რაში ხარჯავენ გურული მაღალჩინოსნები ათი ათასობით ლარს

მთავარი თემა

რაში ხარჯავენ გურული მაღალჩინოსნები ათი ათასობით ლარს

16 ივლ. 2011, 09:19:03

გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის პირველ დეკლარაციაში მოხვდა 570 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაბა ურეკში და 100 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ქალაქ ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე: "ურეკში 570 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მივიღე ჩემი განცხადების საფუძველზე, ხოლო ქალაქში 100 კვ.მ. ვიყიდე ჩემი დანაზოგით," _ ასეთ განმარტებას დეკლარაციაშივე აკეთებს ჩიტაიშვილი. მამის, არჩილ ჩიტაიშვილის საკუთრებაშია შემდეგი მიწის ნაკვეთები: სამი მიწის ნაკვეთი შემოქმედში 2 000 კვ.მ. + 2 500 კვ.მ. + 6 000 კვ.მ. ასევე, მამის სახელზეა 3 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც გაშენებულია 412,5 კვ.მ. ფართობის სახლი. არჩილ ჩიტაიშვილი ფლობს, ასევე, 1988 წელს გამოშვებულ ავტომანქანა "ვაზ 2106"-ს. ამ დროს ვალერი ჩიტაიშვილის ხელფასი (შემოქმედის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი) შეადგენს 47 ლარს, დანამატი 94 ლარს, თუმცა, დაკონკრეტებული არ არის, რა დანამატს იღებდა ყოველთვიურად. გამგებელ შვილზე 2 ლარით ნაკლები _ 45 ლარი აქვს ხელფასი დედას, ლუარა გოგეშვილს, რომელიც პედაგოგიურ კოლეჯში ასწავლის. ოჯახის წევრებიდან მხოლოდ მამის აქვს ხელზე ფული _ 1 000 დოლარი, რაზეც ჩინოსანი შვილი განმარტავს, რომ ეს არის შემოსავალი თხილის რეალიზაციიდან. დეკლარაციაშივე აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთებიდან 5 000 კვ.მ.-ზე თხილის პლანტაცია აქვთ გაშენებული. პირველ დეკლარაციაში არ არის მინიშნებული არც მიწის ნაკვეთების და არც ავტომობილის ღირებულება.

 

იმავე წლის 28 აპრილს, ვალერი ჩიტაიშვილი მეორე დეკლარაციას ავსებს. 2 თვის წინ შევსებული დეკლარაციისგან განსხვავებით, უკვე ოზურგეთის გამგებელი აფიქსირებს, რომ შემოქმედის გამგებლობისას ხელფასი 90 ლარი და დანამატიც 90 ლარი ჰქონდა! ამას გარდა, განვითარებისა და რეფორმების ფონდიდან 130 დოლარს იღებს, ხოლო დედას ხელფასი კოლეჯში 50 ლარამდე გაუზარდეს. ოჯახს ისევ "ვაზ 2106" მარკის ავტომობილი ჰყავს, ოღონდ, რატომღაც, უკვე და შემდგომშიც, გამოშვების წლად მინიშნებულია არა 1988, როგორც წინა დეკლარაციაში, არამედ _ 1987 წელი. არჩილ ჩიტაიშვილს ხელზე ისევ 1 000 დოლარი აქვს. იგივე რაოდენობისაა მიწის ნაკვეთები, ოღონდ 6 000 კვ.მ. ამჟამად ორ ნაწილად არის დაყოფილი (2800+3200), ხოლო ფასები არც ახლაა მინიშნებული. ვალერი ჩიტაიშვილს შემოქმედის საკრებულოში მუშაობისას, საანგარიშო წლის მანძილზე, ხელფასის სახით, მიღებული აქვს 620 ლარი და 40 თეთრი, რასაც 47-ლარიანი ხელფასის პირობებში ნამდვილად ვერ მოახერხებდა. ამას გარდა, მან მიიღო საშვებულებო თანხა 233,40 ლარი (47-ლარიანი ან თუნდაც 90-ლარიანი ხელფასის პირობებში, გამოდის, რომ მინიმუმ 3-თვიან შვებულებაში იყო). ამას გარდა, პრემიის სახით, ჩიტაიშვილს მიღებული აქვს 459 ლარი. სულ კი საანგარიშო წლის მანძილზე მისი შემოსავალი 1312,80 ლარია. სულ მალე ჩიტაიშვილს იმხელა ხელფასი აქვს, რომ თვეში 1,5-ჯერ მეტს მიიღებს, ვიდრე შემოქმედის საკრებულოში მუშაობისას მთელი წლის მანძილზე.

2006 წლის დეკლარაციის მიხედვით, მას 1 900 ლარი აქვს ხელფასი, ხოლო დედის _ ლუარა გოგეშვილის ხელფასი თუ წინა წლებში გამგებელი (ოღონდ სოფლის) შვილის თანაბარი იყო, ამჯერად 25-ჯერ ჩამოუვარდება დაწინაურებული ვაჟიშვილის ხელფასს და 74 ლარს შეადგენს. არჩილ ჩიტაიშვილს ისევ აქვს 1 000 დოლარი, თუმცა, არ არის დაკონკრეტებული, ეს თხილის ახალი პარტიის გაყიდვიდან მიღებული თანხაა, თუ თხილის სეზონი ჩაუვარდათ, რადგან 5 000 კვ.მ.-ზე მიღებული თხილი ოჯახისთვის ნამდვილად არ დასჭირდებოდათ. რადგანაც თხილიდან მეტი შემოსავალი არც შემდგომ წლებშია მინიშნებული (არადა, თავიდან მინიშნებული თხილის ფართობი შემდეგ ისე ქრება, რომ გაყიდვა-გასხვისება და აქედან მიღებული შემოსავალი დაფიქსირებული არ არის), უნდა ვივარაუდოთ, რომ თხილის ნერგები გახმა, რაც ამხელა ფართობის კვალობაზე არარეალური ჩანს. ამავე დეკლარაციაში პირველად ჩნდება სესხი _ "გაერთიანებული ქართული ბანკიდან" ჩიტაიშვილს 4 000 ლარი გამოაქვს.

2007 წლის დეკლარაციაში პირველად ჩნდება ქონების ფასები _ დაბა ურეკში 570 კვ.მ. ფართობს გურიის დღევანდელი გუბერნატორი 2006 წელს 5500 ლარად აფასებდა, ანუ კვ.მ. 10 ლარიც არ გამოდის, რაც ურეკისთვის შეუფერებელი ფასია. შემოქმედში არსებული სახლი ეზოთი კი 20 000 ლარად არის შეფასებული. პირველად ჩნდება ბანკში ანგარიში _ ჩიტაიშვილს სახელფასო ანგარიშზე 100 ლარი აქვს დეკლარაციის შევსების დროს. მამა-შვილს ხელზე შესაბამისად 1800 და 1000 ლარი აქვთ. წლის შემოსავლების გრაფაში მინიშნებულია შემდეგი შემოსავლები: გამგებლობიდან _ 22 800, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიიდან _ 380, გამგებლობიდან _ 1 900. ეს ის პერიოდია, როცა ალეკო ცინცაძემ ნაარჩევნებს მისი გამგებლად დანიშვნა არ ისურვა და ერთი თვით საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე იყო. მალევე გაგუბერნატორებულმა მიხო სვიმონიშვილმა ჩიტაიშვილს გამგებლობა და 1 900 ლარიანი ანაზღაურება დაუბრუნა.

2008 წელს შევსებულ დეკლარაციაში ბოლოჯერ გამოჩნდა თხილის შემოსავალი _ 1 800 ლარი, მამა-შვილს ხელზე აქვთ შესაბამისად 2 500 და 2 000 ლარი. ვალერი ჩიტაიშვილს "ვი თი ბი" ბანკში აქვს სახელფასო დანაზოგი 3 500 ლარი, ხოლო "სახალხო ბანკში" _ 4 500 ლარი. მიწის ნაკვეთები იგივეა მინიშნებული. წლის მანძილზე გამგებლობიდან მიღებული შემოსავალია 25 700 ლარი, ხოლო დედის ანაზღაურება ისევ 25-ჯერ ნაკლებია _ 1 028 ლარი. შემდეგ დეკლარაციაში ვალერი ჩიტაიშვილს არც "სახალხო ბანკის" და არც "ვი თი ბი" ბანკში სახელფასო ანგარიშებზე თანხა არ აქვს, სამაგიეროდ, "ვი თი ბი"-ში აქვს 7 100 დოლარი. ამას გარდა, გააჩნია ნაღდი ფული _ 1000 ლარი, ხოლო მამას _ ისევ 2 500 ლარი. მამის სახელზე არსებული ავტომობილი 2 000 დოლარად გაყიდეს და 4 000 დოლარად შეიძინეს "ოპელ-ვექტრა". 2009 წლის 23 თებერვალს გამოტანილი აქვს სესხი, თუმცა, ოდენობა მინიშნებული არ არის. 2008 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 31 ივნისამდე, ანუ 7 თვის მანძილზე, გამგებლობიდან მიღებული აქვს 25 066 ლარი! ანუ თვეში 3 580 ლარი! მაშინ, როცა გამგებლის ხელფასად მინიშნებულია 1 900 ლარი და არსადაა დაფიქსირებული დანამატის შესახებ. გუბერნატორის მოადგილის რანგში 5 თვის მანძილზე მიღებული აქვს 19 514 ლარი, ანუ თვეში 3 908 ლარი. ბოლო დეკლარაციაში არ არის დაფიქსირებული არც მიწის ნაკვეთები და არც სახლი, არც მათი რეალიზაციის ან გასხვისების შესახებაა არაფერი მინიშნებული.

ბოლო ორ დეკლარაციაში ვალერი ჩიტაიშვილის სახელზეა 100 კვ. მ. მიწის ნაკვეთი, შვილს _ მარიამ ჩიტაიშვილს აქვს ნაკვეთი ურეკში (570 კვ.მ), მამის სახელზეა 1,3 ჰექტარი შემოქმედში 4 ნაკვეთად და 412 კვ. საცხოვრებელი სახლი, გუბერნატორს ანგარიშზე აქვს 1 700 ლარი. მისი წლიური ხელფასია 62 888, როცა წინა დეკლარაციაში ეს თანხა თითქმის 10 ათასით მეტია (71213 ლარი), სამაგიეროდ, ბოლო წელს მას დაემატა მეუღლის წლიური ხელფასი 13 140 ლარი (ირინე სულგულაძე აო "გურიის აგრობიზნეს ცენტრის" საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორობაში იღებს ასეთ კარგ ხელფასს.).

ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი გია გოგუაძე გურიიდან ერთადერთი ჩინოსანია, ვინც ბიზნესიდან მივიდა პოლიტიკაში. მან პირველი დეკლარაცია 2009 წლის 5 მაისს შეავსო. პარლამენტარს იმ დროს ბანკში და ხელზე 250 000 აშშ დოლარი და 10 000 ლარი ჰქონდა. იგი 1999 წლიდან შპს "დტს"-ის დამფუძნებელი და დირექტორია. მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 8 ათას ლარს და ამჟამად მისი ანაზღაურება ამ თანხის მესამედია. 2008 წლის მაისში, რაც ის პარლამენტის წევრი გახდა, წილი ზემოთ ნახსენებ კომპანიაში გაასხვისა _ წლიური დივიდენდი 120 000 ლარია მინიშნებული. ამის შემდეგ გია გოგუაძეს ბანკიდან გამოტანილი აქვს იპოთეკური სესხი 241 000 დოლარი, რის სანაცვლოდ ჩადებულია ბინა. დეკლარაციაში მითითებული არ იყო დეპუტატის საკუთრებაში არსებული სახლები და მანქანები. ბოლო დეკლარაციების მიხედვით, დეპუტატს აქვს ბინა ფალიაშვილზე _ 207 კვ.მ., აგარაკი ტაბახმელაში _ 1500 კვ.მ და გუდაურში _ 1220 კვ.მ. მის სახელზეა ავტომობილი Lexus GX470, 2005, GVG-111, რომლის ფასიც მინიშნებული არაა. მაჟორიტარს დეკლარაციაში მინიშნებული აქვს ნაღდი ფული 32 000 აშშ დოლარი და 9 000 ევრო, 2010 წლის დეკლარაციაში მას მხოლოდ შპს "გუდაური" აქვს მინიშნებული, ხოლო ბოლოს შპს "ქართული წყალიც" გამოჩნდა, თუმცა, არც ერთ წელს და არც ერთი კომპანიიდან შემოსავალი არ მიუღია. მისი სადეპუტატო ხელფასი 50 000 ლარამდეა.

ლანჩხუთის გამგებელმა, გიორგი გოგუაძემ პირველად დეკლარაცია 2008 წლის 4 მარტს შეავსო. თანამდებობად მინიშნებულია გურიის სამხარეო ადმინისტრაციის სპეციალისტი. მანამდე გოგუაძეს აცანის ბაგირ-გზაზე, აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ, პრეფექტურაში, კლუბ "გურიის" პრეზიდენტად, სატრანსპორტო პოლიციაში და ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში უმუშავია. გამგებლის საკუთრებაშია მამაპაპისეული საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთით სოფელ აკეთში, 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გრიგოლეთში და მამაპაპისეული სახლი ქ. ლანჩხუთში. პირველი დეკლარაციის შევსებისას, მას "საქართველოს ბანში" 0 ლარი აქვს, გოგუაძე არის შპს "ჩვენი ბაღის" (დაარსებული 2006 წელს) პარტნიორი. სამხარეო ადმინისტრაციის სპეციალისტად მუშაობისას, მისი ხელფასი 590 ლარი იყო, ხოლო ლანჩხუთის მოსამართლის თანაშემწე, მეუღლე მარინა მშვიდობაძე ხელფასის სახით 450 ლარს იღებდა. დეკლარაციაში მითითებულია, რომ 2005 წლის 10 აგვისტოს, გია გოგუაძემ "თი ბი სი" ბანკის ფოთის ფილიალიდან 5 წლის ვადით გამოიტანა 1000 დოლარი და იპოთეკა გრიგოლეთში საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით დატვირთა. მორიგ დეკლარაციას უკვე გამგებელი გიორგი გოგუაძე იმავე წლის 29 აპრილს ავსებს. მას ამ დროს "სახალხო ბანკში" 500 ლარი აქვს ანგარიშზე. წინა დეკლარაციისგან განსხვავებით, ამჯერად მინიშნებულია ოჯახის საანგარიშო წლის შემოსავლები: გიორგი გოგუაძეს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციიდან (ხარისხის კონტროლის ინსპექტორი) მიღებული აქვს 12 000 ლარი, ხოლო მეუღლეს _ 3 000 ლარი.

რაც შეეხება ბოლო ორი წლის დეკლარაციას, გამგებლის სახელზეა აკეთში საცხოვრებელი სახლი 1 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთით და 300 კვ. მ. გრიგოლეთში. დედის სახელზეა ლანჩხუთში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სახლი 5 700 კვ. მ. ნაკვეთით, რომელიც ბოლო დეკლარაციაში რატომღაც შემცირებულია და თან დაყოფილია 2 ნაწილად (5500 კვ.მ. და 120 კვ.მ), ისევე როგორც აკეთის ფართი _ 1400 კვ.მ. და 100 კვ. მ. დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გოგუაძეს 2 წლის მანძილზე არ შეუძენია 10 ათასზე მეტად ღირებული მოძრავი ქონება, "საქართველოს ბანკში" კი დეკლარაციის შევსებისას ჰქონდა 2 500, 52, 100 და 100 ლარი სხვადასხვა ანგარიშზე. არ აქვს ფასიანი ქაღალდები, 4 000 ლარზე მეტი ნაღდი ფული, სამეწარმეო საქმიანობიდან ოჯახს შემოსავალი არ აქვს, სამაგიეროდ, თავად გამგებლის წლიური ხელფასი 44 000 ლარია, რომელიც ბოლო დეკლარაციაში 33 040 ლარამდეა შემცირებული.

რატომღაც საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციის ვებგვერდზე არ იძებნება ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის რევაზ ჩიტიძის დეკლარაცია, რაც შეეხება მისი წინამორბედს, დავით პეტრიაშვილს, დეკლარაცია 2010 წელს 2-ჯერ აქვს შევსებული. ბოლო წლის განმავლობაში მას ხელფასის სახით 30 000 ლარამდე აქვს მიღებული, ხოლო დეკლარაციის დახურვის დროს, საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 10 ლარი ჰქონდა შემორჩენილი. ასევეა ექს-ვიცე გუბერნატორის კახა ასკურავას ბოლო დეკლარაციაც _ ის ისევ "პროლეტარია" ქონების გარეშე, ხელფასის სახით კი მიღებული აქვს 38 000 ლარი.

ასევე არ იკითხება ოზურგეთის გამგებლის 2011 წელს შევსებული დეკლარაცია. სამაგიეროდ, გია ტაკიძეს დეკლარაცია აქვს შევსებული 2010 წელს _ მის სახელზეა ნატანებში ორი ნაკვეთი (550 კვ.მ. და 900 კვ.მ.). მას ბანკში აქვს 2 ათას ლარამდე თანხა. ხელფასის სახით, საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირებულია 10 800 ლარი, არანაკლები შემოსავალი აქვს მის მეუღლეს _ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის წლიური ანაზღაურება 8520 ლარს შეადგენს. მეუღლის სახელზეა დაფიქსირებული ავტომობილი "ტოიოტა რავ 4". სხვა მხრივ, წლის მანძილზე გამგებელს არც 500 ლარზე ძვირი საჩუქარი მიუღია და არც ქონება შეუძენია.

გურულ ჩინოსნებში ყველაზე მეტი მიწის ნაკვეთი რაოდენობრივად ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს გოჩა შანიძეს აქვს. პარლამენტარის დეკლარაცია, ტაკიძის მსგავსად მხოლოდ 2010 წლითაა დათარიღებული. მაჟორიტარი საკუთარ სახელზე ფლობს საცხოვრებელ სახლს 85 კვ.მ. ფართით სოფელ შემოქმედში, მეუღლესთან ერთად ფლობს ფართს ბათუმში, კანდელაკის ქუჩაზე (10 კვ.მ.), ასევე 2 620 კვ.მ მიწის ნაკვეთს შემოქმედში და 100 კვ.მ.-ს ბახმაროში. დედის სახელზეა ურეკში 240 კვ.მ. მიწის ფართობი, საცხოვრებელი სახლი ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე (184 კვ.მ.) და იქვე ავტოფარეხი (21 კვ.მ.). მეუღლის მაია ბერაძის სახელზეა აგარაკი (132 კვ.მ.) და მიწის ნაკვეთი (850 კვ.მ.) ბორჯომში, შვილის სახელზეა ოზურგეთში (ექადია) 1 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. "საქართველოს ბანკში" გოჩა შანიძეს 400 ლარამდე აქვს, ხოლო მეუღლეს _ 5-ჯერ მეტი. დედა სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევა, თუმცა, წლის მანძილზე შემოსავალი არ მიუღია. შანიძეს პარლამენტარობამდეც არ ჰქონია დაბალი ანაზღაურება _ საანგარიშო წლის მანძილზე 4 ორგანიზაციიდან 35 000 ლარი აქვს მიღებული, ამას მეუღლეს შემოსავალიც ემატება (10 ათას ლარამდე).

ასევე, რაოდენობრივად ბევრი ნაკვეთი გააჩნია ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს კორნელ კუკულავას, თან ყველა უძრავი ქონება საკუთარ სახელზე აქვს გაფორმებული: საცხოვრებელი სახლი (330 კვ.მ) და მიწის ნაკვეთი (1 450 კვ.მ.) ჩოხატაურში, 9 აპრილის ქუჩაზე; 2 ნაკვეთი (35 კვ.მ. და 100 კვ. მ) და აგარაკი (35 კვ.მ.) ბახმაროში; 2 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ჩოხატაურში და 41 კვ.მ. შენობა ასევე დაბის ტერიტორიაზე. მაჟორიტარს "საქართველოს ბანკში" აქვს 1 500 ლარი, ხოლო ხელფასის სახით მიიღო 46 401 ლარი. ავტომობილის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალია 1 800 ლარი. ბოლო დეკლარაციაში უძრავ ქონებებში ბახმაროში კიდევ ერთი აგარაკი ემატება. ასევე, ჩნდება მეუღლის სახელზე ავტომობილი Toyota Corolla. ბანკში პარლამენტარს 1 800 ლარი აქვს, ხოლო ხელფასი 49 172 ლარია.

ჯერ მხოლოდ 2010 წლის დეკლარაციაა ატვირთული ჩოხატაურის გამგებლის გია გიორგაძის შემთხვევაშიც, ოღონდ პირველი მოადგილის რანგში. მას საკუთარ სახელზე მხოლოდ ბახმაროს ნაკვეთი აქვს (100 კვ.მ), მამის სახელზეა ფარცხმაში საცხოვრებელი სახლიც (210 კვ.მ.) და მიწის ნაკვეთიც (5 500 კვ.მ.). გიორგაძეს "ლიბერთი ბანკში" 1 300 ლარი აქვს, ხოლო ხელფასის სახით მოადგილეობისას 14 300 ლარი მიუღია.

საერთოდ ვერ მოვიძიეთ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის ალეკო მამეიშვილისა და მისი ჩოხატურელი კოლეგის, ანტონ ხუნდაძის ქონებრივი დეკლარაციები.

დასასრულ, ერთსაც აღვნიშნავთ _ ალბათ, მკითხველსაც დააინტერესებთ, რაში ხარჯავენ გურული მაღალჩინოსნები თუნდაც ხელფასიდან მიღებულ ათი ათასობით ლარს, როცა წინა დეკლარაციებთან შედარებით, არც უძრავი ქონება ემატებათ და არც 10 000 ლარზე მეტი მოძრავი ქონება აქვთ შეძენილი.




 ახალი ამბები
  • "პატივს ვცემთ პარლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, აქ ვდგავართ"“რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ პარლამენტს, საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ, პატივს ვცემთ კანონს, რეგლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ, მერწმუნეთ, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. პრემიერმა პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, მკაცრად დაიცვან რეგლამენტით გათვალისწინებული წესები. „ბატონო თავმჯდომარევ, მინდა, გთხოვოთ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ 11 საათს ჩვენ აქ უკვე ვიდექით და ეს იყო სულ 1 დღის წინ, დღესაც აქ ვდგავარ, მკაცრად დაიცვათ რეგლამენტი. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ ელემენტარულად ხალხზე უფრო მეტი ვიზრუნოთ, ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ შეკითხვას ვუპასუხოთ”, – განაცხადა გიორგი ... ...
  • საკრებულოს სხდომა: დაბა გომისმთა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 30-ე ტერიტორიული ერთეულიადღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  რიგგარეშე სხდომა კვლავ გასვლით რეჟიმში, ფოლკლორის ცენტრში გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმლიძე უძღვებოდა. მან თქვა, რომ კურორტი გომისმთა აქამდე უსტატუსოდ იყო, ახლა კი ისტორიული ფაქტის წინაშეა ყველა _ გომისმთას დასახლების სტატუსი მიენიჭა. დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი  „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“,  _  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 30-ე ადმინისტრაციული ერთეულის, დაბა გომისმთის დამატებას ეხებოდა. საკითხი იურიდიული სამსახურის უფროსმა, ლაშა თავაძემ წარმოადგინა. მან ისაუბრა ცლილების შესახებ და  ყველა პროცესი უნდა წარიმართოს კანონიერ ჩარჩოში. საკითხის ირგვლივ გამოითქვა მოსაზრებები. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ცვლილებას, რომლის თანახმად, უკვე 30-ე ადმინისტრაციული ერთეული გააჩნია ოზურგეთის ... ...
  • ხვნა-თესვის თემა და მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება ლანჩხუთის საკრებულოშიგასული წლის  ბიუჯეტის შესრულების ანგარიშით წარსდგა ადგილობრივ საკანომდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი. მერის მოხსენებით, მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული შემოსულობების გეგმამ 19267410 ლარი შეადგინა. ფაქტიური საკასო შემოსავალი მიღებულია 19563323 ლარი, გეგმა შესრულებულია 101,5%-ით, მათ შორის შემოსავლების (კაპიტალურის ჩათვლით) სახით მობილიზებულია 10448904 ლარი, რაც გეგმის 105,8%-ს შეადგენს და პირველად მუნიციპალიტეტის ფუნქციონირების პერიოდისათვის გადააჭარბა 10 მილიონიან ზღვარს. მერმა თავის გამოსვლაში ყურადღება 2019 შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სტიქიის შედეგად გახორციელებულ სამუშაოებსა და სხვა ღონისძიებებზეც გაამახვილა. „საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 2019 წლის ბიუჯეტი დადებითად შესრულდა. მინუსები, რა თქმა უნდა, არის, თუმცა, 2018 წელთან შედარებით ბევრად უკეთესი მდგომარეობაა“, _ დასძინა მოხსენების დასასრულს მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, რის შემდეგაც ოპოზიციის მხრიდა გაჟღერებულ შენიშვნებსა და კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა. პირველმა საკუთარი შენიშვნა მერის მოხსენების შემდეგ  „ევროპული საქართველოს“ წევრმა ამირან გიგინეიშვილმა დააფიქსირა: „კანონით არის გაწერილია, რომ აღმასრულებელი ორგანო საკრებულოში გაწეული სამუშაოს ანგარიშით უნდა წარსდგეს. თუმცა, რაც მოვისმინეთ, ეს არის მხოლოდ თანხების ხარჯვის ანგარიში, საიდანაც მე ვერანაირი დასკვნა ვერ გამომაქვს, როგორ შესრულდა ის სამუშაოები, რაზეც ეს თანხები დაიხარჯა“. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კახა ასკურავას თქმით კი, მერის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს, პროცედურების შესაბამისად, თან საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნაც უნდა ხლებოდა. „მე ვერც ვნახე და ვერც მოვისმინე ამ კომისიის დასკვნა ბიუჯეტის შესრულებაზე. კომისიის თავმჯდომარე უნდა გამოდიოდეს და შეფასებას უნდა აკეთებდეს, ეს მისი ვალდებულებაა, პროცედურულად გაწერილი. ეტყობა ან იზარმაცეთ ან, უბრალოდ, არ დაგაინტერესათ. ეს რაც წარმოადგინეთ, რბილად რომ ვთქვა, ციფრებით ჟონგლიორობაა“, _ აღნიშნა კახა ასკურავამ, რომლის პასუხადაც მერმა განმარტა, რომ ბიუჯეტი სწორედაც რომ ციფრებია. ასკურავა გამოსვლისას ტრაქტორების თემასაც შეეხო: „ კოლეგებს მინდა ვკითხო, მათ სოფლებში ხვნა-თესვის პროცესი როგორ მიმდინარეობს?! იცით, რა ხდება სოფლებში?!  თქვე ოჯახაშენებულებო, ამდენი ფული დაგიხარჯავთ და ტრაქტორები მოგეკითხათ მაინც. სოფლებში რეალურად ტრაქტორი არაა. ქვიანში, მაგალითად, ერთ კაცს ჰყავს და დასდევს მთელი სოფელი. ჩვენ არც ნატოში შესვლას გვეკითხება ვინმე და არც ევროკავშირში გაწევრიანებაზე ხელის მოწერას, ჩვენი საქმე გლეხის პატრონობაა, როცა ხვნა-თესვის სეზონი მოდის, უნდა მოვიკითხოთ, რა ხდება ტრაქტორების ამბავზე“. ოპოზიციონერი დეპუტატის ვრცელი მოხსენებისა და დღის წესრიგიდან გადახვევის შემდეგ მერმა პასუხის გაცემა კითხვის დასმით დაიწყო-„რას მთავაზობთ,  ტრაქტორები შევიძინოთ?! მუნიციპალიტეტები ვერ იქნებიან ისე ძლიერები, რომ ეს შეძლონ. ნამდვილად  არის ხვნა-თესვასთან დაკავშირებით  პრობლემები, მაგრამ  ვცილობთ დახმარება გავწიოთ რაც შეგვიძლია, ფაქტია, რომ ძალიან კარგი სახელმწიფო პროგრამები მოქმედებს. მუნიციპალიტეტი ტექნიკის უზრუნველყოფას ვერ გააკეთებს  რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, მაშინ დავბრუნდეთ კომუნისტურ წყობაში და გავაკეთოთ მასე.“ მოკლედ, ხვნა-თესვის საკითხის წამოჭრამ საკმაოდ მწვავე დებატები გამოიწვია სარიშვილსა და ასკურავას შორის, რაშიც მმართველი გუნდის დეპუტატი სპარტაკ კვაჭაძეც ჩაერთო, რაც, საბოლოოდ, დეპუტატებს შორის მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. „თქვენ დაანგრიეთ აგი რაიონი და რაის გამკეთებლები ხართ. შენ ვერასდროს ვერ შემოხვალ ჩემთან პოლემიკაში“, _ ცხარობდა მმართველი გუნდის წევრი. დეპუტატებს შორის მომხდარი რამდენიმე წუთიანი სიტყვიერი  დაპირისპირების აღმოფხვრის შემდეგ სხდომამ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა ... ...
  • "მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა" _ გახარია2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მისი თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე იყო დაფიქსირებული 30 პროცენტზე მეტი. დღეს საქართველოში სიღარიბე არის დაფიქსირებული 19.5 პროცენტი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ 17 წლამდე ასაკის ბავშვების სიღარიბე შემცირებულია 34.7 პროცენტიდან 25.5 პროცენტამდე. მე არაფერს არ ვიტყვით იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით წელს, პენსია გაიზარდა 20 ლარით. პირველი ივლისიდან, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, პენსიის ზრდა გაგრძელდება და გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივმართეთ ინიციატივით პარლამენტს, რომ პენსიის მუდმივი ინდექსირება მოხდეს ინფლაციის მიმართებით და 70 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის ამას კიდევ უნდა დაემატოს ეკონომიკური ზრდის პროცენტის 80 პროცენტი. ჩემთვის უკიდურესად მძიმეა ამ თემებზე საუბარი, მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, ეს არის საკმარისზე ბევრად ნაკლები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ კრიზისში ვართ“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ყველა ამ ციფრის უკან საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური, მძიმე ცხოვრება დგას. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები იმასთან მიმართებაში, რომ დინამიკა სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, ქვეყანაში, თითოეული მოქალაქისთვის იმედისმომცემი მაინც ყოფილიყო. შეგვექმნა უბრალოდ ელემენტარული დინამიკა სიღარიბესთან ბრძოლის კონტექსტში, რომ გვქონოდა გარკვეული პროგრესი მაინც“, – აღნიშნა მთავრობის ... ...
  • "2013 წელს საქართველოში საბავშვო ბაღები უფასო გახდა, მშობლებს სასკოლო წიგნებში ფული არ გადაუხდიათ"2013 წელს საქართველოში საბავშვო ბაღები უფასო გახდა, ამ წლის შემდეგ მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ მშობლებს ყოველწლიურად სასკოლო წიგნებში ფული არ გადაეხადათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენის დროს განაცხადა. „საქართველოს მთავრობამ იზრუნა იმაზე, რომ ბავშვები, განსაკუთრებით მთიან და აგრარულ რაიონებში სკოლებში მიგვეყვანა. ეს ყოველდღიურად მშობლების ჯიბიდან ამოღებული ფული იყო და ეს არის 100 მილიონი მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების ნაწილში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?