"თვითმმათველობის ახალი კოდექსით არა დეცენტრალიზაცია, არამედ ცენტრალიზაცია მოხდება"

gurianews.com

მთავარი თემა

"თვითმმათველობის ახალი კოდექსით არა დეცენტრალიზაცია, არამედ ცენტრალიზაცია მოხდება"

2013 ნოე 21 17:11:19

რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას ქვეყანაში ახალი კოდექსის დამტკიცებით და ვის ინტერესებში შედის რეფორმის გატარება - ამ და სხვა საკითხებზე " გურია ნიუსი" " საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის" აღმასრულებელ დირექტორს, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერთთა ჯგუფის წევრ დავით მელუას ესაუბრა.

_ რა არის ძირითადი პრობლემა და რატომ ეწინააღმდეგებით კოდექსის ამ ფორმით დამტკიცებას?

დავით მელუა:

_ კოდექსთან მიმართებაში არის მთელი რიგი იურიდიული პრობლემები. ამასთან, არის რამდენიმე პრინციპული საკითხი, რაც ერთის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ ქარტიასთან, მეორეს მხრივ, არანაირად არ აუმჯობესებს საქართველოში არსებულ ადგილობრივი თვითმმართველობის მდგომარეობას, პირიქით, აუარესებს. პირველი ასეთი საკითხი ე.წ. რეგიონული რგოლი და გუბერნატორებია. გუბერნატორი საქართველოს მთავრობის მიერ ინიშნება, მას ემორჩილება და მთავრობის პოლიტიკას ახორციელებს, ის არ არის თვითმმართველობის ორგანო. როცა კოალიცია მოვიდა, მის წინასაარჩევნო პროგრამაში ეწერა, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი გაუქმდებოდა, ახლა გუბერნატორის ინსტიტუტი არათუ უქმდება, შემოდის თვითმმართველობის კოდექსში და ენიჭება ფუნქცია თვითმმართველობასთან მიმართებაში. როგორ წარმოგიდგენიათ, თუ გურიის გუბერნატორი ამდენ ხანს, როცა კანონით ეს უფლებები არ ჰქონდა მინიჭებული, მაინც პრობლემა იყო, ახლა კანონი რომ უფლებას მისცემს, რას გააკეთებს?! ყველა ის უკანონობა, რასაც ამდენ ხანს აკეთებდნენ, ახლა კანონში იწერება. არ ვიცი, როგორ უნდა გეყოს ადამიანს შუბლის ძარღვი, რომ ეს დემოკრატიულ მიღწევად გაასაღო. კონსტიტუციაში გუბერნატორი ჩაწერილია, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ტერიტორიული ორგანო და არა როგორც თვითმმართველობის რგოლი. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში გუბერნატორის ჩაწერა კი იგივეა, მწნილის რეცეპტი ტელეფონების წიგნში რომ ჩაწერო.

_ ანუ გუბერნატორის ინსტიტუტის თვითმმართველობის სისტემაში შემოტანით ხელისუფლება მართვის კონტროლს შეძლებს?

_ დიახ, ეს კოდექსი ფაქტობრივად, არის ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის კანონი (ანალოგი იმისა, რაც შევარდნაძის დროს იყო ), რითაც თვითმმართველობაში სახელმწიფო მმართველობა შემოდის და ხდება არა დეცენტრალიზაცია, არამედ, ცენტრალიზაცია. თუ ცენტრალური ხელისუფლების მიერ დანიშნული გუბერნატორი თვითმმართველობასთან მიმართებაში კომპეტენციებს შეითავსებს, ასეთ შემთხვევაში იქ თვითმმართველობა ყოველთვის დაჩაგრული იქნება. მით უმეტეს, რომ დღევანდელ მუნიცპალიტეტებს დაშლიან და წვრილი რაიონები იქნება, სადაც იქნება არჩეული მერი, რომელსაც ზემოდან, ადმინისტრაციული ვერტიკალის სახით, გუბერნატორი და საქართველოს მთავრობა ეყოლება. თუ ეს ასე არ არის, მაშინ გააგზავნოს შერგელაშვილმა და ნარმანიამ ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიაზე და რა დასკვნა მოვა იქედან, ვნახოთ.

_ ანუ ვენეციის კომისიაში ამ კანონპროექტის შესახებ არაფერი იციან?

_ ვენეციის კომისიაში სამინისტროს ეს კანონპროექტი არ გაუგზავნია და როგორც ვიცი, არც აპირებენ გაგზავნას, რადგან ვენეციის კომისია ამ კანონპროექტს არ გაატარებს. ეს არის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის ანაბანა.

_ გუბერნატორის ინსტიტუტის გარდა, რა არის კიდევ ამ კანონში პრობლემატური?

_ მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეხება თვითმმართველობის მოწყობას. თუ საქართველოში ვინმეს თვითმმართველობის განვითარება უნდა და ახლოს მიტანა საზოგადოებასთან, მაშინ თვითმმართველობა იმ ერთეულებს უნდა დაუბრუნოს, საიდანაც ის 2006 წელს წაიღეს - ანუ სოფელს, თემს, დაბას და ქალაქს. ამ კანონით კი მოსახლეობის დისკრიმინაცია ხდება ტერიტორიული ნიშნით. მაგალითად, თუ მოქალაქეს ქალაქ ოზურგეთში შეიძლება ჰქონდეს თვითმმართველობა თავის დასახლებაში, სოფელ ძიმითის, ან სოფელ ნაგომარის მაცხოვრებელს რატომ არ უნდა ჰქონდეს თვითმმართველობა თავის დასახლებაში? უხეშად რომ ვთქვათ, ქალაქ ოზურგეთელი დილით ადრე გამოვა, თავისი პრობლემის გადასაწყვეტად მივა ოზურგეთის ცენტრში თავის " კანტორაში" და მოაგვარებს საქმეს თავის არჩეულ მერთან. სოფელ ძიმითის მცხოვრები უნდა ადგეს, გამოვიდეს სოფლის ცენტრში, სადაც " კანტორის" მეტი არაფერი დახვდება და წავიდეს სოფელ ნაგომარში, ან დაბა ნასაკირალში და იქ დახვდება თავისი თვითმმართველობის წარმომადგენელი. ე.ი გამოდის, რომ ოზურგეთელს სხვა უფლებები აქვს ამ ქვეყანაში და ძიმითელს სხვა. ანუ უფრო მეტსაც გეტყვით, ქალაქი წყალტუბო არის 16 ათას მოსახლიანი, ბორჯომი არის 14 550 მცხოვრებით, 450 კაცი აკლია თვითმმართველის სტატუსის ზღვრამდე და ამის გამო ბორჯომის მოსახლეს აქვს სხვა უფლებები და წყალტობოელს სხვა? ან ოზურგეთში რომ 2014 წელს აღწერა ჩავატაროთ და არ აღმოჩნდეს 15 ათასი კაცი, წაართმევენ ქალაქს თვითმმართველ სტატუსს და სასოფლო თემში შეიყვანენ?

მეორე საკითხი, რაც მაგალითად, ოზურგეთის დაშლას ეხება, დღესაც შესაძლებელია, რომ ქალაქმა ოზურგეთმა დღევანდელი კანონით მიიღოს თვითმმართველობა, მაგრამ ამისთვის მოსახლეობის გამოკითხვა უნდა ჩატარდეს, სურთ თუ არა მათ ამის გაკეთება. უნდა იყოს გათვლები, როგორ შეეძლება მიდებარე სოფლებს ქალაქ ოზურგეთის გარეშე არსებობა, ახალი ადმინისტრაციული ცენტრი სად იქნება, ქალაქ ოზურგეთის დაფინანსება რა იქნება და ა.შ. თუ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია და მოსახლეობის მხარდაჭერა სახეზეა, მაშინ ქალაქი ოზურგეთი გამოვა მუნიცპალიტეტის შემადგენლობიდან. მთავარი ის არის, რომ ოზურგეთი თვითკმარი ურბანული ცენტრი უნდა იყოს და არა ცარიელი ტრაფარეტი. ამ კანონის განხორციელებით სირთულე უფრო მეტი იქნება ვიდრე სარგებელი. ქალაქი ოზურგეთი რომ გამოვა ცალკე, როგორი იქნება ოზურგეთის წყალმომარაგება? დღეს ეს წყალმომარაგების რეზერვუარი სოფელ გომშია. ელემენტარული რომ ავიღოთ, პოლიკნინიკები, ბაზარი, თეატრები, სპეციალიზებული სკოლები ქალაქ ოზურგეთშია, ცალკე რომ გამოეყოფა მუნიციპალიტეტებს თვითმმართველი ქალაქები, სად ექნებათ სოფლის მოსახლეობას ამ მომსახურების მიღების საშუალება? რატომ ამოქოქეს ბულდოზერი და ანდგურებენ ისტორულად ფორმირებულ ტერირორიულ ერთობებს, ჩემთვის გაუგებარია. შეინარჩუნონ მუნიციპალიტეტები, სადაც მასში გაერთიანებულ სოფლების მოსახლეობას ექნება საშუალება მუნიციპალიტეტის ურბანული ცენტრის (ანუ პატარა ქალაქების/დაბების) სიკეთეებით ისარგებლოს, ხოლო ეს ურბანული დასახლებები კი სოფლების რესურსებით (სასოფლო სამეურნეო მიწა, სათბობი შეშა, სასაფლაო) ისარგებლებენ. მუნიცპალიტეტის ყველა ტერიტორიულ ერთეულში მოსახლეობას მიეცეს საშუალება საკუთარი ხელისუფლება თავად აირჩიონ დანიშნული რწმუნებულების ნაცვლად. ახალი კოდექსი გულისხმობს, რომ რამდენიმე სასოფლო თემი ერთად გაერთიანდეს, მაშინ სად იქნება ამ გაერთიანების ცენტრი? ხალხი ამ ცვლილებას ვერ გაიგებს და აჯანყდება. სოფლის მოსახლეობას ახლა ჰგონია, რომ თვითმმართველობა ექნებათ საკუთარ თემში, მათ არ ეუბნებიან, რომ რამდენიმე სასოფლო თემს გააერთიანებენ და ერთი თვითმმართველობა ეყოლებათ. ანუ რასაც ესენი აკეთებენ ეს " რაიონის გაუქმება" კი არ არის (როგორც თავად უნდათ რომ წარმოაჩინონ), არამედ უფრო პატარა ტერიტორიის ახალი რაიონების ფორმირებაა და მეტი არაფერი. შესაბამისად, მოსახლეობისთვის რა მნიშვნელობა აქვს ძველი რაიონის ცენტრში ივლის თუ ბატონი შერგელაშვილის შექმნილი ახალი რაიონის ცენტრში. თანაც, ძველ ცენტრთან საგზაო კომუნიკაცია არსებობს და სატრანსპარტო მიმოსვლა მოწესრიგებულია, ახალთან რა იქნება, არავინ იცის. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს ხალხმა იცის რა მისამართზე მივიდეს და როგორ. რასაც გვთავაზობენ იმ ადმინისტრაცული ცენტრების უმრავლესობასთან ჯერ საგზაო სისტემა იქნება მოსაწესრიგებელი. ხალხს ამ რეფორმით ცხოვრება მნიშვნელოვნად გაურთულდება და არეულობა დაიწყება. შესაბამისად, მე კი არ გამოვდივარ " ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, როგორც ამას დავით ნარმანია ამბობს სატელევიზო ინტერვიუებში, არამედ სამინისტრო აკეთებს ოპოზიციის საქმეს, რადგან ამ არეულ ტალღაზე ხელისუფლების ავტორიტეტი მაისის თოვლივით გადნება. მე მომხრე ვარ ხელოვნული დაყოფის გარეშე შევინარჩუნოთ არსებული მუნიციპალიტეტები (რომლებიც ადრე რაიონები იყო, მანამდე კი მაზრები), მაგრამ სასოფლო თემის, დაბის და პატარა ქალაქის მოსახლეობას მივცეთ საკუთარი ხელისუფლების ყოლის უფლება, რომელიც მათ პრობლემებს გადაჭრის.

_ ანუ თქვენ ორდონიან თვითმმართველობაზე საუბრობთ?

_ დიახ, ორდონიანი თვითმმართველობა იყოს. პირველ ეტაპზე შეიძლება სასოფლო თემში და პატარა ქალაქში ბიუჯეტი არ იყოს, რადგან მოსახლეობა გადასახადს ვერ გადაიხდის, მაგრამ შეიძლება იყოს ხარჯთაღრიცხვა, მუნიციპალიტეტმა გამოუყოს სოფელს ფული და სოფლის პროგრამა განხორციელდეს, მაგრამ არა მუნიციპალიტეტის მიერ დანიშნულმა რწუმუნებულმა, არამედ არჩეულმა საბჭომ განკარგოს, თუ როგორ დახარჯოს ეს თანხა.

_ წყლის გარდა კიდევ რაშია პრობლემა და თუ ექნება მუნიციპალიტეტების დაყოფის შემდეგ სხვა ბუნებრივი რესურსებზე წვდომის უფლება გაერთიანებული სოფლების მოსახლეობას?

_ სხვა პრობლემებიც წარმოიქმნება, რა თქმა უნდა, აქ მარტო წყლის პრობლემა არ იქნება. მაგალითად, დაბა ნასაკირალს და სოფელ ძიმითის მოგიყვანთ. ნასაკირალს ტყის მასივი არა აქვს, სოფელ ძიმითს აქვს. თუ დაბა ნასაკირალი ძიმითს შეუერთდება, ნასაკირალის მოსახლეობასაც ექნება უფლება ძიმითის ტყე გამოიყენოს. რა მოხდება ამ შემთხვევაში წარმოგიდგენიათ? - სისხლი დაიღვრება. დღეს ძიმითიდან ნასაკირალში საქონელი რომ გადადის, პატარა სამხედრო კონფლიქტია. ან როგორ წარმოგიდგენიათ ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში რა მოხდება? ქვემო ქართლში ჩვენ გვაქვს 12-ათასიანი აზერბაიჯანული სოფელი მუღანლო და 2-ათასიანი სვანური სოფელი ლემშვენიერა. როგორ წარმოგიდგენიათ ამ ორის გაერთიანება, ან მატნის და დუისის თემების გაერთიანება, იქ არჩევნების ჩატარება და ერთი მუნიციპალიტეტის შექმნა? ან რა სახელწოდებები ექნება ამ გაერთიანებებს? ამის ინსტიტუციონალიზაციას თუ აპირებს თენგო შერგელაშვილი, ეს უკვე მინუმუმ სამოქალაქო არეულობაა. ამ კანონის საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე მიღება დაუშვებელია, სოფლის მოსახლეობას უნდა უთხრან, რომ რამდენიმე სასოფლო თემის გაერთიანებას აპირებენ ახალ მუნიცპალიტეტში. მაგალითად, სოფელ ძიმითში უკვე ემზადებიან და დიდი მოლოდინი აქვთ, რომ თვითმმრათველობა ექნებათ, მაგრამ ძიმითის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თვითმმართველობა ექნება არა ძიმითის თემს, არამედ დაბა ნასაკირალის, ძიმითის ნაგომარის და კიდევ რამდენიმე თემის გაერთიანებით შექმინილ ახალ მუნიციპალიტეტს. ამ პროექტის ავტორებს ეს იდეა ჯერ კიდევ 2004 წელს ჰქონდათ, მაგრამ მაშინ ხელი შეუშალეს თუ თავისი ნებით გაჩერდნენ, არ ვიცი. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის პიარსამსახურები თვითმმართველობის კოდექსის რეალურ არსს მოსახლებას არ აწვდიან და როგორც თავად აწყობთ, ისე აშუქებენ ამ დოკუმენტს, ალტერნატიული ვარიანტები კი მოსახლეობისთვის ცნობილი არ არის.

_ როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს და რას მოიცავს თქვენი ალტერნატიული პროექტი?

_ ჩვენს ალტერნატიულ პროექტში გუბერნატორს თვითმმართველობასთან რაიმე კავშირი გამორიცხულია. ჩვენ მომხრე ვართ, მუნიციპალიტეტში ავირჩიოთ მერი და საკრებულო. მაჟორიტარული წესით, ისე, რომ პარტიის წევრსაც შეეძლოს მონაწილეობის მიღება და საინიციატივო ჯგუფსაც, პატარა ქალაქში, თემში და სოფელში მოსახლეობამ აირჩიოს და თავისი დასახლების ცენტრში ჰყავდეს არჩეული წარმომადგენელი. საქართველოში დღეს 3500 სოფელია ცენტრალური ხელისუფლების კონტროლქვეშ, რომელიც 900-მდე თემშია გაერთიანებული, ანუ დაახლოებით 4 სოფელია ერთ თემში გაერთიანებული, მეტი რაღა უნდა გაამსხვილონ? დუშეთის მუნიციპალიტეტში 380 სოფელი 14 თემშია გაერთიანებული, ოზურგეთის რაიონში 210 სოფელია 40 თემში. ანუ ჩვენთან სოფლები ისედაც გამსხვილებულია სასოფლო თემებად და ამის კიდევ გამსხვილება დაუძლეველი ამოცანა იქნება, ან საჭიროა კი ამის გაკეთება საერთოდ?.

_ მაშინ რატომ დადგა ამ რეფორმის გატარების აუცილებლობა?

_ მე არ ვიცი ამას ხელისუფლება აკეთებს თუ ცალკეული ჯგუფი ხელისუფლებაში. ვხვდები რა არის აქ გასაღები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 170 ათასმოსახლიანია აქედან 110 ათასი ამომრჩეველია. მაგალითად, " რესპუბლიკურ პარტიას" ზუგდიდში აქვს ორგანიზაცია და შეიძლება ჰყავს 7 ათასი მხარდამჭერი, შეიძლება 12 ათასიც. 7 ათასი ამომრჩევლის ხვედრითი წილი 110 ათას ამომრჩეველში მათ მისცემთ იმის საშუალებას, რომ ორი, მაქსიმუმ სამი საპატიო წევრი ჰყავდეთ საკრებულოში. დანარჩენს მეინსტირმის მქონე პოლტიკური ძალა წაიღებს, მაგრამ ზუგდიდი თვითონ 60 000-კაციანი ქალაქია, აქედან ამომრჩეველია 42 ათასი. 47 ათასში გინდ 7, გინდ 12 ათასი ამორჩეველი ის ხვედრითი წონაა, რას საშუალებას იძლევა, რომ საკმაოდ დიდი ფრაქცია ჩამოაყალიბოს, შეიძლება საკუთარი მერიც კი გაიყვანოს კონკრეტულმა პარტიამ.

_ ანუ აქ " რესპუბლიკური პარტიის" ძირითადი ინტერესია?

_ აქ, ძირითადად, საარჩევნო ინტერესია, გინდ " რესპუბლიკელების" იყოს და გინდ სხვა პარტიის. ვიცი ორი პარტია, ვინც ამაზე შეთანხმდება. ეს არის პოლიტიკური ინტერესი..

_ ერთი, როგორც ახსენეთ, " რესპუბლიკური პარტიაა" და მეორე?

_ მეორე ის არის, ვისაც პარტიული სტრუქტურები აქვს ადგილზე.

_ ანუ, " ნაციონალური მოძრაობა" ?

_ თქვენ რა, გამორიცხავთ მოვლენების ასე განვითარებას?!.

_ ანუ " რესპუბლიკური პარტია" კოალიცია " ქართულ ოცნებასთან" შეუთანხმებლად გაურიგდა " ნაციონალურ მოძრაობას" ?

_ არ ვიცი, ივანიშვილს ჩემთვის ამის გარკვევის ფუნქცია არ ჩაუბარებია. ვისაც ჩააბარა, იმან მიხედოს. მე ჩემს ვარაუდებს გამოვთქვამ და ერთ-ერთი ვარაუდი ზუსტად ეგ არის. თვითმმართველობის ტერიტორიული მოწყობის შემოთავაზებული მოდელი მას სჭირდება, ვინც ცდილობს საკრებულოში ადგილი მისთვისაც დარჩეს.

_ გამოდის, რაც " ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ გააკეთა, ახლა " ქართული ოცნება" აკეთებს?

_ კი, ასე გამოდის. მე ვარ ამის მოწმე, 2004 წელს, როცა ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერი ვიყავი, ზურაბ მელიქიშვილი იყო იმ თანამდებობაზე, რაზეც დღეს ირაკლი მელაშვილია, მან დამიბარა შეხვედრაზე, როგორც ევროპის საბჭოს წარმომადგენელი. როცა მის კაბინეტში შევედი, იქ კოტე კანდელაკი, დათო ლოსაბერიძე და თენგო შერგელაშვილი დამხვდნენ და იმ მოდელს განიხილავდნენ, რისი განხორციელებაც დღეს სურთ. თავიდან მელიქიშვილიც თანახმა იყო ამ მოდელზე, რადგან გუბერნატორის ინსტიტუტის თვითმმართველობის მაკონტროლებლის ფუნქცია ენიჭებოდა. იმ დროს ბატონი თენგო შერგელაშვილი და დავით ლოსაბერიძე დეცენტრალიზაციის სახელმწიფო კომისიის წევრები იყვნენ. მაგრამ მაშინ ევროპის საბჭომ და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა " გაჭედა" და ეს პროექტი ჩავარდა. შესაბამისად, ამ ორმა პიროვნებამ სახელმწიფო კომისია მაშინ პროტესტის ნიშნად დატოვა.

_ ანუ ის პირები, ვინც წინა ხელისუფლების დროს ცდილობდა ამ მოდელის ამუშავებას, დღეს ამას " ქართული ოცნების" მხარდაჭერით ახორციელებენ?

_ დიახ, ახლა ძალაუფლებაში არიან და ამას თავისუფლად აკეთებენ. ეს ფაქტია და თუ გინდათ, ბატონ მელიქიშვილთანაც გადაამოწმეთ, ან იმ პირებთან, რომლებიც მაშინ ამ შეხვედრას ესწრებოდნენ. ამის დოკუმენტებიც არსებობს. ზუსტად იმდაგვარი შინარსიის კანოპროექტი, როგორიც დღეს წარმოდგენილი კოდექსია " რესპუბლიკურ პარტიას" ჰქონდა შეტანილი პარლამენტში 2005 წელს, მაგრამ მაშინ პარლამენტმა ეს მოდელი უარყო და ვანო ხუხუნაიშვილის პროექტი გავიდა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის მსხვილი მუნიცპალიტეტის დონეზე კონსოლიდირებას ითვალისწინებდა.

_ რატომ რჩება სხვა პარტიებს ეს საკითხი ყურადღების მიღმა?

_ დღეს საქართველოში 1720 საკრებულოს ადგილია, თუ 2700 გახდება, მაშინ ერთ ადგილზე კონკურენცია უფრო დაბალი იქნება და შანსი, რომ საკრებულოებში მცირერეიტინგული პარტიებიც მოხვდნენ, გაიზრდება. მე იმას კი არ ვამბობ, რომ პარტიებს ეს შანსი წაართვეს, მაგრამ ჩემთვის მთავარი მოსახლეობის ინტერესია, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა და არა პოლიტიკური პარტიების საკუთრება. ამიტომ, რეფორმა ისე უნდა გატარდეს, როგორც მოსახლეობას აწყობს და არა ისე, როგორც პარტიებს. დარწმუნებული ვარ, არ იმუშავებს ეს პროექტი. ახალი სისტემა თავიდანვე მყიფე იქნება და შემდეგ სრულიად დეზინტეგრირდება. ფრაგული ანდაზა ამბობს - კვერცხიდან გოგლიმოგლს ნებისმიერი გააკეთებს, მაგრამ გოგლიმოგლიდან კვერცხის გაკეთება არავის შეუძლია. ასე რომ, თუ საზოგადოება აირ-დაირევა პასუხისმგებელი ამ კანონპროეტის ავტორები და მისი მხარდამჭერები იქნებიან. არ მინდა მთლიანად მთავრობას დავაკისრო ეს პასუხისმგებლობა, რადგან მთავრობის დადგენილებაში არ წერია, რომ ეს პროექტი სრული ჭეშმარიტებაა. დადგენილებაში წერია, რომ პროექტი ძირითადად მოწონებულია და დავალებული აქვს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაითვალისწონოს სხვა სამინისტროების შენიშვნები, რაც უხვად იყო ამ კანონპროეტზე. ჩვენ გამოვითხოვეთ სამინისტროებიდან შენიშვნები, რათა გადავამოწმოთ რამდენად არის გათვალისწინებული ისინი ამ კანონპროეტში. ეჭვი მაქვს, რომ ნარმანიას უწყებას სხვა სამინისტროების შენიშვნები ამ პროექტში არ გაუთვალისწინებია.


ნახვა: 1426


 ახალი ამბები
  • სავალალო მდგომარეობა ოზურგეთის უპოვართა სასადილოშისურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები ქალაქ ოზურგეთში მდებარე უპოვართა სასადილოში შევიდნენ. შემოწმების შემდეგ სასადილო დაიხურა. სამმართველოს უფროსი, ნინი შეწირული ამბობს, რომ სასადილოში კატასტროფული მდგომარეობა დახვდათ. “გეგმიური ინსპექტირების გადამოწმება იყო. აქ გაკეთებული საჭმელი საფრთხის შემცველია. მინდა გითხრათ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ალტერნატიული ადგილის მოძებნა უნდა დაიწყოს, იმდენად სავალალო მდგომარეობა უპოვართა სასადილოში“, _ გვითხრა ნინი შეწირულმა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პრესსამსახურში გვითხრეს, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე გააკეთებს. ამ დროისთვის ცნობილი არ არის ხვალ სად მოუწევს 170 ბენეფიციარებს კერძების ... ...
  • „ჩვენ მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს სახე ვართ და მათ უნდა უხაროდეთ ჩვენთან მოსვლა" - მაგული ბუზიაშვილი (R)ცისია  - 17 წლის, მარიამი - 14 წლის, ანა - 10 წლის, ერეკლე - 7 წლის, სალომე და ბარბარე წლინახევრის ტყუპები. შუადღემდე პატარებს ბებიები უვლიან, შუადღის მერე კი სკოლიდან დაბრუნებული უფროსი შვილების „ცვლა" იწყება. დედა შესვენებაზე ხანდახან შემოირბენს სახლში ტყუპებთან და მერე ისევ სამსახურში გარბის. ხშირად შესაძლოა, გვიანობამდე მოუწიოს სამსახურში ყოფნა. -         სამუშაო საათების შემდეგ მოქალაქეები თუ იქნებიან, ხომ არ მივატოვებთ, რა თქმა უნდა, ვრჩებით და ვემსახურებით, - ამბობს მაგული ბუზიაშვილი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის ფილიალის უფროსი ოპერატორი. მუშაობა 1997 წელს, ჯერ კიდევ მიწის მართვის სამმართველოში დაიწყო, 2004 წლიდან კი საჯარო რეესტრის გუნდის წევრი გახდა. -         მეამაყება, რომ ამ გუნდის წევრი ვარ, ჩვენი თანამშრომლები, ხელმძღვანელობა მართლაც ერთი დიდი ოჯახი ვართ და მუდმივად ვგრძნობ მათ ყურადღებას და თბილ დამოკიდებულებას. ოჯახის შემდეგ ჩემთვის პირველ ადგილზე ჩემი სამსახური დგას და მთელი გულით ვემსახურები ამ საქმეს. საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა, მოქალაქეების ნაკადი მართლაც დიდია. მათთან ურთიერთობაში ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, ჩვენ მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს სახე ვართ და მათ უნდა უხაროდეთ, სიამოვნებდეთ ჩვენთან მოსვლა. ამიტომ სამსახურში დაღლა არ უნდა შემეტყოს, მიუხედავად საშინაო საქმეებისა და ბავშვების მოვლისა. მუშაობის დაწყებიდან სხვადასხვა ეტაპი და საფეხური გაიარა, სამი წელი გორშიც უწევდა სამსახურში სიარული, მაგრამ მისთვის არც ეს გამხდარა დაბრკოლება და სამსახურისა და ოჯახის საქმეებს მაშინაც ართმევდა თავს. -         გვაქვს პატარა ბაღიც, მცირე მეურნეობა, მოგვყავს მოსავალი, რომ ოჯახს მცირე დამატებითი შემოსავალი მაინც ჰქონდეს. მხოლოდ წელს დავამუშავეთ ტრაქტორით, აქამდე კი ხელით ვმუშაობდით. დილის 5 საათზე ვიღვიძებდი და სამსახურში წასვლამდე ვთესავდი და ვუვლიდი ბაღს", - მორიდებულად საუბრობს, თავის შექებას ერიდება და ამ ყველაფერში თითქოს, განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.  სალომე და ბარბარე ერთმანეთს ეცილებიან, ორივეს დედას კალთაში უნდა. ცოტა ხანში უფროსი ბავშვები სკოლიდან ბრუნდებიან და ბარბარე უფროს დასთან, ცისიასთან ინაცვლებს - უახლოესი მეგობრები არიან. სალომე გვათვალიერებს და თან დედას არ სცილდება. -         ბავშვების აღზრდაში ჩემმა მეუღლემ უდიდესი როლი შეასრულა - გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მუშაობდა და პატარების მოვლა მას უწევდა. ასევე, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი მეუღლის მამას, რომელიც სამწუხაროდ, გასულ წელს გარდაიცვალა. დილა იწყება შეძახილებით „ჩქარა, არ დაგაგვიანდეთ". დედა ცდილობს, ყურადღება თანაბრად გაანაწილოს ბავშვებზე. -         გოგოები მუსიკაზე დადიან, ერეკლე ანსამბლში ცეკვავს. მარიამს ექიმობა უნდა, ცისიას იურისტობა, ერეკლეს სტიქაროსნობა. კარგად სწავლობენ, მოწესრიგებული და რაც მთავარია, ზრდილობიანი ბავშვები არიან. ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული და ბედნიერებაა სკოლაში, მშობელთა კრებებზე მისვლა.  მარიამმა და ანა დედას თხოვნით ფორტაპიანოზე მცირე ზომის ნაწარმოებები შეასრულეს, ერეკლემ რაჭული სიმღერა გვიმღერა. მეუღლე - კობა კორკოტაძე სამსახურიდან ბრუნდება და პატარა სალომე ხელებში აფრინდება. -         ორი პატარა ერთად მართლა რთული მოსავლელი ყოფილა - ღამით მორიგეობით ვაძინებდით და ვუვლიდით, მაგრამ ეს ამავე დროს უდიდესი ბედნიერებაა, - ამბობს მაგულის მეუღლე. თავად ისიც მრავალშვილიანი ოჯახის შვილია - ექვსი და-ძმიდან კობა უმცროსია. მის ერთ ძმას ასევე 6 შვილი, მეორეს - 4, ერთ-ერთ დას კი 5 შვილი ჰყავს. -         ყველა ერთად რომ შევიკრიბებით, მართლაც ძალიან ბევრი ვართ და არის დიდი ჟრიამული. სულ მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა და მათ შორის ტყუპები. შესვენების შემდეგ მაგული ისევ სამსახურში ბრუნდება, პატარები დედას გამოეტირნენ, მაგრამ უფროსებმა დაამშვიდეს და აივანზე გამოშლილები სახლში შეაბრუნეს. საღამომდე კვლავ მოქალაქეების მომსახურებას გააგრძელებს. საღამოს კი ისევ დიდი ოჯახი და  დიდი მხიარულება ელის.  ... ...
  • ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდადღეს, ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 14 წელი გავიდა. მის საფლავთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები იმყოფებდნენ. ზაზა დამენია _ საქართველოს არმიის კაპრალი, ეროვნული გმირი, აფხაზეთის და ცხინვალის ომების მონაწილე, 2002 წელს ჩაირიცხა ვაზიანის მე-11 მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში. 2004 წლის აგვისტოში იბრძოდა ცხინვალის მისადგომებთან. 16 აგვისტოს იმ სანგარზე, სადაც ზაზა დამენია იმყოფებოდა, განხორციელდა მძლავრი შეტევა. მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარის ჩაგდება მოახერხა, მას ზაზა გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 26 აგვისტოს განკარგულებით, ზაზა დამენიას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული ... ...
  • „ნუ იქნებით კურდღლები“ _ ნათელაშვილი ტაქსისტებს მიმართავს„ლეიბორისტული პარტია“ ტაქსების ლიცენზირების საკითხს აპროტესტებს და დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს. ამის შესახებ დღეს პარტიის ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა,  შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. ნათელაშვილის თქმით, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტაქსების მძღოლებსა და მათი ოჯახების წევრებს მშივრებს დატოვებს. „ხელისუფლება ასიათასობით ტაქსისტსა და მათი ოჯახის წევრებს მშიერს ტოვებს. კალაძე -ივანიშვილის დაჯგუფებამ გადაწყვიტა მონოპოლია აიღოს მგზავრთა გადაყვანაზე. მათ შორის, ამ სფეროში შეუდგა რეგულაციებს, რაც რა თქმა უნდა, გამოიწვევს მსხვილი კომპანიების შექმნას და ამ ადამიანების ქუჩაში დატოვებას, რომლებმაც თვითდასაქმებით მოიპოვეს სარჩო. ჩვენ ვასაჩივრებთ საკრებულოს ამ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას სასამართლოში და ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს ხალხი არ დარჩეს ქუჩაში ან არ გახდეს იძულებული დატოვოს ქვეყანა. გადაწყვეტილებას ხელს აწერს არც მეტი და არც ნაკლები საკრებულოს თავმჯდომარე, ცნობილი ყაჩაღ ტყემალაძის შვილი, უმცროსი ტყემალაძე. დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ისე გამონახეო, ზუსტად ახდა. ეს ყველაფერი არის იმ თბილისელების ბრალი, ვინც გავარდნენ და ხბოს აღტკინებით მხარი დაუჭირეს ამ დანაშაულებრივ ჯგუფს. მათ შორის, იმ ტაქსისტების ბრალი, რომლებიც უშიშროების დავალებით ჩვენზე ათასნაირ ბინძურ ჭორებს ავრცელებდნენ საარჩევნო პერიოდში,“_განაცხადა ნათელაშვილმა. ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ასევე ტაქსისტებს გადაწყვეტილების გაპროტესტებისკენ და ინტერესების დაცვისთვის საბრძოლველად მოუწოდა. „მივმართავ ტაქსისტებს. მეგობრებო, ნუ იქნებით კურდღლები. თქვენი ინტერესის დასაცავად თქვენ უნდა იბრძოლოთ სიგნალებით, მანქანებით, პროტესტებით, ქუჩის გადაკეტვებით და არა რომელიმე პარტიამ ან პრეზიდენტობის კანდიდატმა. ჯერ თქვენ უნდა გაანძრიოთ ხელი და მერე მოგეხმარებათ ყველა. როდესაც ასე შეშინებული ხართ ბუჩქებში შემძვრალი და აი, აქაც ვერ მოდიხართ, რომ ბრიფინგზე დაგვიდგეთ გვერდზე არაფერი არ გეშველებათ არასოდეს აღმაშენებელი, რომ გაცოცხლდეს და ერეკლე მეფე, რომ დაბრუნდეს საიქიოდან“,_განაცხადა ნათელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ლიცენზია არ ექნებათ დაჯარიმდებიან. ამავე თემაზე: სად შეუძლიათ ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის ... ...
  • ვინ და რატომ აძლევს სასტუმრო „ველმონდის“ადმინისტრაციას შენობის დასაცლელად ვადასსაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე ველმონდში (ყოფილ ლეოგრანდში) სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს (დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი) სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა. სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესაძლებლობას. გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა. კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის. ეს დარღვევების მცირედი ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმრო ამ დროისთვის, კვლავ იღებს სტუმრებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმროს ადმინისტრაციას აძლევს ვადას, 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე მოახდინოს შენობიდან სტუმრების გამოყვანა და შეწყვიტოს საქმიანობა. სამსახურის სპეციალისტები ბოლო თვეების განმავლობაში, აქტიურად თანამშრომლობდნენ სასტუმროს ადმინისტრაციასთან და ახდენდნენ ინფორმირებას მოსალოდნელი შედეგების შესახებ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თანამშრომლობას კვლავ განაგრძობს, რათა სასტუმრო „ველმონდის“ ადმინისტრაციამ დროულად მოახდინოს არსებული დარღვევების გამოსწორება. როგორც კი სასტუმროში დაიწყება ვალდებულებების შესრულება, სამსახური მზად არის უმოკლეს ვადებში მხარი დაუჭიროს შენობის ექსპლუატაციაში შესვლას“,_ წერია ... ...

არქივი

ზაფრანი

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...

მსოფლიოში ყველაზე პატარა ირემი

აზიური ირმები - (თრაგულუს) ძუძუმწოვარ...

რა ხდება თქვენს ორგანიზმში როცა გძინავთ

ყველასთვის ცნობილია, რომ სანამ გვძინავს,...

საინტერესო ფაქტები წყლის შესახებ

იუნესკოს მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე არსებული...

ალბინოსი მაიმუნი

ის ყველასგან გამორჩეულია, ჩხუბითაც კი...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...