მოსახლეობა ზამთრისთვის შეშის მომარაგებას ვერ ახერხებს

მთავარი თემა

მოსახლეობა ზამთრისთვის შეშის მომარაგებას ვერ ახერხებს

13 ნოე. 2013, 10:11:50

4 ნოემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში უკანონო შეშით დატვირთული 6 მანქანა დააკავეს. ჯარიმების გაუქმებისა და სოფლის შეშით უზრუნველყოფის მოთხოვნით 3 ნოემბერს მოსახლეობამ გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებისთვის ადგილზე სამგრელო–ზემო სვანეთის რეგიონული სატყეო სამმართველოსა და მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები ჩავიდნენ. წინასწარი შეთანხმებით, სოციალური ტყეკაფები მოსახლეობისთვის სასურველ ადგილზე გამოიყოფა.

ზიფრიდ ბესელია, კურზუს თემის რწმუნებული: "კურზუში 485 კომლი ცხოვრობს, ტალერში – 450. უკვე ზამთარია და მათი უმეტესობა, 500-ზე მეტი ოჯახი, შეშის გარეშეა დარჩენილი. სადაც ტყეკაფია გამოყოფილი, იქ ფიზიკურად ვერ მიდიან. პრობლემა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ გასულ წლებში შეშის უკანონო მოპოვებაზე თვალს ხუჭავდნენ. რაკი პრობლემა ზამთრის დაწყებამდე ვერ გადაიჭრა, ხალხმა იგივე გააკეთა, რაც შარშან, შარშანწინ ხდებოდა – შეშა მოჭრეს იქ, სადაც გზა მიდის და სადაც გასულ წლებში ჭრიდნენ".

"ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN–ის მიერ, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭრით,"ტყეების მართვის დღევანდელი ვითარება და მისი გავლენა მოსახლეობაზე" კვლევა მომზადდა. კვლევაში მონაწილეობდა "ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის" კოორდინატორი სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში მაია კოდუა, რომელიც ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი პრობლემა არამარტო აღნიშნულ რეგიონში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბითაა.

"ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში ტყეკაფი საკმაოდ მიუვალ ადგილზეა. ხობშიც პრობლემებია. ფაქტობრივად, მოსახლეობა ზამთრისთვის შეშას ვერ იმარაგებს. დაგეგმილი იყო ტყეებში გზების მოწესრიგება, მაგრამ წელს ვერ მოხერხდა. თავს იჩენს არაინფორმირებულობის პრობლემაც. მოსახლეობამ არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს. მათ ეგონათ, რომ მხოლოდ ბილეთი იქნებოდა საკმარისი. სინამდვილეში, საჭიროა, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტიც, რომელიც უნდა გასცეს რეიჯნერმა ტრანსპორტირების წინ. მათ ეს დოკუმენტი არ ჰქონდათ და ამიტომ დაჯარიმდნენ", _ ამბობს მაია კოდუა.

გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროს მამუკა ივანიაშვილის თქმით, დაჯარიმებულ პირებზე რეინჯერი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს ვერ გასცემდა, რადგან მოსახლეობა იმ ადგილებში ჭრის ხეებს, სადაც ტყეკაფები არაა გამოყოფილი.

"იქ სადაც გამოყოფილი არ არის ტყეკაფები და ჭრი ხეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ცალსახად აზიანებ გარემოს. არ შეიძლება ამგვარი საქციელის ჩადენა. ადამიანი მიჩვეულია ინერციულად იმ ადგილას მოჭრას ხე, სადაც წინა წელს იყო შესული. თავისთავად ცხადია, ამას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება",_ აცხადებს მამუკა ივანიაშვილი.

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის გამოც მოსახლეობა შეშის მომარაგებას ვერ ახერხებს, გამოყოფილი ტყეკაფების გადამყიდველების ხელში მოხვედრაა. ივანიაშვილის თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ელოდებიან ტყეკაფების გახსნას. 2 წუთში ხდება მათ მიერ ტყეკაფის შესყიდვა, ეს შეიძლება იყო ერთი ორი კაცი სოფელში, და მოსახლეობას საშუალება აღარ აქვს მოიმარაგოს შეშა.

"გარემოს დაცვის სამინისტრომ 12 ნოემბერს მოსახლეობის შეშით მომარაგებაზე იმსჯელა. ორი კაცის ხელში რომ არ მოხვდეს ეს ბილეთები, სამინისტრომ მთავრობის 242-ე დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა. ადგილობრივი თვითმმართველობებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც მითითებული იქნება ფაქტობრივი მონაცემები, რამდენი კომლი ცხოვრობს ამა თუ იმ სოფელში, შეიქმნება ბაზა, რომელიც დაიდება „ლიბერთ ბანკში“. ბანკში განთავსდება ასევე ინფორმაცია გამოყოფილი ტეკაფების შესახებ. საშუალოდ, თითოეულ კომლზე გაიცემა 7 კუბური მეტრი საშეშე მასალის ბილეთი. გამოიყოფა მისი ათვისებისთვის 1 თვიანი ვადა. ვადის გადავადებაც შესაძლებელი იქნება. ადამიანი, რომელსაც შეშის გატანა უნდა პირადობას წარუდგენს ტყის მცველს და ის გამოუწერს ბილეთს. ადამიანი სადაც ცხოვრობს, იქ შეძლებს შეშის მოსაჭრელი ბილეთის შეძენას, ანუ კონკრეტულად ეცოდინება რამდენი ეკუთვნის და სად. ეს ხდება, იმიტომ რომ, გადამყიდველების ხელში არ აღმოჩნდეს ტეკაფები. ჩვენ სამეგრელო-ზემო სვანეთშიც გვაქვს გამოყოფილი სოციალური ჭრებისთვის ადგილები, მაგრამ ველოდებით მთავრობის ბრძანებაში შეტანილი ცვლილების ძალაში შესვლას და თითოეული მოსახლისთვის 7 კუბური მეტრი შეშისთვის ბილეთის გამოწერა გარანტირებული იქნება", _ აცხადებს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls