"გამოვხატავ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიყო იქ, სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდება"

მთავარი თემა

"გამოვხატავ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიყო იქ, სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდება"

23 ნოე. 2013, 20:56:36

"41 გამოყოფილ პრობლემას 41 ამოცანით დავუპირისპირდებით! გამოვხატავ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიყო იქ, სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდება. ამ შემთხვევაში არჩევანი არის ის, რომ დედაქალაქში არსებულ რთულ პრობლემებს და გამოწვევებს შევეჭიდო იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მიცხადებენ ნდობას.

კარგად ვიცნობ იმ პრობლემებს და პროგრამებს რომლებიც ხორციელდება. ასევე კარგად ვიცნობ იმ ხარვეზებს, რაზეც უნდა იყოს მიმართული ჩვენი კოალიციის მხრიდან დასახელებული დედაქალაქის მერის საქმიანობა. ეს ყველაფერი ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ გავაანალიზე და 41 გამოყოფილ პრობლემას 41 ამოცანით დავუპირისპირდებით. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და კოალიციის სხვა წევრებს, რომლებმაც განსაკუთრებული ნდობა გამომიცხადეს და ვპირდები, რომ ის, რაც გასაკეთებელი იქნება, აუცილებლად გავაკეთებ და მე ვიქნები არა პოლიტიკოსი მერი, არამედ რეალურად სამეურნეო საქმიანობით დაკავებული მერი და დედაქალაქის მერიას ისე დავაყენებ ფეხზე, როგორც ეს სამინისტრო ერთი წლის წინ ჩავიბარე", _ განაცხადა ნარმანიამ.

 მინისტრის და თბილისის მერობის კანდიდატის ბიოგრაფია ასე გამოიყურება:

დავით ნარმანიას დაიბადა 1979 წლის 7 მარტს.

2006 წელს, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, მიენიჭა ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. სტაჟირება გაიარა გერმანიის პოცდამის უნივერსიტეტში. მიღებული აქვს ჯორჯ შულცის სახელობის სტიპენდია და სხვა ჯილდოები.

2002 წელს მიენიჭა ეკონომიკის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი საერთაშორისო ბიზნესის მენეჯერის კვალიფიკაციით.

2000 წელს მიიღო ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

1996 – 2000 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა მიკროეკონომიკის ფაკულტეტზე, ,,საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაციისა და მართვის" სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება:

2012 წლის 25 ოქტომბრიდან არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

2009 წლიდან მუშაობდა "კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორად.

2008–2009 წლებში იყო "საკონსულტაციო-ანალიტიკური ტრენინგ-ცენტრის" კვლევითი განყოფილების უფროსი.

2005–2006 წლებში მუშაობდა "პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრში";

2004–2005 წლებში მუშაობდა კომპანია "ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფში" გენერალურ დირექტორად.

2003–2004 წლებში იყო "საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტის" საგადასახადო-საბიუჯეტო პროგრამის კოორდინატორი.

2001–2003 წლებში მუშაობდა საქართველოს საგადასახადო შემოსავლებისა და ფინანსთა სამინისტროებში.

1999–2001 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში.

სხვადასხვა დროს იყო "საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ კი გამგეობის თავმჯდომარე.

სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ამერიკის განვითარების ინსტიტუტის, მსოფლიო ბანკისა და სხვა ორგანიზაციების ექსპერტი.

არის 24 სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომის ავტორი და 34 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი;

არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.

ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ყველა სოფლის მიმართულებით დაიწყოოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დღეიდან, შიდასარაიონო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრობა აღდგა ყველა სოფლის მიმართულებით. ავტოსადგურის დირექტორი,  შალვა ორაგველიძე „გურია ნიუსთან“ ასეთ კომენტარს აკეთებს: _ტრანსპორტი, ჩვეულებრივად ყველა სოფელში იმოძრავებს ადრინდელი სარეისო გრაფიკის მიხედვით. დავიცავთ მითითებულ წესებს. კერძოდ, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ყველა ტანსპორტის დეზინფექცია ჩატარდება, რასაც თითოეული მძღოლი შეასრულებს.  ასევე, დეზინფექცირება ჩაუტარდება ავტოსადგურს. სადეზინფექციო ხსნარს ჩვენ თვითონ გადავცემთ. _ბატონო შალვა,  მგზავრების ფეხზე დგომა  დასაშვები იქნება? _არა. მხოლოდ ადგილების მიხედვით დასხდებიან. ასევე,  უნდა ეკეთოთ პირბადე, როგორც მგზავრებს, ისე მძღოლს. თუ ვინმე არ შეისმენს, ფეხზე დადგება ან პირბადეს არ გაიკეთებს, მძღოლი არ წავა სარეისო მიმართულებით. ამიტომ არჩევანი იქნება თითოეულ მგზავრზე. ასევე, კარგად უნდა იღებოდეს და იკეტებოდეს ფანჯრები. _ზოგ სოფელში არის სამგზავრო ტრანსპორტი, რომლის ფანჯრები არც იღება და არც იკეტება. მხოლოდ საფარად არის ჩასმული. _ამას  გადავამოწმებთ და სანამ არ მოაწესრიგებს, არ მივცემთ მოძრაობის საშუალებას. _მგზავრობის ღირებულება ხომ არ გაზრდილა? _არა. მძღოლს უფლება ეძლევა, რამდენი ადგილიც აქვს ტრანსპორტში, იმდენი მგზავრი გადაიყვანოს. შეზღუდვა არ არის, რომ მხოლოდ ორი ან სამი მგზავრით იაროს. ამიტომ არც ფასი გაზრდილა. ჯერი ჩვენზეა, როგორც დავიცავთ რეგულაციებს, შედეგიც ისეთივე გვექნება, - გვითხრა ... ...
  • გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რევანშს შეეცდება„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს გარკვეულ რევანშს შეეცდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა. „პარლამენტში პრემიერი მოსვლა კარგია, იგი მესამედ კიდევ მოვა. პრობლემები ძალიან ბევრია, მაგრამ ასეთ ვითარებაში შედეგები გვიჩვენებს, რომ საქმიანობა, რომელიც მთელმა სამთავრობო გუნდმა გაწია ეფექტური იყო“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ. პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმენენ. პრემიერმა საკანონმდებლო ორგანოს ვირუსთან ბრძოლის შესახებ ანგარიში საკუთარი ინიციატივით ორი დღის წინ ... ...
  • ამ ტკივილს როგორ გავუძლოთ, ჩვენო ღიმილა ბიჭო?! _ დღეს ჩოხატაურის თავის ლამაზ შვილს ემშვიდობებადღეს ჩოხატაური 21 მაისს საკუთარ სახლში მოკლულ 26 წლის ავთო კალანდაძეს ემშვიდობება; ბიჭს, რომლის სიცოცხლე მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც თუნდაც ერთხელ მოუხდა მასთან ურთიერთობა. ბიჭს, რომლითაც არა მარტო თავისი პატარა რაიონი, მთელი საქართველო იამაყებდა; ბიჭს, რომელსაც მხოლოდ სიყვარული დაჰქონდა გულით და „საუკუნო საგზლადაც“ მხოლოდ სიკეთე გაიყოლა. დღეს ჩოხატაური თავის ლამაზ შვილს ემშვიდობება. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ავთო კალანდაძე, 21 მაისს, დაახლოებით, 13 საათზე საკუთარ ეზოში ვერაგულად მოკლეს. ბაღდათის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლები შ.ჯ. იმავე დღეს დააკავა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, _ განუცხადეს "გურია ნიუსს" ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდასაქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ სამი გამოჯანმრთელდა, _ ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა - 576. ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სულ 12 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებისთვის ვცხოვრობთ- ილია მეორედღეს ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა, შემდეგ კი იქადაგა. "ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას - ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ. მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მსოფლიოში, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვის არის ყველაფერი. ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება. ჩვენ ვიცით თქმა - ღმერთს ებარებოდეთო, სანამ მიწაზე ვართ ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში უფალთან უნდა ვიყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანმა უნდა გაახაროს სხვა, რომ იყოს ბედნიერი. ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ თქვენი გონება და იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთან არის და ჩვენთან არის, გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ ", _ განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?