"ჭიკაიძე და ფარცხალაძე ახალ მთავრობაში ფორმალური სახეები იქნებიან"

მთავარი თემა

"ჭიკაიძე და ფარცხალაძე ახალ მთავრობაში ფორმალური სახეები იქნებიან"

2013 ნოე 9 18:50:18

იქნება თუ არა ნამდვილად ეფექტური მინისტრი ჭიკაიძე და როგორ აფასებენ მისი კანდიდატურის დასახელებას? "გურია ნიუსი" ექსპერტებს ესაუბრა.

"საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი კახი კახიშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ჭიკაიძის კანდიდატურის დასახელებით ღარიბაშვილმა პასუხისმგებლობა ისევ საკუთარ თავზე აიღო.

"ახალი შს მინისტრობის კანდიდატი საკმაოდ ახალგაზრდა კაცია. მე რამდენადაც ვიცი, მამამისი თავის დროზე პოლიციაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. პოლიციის წრეებისთვის, ალბათ, ეს ადამიანი მამამისის მეშვეობითაა ცნობილია. ალბათ, ირაკლი ღარიბაშვილს კარგად აქვს გააზრებული და ნაფიქრი ვინ შეიძლება ყოფილიყო მისი შემცვლელი. ვერ შევაფასებ ჭიკაიძე რას გააკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ შს მინისტრობა ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა. იმედს ვიტოვებ, რომ კანდიდატურა კარგად არის გააზრებული, რადგან შს მინისტრის პროფესიონალიზმზე ბევრად არის დამოკიდებული ქვეყანაში სტაბილურობა როგორც პოლიტიკური, ასევე კრიმინოგენული მდგომრეობიდან გამომდინარე. ამიტომ საბოლოოდ, ვინაიდან ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობის კანდიდატია ის იქნება პასუხისმგებელი მთავრობის საქმიანობაზე, მის არჩევანს უნდა ვენდოთ. შეძლებს თუ არა ღირსეულად ღარიბაშვილის დაწყებული საქმის გაგრძელებას ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ამ ქვეყანაში გარდა ცოდნისა, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებასაც. როგორც ჩანს "ნაციონალური მოძარობის" შემდეგ გამოცდილებას აზრი არა აქვს, რადგან "ნაცმოძრაობაც" ასეთ პოლიტიკას ახორციელებდა, რომ ძირითადად ახალგაზრდებს ეყრდნობოდა",_ აცხადებს კახიშვილი.

მისივე თქმით, შსს-ში სერიოზული რეფორმებია გასატარებელი, თუმცა შეძლებს თუ არა ახალი მინისტრი ამ რეფორმების გატარებას და აქვს თუ არა უკვე ჩამოყალიბებული ხედვა, კახიშვილისთვის ცნობილი არ არის.

"თუ გარდამავალ, ორხელისუფლებიანობის პერიოდში მხოლოდ იმით ვიყავით კმაყოფილი რომ შსს დეპოლიტიზირებული გახდა ღარიბაშვილის ხელში, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი რეფორმების დასასრულისთვის. მინდა ვნახო მინისტრობის ახალი კანდიდატის პოზიცია, რას ფიქრობს ის სამინისტროს რესტრუქტურიზაციის შესახებ. ჩვენ უკვე რამდენი წელია ვსაუბრობთ, რომ შსს-ს უშიშროების კომპონენტი უნდა გამოეყოს. ასეთი იყო "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ გასაგებია, რომ გარდამავალ პერიოდში ეს არ გაკეთდა. დღეს უკვე კოჰაბიტაცია დასრულებულია, რადგან ორხელისუფლებიანობა აღარ არის, ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ შსს ორ სამინისტროდ გაიყოფა, უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროდ. გარდა ამისა გატარდება სხვა რეფორმებიც. დღეს რომ პოლიცია პოლიტიზირებული არ არის ეს დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ შს მინისტრზე - როგორი მინისტრი ჰყავს პოლიციას. ხვალ რომ სხვანაირი მინისტრი მოვიდეს, შესაძლოა, ისევ პოლიტიზირებული გახდეს. ჩვენ ისეთი სისტემა კი არ გვჭირდება, რომელიც ერთი ადამიანის ხასიათზე იქნება აწყობილი, არამედ სისტემა, რომელსაც პირველი და მეორე პირი ვერ შეცვლის. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ახალი მინისტრი ღარიბაშვილის ზეგავლენის ქვეშ მოექცეს, ეს ბუნებრივია, რადგან მისი შერჩეული კადრია, თანაც საკამოდ ახალგაზრდა",_ აცხადებს კახიშვილი.

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე "გურიანიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მთავარ პროკურორად ოთარ ფარცხალაძისა და შს მინისტრად კი ლექსო ჭიკაიძის დანიშვნა კოაბიტაციის გაგრძელებას უნდა ნიშნავდეს.

"ისევე როგორც მთავარი პროკურატურის კანდიდატის დასახელების შემთხვევაში აქაც , როგორც ჩანს მომავალი პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი გამოდის იმ ასაკობრივი ცენზიდან, რომელსაც თავად აკმაყოფილებს. მას უკვე დასაშვებად მიაჩნია მსგავსი პასუხისმგებლობის მატარებელი მაღალი თანამდებობის პირები შეირჩეს ამ ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე. მაგრამ ჩემი აზრით, როგორც ფარცხალაძის ასევე ჭიკაიძის შემთხვევაშიც საქმე არ გვექნება მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელ პოლიტიკოსებთან, ვინაიდან ორივე ძალიან სერიოზული პოლიტიკური თანამდებობაა და ორივესთან აქვს საზოგადოებას გარკვეული კავშირი იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომ მახინჯი კოაბიტაციის გამოსწორების შესაძლებლობას მისცემდა მთავრობას და აღასრულებდა იმ დაპირებულ ამოცანას, რომელსაც პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე უხვად იძლეოდა. მგონია, რომ ფარცხალაძისა და ჭიკაიძის ანუ ორი არამცთუცნობილი, არამედ სრულიად უცნობი ახალგაზრდა კადრის დანიშვნის პრეცენდენტი უნდა გულისხმობდეს დაწყებული კოაბიტაციის გაგრძელებას, იმ ფორმატში რა ფორმატით და შიდა ენერგეტიკული რესურსებითაც დაიწყო "ქართულმა ოცნებამ".

ანუ, სამწუხაროდ, ჩვენ არ უნდა ველოდოთ სიტუაციის გაუმჯობესებას. მაშინ როდესაც შეეძლოთ კახა კახიშვილის კანდიდატურა განეხილა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე და არჩევანს აკეთებ სრულიად უცხო, აბსოლუტურად გამოუცდელ ადამიანზე პროკურატურის სისტემაში ნამუშავერობის თვალსაზრისით, ეს კარგს არაფერს უნდა ნიშნავდეს. თქვენ იცით, რომ ფარცხალაძე ფინანსური პოლიციის გამომძიებელი იყო, არცერთი დღე არ უმუშავია პროკურატურაში და ეს ადამიანი მყისიერად დაინიშნა მთავარი პროკურორის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ასევე ბატონი ჭიკაიძის შემთხვევაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ის თბილისის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა ეს არავის აძლევს უფლებას, მათ შორის პრემიერმინისტრსაც, რომ 28 წლის ახალგაზრდას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩააბაროს, უწყება, რომელიც მხოლოდ პოლიცია არ არის. ის უნდა უზრუნველყოფდეს ქვეყნის სტაბილურობას",_ აცხადებს ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, "ირაკლი ღარიბაშვილმა გარისკა, მაგრამ ამ რისკს თავისი მოტივაცია ახლავს".

"მოტივაცია გამომდინარეობს იმ სისტემის უცვლელობაში და დაინტერესებაში რომ ეს სისტემა არ შეიცვალოს, რომელსაც ბატონები ხუხაშვილი, ნაცვლიშვილი და ღარიბაშვილი სამკუთხედის პრონციპის გათვალისწინებით ხელმძღვანელეობენ. ფარცხალაძე და ჭიკაიძე იქნებიან ფორმალური სახეები ახალ მთავრობაში. ისინი კი არ მოექცევიან ზეგავლენის ქვეშ, უკვე არიან. მათი დანიშვნა ზალიან მაგონებს საქართველოს პრემიერმინისტრად ბატონი მგალობლიშვილის დანიშვნას. თქვენ გახსოვთ, რამხელა შიდა კონფლიქტით დამთავრდა მისი პრემიერმინისტრობა. ახალგაზრდა კაცს უნდა გააჩნდეს თავმოყვარეობა, როდესაც მისი პროფესიული ღირსება და თავმოყვარეობა ილახება მარიონეტობით, რომელსაც მას სთავაზობენ. მაგრამ ახალგაზრდა კაცის ბუნება და მაქსიმალიზმი სწორედ მას შემდეგ ვლინდება, რაც იგი თანამდებობაზე ყოფნის მომენტში იგრძნობს პასუხისმგებლობას და შედეგებს, რაც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას მოყვება ხოლმე. რეალურად ფარცხალაძეც და ჭიკაიძეც არავინ არ არიან, არცერთი არაფერს წარმოადგენს ქართულ საზოგადოებაში, რომ მას ხალხი ენდოს დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე",_ აცხადებს ლორთქიფანიძე.

რაც შეეხება იმას, უნდა ყოფილიყო თუ არა მთავარი პროკურორის და შს მინისტრის კანდიდატურა იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებული, რაზეც აქცენტი მთავარი პროკურორის დასახელების შემდეგ გაკეთდა, ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ მთავარ პროკურორსა და შს მინისტრს პრემიერ-მინისტრი არჩევს და პარლამენტი ამტკიცებს, იუსტიციის მინისტრს კი კანონში ცვლილების შემდეგ ეს უფლება არ აქვს.

"ჯერ კიდევ 2009 წელს შევიდა კანონში "პროკურატურის შესახებ" ცვლილება, რომლის შედეგედაც მთავარი პროკურორი გახდა გენერალური პროკურორის ანუ იუსტიციის მინისტრის მოადგილე. სამწუხაროდ, ბევრმა ეს არ იცის, რომ იმ დროს, 2013 წლამდე, მას შემდეგ რაც ახალმა ხელისუფლებამ შეიტანა კვლავ ცვლილებები

კანონში, მთავრი პროკურორი არ იყო უმაღლესი ზედამხედველი საგამოძიებო პროცესებზე. მას პროცესუალურ ხელმძღვანელად იუსტიციის მინისტრი იგივე გენერალური პროკურორი ჰყავდა. მაგრამ ქალბატონი წულუკიანის ინიციატივით, მას აღარ სურდა ჰქონოდა ასეთი პასუხისმგებლობა გამოძიების პრეროგატივაზე და შესაბამისად, მთავარი პროკურორის და იუსტიციის მინისტრის ფუნქციები გაიმიჯნა. მთავარმა პროკურორმა ამით სრული ავტონომია მიიღო. ფორმალურად, იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებას მთავარი პროკურორის კანდიდატურა არ საჭიროებს. მთავარი პროკურორის, ისევე როგორც შს მინისტრის წარმდგენი პირი პრემიერმინისტრია, ხოლო მათ კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს",_  განუცხადა ლორთქიფანიძემ "გურია ნიუსს".

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრობის ახალი კანდიდატი დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა. წარდგენისას ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ ის შეეცდება ირაკლი ღარიბაშვილის დაწყებული საქმე ღირსეულად გააგრძელოს, მომავალ პრემიერ-მინისტრს კი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.




 ახალი ამბები
  • კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება შეუჩერასაქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს კომპანია „მაგთიკომს“ 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე მიიღეს. „კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომისა” და „სილქნეტის” მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ორივე კომპანიას მოუწოდა, შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ ბაზრის კვლევის დასრულებას, რომელსაც კომისია ატარებს. აღნიშნული მხოლოდ კომპანია „სილქნეტმა“ გაითვალისწინა. გამომდინარე იქედან, რომ „მაგთიკომმა“ თავის გადაწყვეტილებას არ გადახედა, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელა და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება გაუჩერა“, – ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ „მაგთიკომის“ გადაწყვეტილება, ტარიფების გაძვირების შესახებ მომხმარებელს აყენებს ზიანს, კომისიის მიზანია, მაქსიმალურად დაცული იყო მომხმარებლების ინტერესები და ვიდრე კვლევა არ დასრულდება, კომპანიამ გააჩეროს გაძვირების პროცესი, რათა აბონენტები არ დაზარალდნენ. კომისიის გადაწყვეტილებით, „მაგთიკომს“ პაკეტების ღირებულების გაზრდა, მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებისა და მცირე ოპერატორების აბონენტთან დიდი ოპერატორების აბონენტებისგან განსხვავებული ტარიფით დაკავშირების ნაწილში შეუჩერდა, კერძოდ, კომპანიას დაევალა,  დღეს არსებული 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტი კვლავ ძალაში ... ...
  • მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა. როგორც „კვირას“ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ხანმოკლე შეხვედრა ჯონ მაკკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე შედგა. საუბრისას, ხაზი გაესვა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ურთიერთობებს, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა. “საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერის, ჯონ მაკკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, საქართველოს დიდ მეგობართან, აშშ-ის ვიცე -პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შესაძლებლობა მქონდა. საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად”,- წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ “ტვიტერში”, საკუთარ ... ...
  • “არასოდეს მოიპარო ირაკლი!“ _ 16 წლის ბიჭის ამბავი“რამდენიმე დღის წინ ბათუმიდან თბილისისკენ მომავალს ლანჩხუთის სოფელ ვაზისუბანში რკინიგზის გადასასვლელთან პატარა ბიჭმა დამიქნია ხელი, წამიყვანეო. მარტო ვიყავი, გავუჩერე და წამოვიყვანე. გამეცნო როგორც ი.ა-შვილი”, _ წერს  სოციალურ ქსელში, ფეისბუქის მომხარებელი თამაზ ბოლქვაძე. ბოლქვაძის პოსტს “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. “ცოტა რომ გავშინაურდით, ვკითხე, ასე შუა გზაზე რას აკეთებდა და სად მიდიოდა. ამოიოხრა და დაიწყო: "აქეთ ვიყავი, ნისიად მინდოდა რაღაც საჭმელი და არ მომცეს, ახლა იქით უნდა გავიდე, იქნება იმათ მაინც მომცენ პური და კალბასი. სახლში მივედი მშიერი და რომ არ დამხვდა არაფერი, წამევედი". ვკითხე მშობლები სად გყავს-მეთქი. " მამა ციხეშია. მამაჩემი რავარც დეიჭირეს, დედაჩემი მესამე დღეს ადგა და სხვას გაყვა, გათხოვდა. სახლში ჩემი დაა, 16 წლის. კვერცხის შეწვა კი იცის, მარა რათ გინდა, არ გვაქ და რას შეწვავს... ნათესავებიც ვითომ გვკითხულიბენ ჭკვიანად იყავითო, მარა არავინ არაფერს გვეხმარება. შუქი ჩაგვიჭრეს. წინა თვეში ჯართზე ვიმუშავე და გადევიხადე რაცხა იყო _ 7 ლარი, მარა 2 კვირაა არ გვაქ შუქი. .." ამ საუბარში მივუახლოვდით შემდეგ "პერეეზდს". აქანე ჩამოვალ მეო. ვკითხე, სოციალური სამსახური ან სკოლა არ დაინტერესებულან თქვენი მდგომარეობით-თქო? კი იყვენ მოსული, გვნახენ, შეგვამოწმენ და გვითხრენ, ცოტა ხანი დეელოდოთ უნდა და მოგცემთ დახმარებასო თუ რაცხასო.. ნებართვა ვთხოვე, სურათი გადამეღო და დავპირდი რამეს ვიზამდი მათ დასახმარებლად. შემდეგ მანქანიდან ჩამოვედი და მაღაზიაში შევყევი. ვუთხარი აიღე, რაც გინდა და მე გადავიხდი-თქო. რამდენიმე დღის საჭმელი აიღო, მერე მაცივართან მივიდა , "ბუმს" მოკიდა ხელი და თავდახრილი გამომხედა. გავუღიმე და თვალი ჩავუკარი. აიღო გახარებულმა და გულიანად დამლოცა. მარკეტის გამყიდველმაც მადლობა გადამიხადა, თქვენ არ იცით რამხელა სიკეთე გააკეთეთო... მანქანაში რომ ვჯდებოდი მივუბრუნი და ვუთხარი: არასოდეს მოიპარო ირაკლი,  ყველაფერი კარგად იქნება მეთქი... "ხო მაგაში მართალი ხარ, მარაა.... " ამ "მარა"-მ ისე შემზარა და შემაშინა.. თვალწინ დამიდგა მისი განწირული "მომავალი." მთელი გზა ვცდილობდი ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკვას, მაგრამ არ პასუხობდნენ. არ ვიცი, ვის ხელეწიფება ამის მოგვარება, მაგრამ სასწრაფოდ უნდა შველა ამ ბავშვებს. გთხოვთ, გააზიარეთ და მონიშნეთ ყველა სამსახური, ვინც ვალდებულია ამათზე იზრუნოს. ვისაც დახმარების საშუალება ექნება, მომწერეთ და იქნებ გადავარჩინოთ სანამ ფეხი დაუცდება და რამე ცუდს ჩაიდენს.“ ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ დიდი გამოხმაურება იყო ფეისბუქზე. საზოგადოების წევრები ხელისუფლებას დროულ რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ. “გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 16 წლის ი.ა-შვილი იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან არის. ბიჭის ბედით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი, სოციალური მომსახურების სააგენტოს, გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელი, თეა ლომჯარია და ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე დაინტერესდნენ. “როგორც კი გავიგეთ ეს ამბავი, იმ წამსვე გადავამოწმეთ ბაზაში და აღმოჩნდა, რომ ეს მოზარდი იმერეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. შესაბამისად, სოცაგენტები უკვე დაინტერესდა ამ ბიჭის ბედით“, - გვითხრა თეა ლომჯარია. “გურია ნიუსი“ იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკს დაუკავშირდა, რომელიც კარგად იცნობს 16 წლის ბიჭის ოჯახს. “მე, პირადად, ვმუშაობდი ა-ს შვილების საქმეზე, პრენვეცია გაკეთდა. ოჯახი ჩართული იყო კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამაში. ოჯახი იღებს  სოციალური დახმარების თანხას. ეს ბიჭი, რომლის სურათი გავრცელდა ინტერნეტში, სახლში დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. ბავშვების დედა ბავშვებზე ზრუნავს, სეზონურად კი მუშაობს და მაგ დროს მათ ბიძა პატრონობს. ჩვენ ნამდვილად არ დაგვიფიქსირებია, რომ ოჯახს პურის ფული არ ჰქონდეს და ბავშვები ქუჩაში დადიოდნენ საკვების მოსაპოვნელად“, _ გვითხრა ... ...
  • სკოლა წყლის, ხელსაბანის და საპირფარეშოს გარეშეწყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლება, როგორც ადამიანის ყველა სხვა ძირითადი უფლების საფუძველი გაეროს მიერ 2010 წელს იქნა აღიარებული. თითოეული ადამიანისთვის წყლის მიწოდება უნდა იყოს საკმარისი რაოდენობით და უწყვეტი, რაც დღე-ღამეში 100 ლიტრამდე წყალს გულისხმობს, რომ დაკმაყოფილდეს პირადი და საყოფაცხოვრებო საჭიროებები, სასმელი წყლის, ტანსაცმლის გარეცხვის, საკვების მომზადების, როგორც პირადი, ისე საყოფაცხოვრებო ჰიგიენის ჩათვლით, 20-25 ლიტრამდე წყლის მიწოდება  კი მიჩნეულია მინიმალურ რაოდენობად და განმარტებულია, რომ მინიმალური რაოდენობით მიწოდების შემთხვევაში შეუძლებელია არსებითად ჰიგიენური და სამომხმარებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება და სახეზეა ჯანმრთელობის გაუარესების მაღალი რისკი. წყალი და სანიტარული უზრუნველყოფის საშუალებები უნდა იყოს ფიზიკურად ხელმისაწვდომი და განთავსებული მოსახლეობისათვის ადვილად და უსაფრთხოდ მისასვლელ ადგილას. ფიზიკური ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით აქტუალური და არსებითია მოწყვლად ჯგუფებთან (შშმ პირებთან, ქალებთან, ბავშვებთან და ხანდაზმულებთან) მიმართებაში. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ წინწყაროს მოსახლეობას ქართველები, აზერბაიჯანელები და ბერძნები შეადგენენ. საჯარო სკოლაში, სადაც ამ დროისთვის 325 მოსწავლე სწავლობს, ბავშვებს წყალი დასალევად სახლიდან მიაქვთ, საპირფარეშო კი სკოლის შენობაში შესასვლელი კარიდან დაახლოებით 110 მეტრით არის დაშორებული. სკოლის დირექტორის, ნათელა ნიჟარაძის თქმით, სკოლა 1985 წელს აშენდა. სოფელი ბერძნებით იყო დასახლებული და 2004 წელს მხოლოდ 9 ბავშვი სწავლობდა, 2005 წლიდან კი სოფელში ეკოემიგრანტები აჭარიდან, სვანეთიდან და ეროვნული უმცირესობები აზერბაიჯანიდან დასახლდნენ, რის შედეგადაც, 2015 წლისთვის მოსწავლეების რაოდენობამ 365 შეადგინა. სკოლაში ფანჯრები 2009 წელს შეიცვალა და გათბობის სისტემა ჩაირთო, თუმცა, ქვანახშირის შეტანა ძვირი ჯდებოდა და 2013 წლიდან გათბობა ბუნებრივი აირით ხდება. 2015 წელს პირველ-მეორე სართულზე გაკეთდა განათება, შეიცვალა სახურავი ნაწილობრივ, კარებები მაგრამ მიუხედავად ამისა, პრობლემები ბევრია და ძირითად პრობლემას წყალი წარმოადგენს. „ხშირად გვიწევს მარნეულიდან წყლის ყიდვა. სპეციალური მანქანებით ამოაქვთ და ვასხამთ რეზერვუარში, მაგრამ ამდენი მოსწავლისთვის, სისუფთავის დასაცავად, გათბობის სისტემისთვის, სველი წერტილებისთვის საკმარისი არ არის. ბავშვებს სასმელი წყალი ძირითადად სახლიდან მოაქვთ. სკოლა 85 წელს არის აშენებული და უწყლობის გამო საკანალიზაციო სისტემა გაუმართავია. გარე სველი წერტილები შეძლებისდაგვარად გავარემონტეთ, გავაკეთეთ, მაგრამ წყლის პრობლემა არის იქაც“,_ამბობს წინწყაროს სკოლის დირექტორი. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა, CENN-მა,  წელზე მეტია რაც Wash პროექტის გახორციელება დაიწყო და ქვემო ქართლსა და კახეთში სკოლები, ბაღები, ამბულატორიები და თავშესაფრები შეაფასა. როგორც სენის კოორდინატორი, მარიკო წიქორიძე შეფასების მიხედვით ამბობს, ერთი შეხედვით, წინწყაროს სკოლა თითქოს გარემონტებულია, მაგრამ გაეროს და იუნისეფის სტანდარტები ირღვევა. სკოლაში არ არის წყალი, საპირფარეშო და ხელსაბანი. „სკოლის ეზოში წყალი არ შედის არსაიდან, არც დასალევი და არც ტექნიკური. სკოლის თანამშრომლები ტექნიკურ წყალს აგროვებენ ავზებში. თუმცა, ის წყალი არ ვარგა დასალევად. საპირფარეშო არის 110 მეტრის მოშორებით, რაც უკვე დარღვევაა. გარდა ამისა, არ არის ხელსაბანი. სტანდარტით, რომელიც გაწერილია იუნისეფის მიხედვით, სკოლაში უნდა იყოს საპირფარეშო ცალკე გოგონებისთვის და ცალკე ბიჭებისთვის, უნდა ჰქონდეს საკეტი. ასევე საპირფარეშოში უნდა იყოს წყლის ნიჟარა, სადაც იდება საპონი და ხელსახოცი. ასევე პედაგოგებისთვის ცალკე და ადაპტირებული ცალკე. თუ საპირფარეშო არის გარეპერიმეტრზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს სეპტიკური ავზი და არ უნდა იყოს ყველაზე ცოტა 20-70 მეტრამდე დაშორებული სკოლის პერიმეტრიდან. ბავშვს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ სანამ საპირფარეშოში წავა შესვენების დროს, დაბრუნებამდე გაკვეთილი დაიწყება. თუ გაკვეთილის პროცესში უნდა გასვლა, არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ვიდრე  ჩავა და ამოვა გაკვეთილი დამთავრდება. გარდა ამისა, იქვე უნდა იყოს ხელსაბანი, რაც არ შეგვხვდა და ასევე დარღვევაა. სკოლა უნდა იყოს შემოღობილი და არ ხვდებოდეს მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების ფეკალიები, იმიტომ რომ მერე ხშირად ეს შედის სკოლაში და იწვევს ანტისანიტარიას სრულს. ოთახები უნდა მუშავდებოდეს სველი წესით და ტარდებოდეს დეზინფექცია. გარდა ამისა,  იუნისეფის და გაეროს მიხედვით, თუ  სკოლაში არ არის წყალი, ის სკოლა უნდა დაიხუროს. შესაბამისად, არის რამდენიმე დარღვევა ამ სკოლაში, რაზეც გვინდოდა ყურადღების გამახვილება და თუკი Wash საბჭო გადაწყვეტდა ჩავრთულიყავით პრობლემის მოსაგვარებლად პროცესში“, _ამბობს წიქორიძე. მისივე თქმით, ცალკე პრობლემაა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება Wash საკითხებთან დაკავშირებით, რადგან სკოლაში გარეპერიმეტრზე არსებული საპირფარეშო კი გაარემონტეს, მაგრამ დაბალი ცნობიერების გამო გააფუჭეს. „აქ დგას კიდევ ერთი პრობლემა ცნობიერების ამაღლების. წინწყაროს სკოლაში იყო იმის პრეცედენტი, რომ გააკეთეს საპირფარეშო გარეთ მაგრამ იმდენად დაბალი იყო ცნობიერება, რომ დაანგრიეს, გააფუჭეს, გატეხეს. ჯერ ცნობიერება უნდა ამაღლდეს. ბავშვებმა და არა მხოლოდ ბავშვებმა, უნდა გაითავისონ რა ფუნქცია აქვს გარემონტებულ და კარგად შენახულ, მოვლილ საპირფარეშოს და თავადაც უნდა იყვნენ ამ პროცესში ჩართულები, საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვვეთილები უნდა ტარდებოდეს. როგორც ვიცი, წინწყაროს სკოლაში ტარდება კვირაში ერთხელ კლასის საათი, მაგრამ არის სკოლები, სადაც არ არის ინფორმაცია  როგორ უნდა დაიცვან თავი წყლისა და სანიტარიის მდგომარეობა სკოლებში და ბავშვები როგორ უნდა მოიქცნენ. საერთო ჯამში, ნათქვამია, რომ ბავშვის გაზრდა იწყება სკოლაში საპირფარეშოდანო და თუ საპირფარეშოები არ უვარგა სკოლებში ქვეყანას, იმ ქვეყნის პრობლემა ჯერ აქედან უნდა გადაიჭრას“,_ამბობს წიქორიძე. როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, მერიისა და Wash საბჭოს წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს შორის გამართულ შეხვედრაზე  განაცხადეს,  არის დაგეგმილი პროექტი, რომლის შედეგადაც მოხდება წინწყაროს სკოლის რეაბილიტაცია, რაც შეეხება სასმელი წყლის მიწოდებას არის მუნიციპალური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს წინწყაროსთვის მთლიანად ქსელის მოწესრიგებას და პროექტის ფარგლებში მოხდება წინწყაროს  სკოლის  ... ...
  • მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესმაყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. მთაწმინდაზე სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი  დღეს დილით ნახეს. ცხედარს ამ წუთებში, ექსპერტიზა უტარდება. გამოძიება ადგენს, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ...

როგორ გამოვიცნოთ პატიოსანი ადამიანი

ყველასთვის ცნობილია, რომ ბილწსიტყვაობა და...

როგორი მამაკაცი გჭირდებათ?

ქალების უმეტესობას მიაჩნია, რომ მამაკაცი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...