნების ინიციატორია სემეკის წევრი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარმომადგენელი მაია მელიქიძე. ... ...
  • ჩოხატაური-ლეჟაისკი _ დიდი სამომავლო გეგმებიმიმდინარე წლის 4-11 სექტემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის მინდია ჟღერიას, საკრებულოს აპარატის სპეციალისტების ჯუმბერ ბერძენიშვილისა და ნაზი ბერძენიშვილის შემადგენლობით, ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა პოლონეთის ქალაქ ლეჟაისკში. დელეგაციის წევრები დაესწრნენ ყოველწლიურ ტრადიციულ შემოდგომის ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობა იღებს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის მუნიციპალური სამსახურები, სოფლების თვითმმართველობები, ასევე, პოლონეთის პარლამენტის წევრები და საეკლესიო პირები. ვიზიტის დროს გახორციელდა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა უშუალოდ ქალაქ ლეჟაისკის თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან, სადაც სტუმრები ადგილზე გაეცნენ თვითმმართველობის მუშაობის წარმატებულ პრაქტიკას. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელები ესტუმრნენ ლეჟაისკის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს. საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ინიციატივით მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პოლონეთის დელეგაციის სტუმრობისას დაიწყო, მომავალში იმ გამოცდილების გაზიარების შესახებ, რომელიც ქალაქ ლეჟაისკში არსებულ აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით წარმატებულ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს გააჩნია. ამ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის დასრულებისა და ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, პოლონეთის მხარე დახმარებას გაუწევს სასწავლებელს, როგორც საგანმანათლებლო კუთხით, ასევე, შესაძლებელი იქნება გაცვლითი პროგრამების გახორციელება. პოლონეთის მხრიდან, ასევე, გამოითქვა მზაობა, მოხდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის და ქალაქ ლეჟაისკის რამდენიმე სკოლის დამეგობრება, გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების გახორციელება. 2020 წლის ივნისში, ქალაქ ლეჟაისკში გაიმართება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 20-ზე მეტი მაღალი დონის შემსრულებელი, მათ შორის სპეციალური სტუმრის სტატუსით მიწვეულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „ამაღლება, რომლის გამოსვლებს ფესტივალის ერთი დღე მთლიანად ... ...
  • ზურაბიშვილის პირველი კომენტარი სკანდალურ შეწყალებებზე: "არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა"საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ შეწყალებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პირადად მან მიიღო და ამაში არავინ ჩარეულა: "იყო ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის ჩემს საპარალამენტო მდივანზე, მაგრამ ეს არ არის მისი კომპეტენცია და ის არ შეიძლება, ჩარეული ყოფილიყო. მე მივიღე გადაწყვრტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში ამ წუთებში მიმდინარეობს. მისივე თქმით, მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. „როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორ იქნება, წესები როგორი იქნება და როგორ იქნება შეწყალება, ამის მიხედვით განისაზღვრება", _ განაცხადა ზურაბიშვილმა. ამავე თემაზე: ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ძებნილის სკანდალი: "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ძალიან მეშინია" მკვლელები, ყაჩაღები და ახლა უკვე ძებნილი _ ვინ შეიწყალა სალომე ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს _ "იყო ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე"საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. „როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორ იქნება, წესები როგორი იქნება და როგორ იქნება შეწყალება, ამის მიხედვით განისაზღვრება. იყო ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის ჩემს საპარალამენტო მდივანზე, მაგრამ ეს არ არის მისი კომპეტენცია და ის არ შეიძლება, ჩარეული ყოფილიყო. მე მივიღე გადაწყვეტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა“, _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სგაანგებო ბრიფინგზე, რომელიც ამ წუთებში ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...