ისევ "გრიფით საიდუმლო" _ პატარკაციშვილების "ჭრელო პეპელას" ინგლისური ვარიანტი!

მთავარი თემა

ისევ "გრიფით საიდუმლო" _ პატარკაციშვილების "ჭრელო პეპელას" ინგლისური ვარიანტი!

2013 ნოე 28 02:53:03

თქვენი 2013 წლის 28 მაისის განცხადებისა და 2013 წლის 29 აგვისტოსა და 15 ოქტომბრის დამატებითი განცხადების პასუხად, რომლებიც შეეხებოდა საქართველოსა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის 2011 წლის 6 ივლისს გაფორმებული მორიგების  ხელშეკრულებას გაცნობებთ შემდეგს:

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 სექტემბრისა და საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 17 სექტემბრის განკარგულების საფუძველზე, განსაიდუმლოებული იქნა საქართველოსა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. თუმცა, როგორც თქვენთვის ცნობილია, მორიგების ხელშეკრულება შეიცავს კონფიდენციალურობის შესახებ დებულებას.  რომლის მიხედვითაც, მორიგების ხელშეკრულების არცერთ მხარეს არ აქვს მეორე მხარის თანხმობის გარეშე დოკუმენტის მესამე პირებისთვის გადაცემის ან მისი შინაარსის გამხელის უფლება. ამჟამად, მორიგების ხელშეკრულების მხრიდან ხელმოწერილი ყველა პირის თანხმობის არარსებობის პირობებში, იუსტიციის სამინისტრო, როგორც საქართველოს სახელმწიფოს სახელით ხელმომწერი უწყება, შებოჭილია ვალდებულებით, დაიცვას დოკუმენტის კონფიდენციალურობა, ამ და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების განსაიდუმლოების პირობებშიც კი. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ხელშეკრულება იმართება ინგლისური სამართლით და, შესაბამისად, კონფიდენციალურობის ვალდებულების დაცვისა და მხარეთა მიერ დოკუმენტის გაცემის საკითხებიც რეგულირდება ინგლისური სამართლის ნორმებით.

მხარეთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები მორიგების ხელშეკრულების გასაჯაროების შესახებ, თუმცა მოცემული მომენტისთვის არ არის მიღწეული საბოლოო შეთანხმება.

პატივისცემით თეა წულუკიანი

თეა წულუკიანის ამ წერილს პასუხად მოყვა "ქართული ფოლადის" დირექტორის, ნათია ჯაყელის განცხადება:

"ჩვენმა ადვოკატებმა იუსტიციის მინისტრის ქალბატონ თეა წულუკიანის წერილი მიიღეს. თურმე, საქართველოს მთავრობასა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის 2011 წლის 6 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებას, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 სექტემბრისა და საქართველოს პრეზიდენტის 17 სექტემბრის განკარგულების საფუძველზე გრიფი "საიდუმლო"  მოეხსნა.

ეს მისასალმებელი ფაქტი იქნებოდა, რომ არა რამდენიმე გარემოება:

თურმე მორიგების არცერთ მხარეს არ ჰქონია უფლება გაამჟღავნოს ხელშეკრულების დეტალები, თუ ორივე მხარე, ანუ ინა გუდავაძე და საქართველოს სახელმწიფო, თანახმა არ იქნება.

შემდეგ ირკვევა, რომ "მეორე მხრიდან ხელმომწერი ყველა პირის თანხმობის არარსებობის გამო მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა არ არის მიღწეული საბოლოო შეთანხმება!" ანუ ინა გუდავაძის ხელმომწერთა მხრიდან თანხმობა არ ყოფილა!

აი ეს კი სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა! აკი ვაცხადებდით კიდეც, რომ ინა გუდავაძე და მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს დოკუმენტი არ გასაჯაროვდეს და კიდევ ერთხელ სცადონ სახელმწიფოს, საზოგადოებისა და სასამართლოს დაშანტაჟება. ყველა იმ კითხვას, რაც საზოგადოებას წლებია დაუგროვდა, არ გაეცეს პასუხი!

და კიდევ ერთი: თუ რა დაუჯდება საქართველოს ბიუჯეტს ამ ხელშეკრულების დარღვევა.


აქვე გიპასუხებთ _ არაფერი! თუ რატომ, ეს იურიდული ნიუანსებია და იურისტები უკეთ ახსნიან. მაგრამ ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, ინა გუდავაძემ და მისმა გუნდმა საქართველოს ბიუჯეტში ჯერ ის თანხა დააბრუნონ, რაც მოიპარეს, თუნდაც 39 მილიონი, და შემდეგ "იდარდონ" თქვენს, ჩემს და ჩვენი შვილების ზარალზე!

"ჩემი კლიენტის, ინა გუდავაძისა და მისი ოჯახის სახელით გამოგზავნილი ბოლო შეტყობინების შემდეგ, (რომელზეც მე თქვენი პასუხი არ მიმიღია), რომელიც ეხებოდა ჩვენს შემოთავაზებას მორიგების შესახებ შეთანხმებაში გათვალისწინებული კონფიდენციალურობის პირობების შემსუბუქებას, მე შევიტყვე, რომ საქართველოში კვლავ მიმდინარეობს მსჯელობა მორიგების შესახებ შეთანხმების ბუნებისა და შინაარსის თაობაზე.

2013 წლის 15 ოქტომბერს პატარკაციშვილების მხრიდან გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ:

"ახლა ჩვენთვის აშკარაა, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოხდა ეს, მორიგების არსებითი შინაარსი გამჟღავნდა საქართველოში და მასთან დაკავშირებით ვრცელდება არასწორი მოსაზრებები.

შესაბამისად, ჩემს კლიენტებს სურთ გამოხატონ მზადყოფნა, რომ დაუყოვნებლივ იქნას მიღებული ზომები ამ საკითხთან დაკავშირებით და თანახმა არიან უარი თქვან მორიგების შეთანხმებით გათვალისწინებულ კონფიდენციალურობის შეზღუდვებზე" _ ამ შინაარსის წერილს, რომელიც 2013 წლის 15 ოქტომბრითაა დათარიღებული, პატარკაციშვილების წარმომადგენელი სიგნიჩა ლითიგეიშენ ლლფ  აწერს ხელს.

წერილის ადრესატი კი ამგვარდაა განსაზღვრული:

ბატონებო,

მთავარი სარჩელი _ HC08C0549, სალფორდის სარჩელი _ HC0900711, მეტალოინვესტის სარჩელი _ HC09C00494 (ერთობლივად: საკანცელარიო სასამართლოში შეტანილი სარჩელები).

საინტერესოა, თუკი ერთი თვის წინ დოკუმენტზე სააიდუმლო გრიფის ახსნის ინიციატივით გამოდიოდნენ, ახლა რა უშლით ხელს, როდესაც სახელმწიფო მზადყოფნას აცხადებს ამისთვის?

როგორც ამბობენ, პატარკაციშვილების მთავარი პრობლემა ისაა, რომ  საზოგადოება უკვე დოკუმენტალურად შეიტყობს, რის ფასად გაიყიდა "იმედი".

პატარკაციშვილების ოჯახი დღემდე კატეგორიულად უარყოფს 400 მილიონის სანაცვლოდ ტელევიზიის დათმობას.

მაგრამ, რასაც უარყოფენ პატარკაციშვილები, იმაზე ექსკლუზიურად "გურია ნიუსთან" საუბრობს საქართველოს ყოფილი  პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი:

"მინდოდა, რომ რაც შეიძლება ადრე გამომზეურებულიყო ეს მასალები. მე ვითვალისწინებ ოჯახის პოზიციას, რომელიც ყველაზე დიდი დაზარალებულია. გარიგებაშიც კი, იკვეთება რამდენად ცუდ დღეში ჰყავდათ ოჯახი. მათ ოდესღაც წაართვეს რაღაცეები და შემდგომ, ტელევიზიის სანაცვლოდ უკან დაუბრუნეს. როგორც მახსოვს 400 მილიონზეა საუბარი მათი შეფასებით, მაგრამ ეს რამდენად შესატყვისია და რამდენად სწორად იყო შეფასებული ცალკე საანალიზოა. პირადად მე არ წამიკითხავს. მხოლოდ იუსტიციის მინისტრის მოხსენება წავიკითხე. ამ საქმეს პროკურატურა იძიებს. შოკის მომგვრელი იყო ჩემთვის, რომ სახელმწიფო ჩინოვნიკი ხელს აწერს სუპერ კონფიდენციალურ დოკუმენტს, რომლის გახსნის უფლება ქვეყნის არსებობის ისტორიის მანძილზე არავის არ აქვს. ამ დოკუმენტს მეორე მხრიდან ოჯახის ყველა წევრი აწერს ხელს და იქ აშკარად ჩანს, როგორ ათმობინებენ ოჯახს ტელევიზიას და სანაცვლოს უბრუნებენ სახელმწიფო ქონების დიდი ნაწილს. ოჯახის სახელით გამოგზავნილი", _ განაცხადა რამდენიმე ხნის წინ პრემიერ მინისტრმა "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.




 ახალი ამბები
  • ,,ჩვენ ერთად ვირჩევთ მომავალს“ - განათლებისა და თანასწორობის ცენტრმა ოზურგეთში ახალ პროექტი დაიწყო ,,ჩვენ ერთად ვირჩევთ მომავალს“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც არასამთავრიბო ორგანიზაცია განათლებისა და თანასწორობის ცენტრი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმცირესობების წარმომადგენლებისთვის დემოკრეტიულ ღირებულებებზე დაფუძნებული არაფორმალური განათლების შეთავაზება და სამოქალაქო კულტურის განვითარების ხელშეწყობა. 15 ნოემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფორმატი მოიცავდა დისკუსიას თემაზე: რამდენად ახდენს გავლენას არჩევნების შედეგზე დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანია. დისკუსიაში  მუნიციპალიტეტში მომქმედი პოლიტიკური პარტიებთან:  პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება  ,,ევროპული საქართველო“, პარტია  ,,სამართლიანობისთვის“, პოლიტიკური პარტია ,,ლეიბორისტული (შრომის) პარტიასთან“  ერთად მონაწილეობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ოზურგეთის საარჩევნო ოლქის წევრები და ჟურნალისტები. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, დამსწრე საზოგადოებამ ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები დემოკრატიულ ღირებულებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანიის მნიშვნელობაზე. პროექტი ნოემბრის ბოლოს დასრულდება და  არა ერთ აქტივობას პირდება ... ...
  • სემეკმა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი დაამტკიცასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესები დაამტკიცა. წესის საფუძველზე დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში დადგინდება, თუ რამდენად სრულყოფილად ასრულებს კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისათვის საჭირო დანახარჯების წარმოშობის, დასაბუთების, გონივრულობის და  სათანადოდ აღრიცხვის კუთხით. სატარიფო რეგულირების პროცესში სემეკი ითვალისწინებს კომპანიის მიერ წარმოდგენილ, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შედგენილ აუდიტის ანგარიშს, რომლითაც აუდიტორის მიერ დადასტურებულია კომპანიის ყველა სახის დანახარჯი და არა ამ დანახარჯის მიზანშეწონილობა კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისთვის. „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი“ კი ადგენს პრინციპებს, კონკრეტულ რეგულირებად საქმიანობასთან დანახარჯის კავშირისა და მისი გონივრული ოდენობით განსაზღვრის შესახებ.  ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi გაიმართა (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეჩვიდმეტე Fuckup Nights Tbilisi გაიმართა. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, ისაუბროს პროფესიული მარცხის შესახებ, დრო სასიამოვნო გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროს. Fuckup Nights Tbilisi არის სივრცე, სადაც მონაწილეები ისმენენ ბიზნესისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, განიხილავენ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც გაფუჭდა, საუბრობენ პროდუქტზე, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.  Fuckup Nights Tbilisi-ის წლევანდელი სპიკერები იყვნენ:  ლაშა ანთაძე, Shelf Network-ის დამფუძნებელი. Shelf არის ბლოქჩეინ სტარტაპი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი გასაყიდი ნივთი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთდროულად თავსდება ონლაინ მარკეტფლეისებზე და ტარდება სინქრონული აუქციონი ან ვაჭრობა. 2018 წელს სტარტაპმა მოიპოვა $1.6 მილიონი ინვესტიცია.  მარიამ რუსიშვილი, QuickCash AI-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. QuickCash AI ღრუბლოვანი ბიზნეს ბანკინგის მაღალტექნოლოგიური ალგორითმული პლატფორმაა (www.lightspeed.ge), რომელიც ემსახურება მცირე და საშუალო კომპანიების კრედიტუნარიანობის ონლაინ შეფასებას. 2019 წელს კომპანია EMERGING EUROPE AWARDS-ზე, ლონდონში  საუკეთესო სამეულში, როგორც წლის ინოვაციური ინიციატივა მოხვდა.  კრისტინა ავსარქისოვა, მუსიკოსი, რომელიც ცნობილია როგორც Dudey.  ის არის მომღერალი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, რომელმაც house-მუსიკის მიმართულების სინთეზი მოახდინა გოთურ სიმღერასთან, ტექსტებთან და ცოცხალ ვოკალთან.  წარუმატებლობის კიდევ ერთი ისტორია გააზიარა დამსწრეებთან სანდრო გაბელიამ, Metro Production-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა.  Fuckup Nights Tbilisi-ის სცენა ღიაა მათთვის, ვინც არ უშინდება ფართო აუდიტორიასთან საკუთარ მარცხზე საუბარს. Fuckup Nights -ის სცენამ 16 შეხვედრის დროს უკვე უმასპინძლა სტარტაპებს, არქიტექტორებს, ანტრეპრენერებს, ეკონომისტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ჟურნალისტებსა და პრომოუტერებს, უამრავ სხვა საინტერესო პროფესიის ადამიანს, რომლებმაც წარუმატებლობის საკუთარი ისტორია გააზიარეს.  Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო. დღეს ღონისძიებები ყოველთვიურად მსოფლიოს 300-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველო გლობალურ მოძრაობას 2018 წლის 13 აპრილს შეუერთდა და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 86 ქვეყანასა და 318 ქალაქში მიმდინარეობს.  ... ...
  • რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიებშიCSR- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ბიზნეს მოდელში ინტეგრირებული თვითრეგულაციის ფორმაა. სოციალური პასუხისმგებლობა კი მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისთვის. ეს განსაკუთრებით დიდი ბიზნესის წარმომადგენლების პრ საქმიანობას ეხება. უფრო პატარა კომპანიები ხშირად მთელი პროცესის მაგივრად მხოლოდ ცალკეულ საქველმოქმედო აქციებს მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიხედვით, ვალდებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის,  ხელი შეუწყოს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას. CSR კვირეულის ფარგლებში, ქორთიარდ მარიოტში  კორპორაციული პასუხისმგებლობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მოქმედი ბიზნესების გამოკვლევა კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით. კვლევა საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაინახოს თუ რა მდგომარეობაა საქართველოში მოქმედ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებში ამ თვალსაზრისით. ორგანიზაციული სტრუქტურა და კორპორაციული პასუხისმგებლობა, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის/აქტივობების დაგეგმვის, აღსრულებისა და მონიტორინგის პროცესი, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული რეპორტინგი და საქმიანობის/აქტივობების გაშუქება, ადამიანის უფლები და შრომითი უფლებები,  გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა, კორუფციასთან ბრძოლა, ქველმოქმედება, სპონსორობა, სხვადასხვა სფეროს განვითარების მხარდაჭერა, პარტნიორობა საჯარო და არასამთავრობო სექტორთან_ ეს ის რამდენიმე ძირითადი ნაწილია, რისგანაც კვლევის კითხვარი შედგებოდა. რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიებში_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის ფარგლებში 1000-ზე მეტი, მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის  კომპანია გამოიკითხა. „გამოვიკვლიეთ ისეთი მიმართულებები, როგორიცაა, კორპორაციული მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა, შრომის უფლებების სტანდარტების მიმართულებით რას საქმიანობენ კომპანიები, გარემოს დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა. მათ შორის, გამოვიკვლიეთ ამ მიმართულებებით რა ღონისძიებებს ახორციელებს კომპანია პარტნიორულად სხვა კომპანიებთან ან არასამთავრობო სექტორთან ან სახელმწიფო სტრუქტურებთან. გარკვეული შედეგები დაიდო ამ კუთხით. ერთის მხრივ კომპანიების 26%-მა თქვა, რომ მათ აქვთ გათვალისწინებული კორპორაციული პასუხისმგებლობა სტრატეგიულ დონეზე და ყურადღებას აქცევენ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული საქმიანობა განახორციელონ. 26% ძალიან მცირეა, მაგრამ ამ მიმართულებით გასულ წლებში უფრო ცუდი მდგომარეობა იყო. რაც შეეხება ადამიანის უფლებების სტანდარტებს, კომპანიების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი არა მხოლოდ ითვალისწინებენ ადამიანების უფლებების სტანდარტებს, არამედ თავიანთ კონტრაქტორებს სთხოვენ, რომ სტანდარტები გაითვალისწინონ. გამოვიკვლიეთ, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები რამდენად არის გათვალისწინებული კომპანიების შიდა დოკუმენტებში და საქმიანობაში, ბავშვთა შრომის საკითხები, ასევე გამოვიკვლიეთ გაერთიანების თავისუფლება და სხვა. მდგრადი განვითარების დღის წესრიგის  შესრულების საკითხიც  იქნა გამოკვლეული და კომპანიების უმრავლესობა აცხადებს, რომ მდგრადი განვითარების პირველ ორ მიზანზე ახდენს ზეგავლენას ძირითადად საქმიანობით, რომელიც არის სიღარიბის დაძლევა და შიმშილის აღმოფხვრა“,_ ამბობს ზურაბიშვილი. როგორც „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორი ამბობს,  კორპორაციული პასუხისმგებლობა არის ძალიან მრავალმხრივი და ამიტომაც  ყველა აღნიშნულ მიმართულებაზე გამოწვევები არსებობს. ადამიანის უფლებების სტანდარტების სტატისტიკური მონაცემები არის ძალიან დაბალი. კომპანიებში ხშირად არ არსებობს საჩივრის მექანიზმები, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის გამოვლენას ხელს უშლის. „რამდენი კომპანია ახორციელებს, რამდენ კომპანიას აქვს პოლიტიკის დონეზე დანერგილი ეს სტანდარტები, რამდენად ახორციელებენ იმის მონიტორინგს ნამდვილად ხორციელდება ის, რაც გაწერილია დოკუმენტში. რამდენად არსებობს საჩივრის მექანიზმები ამ მიმართულებით. ხშირად კომპანიებში არ არსებობს საჩივრის მექანიზმები იმისთვის, რომ გამოვლინდეს ადამიანის უფლებების დარღვევები. შრომის უფლებების დარღვევების სტანდარტების მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სტანდარტები არის უკვე საკანონმდებლო დონეზე გაწერილი. მაგალითად, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და შრომითი ზედამხედველობის მენეჯერის არსებობა კომპანიაში მსხვილი ზომის საწარმოების დიდ ნაწილშიც კი არ არის ეს საკითხი გათვალისწინებული“,_ ამბობს ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი ასევე კომპანიებში ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ პრობლემებზეც საუბრობს. „მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების მართვა საკანონმდებლო დონეზე გვაქვს გათვალისწინებული, დიდი რაოდენობა კომპანიების ამბობს, რომ ამ საკითხზე ისინი არ მუშაობენ და არანაირ ნაბიჯს არ დგამენ იმისთვის, რომ გარემოზე მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეთ“,_ ამბობს ... ...
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმეპარლამენტში, სადაც, ამ წუთებში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, პაატა სილაგაძის მოსმენა მიმდინარეობს, "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ოთარ კახიძე დაინტერესდა, იცნობდა თუ არა „თიბისი ბანკის“ საქმეს  პაატა სილაგაძე, რაზეც მან უპასუხა, რომ ფაქტის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო. „საქმეს არ ვიცნობ. ფაქტი ვიცი, რომ მიმდინარეობს. ტელევიზიიდან გამომდინარე, მაგრამ დეტალები არ ვიცი“, _ აღნიშნა სილაგაძემ, რომლის განცხადებას დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილის გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სილაგაძე არის პირველი კანდიდატი, ვინც თქვა, რომ ტელევიზორს უყურებს. "უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმე“, _ ასე უპასუხა გოგორიშვილის რეპლიკას ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...