"საქართველოში მინისტრთა კაბინეტი სისტემურად არ მოქმედებს"

მთავარი თემა

"საქართველოში მინისტრთა კაბინეტი სისტემურად არ მოქმედებს"

10 ნოე. 2013, 13:37:43

_რას გულისხმობთ, როცა აცხადებთ, რომ მინისტრთა კაბინეტი არ მოქმედებს სისტემურად?

_ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან საქართველოს მთავრობას დღემდე არასოდეს უმუშავია როგორც კაბინეტს. რაც აფერხებდა ქვეყნის განვითარებას და ხელს უწყობდა იმ მანკიერ წრეს, რაც განაპირობებდა იმას, რომ ვერ გადავდიოდით განვითარებაზე. მინისტრთა კაბინეტი ჩვენს ქვეყანაში არ მოქმედებს სისტემურად. მაგალითად, როდესაც განათლების მინისტრი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ შრომის კოდექსი, რომელიც მთავრობამ შეუგზავნა პარლამენტს თურმე არის არასწორი და ცუდი, ეს მაშინ როცა თვითონაც მთავრობის წევრი იყო, სხვა მინისტრებს სხვა არგუმენტები მოჰყავდათ. გაიხსენეთ ბოლო ეპიზოდი, როცა ალასანიამ გამოაცხადა, რომ თუ არ შეუძლია ღარიბაშვილის უწყებას გამოიძიოს ჯიხადის კლიპი, მაშინ ის თვითონ უბრძანებს თავის სტრუქტურას და დაიწყებს გამოძიებას. ღარიბაშვილმაც საჯაროდ უპასუხა, რომ ერთი თვის წინ ჰქონდა გამოძიება დასრულებული. აი, ეს არის არ მოქმედება სისტემურად, როცა ერთმა მინისტრმა არ იცის რას აკეთებს მეორე მინისტრი. ევროპაში მსგავსი რამ დასრულდებოდა უდიდესი სკანდალით და კაბინეტის შეცვლით. ჩვენ კი შეჩვეული ვართ, რომ კაბინეტი კაბინეტური სისტემით არ მუშაობს, თუმცა ე.წ. კოაბიტაციის დროს ეს შეუძლებელიც იყო.

_კონკრეტულად?

_ერთი წელიწადია არ უმუშავია უშიშროების საბჭოს, რომელიც სააკაშვილი–ბოკერიას ხელში გადაქცეული იყო საშიშროების საბჭოდ და პიარ–აქციების ტრიბუნად, უშიშროების საბჭოს რომ ემუშავა, ალასანია–ღარიბაშვილის ეს ლაფსუსი ფიზიკურად ვერ მოხდებოდა.

_ რაში ხედავთ გამოსავალს?

_პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის მინისტრთა კაბინეტის სრულყოფილი ამუშავება. მინდა შეგახსენოთ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, დაწყებული ჟვანიას პრემიერობიდან, სააკაშვილის ქვეშ არსებობდა "ტროიკა", თავიდან ეს იყო მერაბიშვილი–ადეიშვილი–ოქრუაშვილი, ღამით ისინი წყვეტდნენ საკითხებს და დილით ზურაბ ჟვანია, საკმაოდ ცნობილი პოლიტიკური ფიგურა ჟურნალისტებისგან გებულობდა რა ხდებოდა ქვეყანაში. შემდეგ იყო ის, რომ შს მინისტრი მერაბიშვილი არ კადრულობდა დარეკვას არც პრემიერთან, არც პარლამენტის თავმჯდომარესთან და არც სხვა მინისტრებთან. მის რომელიმე მოადგილეს უფრო დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე დანარჩენს ერთად აღებულს. ე.ი. მინისტრთა კაბინეტი სისტემაში არ მუშაობდა. ჩვენ არ გვყავდა არც პარლამენტი, არც სასამართლო, რომელიც იყო ქცეული პროკურატურის ფილიალად, ქვეყანაში სამი შტო, რომელიც უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი, აღმასრულებელი, საპარლამენტო და სასამართლო ხელისუფლება, არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურები, როგორიცაა ეროვნული ბანკი, კონტროლის პალატა, ყველა მამოძრავებელი კომისია უფუნქციოდ რჩებოდა და "ტროიკის" უშუალო დავალებას ასრულებდა. აი, ესაა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა–ქვეყანაში რეალურად ხელისუფლება ამუშავდება თუ ვეღარ ამუშავდება.

_პირადად თქვენ როგორ ფიქრობთ, ამუშავდება თუ არა ეს სისტემური პრინციპი?

_ იმედი მაქვს, რომ ამუშავდება, მაგრამ ეს ადვილი არ არის. მინისტრთა კაბინეტი მართლა დამოუკიდებელი კაბინეტი უნდა გახდეს, სადაც მინისტრები პრაქტიკულად ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს დასხდებიან და ყველა იმ საკითხს გააანალიზებენ, რომელიც გავა მთავრობის სხდომაზე, სასამართლო უნდა გათავისუფლდეს წნეხისგან და ქვეყანას ეყოლება დამოუკიდებელი შტოები. ეროვნული ბანკიც, კონტროლის პალატაც და მარეგულირებელი კომისიებიც თავის ადგილს დაიკავებენ და უშუალოდ დაკისრებულ ფუნქციებს შეასრულებენ. ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულია პარლამენტთან, მაგრამ ეს არ არის ოპერატიული ანგარიში, მათ ყოველდღიურ საქმიანობაში არავინ არ უნდა ერეოდეს, ვალუტის მუდმივი რყევა სწორედ ეროვნული ბანკის მეშვეობით ხორციელდებოდა და დიდი ფული კეთდებოდა ხოლმე, განსაკუთრებით შაბათ–კვირას.

კარგია, რომ პრემიერად ღარიბაშვილი დასახელდა, მე მას ჯერ კიდევ წლების წინ ფონდში მუშაობის დროს შევხვდი და მინდა აღვნიშნო მისი ეფექტიანი უხმაურო მუშაობა. მან მოახერხა, რომ ყველამ, ვისაც ჰქონდა ქართუს ფონდთან შეხება, ირაკლი აღიარა პატიოსან ადამიანად, ეს ძალიან რთულია. შს მინისტრად დანიშვნის დღიდან ბოლო დღემდე მან თავი გაართვა დაკისრებულ მოვალეობას და ამას აღიარებს ყველა. ვფიქრომ, პრემიერობასაც გაართმევს თავს და ნამდვილად მოხდება ყველაფრის სისტემაში მოყვანა.

_და მაინც, როგორ ფიქრობთ, მოხდება თუ არა მინისტრთა კაბინეტში მასობრივი ცვლილებები?

_20 წელზე მეტია საქართველოში პიროვნების საკითხი გაცილებით მეტ ინტერესს და სენსაციას იწვევს, ვიდრე სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. თუმცა, დღეისთვის ეს კითხვა საკმაოდ აქტუალურია.

საქართველოში ბოლო 20 წელიწადში გამოიცვალა 300-ზე მეტი მინისტრი, სააკაშვილის დროს მინისტრების ცვლამ მიაღწია კურიოზს და მარაზმს, უცხოელები ამ ყველაფერს უწოდებდნენ მუსიკალურ კარუსელს... ვერ ვიტყვი იქნება თუ არა იმაზე მეტი ცვლილება, რაც გამოცხადებულია, მაგრამ მე პირადად მომხრე ვარ იმისა, რომ მინისტრებმა მოასწრონ საქმის კურსში შესვლა და თუ გამოუვალი ვითარება არ არის და სხვა გზა არ გვრჩება, სწრაფი ცვლილებები არ მოხდეს.




 ახალი ამბები
  • პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა დავით ჭაკუას გადმოყვანა განახორციელესსპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ დავით ჭაკუას (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი) გადმოყვანა განახორციელეს. დავით ჭაკუას 2013 წლის 8 იანვრის დადგენილებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით); 25,1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, "ბ“, „დ“, „ე“ ,„ზ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (პატიმართა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მიზნით წაქეზება, რაც გამოიხატა პატიმართა დამცირებაში, იძულებაში, მათ არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად დაკავებულის მიმართ და შეკვეთით); 25,145-ე მუხლით (დანაშაულთა პროვოკაციის მიზნით წაქეზება); 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით წაქეზება); 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მოწმეზე ზემოქმედების განხორციელება, რაც გამოიხატა მოწმის იძულებაში ცრუ ჩვენების მისაცემად, რასაც ერთვის მისთვის და მისი ახლო ნათესავისთვის ძალადობა და სხვა მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დავით ჭაკუა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ,„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. დავით ჭაკუას მიმართ 2013 წლის 27 თებერვლიდან გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. 2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით ჭაკუას ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარის მიერ სრულად დაკმაყოფილდა 2020 წლის 17 ივნისს. საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და გენერალური პროკურატურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მიუხედავად კოვიდ19-ის ვირუსით განპირობებული გამოწვევებისა, შესაძლებელი გახდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მსჯავრდებულის ბერლინიდან საქართველოში ესკორტირების მიზნით. მსჯავრდებული თავდაპირველად მოთავსებული იქნება პენიტენციური სისტემის სპეციალურ სამედიცინო საკარანტინო სივრცეში. 21-დღიანი საკარანტინე პერიოდის შემდეგ, ის გადაყვანილი იქნება იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც მოიხდის ... ...
  • “იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. “პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს. ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი. ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, მე მხოლოდ 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე, რის გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი. არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია! დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.“ - წერს ნინო ... ...
  • გომისმთაზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს (R)დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისს N825 განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა დაბა გომისმთის დასახლება. შედეგად „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები,“-აღნიშნულია ... ...
  • კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის პატივისცემისაკენ მოუწოდებსკოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესების შეწყვეტისა და ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანების პატივისცემისაკენ მოუწოდებს ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ მცდელობას სახელმწიფომ დასაჯოს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მედიასაშუალებები. ვფიქრობთ, მსგავსს პრეცენდენტს ქმნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის“ მუხლით წარმოებული გამოძიება. რომელიც მიმართულია „მთავარი არხის“ სიუჟეტის შინაარსზე. მიგვაჩნია, რომ წამოწყებული პროცესით, კიდევ უფრო ღვივდება მედიის მიმართ უნდობლობა, და სახეზეა ცენზურის საფრთხე. გავრცელებული ინფორმაციით, სუს-მა „საბოტაჟის“ მუხლით გამოძიება 2020 წლის 16 მარტს უწყებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უსაფრთხოების სამსახური სწავლობს 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების პირობებში ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილებების შესაძლო ბოროტად გამოყენებას. გამოიკითხა სიუჟეტის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი, ხოლო 2 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხიდან“ რეპორტაჟის დაუმონტაჟებელი ვიდეო მასალის გამოთხოვის თაობაზე უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობა საგანგაშოა მედიის თავისუფლებისათვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება.სიუჟეტში პროფესიული გადაცდომის ან უზუსტობების შემთხვევაშიც კი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს და ჟურნალისტთა პროფესიული გადაცდომების კორექციის საჭიროებისას უნდა გამოიყენოს მედიის თვითრეგულირების მექანიზმი, ისევე როგორც ჟურნალისტთა კოლეგიურ გაერთიანება - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია . კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გასცეს დირექტივა მედიის თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად. ვითხოვთ, დროულად შეწყდეს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები და გაშუქების დეტალებზე პროფესიული სიზუსტის გამოკვლევისათვის საქმე გადაეცეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ან /და შესწავლა დაიწყოს "მთავარი არხის" თვითრეგულირების მექანიზმის ... ...
  • ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელიც მდინარე ტეხურუში დაიხრჩოცოტა ხნის წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, მდინარე ტეხურაში 18 წლის ბიჭი გადავარდა. როგორც გაირკვა, ის ადგილობრივი მკვიდრია.~ როგორც "გურია "ნიუსთან" თვითმხილველები ამბობენ, ბიჭს, სავარაუდოდ, გული გაუსკდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...