"რა მოხდა ჩინოვნიკის ცხოვრებაში ისეთი, რომ მან 5 თვეში მოახერხა 45 000 ლარის გასტუმრება?!"

მთავარი თემა

"რა მოხდა ჩინოვნიკის ცხოვრებაში ისეთი, რომ მან 5 თვეში მოახერხა 45 000 ლარის გასტუმრება?!"

2013 ნოე 14 14:58:25

"მინდა გამოვეხმაურო მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, მომავალი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ახალი სახლის შესახებ. ასევე მის განცხადებას, რომ ეს სახლი ბანკიდან აღებული 10 წლიანი 100 000 დოლარიანი კრედიტით შეიძინა.

რეესტრის ამონაწერის თანახმად, ბატონმა ოთარმა, 10 დღის წინ დაჩქარებული წესით შეიძინა 150 კვ.მ ფართი ჯანაშიას ქუჩაზე. ეს ოპერცია ჩატარდა ერთ დღეში და პროცედურების დასაჩქარებლად ფარცხალაძემ გადაიხადა 205 ლარი.

ჩვენ არ დავინტერესდებოდით ამ ფაქტით, ეჭვს რომ არ იწვევდეს ამავე პიროვნების მიერ 5თვის წინ შევსებული ქონებრივი დეკლარაცია. დეკლარაციის თანახმად, 5 თვის წინ ფარცხალაძეების საკუთრებაში იყო 1994 წელს გამოშვებული "ტოიოტას" მარკის ავტომანქნა, 76 კვ.მ ბინა საბურთალოზე და ბევრი ვალი. უფრო კონკრეტულად - კრედიტი 30 000 და ოვერდრაფტის დავალიანება, რომელიც 10 000 ლარს აღემატებოდა. ოჯახი არ ეწეოდა კომერციულ საქმიანობას და არ ჰქონდა ნაღდი ფული.

ჩვენს კითხვას ასეთი ფორმულირება აქვს - რა მოხდა ჩინოვნიკის ცხოვრებაში ისეთი, რომ მან 5 თვეში მოახერხა 45 000 ლარის გასტუმრება?!

როგორ მოახერხა ვალებით დატვირთულმა ადამიანმა დამატებით 100 000 დოლარის შოვნა სახლის შესაძენად. ფარცხალაძის განცხადებით, მან  ბანკისგან აიღო ასი ათასი, ჯანაშიას 17-ში მდებარე ბინის საბაზრო ღირებულება კი დაახლოებით 200 000 დოლარია.

როგორ მოახერხა მომავლმა მთავარმა პროკურორმა ბანკის კრედიტის აღება იპოთეკის გარეშე. სახლი ჯანაშიაზე არაა იპოთეკით დატვირთული.

იმ არითმეტიკით, რომელი ფარცხალაძემ შემოგვთავაზე, კვადრატული მეტრი მას შეძენილი აქვს 600 დოლარად. ამ პრესტიჟულ უბანში კი კვადრატულის ღირებულება 1300 დოლარიდან იწყება.

გამოიყენა თუ არა ახლანდელი და მომავალი სამსახურებრივი მდგომარეობა შეღავათების მისაღებად ბანკთან და ბინათმშენებლებთან?

ამ კითხვებზე დამაჯერებელი და არგუმენტირებული პასუხების შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობა" თემას ამოწურულად ჩათვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ მომავალ მთავარ პროკურორს ჩვენთვის უცნობმა პირმა დიდი ფინანსური დახმარება გაუწია.

გასარკვევი იქნება, რისთვის მიიღო ეს საჩუქარი ფარცხალაძემ. უკვე გაწეული სამუშაოებისთვის, როგორიცაა მინარეთის მოგლეჯვა, მერიისა და სკარებულოს 22 წევრის დაკავება, საქმეების აღძვრა უგულავასა და კეზერაშვილის წინააღმდეგ?

თუ ეს არის ავანსი მომავალში პოლიტიკური დაკვეთების შესასრულებლად?!", _ წერს ნადირაშვილი.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?