რა ღირს საქართველოს ევროინტეგრაცია

მთავარი თემა

რა ღირს საქართველოს ევროინტეგრაცია

2013 ნოე 27 12:36:45

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოფელ ხურვალეთის განაპირას, რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ქართველი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, 24 წლის მალხაზ ვანიშვილი და 28 წლის გოჩა მაყიშვილი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი. ორივე მათგანი მავთულხლართებთან ახლოს გუშინ საღამოს დააკავეს. ამასთან, გუშინვე, რუსმა ოკუპანტებმა ქარელის რაიონის სოფელ ღოღეთში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. ორი დღის წინ კი, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის განაპირას, ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოჩნდა და ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე, ბერშუეთის მკვიდრ გიორგი ხოდელის კუთვნილი ნაკვეთის დამუშავება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში ამ დროისათვის სტაბილური ვითარებაა. თუმცა, ბოლო შემთხვევებმა იქ მაცხოვრებლებზე გარკვეულწილად ფსიქოლოგიური ზეგავლენა იქონია.

"იცით, რომ გარკვეული სოფლების მიმართულებით ჩვენი მოსახლეობის ნიადაგზე რუსულმა მხარემ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟა, რამაც გარკვეულწილად ფსიქოლოგიური ზეგავლენა იქონია ადგილობრივ მოსახლეობაზე.

გარდა ამისა, გუშინ 2 მოქალაქე იყო დაკავებული. ერთ-ერთი მათგანი დავით ვანიშვილის შვილიშვილია. დავით ვანიშვილი კი სწორედ ის პიროვნებაა, რომელსაც მავთულხლართების გაყვანის შედეგად პრობლემა უშუალოდ შეეხო და პრესასთან და დიპლომატებთან ყოველთვის ღიად საუბრობს ხოლმე. მისი შვილიშვილის დაკავებით ახორციელებენ მასზე ზეწოლას.

ამის საწინააღმდეგოდ ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, აგრეთვე, გავზარდეთ ჩვენი ქვედანაყოფების პატრულირების ინტენსივობა," _ ამბობს სუჯაშვილი.

ამასთან, იგი ოკუპანტების ბოლო ქმედებებსა და ვილნიუსის სამიტის თარიღის მოახლოებას შორის პარალელების გავლებას ერიდება.

"პარალელების გავლებისგან თავს შევიკავებდი. უბრალოდ ვიტყვი, რომ საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული და პროვოკაციები მოსალოდნელია. თუმცა, არ გამოვრიცხავ რომ სწორედ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის პარალელურად, ამ მიმართულებით რუსეთი გააქტიურდეს," _ უთხრა "გურია ნიუსს" სუჯაშვილმა.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამაც გააკეთა და განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ვერც ერთ ხელისშემშლელ ქმედებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე ხელის მოწერის პროცესში ვერანაირი შედეგი ვერ ექნება.

"ჩემი აზრით, მთელი მსოფლიო, მათ შორის, ევროკავშირი არის კიდევ უფრო მხარდამჭერი საქართველოსი, როდესაც ხდება კონფლიქტის ზონაში ასეთი ინცინდენტები და როდესაც რუსეთი უგულებელყოფს ყველა შეთანხმებას, რომელზეც მას ხელი აქვს მოწერილი. აქედან გამომდინარე, რუსეთის მხრიდან ვერც ერთ ხელისშემშლელ ქმედებას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე ხელის მოწერის პროცესში ვერანაირი შედეგი ვერ ექნება," _ განაცხადა ალასანიამ.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია "გურია ნიუსთან" აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას აცხადებს, რომ რუსეთის ამ ქმედებებში ახალი არაფერია.

"რუსეთი აგრძელებს იმისკენ მიმართულ პოლიტიკას, საქართველოს რაღაცნაირად აგრძნობინოს, რომ იგი ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი აქტიორია ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დაკარგა პირდაპირი გავლენა ქართულ პოლიტიკაზე, მას ჯერ კიდევ აქვს ზეგავლენის ბერკეტები. თუნდაც, კონფლიქტურ რეგიონებში და მისი ეს ბოლო თავხედური ქმედებები ამის აშკარა გამოხატულებაა. ეს ყველაფერი გამოწვევასავით არის, ანუ თუ მოხერხდა ქართული საზოგადოების გამოწვევა, ასეთ პროვოკაციებზე რაღაც პასუხის გაცემა და მერე თუ ამაზე მოხდება ძირითადად აპელირება და აქ უკვე აბსოლუტურად მეორე ხარისხოვანი გახდება ვილნიუსი და ა.შ." _ ამბობს კაკაჩია.

ამასთან, მიიჩნევს, რომ ბოლო ქმედებები დიდი პრობლემა მაინც არაა, მაგრამ მსგავსი ხასიათის და უფრო რადიკალური ღონისძიებები შესაძლოა მომავალი წლისთვის, სექტემბრამდე განხორციელდეს, როდესაც ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი რეალურად დადგება. პოლიტოლოგის თქმით, იმ დროისათვის რუსეთმა სხვა მექანიზმებიც შეიძლება გამოიყენოს, როგორიცაა ეკონომიკური სანქციები და ა.შ.

"შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი მსუბუქი გაფრთხილება იყო რუსეთის მხრიდან ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე. რთულია იმის თქმა, ეს რუსეთმა გააკეთა თუ ერთობლივად მან და ცხინვალის მარიონეტულმა ხელისუფლებამ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი სინქრონულად მოქმედებენ და ეს დაახლოებით, შეიძლება იყოს გაფრთხილება თუ რა პროცესები შეიძლება განვითარდეს თუ საქართველო არ გადაუხვევს იმ გეზს, რაც აღებული აქვს," _ უთხრა კაკაჩიამ "გურია ნიუსს".

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ბოლო დღეებში ოკუპაციის ხაზთან განხორციელებული ქმედებებით, რუსეთი "კუნთებს გვაჩვენებს".

"რუსეთის ქმედებების შემდეგ, რასაც ის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში აკეთებს, ეს მოსალოდნელი იყო და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. დიდი ხნის განმავლობაში ანონსდებოდა ასეთი ტიპის ქმედებები. შეიძლება ზოგს არ ეგონა, რომ რუსეთის მხრიდან დამოკიდებულება ასეთი მკაცრი იქნებოდა, მაგრამ ეს ზუსტად ასახავს იმას, რაც ხდება კრემლში და როგორ უყურებს ის თავის მეზობლებს. იგივე ხალხი იღებს ამ გადაწყვეტილებებს, ვინც თავის დროზე საქართველოსთან ომის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ასე რომ, ამაში რაღაც განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია და კარგი გაკვეთილია ის, რაც უკრაინაში ხდება.

უკრაინაში გამოჩნდა, რომ რუსეთი ყველაფერზეა წამსვლელი და ძალიან დიდი ფასი შეიძლება დაადოს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას. რა თქმა უნდა, ჩვენ ცოტა განსხვავებულ მდგომარეობაში ვართ, რადგან რუსეთს ჩვენზე, საბედნიეროდ, ზემოქმედების იმდენი ბერკეტი აღარ აქვს, რამდენიც ვთქვათ, უკრაინაზე, მოლდოვასა და სომხეთზე. იმიტომ, რომ ყველა ეს ბერკეტი ჩვენზე უკვე გამოცდილი აქვს - ომით დაწყებული და ხალხის გამოდევნით დამთავრებული. თუმცა, მაინც არ უნდა გვქონდეს ილუზია იმისა, რომ რაკი ბერკეტები აღარ აქვს, ჩვენთან უფრო, ასე ვთქვათ, მოქნილი იქნება. კიდევ დარჩა რუსეთს საკმაო რაოდენობის ბერკეტი - იგივე, გაზრდილი ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე, შესაძლოა, ჩვენს წინააღმდეგ იქნას შემოტრიალებული ისე როგორც არასოდეს. ასევე, გაზრდილი ენერგეტიკული დამოკიდებულება. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენი რამდენი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და საჭირო შემთხვევაში ამას როგორ გამოიყენებს კრემლი," _ აცხადებს კაპანაძე.

ამასთან, იგი აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შესახებ აღნიშნავს, რომ სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით მოლაპარაკებები რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში ზეგავლენის არანაირ ბერკეტებს არ მისცემს, "თუკი დიალოგის ფარგლებში არ იქნა ისეთი რამ შეთანხმებული, რაც ბერკეტს წარმოადგენს, თორემ საუბარი არაფერს არ აფუჭებს, მთავარია, საუბრის დროს რაზე არის შეთანხმება".

"ქართული პროდუქციის დიდი კი არა, მცირე ნაწილიც რომ გადაინაცვლებს რუსულ ბაზარზე, ესეც უკვე ბერკეტია კრემლის ხელში, რადგან აქ ათეულ მილიონობით ლარიანი ვაჭრობაც კი უკვე შეიძლება ბერკეტად იქნას გამოყენებული. ფრთხილად უნდა ვიყოთ.

არ მგონია, ამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ბოლომდე გონივრული იყოს, თუ ეს დამოკიდებულება ისეთი იქნება, რომ საბოლოოდ ჩვენთვის უარყოფითი აღმოჩნდება," _ უთხრა "გურია ნიუსს" სერგი კაპანაძემ.




 ახალი ამბები
  • საპენსიო სქემაში 900 ათასზე მეტი ადამიანი არის ჩართული (R)საპენსიო სქემაში პირველი იანვრიდან დღემდე 923,258 ადამიანი გაწევრიანდა, საიდანაც 746,829 კერძოზე, ხოლო საჯარო სექტორზე 215,676 მოდის. აღსანიშნავია, რომ სისტემაში 59,379 ათასი კერძო ორგანიზაციაა ჩართული. ფონდის ღირებულება 409,507,840-ლარია. შენატანებზე დამატებით  დარიცხული სარგებელი 11,163,782 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის კომპანიების მიერ შენატანების დეპოზიტურ მოცულობებთან ერთად ფონდის მთლიანი ღირებულება 455,177,604 ლარს შეადგენს. ფონდის ერთეულის ღირებულება საწყისი 10 ლარიდან, 10.48 ლარამდე გაიზარდა, რაც 4.8%-იან ზრდას წარმოადგენს. ფონდის მონაწილეთა რაოდენობა ბოლო თვეებში საშუალოდ დღეში 500-700 მონაწილით იზრდება, ხოლო გასულთა რიცხვი უმნიშვნელოა. ... ...
  • დაგროვებითი პენსიის რეფორმა საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს - ლევან სურგულაძე (R),,დაგროვებითი პენსიის რეფორმა ღირსეული სიბერის უზრუნველყოფასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს და უპრეცედენტო ეკონომიკურ გავლენას იქონიებს. პირველად საქართველოში იქმნება მასშტაბური გრძელვადიანი, მოქნილი და იაფი საინვესტიციო კაპიტალის ბაზა, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მკვეთრად შეუწყობს ხელს.“ - აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი. ლევან სურგულაძის განმარტებით, ეს არის ალტერნატიული გრძელვადიანი რესურსი, რომლის დიდი ნაწილითაც სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტების საშუალებით დაფინანსდება ადგილობრივი ბიზნესი, შეიქმნება ახალ სამუშაო ადგილები. ,,ჩვენი შეფასებით საპენსიო რეფორმის შედეგად შექმნილი მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზა და ამის შედეგად განვითარებული კაპიტალის ბაზარი გრძელვადიან პერიოდში, 3-4%-ით დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. გაიზრდება შემოსავლები და შემცირდება სიღარიბე. სახელმწიფოს გაეზრდება შემოსავლები, რაც მათ შორის, საშუალებას მისცემს უფრო მეტი სახსრები მიმართოს სოციალურ პროექტებზე და საბაზისო სოციალური პენსიების უფრო სწრაფ ზრდაზე. ეს ასევე ხელს შეუწყობს განვითარებულ ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე უცხოური პორტფელური ინვესტიციების შემოსვლას, პირდაპირ ინვესტიციებთან ... ...
  • მუნის ორი შემთხვევა თბილისში მდებარე ბაგა-ბაღშითბილისის 74-ე ბაგა-ბაღში მუნის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბაღის ადმინისტრაციას აღსაზრდელების მშობლებმა აცნობეს. ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის გამო ბაგა-ბაღში სადიზენფექციო სამუშაოები ჩატარდა, ხოლო სასწავლო პროცესი არ ... ...
  • "მარტო პირჯვრის წერა ისწავლეს ქრისტესგან“ _ დღეს ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა"ხალხმა მარტო პირჯვრის წერა ისწავლა ქრისტესგან, სხვა ყველაფერი, რაც ძნელია, მას შეატოვა", _ ამ ფრაზის ავტორი, მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული დღეს იუბილარია, მას 80 წელი შეუსრულდა. ბესიკ ხარანაული დაიბადა თიანეთში 1939 წლის 11 ნოემბერს. მისი წინაპრები მაღაროსკარის თემის სოფელ კუჭეჭადან (ფშავი) გადასულან ივრის ხეობაში, კერძოდ, თიანეთში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მისი ლექსები თარგმნილია ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, ჩეხურ, უნგრულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ და სხვა ენებზე, რაც გვიდასტურებს, რომ ამ ავტორის მაღალმხატვრულ პოეზიას თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს უცხოეთშიც. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954 წელს, ლექსების პირველი კრებული გამოიცა 1968 წელს. მიღებული აქვს: რუსთაველის პრემია; ილია ჭავჭავაძის პრემია; 1993 წელი — სახელმწიფო პრემია; 2004 წელი — ლიტერატურული პრემია „საბა" საუკეთესო პოეტური კრებულისთვის „წიგნი ამბა ბესარიონისა"; 2012 წელი — ლიტერატურული პრემია „გალა" წიგნისათვის „ლექსები, პოემები“. 2011 წელს იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში. გამოყენებულია ვიკიპედიას ... ...
  • "გაიცანით _ აკინი!"სოციალურ ქსელ ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებელი სოფიო კუბლაშვილი ახლახან დაბადებული ხბოს ფოტოს აქვეყნებს. როგორც ის  ამბობს, ხბოს აკინი დაარქვა და ამით სურს გამოხატოს სოლიდარობა და მხარდაჭერა რეჟისორ ლევან აკინის და ფილმის _ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ. „გაიცანით _ აკინი! დღეს შუაღამით იგემა თავისუფლება. იქიდან ველოდებოდით ყოველ საათში, რაც კინოთეატრ „ამირანში“ სპეციალური დაცვით იმართებოდა სეანსები. ჩვენმა ოჯახმა ასე გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ფილმის შემოქმედებითი ჯგუფისადმი და დაბადებამდე ორი დღით ადრე ვუწოდეთ სახელი აკინი ხბოს, შესახსენებლად, რომ ევროპისკენ გზა „აკინზე“ გადის!“ _ წერს კუბლაშვილი.     ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?