ნარკოდამოკიდებულთა და წამალდამოკიდებულთა პრობლემების გადაჭრას სახელმწიფო ჯერ ვერ ახერხებს

მთავარი თემა

ნარკოდამოკიდებულთა და წამალდამოკიდებულთა პრობლემების გადაჭრას სახელმწიფო ჯერ ვერ ახერხებს

27 ნოე. 2013, 18:52:54

შეხვედრას არასამთავრობო სექტორის გარდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკიხთა სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების საკიხთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ერთხმად თანხმდებიან, რომ ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების, მათ შორის ნარკომომხმარებლების საზოგადოებაში რეინტეგრაციისთვის ქვეყანაში ახალი პროგრამების განხორციელება აუცილებელია და მოქმედი პროგრამები პრობლემის მქონე ადამიანებს სრულად ვერ ეხმარება.

ამასთან, მათი თქმით, კიდევ ერთმა პრობლემამ - პატიმრების ფსიქოსოციალურმა რეაბილიტაციამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მას შემდეგ შეიძინა, რაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ამნისტია განხორციელდა და 12 ათასამდე პატიმარი გათავისუფლდა. რეაბილიტაციის პროცესში კი, სახელმწიფოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობა წამყვან როლს თამაშობს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის წარმომადგენელ ეკა ჩოფიკაშვილის გაცხადებით, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა დაახლოებით ერთი წელია ხორციელდება და 900-მდე ბენეფიციარს მოემსახურა.

"სახელმწიფო რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა 2013 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს და ამ ხნის განმავლობაში დაახლოებით 900-მდე ბენეფიციარს გავუწიეთ დახმარება. ადამიანს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებს ერთი თვის ვადაში ვნახულობთ და ვაცნობთ რით შეიძლება დაეხმაროს სახელმწიფო. წლის ბოლომდე კიდევ იგეგმება 250-მდე მსჯავრდებულთან შეხვედრა. იმ ფონზე, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებები 12 ათასამდე ადამიანმა დატოვა, ეს ციფრები ბევრი არ არის, თუმცა ვცდილობთ მომსახურება გავაუმჯობესოთ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 750-მდე ყოფილმა მსჯავრდებულმა თავიანთი სურვილით მოგვმართა დახმარების თხოვნით. აქედან 350-ზე მეტი აქტიურ მკურნალობას საჭიროებს. დაფიქსირდა 9 განმეორებითი დანაშაულის ჩადენის შემთხვევა. ამ ადამიანებს, ძირითადად, ფსიქიატრის, იურისტისა და ფსიქო-სოციალური მუშაკების დახმარება ესაჭიროებათ. მათი ძირითადი მოთხოვნა კი თავშესაფრები და დასაქმებაა. მიმდინარეობს მუშაობა და მომავალი წლისთვის ვეცდებით, მათი მოთხოვნები მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ და სერვისიც დავხვეწოთ", _ აღნიშნა ჩოფიკაშვილმა.

რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების სამინისტროს წარმომადგენელმა ლევან ბარამიძემ აღნიშნა, რომ ერთი თვის განმავლობაში, სახელმწიფოს დახმარებით, პროგრამაში მხოლოდ 1800 ბენეფიციარის ჩასმა შეუძლიათ, თუმცა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით ორჯერ არის გაზრდილი.

"მეთადონით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო 1800-მდე ბენეფიციარის დახმარებას ახერხებს. აქედან პაციენტი მომსახურებისთვის 40%-ს თავად იხდის, რაც დაახლოებით 110 ლარია. ვფიქრობთ, მომავალი წლისთვის სახელმწიფო დაფინანსების გარდა, სხვა დაფინანსებებიც მოვიპოვოთ, რომ ყველა მსურველი ბენეფიციარისთვის პროგრამა ხელმისაწვდომი იყოს. ვიცით, რომ 1800 კარგი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ საბიუჯეტო სახსრები რის საშუალებასაც გვაძლევს, ეს მაქსიმუმია. ამჟამად ადგილების რაოდენობა მთლიანად შევსებული არ არის დაახლოებით კიდევ 70-მდე ბენეფიციარის მომსახურება შეგვიძლია, თუმცა იმის გამო, რომ პროგრამის კვლევა მიმდინარეობს, პაციენტების მიღება შეჩერებულია, მხოლოდ მათ მომსახურებას ვახერხებთ, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. დაახლოებით ერთ თვეში პროგრამა სრულად უნდა ამოქმედდეს. დღეს ქვეყანაში, კვლევის მიხედვით, დაახლოებით 45 ათასამდე ინტრავენური ნარკომანია, თუმცა აქედან 20-25 % ანუ 8-9 ათასი ბენეფიციარია მსურველი პროგრამაში ჩაერთოს, მაგრამ ამის მომართვიანობაც არ არის ამ ეტაპზე. თუ ყველა მიმართყულებით შევძლებთ პროგრამის ამოქმედებას, მომავალი წლისთვის დაახლოებით 3000-3500 ბენეფიციარის მომსახურებას შევძლებთ. ამჟამად როგორც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ასევე გლობალური ფონდის დახმარებით 2500 ბენეფიციარს ვემსახურებით. თუ ჩანაცვლებით თერაპიაზე ვისაუბრებთ, პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს , ეს კრიტერიუმები მკაცრი არ არის. დეტოქსიკაციის პროგრამაში ჩართვა უფრო გამკაცრებულია, რადგან დეტოქსიკაცია თვის განმავლობაში მხოლოდ 23 ბენეფიციარზეა გათვლილი", _  აღნიშნა ბარამიძემ.

რაც შეეხება გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებულ მეთადონის ჩანაცვლების პროგრამას, უნდა აღნიშნოს, რომ ქვეყნის მასშტაბით, დღეს ეს პროგრამა მხოლოდ ორ - თბილისის მე-8 და ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოქმედებს. ორივე დაწესებულება წინასწარი დაკავების იზოლატორია და ნარკოდამოკიდებული პირი დაკავებისთანავე მეთადონის ჩანაცვლების პროგრამაში ხვდება, თუ მას ამის სურვილი აქვს.

როგორც "გურია ნიუსს" გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებულ მეთადონის ჩანაცვლების პროგრამის მენეჯერმა ეკა კავთიაშვილმა უთხრა, პროგრამაში ჩართვას თავისი საფუძვლები აქვს და ამას იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანებულება აწესრიგებს.

"ამ ბრძანებულების მიხედვით, ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის საფუძვლებია: ოპიოიდებზე დამოკიდებულების სინდრომის (აქტიური დამოკიდებულება) დიაგნოზი. ამასთან, პირი არანაკლებ 21 (მეთადონის შემთხვევაში – 25) წლის ასაკის უნდა იყოს, ჰქონდეს ოპიოიდური ჯგუფის ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მინიმუმ 3 წლის, ამასთან, ინტრავენური მოხმარების, სულ მცირე 1 წლის სტაჟი, აივ/ინფიცირება, შიდსით დაავადება; ან იყოს ორსულად. ამასთან, პირი პროგრამაში შიძლება მოხვდეს, გამონაკლისის სახით, ჩანაცვლებითი პროგრამების ზედამხედელობის საბჭოს გადაწყვეტილებით განსაკუთრებული კლინიკურ-სოციალური მაჩვენებლების შემთხვევაში. თითოეული პაციენტის მკურნალობა წარმოებს ინდივიდუალური პროგრამის მიხედვით, რომელსაც ადგენს მკურნალი ექიმი და ამტკიცებს სსკ. ინდივიდუალური პროგრამა შეთანხმებული უნდა იყოს პაციენტთან. ჩანაცვლებითი პრეპარატის საწყისი დოზის განსაზღვრა ხორციელდება მკურნალი ექიმის მიერ. განსაკუთრებით უხეში დარღვევის შემთხვევაში (პერსონალის მიმართ უხეში მოქცევა, ნარკოტიკების მოპარვა, ნარკოტიკებით ვაჭრობა და სხვა) პაციენტი, შესაძლოა, პროგრამიდან პირველივე დარღვევის შემდგომ გაირიცხოს. პროგრამიდან გარიცხვის შემთხვევაში პაციენტს ეძლევა საშუალება ჩაიტაროს მოკლევადიანი (არა უმეტეს 14-დღიანი) დეტოქსიკაციის კურსი. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ სერვისი მხოლოდდაკავებული მამაკაცებისთვის არის ხელმისაწვდომი, თუმცა წელს გვქონდა პირველი შემთხვევა, ოქტომბრის თვეში, რომ ერთ ქალ პატიმარს დავეხმარეთ. ეს კრიტერიუმები დადგენილია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოხვედრილი ნარკოდამოკიდებულებისთვის, რაც შეეხება გარე სექტორში მომსახურებას, მიმდინარე პროგრამები (4 პროგრამა) დაწყების დღიდან დღმდე 1400-მდე პირს მოემსახურა, აქედან 34 ქალბატონს და 177 აივ ინფიცირებულს, რომელთაგან 28 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იყო. მომლოდინეთა რიგში კიდევ 197 პირია. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ადგილების არასაკმარისი რაოდენობაა", _  აღნიშნა გლობალური ფონდის დაფინანსებით მიმდინარე მეთადონის ჩანაცვლების პროგრამის მენეჯერმა ეკა კავთიაშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ყოფილი პატიმრების, პრობაციონერების ნარკოდამოკიდებულების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაც ძალზედ მნიშვნელოვანია.

საინფორმაციო სამედიცინო -ფსიქოლოგიური ცენტრ "თანადგომა"-ს მენეჯერი თეა ჭახრაკია აღნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში 200-მდე ბენეფიციარის მომსახურება შეძლეს, თუმცა მომავალი წლისთვის ახალი ბიუროების გახსნა და პროგრამის გაფართოება იგეგმება.

"ერთი წლის განმავლოვაში 197 კლიენტს მოვემსახურეთ, აქედან 164 მამაკაცს და 33 ქალ ბენეფიციარს. ამ პირებიდან 155-ს პროგრამაში ჩართვამდე ნარკოტიკების ინექციური მოხმარების გამოცდილება ჰქონდა. აქედან მეთადონით ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვის სურვილი 4-5-მა ადამიანმა გამოხატა. აღსანიშნავია ისიც, რომ ასაკობრივი ჯგუფი 30 წელს ზემოთაა, რაც რეაბილიტაციის პროცესს შედარებით აიოლებს, რადგან ჩვენთან მოსულ ადამიანს გაცნობიერებული აქვს უნდა თუ არა გამოჯანმრთელება. 197 ბენეფიციარიდან 67 ახლობლის რეკომენდაციით მოვიდა. მომავალი წლისთვის ვაპირებთ, ახალი ბიუროების გახსნას იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში, ამასთან, პროგრამების გაფართოებას", _  აღნიშნა შეხვედრისას ჭახრაკიამ.

რაც შეეხება წამალდამოკიდებულების პრობლემას პენიტენციალურ სისტემაში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკიხთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას და პრობლემის გადაჭრა არასამთავრობო სექტორთან ურთიერთთანამშრომლობით უნდა მოხდეს.

როგორც თალაკვაძემ შეხვედრისას აღნიშნა, შემდეგი სამი წლის განმავლობაში წამალდამოკიდებულთა და ნარკოდამოკიდებულთა პრობლემები ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება.

"ნარკოტიკებისგან თავისუფალი ციხე ილუზიაა. ციხეში ნარკომანია იყო, არის და იქნება, ამის ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა ამის გამო მკურნალობაზე უარის თქმა კიდევ უფრო დიდი პრობლემა იქნება. ის, რასაც წინა ხელისუფლება აცხადებდა, რომ ნარკომანი დაჭერისთანავე იკურნებოდა, აბსურდია, რამაც ლამის კატასტროფამდე მიგვიყვანა. საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილებით, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა 50-70% ნარკოდამოკიდებული დაკავებამდე იყო, 30-35% - წამალდამოკიდებულია. ამასთან, 25-35 %-ს ინექციური ნარკომანიის გამოცდილება აქვს. დაკავებული პირებიდან 30-45% აღნიშნავს ალკოჰოლის ხშირად მოხმარებას, აქედან 10-16% ალკოჰოლდამოკიდებულია. რაც შეეხება ნარკოდანაშაულებზე საქმის აღძვრას, შეტანა-მოხმარებაზე 2005-2012 წლებში 501 საქმე აღიძრა. დღეს 560 პრობლემური ნარკომანია გლდანის დაწესებულებაში, აქედან 10-12 ადამიანია ჩასმული მეთადონის პროგრამაში, თუმცა, მათ უმრავლესობას მკურნალობა სჭირდება. სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ამ ადამიანების უმრავლესობას სერვისებზე წვდომა ჰქონდა, მაგრამ დაკავების და დეტოქსიკაციის შემდეგ ისინი ფაქტობრივად, მკურნალობის გარეშე არიან დარჩენილი. რაც შეეხება სინთეზურ ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანების პრობლემას, ეს პენიტენციურ სისტემაში კიდევ უფრო მწვავედ დგას, რადგან ისინი დეტოქსიფიკაციის კურსში ვერ ხვდებიან და მათი უმრავლესობა სრულიად უკონტროლოა, რეალურად კი დახმარებას ვერაფრით ვახერხებთ", _ განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება პრობლემის გადაჭრის გზას პენიტენციურ სისტემაში, თალაკვაძე ამბობს, რომ ამას მხოლოდ სასჯელაღსრულების სამინისტრო ვერ შეძლებს და საჭიროა სახელმწიფოს ერთიანი ხედვა ჰქონდეს ნარკოტიკდამოკიდებულ და წამალდამოკიდებულ ადამიანებთან მიმართებაში როგორც ციხეში, ასევე ციხის გარეთ.

"ამ ეტაპზე პრობლემის გასაჭრას მხოლოდ სასჯელაღსრულების სამინისტრო ვერ შეძლებს, ერთიანი ხედვაა საჭირო. მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის მთელ სისტემაში დაგეგმვაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. თუმცა, რეაბილიტაციის ცენტრში, რომელიც 2014 წელს რუსთავში უნდა გაიხსნას, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა იქნება. რაც შეხება დეტოქსიფიკაციის პროგრამას, ეს მხოლოს თბილისის მე-8 და ქუთაისის მე-2 დაწესებულებაშია, სადაც შეძლებისდაგვარად ყველა მსურველ პირს ვემსახურებით. მძიმე ნარკოდამოკიდებულები კი სამკურნალოდ სამოქალაქო სექტორში არსებულ საავადმყოფოებში გადაგვყავს", _ განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მრგვალი მაგიდა არასამთავრობო სექტორის და სამინისტროების წარომადგენლების მონაწილეობით საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიურმა ცენტრმა "თანადგომა"-მ გამართა და მისი მიზანი საქართველოში არსებული სარეაბილიტაციო პროგრამების გაცნობა, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება და რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელების სფეროში არსებული პრობლემების წინ წამოწევა იყო.




 ახალი ამბები
  • რაჭაში სტიქიამ ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა„ონის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა სოფელ გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა", _ აღიშულ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო უწყება ავრცელებს. უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილას დილიდან ოპერატიულად დაიწყო აღდგენითი და პრევენციული ... ...
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...
  • დროა, ვიფიქროთ ფორს-მაჟორის საკანონმდებლო მოწესრიგებაზე- ნიკა მენოგნიშვილისაქართველოში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, მთლიანად შეცვალა არა მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ, დამატებით, დღის წესრიგში დააყენა ფორს-მაჟორული გარემოებების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის აუცილებლობა, რაც პირდაპირაა დაკავშირებული შრომით-სამართლებრივ და სახელშეკრულებო ურთიერთობებში მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის საკითხთან. შესაბამისად, ჩვენ ვეთანხმებით, რომ დროა, ვიფიქროთ ფორს-მაჟორის საკანონმდებლო მოწესრიგებაზე და შესაძლებლობების ტრანსფორმირებაზე - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, ნიკა მენოგნიშვილმა განაცხადა. ნიკა მენოგნიშვილის შეფასებით, ფორს-მაჟორი, როგორც პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება, პროფესიულ წრეებსა და კანონმდებლებს შორის განხილვის საგნად უნდა იქცეს. COVID 19-ის შედეგებიდან გამომდინარე ურთიერთობებმა აჩვენა, რომ საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში ფორსმაჟორის ტერმინის ლეგალური დეფინიციის არარსებობა, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ცნების განსაზღვრა, ფაქტობრივად, მხარეთა ნების ავტონომიაზეა მინდობილი. ფორს-მაჟორის ცნების ლეგალური დეფინიციის საჭიროება პასუხობს თანამედროვე სამართლებრივი პრობლემატიკის გამოწვევებს და ორიენტირებული იქნება წინასწარ განუსაზღვრელი შედეგების თავიდან აცილებაზე. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, მხარეები, რომლებიც პანდემიის პირობებიდან გამომდინარე შეცვლილი გარემოებების გამო სადავო საკითხებზე სასამართლოს მიმართავენ და ვალდებულების შეუსრულებლობის ცალკეული შემთხვევები დასაბუთებული იქნება დაუძლეველი ძალის არსებობით, უნდა გაითვალისწინონ, რომ სარჩელის წარდგენამდე, საჭიროა შეცვლილი გარემოებების გამო, ვალდებულების გადავადებასა ან პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზე მხარეთა შორის არსებობდეს წერილობითი მიმოწერა და შესრულების შეუძლებლობა ექცეოდეს 2020 წლის 21 მარტიდან - 22 მაისის მდგომარეობით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ფარგლებში. შესაბამისად, დასაბუთება უნდა გამომდინარეობდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან, რომლის თანახმადაც, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. ნიკა მენოგნიშვილის განცხადებით, საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში ფორს-მაჟორი და დაუძლეველი ძალა იდენტურ ცნებებადაა გაგებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ფორს-მაჟორის, როგორც დაუძლეველი ძალის არსებობის შემთხვევაში, შეუძლებელია ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, ფორსმაჟორული სიტუაცია წარმოიქმნება მხარეებისგან დამოუკიდებლად და წარმოადგენს ისეთ ობიექტურ გარემოებას, როდესაც გამოირიცხება მოვალის ბრალი. დაუძლეველი ძალის შეფასებისას მნიშვნელოვანია, თუ რამდენად იყო დაუძლეველი ძალის მიზეზების თავიდან აცილება შესაძლებელი კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში. როგორც ცნობილია, ქვეყანაში ფორს-მაჟორული მდგომარეობის დამოწმებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ახორციელებს და მთლიანად დამოკიდებულია მტკიცების ტვირთსა და კონკრეტულ მდგომარეობის შინაარსზე. „ახალგაზრდა ადვოკატები“ შენიშნავს, რომ პანდემიის შედეგად, ფორს-მაჟორის ლეგალური დეფინიციის შემოტანის შემთხვევებს ადგილი აქვს ცალკეულ კანონქვემდებარე აქტებში, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მხარეთა სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების დროს. კერძოდ, ცვლილება შევიდა „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში და განისაზღვრა, რომ ამ წესების მიზნებისთვის, ფორს-მაჟორს წარმოადგენს ისეთი დაუძლეველი ძალა, როგორიცაა: მიწისძვრა,  წყალდიდობა,  ეპიდემია, სახელმწიფო გადატრიალება, საგანგებო მდგომარეობა და სხვა, რომლებიც არ არის დამოკიდებული საწარმოზე და არ ექვემდებარება მის კონტროლს, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, შეუძლებელი იქნებოდა მისი თავიდან აცილება და რომელთა გამოც საწარმო ვერ ასრულებს წესებით გათვალისწინებულ პირობებს. ფორსმაჟორი უნდა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ, მათ შორის, გამოცხადებული უნდა იყოს მასობრივი  ინფორმაციის საშუალებებით. შესაბამისად, განხორციელებულმა ცვლილებებმა კიდევე ერთხელ ხაზი გაუსვა იმ სამართლებრივ პრომლემატიკას, რაც ფორს-მაჟორის ცნების არარსებობას უკავშირდება კერძო სამართალში. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მზადყოფნას გამოთქვამს, საკითხზე შემდგომი დისკუსიისა და პროფესიულ წრესთან ერთად აქტიური კონსულტაციებისთვის, ვინაიდან მოხდეს არსებული გამოცდილებისა და შედეგების შემდგომი საკანონმდებლო ... ...
  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი. 26 მაისიდან კი გამიდარებს და დათბება. 27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 26 მაისს საქართველოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში დღეს იწვიმებს, 26 მაისიდან კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 28 მაისს +31 გრადუსამდე ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?