ადვოკატი იმედოვნებს, რომ გულორდავას სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებას არ შეუფარდებს

მთავარი თემა

ადვოკატი იმედოვნებს, რომ გულორდავას სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებას არ შეუფარდებს

2013 ნოე 13 10:25:10

ბრალდებულის ადვოკატი ჯიტა გულუა აცხადებს, რომ კონსტანტინე გულორდავას ბრალი 118–ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ადვოკატი იმედს გამთქვამს, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და აღმკვეთი ღონისძიება დაკავებულისთვის შეფარდებული არ იქნება.

"მიუხედავად იმისა, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა, გამოძიებამ გადაწყვიტა, ამ ეტაპზე მოხდეს გულორდავას დაკავება. ვიმედოვნებ, სასამართლო დადგება თავის სიმაღლეზე და აღკვეთი ღონისძიების შერჩევისას მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ვიმედოვნებ არ იქნება გულორდავას მიმართ გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება, რაგან კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ–ამის საფუძველი არ არსებობს".

თავად გოგა ანჩაბაძის მიმართ, რომელიც ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია, უკვე აღიძრა გაუპატიურების მცდელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე. პოლიციელს მოტეხილი აქვს ორივე ქვედა კიდური, მოჭრილი აქვს ყური და ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება.

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა უკვე გააკეთა განცხადება და მოუწოდა შსს–ს საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

"2013 წლის 12 ნოემბერს, მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელს უცნობი პირები დაესხნენ თავს, მოაჭრეს ყური, სცემეს, გახადეს პოლიციის ფორმა და ადგილზე მიატოვეს. შემთხვევა კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება, რომ დაიწყო გამოძიება, როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიმართ, ასევე სავარაუდოდ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე. სამინისტროს განცხადებით, უკვე დაკავებულია ეჭვმიტანილიც. საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ფაქტი ყოველმხრივ, სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოიძიოს. დაუშვებელია, თუნდაც დანაშაულის არსებობისას, კერძო პირებმა შურისძიებით, თვითნებურად სცადონ დამნაშავის დასჯა. მსგავსი შემთხვევების პრევენცია კი მხოლოდ სწრაფი, ეფექტური გამოძიებითა და ყველა დამნაშავე პირის სათანადოდ დასჯით არის შესაძლებელი", – ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციელის დაჭრას სოციალური ქსელით გამოეხმაურნენ ვანო მერაბიშვილი და ბაჩანა ახალაია. მერაბიშვილმა მომხდარი ბნელ წარსულში დაბრუნებად შეაფასა.

"მინდა გამოვეხმაურო ზუგდიდში მომხდარ შემზარავ ფაქტს, როდესაც პოლიციის თანამშრომელი გახდა არაადამიანური წამების მსხვერპლი. მე მესმის, რომ ის ბრალდება, რომელიც მის წინააღმდეგ გაისმის საკმაოდ მძიმეა და დადასტურების შემთხვევაში იგი აუცილებლად უნდა იქნეს უმკაცრესად დასჯილი. თუმცა, მიუხედავად იმისა, დამნაშავეა თუ არა ეს კონკრეტული პოლიციელი, მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო საგანგაშო ფაქტია მოქალაქის მიერ მართლმსაჯულების აღსრულების საკუთარ ხელში აღება. მინდა ყველას შევახსენო, რომ ძალის გამოყენების და სამართლის დაცვის ერთადერთი ლეგიტიმური უფლება სახელმწიფოს აქვს და ყველა სხვა მცდელობა წარმოადგენს ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებას. რიგითი მოქალაქეების მიერ მართლმსაჯულების განხორციელების საკუთარ თავზე აღება ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობას და გვაბრუნებს იმ ბნელ წარსულში, რომლიდანაც გამოსვლა მხოლოდ უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში მოვახერხეთ".

ბაჩანა ახალაია კი აცხადებს, რომ "არავის შერჩება პოლიციელზე ხელის აღმართვა და დღეს თუ ხვალ, ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე".

"ჩემთვის უმძიმესია იმის გააზრება, რომ დღეს ქვეყანაში კანონიერი ქურდები და ამ სამყაროს სხვა წარმომადგენლები ახერხებენ შური იძიონ სამართალდამცავებზე, ადამიანებზე ვინც ბოლო წლების მანძილზე თავდაუზოგავად შრომობდა და იბრძოდა საზოგადოების სიმშვიდისათვის და მათი კრიმინალისაგან დასაცავად. მიმაჩნია, რომ ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი პირდაპირ არის კავშირში ხელისუფლების ზედმეტად ლიბერალურ დამოკიდებულებასთან კრიმინალის მიმართ და უფრო მეტიც, ვთვლი, რომ კანონიერი ქურდები წახალისებულნი არიან სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. უდაოა, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ სახელმწიფომ უარი თქვა პოლიციელების დაცვაზე. გაჩნდა განცდა, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა ყველა იმ ადამიანს შეუძლია, ვისაც ჯიბეში 100 ლარი უდევს. მინდა თანავუგრძნო დაზარალებულ პოლიციელს, მის ოჯახს და გამოვთქვა იმედი უახლოეს პერიოდში სწორედ რიგით სამართალდამცავებთან ერთად კვლავ შევძლებთ ქვეყნის დაცვას, როგორც საგარეო, ასევე საშინაო საფრთხეებისაგან. ვდებ პირობას, არავის შერჩება პოლიციელზე ხელის აღმართვა და დღეს თუ ხვალ უმკაცრესად აგებენ პასუხს კანონის წინაშე".

სწორედ ახალაიას განცხადებას მოჰყვა საპროტესტო აქცია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსთან. აქციე მონაწილეების განცხადებით, ახალაიას არანაირი უფლება არ აქვს ციხიდან გამოხმაურებები აკეთოს და სამეგრელოს ისევ დაემუქროს.

"გოგა ანჩაბაძე პოლიციელის ფორმაში გადაცმული დამნაშავე და სატანაა, სწორედ ახალაიას მსგავსი. ყოფილ მინისტრს კი არ აქვს უფლება სამეგრელოს კვლავ დაემუქროს და „თავისიანები“ დაიცვას, მითუმეტეს ციხიდან", _ აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კონსტანტინე გულორდავას სასამართლო პროცესი სავარაუდოდ უახლოეს ორ დღეში გაიმართება.რაც შეეხება დაჭრილ პოლიციელს, ის ისევ საავადმყოფოში რჩება და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ დაჭრილი პოლიციელი ზუგდიდის ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის ეზოში იპოვეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ეზოში მიკროავტობუსით უცნობი პირები მაღალი სიჩქარით შეიჭრნენ, გადმოაგდეს პოლიციელი და გაუჩინარდნენ. პოლიციელისთვის ყურის მოჭრის საბაბი მის მიერ მეჯვარის ცოლის გაუპატიურების მცდელობა გახდა.




 ახალი ამბები
  • რატომ მოიხსნა მასალა “გურია ნიუსის“ ვებგვერდიდანდღევანდელი აქციის გაშუქებისას, “გურია ნიუსის“ ვებგვერდზე დაიდო მასალა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მოქალაქეს შორის მომხდარ მცირე ინცინდენტს შეეხებოდა. იმის გამო, რომ აუდიოჩანაწერში, შეუძლებელი იყო ინციდენტისას გაჟღერებული ფრაზების ზუსტად გარჩევა, მივიღეთ გადაწყვეტილება, მასალა ვებიდან მოგვეხსნა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტის სიზუსტეა, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ის. ჟურნალისტის აღწერით, მოქალაქეებთან სელფის გადაღებისას, პრემიერთან მოქალაქე მივიდა და სთხოვა, გაეცა პასუხი, თუ რატომ არ აკმაყოფილებენ მის განცხადებას. პრემიერი, რომელიც დაცვასთან ერთად უკვე გადიოდა ლოკაციიდან, მოქალაქეს მიუბრუნდა, თუმცა, რა საუბარი შედგა მათ შორის და როგორ დაშორდნენ ერთმანეთს აუდიოჩანაწერში არ ისმის. მოქალაქემ ჟურნალისტს უთხრა, რომ პრემიერმა მას პასუხი არ გასცა და დაცვას ლოკაციიდან გასვლის შესახებ მიმართა, თუმცა, აუდიოჩანაწერში არ ისმის ფრაზა: “მომაშორეთ ეს კაცი!“, როგორც ეს მოქალაქემ უთხრა ჟურნალისტს. იგი ვინაობას არ ასახელებს, როგორც თავად ამბობს, შემდგომში პრობლემებისგან თავდაცვის მიზნით. როგორც მან ჟურნალისტთან საუბარში თქვა, ის სოლოლაკში, ავარიულ სახლში ცხოვრობს და ამის შესახებ აქვს განცხადება შეტანილი და სწორედ ამ განცხადების პასუხს ითხოვს ... ...
  • დუტა სხირტლაძემ ათი თეთრი მოიგო და ოზურგეთელმა კი ოთხკაციანი საგზაურიდღეს, “იმედის“ ეთერში ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელის გათამაშება შედგა. დოლორას დატრიალების დროს შოუმენმა დუტა სხირტლაძემ  ბილეთის ნაცვლად ათთეთრიანი ამოიღო. “ეს ათი თეთრი ლიფტში გამომადგება. ისე, თანხა შესაწირავ ყუთში უნდა მოათავსოთ,“ - თქვა დუტა სხირტლაძემ. მოგვიანებით,  ოზურგეთში მცხოვრებმა გათამაშებაში ევროპაში გასამგზავრებელი ოთხკაციანი საგზური ... ...
  • “ადამიანებმა, რომლებმაც ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები, ანონიმურობა ითხოვეს“სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)- ამ ოთხმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 14 დეკემბერს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში პარტიული ღონისძიების ფარგლებში ფართომასშტაბიანი აქციის შესახებ. პარტიის განცხადებით, ღონისძიება საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე საზეიმო კვირეულის შეჯამებას უკავშირდება. განცხადება 13 დეკემბერს გავრცელდა, სადაც ნათქვამია: “აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მმართველი პარტიის მიერ მოქალაქეთა აქტიური მობილიზება შეინიშნება, რომელსაც ძირითადად კოორდინაციას უწევენ „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისები. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, პარტიის კოორდინატორების გარდა, მოქალაქეთა მობილიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერების წარმომადგენლები სოფლებში და სოფლების საკრებულოს დეპუტატები. კონკრეტულად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდში, ფოთში, ხობში, მარტვილში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურში, ახალციხეში, გორში, ხაშურსა და კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დადიან მოსახლეობაში, საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში და საჯარო სკოლის მასწავლებლებს, ბაღის თანამშრომლებს,  ა(ა)იპ და სსიპ-ების  თანამშრომლებს მოუწოდებენ გაემგზავრონ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქცია-ღონისძიებაზე. ზოგ შემთხვევაში აქციაზე წასვლისკენ მოწოდებას დავალების, ზოგ შემთხვევაში კი თხოვნის შინაარსი აქვს. ასევე, რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს დავალებული აქვთ აქციაზე წამსვლელი 10 ან 20 კაციანი სიების წარმოდგენა სახელის, გვარის და პირადი ნომრის მითითებით. საჯარო მოხელეებისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლების გარდა, ზუგდიდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქციაზე წასვლის შესახებ გაფრთხილებულები არიან სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომლებიც „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან პირად საუბარში გამოხატავენ შიშს, რომ აქციაზე წაუსვლელობის შემთხვევაში სოციალური დახმარება მოეხსნებათ. ხელმომწერი ორგანიზაციები მმართველ პარტიასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ საჯარო მოხელეებსა და მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებით ზეწოლის/იძულების ნებისმიერი ფორმა. ამასთან, მაქსიმალურად უზრუნველყონ დაგეგმილი პარტიული ღონისძიების გამიჯვნა საჯარო სამსახურის და თვითმმართველობების საქმიანობისგან, და თავი შეიკავონ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანისგან,“_ წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “გურია ნიუსი“ დაინტერესდა კონკრეტულად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის რომელ სოფელში დაფიქსირდა ზემოთ აღნიშნული ფაქტები. “სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურია-ფოთის რეგიონალური კოორდინატორის, მადონა ბერიძის თქმით, კონკრეტულ სოფლებს ვერ დაასახელებს, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებმაც ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებს მიაწოდეს ინფორმაციები ანონიმურობა ... ...
  • ჭიათურაში უკანონოდ დატყვევებული დათვი იპოვნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ჭიათურაში, მოხეტიალე ცირკის მიერ დათვის უკანონოდ დატყვევების ფაქტი გამოავლინეს. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს, საქმის მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება. დათვი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა გადაიყვანეს, სადაც ის შესაფერის პირობებში მოთავსდება სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. ... ...
  • "ყველაზე ყლ....ბა ტელევიზიაა" _ აქციის მონაწილე POST ტვ-ს ჟურნალისტსერთ-ერთი მოქალქე პირდაპირი ჩართვისას პოსტივის გადამღებ ჯგუფთან მივიდა, რომელმაც იკითხა _ აქციაზე მოსვლა და დღევანდღელი ცხოვრება რამდენი კილო კარტოფილი დაუჯდა ხელისუფლებას? შემდგომ ჟურნალისტს ჰკითხა რომელი ტელევიზიის წარმომადგენელი იყო, ლოგოს ნახვის შემდეგ კი თქვა,რომ ყველაზე ყლ....ბა ტელევიზია, რასაც გადამღები ჯგუფის და აქციის მონაწილეებისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა და ის პროვოკაციაში ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...