ბლეფი, ანუ სახელმწიფო უწყებებში გამოცხადებული ვაკანსიები

მთავარი თემა

ბლეფი, ანუ სახელმწიფო უწყებებში გამოცხადებული ვაკანსიები

2013 დეკ 3 14:30:04

არსებობს თუ არა რეალურად საჯარო უწყებებში ვაკანტური ადგილები და რამდენად აქვს ჩვეულებრივ მოქალაქეს იქ მოხვედრის საშუალება, ამ თემას "გურა ნუსმა" ცოტა ხნის წინ სტატია მიუძღვნა ვაკანტური ადგილები, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს.

"გურია ნიუსი" ამჯერად შეეცადა გაერკვია რომელ საჯარო უწყებაში მიიღეს ახალი კადრები და რამდენად ობიექტურად ჩატარდა გამოცხადებული კონკურსი. საზოგადოების აზრი აქაც ექსპერტების მოსაზრებას დაემთხვა. კონკურსანტების თქმით, აქვთ ეჭვი, რომ საჯარო უწყებებში კონკრეტული ადამიანებისთვის სასურველი კანდიდატები ინიშნებიან.

საჯარო მიმოწერა და კონკურსის დასრულებამდე შერჩეული კანდიდატები

პირველი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ "გურია ნიუსს" დასაქმების მსურველი საკმაოდ ბევრი კონკურსანტი დაუკავშირდა, რომლებიც ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე და ამა თუ იმ ვაკანტურ ადგილზე უფროსისთვის სასურველი კანდიდატების დანიშვნაზე საუბრობენ.

ერთ-ერთი მათგანი საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის მონაწილეა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ.

"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე hr.gov.ge-ს საშუალებით შევავსე განაცხადი, სამინისტროს წარმომადგენელმა მეილით შემატყობინა, რომ წარმატებით გადავლახე პირველი ეტაპი, ანუ cv-ების გადარჩევა და ტესტირებაზე გავედი 22 ოქტომბერს, 100 ქულიდან 87 ქულა ავიღე. ტესტირების შემდეგ, იგივე წარმომადგენლისგან მივიღე შეტყობინება, სადაც მითითებული იყო, რომ კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრება ჩატარდებოდა ამა წლის 8 ნოემბრიდან ნოემბრის ბოლომდე, ხოლო დამატებით რიცხვს და საათს გასაუბრებამდე 2 დღით ადრე მაცნობებდნენ, თუმცა ამ დრომდე სამინისტროდან არავინ დამკონტაქტებია. ამ წერილის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მეილზე, რომელზეც სამინისტროს წარმომადგენელი მეკონტაქტებოდა, უცნობი პიროვნებისგან მოვიდა შეტყობინება, ტექსტით და ფოტო-სურათებით, რომლებიც ასახავდნენ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის და მისი თანამშრომლების, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ კონკურსში, საჯარო მიწერ-მოწერას. როგორც ჩემთვის ცნობილია, დაახლოებით ამ მეილის გავრცელებას ემთხვევა უკვე დანიშნული გასაუბრებების ახსნა-განმარტებების გარეშე გაუქმებაც (რესპონდენტის მიერ მოწოდებულ ფოტოსურათების გამოქვეყნებისგან "გურია ნიუსი" კონკურსის დასრულებამდე თავს იკავებს). თუ გასაუბრების ეტაპზე არ დამიბარეს, ამის შემდეგ გადავწყვეტ როგორ ვიმოქმედო, ჩემი შემდეგი ნაბიჯი მთლიანად სამინისტროს პასუხზეა დამოკიდებული", _ აღნიშნავს რესპონდენტი "გურია ნიუსთან" საუბრისას.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაგდა პოპიაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სამინისტროში გამოცხადებული კონკურსი დეკემბრის ბოლომდე დასრულდება და ყველა კანდიდატს, რომლებმაც ტესტირების ზღვარი გადალახეს, გასაუბრებაზე დაიბარებენ.

"კონკურსი დეპარტამენტების უფროსებისა და მათ მოადგილეების შესარჩევად დასრულებულია. რაც შეეხება სამინისტროს სპეციალისტებს, მთავარ სპეციალისტებსა და უფროს სპეციალისტებს, აქ გასაუბრების ეტაპია დარჩენილი და უახლოეს მომავალში ესეც ჩატარდება. კონკურსანტები გასაუბრების გადადების შესახებ გაფრთხილებულები არიან, ზუსტ ვადას მათ რამდენიმე დღით ადრე აცნობებენ. გასაუბრების გადადების მიზეზი მთავრობის დამტკიცება იყო. საატესტაციო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე მინისტრის პირველი მოადგილეა, გათავისუფლებული მოადგილე კი კონკურსს ვერ ჩაატარებდა. ახალ წლამდე გასაუბრება აუცილებლად ჩატარდება", _ აცხადებს პოპიაშვილი.

რაც შეეხება კონკრეტულად საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურში გამოცხადებულ ვაკანისებს, პოპიაშვილი ამბობს, რომ მან და მისმა მოადგილემ კონკურსი უკვე გაიარეს.

"ჩემი მოადგილე კონკურსის შედეგად მოვიდა სამინისტროში, რაც შეეხება უფროს და მთავარ სპეციალისტებს ჩემს განყოფილებაში, მათ ზუსტად ისევე უწევს კონკურსის გავლა, როგორც სხვა კანდიდატებს და გასაუბრების ეტაპს ელოდებიან. ეს ყველა თანამშრომელს ეხება და კანონი არეგულირებს", _ აცხადებს პოპიაშვილი.

სავალდებულოა თუ არა ხარვეზის გამოსწორების პრაქტიკა? - ანუ "ვინ უნდა გავიყვანოთ და ვინ არა, ამას თავად კომისია წყვეტს"

უკმაყოფილი კონკურსანტები ჰყავს ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედ კომისიას, სადაც ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად 1200-მდე განაცხადი იყო შესული, აქედან 1000 კანდიდატზე მეტი დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის გამო კონკურსიდან მოხსნეს.

სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრ "არგუსის" ხელმძღვანელი მანანა მანაგაძე, რომელიც კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე იყო, ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედ კომისიას ტენდენციურობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კომისია ფრაქციის თავმჯომარეებით და საკრებულოს წევრებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც აღნიშნულ თანამდებობებზე "თავიანთი ფავორიტების" დანიშვნა სურთ.

"მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ქუთაისის მერიის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა და მონაწილეობა გადავწყვიტე, თუმცა, კონკურსის პირევლივე ეტაპიდან მომხსნეს, თითქოსდა საბუთების არასრულყოფილად წარდგენის გამო. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისია 7 კაცის შემადგენლობით, მართული კომისიაა, რომლმაც დანაშაული ჩაიდინა, რადგან ზოგიერთ ვაკანტურ ადგილზე უალტერნატივოდ დატოვა თითო ადამიანი ადგილზე, სადაც 12-15 და 30 განაცხადიც იყო შესული. ამასთან, კომისიამ ხარვეზის გასწორების პრაქტიკა არ გამოიყენა. ხარვეზად ჩათვალეს ისეთი აბსურდი, რომ CV და ავტობიოგრაფია თითქოს სხვადასხვა დოკუმენტი იყო და ორივე უნდა წარგვედგინა. არც კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ და არც პრეზიდენტის ბრძანებულება ორივე დოკუმენტის ერთდროულად წარდგენას არ მოითხოვს. მით უფრო, ვიცოდი, როდესაც მერების შესარჩევი კონკურსი ჩატარდა, იქაც ორივე იყო მოთხოვნილი, თუმცა რამდენიმე კანდიდატმა მხოლოდ ერთი წარადგინა და არცერთი მათგანი ამის გამო კონკურსიდან არ მოუხსნიათ. ჩემი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, კომისიის ეს გადაწყვეტილება საპრეტენზიო კომისიასთან გავასჩივრე, მაგრამ უბედურება ის არის, რომ საპრეტენზიო და შესარჩევი კომისია ერთი გუნდია. ჯერ ერთი, ინტერესთა კონფლიქტია ის, რომ კომისიაში ფრაქციის თავმჯომარეები და საკრებულოს წევრები არიან წარმოდგენილები, თავისთავად ცხადია, რომ ყველა პარტიას თავისი ფავორიტები ჰყავთ, რომლებიც კონკურსში მონაწილეობდნენ და ბუნებრივია, ობიექტური ვერ იქნებოდნენ. გარა ამისა, საპრეტენზიო კომისის წევრი პოლიტიკური პარტიის წევრიცაა და ინტერესთა კონფლიქტი იქმნება, საუბარი მაქვს „პატრიოტთა ალიანსზე“. ამასთან, საპრეტენზიო კომისიაში საკრებულოს იურისტები არიან ანუ გასაჩივრება აზრს კარგავს. კონკურსიდან მოხსნილი კანდიდატები მოვუწოდებთ ქალაქის მერს შოთა მურღულიას, არ დაამტკიცოს კონკურსის შედეგები. ამ მოთხოვნით, პარასკევს, 6 დეკემბერს, 13:00 საათზე აქციის გამართვასაც ვაპირებთ", _ აცხადებს მანაგაძე.

ქუთაისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი "გურია ნიუსთან" საუბრისას, მანაგაძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ხარვეზის გასწორების პრაქტიკას კანონი არ ითვალისწინებს.

"1200 განაცხადი იყო შემოსული 48 ადგილზე. ძალიან ბევრი კანდიდატი მოვხსენით პირველივე ეტაპიდან, მხოლოდ 162 კონკურსანტი გადავიდა შემდეგ ეტაპზე. მათი მოხსნის ძირითადი მიზეზი დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენა იყო, ზოგს პირადობა აკლდა, ზოგს ცნობა ნასამართლეობის შესახებ, ნარკოლოგიური შემოწმების დამადასრურებელი ცნობა, ავტობიოგრაფია და ა.შ. ხარვეზის გამოსწორების საშუალება არ გამოგვიყენებია, რადგან ამას კანონი არ ითვალისწინებს, რომლითაც საკონკურსო-საატესტაციო კომისია ხელმძღვანელობს. სახელმძღვანელო წესში არ არის მითითებული, რომ ხარვეზი უნდა გამოსწორდეს. რაც შეეხება კონკრეტულად მანანა მანაგაძესთან დაკავშირებულ საკითხს, ავტობიოგრაფიის წარდგენა მან საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან cv ჰქონდა მოტანილი, თუმცა, მოთხოვნა ორივე დოკუმენტზე იყო და მას ორივე უნდა წამროედგინა. ბრალდებაზე კი შემიძლია გიპასუხოთ, ვინ უნდა გაიყვანოს კომისიამ და ვინ არა, ამას თავად კომისია წყვეტს. უფრო სწორად, ჩვენ შეფასება უნდა მივცეთ", _ აცხადებს მარგველაშვილი და დასძენს, რომ ამ კონკურსში მერიის მოქმედი თანამშრომლებიც მონაწილეობენ, თუმცა ის ზუსტ ციფრს ვერ ასახელებს -"ზუსტად რამდენია მაგას ვერ გეტყვით, თუმცა, ისინი კონკურსში მონაწილეობენ და ამას კანონი არ კრძალავს. დაახლოებით ერთ კვირაში მერს უკვე შერჩეული კანდიდატები წარედგინება ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად", _ განუცხადა "გურია ნიუსს" მარგველაშვილმა.

უცნობი პასუხი

კიდევ ერთი პრობლემა, რასაც "გურია ნიუსთან" საუბრისას კონკურსანტები ასახელებენ, ის არის, რომ მათ უარყოფითი პასუხის შემთხევვაში ამა თუ იმ უწყებიდან შეტყობინება არ მოსდით, რაც, მათი თქმით, უაზრო ლოდინს იწვევს.

"გურია ნიუსთან" საუბრისას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე მარიამ მეფარიშვილი (სახელი და გვარი რესპონდენტის თხოვნით შეცვლილია, ავტ.) აცხადებს, აღნიშნულ უწყებაში გასაუბრებაზეც იყო, თუმცა გასაუბრებიდან დაახლოებით ერთი თვეა გასული და მას დადებითი ან უარყოფითი პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადი სექტემბრის ბოლოს გავაგზავნე, მალევე მომივიდა წერილი, რომ გასაუბრებაზე მიბარებდნენ და ვიყავი კიდეც. საკმაოდ კეთილგანწყობილი დამხვდნენ კომისიის წევრები, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში მეკითხებოდნენ სამუშაო გამოცდილების და პიროვნული უნარების შესახებ. ყველანაირ რთულ სიტუაციაში წარმომადგენინეს თავი, რასაც ვფიქრობ, კარგად ვუპასუხე. თუმცა, დღემდე დადებითი ან უარყოფითი პასუხი ადმინისტრაციიდან არ მიმიღია. ისიც კი არ ვიცი გადავედი თუ არა შემდეგ ეტაპზე, ან კიდევ რა დავალების შესრულება მომიწევს კონკურსის პირობებში. რადგან აღნიშნულ ვაკანსიაზე გამოცხადებული კონკურსი ტესტირებას არ ითვალისწინებდა. ვფიქრობ, კონკურსანტს დადებითი ან უარყოფთი პასუხი წერილობით უნდა ეცნობოს, რაც მისთვის აუცილებელია, რადგან დიდი ხნის განმავლობაში არ ელოდოს პასუხს კონკურსის პირობები დააკმაყოფილა თუ არა", _ აცხადებს მეფარიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი თიკო მჟავანაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთი თვის მანძილზე რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რის შედეგად, სავარაუდოდ, სტრუქტურა შეიცვლება და ახალ თანამშრომლებსაც მიიღებენ. თუმცა, მჟავანაძე ჩვენთან საუბარში ვერ აკონკრეტებს, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კონკურსანტებს გასაუბრების შედეგი აცნობა თუ არა.

"პროცესი ჯერჯერობით დასრულებული არ არის, ახლაც მიმდინარეობს და ეს ერთი თვეც გვჭირდება იმისთვის, რომ ადმინისტრაცია დავალაგოთ. ამ თემებზე საუბარი ცოტა ადრეა, თვის ბოლოს როგორც კი რაიმე მონახაზი იქნება, მედიისთვის განცხადებას აუცილებლად გავაკეთებთ", _ გვითხრა მჟავანაძემ.

ორჯერ ჩაშლილი კონკურსის "უცნობი" მიზეზი

კიდევ ერთი საჯარო უწყება, რომლმაც ახალი ხელისუფლების პირობებში რეორგანიზაცია დაიწყო განათლების და მეცნიერების სამინისტროა, რომელმაც საქართველოს მასშტაბით რესურსცენტრების ხელმძღვანელების თანამდებობებზე ვაკანსიები გამოაცხადა, თუმცა, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კონკურსი რამდენჯერმე ჩაშლილად გამოაცხადა და ამ დრომდე რამდენიმე რაიონში რესურსცენტრებს მოვალეობის შემსრულებლები ხელმძღვანელობენ.

"გურია ნიუსის" რესპონდენტი, რომელიც ფოთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორია რესურსცენტების ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში ორჯერ მონაწილეობდა, თუმცაკონკურსი კომისიამ ორივეჯერ ჩაშლილად ისე გამოაცხადა, რომ მიზეზი არ აუხსნია.

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველი კონკურსი გაზაფხულზე გამოაცხადა, სადაც ძირითადად სკოლის დირექტორები მონაწილეობდნენ, თუმცა ტესტირება მხოლოდ სამმა კანდიდატმა გადავლახეთ. ტესტირების შემდეგ გასაურება სამინისტროში ჩატარდა, მაგრამ კომისიამ კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით საჩივარი შევიტანე და მივიღე ზოგადი წერილობითი პასუხი, რომ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება კონკურსი ჩაშლილად გამოცხადებულიყო, თუმცა რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რა იყო ამის მიზეზი, წერილში ახსნილი არ ყოფილა. დაახლოებით ორი თვის შემდეგ კონკურის თავიდან გამოცხადდა და ისევ მივიღე მონაწილეობა. ამჯერად ტესტირებაში 82 ქულა ავიღე, რაც საუკეთესო შედეგი იყო გასაუბრების ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს შორის. გასაუბრება ისევ სამინისტროში გავიარეთ, ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ 7 კონკურსანტიდან კომისია არჩევანს გააკეთებდა, თუმცა კონკურსი მეორედაც ჩაშლილად გამოაცხადეს. ამის შემდეგ გაგვიჩნდა ასეთი აზრი, რომ კომისიას თავისი კანდიდატის გაყვანა უნდოდა, თუმცა ვინ არის ეს „თავისიანი“ და რატომ არ მიიღო კონკურსში მონაწილეობა, არ ვიცით. შესაძლოა, ამ პიროვნებამ პირველი ეტაპი ვერ გადალახა და კომისიამ მეორეჯერაც ამიტომ ჩაშალა კონკურსი, მაგრამ ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? ორჯერ გადავლახეთ ტესტირების ეტაპი და გავედით გასაუბრებაზე, რაიმე პასუხი, რის გამო გამოაცხადეს კონკურსი ჩაშლილად ხომ უნდა ვიცოდეთ?! საპრეტენზიო კომისიას წერილობით მეორეჯერც მივმართე და ზუსტად იგივე პასუხი მივიღე, რაც პირველად. შეხვედრაც მინდოდა სამინისტროს წარმომადგენელთან, თუმცა ეს ვერ მოხერხდა",_ აცხადებს რესპონდენტი.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა დამოუკიდებელი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ გასაუბრების ეტაპზე კონკურსანტებმა დაბალი შეფასება მიიღეს, რის გამოც, რამდენიმე რაიონში კონკურსი ორჯერ ჩაიშალა, თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ რესურსცენტრების ხელმძღვანელად ღირსეული კანდიდატი შეირჩეს.

"საქართველო რამდენიმე რაიონში კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება მეორედ მოგვიწია. თუ სწორად მახსოვს 7 რაიონი იყო, სადაც კონკურსანტებს დაბალი შეფასება მივეცით, რადგან მათ მენეჯერული უნარ-ჩვევები და გამოცდილება არ ჰქონდათ, ან შესაძლოა ჰქონდათ, მაგრამ ვერ წარმოაჩინეს. კომისიის წევრების ძირითად მიზანს კი სწორედ მენეჯერული უნარჩვევების აღმოჩენა წარმოადგენს, რისთვისაც სპეციალური კითხვარია შემუშავებული. გვაქვს სპეციალური ბლანკი, სადაც კომისიის თითოეული წევრი დამოუკიდებლად ვაკეთებთ შეფასებას და შემდეგ ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს შეხედულებებს. კომისიის ერთი წევრი გადაწყვეტილებას არ იღებს", _ აცხადებს კობახიძე და დასძენს, რომ არცერთი კონკურსანტის შეფასებისას ტენდენციურობას კომიისის მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კომისიამ ძირითადი მიზანი ყველა გასაუბრებაზე შეასრულა. ეს იყო თითოეული კონკურსანტის ობიექტურად შეფასება, რომ არ იყოს რაიმე ტენდენციურობა, მიკერძოებულობა და ა.შ. მაგალითების მოყვანიდან თავს შევიკავებ, მაგრამ გვქონდა შემთხვევები, როდესაც კონკურსანტს რეკომენდაციას უწევდნენ ავტორიტეტული პიროვნებები, მაგრამ კომისიამ ის მაინც ვერ შეარჩია. რეკომენდატორებში შეგვხვდა სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები, თანამდებობის პირები და ა.შ. მაგრამ რეკომენდატორების მიხედვით არავინ შეგვირჩევია. ამის მაგალითი ხაშურის რესურსცენტრის ხელმძღვანელია, რომელიც რიგითი მასწავლებელი იყო სოფლის ერთ-ერთ სკოლაში და იმდენად კარგად წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები, რომ ჩვენ ის შევარჩიეთ. ამასთან, კასპის რესურსცენტრის ხელმძღვანელი დავტოვეთ თანამდებობაზე, რადგან სხვა კონკურსანტებთან შედარებით თავისი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა. ასე რომ, მოქმედია ხელმძრვანალია თუ მას ვინმე ცნობადი სახე ლობირებს, კომისიისთვის არცერთ შემთხვევაში ამას მნიშვნელობა არ ჰქონია",_ აცხადებს კობახიძე.




 ახალი ამბები
  • ინგა გრიგოლია TV პირველის დირექტორი გახდატელეკომპანია პირველის მფლობელის, ვატო წერეთელის განცხადებით, დღეიდან ტელევიზიას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. მანამდე ამ თანამდებობას პაატა კაკაურიძე იკავებდა. დღეიდან ტელეკომპანია ,,პირველს,, ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე , რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით .ინგა ,,პირველზე,, იმ დროს მოვიდა, როცა აქ პირველი აგური იდებოდა და ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელთან ერთად,, მთელი ენერგია ჩადო ჩვენი ტელევიზიის განვითარებაში. უკვე დღეიდან ,,რეაქციასთან " ერთად ის მთელი არხის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს ჩაუდგება სათავეში. მჯერა, ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო წარმატებული გამოგვივა. ინგა გრიგოლია, წარმატებებს გისურვებ! _ წერს ვატო წერეთელი ფეისბუქის საკუთარ ... ...
  • ვეტერანებისათვის ფილმი "შინდისის" ჩვენება გაიმართა (R)ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და "ახალგაზრდული მედია-კავშირის" (თავმჯდომარე, ხატია გავაშელი) მხარდაჭერით, კინოთეატრ "ამირანში" ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის, მხატვრული ფილმის, "შინდისის" დახურული ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ, შინდისის ბრძოლის გადარჩენილი გმირები: გიგა მურვანიძე, ტრისტან ჩიტიძე, მირზა მალაზონია, თენგიზ ცანავა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წარმომადგენლები, ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები. "ვერ აღვწერ ისეთი ემოციური იყო, პირველ რიგში, იდეის ავტორს მინდა მადლობა გადავუხადო და ყველას, ვინც ფილმზე მუშაობდა და მონაწილეობა მიიღო. მძიმე სანახავი იყო, რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს გამოვლილი მაქვს... "- განაცხადა ტრისტან ჩიტიძემ. "მეორედ ვნახე ფილმი, ორივეჯერ ძალიან ემოციური იყო ჩემთვის და ძალიან მძიმე, რადგან ძალიან ახლოს არის რეალობასთან. მინდა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ფილმის გადაღებაში მადლობა ვუთხრა." - განაცხადა გიგა მურვანიძემ. "შინდისის გმირები არიან ერთ-ერთი მაგალითი ქართული გმირობის, რომელიც საუკუნეების მანძილზე ხდებოდა. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ სამშობლო და ოჯახები დაეცვათ. ჩვენ ქედს ვიხრით მათ წინაშე", - განაცხადა ჯანდრი უბირიამ. " დიდება გმირებს! ეს ქვეყანა, ეს სახელმწიფო არის თითოეული ჩვენგანის. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მთელს შემოქმედებით ჯგუფს, ყველა იმ ადამიანის, ვინც მონაწილეობა მიიღო ფილმში. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაღუპული გმირების ოჯახებს და მთლიანად ქვეყანას."- განაცხადა კობა კობალაძემ. მხატვრული ფილმი „შინდისი" 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიას ასახავს და მასზე მუშაობა 2 წელი გრძელდებოდა. სრულმეტრაჟიანი ფილმის იდეისა და პროექტის ავტორი ედმონდ მინაშვილია, პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი, ვლადიმერ კაჭარავა, მინდია ესაძე, სცენარის ავტორი ირაკლი სოლომონაშვილი. მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი, დავით ბახტაძე, თამარ აფშილავა და მარიამ ჯიბლაძე ასრულებენ. ფილმზე გერმანიიდან სპეციალური მოწვევით რეჟისორმა დიტო ცინცაძემ იმუშავა. ფილმი ''შინდისი'' 2020 წელს, ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე, „ოსკარზეა" წარდგენილი და საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს. ... ...
  • როგორ უნდა გადავაჩვიოთ ბავშვები საბავშვო ბაღში ტირილსსაბავშვო ბაღში წასვლა ერთ-ერთი გარდამტეხი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში და ეს პერიოდი დიდ ემოციებს იწვევს ბავშვებსა და მშობლებში. ბაღში ახალმისულ ბავშვებს უჭირთ მშობლებთან დროებით გამომშვიდობება და ტირილით ითხოვენ სახლში წასვლას ან მშობლების დარჩენას. რატომ ეჩვევიან ბავშვები ძნელად  საბავშვო ბაღს, რა არის საჭირო, რომ ბავშვი ტირილს გადაეჩვიოს და ბაღში ყოფნას მიეჩვიოს, მშობლების ნაწილს ეს მცდელობა ყოველდღე ახალი საჩუქარი (სათამაშო, ტკბილეული) უჯდება, გამართლებულია თუ არა მათი მხრიდან ასე მოქცევა_ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ ბავშვთა ფსიქოლოგს მარიტა მერკვილაძეს ესაუბრა. მერკვილაძის თქმით, ბავშვებისთვის რთული გასაგებია გარემოს და მხარდამჭერი ადამიანების ცვლილება. ბაღში მშობლის გარეშე დარჩენის დროს კი უჩნდება შიში, რომ, შესაძლოა, არ მოაკითხონ. იმისთვის, რომ ბავშვი საბავშვო ბაღს მიეჩვიოს დრო არის საჭირო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კი მშობელსა და აღმზრდელს შორის კარგი კომუნიკაციაა. „საბავშვო ბაღში შეყვანის ასაკი პერიოდია, როდესაც ბავშვი ან კიდევ მიჯაჭვულია მშობელს ან ახალი „ნასწავლი“ აქვს დამოუკიდებლობა. ამიტომ, ძირითადად, გარემოს და მხარდამჭერი ადამიანების ცვლილება ბავშვისთვის რთული გასაგები და მიუღებელია. მას აქვს თავისი სამყარო, ადამიანები, რომლებსაც ენდობა და სულაც არ მოსწონს, როდესაც ამის ჩანაცვლებას სთავაზობენ, თუნდაც, დროებით. გარდა ამისა, ბავშვი ვერ ხვდება მიზეზს, თუ რა საჭიროა იყოს ამ გარემოში და უჩნდება შიში მოვლენ თუ არა მის წასაყვანად. იმისათვის, რომ ბავშვმა დაინახოს, რომ აღმზრდელები ზრუნავენ მასზე, ეხმარებიან მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, დროის გასვლაა საჭირო. ასევე, მნიშვნელოვანია დრო დასარწმუნებლად, რომ მის წასაყვანად ყოველთვის მოდიან. გარდა ამ ორი კომპონენტისა, მნიშვნელოვანია აღმზრდელებისა და მშობლებს შორის შედგეს სწორი და ეფექტური კომუნიკაცია. ამასთან ისინი ერთმანეთის მხარდამჭერები უნდა იყვნენ. მაგალითად, მშობელი მუდმივად უნდა აქებდეს და თბილად იხსენიებდეს მასწავლებელს. აღნიშნავდეს, როგორ უყვარს მას ბავშვი და თავის მხრივ მასწავლებელი გამუდმებით არწმუნებდეს ბავშვს, რომ მისი მშობელი აუცილებლად მივა მის წასაყვანად. ეს ურთიერთ თანამშრომლობა ყოველთვის გამოიღებს შედეგს. ამასთან,  ბავშვი ურთიერთობის დროსაც კარგად ამჩნევს მშობლის განწყობას მასწავლებლის მიმართ და პირიქით“, _ ამბობს მერკვილაძე. ბავშვთა ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ბაღში მიყვანამდე მნიშვნელოვანია ბავშვს დადებითი განწყობა ჩამოუყალიბდეს და მისი ბაღში მისვლა საზეიმო ფაქტად აღინიშნებოდეს, ბაღში მისვლისას კი სასურველია, მშობელმა ჯგუფში რამდენიმე დღე გაატაროს. „მნიშვნელოვანია ბაღში მისვლა რაღაც საზეიმო ფაქტად აღინიშნებოდეს და ბაღის მიმართაც დადებითი განწყობა ჩამოვუყალიბოთ ბავშვს. იუმორით ნათქვამი ფრაზებიც კი (მაგალითად, ჯერ არ იცის, რა ელოდება და სად ამოყოფს თავს ან შენ არ იცი, რას გიპირებენ) აღიბეჭდება ბავშვში განწყობის სახით და შესაძლოა, დადებითი განწყობა უარყოფითით შეიცვალოს. იმისათვის, რომ ბავშვს მასწავლებლის მიმართ ნდობა გაუჩნდეს და მშობლის არყოფნაზე არ დარდობდეს, სასურველია, თავდაპირველი დღეები ან ერთი კვირა მშობელიც ბავშვთან ერთად იმყოფებოდეს ჯგუფში. მშობლისთვის ეს საშუალებაა, ბავშვს დაანახოს, რომ კეთილგანწყობილია მისი მასწავლებლის მიმართ“,_ ამბობს ფსიქოლოგი. რაც შეეხება ბავშვის წახალისების მეთოდს, მერკვილაძე აღნიშნავს, რომ ეს მეთოდი მაშინ არის გამართლებული, თუ დადებითი ქცევისთვის ჯილდო შესაფერისია. „წახალისების  მეთოდი გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ ჯილდო შესაფერისია დადებითი ქცევის. ამასთან ბავშვს იმაზე მეტი არ უნდა მოვთხოვოთ პირველ ჯერზე, ვიდრე შეუძლია. მაგალითად, თუ ბავშვი მთელი დღე ტირის, რომ ვუთხრათ საერთოდ არ იტირო და დღის ბოლოს შოკოლადს მოგცემო, აქ შეცდომას დავუშვებთ ორმაგად. ჯერ ერთი, ისეთ რამეს ვითხოვთ, რაც არ შეუძლია და მეორე, მთელი დღე არ ტირილის სანაცვლოდ ერთი შოკოლადი ცოტაა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ჯილდოს დიდ დროზე გაწელვა რეკომენდირებული არ არის, რადგან ბავშვს მოთმინების უნარი არ აქვს ჩამოყალიბებული. ასევე, მნიშვნელოვანია თანმიმდევრული ქცევა. მშობლებმა თავისი ემოციების კონტროლი უნდა შეძლონ. რთულია, როცა გესმის, როგორ ტირის ბავშვი და არ შეხვიდე და არ გამოიყვანო, მაგრამ, როდესაც ბავშვი დაინახავს, რომ მისმა ტირილმა შედეგი გამოიღო, ამით მანიპულირებას დაიწყებს და არასოდეს შეწყვეტს ტირილს“, _ამბობს მერკვილაძე. ბავშვთა ფსიქოლოგის თქმით, ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მშობელი მტკიცეა და ბაღიდან მის წამოსაყვანად ერთსა და იმავე დროს მიდის, რადგან ერთსა და იმავე საათზე გამოყვანა ბავშვს დაცულობის და იმედის გრძნობას უჩენს. გარდა ამისა, ის თვითონ იწყებს მშობლის მისვლის დროის გაკონტროლებას. მარიტა მერკვილაძე „გურია ნიუსთან“ საუბარში, ასევე, აღნიშნავს, რომ ბაღში ბავშვის მიყვანიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ  მშობელი უნდა დაინტერესდეს და შვილს ჰკითხოს, თუ ვისთან ერთად თამაშობს. „მნიშვნელოვანია გარკვეული პერიოდის მერე ბავშვს ჰკითხოთ, ვისთან ერთად თამაშობს და კიდევ ვისთან? კიდევ? ამით ჩვენ მივანიშნებთ მას, რომ ძალიან გვიხარია, როდესაც ის ვინმესთან თამაშობს და მოგვწონს ეს ფაქტი. ამასთან გააჩნია რამდენად გახსნილი და მოლაპარაკეა ბავშვი. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ეს მომენტი და შეაქოთ ესა თუ ის ბავშვი, მისი ჯგუფელი. ამით უკვე ის თანატოლებთან ურთიერთობას და მათ მიმართ კეთილგანწყობის ჩამოყალიბებას შეუწყობთ ხელს“, _ ამბობს ... ...
  • რას ემყარება ოზურგეთელ პარტიულ ლიდერთა და ახალი მოძრაობის დაფუძნების მსურველთა განცხადებები2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოზურგეთში მოქმედი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, როგორც თავად აღნიშნავენ, განსაკუთრებით ემზადებიან ამ არჩევნებისთვის. შეინიშნება სხვადასხვა აქტივობები. ხელისუფლების საქმიანობის მუდმივი კრიტიკის მიუხედავად, ხშირად ისმის პოზიტიური შეფასებები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გამო, თუმცა, ამას, ძირითადად, საკუთარ აქტივობას და "გავრილოვის ღამედ" წოდებული, 20 ივნისის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ. ოპოზიციური პარტიების გარდა, აქტივობა იგრძნობა ისეთი ადამიანების მხრიდანაც, რომლებიც ახლა აპირებენ ახალი მოძრაობის ჩამოყალიბებას და როგორც თავად ამბობენ, "აქვთ ამბიცია, მამულიშვილური სიტყვა თქვან". _ წინასაარჩევნო წელია და პროპორციული წესით საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესი, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისა და ახალი პოლიტიკური სპექტრის ჩამოსაყალიბებლად. პარტიები შეეცდებიან, ღირსეული ადამიანებით შეავსონ სია და ქმედითი, რეალური პროგრამები შესთავაზონ მოქალაქეებს. მოლოდინი დიდია. დიახ, საქართველოს სჭირდება მრავალპარტიული, ახალი და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული პარლამენტი. იქმნება შტაბი. ვივსებით ახალი შემადგენლობით, ვგეგმავთ სამოქმედო, მოკლევადიან და გრძელვადიან მიზნებს. მომხრეები და თანამოაზრეები გვყავს, მაგრამ ამჯერად თავს შევიკავებთ არჩევნებში მიღებული პროცენტული რაოდენობის დასახელებისგან _ "საქმემან ჩვენმა წარმოგვაჩინოს", _ კომკავშირული პატაკივით მოგვაწოდა საკუთარი აზრი "ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, რეზი ხუნდაძემ, რომელიც 23 წლისაა და არც გაემტყუნება ენთუზიასტის პოზიციაზე ყოფნა. რა ხდება "ევროპული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის შემადგენლობაში? _ ბოლო არჩევნებში ჩვენმა პარტიამ ოზურგეთში ხუთი ათასამდე ხმა მიიღო. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო დიდი აქტივობაა. უფრო სწორად, ჩვენ არასდროს ვჩერდებით _ სულ გავდივართ ხალხში, ქალაქში, სოფლებში. ვეცნობით, რა საკითხებია მოსაგვარებელი, რა უჭირს ხალხს, ხშირად საკრებულოს სხდომებზეც ისმება საკითხები ჩვენ მიერ მიწოდებული პრობლემების შესახებ. ასევე, პარლამენტშიც კი გაჟღერდა ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, როცა გასულ წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 7 მილიონი დარჩა აუთვისებელი. ამ თანხით შეიძლებოდა პენსიონერებისთვის 30-ლარიანი დანამატის გაკეთება, თუმცა, ვერასდროს მივაღწიეთ, რომ საპენსიო დანამატის ფონდი შეგვექმნა. სამომავლოდ მაინც ვეცდებით. რას ვაკეთებთ ახლა? 15 სექტემბერს იყო ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ საპარლამენტო სიის ფორმირების წესი. ეს ძალზე საინტერესოა და ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ჯობს, სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა ვმუშაობთ სოფლების და ქალაქის პირველად ორგანიზაციებთან მომავალი არჩევნებისთვის კომისიის წევრების, კოორდინატორების და აგიტატორების შერჩევასთან დაკავშირებით. ამ წუთში ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. ვიბრძვით იმისთვის, რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში და მხარი დავუჭიროთ კოალიციური მთავრობის შექმნას. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი პარტია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ყოველგვარ ძალისმიერ, რევოლუციურ სცენარებს ხელისუფლების შესაცვლელად და მხარს ვუჭერთ მისი მხოლოდ არჩევნების გზით შეცვლას. ჩვენი განცხადება ემყარება ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას, რომელიც ხალხთან ერთად მივიღეთ და სამომავლოდ საქმის უკეთესობისკენ შესაცვლელად უნდა გამოვიყენოთ, _ გვითხრა "ევროპული საქართველოს" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიხეილ გოგოტიშვილმა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის პოზიტიური ნაბიჯი, რასაც მხარს უჭერენ, თუმცა, თქვა ისიც, რომ მთავრობა "გავრილოვის ღამის" შემდეგ იძულებული გახდა, ეს გაეკეთებინა. _ ჩვენმა პარტიამ შეაგროვა 200 ათასზე მეტი ხელმოწერა, სწორედ პროპორციული არჩევნების მოთხოვნით. ეს იყო ჩვენი ინიციატივა, ითხოვდნენ სხვა პარტიებიც. შეგვეძლო ბევრად მეტი ხელმოწერის შეგროვება, თუმცა, აღარ გახდა საჭირო, _ თქვა გოგოტიშვილმა. ლეიბორისტული პარტიის ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში უფრო კატეგორიული არიან და მიიჩნევენ, რომ "მმართველ ძალას _ "ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჯიბეში ჰყავს ჩასმული მოსყიდული ამომრჩეველი": _ პროპორციული არჩევნების წესზე გადასვლას ვეთანხმებით და მოგვწონს, მაგრამ ისე არა, როგორც პარლამენტმა გადაწყვიტა. ამავე დროს უნდა ყოფილიყო ბარიერი და ასევე, სავალდებულო არჩევნები, როცა მოქალაქე ვალდებული იქნებოდა, მისულიყო არჩევნებზე და გამოეხატა თავისი ნება. ახლა "ოცნებას" და "ნაცებს" ჯიბეში ჰყავთ ჩასმული 150-ლარიანი აქტივისტები და ყველა არჩევნებზე ასე გადიან ფონს, ხმის მისაცემად კი მოქალაქეთა 60 პროცენტი არ მიდის. სწორედ ამ არმისვლას დაუსვამდა წერტილს სავალდებულო არჩევნები. ამ წუთებში ჩვენ ვაქტიურობთ სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, ყველგან გვბლოკავენ. განსაკუთრებით _ ცენტრალური ტელევიზიები. ან იმ დოზით უშვებენ ეთერში ლეიბორისტთა ლიდერების გამოსვლებს, რამდენადაც თავად აძლევთ ხელს. მხოლოდ ფეისბუქსივრცე, სოციალური ქსელია ჩვენთვის ხელმისაწვდომი. ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც ვერასდროს პროგნოზს ვერ გააკეთებს, რამდენი ადამიანი მოგვცემს ხმას და ეს იმიტომ, რომ ჯიბეში არ გვყავს ჩასმული ელექტორატი. ყოველთვის ვართ ამომრჩევლის და ღვთის ნებაზე. 22 წელია, ასე ვართ და ვერავინ იტყვის, რომ ამომრჩეველი ფულით მოვისყიდეთ. პროგნოზზე რა გითხრათ?! ვერ გეტყვით, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობაში ვიქნებით, თუმცა, ვიბრძოლებთ კოალიციური მთავრობის შექმნისთვის. ჩვენი მოთხოვნა პროპორციულ არჩევნებთან ერთად, სულ იქნება სავალდებულო არჩევნები, რომელიც გამორიცხავს მოსყიდვას, ძალადობას და შანტაჟს ამომრჩეველზე. როცა მოქალაქე კანონით იქნება ვალდებული, წავიდეს არჩევნებზე, რაც დაკანონებულია, როგორც ევროპაში, ისე აზიის ქვეყნებში, გაყალბება გამოირიცხება, _ გვითხრა "ლეიბორისტული პარტიის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დათო მამალაძემ, რომელიც ამავდროულად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ გვითხრა, რომ ახლა დრო არ აქვს და საკუთარი პარტიის წინასაარჩევნო სამზადისზე უახლოეს მომავალში გვესაუბრება. პარტიების გარდა, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც ახალი მოძრაობის დასაფუძნებლად ემზადებიან და ამბობენ, რომ აუცილებლად ექნებათ სამოქმედო გეგმა, საკუთარი კონცეფცია ქვეყნის განვითარების შესახებ, თუმცა, აკეთებენ მკვეთრ განცხადებებსაც, რა იქნება მათი მოძრაობის მთავარი მიზანი. ოზურგეთელი ლევან ჯინჭარაძე, რომელიც ახლა ბათუმში ცხოვრობს, პროფესიით ეკონომისტია, 13 წლის განმავლობაში ნოვოსიბირსკში ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდა და 2012-14 წლებში ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორი იყო, ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები უახლოეს პერიოდში აპირებენ, დააფუძნონ ახალი მოძრაობა, რომელიც მამულიშვილებით დაკომპლექტდება (ლევან ჯინჭარაძე შპს "კომბინირებული საკვები გრანულების" დამფუძნებელია, რომელიც, მისი თქმით, "თი ბი სი ბანკმა" უსამართლო გზით გააკოტრა. ამის შესახებ ორი თვის წინ წერდა "გური ნიუსი". ავტ.): _ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მე და ჩემმა თანამოაზრეებმა დავაფუძნოთ ახალი მოძრაობა და მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში. უპირველესი მიზანი ისიც იქნება, რომ მამუკა ხაზარაძეს და მის "ლელოს" დავხვდეთ ყველგან, სადაც მივლენ და დავუსვათ კითხვას, კონკრეტულად, რა პოლიტიკური განაცხადით მოდიან ქვეყანაში, განსაკუთრებით კი, აჭარა-გურიის რეგიონში. მე მქონდა საწარმო, როგორიც არავის გაუკეთებია მას შემდეგ, რაც 250-მილიონიანი სახელმწიფო დაიშალა. ხაზარაძემ ეს უსამართლო დამოკიდებულებით დამინგრია. ჩვენ, მე და ჩემი მეგობრები ვქმნით მოძრაობას, საიდანაც შევეცდებით, კორექტულად, არგუმენტირებულად ავუხსნათ საქართველოს მოსახლეობას, რატომ არ უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში ხაზარაძე და მისი გუნდი, მათ იდეოლოგიური შეუთავსებლობა აქვთ ჩვენს სამშობლოსთან. საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდი, რომ მათ არ უნდათ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარება და ამას არგუმენტებით დავასაბუთებთ. ჟოლოთი და მოცვით აშენებული ქვეყანა ვინ ნახა? მილიონები იხარჯება არაფრისმომცემ პროექტებში. მარტივად რომ ვთქვათ, მიწის ხვნას და სერიოზულ საქმის კეთებას არავინ აფინანსებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარებისთვის საჭიროზე მეტი ბიუჯეტი აქვს, თუმცა, უმეტესად არაფრისმომცემ პროექტებში იხარჯება. ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სათქმელი, _ ამბობს ლევან ჯინჭარაძე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოზურგეთში მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფები აქტიურობენ და სურთ ახალი მოძრაობის დაფუძნება, თუმცა, მათ ამჯერად აღნიშნულის შესახებ საუბარი არ ... ...
  • "ჯურუყვეთს წყალი, გზა და გაზი არ ეღირსა!""სოფელ ჯურუყვეთს, ისევე, როგორც საქართველოს სხვა სოფლებს, პრობლემები თითქმის ერთნაირი აქვს _ უგზოობა, უწყლობა. ვინც კი მოვიდა ხელისუფლებაში იწყებს ‘’შენებას’’, ‘’კეთებას’’, მაგრამ მაინც ერთი და იგივეა ყოველთვის საკეთებელი. რა გვჭირს?" _  სოციალურ ქსელში ძველ, 2017 წელს, თვითმმართველობის  არჩევნების წინა პერიოდში გამოქვეყნებულ პოსტს აზიარებს სოფლის მაშინდელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანჩხუთის საკრებულოში ნონა მურვანიძე და იქვე წერს, რომ ეს პოსტი დღესაც აქტუალურია. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის მოსახლეობისთვის რომ წყლის პრობლემა ერთ-ერთი მთავარია, სოფლის მაჟორიტარობის ყოფილ კანდიდატს მისი სახელისა და გვარის თანამოზიარე ფეისბუქ მეგობარიც ეთანხმება: "უპატრონოდაა სოფელი! უწყლობა ეს დიდი პრობლემაა. იყო წყალი და გაანადგურეს. ნუთუ, არავინაა ისეთი ადამიანი, ამ პრობლემას რომ მოაგვარებს? ხალხი კოსმოსში გაფრინდა და ამისთანა მილიონი რამ გაკეთდა, ჯურუყვეთს კი წყალი, გზა და გაზი არ ეღირსა, პაპუასებში ხომ არ ვართ?!" _ წერს ნონა მურვანიძე. "ჩვენთვის არც ერთი მთავრობა არ ყოფილა, თითქოს საქართველოს ნაწილი არ ვიყოთ. ერთი პრობლემა არ მოხსნილა", _ წერს იქვე კიდევ ერთი ფეისბუქმომხმარებელი მელანო თავართქილაძე. იმას, რომ ჯურუყვეთის მოსახლეობას წყალთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს  "გურია ნიუსთან" საუბრისას ადასტურებს საკრებულოს მოქმედი წევრი და ამ სოფლის  მკვიდრი ამირან გიგინეიშვილი, რომლის თქმით, წყლის მიწოდების პრობლემა, ფაქტობრივად, სოფლის ყველა უბანს აქვს _ "ან საერთოდ არაა წყალი, ან  შეფერხებებით ხდება მიწოდება". ჯურუყვეთის მოქმედი დეპუტატის, სპარტაკ კვაჭაძის თქმით კი, გასულ წელს სოფელში  200-ზე მეტ ოჯახს მოუგვარდა წყლის მიწოდების პრობლემა და ამ კუთხით დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახორციელება დამდეგი  2020 წლისთვისაცაა დაგეგმილი:  "2018  წელს გახორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტით, დაახლოებით, 215 ოჯახს მოუგვარდა უწყლობის პრობლემა. სამომავლოდაც არის შესაბამისი უწყებებიდან დაპირება, რომ გახორციელდება საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტი და ჯურუყვეთში თითოეულ მოსახლემდე მივა წყალი". დეპუტატისვე ინფორმაციით, გარდა აღნიშნული პრობლემისა, მომავალი წლისთვის ჯურუყვეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გახორციელებაცაა გეგმაში: "2020 წელს სოფელ ეწერიდან ჯურუყვეთის რკინიგზის გადასასვლელამდე  უნდა გახორციელდეს გზის სრული რეაბილიტაცია, ამასთან ეტაპობრივად მოწესრიგდება  სოფლის შიდა გზებიც", _ ამბობს სოფლის მაჟორიტარი. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მერიის პასუხს მოქალაქეთა მხრიდან ზემოთ გამოთქმულ უკმაყოფილებასთან დაკავშირებით, თითქმის სოფლის დეპუტატის პოზიციის იდენტურია: "ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 2018 წელს დაიწყო წყალმომარაგების სამუშაოები, რითაც 215 ოჯახს მოუწესრიგდა წყლის პრობლემა. ამ დროისთვის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და 2020 წელს დაიწყება სამუშაოები, რომელიც ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულს მთლიანად მოიცავს", _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...

არქივი

ზაფრანი

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...

რატომ უნდა დადოთ საწოლთან გაჭრილი ლიმონი

ლიმონი ვიტამინი C-ს წყაროა. გარდა...

სიზმრის ახსნა

კბილის გატეხვა ან ამოღება -...

ყავა სიკვდილის რისკს ამცირებს

ცოტა ხნის წინ ესპანეთის ქალაქ...

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...