"არამარტო მომავალ გუბერნატორს, მთლიანად ხელისუფლებას მოუწევს ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა"

მთავარი თემა

"არამარტო მომავალ გუბერნატორს, მთლიანად ხელისუფლებას მოუწევს ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა"

2013 ნოე 28 17:39:48

მისი განცხადებით, ამ დანიშვნებით ნათელი ხდება, რომ პრემიერ-მინისტრი და ზოგადად, გადაწყვეტილების მიმღები პირები არ ენდობიან, ან არ მიიჩნევენ ამ თანამდებობისათვის შესაფერისად გურიის კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტებს.

"ეს ფაქტი, სავარაუდოდ, გამოწვეულია შიდაკოალიციური მწვავე დაპირისპირებებით, რასაც მთელი ამ დროის მანძილზე თან ახლდა კოალიციის წევრთა და მხარდამჭერთა ერთმანეთის მიმართ "ძირგამომთხრელი" საქმიანობა. სწორედ ეს იყო კოალიციის აქტივისტთა ძირითადი საქმიანობა პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. "ქართულმა ოცნებამ" სწორედ ამის გამო ვერ შეძლო მისი მხარდამჭერთა მოქმედებების სათანადო კონტროლი და კოორდინაცია. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ კოალიციაში და მის მხარდამჭერ დარბაზებში არსებული დაჯგუფებების დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებს რომელიმე მათგანის წარმომადგენლის გუბერნატორად დანიშვნა.

იგივე შედეგი შეიძლება ჰქონდეს "უცხო" პირის "გაგუბერნატორებას", რაც პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის პირას მყოფ ხელისუფლებას ადგილობრივი არჩევნებისათვის უკიდურესად არასახარბიელო მდგომარეობას შეუქმნის. ზემოხსენებული ვარაუდს ამყარებს ის გარემოებაც, რომ პოლიციის უფროსების "გაგუბერნატორება" მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება, მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ გურიაშიც ისეთივე მდგომარეობაა, რაც საქართველოს სხვა მხარეებში. არსებული სიტუაციის ჩემეული ანალიზით ნათელია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას სწორედ პოლიციის უფროსი და პროკურორი მიაჩნიათ იმ პირებად, ვისაც შეუძლიათ დაპირისპირებულ ჯგუფებზე სერიოზული გავლენა მოიპოვონ, რამეთუ მათ ამ ჯგუფების "ცოდვილ" წარმომადგენლებზე და მათ "ცოდვებზე" საკმაოდ დიდი ინფორმაცია აქვთ დაგროვებული წლების განმავლობაში როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური წყაროებიდან.

საიდუმლო არ გახლავთ ის, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებზე შექმნილი საქმეები პოლიციასა და პროკურატურაში თაროებზეა შემოდებული. ასევე, არსებობს საკმაოდ დიდი მაკომპრომიტირებელი ინფორმაცია მათი პირადი ცხოვრების შესახებ, რომელიც უკანონოდაა მოპოვებული "ნაციონალების" ზეობის ხანაში. იგივე სახის ინფორმაცია არსებობს, როგორც მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალების, საჯარო მოსამსახურეების და საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლების შესახებ. შესაბამისად, სხვადასხვა კატეგორიის ადამიანების ცნობიერებაზე და მათი მოქმედებების კონტროლზე ასეთ გუბერნატორს სერიოზული გავლენა ექნება და საჭირო აღარ იქნება მათი პოლიციასა და პროკურატურაში დაბარება და "მეგობრული" რჩევების მიცემა.

გარდა ზემოხსენებულისა გასათვალისწინებელია ისიც, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირველი ოქტომბრის შემდეგ თავისი ქვეშევრდომობის ქვეშ თითქმის მთლიანად აიყვანა "ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე უფრო კორუმპირებული და მედროვე ნაწილი. ამ ფაქტმა მთლიანად ააჭრელა ისედაც ჭრელი და ამორფული "ქართული ოცნება" და იმდენად მოუქნელი და ამღვრეული გახადა ეს პოლიტიკური ძალა, რომ უკვე შეუძლებელია მისი ხელმძღვანელობა სამოქალაქო, საჯარო ან პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილების მქონე პირების მიერ. შესაბამისად, პილიციელისა და პროკურორის დანიშვნით ხელისუფლება ფიქრობს ძალიან რთული პრობლემების მარტივად გადაჭრას, რაც მეტად სარისკო საქმე გახლავთ და სამომავლოდ ძალიან სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს", _აცხადებს თამარ ნადირიძე და იმ მოსალოდნელ პრობლემებზე საუბრობს, რაც შეიძლება ფერსაშვილის დანიშვნით მოხდეს.

"პრობლემები აუცილებლად სერიოზული იქნება, ვინაიდან პირველ რიგში ყოფილი პოლიციელი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდა საზოგადოებისათვის ყველაზე უფრო ნაკლებად გამჭვირვალე ორგანოში და არა აქვს საზოგადოებასთან, პრესასთან და პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობის გამოცდილება, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს საქმიანობის განხორციელებას იმ სამართლებრივ რეჟიმში, რასაც აწესებს მოქმედი კანონმდებლობა. ასევე, ვერ შეძლებს საზოგადოებისა და პრესისაგან მომეტებული ინტერესის ტვირთის ჯეროვნად ზიდვას, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ იგი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით სრულიად უცნობი პიროვნებაა და მისი წარსულისა და დღევანდელი დღის გაანალიზებით, სრულიად შეუძლებელია მისი მოქმედებების პროგნოზირება, რაც პოლიტიკური თანამდებობის მაძიებლის საზოგადოებრივი შეფასებისათვის, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.

ამასთან, არც გუბერნატორობის მაძიებელია მარტივ მდგომარეობაში. იგი "ნაციონალების" ზეობის ხანაში პირნათლად ემსახურებოდა რეჟიმს და, სავარაუდოდ, პირადად იყო მონაწილე იმ რეპრესიებისა, რაც უშუალოდ პოლიციის ხელით კეთდებოდა. "ნაციონალებთან" ცხრაწლიანი ბრძოლოს გამოცდილების მქონე არაერთი ოპოზიციონერი გამოთქვამს პრეტენზიებს ამ კუთხით და პირად თუ საჯარო გამოსვლებში აშკარად უთითებს იმაზე, რომ ეს პირი უშუალოდ მონაწილეობდა აქციების დარბევაში, ოპოზიციონერების მანქანები დალეწვაში და მათთვის ლურსმნების დაყრაში და ა.შ. ზემოხსენებულ შემთხვევაში ალბათ არ იქნება სწორი ამ ადამიანებს მოვთხოვოთ მტკიცებულებები, რომლებიც ამ შემთხვევებს დაადასტურებს, ვინაიდან ასეთი მტკიცებებულებები საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოიპოვება. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ რეპრესიებში მონაწილე არცერთი პირი პასუხისგებაში მიცემული ჯერ არ გახლავთ, რაც, თავის მხრივ, ამყარებს ადამიანების საპროტესტო შინაგან რწმენას. შესაბამისად, არამარტო მომავალ გუბერნატორს, არამედ მთლიანობაში ხელისუფლებას, ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა და ამ შემთხვევაში პასუხი - "იგი თავის მოვალეობას ასრულებდა,"- სრულიად მიუღებელი იქნება საზოგადოებისათვის", _აღნიშნავს "გურია ნიუსთან" "დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს" ოზურგეთის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით დავუკავშირდით შს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროს გოჩა ფერსაშვილს.

_ ბატონო გოჩა, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, თქვენ უშუალოდ მონაწილეობდით აქციებში. აშანტაჟებით, ემუქრებოდით და ა.შ.

_ გამორიცხულია, გამორიცხულია. კარგად გაიკითხონ, კარგად! თუ რაიმე აინტერესებთ დამატებით, მიმართონ პრესსამსახურს და ჯერჯერობით ისინი გასცემენ პასუხს და მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ ეტაპზე. მე ჩემი წარსული ისეთი სუფთა მაქვს, რომ ვერავინ ვერ ჩაიხედავს ცუდად შიგ.

_ აცხადებენ იმას, რომ თქვენ "ნაციონალების" მიერ დავალებულ ძალიან ბევ უკანონო დავალებებს ასრულებდით, გაქვთ ძალიან ბევრი მაკომპრომატებელი მტკიცებულებები საზოგადოებაზე, ოპოზიციონერებზე....

_  ერთს გეტყვით, სისულელეა ყველაფერი, _გვითხრა ფესაშვილმა.




 ახალი ამბები
  • ,,ჩვენ ერთად ვირჩევთ მომავალს“ - განათლებისა და თანასწორობის ცენტრმა ოზურგეთში ახალ პროექტი დაიწყო ,,ჩვენ ერთად ვირჩევთ მომავალს“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც არასამთავრიბო ორგანიზაცია განათლებისა და თანასწორობის ცენტრი, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უმცირესობების წარმომადგენლებისთვის დემოკრეტიულ ღირებულებებზე დაფუძნებული არაფორმალური განათლების შეთავაზება და სამოქალაქო კულტურის განვითარების ხელშეწყობა. 15 ნოემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფორმატი მოიცავდა დისკუსიას თემაზე: რამდენად ახდენს გავლენას არჩევნების შედეგზე დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანია. დისკუსიაში  მუნიციპალიტეტში მომქმედი პოლიტიკური პარტიებთან:  პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება  ,,ევროპული საქართველო“, პარტია  ,,სამართლიანობისთვის“, პოლიტიკური პარტია ,,ლეიბორისტული (შრომის) პარტიასთან“  ერთად მონაწილეობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ოზურგეთის საარჩევნო ოლქის წევრები და ჟურნალისტები. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, დამსწრე საზოგადოებამ ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები დემოკრატიულ ღირებულებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანიის მნიშვნელობაზე. პროექტი ნოემბრის ბოლოს დასრულდება და  არა ერთ აქტივობას პირდება ... ...
  • სემეკმა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი დაამტკიცასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესები დაამტკიცა. წესის საფუძველზე დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში დადგინდება, თუ რამდენად სრულყოფილად ასრულებს კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისათვის საჭირო დანახარჯების წარმოშობის, დასაბუთების, გონივრულობის და  სათანადოდ აღრიცხვის კუთხით. სატარიფო რეგულირების პროცესში სემეკი ითვალისწინებს კომპანიის მიერ წარმოდგენილ, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შედგენილ აუდიტის ანგარიშს, რომლითაც აუდიტორის მიერ დადასტურებულია კომპანიის ყველა სახის დანახარჯი და არა ამ დანახარჯის მიზანშეწონილობა კონკრეტული რეგულირებადი საქმიანობისთვის. „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი“ კი ადგენს პრინციპებს, კონკრეტულ რეგულირებად საქმიანობასთან დანახარჯის კავშირისა და მისი გონივრული ოდენობით განსაზღვრის შესახებ.  ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Fuckup Nights Tbilisi გაიმართა (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით რიგით მეჩვიდმეტე Fuckup Nights Tbilisi გაიმართა. ღონისძიება განკუთვნილია მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის. მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, ისაუბროს პროფესიული მარცხის შესახებ, დრო სასიამოვნო გარემოში, საინტერესო ადამიანებთან ერთად გაატაროს. Fuckup Nights Tbilisi არის სივრცე, სადაც მონაწილეები ისმენენ ბიზნესისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, განიხილავენ პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც გაფუჭდა, საუბრობენ პროდუქტზე, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა.  Fuckup Nights Tbilisi-ის წლევანდელი სპიკერები იყვნენ:  ლაშა ანთაძე, Shelf Network-ის დამფუძნებელი. Shelf არის ბლოქჩეინ სტარტაპი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი გასაყიდი ნივთი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთდროულად თავსდება ონლაინ მარკეტფლეისებზე და ტარდება სინქრონული აუქციონი ან ვაჭრობა. 2018 წელს სტარტაპმა მოიპოვა $1.6 მილიონი ინვესტიცია.  მარიამ რუსიშვილი, QuickCash AI-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. QuickCash AI ღრუბლოვანი ბიზნეს ბანკინგის მაღალტექნოლოგიური ალგორითმული პლატფორმაა (www.lightspeed.ge), რომელიც ემსახურება მცირე და საშუალო კომპანიების კრედიტუნარიანობის ონლაინ შეფასებას. 2019 წელს კომპანია EMERGING EUROPE AWARDS-ზე, ლონდონში  საუკეთესო სამეულში, როგორც წლის ინოვაციური ინიციატივა მოხვდა.  კრისტინა ავსარქისოვა, მუსიკოსი, რომელიც ცნობილია როგორც Dudey.  ის არის მომღერალი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, რომელმაც house-მუსიკის მიმართულების სინთეზი მოახდინა გოთურ სიმღერასთან, ტექსტებთან და ცოცხალ ვოკალთან.  წარუმატებლობის კიდევ ერთი ისტორია გააზიარა დამსწრეებთან სანდრო გაბელიამ, Metro Production-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა პროდიუსერმა.  Fuckup Nights Tbilisi-ის სცენა ღიაა მათთვის, ვინც არ უშინდება ფართო აუდიტორიასთან საკუთარ მარცხზე საუბარს. Fuckup Nights -ის სცენამ 16 შეხვედრის დროს უკვე უმასპინძლა სტარტაპებს, არქიტექტორებს, ანტრეპრენერებს, ეკონომისტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ჟურნალისტებსა და პრომოუტერებს, უამრავ სხვა საინტერესო პროფესიის ადამიანს, რომლებმაც წარუმატებლობის საკუთარი ისტორია გააზიარეს.  Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო. დღეს ღონისძიებები ყოველთვიურად მსოფლიოს 300-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველო გლობალურ მოძრაობას 2018 წლის 13 აპრილს შეუერთდა და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 86 ქვეყანასა და 318 ქალაქში მიმდინარეობს.  ... ...
  • რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიებშიCSR- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ბიზნეს მოდელში ინტეგრირებული თვითრეგულაციის ფორმაა. სოციალური პასუხისმგებლობა კი მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომპანიისთვის. ეს განსაკუთრებით დიდი ბიზნესის წარმომადგენლების პრ საქმიანობას ეხება. უფრო პატარა კომპანიები ხშირად მთელი პროცესის მაგივრად მხოლოდ ცალკეულ საქველმოქმედო აქციებს მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიხედვით, ვალდებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის,  ხელი შეუწყოს კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას. CSR კვირეულის ფარგლებში, ქორთიარდ მარიოტში  კორპორაციული პასუხისმგებლობის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა-ს დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მოქმედი ბიზნესების გამოკვლევა კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით. კვლევა საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაინახოს თუ რა მდგომარეობაა საქართველოში მოქმედ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებში ამ თვალსაზრისით. ორგანიზაციული სტრუქტურა და კორპორაციული პასუხისმგებლობა, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობის/აქტივობების დაგეგმვის, აღსრულებისა და მონიტორინგის პროცესი, კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული რეპორტინგი და საქმიანობის/აქტივობების გაშუქება, ადამიანის უფლები და შრომითი უფლებები,  გარემოს დაცვა და ნარჩენების მართვა, კორუფციასთან ბრძოლა, ქველმოქმედება, სპონსორობა, სხვადასხვა სფეროს განვითარების მხარდაჭერა, პარტნიორობა საჯარო და არასამთავრობო სექტორთან_ ეს ის რამდენიმე ძირითადი ნაწილია, რისგანაც კვლევის კითხვარი შედგებოდა. რა მდგომარეობაა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანიებში_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის ფარგლებში 1000-ზე მეტი, მსხვილი, საშუალო და მცირე ზომის  კომპანია გამოიკითხა. „გამოვიკვლიეთ ისეთი მიმართულებები, როგორიცაა, კორპორაციული მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა, შრომის უფლებების სტანდარტების მიმართულებით რას საქმიანობენ კომპანიები, გარემოს დაცვა, კორუფციასთან ბრძოლა. მათ შორის, გამოვიკვლიეთ ამ მიმართულებებით რა ღონისძიებებს ახორციელებს კომპანია პარტნიორულად სხვა კომპანიებთან ან არასამთავრობო სექტორთან ან სახელმწიფო სტრუქტურებთან. გარკვეული შედეგები დაიდო ამ კუთხით. ერთის მხრივ კომპანიების 26%-მა თქვა, რომ მათ აქვთ გათვალისწინებული კორპორაციული პასუხისმგებლობა სტრატეგიულ დონეზე და ყურადღებას აქცევენ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული საქმიანობა განახორციელონ. 26% ძალიან მცირეა, მაგრამ ამ მიმართულებით გასულ წლებში უფრო ცუდი მდგომარეობა იყო. რაც შეეხება ადამიანის უფლებების სტანდარტებს, კომპანიების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ისინი არა მხოლოდ ითვალისწინებენ ადამიანების უფლებების სტანდარტებს, არამედ თავიანთ კონტრაქტორებს სთხოვენ, რომ სტანდარტები გაითვალისწინონ. გამოვიკვლიეთ, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები რამდენად არის გათვალისწინებული კომპანიების შიდა დოკუმენტებში და საქმიანობაში, ბავშვთა შრომის საკითხები, ასევე გამოვიკვლიეთ გაერთიანების თავისუფლება და სხვა. მდგრადი განვითარების დღის წესრიგის  შესრულების საკითხიც  იქნა გამოკვლეული და კომპანიების უმრავლესობა აცხადებს, რომ მდგრადი განვითარების პირველ ორ მიზანზე ახდენს ზეგავლენას ძირითადად საქმიანობით, რომელიც არის სიღარიბის დაძლევა და შიმშილის აღმოფხვრა“,_ ამბობს ზურაბიშვილი. როგორც „სიდას“ აღმასრულებელ დირექტორი ამბობს,  კორპორაციული პასუხისმგებლობა არის ძალიან მრავალმხრივი და ამიტომაც  ყველა აღნიშნულ მიმართულებაზე გამოწვევები არსებობს. ადამიანის უფლებების სტანდარტების სტატისტიკური მონაცემები არის ძალიან დაბალი. კომპანიებში ხშირად არ არსებობს საჩივრის მექანიზმები, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის გამოვლენას ხელს უშლის. „რამდენი კომპანია ახორციელებს, რამდენ კომპანიას აქვს პოლიტიკის დონეზე დანერგილი ეს სტანდარტები, რამდენად ახორციელებენ იმის მონიტორინგს ნამდვილად ხორციელდება ის, რაც გაწერილია დოკუმენტში. რამდენად არსებობს საჩივრის მექანიზმები ამ მიმართულებით. ხშირად კომპანიებში არ არსებობს საჩივრის მექანიზმები იმისთვის, რომ გამოვლინდეს ადამიანის უფლებების დარღვევები. შრომის უფლებების დარღვევების სტანდარტების მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სტანდარტები არის უკვე საკანონმდებლო დონეზე გაწერილი. მაგალითად, შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა და შრომითი ზედამხედველობის მენეჯერის არსებობა კომპანიაში მსხვილი ზომის საწარმოების დიდ ნაწილშიც კი არ არის ეს საკითხი გათვალისწინებული“,_ ამბობს ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი ასევე კომპანიებში ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებულ პრობლემებზეც საუბრობს. „მიუხედავად იმისა, რომ ნარჩენების მართვა საკანონმდებლო დონეზე გვაქვს გათვალისწინებული, დიდი რაოდენობა კომპანიების ამბობს, რომ ამ საკითხზე ისინი არ მუშაობენ და არანაირ ნაბიჯს არ დგამენ იმისთვის, რომ გარემოზე მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეთ“,_ ამბობს ... ...
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი: უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმეპარლამენტში, სადაც, ამ წუთებში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, პაატა სილაგაძის მოსმენა მიმდინარეობს, "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ოთარ კახიძე დაინტერესდა, იცნობდა თუ არა „თიბისი ბანკის“ საქმეს  პაატა სილაგაძე, რაზეც მან უპასუხა, რომ ფაქტის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო. „საქმეს არ ვიცნობ. ფაქტი ვიცი, რომ მიმდინარეობს. ტელევიზიიდან გამომდინარე, მაგრამ დეტალები არ ვიცი“, _ აღნიშნა სილაგაძემ, რომლის განცხადებას დეპუტატი ხათუნა გოგორიშვილის გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სილაგაძე არის პირველი კანდიდატი, ვინც თქვა, რომ ტელევიზორს უყურებს. "უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმე“, _ ასე უპასუხა გოგორიშვილის რეპლიკას ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...