"ხომ ვიცით დაახლოებით, რა რუკებით სარგებლობენ რუსები?! ეს რუკები გამოვიყენოთ"

მთავარი თემა

"ხომ ვიცით დაახლოებით, რა რუკებით სარგებლობენ რუსები?! ეს რუკები გამოვიყენოთ"

2013 ნოე 30 21:21:29

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საოკუპაციო ზონაში რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა საზღვრის სამშენებლო სამუშაოები განაახლეს. ამასთან, მათ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ სოფელ ხურვალეთის 2 მკვიდრი, ახლა კი ხაშურის რაიონის ორი მცხოვრები დააკავეს.

აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით განცხადება გუშინ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც გაავრცელა.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებით აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მოცემული პროცესი კვლავ განახლდა. ეს ღონისძიებები ტრაფარეტების დამონტაჟების ფონზე მიმდინარეობს, რომლებიც მოსახლეობას აფრთხილებენ არ გადაკვეთონ ტერიტორია. მისიამ გამოიყენა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი და ყველა მხარეს მოუწოდა გაცვალონ ინფორმაცია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, წლის ამ რთულ პერიოდში, მოვუწოდებთ ყველა მხარეს გაითვალისწინოს ის ზეგავლენა, რაც მოცემულ პროცესს შესაძლოა მოსახლეობის ყოფაცხოვრებაზე, რესურსებსა და საარსებო წყაროზე ჰქონდეს," _ განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტოივო კლაარმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას ხაშურის რაიონში რუსი სამხედროების მიერ საქართველოს ორი მოქალაქის გატაცების ფაქტს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ისინი გუშინ საღამოს დააკავეს.

"რაც შეეხება ღოღეთთან მავთულხლართების ინსტალაციას, ამ ფაქტსაც ვადასტურებთ. აქ მანამდე რუსმა "მესაზღვრეებმა" წითლად შეღებილი ბოძები დაამონტაჟეს და ამ ბოძებზე დღეს დილიდან მავთულხლართების ინსტალაცია ხდება," _ აღნიშნავს სუჯაშვილი.

მისი თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკვე ინფორმირებულია. ამასთან, მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის მითითებით, სამინისტროს ქვედანაყოფების პატრულირების ინტენსივობაც გაზრდილია.

"არა მარტო ქარელის რაიონში, არამედ ყველა პერიმეტრის მიმართულებით არის გაზრდილი პატრულირების ინტენსივობა," _ უთხრა "გურია ნიუსს" დავით სუჯაშვილმა.

პოლიტოლოგი და ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე საოკუპაციო ზონაში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის მხრიდან საქართველოს დაშინების მცდელობად აფასებს. ამასთან, როგორც იგი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ გალის რაიონში ადამიანის გატაცება გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით ხდება, გარკვეულწილად, ესეც, ცხინვალის ზონაში მიმდინარე მოვლენების მსგავსად, რუსეთის დიდი პოლიტიკის ნაწილია.

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ერთგვარი გაფრთხილებაა იმ პოლიტიკის გამო, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ადგას. აქედან გამომდინარე, ჩავთვალოთ, რომ ეს ერთგვარად დაშინების მცდელობაცაა.

ასე რომ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ასევე, მაღალი თანამდებობის პირთა განცხადებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, სიტუაცია მაინც არ იცვლება. სხვათაშორის, გუშინ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ კატეგორიულად განაცხადეს, რომ საქართველო ამ დაპირისპირებაში მარტო არ იქნება და ისინი აქტიურად ჩაერთვებიან საქართველო-რუსეთის ამ კონფლიქტში, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას ძალიან მკაფიოდ აქვს არჩეული უკომპრომისო გზა, რომელიც არ ითვალისწინებს ევროპელების ჩარევას მის საქმეში. მარტივად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად არ აღელვებს რას იტყვიან ევროპაში. მე ხაზს ვუსვამ ევროპას, რადგან რუსეთის ხელისუფლებას აშშ-სთან მაინც სხვა ტიპის დამოკიდებულება აქვს," _ აღნიშნავს არეშიძე.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებების გამო რუსეთის მიმართ ევროპისგან უფრო მეტ "სიმკაცრეს" არ უნდა ველოდოთ, რადგან ამასთან დაკავშირებით ევროპის ერთიანი პოზიცია არ არსებობს.

"ვიდრე ევროპის თუნდაც ნაწილი რუსეთის ენერგომატარებლებზეა დამოკიდებული და გარკვეულწილად, ვიდრე ევროპაში რუსეთის ლობისტები არსებობს და ასეთი ბევრნი არიან, მანამდე ასეთი რა ვერ მოხდება. სიმკაცრე უნდა იყოს ევროპის ერთიანობაში ანუ ერთიანი პოზიცია უნდა გამოხატონ და ასეთის შექმნა მათ არ შეუძლიათ. განცხადება განცხადებად რჩება და ქმედით ზომებს ისინი ვერასდროს ვერ იღებენ. ქმედითი ზომები გამოიხატებოდა ვთქვათ რუსული ანგარიშების დაყადაღებაში ან ვთქვათ, რუსი ჩინოვნიკების ვიზების გაუქმებაში, რომ ისინი ევროპაში ვერ მოხვდნენ და ა.შ. მაგრამ ამას ვერ აკეთებენ იმიტომ, რომ ერთი პირი არ აქვთ. აქედან გამომდინარე ევროპის საგანცხადებო აქტიურობას სამწუხაროდ, შედეგი არ მოაქვს. სხვა იქნებოდა ამ საქმეში აშშ რომ ჩაერთოს, მაგრამ ამერიკა ჯერჯერობით, აქტიურობას არ იჩენს.

რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ევროპისკენ სვლა შეაფერხოს ან საერთოდ დაბლოკოს. უახლოესი 6-7 თვე ამ საქმით იქნება დაკავებული. ყველაზე აქტიური ხერხი, რაც რუსეთს შეუძლია საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს, ესაა ზეწოლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. საქართველო უკრაინა არ არის და რუსეთს არ აქვს ეკონომიკური ბერკეტები ზემოქმედებისთვის. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ერთი - სამხედრო-პოლიტიკური ბერკეტი აქვს და ამით ზემოქმედებას ის აუცილებლად გააგრძელებს. მისი მეთოდოლოგია გამოიხატება ქართული მოსახლეობის ნაცადი გზით შევიწროებაში და ის აუცილებლად გააგრძელებს ღობის მშენებლობის პროცესს," _ აცხადებს არეშიძე.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, რუკას, რომლის მიხედვითაც რუსები ღობეს აგებენ, თუ მცოდნე ადამიანი დახედავს, მიხვდება, რომ ერთ მშვენიერ დღეს "საზღვარი" საქართველოს ტრანსკავკასიურ ავტომაგისტრალის თბილისი-გორის მონაკვეთზე გადმოვა. არეშიძის თქმით, ეს პრესტიჟის თვალსაზრისით, საქართველოსთვის უმძიმესი დარტყმა იქნება.

"საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს შეიძლება მოხდეს და რომ მისი არჩევანი შეიძლება ასეთი გამოვიდეს. ჩვენ ამასაც უნდა გავუძლოთ იმისათვის, რომ ხვალ უფრო ნათელი დღე გველის. ან უნდა თქვას, რომ აქამდე ნუ მივიყვანთ საქმეს. ეს საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგი უნდა იყოს. ამიტომ ვამბობ, რომ საზოგადოებამ არა პროპაგანდისტული თვალსაზრისით, არამედ რეალურად უნდა იცოდეს რა პლიუსები და მინუსები აქვს იმ გზას, რასაც ჩვენ ვადგავართ, რა შედეგები შეიძლება მოგვცეს და როგორი იქნება ამ შედეგების პლიუსები და მინუსებიც," _ ამბობს ექსპერტი.

სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაზე საუბრისას არეშიძე აღნიშნავს, რომ ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიური უნდა იყოს. თუმცა, საქართველომაც უნდა იაქტიუროს რუსეთთან ურთიერთობის საქმეში.

"ვფიქრობ, რომ ჩვენ ახალი ინიციატივების დემონსტრირება უნდა მოვახდინოთ, რასაც სჭირდება სერიოზული ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს. ვიმეორებ, რომ ჩვენ პოლიტიკურ ისლამთან ერთობლივი ბრძოლის კონტექსტში გარკვეული კოზირები გვაქვს, რომლითაც შეიძლება რუსეთს ველაპარაკოთ. მოკლედ არის ერთობლივი თემები, რომელზეც ყურადღების გამახვილება შეიძლება," _ ამბობს არეშიძე.

ამასთან, მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღიაროს იმ საზღვრის კანონიერება, რომელსაც რუსები ავლებენ, მაინც გარკვეულწილად, თავის მოსახლეობაზე უნდა იზრუნონ. არეშიძე აქცენტს გამყოფ ხაზთან მდებარე 84 სოფლის მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ მთავრობის ეს გეგმა შესანიშნავია.

ამასთან, როგორც იგი აღნიშნავს, რუსების "მესაზღვრეების" მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებების პრევენციისთვის, ქართულმა მხარემ ის რუკები უნდა გამოიყენოს, რომლითაც ამჟამად რუსები ხელმძღვანელობენ.

"არ ვიცი, იმ ორ ადამიანს შეიძლება ერთი ნაბიჯი გადაუცდათ, ადგილობრივები კი ამბობენ, რომ არავინ არ გადასულა იქეთო, მაგრამ ზუსტად ხომ არავინ არ იცის, სად გადის ის საზღვარი?

ჩვენ მაინც ვიცოდეთ, ზუსტად სად გადიოდა ის ადმინისტრაციული საზღვარი. ხომ ვიცით დაახლოებით, რა რუკებით სარგებლობენ რუსები?! ეს რუკები გამოვიყენოთ. კი არ შევუთანხმოთ მათ და ვთქვათ, რომ საზღვარი აქ გადის, უბრალოდ, შიდა მოხმარებისთვის მაინც ვიცოდეთ, რომ ხალხი დაცული გვყავდეს. შიშის სინდრომი მოვხსნათ, რაღაცნაირად წინასწარ მოვემზადოთ იმისთვის, რაც შეიძლება რუსებმა ხვალ გააკეთონ. აუცილებლად გააკეთებენ. ჩვენ არ გვაქვს ისეთი ტიპის ზემოქმედების ბერკეტი, რომელიც მათ ამ საქმიანობაში ხელს შეუშლით. მე აქ ვგულისხმობ დღევანდელ დღეს - დღეს სადაც ავლებენ ისინი ღობეს. თორემ, თუ ქვეყნის სიღრმეში წამოვლენ, არ ვიცი, ალბათ, განგაშის ზარები უნდა ჩამოვკრათ და ქვეყანა შევყაროთ..." _ უთხრა "გურია ნიუსს" მამუკა არეშიძემ.




 ახალი ამბები
  • სანამდე გაგრძელდება პურის ფქვილის ფასის მერყეობაკორონავირუსის  შედეგად,  ქვეყანაში შექმნილი  ვითარების ფონზე, მოსახლეობის  უკმაყოფილება, ძირითადად, საკვებ პროდუქტებზე ფასების მატებას უკავშირდება _ მუდმივ რეჟიმში  ისმის  შიშით გაჯერებული  კითხვა, რატომ მერყეობს ზრდისკენ პურის ფქვილის ფასი. რას ემყარება, კერძოდ, ოზურგეთის მაღაზიებში ჯერ ერთ  ტომარა ფქვილის ფასის, სულ ცოტა, 5 ლარით ზრდა, მერე ისევ დაკლება და კვლავ მომატება.  _ ორ დღეში სამჯერ შეიცვალა ფასი. ხომ უნდა ვიცოდეთ, ერთი 25-კილოგამიანი  ტომარა, ერთი  და იმავე ხარისხის, 27 ლარი ღირს, 28 თუ 33 ლარი? _ გვეკითხებოდნენ რიგითი ადამიანები, რომლებიც  დაჟინებით ითხოვდნენ პასუხს,  რამ გამოიწვია პურის ფქვილზე ფასის ერთბაშად მომატება, მერე ნაწილობრივ დაკლება მოკლე დროში. _ ახლა,  ვირუსმა რომ შემოგვიტია და ააყირავა ყველაფერი,  ამავე დროს,  გაზაფხულია, რომელსაც  ხალხი "მშიერ  პერიოდს" ეძახის და  თავის გატანა ჭირს, ხომ შეიძლება, ყველაზე ძალიან პურის ფქვილის ფასის სტაბილურობაზე იფიქრონ?! მით უფრო, რომ  ხელისუფლება ამ მხრივ მზრუნველობას გვპირდება. მაშინ, რა ხდება? _ ამ კითხვებს გამუდმებით სვამენ  რიგითი მოქალაქეები. 26 მარტს,  ოზურგეთის სხვადასხვა სავაჭრო ცენტრსა თუ მაღაზიაში, სადაც პურის ფქვილი იყიდება,  25 კილოგრამის ოდენობის ერთი ტომარა  ფქვილი 33 ლარი ღირდა. სხვადასხვა სოფლების მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ კერძო პირებს, კერძო მიკროავტობუსებით,  ოჯახში მიტანით, ასეთივე წონის ფქვილი 34-35 ლარად მიაქვთ. გაურკვევლობა  და ხალხის გაღიზიანება უფრო იმ მიზეზით  წარმოიშვა, რომ ოზურგეთში, წისქვილკომბინატ "გულისტანის" წარმომადგენლები ამბობდნენ,  რომ ამ დროისთვის არც ერთი ტომარა პურის ფქვილი არ ჰქონდათ მომატებული ფასით გაცემული. _ არ მოუმატებიათ და ჩვენ სიზმარი ვნახეთ?!  როგორ გაბედავს ადგილზე გამყიდველი 25-კილოგრამიან ტომარას ხუთი ლარი და 50 კილოგრამიანს 10 ან 11 ლარი დაამატოს?!  ვინ გაგვაჩერებს აქ?! ჩვენ ლარნახევარს თუ ვამატებთ,  საბითუმო მაღაზიები ხომ არ ვართ? იკითხეთ, კარგად, რა მოხდა! თავად  უნდოდათ ამდენის მომატება. გადაირია ხალხი და იკადრეს ცოტა უკან დახევა. თუმცა, ვეჭვობთ, ისევ  არ აუწიონ,  _  გვითხრეს იმ სასურსათო მაღაზიებში მოვაჭრეებმა,  სადაც პურის ფქვილს, როგორც  ტომრებით, ასევე, მცირე წონით დაფასოებულსაც ყიდიან. 27 მარტს,  ოზურგეთში  პურის ფქვილის ფასი   შედარებით  დასტაბილურდა  და ყველა დასახელების  25-კილოგრამიანი  ტომარა  30 ლარი ღირდა, ხოლო ქატოს ფასი, როგორც ადგილზე გვითხრეს, არ შეცვლილა ან 50-თეთრიანი  ცვლილებით ფიქსირება. _ პურის ფქვილის ფასი ახლა 2 ლარით  გაიზარდა. ამას წინათ შემაშინებელი ფასები გამოჩნდა, რასაც მოსახლეობის გულისწყრომა მოჰყვა. ადამიანები ისეც შეშინებული არიან და გაჭირვებას რომ შიში დაემატება, როგორია? ეს ორლარიანი მატებაც მტკივნეულია მათთვის. ასე მაინც რომ დარჩებოდეს და კიდევ არ ასწევდნენ ფასს,  რაღაცას გაჭირვებით შეძლებს ხალხი, _ გვითხრეს ცენტრალური ავტოსადგურის ტერიტორიის მიმდებარე მაღაზიების გამყიდველებმა: ირმა სალუქვაძემ, მაია სპარსელაშვილმა, ინდმეწარმე "მარინა ჯიჯიეშვილის" წარმომადგენელმა. აქაც, ისევე, როგორც თაყაიშვილის ქუჩაზე განლაგებულ მაღაზიებში, ამ დროისთვის (27 მარტი) პურის ფქვილის ფასი ყველგან ერთნაირი იყო: 25-კილოგრამიანი 30 ლარად ყიდდნენ, 50 კილოგრამიანს _ 55 ლარად. _ ბათუმიდანაც ასეთი ფასით მივიღეთ პურის ფქვილი. "ბარაქა", "ჯეჯილი" თუ სხვა, ამ დროისთვის ერთნაირი ფასით იყიდება და ეს ჩვენც გვიხარია. ვიღაც, ეტყობა, ჩაერთო საქმეში და თუ სახელმწიფო ასე მიუდგება პურის ფქვილის ფასის საკითხს, უკეთესი დახმარება ჩვენთვის, ამ ეტაპზე, არაფერია.  ხალხი სოფლიდან ჩამოდის და პირველ რიგში, პურის ფქვილისკენ გარბიან. ნისიად მიაქვთ, ხელს ვუწყობთ. ახლა სიმინდიც შემოლეულია და როგორმე, პირველ რიგში, პურის ფქვილის ფასმა არ უნდა მოიმატოს, მნიშვნელოვნად მაინც, ყოველ წუთს ამაზე წუხან, _ გვითხრა მაია სპარსელაშვილმა. "გურია ნიუსი" წისქვილკომბინატ "გულისტანის" მენეჯერს მარინა ჩხაიძეს ისევ დაუკავშირდა. კითხვაზე _ რამ გამოიწვია ფქვილის ფასის ორ დღეში სამჯერ ცვლილება და რამდენად საიმედოა დღეს არსებული ფასი, რაზეც ხალხი მუდმივ რეჟიმში ითხოვს პასუხს, ჩხაიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა: _ ამას წინათ  გითხარით, რომ ჩვენ რამდენიმე დღე შეჩერებული გვქონდა წარმოება და მომატებული ფასით არ გაგვიშვია არც ერთი ტომარა. დღეს (საუბარი შედგა  27 მარტს) არსებული ფასით, როგორც ნახეთ,  მცირედით მომატება მოხდა, 2-3 ლარის ფარგლებში. ეს გამოიწვია დოლარის კურსის შეცვლამ და იძულებული გავხდით, ფასი გაგვეზარდა, რადგან აიწია ხორბლის ფასმაც, საწარმო კი წაგებაზე ხომ ვერ იმუშავებს?! ბიზნესი  ასე არ არის. მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ არ მომხდარიყო ცვლილება. ახლა გეტყვით კარგ ამბავს _ უახლოეს დღეებში ჩვენ ჩავერთვებით  სუბსიდირების პროგრამაში და სახელმწიფო დაგვიფინანსებს იმ თანხას, რა თანხითაც, დოლარის კურსის მატების გამო უნდა  გაგვეზარდა ფასი.  ამის შემდეგ,  ეს ცოტათი  მომატებული ფასიც დაიწევს. მანამდე კი, სანამ ამ პროგრამაში  ჩავერთვებით, ასე ორი კვირის განმავლობაში, იძულებული ვართ,  ამ მომატებული ფასით  ვიმუშაოთ, _ გვითხრა მარინა ჩხაიძემ. იმედია, დანაპირები შესრულდება და მოსახლეობას, რომელიც  პურის ფქვილის ფასის ცვლილებაზე  მწვავედ  რეაგირებს, სიმშვიდის საფუძველი ... ...
  • ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებსისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, _ ფრენები ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით, შესრულდება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო ავრცელებს. ამასთან საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შეთავაზების მცდელობა, მოკლებულია რეალურ საფუძველს და რისკების ... ...
  • რომელი დაავადებები ართულებს დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას ყველაზე მეტადთბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში ის დაავადებები დაასახელა, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის ყველაზე მაღალ რიკს-ფაქტორს წარმოადგენს. ალექსანდრე გოგინავას თქმით, ასეთია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, დიაბეტი და თირკმლების ქრონიკული უკმარისობა. „ნებისმიერი ორგანოსა და ორგანოთა სისტემის უკმარისობა წარმოადგენს რისკს, თუმცა, ყველაზე მაღალ რისკად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ... ...
  • გურიაში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს (R)კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან, რწმუნებულის მოადგილე აკაკი შენგელიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოცვისა და თხილის ბაღები მოინახულა. შპს ბლუბერი ფარმი, რომელიც გასულ წელს დაარსდა აშენებს ლურჯი მოცვის პლანტაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში (50 ჰა ), საიდანაც დღეის მდგომარეობით ათვისებულია 21 ჰა და დარგულია ჯამში 67200 ნერგი. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოდან მიღებული აქვთ გრანტი, ნერგები იმპორტირებულია პოლონეთიდან. როგორც კომპანიის საველე მენეჯერმა ნიკოლოზ კურტანიძემ განმარტა მომავალ წელს იგეგმება პლანტაციის გაფართოება და შემნახველ-გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა. დასაქმებულია მუდმივად 12 ადამიანი და სეზონურად 150 კაცამდე. კოოპერატივ „აგრო-ლიხაურში“ გაწევრიანებულია 32 მეთხილე ფერმერი, მთლიანი ფართობი მოიცავს 43 ჰა-ს. ამჟამად მიმდინარეობს შეწამვლითი ღონისძიებები თხილის პლანტაციებში. კოოპერატივი მონაწილეობას იღებდა „ENPARD”-ისა და „ელკანას“ პროექტებში. „ ფერმერები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავების პროცედურებს. ჩვენი სამინისტროს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლების მიერ ხდება, როგორც დარგობრივ საკითხებზე, ასევე ახალი კორონავირუსის გავრცელების წინაღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონსულტაციების გაცემა. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გურიის რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები, კერძოდ მოცვისა და თხილის ბაღების გაშენება, სადაც სახელმწიფო დაფინანსებით 250 000 ლარი არის „დანერგე მომავალის“ თანადაფინანსება შპს „ბლუბერი ფარმის“, კონკრეტულ შემთხვევაში. ასევე, მინდა აღვნიშნო ქართული თხილის წარმოება, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს შემოსავლების გენერირებას და ექსპორტის განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავალი უმნიშვნელოვანესია მოსახლების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით,“- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა. „ საგაზაფხულო სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საველე სამუშაოები რეკომენდაციების სრული დაცვით გრძელდება. ეს მნიშვნელოვანია გამომდინარე იქედან, რომ მოსავლის მიღება შევძლოთ დროულად და მარაგი იყოს იმ პროდუქტების, რასაც საქართველო აწარმოებს“, - აღნიშნა გურიის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.  ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო რეჟიმის მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ოპერატიულად რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე. „მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 131 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ 104 მოქალაქე დააჯარიმა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო. 13 ფიზიკური და 6 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს, რომლის შედეგადაც, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააჯარიმა, რომლებსაც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...