"ნებისმიერი ევროპული ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, ასეთი განცხადების შემდგომ, გადადგებოდა"

მთავარი თემა

"ნებისმიერი ევროპული ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, ასეთი განცხადების შემდგომ, გადადგებოდა"

2013 ნოე 28 16:41:24

თეა წულუკიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის შექმნის იდეას არავინ ეწინააღმდეგება, მთავრობამ მიიჩნია, რომ ფრთხილადაა გასათვლელი ის შედეგები, რაც კომისიის შექმნამ ქვეყანას შესაძლოა ფინანსური და ეკონომიკური თვალსაზრისით მოუტანოს.

"მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ კანონპროექტი უკვე რამდენიმე თვეა მზადაა, მას რეალურად არაფერი სჭირდება გარდა იმისა, რომ გაეგზავნოს პარლამენტს. ჩვენ კანონპროექტი მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე გავიტანეთ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კომისიის შექმნას არავინ ეწინააღმდეგება, მთავრობამ მიიჩნია, რომ ძალიან ფრთხილადაა გასათვლელი ის შედეგები, რაც შესაძლოა ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით მივიღოთ, ვინაიდან თუკი ადამიანი გამართლებულად იქნება მიჩნეული და მას უკვე გაუჩნდება მატერიალური მოთხოვნის დაყენების უფლება, ამისთვის დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, ფინანსური მდგომარეობა მზად არ არის. ამ ერთადერთი მიზეზის გამო ჩაითვალა, რომ ეს ამ ეტაპზე ნაადრევია, თუმცა თავისთავად იდეა უარყოფილი არ ყოფილა", _ განაცხადა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, როგორც კი ჩაითვლება, რომ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა დაზარალებულთა მატერიალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მზად იქნება, აღნიშნული კომისიის შექმნის საკითხი დაიძრება იმ წერტილიდან, სადაც გაჩერდა.

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ევროპული ქვეყნის იუსტიციის მინისტრი, მსგავსი განცხადების გაკეთების შემდგომ, გადადგებოდა.

"პირველ რიგში გეტყვით, რომ მსგავსი განცხადების გამკეთებელი ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს იუსტიციის მინისტრი, განცხადების გაკეთებასთან ერთად გადადგებოდა, რადგან სამართლიანი სამართლებრივი გარემოს დაპირებები თეა წულუკიანისგან სრულიად "ქართული ოცნების" სახელით მივიღეთ. მიუხედავად ყოფილი გენერალური პროკურორის, გია მეფარიშვილის, ექსპერტთა კლუბის მხრიდან აქტიური ოპონირებისა, შექმნილიყო არა 12 კაციანი სახელმწიფო კომისია, არამედ სპეციფიზირებული პროკურატურა, "ქართული ოცნების" მხრიდან ამას გააფთრებული წინააღმდეგობა მოჰყვა. დღეს ჩვენ ვგებულობთ, რომ აღნიშნული კომისია არ იმუშავებს მანამ, სანამ ქვეყანა ეკონომიკური სტაბილურობის გზაზე არ დადგება. ეს არის უარის თქმა ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირების აღსრულებაზე, რასაც სრული პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს არამარტო იუსტიციის მინისტრის მხრიდან, არამედ მთელი პოლიტიკური გუნდის მხრიდან.

დარწმუნებული ვარ, რომ ამას საზოაგდოებაში ერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვება და ის აქციები, რომლებიც სახელმწიფო კანცელარიასთან უკვე დაწყებულია, მასშტაბურ ხასიათს შეიძენს და ძალიან მალე "ქართული ოცნება" ქუჩებში აბობოქრებული საზოგადოების მასას მიიღებს", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ლორთქიფანიძე.

უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ "თუ ეს კომისია არ შიქმნება, ქვეყანაში სამართლიანობა არ აღსდგება. პოლიტიკური გუნდი "ქართული ოცნება" პირდაპირ თვალში ნაცარს გვაყრის და გვეუბნება, რომ სამართლიანობა თქვენს მიმართ არ აღსდგება, ვინაიდან ჩვენ ამის არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი შესაძლებლობები არ გვაქვს", _ ამბობს ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების გარდა, აღნიშნული კომისიის შექმნის შეჩერების უკან "მახინჯი კოაბიტაციის" პროცესი იმალება, რომელიც არათუ დასრულდა, არამედ კიდევ უფრო ფართო მასშტაბები შეიძინა.

განსხვავებული მოსაზრება აქვს "პოლიტიკის და სამართლის ცენტრის" თავმჯდომარე ამირან გიგუაშვილს, რომელიც "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის დროებით შეჩერება, ერთის მხრივ კარგია, რადგან ნაჩქარევ გადაწყვეტილებას შეთანხმება და ერთი ძირეული გადაწყვეტილების მიღება სჯობს.

"თავშივე, როდესაც ამ კომისიაზე მსჯელობა დაიწყეს, ძალიან ბევრი კითხვები იყო. თუ როგორ მოხდებოდა კომისიის გადაწყვეტილების შემდგომ გადაწყვეტილების აღსრულება. ამ კომისიის პროქტში იყო წინააღმდეგობები და მიმაჩნია, რომ ნაჩქარევ გადაწყვეტილებას, სჯობია სახელმწიფომ ერთანი პოლიტიკა განახორციელოს, რადგან მართლსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ცალკე ვერ გადაწყვეტს 100 ათასობით ადამინის ბედს. ის პროექტი, რომელიც წარმოდგენილი იყო, შეზღუდული სახით ითვალისწინებდა საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილებების მიღებას. ცენზი 100 000 ლარი იყო, ამ თანხის ქვემოთ რა საქმეებიც იყო, იმას არ განიხილავდა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ წინააღმდეგობები არსებობდა", _ განმარტავს "გურია ნიუსთან" საუბრისას გიგუაშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომისიის შექმნის დროებით შეჩერაში პრობლემას ვერ ხედავს, ეს არ ნიშნავს, რომ პროექტზე მუშაობა და ადამიანებისთვის იმედის მიცემა უსასრულოდ უნდა გაგრძელდეს.

"პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ უჯობესი იქნება თუ სახელმწიფო უწყება შეიქმნება, რომელიც 2004 - 2012 წლებში სასამართლო გადაწყვეტილებებს შეისწავლის

"ყველამ უნდა ვუთხრათ სახელმწიფოს, რომ დროა რეალურად შეასრულოს მის მიერ გაცემული დაპირებები", _ ამბობს გიგუაშვილი.

"ხარვეზების დამდგენი კომისიის არ შექმნით, მთავრობამ ის ხალხი მოატყუა, რომელსაც სჯეროდათ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის და ამ იმედით მიიღო მონაწილეობა "1-ლი ოქტომბრის რევოლუციაში" - ასე აფასებს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

მისივე განცხადებით, თუ მთავრობის სურვილი იქნებოდა, შესაძლებელი იყო ფასიანი ქაღალდებით ან სხვა რაიმე ფორმით მომხდარიყო კონპენსაცია.

შეგახსენებთ, რომ პროქტის, რომელიც მართლმსაჯულების ხარვეზების დადგენას ითვალისწინებდა, ავტორი იუსტიციის სამინისტრო, კონკრეტულად კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე იყო და აღნიშნულ კომისიას მუშაობა 2013 წლის შემოდგომას უნდა დაეწყო.




 ახალი ამბები
  • ერთი ცნობილი ფილმისა არ იყოს, გამოიგლოვონ ეს თავიანთი პროპორციული - წულუკიანი ოპოზიციასერთი ცნობილი ფილმისა არ იყოს, გამოიგლოვონ ეს თავიანთი პროპორციული - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა  POSTV-ის ეთერში გააკეთა. წულუკიანის თქმით, ოპოზიციას არჩევნებისთვის მზადება შეთავაზებული მოდელით მოუწევთ. "ან შედეგით დასრულდება და ისინი ჩვენს შემოთავაზებაზე წამოვლენ, ან არ წამოვლენ და ბოლომდე იქნებიან მოქმედი მოდელის ფარგლებში და მოუწევთ, რომ ერთი ცნობილი ფილმისა არ იყოს, გამოიგლოვონ ეს თავიანთი პროპორციული, უბარიერო სისტემა და ამ მოდელის ფარგლებში დაიწყონ არჩევნებისთვის მომზადება,"- განაცხადა ... ...
  • ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართაახალი კორონავირუსის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე საგანგებო მდგომარეობათა ცენტრის წარმომადგენლები ესწრებდნენ. მხარეებმა შესაძლო საფრთხეების თაობაზე იმსჯელეს, რომელიც ვირუსის შესაძლო გლობალურმა გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს. განიხილეს ასევე ერთიანი სამოქმედო გეგმა იმის შესახებ, საფრთხის არსებობის შემთხვევაში თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა საგანგაშო არ არის და სამინისტრო აქცენტს საინფორმაციო კამპანიაზე გააკეთებს. სასაზღვრო ზონაში ბანერები და ფლაიერები განთავსდება იმ ინფორმაციით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოგზაური, რომელიც ქვეყანაში შემოდის ჩინეთიდან, თუ მას აღმოაჩნდება ამ ინფექციასთან დაკავშირებული სავარაუდო სიმპტომები. ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საგანგებო სხდომა გუშინ გაიმართა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ახალ სამოქმედო ეტაპებთან დაკავშირებით მიღებული არ არის. ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის გამო უხანში კარანტინი გამოაცხადა, ქვეყანაში ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა17-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსის დიაგნოზი 400-ზე მეტს დაუსვეს. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე. წყარო: ... ...
  • კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 44-ე ადგილზეასაერთაშორისო ორგანიზაციის Tსაერთაშორისო გამჭვირვალობამ 2019 წლის კორუფციის აღქმის მსოფლიო ინდექსი გამოაქვეყნეს. წელს საქართველო 56 ქულით 44-ე ადგილზეა, გასულ წელს კი 41-ე ადგილზე იყო. ახალი ინდექსის თანახმად, ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებია სომალი, სამხრეთ სუდანი და სირია. ყველაზე არაკორუმირებულ ქვეყნებში კი დანია, ახალი ზელანდია და ფინეთი ... ...
  • 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა და 481 დაღუპული ადამიანი _ 2019 წლის საგანგაშო სტატისტიკასაქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა, _ ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ავრცელებს. როგორც ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულობა კი 12 %-ით შემცირდა. ავარიის ძირითად გამომწვევ მიზეზად ალიანსი რამდენიმე შემთხვევას ასახელებს: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის ... ...
  • ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინესგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე, ავტომანქანით, თხმელის სახეობის 50 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა. მან ხე-ტყის მოპოვების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა შესაბამისი აქტი შეადგინეს. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შემდეგი რეაგირების მიზნით, მასალები შესაბამის უწყებას ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობა უკანასკნელი 200 წლის...

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

სამი საუკეთესო დედამთილი

მშვილდოსანი - როგორც წესი ვერასოდეს...

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...