მსოფლიო გადათამაშება, უკრაინის შესაძლო ორად გაჩეხვა და ობიექტი, სახელწოდებით საქართველო

მთავარი თემა

მსოფლიო გადათამაშება, უკრაინის შესაძლო ორად გაჩეხვა და ობიექტი, სახელწოდებით საქართველო

2013 დეკ 3 14:06:42

აღნიშნულზე თეთრ სახლს საპასუხო განცხდება არ გაუვრცელებია, თუმცა, ოფიციალური აშშ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად არ მიიჩნევს და უკრაინის ხელისუფლებისგან დაჟინებით მოითხოვს, მოქალაქეებს საკუთარი ნების გამოხატვაში ხელი არ შეუშალოს. აშშ-ს პრეზიდენტის პრესმდივან ჯეი კარნმას თქმით, აშშ მხარს უჭერს უკრაინელი ხალხის ნებას ევროპაში ინტეგრაციისკენ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინას საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც სტუმრობდა. მოგვიანებით კი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც შეუერთდნენ.

როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, ქართველი ხალხი რთულ პერიოდში უკრაინას ისევე უნდა ამოუდგეს მხარში, როგორც მათ გამოხატეს მხარდაჭერა თბილისის მიმართ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

"ჩვენი ვალია ამ მძიმე წუთებში, როცა უკრაინელი ხალხი გამოხატავს თავის ნებას და მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მშვიდობიანად წარიმართოს, ვიყოთ მათ გვერდით, როგორც თავის დროზე უკრაინა იდგა ჩვენი დამოუკიდებლობის და მთლიანობის სადარაჯოზე და გვიცხადებდა სოლიდარობას", _ განუცხადა კიევში ჩასულმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს.

რამდენად შესაძლებელია რუსული ჯარების უკრაინაში შესვლა, როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საქართველოზე და გამოიწვევს თუ არა ქართველი პოლიტიკოსების უკრაინაში ვიზიტი რუსეთის მხირდან აგრესიის გაძლიერებას?

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ რუსეთის მხირდან უკრაინაში ჯარების შესვლა, დიდი სურვილის არსებობის შემთხვევაცი არ მოხდება.

"რუსეთი უკრაინის პირდაპირ ინტერვენციას ვერ განახორციელებს. მაქსიმუმი რაც შეიძლება მან გააკეთოს და მთლიანი დისბალანსი გამოიწვიოს ზოგადად მსოფლიოში, ესაა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება ეთნიკურად რუს და უკრაინელ ხალხს შორის, დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინის ინსპირირება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი რუსეთის აქტიური ჩარევა არ ნიშნავს ინტერვენციას. ეს იქნება მხოლოდ კულუარებიდან დაფინანსებული პროცესები. უნდა ითქვას, რომ ასეთი ქმედება რუსეთისთვის უფრო დიდი ბომბია, ვინდრე უკრაინისთვის, რადგან უკრაინა არაა საქართველოს ზომის ქვეყანა, სადაც მიმდინარე კონფლიქტებმა შეიძლება მას არაფერი ავნოს. ეს პირდაპირ შეიძლება რუსეთზე გავრცელდეს. რომც არ გავრცელდეს, ეს რუსეთისგან იმხელა ფინანსურ დაბანდებებს მოითხოვს, რომ მათი ეკონომიკა ვერ გაუძლებს. ამიტომ, ვფიქრობ, რუსეთი ამას აცნობიერებს და ამ მასშტაბის დაპირისპირებაზე ის არ წავა", _ უთხრა "გურია ნიუსს" ლაგაზიძემ და დასძინა, რომ ქართველი პოლიტიკოსების უკრაინაში წასვლა რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ეს ოპოზიციის ქმედებებია და არა ხელისუფლების.

განსხვავებული დამოკიდებულება აქვს პოლიტოლოგ ირაკლი კიკიანს, რომელიც აღნიშნავს, რომ რუსეთისნაირი არაპროგნოზირებადი ქვეყნისგან ყველაფერი მოსალოდნელია.

"როცა საქმე გვაქვს ისეთ არაპროგნოზირებად ქვეყანასთან, როგორიც რუსეთია და რომელიც ყოველგვარ საერთაშორისო ნორმებს უგულვებელყოფს, ყველაფერია მოსალოდნელი. თუმცა, ეს ძალიან ძვირი დაუჯდება რუსეთს.

რაც შეეხება ნაცმოძრაობის წარმომადგენელების კიებში ჩასვლას, მთლიანობაში ეს რუსეთისთის არასასიამოვნო პროცესებია, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ რა სიამოვნებს რუსეთს. მათავარია ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. უკრაინასა და საქართველოს ერთი კურსი აქვთ არჩეული, ესაა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირება, აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ქართული მხარე მათ მიმართ თავის მხარდაჭერას აფიქსირებდეს. ჩვენს ინტერესებში შედის უკრაინა რომ ევროპული ოჯახის წევრი გახდეს", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას კიკიანი.

მსოფლიო წესრიგის ცვლასა და ევრაზიული კავშირის შექმნას უკავშირებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკურ მეცნიერებათ დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე. მისი თქმით, უკრაინა ორად გაჩეხვის საშიშროების წინაშე დგას.

"ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინის მოსახლეობის ნახევარი პრორუსულადაა განწყობილი და რუსეთის გავლენა ძლიან დიდია. ამიტომ, ჩემი აზრით, უკრაინა ამ მხრივ საშიშროების წინაშე დგას, რადგან ადრეც იყო ლაპააკი უკრაინის ორ ნაწილად გაჩეხვაზე.

რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობას, უკანასკნელ მოვლენებს თუ გადავხედავთ, ძალიან საინტერესო მოვლენებია, რომელიც მსოფლიო წესრიგს საერთოდ ცვლის და ვფიქრობ, რომ უკრაინის ასოცირების წევრად არ გაერთიანებაც რაღაც საერთაშორისო გადანაწილებისა და გადათამაშების შედეგია. დასავლეთი ერთფეროვანი არაა, ამიტომ მეჩვენება, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან მესამე - ევრაზიული კავშირის შექმნით", _ უთხრა "გურია ნიუსს" კიკნაძემ და დასძინა, რომ საქართველო ამ შემთხვევაში თამაშ გარეთაა და მისი ბედი მსოფლიო კონექტურაზეა დამოკიდებული.

"საქართველო ბუფერული სახლემწიფოა და სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ საერთაშორისო ურთიერთობების სუბიექტი, ჩვენ ვართ ობიექტი. ჩვენი მომავალი დამოკიდებულია მსოფლიო კონექტურაზე. დასავლეთი ერთ ნაბიჯსაც არ დგამს, თუ ეს მათ ინტერესებში არაა. ამიტომ, გააჩნია მათ რა ინტერესი ექნებათ ჩვენს მიმართ.

"რაც შეეხება ქართველი პოლიტიკოსების ჩართვას ურკაინაში მიმდინარე მოვლენებში, მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური პირია არაა და ოპიზიციაც ამ მომქედებებში უფრო თავისუფალი. სწორია, როცა უმრალვესობამ პარლამენტში მკვეთრი განცხადები არ გააკეთა, რადგა ჩვენი ქვეყანა თავისი ინტერესებით უნდა ცხოვრობდეს. დაველოდოთ მოვლენებს და აქედან გამომდინარე ვაკეთოთ განცხადებები, მკვეთრი მოქმედებები ამ ეტაპზე გაუმართლებელია. ჩვენ იმდენი ჩვენი პრობლემა გვაქვს, რომ სჯობს, ჩვენს თავს მივხედოთ", _ ამბობს კიკნაძე.




 ახალი ამბები
  • ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავესთავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს.  დაკავებულს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.  პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა კოტე კემულარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოქრუაშვილის დაცვის წევრს ეს იარაღი არასდროს უტარებია.  „ეს დაჭერები, ეს პოლიტიკური რეპრესიები, აი, ეს ძველი ნაცადი მეთოდები, რომლებსაც ახლა კარნახობენ მას მოსკოვიდან, არ გიშველით. ვერ გარეცხავს იმ სისხლს, იმ თქვენს უკვე დალაქავებულ ისტორიას, თუ დროზე არ გაუშვებთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ანტისაოკუპაციო მიტინგებში მონაწილეობდნენ, კობა კოშაძეს, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოა, ეს დააჩქარებს თქვენს პოლიტიკურ დასასრულს და თქვენც სამართლებრივად აგებთ ყველა ამ მოქმედებაზე ძალიან მკაცრად პასუხს საქართველოს მოსახლეობის წინაშე“, - განაცხადა კოტე ... ...
  • მერიაში რეორგანიზაციის საკითხი, ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ განსახილველად კვლავ გადადოდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, ეროდი გორდელაძის წინადადებით, გახანგრძლივებულიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის საკითხი, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს. _ კომისიაზე კიდევ განვიხილოთ ეს საკითხი და შემდეგ პროექტი სამართლებრივი დასკვნისთვის გადავუგზავნოთ მთავრობის სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტს,  _ თქვა გორდელაძემ. თუ რატომ გზავნიან ექსპერტიზის დეპარტამენტში პროექტს, ამაზე კომისიის წევრმა დეპუტატებმა ლავრენტი ბიგვავამ, ლევან მგელაძემ, შოთა გოგიბერიძემ და  და სხვებმა იმსჯელეს. _სინამდვილეში არ  უნდა გაიგზავნოს, რადგან არსებული კანონმდებლობით , მერიას არავის თანხმობა არ სჭირდება სამსახურების რეორგანიზაციისთვის და დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მერიას პირველ რიგში უნდა წარმოედგინა თავის დებულებაში ცვლილების შეტანის პროექტი და შემდეგ უნდა ჩაეტარებინა რეორგანიზაცია, _ თქვეს მათ. _ესარ არის ის საკითხი, რომელზეც არ გვემსჯელოს. სამჯერ გვქონდა მიწერილი, წარმოედგინათ  მე-40 მუხლში ცვლილების შესახებ, - თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, მერიის დებულებაში, მე-40 მუხლში წერია, რომ მერია საკრებულოსთან ერთად ატარებს რეორგანიზაციას. ეს მისივე  ინიციატივით იყო შესული. როცა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომ მერს თავად აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს  რეორგანიზაცია, საკრებულოსგან სამგზის მიმართვის მიუხედავად, შეესწორებინამე-40 მუხლი, მერმა ეს არ გააკეთა. საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ  სიტყვა ითხოვა და  ისაუბრა კარიერებთან დაკავშირებით, სადაც დიდია მოსახლეობის  ვნებათაღელვა. _ მთელი კვირაა, დავა და ჩხუბია. თუ რაღაცნაირად არ ჩავერთეთ ამ პროცესში, შესაძლოა სისხლი დაიღვაროს. იმ კარიერების წარმომადგენლები ჩვენ გვადანაშაულებენ, ძალიან ბევრი ლაფსუსია კანონმდებლობაში, _ თქვა მან. დეპუტატმა გოჩა კილაძემ განაცხადა, რომ ლიცენზიები სწორად არის გაცემული, მოპოვება ხდება კანონდარღვევით. _ პირველი, ვინც ხმა ამოიღო ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე  ჩვენი საკრებულო იყო. ჩემი აზრი ასეთია, მერიამ აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს,  კონკრეტულ პირზე. კანონმდებლობა კარგად არის გაწერილი,  აღსრულება არის ნული. მერიამ მიმართოს სასამართლოს ლიცენზიანტის მიერ დარღვევების თაობაზე, მინიმუმ, ჯარიმა კი არა, დაიჭირონ იქნებ, ვინმე. მე კი არ მინდა ეს, მაგრამ არ მგონია ,სასამართლოს გარეშე ეს მოგვარდეს, _ თქვა დეპუტატმა ლავრენტი ... ...
  • "იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია - ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართული ოცნების" ლიდერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება. ივანიშვილის თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ." "იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიგინგი დაინიშნა. ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია რა თემაზე იქნება საუბარი ბრიფინგი. თუმცა სავარაუდოდ განცხადება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა ირაკლი კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის. შეცდომა იყო ის, როდესაც ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უდნა დახვდეთ იქ, მოძალადეები უნდა შევიდეს პარლამენტში. ის, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება, მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადაგდეს გახარია, „ნაცებს“ უნდათ მარტო, რადგან ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ძალით ვერ მოვლენ“, – განაცხადა ბიძინა ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...