სინოდმა ლგბტ თემის შესახებ მსჯელობა დაიწყო

მთავარი თემა

სინოდმა ლგბტ თემის შესახებ მსჯელობა დაიწყო

2013 ნოე 17 23:03:55

"გურია ნიუსი" ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოს, თეოლოგიის დოქტორ მალხაზ სონღულაშვილს ესაუბრა.

მალხაზ სონღულაშვილი:

_ ლგბტ საზოგადოების თემა ახალია ჩვენი საზოგადოებისთვისაც და ჩვენი ეკლესიებისთვისაც, მაგრამ თავისთავად ცხადია, ამ ხალხის რეალურად არსებობა ახალი არ არის - ისინი ყოველთვის იყვნენ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობდნენ, თუმცა, მათი არსებობა ყოველთვის მიჩუმათებული იყო.

ჩვენი ეკლესიისათვის გამოწვევა იყო 17 მაისის მოვლენები, რომელიც მძიმედ მისაღები და მოსანელებელი იყო როგორც ქრისტიანული თემისათვის - ადამიანის დევნა ნებისმიერი ფორმით და მიზეზით ქრისტიანობის სახელით სრულებით მიუღებელია და შესაბამისად, ჩვენმა ეკლესიამ ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატა და დაიწყო საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ გავიგოთ ეს საკითხი. გამოგიტყდებით, საუბრების პირველმა რაუნდებმა ძალიან დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა. დღესაც ჩვენ ყველანი ვღელავთ და განვიცდით ამ ამბავს.

ჩვენი ეკლესიის წიაღში ამის შესახებ ერთი აზრი არ არის ჯერ ჩამოყალიბებული და გასაკვირიც იქნება, რომ ასე ყოფილიყო. ჯერ არანაირი საერთო საეკლესიო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ცხადია, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ეკლესია ცალსახად გმობს აღვირახსნილობის ყოველგვარ გამოვლინებას, იქნება ეს ჰეტეროსექსუალური თუ ჰომოსექსუალური.

ამ დროისათვის მიმდინარეობს ფენომენოლოგიური საუბარი სექსუალობასა და ჰომოსექსუალობაზე ბიბლიური მოწმობის, თეოლოგიური აზროვნებისა და მეცნიერების უკანასკნელი მონაცემების შუქზე. ამ პერსპექტივების განხილვისა და შეჯერების შედეგად ეკლესიამ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება და განცხადება გააკეთოს. თუმცა, ეს დღეს-ხვალ არ იქნება, ამას დრო სჭირდება. ამ საკითხში შეცდომის დაშვება საზიანო იქნება ყველასთვის.

ერთი მხრივ, ამ თემის სენსიტიურობის გამო და მეორე მხრივ, იმის გამო, რომ საუკუნეების განმავლობაში ტაბუდადებული იყო არათუ ეს თემა, არამედ ზოგადად სექსუალობა. განსაკუთრებით, რელიგიურ სფეროში ყოველთვის საჩოთირო თემად ითვლებოდა და მსჯელობისათვის დახურული იყო. ამიტომ, ასეთ რელიგიურ სივრცეში, სადაც სექსუალობაზე არ არის ლაპარაკი, უცებ ლგბტ თემაზე საუბრის დაწყება, რა თქმა უნდა, ძალიან მოულოდნელი და მტკივნეულია. პირველ რიგში კი, ეს ემოციური პრობლემა უფროა, ვიდრე ინტელექტუალური. იმის გამო, რომ ეს ჩვენთვის შეუსწავლელი მოვლენაა, ჩვენ ძალიან ბევრი სტერეოტიპი და ცრუ წარმოდგენა გვაქვს ამის შესახებ.

_ დაახლოებით, რა დრო დასჭირდება თქვენს ეკლესიას გადაწყვეტილების მისაღებად და ამ პროცესში თუ იქნებიან ჩართულნი სხვა ეკლესიებიც?

_ ძნელი სათქმელია ზუსტად როდის, რადგან ეს გრძელი პროცესია. ჩვენს ეკლესიაში ალბათ, ქართული ტემპერამენტულობის გამო, არის სურვილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეს. თუმცა, მე არ მგონია, რომ ასეთი სიჩქარე გამართლებული იყოს.

თუ მხედველობაში მივიღებთ სხვა უფრო დაწინაურებული ეკლესიების გამოცდილებას, რომელთაგან ზოგმა ეს გზა 50, 30 თუ 10 წლის წინათ გაიარეს, თითოეულ ეკლესიას დიდი დრო დასჭირდა ყოველივე ამის შესასწავლად და დასადგენად - 20, 15, 10 წელი. მაგალითად, თუ ევროპულ ან ამერიკულ გამოცდილებაზე ვისაუბრებთ, ზოგიერთი ეკლესია ამის შესახებ წლების განმავლობაში მსჯელობდა და შემდეგ განაცხადა, რომ ჩვენ ამაზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ვაღიარებთ რომ გახსნილი უნდა ვიყოთ და უნდა ვემსახუროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ღმერთის სახედ და ხატად არისო შექმნილი. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს ეკლესიების დიდმა ნაწილმა შეერთებულ შტატებში. ისინი შეთანხმდნენ იმაზე, რომ ერთი ეკლესიის წიაღში ამ თემაზე შეიძლება განსხვავებული აზრი იყოს. ეს პოსტ–საბჭოური აზროვნებისთვის ძნელად გასაგები ამბავია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მოწიფულ საზოგადოებაში შეიძლება იყოს შესაძლებელი. ამავე სულისკვეთებისაა რომის ეპისკოპოსი ფრანცისკი, რომელმაც ამასწინად განაცხადა, რომ ეკლესიამ თავი უნდა დაანებოს ამ და მსგავს საკითხებზე კინკლაობას და მოწყალების საქმეზე მოახდინოს თავისი ყურადღების კონცენტრირება. სამხრეთ აფრიკის ყოფილმა მთავარეპისკოპოსმა დეზმონდ ტუტუმ კი მსგავსი დამოკიდებულება უფრო მძაფრად გამოხატა, როდესაც განაცხადა, რომ "ღმერთი რომ ჰომოფობი ყოფილოყო, მე მასზე არ ვილოცებდიო."

ევროპაში უფრო სხვა მდგომარეობაა და ზოგიერთ ეკლესიაში გადაწყვეტილებაც კი იყო მიღებული, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ეკლესიას ამ თემის წარმომადგენლების ხელდასხმასთან დაკავშირებით. კერძოდ, შეიძლება თუ არა მათი ხელდასხმა, მათი ეკლესიაში მსახურება და ა.შ. მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში ამ თემაზე ზოგი საკითხი გარკვეულია, ზოგი გაურკვეველი. ხელდასხმა მისაღებია და პრაქტიკაშია, მაგრამ ჯერჯერობით არაა დადგენილი ლიტურგია, რომელიც ასეთი ადამიანების ქორწინებას აკურთხებს ეკლესიის წიაღში. ეს, მათი აზრით, სხვა განზომილების ნაწილია.

დიდ ბრიტანეთშიც ასეთი დამოკიდებულება იყო ანგლიკანურ ეკლესიაში. ოფიციალური პოზიცია ჯერჯერობით ასეთია - შეიძლება ამ თემის წარმომომადგენელი იყოს ეკლესიის წევრი, თუკი იგი არ იმყოფება აქტიურ პარტნიორობაში ამავე თემის სხვა წარმომადგენლებთან.

_ კონკრეტულად რომ მესაუბროთ, რა კუთხით მიმდინარეობს მსჯელობა თქვენს ეკლესიაში. როგორც ვიცი, ქორწინების თემის განხილვა არ ყოფილა. რა კუთხით არის მსჯელობა?

_ რაზეც სინოდის ყველა წევრი თანახმა და ერთსულოვანია, არის ის, რომ ამ თემის წარმოამდგენლების ხელყოფა სრულიად მიუღებელია და ეკლესია უნდა იყოს მოწადინებული და ემსახუროს მათ, როგორც შეეძლება. ეს არის ქრისტიანული სულისკვეთება. ამაში არის ცალსახა დამოკიდებულება. თუმცა, იყო თითოოროლა გამოვლინება, როცა ასეთი მიდგომაც კი მიუღებელი იყო ზოგიერთი ჩვენგანისათვის, მაგრამ გასაგებია რატომაც. თუ ეს ზუსტად რა მოვლენაა და მას როგორი თეოლოგიური შეფასება უნდა მიეცეს, ჯერჯერობით სინოდში ამაზე სიცხადე არ არის. სინოდი კვლევისა და ლოცვის რეჟიმში მუშაობს.

_ თქვენ თქვით, რომ ეს არის პროცესი და საჭიროა დრო. საქართველოში ლგბტ თემის წარმომადგენლები საკმაოდ ხშირად ხდებიან საზოგადოების აგრესიის მსხვერპლნი. ნათელი მაგალითია 17 მაისის მოვლენები. ამ შემთხვევაში რაში ხედავთ თქვენ გამოსავალს?

_ ვფიქრობ, ამ თემაზე ლაპარაკი საჭიროა საჯაროდ და ეს უნდა წარმართოს არა იმ ხალხმა, რომელთაც ყურმოკვრით იციან ამის შესახებ, არამედ მათ, ვისაც აქვს საფუძვლიანი სამეცნიერო, სოციალური განათლება და ცოდნა ამ თემის ირგვლივ. საქართველოში ამ მიმართულებით არაფერი ისეთი არ ხდება, რაც სხვაგან არ მომხდარა. მაგრამ ის, რამაც უშველა დასავლეთს, რომ მთლიანად საზოგადოება ამ აგრესიისგან გათავისუფლებულიყო, იყო ის, რომ საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები, რომლებიც მანამდე მალავდნენ თავიანთ იდენტობას, ამაზე აშკარად იწყებდნენ ლაპარაკს, რაც ხელს უწყობდა ამ თემის წარმომამდგენელი ხალხის დიაბოლიზების დასრულებას. გულწრფელი და კვალიფიციური საუბარი ამ თემაზე საჯაროდ (დიდ ბრიტანეთში ამ პროცესების მომსწრე მეც ვიყავი) ძალიან მნიშვნელოვანი იყო და სწორედ ამან გაარღვია ის კედელი, რომელიც მანამდე იყო აღმართული. შესაძლოა ადამიანი თვლიდეს, რომ ეს არის მიუღებელი მისი რელიგიური პერსპექტივიდან... შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ასეთი დამოკიდებულება, რომ ეს ცოდვაა და მიუღებელი, მაგრამ მეორე მხრივ, არ შეიძლება ნებისმიერი რელიგიის მქონე ადამიანს ჰქონდეს აგრესია და სიძულვილი ამ თემის წარმომადგენლებისადმი. ეს პირველ რიგში ამ რელიგიას აზიანებს. სადაც თუნდაც ერთი ადამიანის სიძულვილი იწყება, აი, სწორედ იქ მთავრდება რელიგიურობა.

_ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება მუხლი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ფორმით ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი ქმედება ხდება. არასამთავრობო ორგანიზაციები და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ამ ცვლილების წინააღმდეგ გამოდიან, განსხვავებით საქართველოს საპატრიარქოსგან. როგორც ვიცი, სწორედ ამ საკითხზე რელიგიური ლიდერების სხდომა გაიმართა. რა გადაწყვეტილება მიიღეთ?

_ ამ ცვლილებას საპატრიარქოს გარდა, ეთანხმება 2 რელიგიური გაერთიანება - სომხური სამოციქულო ეკლესია და საქართველოს მუსლიმთა სამმართველო. ამ სამმართველოს ორიდან ერთი ხელმძღვანელი უჭერს მხარს. ეს არის შეიხი ვაგიფ ახპეროვი. ასე რომ, რელიგიური უმცირესობებიდან ამას მხოლოდ 2 გუნდი უჭერს მხარს, დანარჩენი ყველა რელიგიური გაერთიანება წინააღმდეგია, რადგან ამაში საფრთხეს ვხედავთ... ასეთი კანონის მიღება არის ატავიზმი იურიდიულ სივრცეში, ეს იყო შუასაუკუნეების მოვლენა, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში დღესაც შენარჩუნებულია ფორმალურად. დიდი ხნის წინათ, როდესაც ეკლესია დომინანტ რელიგიურ-პოლიტიკურ ფუნქციას ასრულებდა, ასეთი კანონები მაშინ იქნა შემოღებული. მაგრამ პრაქტიკულად მათ აღარანაირი იურიდიული ფუნქცია აღარა აქვთ. იქ სადაც სამოქალაქო საზოგადოება ძლიერია და საღი, ადამიანის დისკრიმინაციის ნაკლები შანსი არსებობს.

_ თქვენ იყავით ის ადამიანი, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი, რომელიც ქვეყანაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი ყველა ინცინდენტის დროს შემთხვევის ადგილზე ჩადიოდა და მხარეებს ესაუბრებოდა...

_ პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ მე თავს უმცირესობის ნაწილად არ მოვიაზრებ. მე ვარ ადამიანი, და იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანები სულიერი არსებების უმეტესობას წარმოადგენენ, მე უმცირესობაში ვერ ვიქნები. თუმცა, უმცირესობაზე და უმრავლესობაზე აქცენტების გაკეთება, საზოგადოების დიდ ცივილურობაზე არ მეტყველებს. ამაზე ლაპარაკი უხერხულია, ანუ "გოიმობაა" (როგორც ამას ჩემს ახალგაზრდობაში იტყოდნენ), რადგან თითოეული ადამიანი რაღაცა სივრცეში უმცირესობას წარმოადგენს: ყველა ვეგეტერიანი არ არის, ყველას არა აქვს ალერგია ჭადრის ხის ბუსუსებზე, ყველას ბახი და ბეთხოვენი არ უყვარს, ყველას იმპრესიონიზმი არ მოსწონს, ყველა წიგნებს არ ჩაჰკირკიტებს, ყველა ერთნაირად არ ლოცულობს....

მე როგორც ადამიანი და ამ ქვეყნის მოქალაქე, ვდგავარ იქ, სადაც სხვა ადამიანის ღირსება ილახება. ჩემთვის ცხადია, არა აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი რომელ რელიგიურ, ეთნიკურ, რასობრივ და სექსუალურ ჯგუფს განეკუთვნება. ჩემი თანადგომა მუსლიმების მიმართ სამთაწყაროში, მათ მიმართ ვისი რელიგიური ღირსების ხელყოფაც მოხდა ჭელაში თუ ციხისძირში, ვთვლი, რომ არის ჩემი ადამიანური მოვალეობა და ამაში არც გასაკვირია რამე და არც საქებარი.

საერთოდ ქრისტიანულ თეოლოგიაში არის "კაიროსის" აღიარება. ანუ თუ დრო მოვიდა რაღაცისთვის, ის უნდა მოხდეს, რათა საზოგადოებამ წინ წაიწიოს. მე ასე მგონია, რომ ახლა არის "კაიროსის" დრო, როდესაც ის კედლები, რომლებიც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურების წარმომადგენლებს ყოფს და ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებს, უნდა დაინგრეს და მოიშალოს. ამ საქმეში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ, ვინც ადამიანად მოიაზრებს თავს. ეს ყველას საქმეა, მორწმუნეა თუ ათეისტი, ამას არ აქვს მნიშვნელობა.

საქართველო დგას ისლამური და ქრისტიანული ცივილიზაციების საზღვარზე. ამიტომ, ჩვენ როგორც ქვეყანამ, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ მშვიდობისა და ჰარმონიის აღდგენაში ამ ორ ცივილიზაციას შორის. ის რომ პატარა ქვეყანა ვართ, ეს ნაკლი არ არის, შეიძლება უპირატესობაც კი იყოს ცივილიზაციათა შორის დიალოგის გამართვის საქმეში.

_ როგორც ვიცი, თქვენ ახლახანს დაბრუნდით ირანიდან, სადაც იქაურ რელიგიურ ლიდერებთან შეხვედრები გქონდათ. რა ტიპის შეხვედრები გამართეთ?

_ ირანსა და ერაყში სტუმრად ჩემი მუსლიმი მეგობრების მიწვევით ვიყავით პატარა დელეგაცია, რომელშიც მუსლიმები და ქრისტიანები ვიყავით გაერთიანებული (ეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი – ჩვენი ეკლესიიდან, გელა გუნიავა – მართლმადიდებელი მეცნიერი, ჰაჯ–ფაიღ ნაბიევი – შიიტი სასულიერო პირი, პროფესორი ნამიკ გაჯიევი სუნიტი საზოგადო მოღვაწე). ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, გავცნობოდით როგორც ირანის, ისე ერაყის რელიგიურსა და საზოგადოებრივ ცხოვრებას. მიუხედავად შეზღუდული დროისა, ვფიქრობ ჩვენ ვიგრძენით ამ ორი დიდი კულტურის მაჯისცემა.

ამ ვიზიტმა ერაყსა და ირანში გამიმძაფრა იმის განცდა, რომ "კაიროსი" კარზეა მომდგარი. ჩვენ უნდა გავცდეთ ჩვენი კომფორტის ზონას, რათა ხელი შევუწყოთ მეგობრობისა და მშვიდობის დამყარებას როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მთელ დედამიწაზე.

_ მანამდე თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევა?

_ საქართველოსა და ირანს შორის ვიზიტები, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო, მაგრამ ამ მისიით, რომლითაც ჩვენ ვიყავით, რამდენადაც მე ვიცი, არ ყოფილა. ჩვენი იქ ვიზიტი მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის ინტერელიგიური დიალოგისა და გულწრფელი თანამშრომლობის დაწყებას ემსახურებოდა.

ასევე ვიყავით ფერეიდანში, შევხვდით იქაურ ქართველებს, შევხვდით ცნობილ თეოლოგებსა და შიიტ რელიგიურ წინამძღოლებს, ახუნდებსა და აიათოლებს, ირანსა და ერაყში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განსხვავებული რელიგიის, ტრადიციების, კულტურების წარმომადგენლები ვართ, გვაქვს საერთოც - ჩვენ ყველანი ერთ ღმერთს ვცემთ თაყვანს და ყველას გვაქვს ადამიანის კეთილდღეობის სურვილი და მიზანი - ქრისტიანია ის თუ მუსლიმი. თანაც ერთ რამეში დამარწმუნა ამ ვიზიტმა: გულწრფელი მორწმუნე ყოველთვის ცნობს გულწრფელ მორწმუნეს სხვა რელიგიაში. იმასაც ვფიქრობ, რომ დღეს ქრისტიანებს გვჭირდება მუსლიმებთან მეგობრობა და მუსლიმებს სჭირდებათ ქრისტიანებთან თანამშრომლობა. ერთი სიტყვით, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით.

დიალოგები ქრისტიანულ სამყაროში დიდი ხანია იმართება, ეს დაკავშირებულია ეკუმენურ მოძრაობასთან. უკვე გამართულია დიალოგები, მაგალითად, კათოლიკეებსა და ლუთერელებს შორის, ანგლიკანებსა და მართლმადიდებლებს შორის, მართლმადიდებლებსა და ბაპტისტებს შორის და ა.შ. მაგრამ მსგავსი დიალოგი ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ჯერ არ გამართულა, არადა ეს საშური საქმეა, ჩემი აზრით.

_ ბეთელზეც რომ გვიამბოთ... როგორც ვიცი, აქ მოხუცთა თავშესაფარია. რამდენი ადამიანი ცხოვრობს აქ?

_ რასაც ჩვენი ეკლესია აკეთებს, ეს ღვთის სასუფეველის შენებაში მრევლის მონაწილეობაა, რადგან მოხუცები, რომლებიც თავიანთ ცხოვრების უკანასკნელ წლებს ამ ადგილას ატარებენ, არ არიან მარტო ჩვენი თემის წარმომადგენლები. აქ არიან სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანები, ლტოლვილები და მოხუცები. დაახლოებით, 60 ადამიანი. ბეთელში მათი რელიგიური გრძნობების პატივისცემა ხდება - თუ ეს არის მუსლიმი, მას მოვუყვანთ მუსლიმ მოლას სიკვდილის წინ და ა.შ. ჩვენ გვყავს შესანიშნავი ადამიანები წმიდა ნინოს ორდენში გაერთიანებული, რომლებიც დიდი ერთგულებით ემსახურებიან გაჭირვებული ადამიანის დახმარების საქმეს.

ყველა ადამიანი, მოწოდებულია ღვთის სასუფევლის შენებისათვის და რა თქმა უნდა, ძალიან დასანანი იქნება თუ ერთმანეთს ამ საქმეში ხელს შევუშლით. ეკლესიის მთავარი ფუნქციაა, იყოს მედროშე იმისა, რომ ყველა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა ამ საქმეში, არის ის ჩვენი ეკლესიის წევრი თუ არ არის, ქრისტიანია თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ადამიანია, მაშასადამე, ღმერთის სახე და ხატია და მას ასეთივე პატივისცემა სჭირდება.




 ახალი ამბები
  • ელიზაბეთ რუდი: ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება„აშშ ამაყობს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას რუდმა თქვა, რომ ამერიკა ქართველ პარტნიორებთან ერთად მხარდამხარ ბრძოლას განაგრძობს. „ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა. ელიზაბეთ რუდმა მსოფლიოს მშვიდობის საქმეში საქართველოს წვლილი აღნიშნა და ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა. „ახალი ცენტრი საქართველოს დაშავებულ მებრძოლთა შესახებ პროგრამების ახალი დასაწყისია. ეს კომფორტული, თანამედროვე და უსაფრთხო რეაბილიტაციის ცენტრი უფრო მეტ დაშავებული მებრძოლისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მაღალი დონის კომპლექსურ მომსახურებას უზრუნველყოფს. ჩვენ თავად ვიხილეთ ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე და სანდოობა ბრძოლის ველზე. ეს გახლავთ შთამბეჭდავი მაგალითი საქართველოს ერთგულების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვალში ვართ მათ წინაშე, ვინც უდიდესი მსხვერპლი გაიღო და ვალში ვართ ჩვენი დაშავებული მეომრებისა და მათი ოჯახების წინაშე“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის ... ...
  • ჯანდაცვის მინისტრი:ექთნებისთვის ცალსახად არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება„ექთნებისთვის ცალსახად არ შეიძლება მოხდეს სახელფასო ანაზღაურების შემცირება“- ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ექთნებისთვის ხელფასის შემცირებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. მინისტრის თქმით, სელექტიური კონტრაქტირება, რომელიც კლინიკებთან მოხდება ეყრდნობა იმ საერთაშორისო ნორმატივებს, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული პერსონალის, აუცილებელ აღრიცხვას საავადმყოფოებში. „შესაბამისად მინდა მივცე რეკომენდაცია ყველა დაწესებულებას, ნუ შეეცდებიან თავიანთი ხარჯების ოპტიმიზაციას სამედიცინო პერსონალის ხარჯზე. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ 520 დადგენილება, მოიცავს სახელფასო ანაზღაურების სრულიად იმ ციფრებს და მასშტაბებს, რომელიც იყო 520-ე დადგენილებამდე. ჩვენ მკაცრად დავიცავთ ექიმების და ექთნების ინტერესებს“, - განაცხადა ეკატერინე ... ...
  • რა ეტაპზეა გამოძიება მსაჯის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც თოკზე ჩამოკიდებული იპოვესლანჩხუთელი მსაჯის, ილო ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები საზოგადოებაში, უპირველესად კი გარდაცვლილის ოჯახში, დროში გაწელილი საგამოძიებო პროცესის გამო დღემდე არსებობს. მკითხველს შევახსენებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის  33 წლის მსაჯი ილო ტუღუში 2017 წლის დეკემბერში, მალთაყვის ტყეში იპოვეს გარდაცვლილი _ იგი ხეზე იყო ჩამოკიდებული, იქვე იყო მისი კუთვნილი ავტომობილიც. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მაშინ გამოძიება ფოთის პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, თვითმკვლელობის ფაქტს იმთავითვე გამორიცხავდნენ გარდაცვლილი მსაჯის ოჯახის წევრები და ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ იგი მოკლეს. ოჯახი მომხდარს ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებდა და ამბობდა, რომ ილო ტუღუშს სიკვდილამდე ერთი დღით ადრე სახლში მიაკითხეს და მისგან ფულს ითხოვდნენ. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კონკრეტულ პირებსაც ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ ამ დაძაბული შეხვედრის მიზეზი სწორედ გარიგებული საფეხბურთო თამაშები იყო. "ჩემი ქმარი  თავს არ მოიკლავდა. სახლში იყვნენ მოსულები და დამემუქრნენ. ერთმა მითხრა, მე ხვალ მივფრინავ, მაგრამ ძმაკაცებს ვტოვებ და ისინი მიხედავენ შენს ქმარსო. ის ერთი _ ირაკლი ბახტაძე უბრალოდახლდა . ბათუმელები იყვნენ შავი "მერსედესით". მეორე ჩხაიძეა, ლანჩხუთელი", _ ამბობდა გარდაცვლილის მეუღლე ეკა ტუღუში, რომლის ინფორმაციითაც,  საუბარი იყო 5 000 ლარზე, რომელიც, სავარაუდოდ, ილო ტუღუშს უკან უნდა დაებრუნებინა, თუმცა, ვერ შეძლო. ეკა ტუღუში მაშინ იმასაც ამბობდა, რომ მისი მეუღლის მანქანა გატეხილი იყო. რა ხდება  გარდაცვლილი მსაჯის საქმესთან დაკავშირებით და რა ეტაპზეა ახლა გამოძიება, ამის გასარკვევად "გურია ნიუსი"  გარდაცვლილის მეუღლეს, ეკა ტუღუშს დაუკავშირდა. მასთან საუბრისას გაირკვა, რომ გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, გარდაცვლილი მსაჯის ოჯახი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და შესაბამისად, არც არაფრის თქმა შეუძლიათ: "ერთი წელია, რაც არ დამირეკავს და არ მომიკითხავს ამბავი. შეგნებულად არ ვრეკავ _ ყოველი დარეკვისას ნერვების მოშლის მეტი არაფერი გამოდის. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რა ხდება და როგორაა საქმე. ადრეც ყოველთვის მე ვრეკავდი თავად, გამოძიებიდან არასდროს შემხმიანებია ვინმე. აქეთ დარეკვის მაგივრად, სულ მე უნდა ვურეკო მაგათ?! არ უნდათ და არ იძიებენ საქმეს. აბა, სხვა რა უნდა ვთქვა?! ყველას ღმერთი დასჯის. მეტს ვერაფერს გეტყვით", _ გვითხრა სატელეფონო საუბრისას  გარდაცვლილი ილო ტუღუშის მეუღლემ.  ეკა ტუღუშის თქმით,  მისი მეუღლის გარდაცვალების საქმის გამოძიებას  გამომძიებელი გრიგოლ თოფურია აწარმოებს. "გურია ნიუსიც", შესაბამისად, საქმესთან დაკავშირებით მეტი  ინფორმაციის მისაღებად  გამომძიებელ თოფურიას დაუკავშირდა, რომელმაც პირდაპირ, ყოველგვარი კომენტარის  გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა _ "მიმართეთ შსს-ს პრესსამსახურს", _ გვითხრა გრიგოლ თოფურიამ. აღნიშნული უწყების პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ 33 წლის ლანჩხუთელი მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, პროკურატურასაც დავუკავშირდით, თუმცა, იქედან ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართეს იმ განმარტებით, რომ 2017 წლის დეკემბერში, მალთაყვის ტყეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში უკან მობრუნებულებს კი უწყების პრესსამსახურის სამეგრელოს ზონის კურატორმა გვითხრა, რომ ჩვენ მიერ დასახელებული საქმის გამომძიებელი გრიგოლ თოფურია პროკურატურის დაქვემდებრებაში მუშაობს და ეს გაუგებრობაც  ამიტომ მოხდა. საბოლოოდ, ძალოვანი უწყებიდან მხოლოდ მშრალი ინფორმაცია მივიღეთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის  33 წლის ლანჩხუთელი მსაჯის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გარდა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლისა, საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის 203- მუხლითაც მიმდინარეობს, რაც პროფესიული სპორტული შეჯიბრის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვას გულისხმობს და გამოძიებას ამ ეტაპზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიცია აწარმოებს. როგორც თავშივე აღვნიშნეთ, გარდაცვლილის ოჯახი მომხდარს იმთავითვე ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებდა. თუმცა,  ოჯახისგან განსხვავებით, ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტში გამორიცხავდნენ, რომ ტუღუშის გარდაცვალება გარიგებულ თამაშებთან იყო კავშირში. ამგვარ  კავშირს ლანჩხუთის "გურიას" ხელმძღვანელობაც ... ...
  • "სახელმწიფო წარმოუდგენლად ულმობელია ჩვენ მიმართ!"ოზურგეთში მცხოვრები ცოლ-ქმარი _ აზა ჩაფიძე და გოგი კიღურაძე, საკუთარი სახლის ავარიული მდგომარეობის გამო, სადაც ცხოვრება არ შეიძლებოდა, ცხრა წლის წინ, სოფელ ლიხაურში გადავიდნენ საცხოვრებლად. იქ მათ სახლის მეპატრონემ პირველი სართული დაუთმო საცხოვრებლად. მეორე სართული კი დღემდე დაკეტილია და როცა ზაფხულობით დედაქალაქიდან სოფელში ჩადიან, თავად სარგებლობენ. როგორც აზა ჩაფიძე გვიამბობს, მათი გასაჭირი სათავეს შორიდან იღებს და ამის გამო ყოველთვის ჰქონდათ სოციალური დახმარება. მაშინაც კი, როცა საცხოვრებლად ლიხაურში გადავიდნენ. თუმცა, სამი წლის წინ, მოულოდნელად დახმარება შეუწყვიტეს. _ ეზოში ამ ოჯახის მფლობელის ძველი "ჟიგული" იდგა, დაჟანგული და გაოხრებული. თავიდან არ მიუჩნევიათ ეს პრობლემად. მერე კი ამიხირდნენ, შენიაო. ამიტომ მოგვივიდა 80 ათასი ქულა. მივდექ-მოვდექი, მაგრამ ვერაფერს გავხდი. სასწაული ის არის, რომ გაზი ჩვენ არ გვაქვს და მაცივარი, მხოლოდ ერთი პატარა "პლიტა" გაგვაჩნია. შეშის ღუმელით ვთბებით. დახეულ-დაგლეჯილი ლინოლეუმითაა მოფენილი ცემენტის იატაკი. თხილი კი არის ამ საკარმიდამოში, მაგრამ მიაქვს პატრონს. სახლში უსასყიდლოდ შემოგვიშვა და ახლა მოსავალსაც მე ხომ არ მაჩუქებს?! მანქანებიც ჰყავთ, შემოსავალიც აქვთ, საკუთარ სახლშიც ცხოვრობენ და დახმარებასაც იღებენ. ცოტაა ასეთი? გამოდის, რაც უფრო გაჭირვებული ხარ, მით უფრო სასტიკი ხდებიან. სახელმწიფო ულმობელია ჩვენ მიმართ _ ამას სხვა არაფერი ჰქვია! _ გვეუბნება აზა ჩაფიძე.  აზა ჩაფიძეს და გოგი კიღურაძეს ერთი შვილი ჰყავთ, რომელიც ხარაგაულშია გათხოვილი. იგი, ორი მცირეწლოვანი შვილით, თავადაც ხელმოკლედ ცხოვრობს და არათუ მშობლების დახმარება, საკუთარი თავის რჩენაც უჭირს. _ როცა სტუმრად ჩამოდიან შვილი და შვილიშვილები, ღამის გასათევად ჩემს ძმასთან ვგზავნი. აქ მხოლოდ ორი ოთახია, რითაც ვსარგებლობთ. ისიც ისე მოუხერხებელია, ბავშვებს კი არა, დიდებს გვიჭირს ყოფნა. სამუშაო რომ იყოს, მაგათ შევეხვეწები?! დღიურად სამუშაო თუ გამოჩნდება, კი დავდივართ, მაგრამ სისტემატურად არ არის. ათასში ერთხელ რომ 30 ლარს აიღებ, რამდენს უნდა ამყოფინო? _ გვიამბობს ქალბატონი აზა და იხსენებს, როგორ გამოესარჩლნენ მეზობლები, როცა სოციალურმა აგენტმა ოჯახის მფლობელის უვარგისი, მდგომარეობიდან გამოსული "ჟიგული", კიღურაძეების საკუთრებად ჩათვალა და დეკლარაციაში შეიტანა. _ არავის დაუჯერეს, თქვენიაო, _ გვიმტკიცებდა აგენტი. აშკარა იყო, გეგმა ჰქონდა შესასრულებელი, რომ დახმარებები გაეუქმებინა და ჩვენ ყველაზე დაუცველი საკბილო გვანახა, _ ამბობს ის. სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის რეგიონული ცენტრის უფროსი თეა ლომჯარია, "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ კიღურაძეების ოჯახის ინტერესი არავის აქვს: _ აგენტები საფუძვლიანად ამოწმებენ სოციალურად დაუცველის მდგომარეობას და მის დახმარებას ცდილობენ. აზა ჩაფიძეს უნდა გაეკეთებინა სოფლის გამგებელთან ცნობა, რომ ეს მანქანა მისი არ არის. ამ მომენტისთვის, ქულის მინიჭებიდან ერთი წელი არ არის გასული. მათ მინიჭებული აქვთ 175 ათასი ქულა. ამიტომ უნდა წარმოადგინონ ცნობა, რადგან დეკლარაციაში ეს მანქანა მათ საკუთრებად არის მინიშნებული. ინფორმაცია მეზობლებისგანაც არის აღებული. უბრალოდ და ზერელედ არ ხდება დეკლარაციის შევსება. ჩვენ მას აუცილებლად დავეხმარებით, როცა სათანადოდ ექნება ეს ყოველივე მოწესრიგებული, _ ამბობს თეა ლომჯარია. _ რომელ მანქანაზეა საუბარი, ჯართზე, რომელიც ჩვენი არასდროს ყოფილა? ვინ თქვა, რომელმა მეზობელმა, რომ ჩვენია? პირიქით, აგენტთან გვიცავდნენ მეზობლები. ჩემს მეუღლეს მართვის მოწმობაც არასდროს ჰქონია, არც საჭესთან მჯდარა არასოდეს! ამას არ იტყვიან ახლა, ვერ გავამხელთო კონფიდენციალურიაო, მოგვიშორებენ. მათი მოგონილია და იმიტომ, თორემ ხვალვე წამოვალ სააგენტოში, თქვენთან ერთად. რა უნდოდა მაგის გაგებას, რომ ჩვენი არ იყო? სხვის სახლში ვართ შეხიზნული. მაშინ ისიც დაამტკიცონ, რომ ეს სახლი ჩვენია და ვიტყუებით. როგორც ის მანქანაა ჩვენი, ისეა ეს სახლიც ჩვენი. ესეც ჩაეწერათ ბარემ დეკლარაციაში. თუ ყოველგვარი საბუთის გარეშე მანქანაზე ამტკიცებენ, რომ ჩვენია, მაშინ ამ სახლზეც ემტკიცებინათ _ რა განსხვავებაა?! ასეთი უგულობა საიდან მოდის?! მანქანა რომ ჰყავს და დახმარებაც აქვს, ასეთი საკმაოდ ჰყავთ _ ეს ჩემზე უკეთ არ იციან? კარგი დასაჩაგრი გვნახეს და სადღაც გეგმის შესრულება ჩაეწერა მაგათ... თავს ვერ ვირჩენთ, მანქანას კი არა. მართლა რომ გვყავდეს, დღესვე გავყიდით, _ ტირილით გვითხრა აზა ჩაფიძემ. "გურია ნიუსი" ყველა დეტალს, რაც კიღურაძეების ოჯახისთვის სოციალური დახმარების დანიშვნას, მანამდე კი დეკლარაციის შევსებას შეეხება, თვალს ... ...
  • პოლიტიკურ ურნად გადაიქცა „ქართული ოცნება“- თბილისის საკრებულოსთან აქციაზე ურნა მიიტანესდედაქალაქის საკრებულოსთან, მოძრაობა ,,შეცვალეს" წევრებმა ნაგვის ურნა მიიტანეს, სადაც საკრებულოს იმ წევრების ფოტოებიანი სტიკერები გააკრეს, რომლებიც ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობაში მონაწილეობდნენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ურნის მოტანა სიმბოლურია, მალე ამ ურნაში ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნების დეპუტატები აღმოჩნდება. „ურნის აქ მოტანას აქვს სიმბოლური დატვირთვა. ამ ურნაში აღმოჩნდებიან ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ დეპუტატები. ეს არის თქვენი ბოლო. პოლიტიკურ ურნად გადაიქცა „ქართული ოცნება“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მონებო, მონებო“. აქციის მონაწილეები, ხაბეიშვილზე თავდასხმაში მონაწილე დეპუატების საკრებულოდან გარიცხვას და მმართველი პარტიის რიგების დატოვებას ითხოვენ. მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები საკრებულოს თავმჯდომარესთან შესახვედრად , საკრებულოს შენობაში შევიდნენ, თუმცა ისინი მალევე უკან დაბრუნდენ, რადგან, როგორც მათ განაცხადეს გიორგი ტყემალაძესთან შესახვედრად არ შეუშვეს. ცნობისთვის, 24 იანვარს თბილისის საკრებულოში გაერთიანებული კომისიის სხდომაზე „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებაში მართველი პარტიის დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...