"რა შუაშია შეწყალების კომისიასთან ელისაშვილი, ქორიძე, ბასა ჯანიკაშვილი ან მღვდლები?"

მთავარი თემა

"რა შუაშია შეწყალების კომისიასთან ელისაშვილი, ქორიძე, ბასა ჯანიკაშვილი ან მღვდლები?"

2013 ნოე 27 11:30:20

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კომისიას ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი უხელმძღვანელებს. ძველი წევრებიდან კომისაში მუშაობას სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, მწერალი გივი შაჰნაზარი და მიტროპოლიტი თეოდორე გააგრძელებენ. კომისიის ახალი წევრები კი – ლია მუხაშავრია, ეკა გიგაური, თეა გოგოტიშვილი, ბასა ჯანიკაშვილი, ზვიად ქორიძე, თამარ ხიდაშელი და კოტე ჯანდიერი არიან.

კომისიის ახალი შემადგენლობა პირველად, მიმდინარე წლის განმავლობაში შეიკრიბება. როგორც ჟურნალისტებს კომისიის ახალმა თავმჯდომარე ჟურნალისტმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, შეეცდებიან, პრეზიდენტს შესაწყალებელ პატიმართა პირველი სია საახალწლოდ წარუდგინონ.

"ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ კომისია უახლოეს მომავალში შეიკრიბება. ვეცდებით, რომ პრეზიდენტს საახალწლოდ წარვუდგინოთ შესაწყალებელთა პირველი სიები," _ აღნიშნა ელისაშვილმა.

რაც შეეხება პატიმართა შეწყალების კრიტერიუმებს, ელისაშვილის გამნარტებით, ის ძალიან მკაფიოდ და გასაგებად გაიწერება. მისი თქმით, შეწყალების კომისიაში ამ ეტაპზე შესულია 600-მდე განცხადება, საიდანაც მოქმედი კრიტერიუმების თანახმად, 150 საქმე გადარჩეულია.

"როგორც ვიცი, კიდევ 200-მდე განცხადებას საპატრიარქოდან ველოდებით. ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა საკითხზე ვიმსჯელოთ. პირველი სამუშაო შეხვედრა ამ კვირაში გაიმართება და თავს არ დავზოგავთ, რომ ახალ წლამდე პრეზიდენტს უკვე პირველი სია წარვუდგინოთ. ჩვენ ვმსჯელობთ, რომ სულ მცირე, ხუთჯერ მაინც შევიკრიბოთ წელიწადში, რათა კომისიას არ უწევდეს ერთბაშად 200 და 300 საქმის განხილვა. საუბარია ადამიანების ბედზე და არ გვინდა, რომელიმე საქმე გაგვეპაროს," _ განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, შეწყალების კრიტერიუმები განსაზღვრულია, თუმცა არის რამდენიმე ბუნდოვანი და მიუღებელი მუხლი, რომელიც უნდა შეიცვალოს. ამასთან, ელისაშვილის შეფასებით, შეწყალების წინა კომისია პოლიტიზებული იყო, სადაც "ერთი სია იგზავნებოდა, მეორე – მტკიცდებოდა".

"პრეზიდენტის მხრიდან იყო შეწყალების ოდიოზური შემთხვევებიც. თუმცა, ამის მიუხედავად, ქალბატონ ელენე თევდორაძეს დავუკავშირდები და მასთან ერთად რაღაც საკითხებს აუცილებლად გავივლი," _ აღნიშნა ელისაშვილმა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ელისაშვილს კომისიის ყოფილ თავმჯდომარესთან შეხვედრა და მიმდინარე საქმეების გაცნობაც სურდა, თუმცა, ელენე თევდორაძემ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ საქმეები, რისი გაცნობის მიზეზითაც, ელისაშვილმა შეხვედრა ითხოვა, მას არ აქვს და ყველა საქმე ადმინისტრაციაშია.

რაც შეეხება კომისიის ახალი შემადგენლობის შესახებ შეფასებებს, "საქართველოს ანტიკორუფციული პალატის" თავმჯდომარე პაატა შავაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ კომისია არა საზოგადოების წევრებით, არამედ უფლებადამცველებით უნდა დაკომპლექტებულიყო.

"კომისიის ახალი შემადგენლობა არ არის ის, რომელიც შეწყალების კომისიის წევრებად უნდა იწოდებოდნენ. რა შუაშია შეწყალების კომისიასთან ალეკო ელისაშვილი, ზვიად ქორიძე, ბასა ჯანიკაშვილი ან მღვდლები? ისინი იურისტები არ არიან, შესაბამისი მიდგომების უნარი არა აქვთ. შეწყალების დროს მათ ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასების გარდა, სამართლებრივი შეფასებაც უნდა შეეძლოთ. ეს კომისია კი მსახიობებით, რეჟისორებით და ჟურნალისტებით დააკომპლექტეს, რაც სწორად არ მიმაჩნია. ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ცნობილი ადამიანები არიან კომისიაში, ვინ არის აქ განსაკუთრებით ცნობილი? არიან გაცილებით ცნობილი ადამიანები, რომლებსაც მეტი შეუძლიათ გააკეთონ ჰუმანური მისიის შესრულების დროს, მაგალითად, ზაქარია ქუცნაშვილი. მისი სახით კომისიას ბრწყინვალე წევრი ეყოლებოდა, ასევე კომისიიდან არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებდი ელენე თევდორაძეს. ის თვისობრივად უფლებადამცველია და გავუგრძელებდი უფლებამოსილებას. ეს არ არის ის კომისია, რომელიც იმ რთულ მისიას იკისრებს, რასაც შეწყალება ჰქვია. კომისია, თავის შემადგენლობიდან გამომდინარე, ობიექტურიც ვერ იქნება, ისინი ვერ დაძლევენ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რაც საქართველოშია. რიგ საკითხებს სამართლებრივ ანალიზს ვერ გაუკეთებენ, ამიტომ მარტო კარგი ბიჭია და წვრილშვილიანი, ეს შეწყალების საფუძველი არ შეიძლება გახდეს, სამართლებრივი ანალიზია საჭირო. ამიტომ, ვფიქრობ, კომისია არა საზოგადოების წევრებით, არამედ უფლებადამცველებით უნდა დაკომპლექტებულიყო. შეწყალება ჰუმანური აქტია, ამიტომ უფლებადამცველის პოზიციას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე მწერლის, ფსიქოლოგის და სასულიერი პირის მოსაზრებებს. სამართლებრივი ანალიზის გარეშე ასეთი მოქმედებების განხორციელება და დოკუმენტების განხილვა წარმოუდგენელია. სისხლის სამართლის საქმეს როგორ უნდა გაუგოს თავი და ბოლო მწერალმა და ფსიქოლოგმა, ან თუნდაც ჟურნალისტმა? თავიანთი საქმის სპეციალისტები არიან, მაგრამ აღარ უნდა დამთავრდეს ის დრო, რომ ჟურნალისტებმა იურისტობა დაიწყონ და პირიქით? ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. პირადი სიმპატია-ანტიპატიების გამო გადაწყვეტილებები არ უნდა მივიღოთ. სპეციალისტების გარეშე შეწყალების კომისია არ არის შეწყალების კომისია. ამიტომ არ მივესალმები შეწყალების კომისიის ამდაგვარ შემადგენლობას. ცოტა გული დამწყდა, რომ ეს შემადგენლობა პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს დიდ პატივს ვცემ, მიმაჩნია, რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს," _ აცხადებს შავაძე.

მისივე თქმით, შესაძლოა, კომისიის ეს შემადგენლობა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მოექცეს.

"ეს საფრთხე არის და იქნება. როდესაც ფსიქოლოგი, რეჟისორი და ჟურნალისტი იღებს შეწყალების გადაწყვეტილებას და მას კანონი არ ესმის, არც მისი საპროცესო მოთხოვნები იცის, ამის ალბათობა დიდია. ამიტომ მისთვის პოლიტიკოსის ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა გაუგებარი და ზეგავლენის მომხდენი შეიძლება იყოს. რა თქმა უნდა, როცა არაპროფესიონალი იჭრება სხვის პროფესიაში, ის აუცილებლად მოექცევა სხვისი ზეგავლენის ქვეშ, თუნდაც იმიტომ, რომ უფრო მეტად პროფესიონალს დაეკითხოს, როგორ გადაწყვიტოს ესა თუ ის საკითხი, იურისტს კი ეცოდინება პროფესიონალურად რა გადაწყვტილება მიიღოს. ეს აუცილებლად იქნება საფრთხის შემცველი. რა თქმა უნდა, წინა კომისიასთან დაკავშირებითაც იყო შენიშვნები და საზოგადოების გულისწყრომა. ალბათ, გახსოვთ კიდეც, ბოლოს გამოვიდა ელენე თევდორაძე და თქვა მე არ ვიცი ვინ შეიწყალესო. წარმოიდგინეთ ეს რა მარაზმია, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარის გვერდის ავლით ტრიალებდა სისხლის სამართლის საქმეები და ვინ ვის იწყალებდა, არავინ იცის. ისიც გვახსოვს უჩა ნანუაშვილმა პროკურატურის როლი რომ ითამაშა," _ ამბობს შავაძე და დასძენს, რომ შეწყალების კომისიაში სასულიერო პირიც არ უნდა იყოს.

"მე რომ მუსლიმური საზოგადოების წარმომადგენელი ვიყო ვიტყოდი, რატომ უნდა იყოს კომისიის შემადგემლობაში მღვდელი და არა სხვა რელიგიის წარმომადგენელი? შეიძლება მუსლიმი იყოს დაჭერილი და მღვდელმა მის შეწყალებაზე უარი განაცხადოს, სამართლიანი იქნება? თუკი არის კომისიაში მართმადიდებლური რელიგიის წარმომადგენელი, მაშინ სხვა რელიგიების წარმომადგელბიც ჩავსვათ. საზოგადოებაში ესეც გამოიწვევს გარკვეულ გულისწყრომას და უხერხულობას, ამიტომ მიტროპოლიტის ჩასმა კომისიაში საჭირო საერთოდ არ იყო," _ აღნიშნავს შავაძე.

"პოლიტიკის და სამართლის ცენტრის" ხელმძღვანელი ამირან გიგუაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის ეფექტურობის გარანტი ამ შემთხვევაში თავად პრეზიდენტი უნდა იყოს.

"ის, რომ შეწყალების კომისია მისი არსებობის დღიდან, განსაკუთრებით კი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მთლიანად პოლიტიზებული იყო და კონკრეტულ პარტიულ ინტერესებს ემსახურებოდა, საკამათო არ არის. ამას თვითონ ელენე თევდორაძეც ადასტურდებს. თუმცა, მან ხმა მხოლოდ მაშინ ამოიღო, როცა მის ნათქვამს რეალურად ფასი აღარ ჰქონდა. რაც შეეხება კომისიის ამჟამინდელ შემადგანლობას, მათი შეფასება ნაადრევია, თუმცა, კომისიის ეფექტურობის გარანტი ამ შემთხვევაში თავად პრეზიდენტი უნდა იყოს. ამასთან მიმაჩნია, რომ კანონიც დასახვეწია და სრულყოფა სჭირდება, რადგან არსებული რედაქცია ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და არ გამორიცხავს, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, კომისია კვლავ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისათვის იქნეს გამოყენებული. ამიტომ, კანონი ზუსტად უნდა ასახავდეს იმ პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მსჯავრდებულებს და მათ ოჯახებს პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების იმედი ექნებათ. დღეს შეწყალებას არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლი და პრეზიდენტის ბრძანებულება შეწყალების გამოყენების წესის შესახებ, რომელშიც პრეზიდენტს ენიჭება საგამონაკლისო უფლება დადგენილი ნორმების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე. ასეთი ზოგადი და საგამონაკლისო ნორმები ამოსაღებია და საჭიროა მკაცრი რეგლამენტაცია, რათა პრეზიდენტის შეწყალების უფლება სასამართლო განაჩენის რევიზიად არ გადაიქცეს, როგორც ეს სააკაშვილის დროს ხდებოდა. საერთოდ უმჯობესი იქნება, მეტი კონტროლისა და ლეგიტომაციისთვის, შეწყალების საკითხს ცალკე კანონი არეგულირებდეს, როგორც ეს ევროპის ზოგიერთ ქვეყნაშია," _ აცხადებს გიგუაშვილი.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ალეკო ელისაშვილის დანიშვნას დადებითად აფასებს.

როგორც ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კომისია უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი წარმომადგენლებით, რომლებიც ნეიტრალურები იქნებიან და მხარეებს არ წარმოადგენენ.

"კომისიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე მხოლოდ პოზიტიურად შევაფასებ და მივესალმები შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ალეკო ელისაშვილის დანიშვნის გადაწყვეტილებას. კომისია უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი წარმომადგენლებით, რომლებიც არ იქნებიან მხარეები, იქნებიან ნეიტრალურები და ამავე დროს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საკმარისი გამოცდილება ექნებათ. გამოცდილება ეხება განსაკუთრებით პატიმრებთან მუშაობას და მათი უფლებების დაცვას. კომისიას, რომელიც მსჯავრდებულების საქმეებს სწავლობს, ძალიან საინტერესო მიმართულება აქვს," _ განაცხადა ბესელიამ.




 ახალი ამბები
  • ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავესთავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს.  დაკავებულს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.  პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა კოტე კემულარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოქრუაშვილის დაცვის წევრს ეს იარაღი არასდროს უტარებია.  „ეს დაჭერები, ეს პოლიტიკური რეპრესიები, აი, ეს ძველი ნაცადი მეთოდები, რომლებსაც ახლა კარნახობენ მას მოსკოვიდან, არ გიშველით. ვერ გარეცხავს იმ სისხლს, იმ თქვენს უკვე დალაქავებულ ისტორიას, თუ დროზე არ გაუშვებთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ანტისაოკუპაციო მიტინგებში მონაწილეობდნენ, კობა კოშაძეს, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოა, ეს დააჩქარებს თქვენს პოლიტიკურ დასასრულს და თქვენც სამართლებრივად აგებთ ყველა ამ მოქმედებაზე ძალიან მკაცრად პასუხს საქართველოს მოსახლეობის წინაშე“, - განაცხადა კოტე ... ...
  • მერიაში რეორგანიზაციის საკითხი, ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ განსახილველად კვლავ გადადოდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, ეროდი გორდელაძის წინადადებით, გახანგრძლივებულიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის საკითხი, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს. _ კომისიაზე კიდევ განვიხილოთ ეს საკითხი და შემდეგ პროექტი სამართლებრივი დასკვნისთვის გადავუგზავნოთ მთავრობის სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტს,  _ თქვა გორდელაძემ. თუ რატომ გზავნიან ექსპერტიზის დეპარტამენტში პროექტს, ამაზე კომისიის წევრმა დეპუტატებმა ლავრენტი ბიგვავამ, ლევან მგელაძემ, შოთა გოგიბერიძემ და  და სხვებმა იმსჯელეს. _სინამდვილეში არ  უნდა გაიგზავნოს, რადგან არსებული კანონმდებლობით , მერიას არავის თანხმობა არ სჭირდება სამსახურების რეორგანიზაციისთვის და დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მერიას პირველ რიგში უნდა წარმოედგინა თავის დებულებაში ცვლილების შეტანის პროექტი და შემდეგ უნდა ჩაეტარებინა რეორგანიზაცია, _ თქვეს მათ. _ესარ არის ის საკითხი, რომელზეც არ გვემსჯელოს. სამჯერ გვქონდა მიწერილი, წარმოედგინათ  მე-40 მუხლში ცვლილების შესახებ, - თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, მერიის დებულებაში, მე-40 მუხლში წერია, რომ მერია საკრებულოსთან ერთად ატარებს რეორგანიზაციას. ეს მისივე  ინიციატივით იყო შესული. როცა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომ მერს თავად აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს  რეორგანიზაცია, საკრებულოსგან სამგზის მიმართვის მიუხედავად, შეესწორებინამე-40 მუხლი, მერმა ეს არ გააკეთა. საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ  სიტყვა ითხოვა და  ისაუბრა კარიერებთან დაკავშირებით, სადაც დიდია მოსახლეობის  ვნებათაღელვა. _ მთელი კვირაა, დავა და ჩხუბია. თუ რაღაცნაირად არ ჩავერთეთ ამ პროცესში, შესაძლოა სისხლი დაიღვაროს. იმ კარიერების წარმომადგენლები ჩვენ გვადანაშაულებენ, ძალიან ბევრი ლაფსუსია კანონმდებლობაში, _ თქვა მან. დეპუტატმა გოჩა კილაძემ განაცხადა, რომ ლიცენზიები სწორად არის გაცემული, მოპოვება ხდება კანონდარღვევით. _ პირველი, ვინც ხმა ამოიღო ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე  ჩვენი საკრებულო იყო. ჩემი აზრი ასეთია, მერიამ აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს,  კონკრეტულ პირზე. კანონმდებლობა კარგად არის გაწერილი,  აღსრულება არის ნული. მერიამ მიმართოს სასამართლოს ლიცენზიანტის მიერ დარღვევების თაობაზე, მინიმუმ, ჯარიმა კი არა, დაიჭირონ იქნებ, ვინმე. მე კი არ მინდა ეს, მაგრამ არ მგონია ,სასამართლოს გარეშე ეს მოგვარდეს, _ თქვა დეპუტატმა ლავრენტი ... ...
  • "იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია - ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართული ოცნების" ლიდერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება. ივანიშვილის თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ." "იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიგინგი დაინიშნა. ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია რა თემაზე იქნება საუბარი ბრიფინგი. თუმცა სავარაუდოდ განცხადება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა ირაკლი კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის. შეცდომა იყო ის, როდესაც ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უდნა დახვდეთ იქ, მოძალადეები უნდა შევიდეს პარლამენტში. ის, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება, მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადაგდეს გახარია, „ნაცებს“ უნდათ მარტო, რადგან ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ძალით ვერ მოვლენ“, – განაცხადა ბიძინა ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...