სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესაძლო გაუქმების შესახებ

მთავარი თემა

სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესაძლო გაუქმების შესახებ

2013 ნოე 5 17:03:18

საყოველთაო ჯანდაცვის შესაძლო გაუქმების შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის ხელმძღვანელმა უთხრა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად, მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.  სამინისტროში ამბობენ, რომ ეს მოგონილი ჭორია და ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა; პირიქით, პროგრამა ახლახანს გაფართოვდა და გაუქმებაზე საუბარიც არ არის. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია. რომ საყოველთაო ჯანდაცვის და დაზღვევის სისტემის დანერგვა ბიუჯეტის სახსრების ზრდას იწვევს; ამიტომ, მთავრობა ცდილობს ჯანდაცვის პროგრამა მიზნობრივი გახადოს და შესაბამისად, საბოლოო ჯამში, მთავრობას მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვაზე უარი თქვას.

"ძალიან ბევრი მოქალაქე გვაკითხავს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დახმარების საკითხთა სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, რომ მათ საჭირო დახმარება გავუწიოთ. ამ პერიოდში ჩვენს კლინიკაში, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძვირი ფასებია სხვა კლინიკებთან შედარებით, ბევრი ოპერაცია ჩატარდა. ახლა კი აქტიურად განიხილავენ საკითხს საყოველთაო ჯანდაცვის სრულიად ან ნაწილობრივ გაუქმებაზე. შესაძლოა, ის მაღალი პროცენტები, რომლითაც პროგრამა პაციენტის მკურნალობას აფინანსებდა შემცირდეს, ან სრულიად გაუქმდეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამის გაუქმება საზოგადოებისთვის დიდი დარტყმა იქნება. სადამდე "გაქაჩავს" საყოველთაო ჯანდაცვა, საკითხავია. შეიძლება წლის ბოლომდე და ახალი წლიდან საერთოდ არ იყოს. უკვე იმხელა თანხებზეა ლაპარაკი ერთი სამინისტროს კი არა, ქვეყნის ბიუჯეტიც ვერ გაუძლებს", _  აცხადებს "გურია ნიუსის" წყარო, რომელიც კლინიკის დირექტორია. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, შეღავათებთან ერთად, გარკვეული გაუგებრობებიც გამოიწვია, რის გამოც განაწყენებული პაციენტები კლინიკას ხშირად აკითხავენ: "პირველ რიგში, გაუგებრობა გამოიწვია იმან, რომ სამინისტროს აქვს კონკრეტულ ოპერაციებზე კონკრეტული პროცენტით დაფინანსება გაწერილი, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ასე ვერ ხერხდება. მაგალითად, ქირურგიული ოპერაციის წლიური ლიმიტი 15 ათას ლარს შეადგენს, აქედან, ჯანდაცვის სამინისტრო 70%-ს აფინანსებს. ამასთან, აღნიშნულია, რომ პაციენტს თავად შეუძლია კლინიკის არჩევა. თუმცა, სხვადასხვა კლინიკას ერთსა და იმავე ოპერაციაზე სხვადასხვა ფასი აქვს დაწესებული, ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ ამ შემთხვევაში გამოსავალი იპოვა და ამ ფასის საშუალო არითმეტიკულით ანგარიშობს ოპერაციის დასაფინანსებელ პროცენტს, რაც ხშირ შემთხვევაში 70%-ს არ ემთხვევა და პაციენტებში უკმაყოფილებას იწვევს.

ამგვარ სიტუაციაში, დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებულ გეგმიურ ოპერაციებზე დადგენილი 70 პროცენტით მხოლოდ იმ შემთხვევაში ფინანსდება პაციენტი, თუ ის არა თავის არჩეულ, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ კლინიკაში გაიკეთებს საჭირო ოპერაციას, სადაც შედარებით დაბალი თანხაა გადასახდელი. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კი აღნიშნულია, რომ სასურველ კლინიკას პაციენტი ირჩევს, სამინისტრო კი გეგმიური ქირურგიული ოპერაციის 70 პროცენტს იხდის. ამასთან, პრობლემად რჩება გეგმიურ ქირურგიულ ოპერაციებზე პაციენტების მოცდის რეჟიმში ჩაყენება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში თითქმის ორ თვემდეც გრძელდება", _  აცხადებს "გურია ნიუსის" წყარო.

ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დახმარების საკითხთა სამინისტროში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუქმებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ პროგრამა თანდათან ფართოვდება.

საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი რუსუდან გოგოლაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუქმებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა:

"საყოველთაო ჯანდაცვის გაუქმება აბსოლუტურად არ არის მოსალოდნელი, პირიქით, პროგრამა ახლახანს გაფართოვდა და გაუქმებაზე საუბარიც არ არის. ეს თემა საერთოდ არც ყოფილა. ეგ არის მოგონილი ჭორი. სავარაუდოდ ვიცი, ვინც ამას გეტყოდათ (ქალბატონი რუსუდანი ასახელებს კონკრეტული კლინიკის ხელმძღვანელს, რომელიც, მისივე თქმით, ხშირად ვარაუდობს, რომ  პროგრამა გაუქმდება). თუმცა, მაინც რის საფუძველზე მოგაწოდეს ეს ინფორმაცია, ვერ ვხვდები. მე რომ ვიცოდე რომელი კლინიკის ხელმძღვანელმა გითხრათ ეგ ინფორმაცია, გეტყოდით მის კლინიკას რა პრობლემები აქვს. თვითონ კლინიკებს აქვთ პრობლემები, ჯერ კიდევ არ არიან გარკვეულები როგორ წარმოადგინონ შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაცია. ამას ყველა კლინიკაზე ვერ გეტყვით, მაგრამ დიდ კლინიკებს დოკუმენტაციის წარმოების პრობლემები აქვთ. შესაძლოა, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე ამბობს ამას. რაც შეეხება პროგრამის გაუქმებას იმის გამო, რომ თითქოს სამინისტროს დაფინანსება არ ეყოფა, შემიძლია გითხრათ, რომ თანხები რაც იყო გამოყოფილი, მისი გადახარჯვა არ მომხდარა, პირიქით. ახლახან, ახალი დადგენილებით დაფინანსებაც გავაუმჯობესეთ, რის საშუალებასაც ბიუჯეტი იძლეოდა. როგორც ჩანს, ის პიროვნება არანაირად არ არის ჩახედული ამ ბიუჯეტის ოდენობაში. ეს არის ჭორი და რაღაცის გამო თვითონ არ აწყობს რომ ამ პროგრამამ იმუშაოს", _  აცხადებს გოგოლაშვილი.

რაც შეხება 2014 წელს ჯანდაცვის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობას, გოგოლაშვილი ამბობს, რომ ეს ბიუჯეტის პროექტში უნდა გაიწეროს: "კონკრეტული ციფრის დასახელება გამიჭირდება, თუ რამდენი იქნება გამოყოფილი. ბიუჯეტის კანონში ხომ არის გამოყოფილი თანხები და იმის მიხედვით იქნება. თანაც, 2014 წლიდან გაიზრდება დაფინანსება. რაც შეხება სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ დაზღვევის ფონდს, ამაზე საუბარი ჩემს კომპეტენციაში არ შედის. მე საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ და ფონდის ჩამოყალიბებას არავინ შემითანხმებს", _ ამბობს რუსუდან გოგოლაშვილი.

მისივე თქმით, ზოგადად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ძალიან გაამართლა და პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფოს მხრიდან 99 ათასზე მეტი შემთხვევა დაფინანსდა: "შემიძლია გითხრათ ზუსტი ციფრები 1 ივლისის შემდეგ რამდენმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით და რამდენი დავაფინანსეთ. მოქალაქე, რომელიც ფინანსურად დაუცველი იყო, ძალიან დიდ სარგებელს ნახულობს. 1 ივლისიდან დღემდე დაფინანსებულია 99305 შემთხვევა, აქედან, 64393 გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება იყო, 15199 - გადაუდებელი სტაციონარული, გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე დაფინანსდა 4318 ადამიანი; აქედან, კარდიოქირურგიაზე  _ 338 შემთხვევა, მშობიარობაზე  _  12291, ქიმიო და სხივურ თერაპიაზე _ 668 შემთხვევა. ამ მონაცემებით როგორ არა აქვს ამ პროგრამას წარმატება?! 99 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფინანსებული ზოგი სრულად და ზოგი _  ნაწილობრივ", _  ამბობს გოგოლაშვილი.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებულ დაფინანსებას,  სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ სატარიფო არეალი კლინიკების ფასების მიხედვით დგინდება და დაფინანსების პროცენტიც განსხვავებულია: "გამოყვანილია სატარიფო არეალი, რაც ითვლება კლინიკებიდან მოწოდებული ფასებიდან გამომდინარე. საკმაოდ ბევრი კლინიკა ჯდება ამ სატარიფო არეალში, სადაც დაფინანსება მაქსიმალურად ხდება, რაც კონკრეტული მომსახურებისთვის გვაქვს დაწერილი. მინიმუმ 20 კლინიკაა, სადაც, მაგალითად, ქირურგიული ოპერაცია 70 პროცენტიანი დაფინანსებით შეუძლიათ გაიკეთონ. მაგრამ არის კერძო კლინიკები, სადაც მომსახურების საკმაოდ მაღალი ფასებია, ამიტომ, სატარიფო არეალიდან გამომდინარე, გარკვეულ ნაწილს ვაფინანსებთ, დანარჩენ სხვაობას კი პაციენტი ამატებს. ვფიქრობთ, ეს მიდგომაც ძალიან სამართლიანია. არის ოპერაციები, რომლის საბაზრო ფასი 1000-დან 1500 ლარამდე მერყეობს, მაგრამ არის რამდენიმე კერძო კლინიკა, სადაც იგივე ოპერაცია 2500 ლარი ღირს. პაციენტს შეუძლია ოპერაცია 1500-ლარიან კლინიკაში გაიკეთოს და ასეთი დაახლოებით 20 კლინიკაა და ასევე შეუძლია ძვირიანი კლინიკა აირჩიოს, მაგრამ ფასი თავად დაამატოს", _  აცხადებს რუსუდან გოგოლაშვილი.

ცენტრ ის "მომავლის ინიციატივები" ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის და დაზღვევის სისტემის დანერგვა ბიუჯეტის სახსრების ზრდას იწვევს; ამიტომ, მთავრობა ცდილობს, ჯანდაცვის პროგრამა მიზნობრივი გახადოს. საბოლოო ჯამში კი, მთავრობა "საყოველთაო ჯანდაცვაზე" უარს იტყვის: "იმედი მაქვს, როგორც წლის დასაწყისში ჩაერია მთავრობა დარგში ქირურგიულად, ასეთ მკვეთრ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და არ ჩაერევა, თუმცა გიდასტურებთ, რომ მთავრობამ მოახდინა თავისი პოზიციების რევიზირება დაზღვევის სექტორთან მიმართებაში. ამის დასტურად, მაგალითისთვის გეტყვით, რომ მთავრობა აღარ საუბრობს ე.წ. სახელმწიფო დაზღვევის ფონდზე. რაც მთავარია, 2020 წლამდე ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში მთავრობის ხედვის დოკუმენტში წერია, რომ მართალია მთავრობამ წელს დაიწყო ე. წ. ტოტალური ჯანდაცვის თუ დაზღვევის სისტემის დანერგვა, მაგრამ ეს აუცილებლად გამოიწვევს ფისკალური წნეხის ზრდას ანუ მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ბიუჯეტის ხარჯების ძალიან დიდ ზრდას. სწორედ ამიტომ, მთავრობა გეგმავს, რომ დაზღვევის თუ ჯანდაცვის პროგრამები მიზნობრივი გახადოს, რაც არსებითად ნიშნავს ე. წ. ტოტალურ და საყოველთაო ჯანდაცვაზე უარის თქმას. თუმცა, რამდენ ხანში იტყვის ამ ყველაფერზე უარს, ჯერ კიდევ საკითხავია. ყოველ შემთხვევაში, 2014 წლის ბიუჯეტი, ჯანდაცვის კუთხით, 100 მილიონით არის გაზრდილი, მაგრამ ძველი, წინა წლების პროგრამები შენარჩუნებულია. პარალელურად, შენარჩუნებულია მცირე მოდიფიკაციებით ე. წ. საყოველთაო ჯანდაცვა და არა დაზღვევა. რაც გვაძლევს დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მთავრობამ არა მყისიერად, არამედ თანდათან, სწორი ანალიზის საფუძველზე, გააკეთა დასკვნა, რომ სჯობს კარგად გაიაზროს და ისე მიიღოს გადაწყვეტილებები. რაც თავის თავში მოიცავს წელს დაწყებული საყოველთაოობის რევიზიას", _  აცხადებს ალაფიშვილი. მისივე თქმით, "მომავალ წელს, პარალელურ რეჟიმში იარსებებს ჯანდაცვის პროგრამა, მაგრამ ეს საყოველთაო არ იქნება".

ყველა მოქალაქე ჯანმრთელობის მომსახურების პროგრამით უზრუნველყოფილი ვერ იქნება. შესაძლოა, პროგრამას სახელად დარჩეს საყოველთაო ჯანდაცვა, მაგრამ ეს პროგრამა სინამდვილეში საყოველთაო არ იქნება. მთავრობამ უკვე დაადასტურა ამის უპერსპექტივობა საქართველოს რესურსების პირობებში. ეს ნიშნავს მთელი სახელმწიფო ბიუჯეტის ამ მიზნისკენ მიმართვას. რომელი მიზნობრივი ჯგუფი იქნება პრიორიტეტული და როგორ წარიმართება ამ პროგრამის მუშაობა, ამას ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ დებატების განახლების შემდეგ ვნახავთ. ამ ეტაპისთვის, კონკრეტული მონახაზი ბიუჯეტში მოცემული არ არის", _  ამბობს ალაფიშვილი.

რაც შეეხება მედიკამენტებით მოსახლეობის უზრუნველყოფას, რამაც შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ჩაანაცვლოს, ალაფიშვილი ამბობს, რომ ამით პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდება: "წელს დაწყებული ჯანდაცვის პროგრამის თუ დაზღვევის მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ფარმაცევტიკაა, მაგრამ ხელისუფლების მცდელობები, რომ უცხოური კომპანიები შემოეყვანა ბაზარზე და პრობლემა მოეგვარებინა, ვერ მოხერხდა. ეს ვერც მოხერხდება, თუკი მთავრობამ ჯანდაცვის და დაზღვევის სისტემა მთლიანობაში არ გაიაზრა. იაფი მედიკამენტი კვალიფიციურ ჯანდაცვას არ ნიშნავს, სწორედ ამიტომ, დღეს ძალიან რთული პრობლემა დგას. საჭიროა მთავრობის გლობალური ხედვა, რომ 4-5 წლის შემდეგ მივიღებთ თუ არა იმის ეკვივალენტურ მომსახურებას, რასაც მე ან სახელმწიფო გადავიხდით. ხარისხი და ხელმისაწვდომობა მაქვს მხედველობაში.

საერთოდაც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაცხადება მთავრობის მხრიდან ნაჩქარევი ნაბიჯი იყო. მმართველ უმრავლესობას გააზრებული არ ჰქონდა ამ პროექტის დაწყება, რაც შეცდომა იყო. ამას თვითონაც აღიარებენ. თუკი წლის დასაწყისში ამბობდნენ, რომ სადაზღვევო კომპანიები ამ ყველაფერს ჩამოსცილდებოდა, იქნებოდა მუნიციპალური საავადმყოფოები, იქნებოდა დაზღვევის ფონდი, ამაზე აღარც კი საუბრობენ. ეს კარგი და აბსოლუტურად სწორია. მთავარია, ეს სიჩუმე მთავრობამ ამ ყველაფრის სისტემურად გააზრებაში დახარჯოს და ისე მიიღონ გონივრული გადაწყვეტილებები", _ ამბობს ალაფიშვილი.

მისივე თქმით, ხარისხიანი ჯანდაცვა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება: "საზღვარგარეთ მოქალაქემ იცის, როგორ ადევნოს თვალყური თავის ჯანმრთელობას, ჩვენ კი როცა უკიდურესი მდგომარეობა გვაქვს, მაშინ მივდივართ ექიმთან. არის ბევრი სოციალური ფაქტორი, სამოქალაქო  განათლება და ა.შ. პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარება ჩვენთვის უცხოა. საწყის ეტაპზე, ეს უნდა იყოს მთავრობის ზრუნვის საგანი. ამას დღეს ვერცერთ დოკუმენტში გაწერილს ვერ ნახავთ. რაც შეეხება ჯანდაცვის გარეშე მოსახლეობის დარჩენას, ამის საფრთხეს ვერ ვხედავ. ჰოსპიტლების ძალიან დიდი ნაწილი პრივატიზებულია, ეს ბიზნესია, ჯანდაცვის გარეშე დარჩენა კი ტოტალურ გაკოტრებებს ნიშნავს. მაგრამ სხვანაირად რომ შევხედოთ, ცოტა ირიბად ამ ყველაფერს, სხვა სურათს მივიღებთ: თუკი არ იქნება ხარისხიანი ჯანდაცვა, კბილის მაგივრად თუ თვალზე მიმკურნალეს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩემი ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იქნება?! თუკი ობიექტურად იარსებებს ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა, მაგრამ კვალიფიციური სპეციალისტები თავისი შრომის შესაბამის ხელფასს ვერ მიიღებენ და შესაბამისად, მოსახლეობას ვერ მოემსახურებიან, მაშინ გეთანხმებით, რომ შესაძლებელია, მოსახლეობა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის გარეშე დარჩეს, ისევე როგორც ფარმაცევტიკის გარეშე. ამიტომ, აუცილებელია შეიქმნას ისეთი მოდელი, რომელიც ქართული რეალობისთვის იქნება შესაფერისი და არა კლასიკური მოდელები, რომლებიც სხვა ქვეყნებშია აპრობირებული", _ აცხადებს ალაფიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 1 ივნისიდან ამოქმედდა. პროგრამა ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას ითვალისწინებს. ასევე ფინანსდება გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი (წლიური ლიმიტი 15 ათასი ლარი. დაფინანსდება 70 პროცენტით); ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა (წლიური ლიმიტი 12 ათასი ლარი, დაფინანსდება 80 პროცენტით); ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა (ფიზიოლოგიური _ 500 ლარი, საკეისრო კვეთა _ 800 ლარი). პროგრამაში 425 პროვაიდერი დაწესებულებაა ჩართული.




 ახალი ამბები
  • ახალი დეტალები ოზურგეთში მესაქონლეობის ფერმის აშენებასთან დაკავშირებითმესაქონლეობის ფერმის ასაშენებლად რკ „გურული ნობათს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15 505 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაცია არა ერთ საინფორმაციო სააგენტოში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვიგებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  რკ “გურული ნობათი” ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ რძესა და ხორცის პროდუქტებს წარმოებას აპირებს. კომპანიაში 70 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. კომპანია წელიწადში სულ მცირე 32 000 კგ. ყველის, 15 000 კგ. საქონლის ხორცის, 275 000 ლ რძის და 20 000 კგ. ღორის ხორცის წარმოებას და ბაზრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული იქნება. რეალიზება განხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, უცხოეთში. “გურია ნიუსი“ პროექტის დეტალებით დაინტერესდა. კოოპერატივი “გურული ნობათის“ თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოზურგეთში, ჩოლოქის ტერიტორიაზე (გურია-აჭარის საზღვართან) აუქციონზე გამოტანილი 7 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი იყიდა, მაგრამ მარტო მან არა. “ფული არ მეყო და სხვებმაც იყიდეს. მიწის ნაკვეთზე 2000-სზე მეტი ნერგი მაქვს დარგული, ხეხილის ბაღია. შემდეგ გადავწყვიტე მესაქონლეობის ფერმის გაკეთება. უკვე დაწყებული მაქვს პროექტის განხორციელება და ორ წელიწადში უნდა დავასრულო. მე კი მინდა ექვს თვეში ავაშენო, მაგრამ ასე, არ ხდება. მიწის ნაკვეთის გადმოცემას არ დააყენეს საშველი. მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს შევიტანე საქართველოს მთავრობაში პროექტი. იმის შემდეგ მესამე პრემიერი ჰყავს უკვე საქართველოს და როგორც იქნა მიწის ნაკვეთი გადმოგვცეს. ეს პროექტი “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მოვიგეთ. 20 დღის წინ პრემიერმა გიორგი გახარიამ მოაწერა ხელი ბრძანებას, აქედან გამომდინარე დავიწყეთ მუშაობა. მიწის ნაკვეთზე 15 კაცი მუშაობს ახლა,“ _ გვითხრა ზაქარეიშვილმა. ზაზა ზაქარეიშვილის თქმით, გურიაში ბიზნესის დაწყებამდე, ახალციხეში ჰქონდა  ფერმა. “150 სულამდე საქონელი მყავდა. მოხდა ისე, რომ ყველა ჩასვლამდე მცირდებოდა ამ საქონელის რიცხვი, ზოგს რა დაემართა და ზოგი კიდევ მგელმა დაჭამა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ახალი ბიზნესის დაწყება ოზურგეთში,“_თქვა ზაქარეიშვილმა. ... ...
  • ზაზა ურუშაძე “ოსკარის“ მოპოვების შემთხვევაში გურული აქცენტით აპირებდა "გავიმარჯვეს" თქმასცნობილი ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი ერთ-ერთი ფილმი “მანდარინები“ ოსკარზე იყო წარდგენილი 2015 წელს. გთავაზობთ ნაწყვეტს ზაზა ურუშაძის ინტერვიუდან, რომელიც 2015 წელს მისცა “პრაიმტაიმს“ ჟურნალისტი:– გამარჯვების შემთხვევაში გვინდა, რომ ქართულად წარმოთქვათ მადლობის სიტყვა დოლბის თეატრის დარბაზში, სადაც ის არასდროს გაჟღერებულა. ზაზა ურუშაძე:– როგორ არ ვიტყვი, გავიმარჯვო და ქართულადაც წარმოვთქვამ და გურული აქცენტითაც. ჟურნალისტი: – ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე – ოკუპაციის თემას გააჟღერებთ? ზაზა ურუშაძე: – ლოს-ანჯელესში ბევრი პრესკონფერენცია და სიმპოზიუმი იყო. კინოზე რომ საუბრობ, მისი პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არ შეიძლება, მაგრამ მე მაინც ვერ ვითმენ და ყოველთვის ვამბობ, როგორ წაგვართვეს ტერიტორია. ეს პოლიტიკური განცხადება არაფერს აკეთებს. მთავარი განცხადება კულტურაა, ამ შემთხვევაში კინო ყველაზე კარგად აპოზიცირებს ქვეყანას. როდესაც ასეთი წარმატებაა, ხვდებიან, რომ ცარიელ ადგილას არაფერი ხდება. ჩვენ სერიოზული კინოს ისტორია გვაქვს. რომ არა ის ჩაყრილი საფუძველი, რამაც აქამდე მოგვიყვანა, არც ეს დაუჯერებელი წარმატება იქნებოდა. ინფორმაციისთვის “მანდარინები“ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში არის გადაღებული. ამ ფაქტით კი ზაზა ურუშაძე ამაყობდა. “მიხარია, რომ გურიაში ვიღებ ფილმს. გურია ძალიან მიყვარს“ - გვითხრა “გურია ნიუსს“ ფილმის გადაღების დროს ზაზა ... ...
  • ილია მეორე: "უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა, რომ უცხოეთში წასვლას მამულისა და მიწის მიხედვა სჯობს. პატრიარქმა მღვდლებს სთხოვა, რომ მაგალითი მისცენ მრევლს, საკარმიდამო მიწები დაამუშაონ და ამით ხელი შეუწყონ სოფლის გაძლიერებას.  „დღეს ჩვენთან არიან ჩამოსული სხვადასხვა ეპარქიებიდან სამღვდელოება და ასევე ჩამობრძანებული არიან ხელისუფალნი. მინდა, დავლოცო ეს სამღვდელოება და ეს ხელისუფლება. მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი სამღვდელოება, სოფლის სამღვდელოება იყოს მაგალითი, სოფლის მეურნეობაში. თიბვა იყო, სათიბეები იყო და დღეს როცა უკეთესი პირობები დაგვიდგა, აღარ ითიბება. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, რომ მაგალითი მიეცით სოფლის ხალხს, დაამუშავეთ საკარმიდამო მიწები და ამით უნდა გავაძლიეროთ სოფელი. ჩვენი სოფელი გადაარჩენს ჩვენს ხალხს. დიდება უფალს და მადლობა უფალს ასეთი წყალობისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას მიხედოთ. სამღვდელოებას, გარდა მიწის დამუშავებისა, უნდა იყოლიოთ პირუტყვი, ძროხები, ცხვარი, ქათმები და სხვა პირუტყვი. ეს დიდად წასწევს ჩვენს სოფელს და სოფელი დაეხმარება ჩვენს ქალაქს. იმედი მაქვს, რომ მთელი საქართველო ამუშავდება, მთელი საქართველო მიიღებს ამას.  მიდიან საზღვარგარეთ და იქ ემსახურებიან მოხუცებულ ადამიანებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ რაღა იქით მიდიხართ, აქ უნდა მიხედოთ თქვენს მამულს, თქვენს მიწას. ხელიდან გვეცლება მიწები, ჩამოდიან უცხოელები, ყიდულობენ მიწებს და სახლდებიან. ღმერთმა ინებოს, რომ გამოსწორდეს. მთელს საქართველოში გაავრცელეთ ეს სურვილები და გადავარჩინოთ საქართველო,“_ განაცხადა ... ...
  • აფეთქება თბილისში-როგორია დაშავებულების მდგომარეობათბილისში აფეთქების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული. მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 5 დაშავებულიდან 3  დამწვრობის ცენტრშია, ერთი ალადაშვილის კლინიკაში, არასრულწლოვანი კი ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია მოთავსებული. მათ დამწვრობა, ძირითადად, სახისა და ზედა კიდურების არეში აქვთ მიღებული. ამ დროისთვის დაშავებულებიდან 2 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციაში არიან მოთავსებულები. აფეთქება თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურ "სენტასთან" საღამოს მოხდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში მივიდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 45-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. ... ...
  • რა ღონისძიებებია დაგეგმილი საახალწლოდ ჩოხატაურში წინაასაახალწლო სამზადისი  დაიწყო. საახალწლო განათებებს მუნიციპალიტეტის მთავარ ქუჩაზე უკვე ამონტაჟებენ. „გურია ნიუსი“ დაინტერესდა თუ რა თანხა დაიხარჯება წელს ბიუჯეტიდან საახალწლო სამზადისისთვის და რა ღონისძიებები იგეგმება_ ამ საკითხების შესახებ კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერს, ირაკლი კუჭავას ვესაუბრეთ. მერის თქმით, საახალწლო სამზადისისთვის 25 000 ლარია გამოყოფილი, რაც სხვადასხვა აქტივობას მოხმარდება. „საახალწლო სამზადისის ბიუჯეტი 25 000 ლარს შეადგენს. ეს თანხა დაიხარჯება  როგორც საახალწლო მორთულობების განახლებაზე, ასევე, სხვადასხვა აქტივობისთვის. წელსაც გვექნება ჩვენს მთავარ მოედანზე კონცერტი, ჩვენი შემოქმედებითი  ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. ახალი წლის შეხვედრა დასრულდება ფეიერვერკით. საახალწლო ღონისძიებები გაგრძელდება შობის სადღესასწაულო დღეებშიც”, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...

კაკაოს გასაოცარი თვისებები

კაკაო შეიცავს ნივთიერებას, რომელიც კარგია...

პროდუქტები რომლებიც სწრაფად გვაბერებს

მარგარინი – შეიცავს ტრანსცხიმს და...

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს