"ვილნიუსიდან გზას მივყავართ თბილისისკენ - გაერთიანებული, ევროპული ნაციის დედაქალაქისკენ"

მთავარი თემა

"ვილნიუსიდან გზას მივყავართ თბილისისკენ - გაერთიანებული, ევროპული ნაციის დედაქალაქისკენ"

2013 ნოე 28 15:07:23

"აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე, საქართველოს ახალი პრეზიდენტი დააფიქსირებს ქვეყნის ევროპულ არჩევანს. ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია ჩემი ქვეყნისთვის. ბოლო წლის განმავლობაში, საქართველომ, ყველა სიძნელის მიუხედავად, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების კუთხით. საქართველოს არჩევანი როგორც იდეოლოგიური, ასევე პრაგმატულია. საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის მშვიდობიან და აყვავებულ რეგიონში არ არსებობს სხვა ალტერნატივა, გარდა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა", _ წერს მაია ფანჯიკიძე.

"იმ დროს, როდესაც რუსული შეიარაღებული ძალები მავთულხლართებისა და ბარიერების აღმართვით ხელყოფენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, საქართველოს მისწრაფება ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით როგორც არასდროს ისე ძლიერდება", _ აღნიშნულია სტატიაში.

მაია ფანჯიკიძე სტატიაში საუბრობს საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებზე: "ერთი თვის წინ, ჩემმა ქვეყანამ გაირა დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი, ჩაატარა არჩევნები, რომელიც შეფასდა როგორც თავისუფალი და სამართლიანი. მთლიანად ეს იყო სწრაფი, ღრმა და ყოვლისმომცველი დემოკრატიული რეფორმების წელი. ქართველმა ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის პროდასავლური ორიენტაციის პარტიებს უჭერს მხარს. ჩვენ გვსურს ხელი მოვაწეროთ 2014 წლის სექტემბერში ასოცირების შესახებ შეთანხმებას. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ევროპულ ფასეულობებს და გავაგრძელებთ რეფორმების პროცესს, რათა გავაძლიეროთ დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა პატივისცემა, ასევე ხელი შევუწყოთ ინვესტიციებს, ეკონომიკურ ზრდას და სოციალურ კეთილდღეობას."

"დემოკრატიული და წარმატებული საქართველო საუკუთესო იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ომის შედეგად გაყოფილი ხალხის ჩათვლით. ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში მტკიცედ ინტეგრირებულ ძლიერ და სტაბილურ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონის სტაბილურობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში".

"ვილნიუსიდან გზას მივყავართ თბილისისკენ - თავისუფალი, დემოკრატიული, გაერთიანებული, ევროპული ნაციის დედაქალაქისკენ".




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...