კიდევ ერთი ბრალდება შსს-ს წინააღმდეგ

მთავარი თემა

კიდევ ერთი ბრალდება შსს-ს წინააღმდეგ

2013 ნოე 3 00:10:17

"შსს-ს რუსთავის სამმართველოს უფროსმა მოულოდნელად თავში რაცია ჩამარტყა და ხელები ყელში წამიჭირა. შემდეგ იარაღი ამოიღო, გადატენა და პირში ჩამიდო... "ადამია ისე დამემუქრა... მე რომ ახლა სხვაგან მქონდეს სახლი, წავიდოდი და სხვა ქალაქში ვიცხოვრებდი. ისე დაიმუქრა, თუ ეგ აქ პოლიციელი იქნება, რაღაცას მაინც გამიკეთებს..." _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას 29 წლის ვასილ ლომსაძე, რომელიც ამ დროისთვის ტვინის შერყევის დიაგნოზით წევს.

27 ოქტომბერს საღამოს ვასილ ლომსაძეს მისმა მეგობარმა ამირან გამყრელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ მასთან, სახლში მისულიყო. ადგილზე მისულ ლომსაძეს ოჯახში სუფრა დახვდა გაშლილი, სადაც მასპინძელი შსს-ს რუსთავის სამმართველოს უფროსის მოადგილე ზაალ ადამიასთან ერთად სვამდა. მათ ლომსაძე სუფრასთან მიიპატიჟეს.

"დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ადამია სუფრიდან ადგა, ამირანი გვერდით გაიყვანა და ეუბნება - ეს ვინ მოათრიე, პრობაციონერთან ერთად რა მინდაო და ჩემი მისამართით შეიგინა," _ ამბობს ლომსაძე და დასძენს, რომ ამის გამო მასსა და ადამიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, პოლიციის უფროსის მოადგილე დაემუქრა და შემდეგ წავიდა.

დაახლოებით 20 წუთის შემდეგ გამყრელიძის ბინა ლომსაძემაც დატოვა. თუმცა, რამდენიმე სადარბაზოს მოშორებით მან ადამიას მანქანა დაინახა.

"ჩაჯექი მანქანაშიო და ჩავჯექი მეც. მოულოდნელად თავში რაცია ჩამარტყა და ხელები ყელში წამიჭირა. შემდეგ იარაღი ამოიღო, გადატენა და პირში ჩამიდო. მაგინებდა და მემუქრებოდა... რამდენიმე წუთის შემდეგ კარი ამირან გამყრელიძემ გააღო და მანქანიდან გადამათრია. ადამიამ კი მანქანა დაძრა და წავიდა" _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ვასილ ლომსაძე.

როგორც იგი აღნიშნავს, გამყრელიძემ და კიდევ ერთმა პიროვნებამ, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო, პირველივე სადარბაზოს პირველივე ბინაში შეიყვანეს, რათა მისთვის სისხლი ჩამოებანათ. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, როდესაც იგი უკვე სადარბაზოდან გამოჰყავდათ, ადგილზე უკვე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები.

ბრალდებულის თქმით, პოლიციელებს არ აუხსნიათ მისთვის, თუ რა მიზეზით აკავებდნენ. როგორც ლომსაძე ამბობს, პოლიციელებმა იგი ცემა-ტყეპით წაიყვანეს მანქანისკენ, რა დროსაც მან გონება დაკარგა. ამ ფაქტს, ბრალდებულის თქმით, გამყრელიძე და რამდენიმე პიროვნება შეესწრო.

"15-მდე პოლიციელი მომვარდა, ხელები გადამიგრიხა. წიხლებს მირტყამდნენ და ისე მივყავდი მანქანისკენ და ამ დროს გონება დავკარგე. შემდეგ, უკვე რუსთავის პოლიციის მე-2 განყოფილებაში მოვედი გონს. წყალი შემასხეს და..." _ ამბობს ლომსაძე.

მისივე თქმით, ადამიამ და პოლიციის სხვა თანამშრომლებმა მისი ცემა პოლიციის განყოფილებაშიც გააგრძელეს. ლომსაძე აღნიშნავს, რომ ამ ფაქტს ასევე ესწრებოდნენ რუსთავის პოლიციის უფროსი იაგო საური, მე-2 განყოფილების უფროსი, სამხარეოს უფროსის მოადგილე.

"ისინი მეორე ოთახში იყვნენ. ადამაია ოთახიდან ოთახში დამათრევდა და მათ ეუბნებოდა, რომ ჩემი ადგილი ციხეშია," _ იხსენებს ლომსაძე.

მისივე თქმით, ბრალი ოფიციალურად განყოფილებაში მიყვანიდან მხოლოდ 3-4 საათის შემდეგ, შუაღამისას წაუყენეს, ამ დროის განმავლობაში კი ადამია სცემდა და ემუქრებოდა, რომ 15 წლით ციხეში გამოკეტავდა.

მოგვიანებით ლომსაძე გარდაბნის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. თუმცა, იგი ცუდად გახდა და სამედიცონო დახმარება დასჭირდა.

როგორც ბრალდებულის მეუღლე თათია ივანაური "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, ლომსაძეს ტვინის შერყევა აქვს. ასევე, დაზიანებები აქვს თვალის არესა და ნიკაპქვეშ, სადაც როგორც თვითონ ბრალდებული აცხადებს, რუსთავის პოლიციის უფროსის მოადგილემ ფიზიკური ანგარიშსწორებისას იარაღის კონდახი ამოარტყა.

ლომსაძეს ბრალი 353 პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმასა და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა აღკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე არ დააკმაყოფილა და ლომსაძე 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რაც ბრალდებულმა 10 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ბრალდების მხარემ განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, სააპელაციომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ამასთან, როგორც ლომსაძე და მისი მეუღლე აღნიშნავენ, რუსთავის პოლიციის გამომძიებლების მხრიდან მოწმეებზე ზეწოლა ხდება. რამდენიმე საათის წინ ისინი განმეორებითი დაკითხვისთვის განყოფილებაში ისევ დაიბარეს. დაკითხვას ლომსაძის ადვოკატიც ესწრება.

"ადამია ისე დამემუქრა... მე რომ ახლა სხვაგან მქონდეს სახლი, წავიდოდი და სხვა ქალაქში ვიცხოვრებდი. ისე დაიმუქრა, თუ ეგ აქ პოლიციელი იქნება, რაღაცას მაინც გამიკეთებს..." _ ამბობს ლომსაძე.

"გურია ნიუსი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას ადამიას მიერ ლომსაძის ცემის შესახებ და აღნიშნავს, რომ ამასთან დაკავშირებით სხვა კომენტარს არ გააკეთებს.

ამასთან, მათივე განცხადებით, ლომსაძე წარსულში 4-ჯერ არის ნასამართლევი.

"გურია ნიუსი" აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ლომსაძეს და მის ადვოკატს დაუკავშირდა. ისინი სამინისტროს განცხადებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ლომსაძე წარსულში მხოლოდ ერთხელ, კერძოდ, 4 თვის წინ არის ნასამართლევი. ლომსაძეს ბრალად რესტორნის დაცვის პოლიცელის ფიზიკური შეურაცხყოფა ედებოდა, რისთვისაც მას 5-წლიანი პირობითი აქვს მისჯილი.

ბრალდებულსა და მის ადვოკატთან საუბრის შემდეგ "გურია ნიუსი" კვალვ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ლომსაძის ნასამართლეობების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ ინფორმაციას მოიძიებდნენ. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღნიშნეს, ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოდან უნდა მიგვეღო. აღსანიშნავია, რომ მოქალაქის ნასამართლეობის შესახებ ინფორმაციის ფლობა შს სამინისტროს უფლებამოსილებაა. თუმცა, სამინისტრომ "გურია ნიუსს" აღნიშნული ინფორმაცია არ მოაწოდა.

"გურია ნიუსი" ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას განაგრძობს და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

შენიშნვნა: წარმოდგენილი ფოტოები შემთხვევიდან 4 დღის შემდეგ არის გადაღებული.

მსგავსი თემები:

5 გახმაურებული საქმე, სადაც სამართალდამცავთა დანაშაული იკვეთება




 ახალი ამბები
  • ჭიათურაში უკანონოდ დატყვევებული დათვი იპოვნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ჭიათურაში, მოხეტიალე ცირკის მიერ დათვის უკანონოდ დატყვევების ფაქტი გამოავლინეს. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს, საქმის მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება. დათვი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა გადაიყვანეს, სადაც ის შესაფერის პირობებში მოთავსდება სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. ... ...
  • "ყველაზე ყლ....ბა ტელევიზიაა" _ აქციის მონაწილე POST ტვ-ს ჟურნალისტსერთ-ერთი მოქალქე პირდაპირი ჩართვისას პოსტივის გადამღებ ჯგუფთან მივიდა, რომელმაც იკითხა _ აქციაზე მოსვლა და დღევანდღელი ცხოვრება რამდენი კილო კარტოფილი დაუჯდა ხელისუფლებას? შემდგომ ჟურნალისტს ჰკითხა რომელი ტელევიზიის წარმომადგენელი იყო, ლოგოს ნახვის შემდეგ კი თქვა,რომ ყველაზე ყლ....ბა ტელევიზია, რასაც გადამღები ჯგუფის და აქციის მონაწილეებისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა და ის პროვოკაციაში ... ...
  • თავისუფლების მოედანზე შეკრებილები დაიშალნენთავისუფლების მოედანზე შეკრებილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მათ პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა. ამის შემდეგ საკომუნიკაციო საშუალებებიც ხელმისაწვდომი ... ...
  • ბათუმის სამედიცინო ცენტრში გოლიათი დაჩი ნიკოლაიშვილი დაიბადაბათუმის სამედიცინო ცენტრში გოლიათი დაჩი ნიკოლაიშვილი დაიბადა. ახალშობილის წონა  5 კილოგრამია.  “ახალშობილის საშუალო წონა 3-დან 4 კილოგრამამდე მერყეობს, თუმცა ხან მეტისმეტად პატარები, ხან კი მეტისმეტად დიდები იბადებიან. ახალშობილებს, რომელთა წონაც დაბადებისას 3 კილოგრამზე ნაკლებია, მცირეწონიანებს უწოდებენ (ოღონდ - იმ შემთხვევაში, როცა ისინი დროულად იბადებიან და არა დროზე ადრე). როდესაც ბავშვის წონა 4 კილოგრამზე მეტია, ხოლო სიგრძე 54-56 სანტიმეტრზე ნაკლები არ არის, ამბობენ, რომ დაიბადა დიდი ბავშვი. დღესდღეობით, გოლიათის დაბადება (5 კილოგრამი და მეტი) იშვიათობა არ არის.  სიცოცხლის პირველ დღეებში ახალშობილი წონას იკლებს. ეს წონის ფიზიოლოგიური დაქვეითებაა. დიდ ბავშვებს წონის დაქვეითება უფრო მკვეთრად აქვთ გამოხატული, ვიდრე ნორმალური წონის ახალშობილებს. ერთი წლის ასაკისთვის ყველა ბავშვის წონისა და სიგრძის მაჩვენებელი საშუალოს უნდა მიუახლოვდეს.“- წერია ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ... ...
  • “ხუთი ადამიანი დარჩა, რომლებიც ჩემი წინააღმდეგი არიან“ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის რაგბის კლუბი “არწივების“ ერთი ნაწილი თბილისში გამართულ აქციაზე არ წავიდა. ა(ა)იპ“ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რაგბის განვითარების კავშირის“ დირექტორის, თენგიზ კალანდაძის თქმით, ამ წუთებში ის და “არწივების“ ბიჭები თბილისში იმყოფებიან. “ხუთი ადამიანი დარჩა, რომლებიც ჩემი წინააღმდეგი არიან. დღეს დავესწარით თბილისში გამართულ ღონისძიებას და ხვალ გვაქვს თამაში ახალციხეში. თბილისიდან ჩავალთ ახალციხეში. არავისთვის არაფერი დამიძალებია, ყველას თავის არჩევანის უფლება აქვს", - გვითხრა თენგიზ ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...