"მე სიტყვის კაცი ვარ!"

მთავარი თემა

"მე სიტყვის კაცი ვარ!"

2013 დეკ 3 17:33:37
და სოფლიდან წაიღეს. მილების ამოღება ფარულად არ მომხდარა _ სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე შარაშენიძე და გურიანთის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ მჟავია ხელმძღვანელობდნენ. მოსახლეობის თქმით, მათთვის არ განუმარტავთ, რისთვის სჭირდებოდათ ლითონის მილები, სანაცვლოდ გზის მოხრეშვას, გარე განათების მოწყობას, არხის გაწმენდას, მოსახლეობისა და ცენტრალური გზის დამაკავშირებელი ხიდის შეკეთებას შეპირდნენ.

"გურია ნიუსს" ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დაინტერესებულმა პირმა მიმართა. მათ აინტერესებდათ, რამდენად კანონიერი გზით მოხდა 1 კილომეტრი სიგრძის მილების ამოღება, განთავსება, დასაწყობება და შემდეგ რეალიზაცია თუ სოფლებში სხვა დანიშნულებისთვის გამოყენება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით "გურია ნიუსმა" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობით მიმართა: "იყო თუ არა აღნიშნული მილები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე. რა დოკუმენტის საფუძველზე გადმოეცა გამგეობას აღნიშნული მილები,ვინ განახორციელა სამუშაოები, სად მოხდა მისი განთავსება და რა საჭიროებისთვის მოხდა მისი გამოყენება".

გამგეობის მიერ მოწერილ ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ "2013 წლის 25 მარტს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს დამატებითი ქონების სახით გადმოსცა 900.24 მ. მილსადენი. მილების დემონტაჟი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ განხორციელდა და განთავსდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. აღნიშნული მიების გამოყენება მილხიდებისა და სანიაღვრე არხების მოსაწესრიგებლად მოხდება".

ოფიციალურ წერილს თან ახლავს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის დიმიტრი ქუმსიაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ.

ამ წერილის შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას კვლავ მივმართეთ ოფიციალური წერილობით: "რა დაჯდა აღნიშნული მილების ამოღება და საიდან იქნა გამოყოფილი თანხები. ეს იყო საკრებულოს გადაწყვეტილება თანხის გამოყოფის შესახებ თუ გამგებლის სარეზერვო ფონდიდან. გთხოვთ, მომაწოდოთ დამადასტურებელი ქსეროასლი.

გათვალისწინებული იყო თუ არა დემონტაჟის პროცესში მიწის მოსაწესრიგებელი სამუშაოების ჩატარება, ვის უნდა განეხორცილებინა, როდის და რა თანხებით.

ამოღების პროცესს ესწრებოდა თუ არა სააგენტოს წარმომადგენელი და მოხდა თუ არა მილების ჩაბარების აქტის გაფორმება და არსებობს თუ არა ექსპერტიზის დასკვნა მილების შემდგომი გამოყენების თაობაზე.

აქტის გარკვევისას დასადგენია მხარეთა კომისიის შემადგენლობა და რა ფორმით იქნა გადაცემული აღნიშნული ქონება".

გამგეობის მიერ ოფიციალური პასუხის შინაარსი კი ასეთია: "აღნიშნული მილსადენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაცია 01.04.2013 წელს მოხდა, რადგან დემონტაჟის დაწყებისას მილსადენი უკვე იყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, მილების ამოღების პროცესს არ ესწრებოდა სააგენტოს წარმომადგენელი, არ შემდგარა მილების, როგორც მატერიალური ქონების სააგენტოსგან გადმოცემის მიღება-ჩაბარება.

მიმდინარე წელს სტიქიური მოვლენების შედეგად, მუნიციპალიტეტის გამგეობას დაზიანებული მილხიდებისა და გზების წყალგამტარი არხების მოწესრიგებისა და მოწყობის ვალდებულება წარმოეშვა. აღნიშნული მილების დემონტაჟი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორცილების ფარგლებში მოხდა და მიმდინარე ეტაპზე ნაწილი გამოყენებულია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: კონჭკათი, დვაბზუ, შრომა, ნასაკირალი და გურიანთა. ამოღებული მილების დარჩენილი დიდი ნაწილი დასაწყობებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე.

დემონტაჟის პროცესში გათვალისწინებულია, როგორც მოსაწესრიგებელი სამუშაოების წარმოება, ასევე, არსებული გზის საფარის ნაწილობრივი შეკეთება, სადრენაჟე არხის გაწმენდა და წყლაგამტარი მილების მოწყობა.

მილების ამოღებისა და გზის საფარის მოწყობის სამუშაოების წარმოება კომპლექსურად მიმდინარეობს და იგი მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე დასრულდება," _ ოფიციალურ წერილს ხელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე შარაშენიძე აწერს ხელს.

თუმცა, გამგეობის მიერ მოწერილ ოფიციალურ წერილში პასუხი არ არის იმაზე, თუ რა თანხებით მოხდა აღნიშნული მილების დემონტაჟი. შესაბამისად, პასუხი არ გვაქვს იმაზე, ეს თანხები საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოხდა თუ გამგებლის სარეზერვო ფონდიდან.

ამის შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე თავად დაგვიკავშირდა და ოზურგეთის ე. წ. "სამეურნეო ეზოში" განთავსებული მილების ნახვა და მისი დასურათება გვთხოვა. მილები აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო.

რა ხდება მილების ამოღების შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, ე.წ. "ციხისფერდის" უბანში? ორი თვის შემდეგ აღნიშნულ უბანში დაპირებებიდან, მოსახლეობის განცხადებით მხოლოდ ის გზა მოიხრეშა, რომელიც გაზის მილების ამოღების შედეგად სულ გადაითხარა, და ისიც ჩვენს მიერ მომზადებული წერილის შემდეგ "რას მოახმარა გამგებელმა ერთი კილომეტრი გაზსადენი მილი?" ასევე, გამოყვანილია რამდენიმე ნათურა, რომელიც გზას ვერც კი ანათებს.

როგორც მოსახლეობა" გურია ნიუსთან" ამბობს, "არ გაკეთებულა მდინარის კალაპოტი, რომელიც კარიერის მუშაობის შედეგად შეცვლილია და ამ ზამთარში შეიძლება ისე გადმოვიდეს, რომ მოსახლეობაც კი დატბოროს. ასევე არ შეკეთებულა სოფელ გურიანთისა და ცენტრალური გზის დამაკავშირებელი ხიდი, რაც მოსახლეობას ძალიან აწუხებს. მათი თქმით, ისინი ძალიან გაწვალებულები არიან, რადგან ვერ დადის მანქანა და სამარშრუტო ავტობუსი. ხიდი კი თითქმის ჩანგრეულია".

აღნიშნულ უბანში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოტყუებული დარჩნენ და ხიდის შეკეთების იმედი კი აღარ აქვთ. მათი თქმით გამგებელმა განუცხადა მოსახლეობას, რომ ის სიტყვის კაცია და თავის დანაპირებს აუცილებლად შეასრულებდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე. მისი განცხადებით, მოსახლეობას დანაპირებს აუცილებლად შეუსრულებს:

_ ხიდის პრობლემა ამ სოფელს წლების მანძილზე აწუხებს, ის რამდენიმე ათეული წელია უფუნქციოდაა მოუვლელობის გამო. გეთანხმებით ხიდი დაზიანებულია და საჭიროებს გაკეთებას, მე ეს ჩემი თვალით ვნახე და შევპირდი მოსახლეობას კიდეც, რომ აუცილებლად გავაკეთებდი. და მოვაგვარებდი ამ პრობლემას.

_ თქვენ მოსახლეობას ხიდის შეკეთების გარდა, ძალიან ბევრ რამეს შეჰპირდით, მილების სანაცვლოდ, განუცხადეთ მათ, რომ "მე ვარ სიტყვის კაცი" და რასაც ვიტყვი, იმას აუცილებლად გავაკეთებო, ხიდი კვლავ უფუნქციო ორი თვის შემდეგ, სხვა დაპირებები შეასრულეთ?

_ აუცილებლად შევასრულებ სხვა დანაპირებსაც. მინდა, რომ გთხოვოთ ერთი რამ, დაამშვიდოთ ს მოსახლეობა, ვისაც ჰგონია, რომ არაფერი არ გაკეთდება. გადაეცით , რომ ჩემს დანაპირებს აუცილებლად შევასრულებ. მოხდა მდინარის გასწორხაზოვნება, გზა მოიხრეშა, ის საკითხები რაც იმ მოსახლეობამ მთხოვა დაწყებულია მუშაობა.

_ ბატონო კოტე, თქვენი აზრით, რატომ გახდა ამ გაზსადენი მილის ამოღება საეჭვო?

_ არ ვიცი, რა არის საეჭვო, თუმცა თქვენი თვალით ნახეთ ეს მილები დასაწყობებული, რომლის გამოყენებაც დაწყებულია სოფლებში.




 ახალი ამბები
  • არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგი _ დაკავებულია ბავშვების დედაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს. გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ი.უ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს - 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს"-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ქედაში სამგზავრო ავტობუსი ამოყირავდაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქედაში 15 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის დროს ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბოლატორიული დახმარება უტარდება, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დამატებითი კვლევებისთვის გადაჰყავთ. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას ... ...
  • შიდა ქართლში რუსმა ოკუპამტებმა 2 მამაკაცი დააკავესრუსმა ოკუპანტებმა, სავარუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს განაპირას ორი მამაკაცი დააკავეს. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა 60 წლამდე მამაკაცები საქონელს მწყემსავდნენ. მაუწყებლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი ამჟამად უკვე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. გატაცების ფაქტს სუსიც ადასტურებს, თუმცა თავად გატაცებულის ოჯახებს მომხდარზე საუბარი კატეგორიულად არ სურთ. უფრო მეტიც - ისინი გატაცების ფაქტს არ ადასტურებენ და "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფის მიმართ საკმაოდ აგრესიულები იყვნენ. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო ... ...
  • "გამოვექეცი და მაინც დამიჭირა" _ 12 წლის გოგო რამდენჯერმე გააუპატიურეს12 წლის გოგო რამდენჯერმე გააუპატიურეს. გოგონას თქმით, არასრულწლოვანი მამაკაცმა სახლიდან იარაღის მუქარით ჩუმად გაიყვანა. რის შემდეგაც ჯერ საკუთარ სახლში გააუპატიურა, შემდეგ ტყეში წაიყვანა, _ შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. გოგონა ახლა 16 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღძრულია, მოძალადე ჯერ დაკავებული არაა. როგორც გოგონას სოფელში ჰყვებიან, მამაკაცს მსგავსი დანაშაულის ჩადენა სხვა ოჯახებშიც უცდია. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია "დეა" ... ...
  • ზურაბ ნასარაია, საერთაშორისო კონფერენციას „შავი ზღვის ქვეყნების სამომავლო პერსპექტივები“ დაესწრო (R)სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში , რომელიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) და შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICBSS) ორგანიზებით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩატარდა. კონფერენცია ევროკავშირის და ევროკავშირის არაწევრი შავი ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის დიალოგის პლატფორმა იყო და შავი ზღვის ქვეყნებს შორის დისკუსიის სტიმულირებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების ფარგლებში თემატურ ჯგუფებს შორის სამუშაო შეხვედრები ჩატარდა. ერთ-ერთი თემა კულტურა და ტურიზმი იყო. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანს ევროკავშირის პროგრამებში და ფინანსურ ინსტრუმენტებში გასათვალისწინებლად კულტურისა და ტურიზმის სფეროებში კონკრეტული იდეებისა და პროექტების შეთავაზება და იდენტიფიცირება წარმოადგენდა. ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ მთლიანად შავი ზღვის რეგიონს გააჩნია მდიდარი ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობა და მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები, რომელიც მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. გურიის მხარის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, რეგიონის პოტენციალზე ეკოტურიზმის მიმართულებით ისაუბრეს, ასევე, ყურადღება გაამახვილეს გურული ფოლკლორის უნიკალურობასა და თავისებურებაზე და კულტურული ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე გადაიდგა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები გურიის რეგიონსა და დამსწრე ორგანიზაციებს შორის, განსაკუთრებით ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით. შეხვედრას ევროკომისიის წარმომადგენლები, საბერძნეთის რამდენიმე უწყების მინისტრი, ელჩები, კვლევითი ინსტიტუტების და სხვადახვა სამთავრო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?