წიგნების სკანდალი _ დაიბარებენ თუ არა მარგველაშვილს და აბაშიძეს სასამართლოში?

მთავარი თემა

წიგნების სკანდალი _ დაიბარებენ თუ არა მარგველაშვილს და აბაშიძეს სასამართლოში?

2013 ნოე 7 09:45:31

საქმე ეხება მარგველაშვილის განათლების მინისტრად მუშაობის პერიოდს. გამომცემლები საქართველოს პრეზიდენტს ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფაში ადანაშაულებენ. შვიდმა გამომცემელმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, ხოლო 4 გამომცემელი თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით ითხოვს საქმის განხილვას, ერთ გამომცემელს კი სამოქალაქო სარჩელი აქვს შეტანილი. "დიოგენე," "ინტელექტი," "ლოგოსპრესი" და სხვა 15-მდე  გამომცემლობა სახელმწიფოსგან მიყენებული და მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მილიონობით ლარს აჭარბებს.

" 20 წელიწადია, გამომცემლობები სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარზე არიან ჩართულები. მაშინ, როდესაც საქართველოში  მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული განათლების რეფორმა დაიწყო, რომელიც უამრავ სხვა საკითხთან ერთად ალტერნატიული სახელმძღვანელოების შექმნას გულისხმობდა. სახელმძღვანელო ყველა საგანში ახალი პროგრამის მიხედვით უნდა დაწერილიყო. ამას  მთელი წლები მოუნდა. ეს არის ძალიან დიდი შრომა, როგორც ავტორების, ასევე გამომცემლების, სადაც იყო გარკვეული თამაშის წესები. ახლა რომ ამბობენ, თურმე არსებობდა გამომცემლობები, რომელიც მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოებზე მუშაობდა, დიახ განათლების სამინისტროდან  გვქონდა მოწვევა. გვეხვეწებოდნენ, შემოდით ამ ბიზნესშიო, იმიტომ რომ უზარმაზარი თანხა იდებოდა კერძო სექტორიდან. მაგალითად, იყო ასეთი წესი. სახელმძღვანელო გადიოდა აპრობაციას 100 ან 200 სკოლაში. ეს ნიშნავს, რომ გამომცემლობა საკუთარი ხარჯით  ბეჭდავდა სახელმძღვანელოებს. განათლების სამინისტროს შეჰქონდა ეს წიგნები საქართველოს სხვადასხვა სკოლაში, მთელი წლის განმავლობაში მასწავლებლები მუშაობდნენ ამ სახელმძღვანელოთი, ჰქონდათ შენიშვნები, ამას ითვალისწინებდნენ და ა.შ. ეს უზარმაზარი თანხა ჯდებოდა. ყველა ამას ვერ უძლებდა. " - განაცხადა "გურია ნიუსთან" გამომცემლობა "ინტელექტი"-ს დირექტორმა კახმედ კუდავამ.

_ ბატონო კახმედ, ეს იყო საპილოტე პროგრამა. რატომ მიდიოდნენ ამ რისკზე გამომცემლობები?

_ გეთანხმებით, სერიოზული რისკი იყო. მაგალითად,  ჩვენი 10 სახელმძღვანელო გადიოდა პილოტირებას. აქედან  5-6 სახელმძღვანელო თუ გავიდოდა პილოტირებას, ჩვენ მომდევნო წლებში გვეძლეოდა გრიფი 5-6 წლით. ამ ხარჯებს 6 წლის შემოსავალი თავისუფლად იტანდა.  ამ ბიზნესში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 100-მდე გამომცემლობამ.  კონკურენციას ზოგმა ვერ გაუძლო, ზოგმა გაუძლო. საბოლოოდ,  20-მდე გამოცემა დარჩა.

_ თუმცა, წიგნების ფასი საკმაოდ მაღალი იყო.

_ ჩვენ შეზღუდული არ ვიყავით წიგნის ფასში. ამიტომ, ზოგჯერ წიგნის ფასი მაღალი იყო. ამას ჩვენც ვაღიარებთ. მაგრამ, ეს იყო ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. როდესაც დიმიტრი შაშკინი გახდა განათლების მინისტრი, მან გვთხოვა 1 წიგნის ღირებულებამ არ უნდა გადააჭარბოს 10 ლარსო. ეს უკვე გარკვეული შეზღუდვა იყო. კი ბატონო, მივიღეთ ეს შეზღუდვა. ვცდილობდით არ დაგვერღვია ეს პირობა. ხელშეკრულებაში მან ჩადო ერთი მუხლი_პრაქტიკულად განათლების სამინისტროს შეეძლო, დაებეჭდა ეს სახელმძღვანელოები იმ შემთხვევაში, თუ გამომცემლობა ფინანსური მოსაზრების გამო უარს იტყოდა ამ წიგნების გამოცემაზე, ან შეიქმნებოდა რამე დეფიციტი. ასეთ შემთხვევაში  სახელმწიფოს შეეძლო დაბეჭდა ეს სახელმძღვანელოები და გადმოერიცხა 10% სასტამბო ღირებულების. პრაქტიკულად ეს იყო კაბალური, ძალიან ცუდი ხელშეკრულება. მაგრამ, ჩვენ იძულებულები გავხდით ხელი მოგვეწერა ხელშეკრულებაზე. რადგან თუ ხელს არ მოაწერდი, სახელმძღვანელოს გრიფირების კონკურსში არ უშვებდნენ. სწორედ ამიტომ იძულებული გავხდით ხელი მოგვეწერა. მაგრამ, სანამ ხელს მოვაწერდით, რამდენიმე პირადი შეხვედრები გვქონდა განათლების მაშინდელ მინისტრთან, შაშკინთან მაშინ როდესაც, გიორგი მარგველაშვილი არცერთ გამომცემელს ალბათ სახეზე არ გვიცნობს. ხელი კაცს არ ჩამოურთმევია. ჯერ ერთი, შეურაცხმყოფელია, კაცი რომელიც პრეზიდენტობას აპირებს და ეშინია  20  გამომცემელს შეხვდეს, რომელსაც მთელი საქართველოს წიგნის პოლიტიკა უჭირავს. რატომ გეშინია, რატომ არ ხვდები ამათ?!

_რა იყო მიზეზი იმისა, რომ მარგველაშვილი არ შეხვდა გამომცემლებს?

_ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მარგველაშვილი უჭკუო კაცია. ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია. მას შეეშინდა ჩვენთან შეხვედრის, რადგან პირისპირ უნდა ეთქვა ის, რასაც  ტელევიზიით ამბობდა _ დიახ, ჩვენ წავართვით გამომცემლებს წიგნებიო.

ბოლოს უკვირდა, გაოცებული ვარ პროტესტის ასეთი სახითო. მთელი ერთი თვე არ ჩამოვიდნენ ტელევიზიის ნიუსებიდანო. მარგველაშვილს ეგონა, რომ ჩვენ რამე დანაშაული გვქონდა ჩადენილი და ამის გამო გავჩუმდებოდით. ჩვენი დანაშაული ის არის, რომ საქართველოს ბავშვებს მივეცით ევროპული დონის სახელმძღვანელოები.

_ სასკოლო წიგნის გამოცემის აკრძალვი "ინელექტს" რა ზარალი მიადგა?

_ თქვენ იცით, რომ შეტანილი გვაქვს სარჩელი საკონსტიტუციო და ადმინისტრაციულ სასამართლოში. წარდგენილი გვაქვს აუდიტორის დასკვნა, სადაც წერია განათლების მინისტრის ამ გადაწყვეტილებით რამდენი ფინანსური ზარალი მივიღეთ. ეს ზარალი მილიონებით განისაზღვრება. ჩვენ სახელმწიფოსგან ვითხოვთ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. ეს იქნება შემდგარი ზარალი და მოსალოდნელი ზარალი. 400 000-ზე მეტი მოქმედი სახელმძღვანელო აწყვია "ინტელექტის" საწყობში. მაშინ, როდესაც მათ შეეძლოთ ეს სახელმძღვანელო ჩვენგან შეესყიდათ გონივრულ ფასებში, დაბეჭდეს ხელმეორედ. შესყიდვები დაავალეს სტამბებს.  ჩვენი ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. ზოგიერთი გამომცემლობა კოტრდება.

_ განათლების სამინისტროს, რომელ წარმომადგენელთან გქონდათ საუბარი?

_ ჩვენ გველაპარაკებოდა ორი ადამიანი და მათთან გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. ეს იყო სამინისტროს შიდა აუდიტის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე და  ადმინისტრაციის უფროსი ვინმე ქებურია. მათ, ჩვენთან  ფასებზე საუბარიც არ ჰქონიათ.  გაოცებული ვარ, რადგან ამის გაკეთება შეიძლებოდა ძალიან მშვიდად, მოლაპარაკების გზით. მაგრამ, მათ უნდოდათ ხაზგასმით   საზოგადოებისთვის ძალა ეჩვენებინათ.  მანამდე თუ ხდებოდა წართმევა უძრავი ქონების, შენობების, მიწების, ეს არის პირველი შემთხვევა ინტელექტუალური საკუთრების წართმევის. ამიტომაც დაგვიჭირა მხარი ჩვენ ევროპულმა საზოგადოებამ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წარმომადგენლებმა. 2014 წელს ჩვენ ვხდებით მასპინძელი ქვეყანა. ამიტომ მსოფლიო აკვირდება ამათ.

ახლა რომ იძახიან კერძო ბიზნესი უნდა დავიცვათო. ჩვენ არ ვართ კერძო ბიზნესი?! დაგვიცვეს კი არა წაგვართვეს. ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესს აუცილებლად მოვიგებთ.

როგორ მოხდა სასკოლო წიგნების სადისტრიბუციო კომპანიის არჩევა?

_ განათლების სამინისტროს არ გამოუცხადებია ტენდერი ბეჭდვაზე და რამდენადაც ვიცი, არც დისტრიბუციაზე. ამას ისინიც აღიარებენ და ამბობენ, რომ ჩვენ ჩავატარეთ სიტყვიერი გამოკვლევაი. მაშინ როცა გამომცემლობების ნახევარზე მეტს აქვს საკუთარი სტამბა. მათ შორის ჩვენც.

გარდა ამისა, შაშკინის დროს მოთხოვნა იყო წიგნები დაბეჭდილიყო 70 გრამიან ოფსეტის ქაღალდზე. აგერ არის ახალი წიგნები და დაბეჭდილია 51 გრამიან ქაღალდზე. საინტერესოა, საიდან ჰქონდათ ამათ ამის უფლება, როცა ჩვენ გვეკრძალებოდა?

მარტივად აგიხსნით 70გრ-51გრ=19გრ;  100 ტონა ქაღალდში 19 ტონა გამოდის შეღავათი. 1000 ტონაზე იქნება 190 ტონა. აქ ქაღალდის ღირებულების სერიოზულ ეკონომიაზეა საუბარი.

"გურია ნიუსთან" განათლების სამინისტროს აუდიტის ყოფილ ხელმძღვანელს და ამჟამად პრეზიდენტის ადმინისტრაციის მომავალ უფროსს, ლაშა აბაშძეს ესაუბრა. ის გამომცემლების ბრალდებას უარყოს და აცხადებს, რომ გამომცემლებმა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ  სოციალურ პროექტში მონაწილეობა არ მიიღეს და წლების მანძილზე სოციალურად  დაუცველი ადამიანების ხარჯზე სოლიდურ თანხებს იგებდნენ. "აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებაა. ჩვენ როდესაც  სახელმძღვანელოების პროექტი დავიწყეთ, შესაბამისი სამართლებრივი აქტებით იყო ყველანაირად გამართული.  შესაბამისად, ის ანაზღაურება, ჰონორარი რაც ეკუთვნოდათ გამომცემლებს,  ჩაერიცხათ.  ანუ თანხმობა გამოთქვეს მაგათ, რომ ეს ჰონორარი მიეღოთ. თუ ჰონორარი მიიღეს, როგორ აპირებენ საჩივრის დაწერას?

_ საჩივარი დაწერილია. საკონსტიტუციო სასამრთლოში რამდენიმე კვირაში განხილვა დაიწყება.

_ დაწერილია, მაგრამ, არ ვიცი განსახილველად თუ მიღო სასამართლომ. მანდ აღსანიშნავია, რომ ჰონორარი ყველა გამომცემელმა მიიღო გათვალისწინებული ნორმით. იქ იყო ნორმატიული აქტი, სადაც იყო გათვალისწინებული ჰონორარი გამომცემლებზე. შესაბამისად, ამ ჰონორარით მოხდა მათი ანაზღაურება. ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ ლაშა აბაშიძე იყო ჩართული, კი ბატონო პროექტის მართვაში ვიყავი ჩართული.

_ ბატონი ლაშა,  გამომცემლობა "ინტელექტის" ხელმძღვანელმა კახმედ კუდავამ "გურია ნიუსთან" საუბარში, განაცხადა, რომ თქვენთან და ვინმე ქებურიასთან შეხვედრების დროს ფასებზე არ ჰქონია საუბარი, და მათთვის არაფერი შეგითავაზებიათ...

_ კუდავას ნათქვამზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება ციტირებას, ეს არასწორია და არაადექვატური. მაშინ, როდესაც განათლების სამინისტროში ვმუშაობდი, ყველანაირად ცდილობდა, საგამომცემლო საქმე სხვანაირად ყოფილიყო. მაგრამ, საგამომცემლო საზოგადოებამ იმდენი თანხა მოითხოვა, რომ ეს თანხა მოსახლეობისთვის  ძალიან ძვირი ჯდებოდა. ფაქტიურად, ხალხი წიგნებს ვერ ყიდულობდა. პირდაპირი სოციალური პროექტი იყო. არანაირი თანამონაწილეობა და სურვილი ყოფილიყვნენ  ამ სიკეთეში, არ გამოუთქვამთ. პირდაპირ მიუდგნენ, როგორც კომერციულ პროექტს.

ამ სოციალურ პროექტში გამომცემლებისგან რამე თანადგომა რომ ყოფილიყო,   შესაბამისად უკეთესი იქნებოდა. მაგრამ, არანაირი სურვილი არ გამოთქვეს გამომცემლებმა მაგ დროს.

_მარტო კუდავაზე არ არის საუბარი, ძალიან ბევრი გამომცემელი: თამარ ლებანიძე, ლაშა ბერაია, ბაკურ სულაკაური, კახმედ კუდავა, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სახელმწიფოსგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ, რომელიც მილიონზე მეტ ლარს შეადგენს.

_ კი მიადგათ ზიანი... რაც მე განათლების სამინისტროში ვიყავი, ძალიან დიდ ფულს აკეთებდნენ  და ეს ფული მოდიოდა ამ გაჭირვებული ადამიანების სახელმძღვანელოების ყიდვით. ჰოდა მე აღარ ვარ განათლების სამინისტროში და კომენტარს ვეღარ გავაკეთებ.

_ ბატონო ლაშა, ვიცით რომ განათლების სამინისტროში არ ხართ. თქვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებთ.

_ კი, ბატონო.

_ ანუ თქვენ უარყოფთ გამომცემლების ბრალდებებს?

_ რა თქმა უნდა.




 ახალი ამბები
  • ,,ჩვენ ერთად ვირჩევთ მომავალს“ - განათლებისა და თანასწორობის ცენტრმა ოზურგეთში ახალ პროექტი დაიწყო ,,ჩვენ ერთად ვირჩევთ მომავალს“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც არასამთავრიბო ორგანიზაცია განათლებისა და თანასწორობის ცენტრი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმცირესობების წარმომადგენლებისთვის დემოკრეტიულ ღირებულებებზე დაფუძნებული არაფორმალური განათლების შეთავაზება და სამოქალაქო კულტურის განვითარების ხელშეწყობა. 15 ნოემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფორმატი მოიცავდა დისკუსიას თემაზე: რამდენად ახდენს გავლენას არჩევნების შედეგზე დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანია. დისკუსიაში  მუნიციპალიტეტში მომქმედი პოლიტიკური პარტიებთან:  პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება  ,,ევროპული საქართველო“, პარტია  ,,სამართლიანობისთვის“, პოლიტიკური პარტია ,,ლეიბორისტული (შრომის) პარტიასთან“  ერთად მონაწილეობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ოზურგეთის საარჩევნო ოლქის წევრები და ჟურნალისტები. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, დამსწრე საზოგადოებამ ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები დემოკრატიულ ღირებულებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანიის მნიშვნელობაზე. პროექტი ნოემბრის ბოლოს დასრულდება და  არა ერთ აქტივობას პირდება ... ...
  • სემეკმა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი დაამტკიცასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესები დაამტკიცა. წესის საფუძველზე დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში დადგინდება, თუ რამდენად სრულყოფილად ასრულებს კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისათვის საჭირო დანახარჯების წარმოშობის, დასაბუთების, გონივრულობის და  სათანადოდ აღრიცხვის კუთხით. სატარიფო რეგულირების პროცესში სემეკი ითვალისწინებს კომპანიის მიერ წარმოდგენილ, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შედგენილ აუდიტის ანგარიშს, რომლითაც აუდიტორის მიერ დადასტურებულია კომპანიის ყველა სახის დანახარჯი და არა ამ დანახარჯის მიზანშეწონილობა კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისთვის. „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი“ კი ადგენს პრინციპებს, კონკრეტულ რეგულირებად საქმიანობასთან დანახარჯის კავშირისა და მისი გონივრული ოდენობით განსაზღვრის შესახებ.  ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi გაიმართა (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეჩვიდმეტე Fuckup Nights Tbilisi გაიმართა. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, ისაუბროს პროფესიული მარცხის შესახებ, დრო სასიამოვნო გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროს. Fuckup Nights Tbilisi არის სივრცე, სადაც მონაწილეები ისმენენ ბიზნესისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, განიხილავენ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც გაფუჭდა, საუბრობენ პროდუქტზე, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.  Fuckup Nights Tbilisi-ის წლევანდელი სპიკერები იყვნენ:  ლაშა ანთაძე, Shelf Network-ის დამფუძნებელი. Shelf არის ბლოქჩეინ სტარტაპი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი გასაყიდი ნივთი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთდროულად თავსდება ონლაინ მარკეტფლეისებზე და ტარდება სინქრონული აუქციონი ან ვაჭრობა. 2018 წელს სტარტაპმა მოიპოვა $1.6 მილიონი ინვესტიცია.  მარიამ რუსიშვილი, QuickCash AI-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. QuickCash AI ღრუბლოვანი ბიზნეს ბანკინგის მაღალტექნოლოგიური ალგორითმული პლატფორმაა (www.lightspeed.ge), რომელიც ემსახურება მცირე და საშუალო კომპანიების კრედიტუნარიანობის ონლაინ შეფასებას. 2019 წელს კომპანია EMERGING EUROPE AWARDS-ზე, ლონდონში  საუკეთესო სამეულში, როგორც წლის ინოვაციური ინიციატივა მოხვდა.  კრისტინა ავსარქისოვა, მუსიკოსი, რომელიც ცნობილია როგორც Dudey.  ის არის მომღერალი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, რომელმაც house-მუსიკის მიმართულების სინთეზი მოახდინა გოთურ სიმღერასთან, ტექსტებთან და ცოცხალ ვოკალთან.  წარუმატებლობის კიდევ ერთი ისტორია გააზიარა დამსწრეებთან სანდრო გაბელიამ, Metro Production-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა.  Fuckup Nights Tbilisi-ის სცენა ღიაა მათთვის, ვინც არ უშინდება ფართო აუდიტორიასთან საკუთარ მარცხზე საუბარს. Fuckup Nights -ის სცენამ 16 შეხვედრის დროს უკვე უმასპინძლა სტარტაპებს, არქიტექტორებს, ანტრეპრენერებს, ეკონომისტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ჟურნალისტებსა და პრომოუტერებს, უამრავ სხვა საინტერესო პროფესიის ადამიანს, რომლებმაც წარუმატებლობის საკუთარი ისტორია გააზიარეს.  Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო. დღეს ღონისძიებები ყოველთვიურად მსოფლიოს 300-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველო გლობალურ მოძრაობას 2018 წლის 13 აპრილს შეუერთდა და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 86 ქვეყანასა და 318 ქალაქში მიმდინარეობს.  ... ...
  • რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიებშიCSR- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ბიზნეს მოდელში ინტეგრირებული თვითრეგულაციის ფორმაა. სოციალური პასუხისმგებლობა კი მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისთვის. ეს განსაკუთრებით დიდი ბიზნესის წარმომადგენლების პრ საქმიანობას ეხება. უფრო პატარა კომპანიები ხშირად მთელი პროცესის მაგივრად მხოლოდ ცალკეულ საქველმოქმედო აქციებს მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიხედვით, ვალდებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის,  ხელი შეუწყოს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას. CSR კვირეულის ფარგლებში, ქორთიარდ მარიოტში  კორპორაციული პასუხისმგებლობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მოქმედი ბიზნესების გამოკვლევა კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით. კვლევა საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაინახოს თუ რა მდგომარეობაა საქართველოში მოქმედ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებში ამ თვალსაზრისით. ორგანიზაციული სტრუქტურა და კორპორაციული პასუხისმგებლობა, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის/აქტივობების დაგეგმვის, აღსრულებისა და მონიტორინგის პროცესი, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული რეპორტინგი და საქმიანობის/აქტივობების გაშუქება, ადამიანის უფლები და შრომითი უფლებები,  გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა, კორუფციასთან ბრძოლა, ქველმოქმედება, სპონსორობა, სხვადასხვა სფეროს განვითარების მხარდაჭერა, პარტნიორობა საჯარო და არასამთავრობო სექტორთან_ ეს ის რამდენიმე ძირითადი ნაწილია, რისგანაც კვლევის კითხვარი შედგებოდა. რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიებში_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის ფარგლებში 1000-ზე მეტი, მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის  კომპანია გამოიკითხა. „გამოვიკვლიეთ ისეთი მიმართულებები, როგორიცაა, კორპორაციული მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა, შრომის უფლებების სტანდარტების მიმართულებით რას საქმიანობენ კომპანიები, გარემოს დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა. მათ შორის, გამოვიკვლიეთ ამ მიმართულებებით რა ღონისძიებებს ახორციელებს კომპანია პარტნიორულად სხვა კომპანიებთან ან არასამთავრობო სექტორთან ან სახელმწიფო სტრუქტურებთან. გარკვეული შედეგები დაიდო ამ კუთხით. ერთის მხრივ კომპანიების 26%-მა თქვა, რომ მათ აქვთ გათვალისწინებული კორპორაციული პასუხისმგებლობა სტრატეგიულ დონეზე და ყურადღებას აქცევენ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული საქმიანობა განახორციელონ. 26% ძალიან მცირეა, მაგრამ ამ მიმართულებით გასულ წლებში უფრო ცუდი მდგომარეობა იყო. რაც შეეხება ადამიანის უფლებების სტანდარტებს, კომპანიების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი არა მხოლოდ ითვალისწინებენ ადამიანების უფლებების სტანდარტებს, არამედ თავიანთ კონტრაქტორებს სთხოვენ, რომ სტანდარტები გაითვალისწინონ. გამოვიკვლიეთ, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები რამდენად არის გათვალისწინებული კომპანიების შიდა დოკუმენტებში და საქმიანობაში, ბავშვთა შრომის საკითხები, ასევე გამოვიკვლიეთ გაერთიანების თავისუფლება და სხვა. მდგრადი განვითარების დღის წესრიგის  შესრულების საკითხიც  იქნა გამოკვლეული და კომპანიების უმრავლესობა აცხადებს, რომ მდგრადი განვითარების პირველ ორ მიზანზე ახდენს ზეგავლენას ძირითადად საქმიანობით, რომელიც არის სიღარიბის დაძლევა და შიმშილის აღმოფხვრა“,_ ამბობს ზურაბიშვილი. როგორც „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორი ამბობს,  კორპორაციული პასუხისმგებლობა არის ძალიან მრავალმხრივი და ამიტომაც  ყველა აღნიშნულ მიმართულებაზე გამოწვევები არსებობს. ადამიანის უფლებების სტანდარტების სტატისტიკური მონაცემები არის ძალიან დაბალი. კომპანიებში ხშირად არ არსებობს საჩივრის მექანიზმები, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის გამოვლენას ხელს უშლის. „რამდენი კომპანია ახორციელებს, რამდენ კომპანიას აქვს პოლიტიკის დონეზე დანერგილი ეს სტანდარტები, რამდენად ახორციელებენ იმის მონიტორინგს ნამდვილად ხორციელდება ის, რაც გაწერილია დოკუმენტში. რამდენად არსებობს საჩივრის მექანიზმები ამ მიმართულებით. ხშირად კომპანიებში არ არსებობს საჩივრის მექანიზმები იმისთვის, რომ გამოვლინდეს ადამიანის უფლებების დარღვევები. შრომის უფლებების დარღვევების სტანდარტების მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სტანდარტები არის უკვე საკანონმდებლო დონეზე გაწერილი. მაგალითად, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და შრომითი ზედამხედველობის მენეჯერის არსებობა კომპანიაში მსხვილი ზომის საწარმოების დიდ ნაწილშიც კი არ არის ეს საკითხი გათვალისწინებული“,_ ამბობს ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი ასევე კომპანიებში ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ პრობლემებზეც საუბრობს. „მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების მართვა საკანონმდებლო დონეზე გვაქვს გათვალისწინებული, დიდი რაოდენობა კომპანიების ამბობს, რომ ამ საკითხზე ისინი არ მუშაობენ და არანაირ ნაბიჯს არ დგამენ იმისთვის, რომ გარემოზე მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეთ“,_ ამბობს ... ...
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმეპარლამენტში, სადაც, ამ წუთებში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, პაატა სილაგაძის მოსმენა მიმდინარეობს, "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ოთარ კახიძე დაინტერესდა, იცნობდა თუ არა „თიბისი ბანკის“ საქმეს  პაატა სილაგაძე, რაზეც მან უპასუხა, რომ ფაქტის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო. „საქმეს არ ვიცნობ. ფაქტი ვიცი, რომ მიმდინარეობს. ტელევიზიიდან გამომდინარე, მაგრამ დეტალები არ ვიცი“, _ აღნიშნა სილაგაძემ, რომლის განცხადებას დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილის გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სილაგაძე არის პირველი კანდიდატი, ვინც თქვა, რომ ტელევიზორს უყურებს. "უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმე“, _ ასე უპასუხა გოგორიშვილის რეპლიკას ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...