საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

მთავარი თემა

საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

2013 ნოე 28 11:55:48

"გურია ნიუსი" უსუფაშვილის ბრძანების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლების, "მაუწყებლობის შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის #833-რს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 215 -ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1.გამოცხადდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 9 წევრის - მეურვის კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი.

2.მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა - ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

3.მეურვის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადები წარდგენილ იქნეს 2013 წლის 12 დეკემბრის 18 საათის ჩათვლით.

4.მეურვეობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე განაცხადების შეიტანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, წერილობით შემდეგ მისამართზე: ქალაქი ქუთაისი, ირაკლია აბაშიძის გამზირი #26 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@parliament.ge.

5.მეურვის კანდიდატის წარდგენის თაობაზე განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

ა) კანდიდატის CV;

ბ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ) კანდიდატის მიერ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) იმ დოკუმენტის ასლი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილებას, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა - ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში;

ე) საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია;

6.ბრძანება საჯაროდ გამოცხადდეს 213 წლის 27 ნოემბერს და ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

7.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში(მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. #11).




 ახალი ამბები
  • მეოთხე წამლობა თხილის გადასარჩენად (R)უკვე დაიწყეს ფერმერებმა რიგით მეოთხე წამლობა და თხილის შესაწამლი სამუშაოებისთვის ბაღებში გავიდნენ. მესამე წამლობიდან 10-15 დღის შემდეგ პერიოდში ფერმერები მეოთხე შეწამვლის სამუშაოებს ატარებენ.  ეს წამლობა მავნებლებსა და სოკოვან დაავადებებზე ტარდება. ჰექტარზე გათვალისწინებულ 800 ლიტრ სამუშაო ხსნარში საჭიროა 300-300 მილიგრამი შესაწამლი პრეპარატების გახსნა. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ლამბდაციჰალოტრინისა და პენკონაზოლის მოქმედი ნივთიერების პრეპარატების გაზავება სამუშაო ხსნარში.  ზაფხულის სეზონიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ზუსტად დავიცვათ ტემპერატურის რეჟიმი. შეწამვლა ან დილას, ნამის შეშრობის შემდეგ ან საღამოს მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ტემპერატურა 28 გრადუსს ჩამოსცდება.  თხილის მწარმოებელთ ასოციაციაში აგრონომ კონსულტანტები მზად არიან მისცენ რეკომენდაცია და უპასუხონ ფერმერების ყველა შეკითხვას. ვინაიდან ასოციაციისა და ფერმერების ერთობლივი შრომის შედეგად უნდა მივიდეთ იმ მთავარ მიზნამდე - რასაც მაღალი ხარისხის თხილი სმოსავლის მიღება ჰქვია.  თხილის გადარჩენის პროექტის ფარგლებში 15 000 მდე ფერმერია გაწევრიანებული. მათ დაურიგდათ თხილის შესაწამლი აპარატები და სეზონის განმავლობაში 7 გეგმიური შეწამვლის ფარგლებში ასოციაციის მხრიდან მათ შეუძლიათ ნებისმიერი საჭირო ინფორმაცია მიიღონ. ... ...
  • გია ვოლსკი: უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი რუსეთის წისქვილზე"უნდა ვიფიქროთ და არ დავასხათ წყალი იმ წისქვილზე, რომელიც რუსეთმა ააშენა გონივრულად.– ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. გია ვოლსკის განმარტებით, ამ ფაქტზე მეტი დაფიქრება და ანალიზია საჭირო. „პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო პროვოკაცია, მაგრამ როგორ მოხდა, ამასთან დაკავშირებით მეტი დაფიქრება და ანალიზი გვმართებს, ვიდრე ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები. საზოგადოების დიდი თუ პატარა ნაწილი აღშფოთებულია, ამას არ აქვს მნიშვნელობა. არის მეორე ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას არ ადანაშაულებს, ვიღაც აქციას მართავს, მაგრამ ეს არ არის აუცილებლად იმის ინდიკატორი, რომ მართლაც ხელისუფლება გამოვიყვანოთ დამნაშავედ და რუსეთის წისქვილზე დავასხათ უფრო მეტი წყალი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. დღეს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა ... ...
  • მრცხვენია, ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს _ ოთხოზორიას დედაჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, - ასე ეხმაურება გიგა ოთხოზორიას დედა პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ყოფნას და თავმჯდომარის ტრიბუნის დათმობას. "ჩვენი შვილების მკვლელების, ასეთი პატივისცემით მიღებით, სახელმწიფოს დაცვით გამოხატვით, შემდეგ ყველანაირად მათი უზრუნველყოფით დაკავებული მთავრობის, მე, მაგალითად, თუ მკითხავთ, არავის არ უნდა სჯეროდეს ამ ადამიანების. ყველაფერი როგორ შეიძლება, ფეხქვეშ გავთელოთ, უარი ვთქვათ იმ ბიჭების სახელის მოხსენებაზე, რომელებმაც თავიანთი საკუთარი სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს დასაცავად. უანგაროდ იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები. ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, ასე იქნება, ალბათ, ყველა შვილ-მკვდარი დედა, რომლის შვილები სამშობლოს დასაცავად იბრძოდნენ. ჩვენმა მთავრობამ ის ბოლო ტოტი ჩამოჭრა, რომელ ტოტზეც იყვნენ ისინი ჩაბღაუჭებულები,“ - განაცხადა ოთხოზორიას ... ...
  • ზაქრო, იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე - ვასაძე ქუცნაშვილზეზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე, – ეს განცხადება  საპარლამენტო უმრავლესობის წევრის  ზაქარია ქუცნაშვილის მისამართით ბიზნესმენმა  ლევან ვასაძემ გააკეთა „ზაქრო, სულ იდიოტი მეგონე, მაგრამ ყოფილხარ პროვოკატორი და მოღალატე. ბოდიში არ არის საკმარისი, ძმაო. წადი, წყალში გადავარდი ან გადადექი მაინც ... ...
  • „გადავცეთ ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს“_პოლიტოლოგი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზეპარლამენტის თავმჯდომარის სკამი, რომელზეც დღეს რუსი დეპუტატი  გავრილოვი იჯდა, მოგვიანებით   დარბაზიდან სკამი დარბაზიდან გამოიტანეს, შემდეგ კი სკამზე „რუსეთი ოკუპანტია“ წარწერები გააკეთეს. როგორც პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, კარგი გამოსავალი იქნება თუ იმ სკამში პარლამენტის თავმჯდომარე აღარ ჩაჯდება და სკამს ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს გადასცემენ. „კარგი გამოსავალი იქნება, რომ ამ სავარძელში აღარ ჩაჯდეს პარლამენტის თავმჯდომარე და გადავცეთ ექსპონანტად ოკუპაციის მუზეუმს. წარწერით, რომ 2019 წლის 20 ივნისს ამ სავარძელში თავს მშვენივრად გრძნობდა რუსეთის დუმის დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას და რომელიც მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ ომში“,_თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

ეს დიეტა 99% - იან შედეგს იძლევა

ამ დიეტის დროს ერთ კვირაში...

ჩინური მედიცინის რჩევები

ძველი ჩინური მედიცინის მეცნიერულ შესწავლას,...

იაპონური სილამაზის საიდუმლო

გაიკეთეთ სახის და ტანის ნიღაბი,...

5 აკრძალული საკვები

იდეალური ფიგურა და ბრტყელი მუცელი...

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...