თვითმმართველობის კოდექსის დადებითი მხარეები

მთავარი თემა

თვითმმართველობის კოდექსის დადებითი მხარეები

2013 ნოე 19 17:28:34

"დღეის მდგომარეობით საქართველოში 2006 წელს მიღებული ერთდონიანი თვითმმართველობის მოდელი მოქმედებს, რომელსაც მაქსიმალურად ცენტრალიზებული მმართველობის სისტემა რომ ვუწოდოთ, სულაც არ იქნება გადაჭარბებული.

2006 წლამდე მოქმედებდა დაახლოებით ათასამდე თვითმმართველი ერთეული. ბუნებრივია, ასეთი მცირე დასახლებების დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობის არსებობა შეესაბამებოდა თვითმმართველობის იდეალურ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფდა ადგილობრივი ხელისუფლების მოსახლეობასთან მაქსიმალურ სიახლოვეს. 2006 წლიდან დეცენტრალიზებული სისტემიდან ცენტრალიზებულ სისტემაზე გადასვლა ეფუძნებოდა თითქოსდა საფუძვლიან არგუმენტს, რომ თვითმმართველი ერთეულების დიდი რაოდენობა თავს ვერ "ინახავდა" მატერიალური რესურსების არარსებობის გამო, რის გამოც ისინი მოკლებულნი იყვნენ უნარს განეხორციელებინათ მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებები. თუმცა, 2006 წლის შემდეგ დავდექით მეორე უკიდურესი რეალობის წინაშე - მაქსიმალურად ცენტრალიზებულმა სისიტემამ, რა თქმა უნდა, სათანადოდ ვერ უზრუნველყო თვითმმართველობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ფუნქცია - საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება და საზოგადოებისათვის მომსახურების ადეკვატური მიწოდება. საზოგადოებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის შეიქმნა ერთგვარი დისტანცია. საზოგადოება დაშორდა ადგილობრივ ხელისუფლებას და ადგილობრივ ხელისუფლებათა გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამოირიცხა მოქალაქეთა უშუალო მონაწილეობა და პრირიტეტების განსაზღვრაში მოსახლეობის საჭოროებების გათვალისწინება," _ აცხადებს აბაშმაძე.

რაც შეეხება მომავალი თვითმმართველობის მოდელს, რომლის პრიორიტეტსაც წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით არსებითი რეფორმების განხორციელება, აბაშმაძე მას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ მოდელს იზიარებს.

"ფაქტია, რომ ახალი თვითმმართველობა ორიენტირებული იქნება თითოეულ მოქალაქეზე მათი პრობლემების ეფექტურ გადაწყვეტაზე. აღნიშნული რეფორმა განაპირობებს მოქალაქეების ჩართულობის დონის გაზრდას ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში. გაუმჯობესდება საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდების ხარისხი. როგორც ჩანს, რეფორმის ამოსავალი პრინციპია მოქალაქეების მაქსიმალური გააქტიურება და უშუალო ჩართულობა მართვის პროცესში. რასაც მოწმობს, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება დასახლებების დონეზე, როგორც მოქალაქეთა მართვაში უშუალო მონაწილეობის დემოკრატიული ინსტიტუტი. სოფლის დონეზე საზოგადოებრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება შექმნის საინტერესო და დემოკრატიულ პროცესს და ერთგვარ პრეცენდენტს ქართულ რეალობაში, თუ როგორ შეიძლება მოქალაქემ თავად განსაზღვროს თავისი პრიორიტეტი და თავისუფლად განკარგოს მისი ქონება და ფინანსები. თან აქვე აღსანიშნავია მნიშვნელოვანი გარემოება, რომ კოდექსი არ ადგენს იმპერატიულ მოთხოვნას, რომ ყველა სოფელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის სახით ჩამოყალიბდეს და თავად აირჩიოს ხელმძღვანელი პირი. კანონი მათ სთავაზობს აღნიშნულ უფლებას, რომელსაც სურვილისამებრ გამოიყენებს. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების უფლება, ჩემი აზრით, ყველამ სათანადოდ უნდა გამოიყენოს, მაგარამ ის ფაქტი, რომ კანონმდებელი მას არჩევანს სთავაზობს, ესეც უკვე მნიშვნელოვან დადებით ფაქტორზე მიუთითებს, არავინ არავის თავს არ ახვევს პასუხისმგებლობას. თითოეული ადამიანი თავის პასუხისმგებლობას ირჩევს თავად და შემდგომ მოქმედებს ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში დასახლების ინტერესების სასარგებლოდ.

ძალიან კარგია მუნიციპალიტეტების ბაზაზე ახალი და რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის ჩამოყალიბება, რომელიც დაახლოებს საზოგადოებას თვითმმართველ ორგანოსთან, თუმცა აქ შეიძლება გარკვეული პრობლემები შეიქმას რიგ შემთხვევებში, რადგან არსებობს სოფლებები და დასახლებები, რომელთაც ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვარი არ გააჩნიათ და რთულია გაარკვევა, სად მთავრდება ერთი დასახლება და სად იწყება მეორე, თუმცა ეს პრობლემებიც მოგვარებადი და გადაწყვეტადია, უბრალოდ არ არის მარტივი პროცესი და გარკვეულ დროს მოითხოვს და, რა თქმა უნდა, საზოგადოების მზადყოფნას.

ასევე, ჩემი აზრით, საინტერესო და მისაღებია სამხარეო წარმომადგენლობით ორგანოს ფორმირების წესი და პრინციპები, კერძოდ, მნიშვნელოვან დადებით ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს მთავრობის ინიციატივა, რომ სამხარეო საბჭოში გათვალისწინებული იქნება ოპოზიციური სუბიექტებისა და უპარტიო წარმომადგენლების წარმომადგენლობის ასახვა. სამხარეო მმართველობასთან მიმართებით მაქვს ერთადერთი შენიშვნა. იდეალური ვარიანტი იქნებოდა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ხალხის მიერ რომ ყოფილიყო არჩეული. ის გარემოება, რომ წარდგენილ კანდიდატთაგან საბოლოო არჩევანს აკეთებს მთავრობის ხელმძღვანელი პირი, შეგვიძლია განვიხილოთ თუ გინდ ირიბ ჩარევად ცენტრალური ხელისუფლების მიერ ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებაში, სადაც ერთგვარად იზღუდება თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხი," _ ამბობს აბაშმაძე.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ არჩევითი იქნება როგორც თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ასევე აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირი.

"აღნიშნული ცვლილებით გამგებელი ანგარიშვალდებული იქნება როგორც საკრებულოს, ასევე ამომრჩევლის წინაშე და ეს ფაქტი უფრო მეტად გაზრდის ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის ხარისხს მოსახლეობის წინაშე.

ფაქტია, აღნიშნული მოდელი ყველა წინა მოდელთან შედარებით არის საზოგადოების ინტერესებზე მორგებული და ამავე დროს სათანადოდ დაბალანსებული. რა თქმა უნდა, აღნიშნულ რეფორმას ახლავს რისკები, როგორც ნებისმიერ რეფორმას ზოგადად. თეორიულ დონეზე ყველაფერი იდეალურთან მიახლოვებულია, თუმცა ეს ყოველივე რეალობაში როგორ ასახვას ჰპოვებს ამას დრო გვიჩვენებს. მთავარია, ქართული საზოგადოება პასუხისმგებლობით შეხვდეს აღნიშნულ ცვლილებს და ყოველმა მოქალაქემ დაინახოს საკუთარი თავი და ადგილი ამ ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების თანამონაწილეობის საკითხში," _ უთხრა "გურია ნიუსს" ეკა აბაშმაძემ.




 ახალი ამბები
  • ქართული ცეკვის დედოფლის ჩუმად ჩავლილი დაბადების დღე19 იანვარი ქართული ცეკვის დედოფლის, ნინო რამიშვილის დაბადების დღეა. "მე სულ ვცეკვავდი, სულ", _ ამბობდა ნინო, _ "ეს ჩემში ადრეული ბავშვობიდან იდო. დედა ხედავდა ამას და საბალეტო სტუდიაში მიმაბარა...  როდესაც პერინის სტუდიაში მივდიოდი, ხშირად სრული სერიოზულობით  მიფიქრია, ალბათ, რა მოსაწყენია ცხოვრება იმათთვის, ვინც არ ცეკვავს". ნინო  რამიშვილმა მეუღლესთან - ილიკო სუხიშვილთან ერთად 1945 წელს შექმნა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აღადგინა, შექმნა, დადგა დღეს ასე საამაყო ქართული ცეკვების  ფეიერვერკი.... მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ დღემდე, თაობიდან თაობას გადაეცემა ქართული ცეკვის ჯადოსნური ხიბლი, ცეკვის, რომლითაც მთელი მსოფლიო გვიცნობს და აღფრთოვანებული გვიკრავს ტაშს.....  “ეროვნული ბალეტის“ ყველაზე ცეცხლოვანი ვარსკვლავის - ნინო რამიშვილის სახელი ცოტა ხნის წინ მიენიჭა მის მშობლიურ ჩოხატაურში ხელოვნების სასახლეს, თუმცა, სამწუხაროდ, ჭეშმარიტად დიდი ხელოვანის დაბადების დღის და 110 წლის იუბილეს აღნიშვნა  კულტურის სფეროში მომუშავე მრავალრიცხოვან მოხელეებს არც კი გახსენებიათ.  გთავაზობთ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ქალბატონი ნინო თავად გვიამბობს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ. წყარო: სუხიშვილები - ... ...
  • ლანჩხუთში საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატება იგეგმებალანჩხუთის საკრებულოში ამ ეტაპისთვის განხილვის სტადიაშია საკითხი, რომელიც მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთათვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდას ითვალისწინებს. როგორც გაირკვა, პროექტების მიხედვით, იგეგმება პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისა და მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტების სახელფასო ფონდის მოწესერიგება კანონის შესაბამისად. დღის წესრიგის შესაბამისად, სწორედ აღნიშნული საკითხები განიხილეს ოპოზიციური ფრაქციის ,,ძალა ერთობაშიას“ სხდომაზე. როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა, ლელა ჩახვაძემ  „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, ის და მისი ფრაქციის წევრები არანაირი მატების წინააღმდეგი არ არიან და მიაჩნიათ, რომ ხელფასების მატება სხვა კატეგორიებსაც უნდა შეეხოთ. „წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იგეგმება ხელფასების მატება მერიასა და საკრებულოში სამსახურების უფროსებისა და მთავარი სპეციალისტებისთვის. როგორც ვიცი, სამსახურის უფროსის ხელფასი, რომელიც ახლა 1500 ლარითაა განსაზღვრული, ფრაქციის თავმჯდომარეთა თანამდებობრივ სარგოს უნდა გაუთანაბრდეს, რომელიც 1700 ლარს შეადგენს. ჩვენი ფრაქცია, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არაა წინააღმდეგი ამ მატების, თუმცა, აქვე დავაყენეთ საკითხი, რომ კანონის შესაბამისად, მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსს სპეციალიტებსაც შეეხოთ სახელფასო ფონდის მოწესრიგება. ასევე, აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ  საბავშვო ბაღში დასაქმებულებს: აღმზრდელებს, მზარეულობს, ძიძებს და ყველა აქ მომუშავეს გაეზარდოთ ანაზღაურება“, _ ამბობს ლელა ჩახვაძე, რომლის თქმითაც, ლანჩხუთელი საჯარო მოხელეებისთვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდა თებერვლიდან იგეგმება, მანამდე კი საკითხზე საკრებულოში ... ...
  • თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმებას დასაბუთება აკლიაორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილებაზე მეტ საჯაროობას, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და გამჭვირვალობას მოითხოვს, რათა გამოირიცხოს მიკერძოებისა და შერჩევითი დამოკიდებულების სავარაუდო ნიშნები. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2019 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ადგილი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას, მათი საგანმანათლებლო და კომერციული ინტერესების დაზიანებას, წაგებული დავების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზიანს, რაც მენეჯმენტის პოლიტიკის კრიზისზე მეტყველებს. ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, 2017 წელს აკრედიტაცია მიენიჭა 75 საგანმანათლებლო პროგრამას. 2018 წლის 01 იანვრიდან 01 მარტამდე 173 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია, ხოლო 47 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა პირობითი აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს მონიტორინგის გზით, 1 საგანმანათლებლო პროგრამას გაუუქმდა აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს არცერთ დაწესებულებას არ მინიჭებია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ხოლო ავტორიზაცია გაუუქმდა 1 დაწესებულებას. 2018 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 24 დაწესებულებას და ავტორიზაცია გაუუქმდა 6 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. 2019 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 2 დაწესებულებას და 1 დაწესებულებას გაუუქმდა ავტორიზაცია. რაც შეეხება 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს, მოგახსენებთ, რომ საერთო სასამართლოებში მოსარჩელის, მოპასუხის ან/და მესამე პირის სტატუსით ცენტრი ჩართულია 382 სასამართლო დავაში, რომელთაგან 11 საქმე შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის/ავტორიზაციის მინიჭების ან/და გაუქმების საკითხებს. ამასთან, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ცენტრის მიერ აღსრულდა სულ 139 საქმე. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ცენტრის მენეჯმენტის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების აღსრულება, მთლიანობაში 210934.85 ლარი დაუჯდა. ცენტრის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, გადახდილი თანხები ასე გამოიყურება: 2017 წელს - 9940.33 ლარი, 2018 წელს - 199,532.52 ლარი, ხოლო 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემით - 1462.00 ლარი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოებში არსებობდა დავები, სადაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებების მოქმედება შეჩერდა. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს წამოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეზეც, სადაც სასამართლომ ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების მოქმედება შეაჩერა, რომლითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, 2019-2020 სასწავლო წლისთვის, სტუდენტების მიღებას უკრძალავდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული განჩინება და სრულად დაკმაყოფილდა მოთხოვნა, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, უნივერსიტეტს უფლება ერთმეოდა მიეღო სტუდენტების ნაკადი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა და გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეუჩერებლობა არსებით ზიანს აყენებდა უნივერსიტეტს. ... ...
  • მამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით დაიღუპამამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. გარდაცვლილები ბინაში ოჯახის წევრმა ნახა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაზის, ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • ოზურგეთის მერი: „მოდით აგერ, საქმეზე ვარ მოსული, საარჩევნო შეხვედრა კი არაა!“სოფლის მხარდასაჭერი პროგრამის გასახორციელებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებები იმართება, სადაც მოსახლეობა პრიორიტეტებზე  საუბრობს. დღეს, სოფელ მელექედურში, სოფლის  ადმინისტრაციულ შენობაში,  კრებაზე ოზურგეთის მუნიციპლიტეტის მერი, კოტე შარაშენიძე მივიდა: _ სად დადიხართ, მოდით აგერ, საქმეზე ვარ მოსული, ეს საარჩევნო შეხვედრა კი არაა, _ უთხრა მან მელექედურელებს, რომლებიც  გვერდი-გვერდ მდებარე ოთახებში  ერთმანეთთან გადასალაპარაკებლად დადიოდნენ. _ აგერ ახლა, გაიგონა მარინამ და დაწერს, აბა, სხვას კი არ დეინახავს არაფერს, _  თქვა მერმა „გურია ნიუსის“ ჟურნალისტის მისამართით, _  რაზეც თავაზიანად მივუგეთ, რომ მართალია, დღის ფრაზას ხელიდან არ გავუშვებდით, ხოლო სტატიას სხვა დანარჩენის შესახებ, რაც შეხვედრაზე დავინახეთ და მოვისმინეთ, ჩვენს მკითხველს მალე ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...