"პარაფირებიდან ძირითადი ხელშეკრულების ხელმოწერამდე არსებული ერთი წელი საკმაოდ რთული იქნება"

მთავარი თემა

"პარაფირებიდან ძირითადი ხელშეკრულების ხელმოწერამდე არსებული ერთი წელი საკმაოდ რთული იქნება"

2013 ნოე 26 11:44:03

ამ საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით საგანელიძე გამოეხმაურადა აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები აუცილებლად ჰპოვებენ ასახვას საქართველოზე, ის ერთი წელი კი, პარაფირებიდან ძირითადი ხელშეკრულების ხელმოწერამდე, საკმაოდ რთული იქნება.

"უკრაინა რუსეთის სერიოზული ზეწოლის გამო იძულებული გახდა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაეხია. ცუდია, რომ უკრაინის ეკონომიკა ძირეულად დამოკიდებულია რუსულ ბაზარზე, მაგრამ მას პროგრესული ნაბიჯი უნდა გადაედგა. არავინ თქვას, რომ ეს პროცესები არ ახდენს გავლენას საქართველოზე. არაფერი შეგვიშლის ხელს 28-29 ნოემბერს პარაფირებაზე, მაგრამ ამ პროცესიდან ძირითად ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე გვაქვს ერთი წელი და სწორედ ეს ერთი წელის იქნება საკმაოდ მძიმე. რუსეთი შეიძლება უფრო მეტად შეეცადოს საქართველოსთან ურთიერთობის გამწვავებას, რაც ჩვენთვის დიდი გამოწვევა იქნება".

ექსპერტი სერგი კაპანაძეც მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო პარაფირებას მოახდენს, რუსეთი გააქტიურდება, თუმცა მისი შეხედულებით ისეთი ძლიერი ბერკეტები არ აქვს საქართველოს მიმართ, როგორსაც გამოიყენებს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეცვალოს ევროპისკენ მიმავალი გეზი.

"მას შემდეგ, რაც მოვახდენთ პარაფირებას, რუსეთი გაააქტიურებს ჩვენზე ზეწოლას, რადგან უკვე ღიად დააფიქსირეს, რომ ქვეყანა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით აპირებს ევროპასთან დაახლოებას, არასწორ გზას ადგას კრემლისთვის. რა სახის ზეწოლას გამოიყენებს რუსეთი ძნელია ამის თქმა, საქართველომ მის მიერ გამოყენებული ყველა ბერკეტი იწვნია თავის თავზე. მაგრამ ერთია, რომ რუსეთს არ აქვს ჩვენს წინააღმდეგ ისეთი ბერკეტები, რაც აქვს უკრაინასთან, სომხეთთან, მოლდოვასთან მიმართებაში. თუმცა, რუსეთს აქვს ნეგატიური სახის ბერკეტი, რომელიც ძირითადად ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება. მაგრამ ერთია, რუსეთმა რა ტიპის ბერკეტებიც არ უნდა გამოიყენოს, ევროინტეგრაციის გზას არ უნდა გადაუხვიოს საქართველომ".

თუ რა ბერკეტები შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, ამაზე, როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი საგარეო პლიტიკის საკითხებში ვანო მაჭავარიანი აცხადებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად უშიშროების საბჭო მუშაობს და სხვადასხვა სცენარებს იხილავს.

"უშიშროების ახალი საბჭო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობს სცენარების სხვადასხვა განვითარებაზე. რა ბერკეტები შეიძლება არსებობდეს რუსეთის ხელში. მაქსიმალური ყურადღება ექცევა გარემოს დამშვიდებასა და დაძაბულობის მოხსნას. რუსეთს ეს სიგნალი საკმაოდ კარგად აქვს აღქმული, რადგან მისთვისაც მნიშვნელოვანია და არ უნდა, ევროპასთან მუდმივად დაძაბულ რეჟიმში იყოს. უკრაინის მაგალითი ძალიან რთული მაგალითია და საქართველოს მაგალითი ამ თვალსაზრისით უფრო მეტ საშუალებას გვაძლევს იმ გეოპოლიტიკური თუ სხვა კუთხის გათვალისწინებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რისკები არ არის. შემდგომი ერთი წელი იქნება საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი. ეს გზა განვლეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც. რუსეთი არის საფრთხე, მაგრამ უნდა გამოიძებნოს პრობლემის გადასაჭრელი გზები."

საქართველოს პარაფირებიდან ძირითად ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე მხარდაჭერის იმედს აძლევს ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე.

"საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება სულ მცირე, მომავალი წლის სექტემბრის ბოლომდე არ მოხდება, მაგრამ რაც უფრო ახლოს მივა საქართველო ევროკავშირთან, მით უფრო უკეთესად შევძლებთ ჩვენ მის დაცვას. ევროკავშირი აგრძელებს რუსეთთან დიალოგს, რათა განვუმარტოთ მას, თუ რა ბენეფიტები მოაქვს აღმოსავლეთ პარტნიორიობის ქვეყნებისთვის ევროკავშირთან ურთიერთობას. რაც შეეხება ექს–პრემიერ იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების მსგავსი პროცესის განხორციელებას საქართველოში, ეს ორი სხვადასხვა ქვეყანაა და ქოფი-ფეისთს ადგილი არ ექნება".

პარაფირების შემდეგ მხარდაჭერა და მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა საქართველოს პრეზიდენტს საფრანგეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ნიკოლ ბრიკსმა და განაცხადა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას.

"საფრანგეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს იმ გზაზე, რომელიც ერთწლიან პერიოდს მოიცავს - ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე. ჩვენ ვაღრმავებთ ეკონომიკურ ურთიერთობას ქართულ მხარესთან, ამას მიანიშნებს ფრანგული კომპანიების ინტერესი იმ სფეროების მიმართ, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ვითარდება".




 ახალი ამბები
  • ლაითურის, ნარუჯას და ანასეულის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში, ლაითურის, ნარუჯასა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდნენ. მათ ადგილობრივების საჭიროებები მოისმინეს და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, მუნიციპალურ და სახელმწიფო სერვისებზე გამახვილდა. ანასეულის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად კანალიზაციის რეაბილიტაცია დაასახელა. ასევე, სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს მე-5 საჯარო სკოლაც. იქ არსებულ პრობლემას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი პირადად გაეცნო. დაბა ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობამ ძირითად მოთხოვნად დასაქმებისა და შიდა გზების მოწესრიგების საკითხები დააყენა. მოსახლეობასთან შეხვედრებს პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, გია გაჩეჩილაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭანუყვაძე, საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამჟამად, დაბა ლაითურში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. დაბა ნარუჯაში მიმდინარეობს 7 280 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 777 936 ლარით დაფინანსდა. ანასეულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება - 6 799 998 ლარს შეადგენს. ... ...
  • ბახმაროში საცხოვრებელი სახლები დაიწვაგასულ შაბათს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მახარაძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარედ, ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც გვითხრეს, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრეებმა, ცეცხლის დროულად ლოკალიზება შეძლეს. _ ღამის საათებში ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩნდა, შემდეგ გადავიდა მეორე სახლზეც. არავინ დაშავებულა, კარგად იმუშავა სამაშველო სამსახურმა. მათი დამსახურებაა, რომ ხანძარი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ა(ა)იპ "ბახმაროს დირეტქორმა დავით საჯაიამ. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მომხდარზე გამოძიებაა ... ...
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვიშოვნოთ ფული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადამიანების უმრავლესობა ოდითგანვე დაეძებდა გზებს...

დაუჯერებლად თავხედი 3 ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალბათ, ოცდამეერთე საუკუნეში ქალის სითამამე...

ასტროლოგია და ასაკობრივი კრიზისი ბავშვებში

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანის...

ასტროლოგია ბავშვების სწორად აღზრდის შესახებ

ამბობენ - "მშობლებს არ ირჩევენ"...

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...