მოასწრებს თუ არა პარლამენტი 20 დეკემბრამდე თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვას

მთავარი თემა

მოასწრებს თუ არა პარლამენტი 20 დეკემბრამდე თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვას

2013 ნოე 13 10:04:07

"ეს კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს შემოვიდა და ხვალ ან ზეგ დეპუტატებს გადმოგვეცემა. ძალიან დიდი დოკუმენტია, რომელიც თვითმმართველობის ბევრი სფეროს მოიცავს. ამ კვირაში მისი განხილვა სავარაუდოდ, არ დაიწყება. ამას სჭირდება საკამოდ კარგი შესწავლა. რა თქმა უნდა, რაღაცეებს ვიცნობ კანონპროექტიდან, მაგრამ საბოლოო ვერსია გამოთქმულ მოსაზრებებს ითვალისწინებს, ამიტომ, უმჯობესია ჯერ გავეცნო და კომენტარი შემდეგ გავაკეთო. რაც შეეხება განხილვის ვადებს, დაახლოებით 15 დღის ვადაში უნდა დაიწყოს კომიტეტებზე განხილვა, სამი კვირის შემდეგ კი პირველი მოსმენით ჩვენი კომიტეტი განიხილავს. ეს საკმაოდ გრძელი პროცედურაა. ძალიან სწრაფი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ როგორც არის საჭირო ყველაფერი ისე მოესწროს. საკმაოდ რთულია ეს, ამიტომ ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. როგორც იცით, 20 დეკემბერს პარლამენტის სხდომები წყდება და საგაზაფხულო სესია თებერვალში განახლდება. 20 დეკემბრამდე უნდა მოესწროს ამ კანონპროექტის დამტკიცება", _ აცხადებს ჟორჟოლიანი. მისივე თქმით, არის იმის ალბათობაც, რომ დაჩქარებული წესითაც კი, პარლამენტმა კანონი დეკემბრის ბოლომდე ვერ მიიღოს.

"საქმე იმაშია, რომ ეს ორგანული კანონია და ძალიან ბევრ საკითხთა წრეს მოიცავს. სერიოზული კანონია. თვითმმართველობის კანონი კი ჰქვია, მაგრამ თვითმმართველობა ქვეყანაში მმართველობის ნაწილია. ამიტომ, ეს ფაქტობრივად, მმართველობის კანონია. ამ კანონში არის რამდენიმე საკითხი, რაც დეტალურ განხილვას საჭიროებს. სერიოზული ავტონომიური კომპეტენციების გადაცემა ხდება ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის, რაც მათ აქამდე არასდროს ჰქონიათ.

ასე რომ, ეს ძალიან სერიოზული განხილვა იქნება, რასაც დაჩქარებულად და ჰაიჰარად ვერ მივიღებთ; ამიტომ ჩემთვის ძნელია თქმა ეს პროცესი როგორი ტემპით წავა. ყველაფერია მოსალოდნელი, ისიც, რომ 20 დეკემბრამდე ამის დამტკიცება ვერც მოესწროს. ინტენსიური მუშაობაა საჭირო. რაც შეეხება კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენს შენიშვნებს, ეს გვექნება მაშინ, როცა კანონპროექტი ჩვენს კომიტეტამდე მოვა. ეს კი დაახლოებით 20 დღეში იქნება საუკეთესო ვარიანტში. თუმცა ეს არის პირველი მოსმენა. მეორე მოსმენაზე, დეკემბერში კი უფრო სერიოზული შენიშვნები გვექნება. ის იქნება დეტალური მსჯელობა", _ უთხრა "გურია ნიუსს" ჟორჟოლიანმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაგდა პოპიაშვილის განცხადებით, პარლამენტს ბიუროს სხდომაზე თვითმმართველობის კოდექსი დღეს შევიდა და დარეგისტრირდა, თუმცა მისი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საშემოდგომო სესიაზე უნდა მოხდეს.

"მთავრობამ ეს კანონპროექტი 30 ოქტომბერს დაამტკიცა; ამის შემდეგ გააგზავნა საქართველოს პარლამენტში განსახილველად. პარლამენტის ბიუროზე დღეს მოხდა კანონპროექტის განხილვა და დაარეგისტრირა. ამის შემდეგ, პროცედურულად, საკომიტეტო განხილვები უნდა დაიწყოს პარლამენტში, განხილვების შემდეგ კი, დღის წესრიგში დადგება პლენარულ სხდომაზე. რაც შეეხება ვადებს, სადამდე შეიძლება გაიწელოს პროცესი, ეს მთლიანად პარლამენტზეა დამოკიდებული რამდენად დაჩქარებულად მოხდება განხილვა თუ არა. ნებისმიერ შემთხვევაში, კანონპროექტის განხილვა საშემოდგომო სესიაზე უნდა მოხდეს. ანუ 20 დეკემბრამდე", _ ამბობს პოპიაშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ახალი კანონმდებლობის და რეფორმის შედეგად გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და დღეს არსებულ ხუთ თვითმმართველ ქალაქთან ერთად, ეს სტატუსი დამატებით ცამეტ ქალაქს მიენიჭება. არსებული დარაიონება შეიცვლება და თვითმმართველი ქალაქების მიმდებარედ ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც რამდენიმე მუნიციპალიტეტი ფორმირდება.

თვითმმართველი ერთეულების _ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მმართველი რგოლები არჩევითი იქნება. გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან საკრებულოს წევრები, ეს ორგანო კი ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

როგორც რეფორმის ინიციატორები აცხადებენ, კოდექსით ასევე განსაზღვრულია სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა, რაც სოფლის მაცხოვრებელთა საჭიროებების გამოვლენას და მათ გადაწყვეტას ხელს შეუწყობს. რეფორმის ინიციატორები თვლიან, რომ ამის შედეგად მოხდება ქვეყნის მასშტაბით ქალაქებისა და სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. ადგილობრივი ხელისუფლება უფრო მეტად დაუახლოვდება საკუთარ მოსახლეობას, რაც გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობის დონეს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში, გაუმჯობესდება საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ხარისხი.




 ახალი ამბები
  • სუს-ი: "სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. "გვსურს გამოვეხმაუროთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საპროტესტო აქციებზე იმყოფებოდნენ და მიმდინარე პროცესების ფოტო/ვიდეოგადაღებებს აწარმოებდნენ. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პირებს არ წარმოუდგენიათ არანაირი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ კონკრეტულ საპროტესტო აქციებზე მყოფი პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან. ამასთანავე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ საპროტესტო აქციებზე ან სხვა მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან ასაცილებლად, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად (“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12 მუხლები), ახორციელებს პრევენციულ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედებებს, რომლისთვისაც ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს (ამავე კანონის 43-ე მუხლი). სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კანონიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და  თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპებით მოქმედებენ," - ნათქვამია ... ...
  • აჭარის ტელევიზის შენობასთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანესაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს. მათი თქმით, ამით გამოხატეს ის განწყობა, რომელიც მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ გაუჩნდათ: "დღეს, მრჩეველთა საბჭომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა მოკლა", _ აცხადებენ ისინი. აქცია, მაუწყებლის შენობასთან, ამ წუთებშიც ... ...
  • სუს-თან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქციაზე დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. „ლეიბორისტული პარტიისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის, ასევე, მოძრაობა „გაბედეს“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს. დაკავებულებს შორის იყო „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ... ...
  • აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები დარღვევებით წარიმართა - ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს სახალხო დამცველი აფასებს.  სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს და სასამართლო პროცესი დარღვევებით წარიმართა. 37-ვე დაკავებული პირის საქმე მხოლოდ ერთ მოსამართლეს დაეწერა განსახილველად, რამაც სასამართლო პროცესების არაგონივრული ვადით გაჭიანურება გამოიწვია. ამ ეტაპზე 17 პირის საქმის განხილვა არც კი დაწყებულა, ხოლო 8 მათგანი ჯერ კიდევ ელოდება გადაწყვეტილებას. ასევე ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სამუშაო საათებში დაკავებულ პირთა მიმართ დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული დაკავების მაქსიმალური, 12-საათიანი ვადა. ამის მიუხედავად, მოსამართლემ არ გაათავისუფლა ისინი და დატოვა თავისუფლებააღკვეთილი იქამდე, სანამ სხდომას გადადებდა. საბოლოოდ, სასამართლომ ერთმანეთისგან დისპროპორციულად განსხვავებული სახდელები დანიშნა. მოსამართლის მოტივაციასთან დაკავშირებით ამან კითხვის ნიშნები გააჩინა. ამასთან, სახალხო დამცველი მიმართავს პროკურატურას, იხელმძღვანელოს 2019 წლის 20-21 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამკვიდრებული პრაქტიკით და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ პასუხობს ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებს, ამასთან 18 ნოემბერს დაკავებულ პირთა სასამართლო განხილვებისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, გამოიყენოს "პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული პროტესტის მექანიზმი, მიმართოს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვოს დაკავებული პირების გათავისუფლება." - აღნიშნულია ომბუდსმენის ... ...
  • გიორგი გუგავა: „ივანიშვილმა სუს-ი პოლიტიკურ ჟანდამერიად გადააქცია“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მოძრაობა „გაბედეს“ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიტიკოსი გიორგი გუგავა მივიდა. მისი თქმით, სამართალდამცავებმა აქციაზე მოძრაობის 6 წევრი უკანონოდ დააკავეს, ივანიშვილმა კი სუს-ი პოლიტიკურ ჟანდამერიად გადააქცია. „ეს არის კლასიკური დიქტატურის გამოვლინება, როდესაც ახალგაზრდებს არ აცლიან სამართლიანი პროტესტის გამოთქმას. აკავებენ უკანონოდ, იყენებენ ბრუტარულ ძალას და სწორედ ის ჩაიდინა სუს-მა რის გამოც, აქ მოსული იყვნენ ახალგაზრდები. ეს ორგანო ივანიშვილმა პოლიტიკურ ჟანდამერიად გადააქცია. ის უსაფრთხოებაზე ზრუნვით კი არ არის დაკავებული, არამედ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს დასდევს, იჭერს, აპატიმრებს, უთვალთვალებს და ეს უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. ვერ დაიჭერთ მთელ ქვეყანას. ვერ შეაჩერებთ ამ გულანთებული ახალგაზრდების მიზანს.  6 ახალგაზრდა ამ ორგანიზაციიდან სრულად უკანონოდ დააკავეს“,_ განაცხადა გუგავამ. სუს-თან გამართულ აქციაზე მოძრაობა „გაბედეს“ წევრები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას და კითხვაზე პასუხს ითხოვდნენ თუ რატომ აკავებენ ქვეყანაში ახალგაზრდებს, მათ მეგობრებს, მაშინ როდესაც ექიმი  ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორშია დაკავებული უკანონოდ. მათ შენობის გვერდით მდებარე საავტომობილო შესასვლელის გადაკეტვა სცადეს, მაგრამ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რასაც დაპირისპირება და სამართალდამცავების მხრიდან 2 ადამიანის დაკავება მოჰყვა. მოძრაობის წევრების დაკავების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკეტვა გადაწყვიტეს და ზებრაზე განლაგდნენ, თუმცა, პოლიციამ მათ გზის პარალიზების საშუალება არ მისცა და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. როგორც კახა ბუხრაძემ სუს-თან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ სუს-თან დააკავეს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი. დაკავებულებს შორის არიან ასევე „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" წევრები, ნიკა და ბექა ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?