ხდება თუ არა განზრახ ციტრუსის დაბალ ფასებში მიღება?!

მთავარი თემა

ხდება თუ არა განზრახ ციტრუსის დაბალ ფასებში მიღება?!

2013 დეკ 4 17:19:02

"ეს ეხება კონკრეტულად ციტრუსის თემას, რომლის გასაღებასთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონში მთელი რიგი პრობლემებია. გვაქვს ინფორმაციები, რომლებიც იძლევა იმის საფუძველს, რომ კონკრეტული პირების მხრიდან, ეს ეხება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იკვეთება ხელის შეშლის ფაქტები. ამ ინფორმაციებს უფრო დავაზუსტებთ და აუცილებლად ვრცლად და დასაბუთებულად გესუბრებით. თუმცა, არის საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ სპეციალურად ხდება ციტრუსის დაბალ ფასებში მიღება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის ცენტრში გაიხსნა ციტრუსის მიმღები პუნქტი, სადაც ჩვეულებრივ სტანდარტულ მანდარინში  30 თეთრს იხდიან, ხოლო ე.წ. "ენესს" საერთოდ არ იღებენ. სტანდარტულ მანდარინს აჭარაში 50 თეთრში იბარებენ, ჩვენთან რატომ უნდა ხდებოდეს ასე? ჩვენ ვიცით, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ამ საქმეს ლიხაურის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ სალუქვაძე კურირებს. თქვენ შეგიძლიათ ჟურნალისტებს ძალიან ბევრი ფაქტისა თუ საქმის გამოკვლევა და იქნებ დაეხმაროთ მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით. სხვა სოფლებში საერთოდ არ ხდება ჩაბარება. ეს არ უნდა აკონტროლოს ხელისუფლებამ?",განაცხადა ადვოკატმა გოჩა ძიმისტარაშვილმა.

ავთანდილ ხინთიბიძე, სოფელ მელექედურის მაჟორიტარი დეპუტატი:

"მე პირადად საკრებულოს თავმჯდომარემ განმიცხადა, რომ ციტრუსის საქმეს ოზურგეთში კურირებს ნატანებელი დავით სიხარულიძეო, ეს კაცი უზის ამ საქმე თავშიო, ის კურირებს მანდარინის ჩამბარებელ პუნქტებსო, აი ასეთი პასუხი მივიღე და ძალიან გთხოვთ გადაამოწმეთ და დაეხმარეთ მოსახლეობას ამ საქმეში."

ჩვენ დავუკავშირდით ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანიის დირექტორს დავით სიხარულიძეს: _ ჯერ არ დაგვიმთავრებია მშენებლობა, არ დასრულებულა პროექტი, რომელსაც აქვს ვადები, ეს დაიწყო სამი თვის წინ, რომელსაც 10 წელია არ ხედავდა არავინ, და მე როგორ შევუშლი რამეს ხელს? ეს არის კერძო ბიზნესი, არავითარი სახელმწიფო პროექტი ეს არ არის, ჩვენ გვაქვს კრედიტი აღებული და ვალდებული ვართ ეს კრედიტი დავფაროთ, არანაირი ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს ვინმეს მიმართ, ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს და, ოზურგეთში, რომ ციტრუსს ეპატრონო ამას უნდა მინიმუმ 7-8 წელი და ერთი როგორ შეძლებს ამას? დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, მოვიდნენ და ნახონ, რას ვაკეთებთ, ჯერ არ დამთავრებულა და როგორ ვიზამთ ან კარგს ან ცუდს? ამიტომ მე ნაკლებად მაინტერესებს ვინ რას ამბობს, ჩემთვის ამომავალი წერტილია, რომ საწარმო იყოს გამართული და წაადგეს ოზურგეთელებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე: ამასთან დაკავშირებით ხელისუფლება არაფერ შუაში არ არის. არასტანდარტულ მანდარინთან დაკავშირებით ასეთი რამ ხდება, ქარხანა იღებს 10 თეთრში, 10 თეთრს აძლევს სახელმწიფო, ხდება სუბსიდირება, ეს ეხება ე.წ. “ენესს“, პირიქით ვეხმარებით გლეხს, ფერმერს ფასის გაზრდაში. საექსპორტო მანდარინთან დაკავშირებით კი რა სახის სუბსიდირება კეთდება, მაგაზე ნამდვილად ვერ გეტყვით. თუ ვინმეს რაიმე ფაქტები ქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივი ხელისუფლება უშლის ხელს ხელოვნურად მანდარინის გასაღებას, ეს არის აბსურდი.

თამაზ სალუქვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის მაჟორიტარი დეპუტატი: არავინ არ კურირებს მაგ საქმეს, პირიქით ხელს ვუწყობთ მოსახლეობას ციტრუსის ჩაბარებაში, რა შუასია ხელოვნურად ფასის გაზრდა თუ მატება? თავდაპირველად ლიხაურის პუნქტშიც იხდიდნენ 50-40 თეთრს, მერე დაიწია ფასმა აჭარაშიც და აქაც მოხდა დაკლება, ესაა სულ, -მეტი არაფერი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძე "გურია ნიუსთან" აცხადებს, რომ ციტრუსის თემასთან დაკავშირებით არავისთან არანაირი საუბარი არ ჰქონია. მით უმეტეს, ავთანდილ ხინთიბიძესთან და ტყუილს უწოდებს სოფელ მელექედურის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ გავრცელებულ განცხადებას. 




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში _ არიან დაშავებულებიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. 2 მსუბუქი ავტოანქანის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. როგორც "გურია ნიუსს" შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1 -ლი ნაწილით ... ...
  • "ოცნება" განცხადებას ავრცელებს _ "ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა"პარტია „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატების ნაწილს 25 თებერვალს შეხვდება _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მმართველი პარტია ავრცელებს  "პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, _ წერია ... ...
  • ოთარ ჩრდილელი: შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ...საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ოთარ ჩრდილელის თქმით, დღეს, "ქართული ოცნების" ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე დეპუტატების გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა: "პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე-არ ყოფილა გარიცხვაზე საუბარი, იყო მრავალ თემაზე, რაზეც სხვადასხვა აზრი გვქონდა. რამდენადაც ვიცი, ასეთი შეხვედრები პარტიის და უმრავლესობის სხვა წევრებთანაც იქნება თავისუფალ რეჟიმში.შეიძლება ამ სერიაში გარიცხვას და სროლებს ელოდა ავის მსურველნი, მაგრამ ვინც მიცნობთ იცით, რომ გულწრფელი ვარ და რაც იყო ეგ დავწერე", _ წერს ჩრდილელი. შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოთარ ჩრდილელი და რამდენიმე დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს. ჩრდილელი ბესელიასთან და 7 დეპუტატთან ერთად იმ კანონპროექტის ავტორი იყო, რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა უნდა გადადებულიყო, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ ... ...
  • თავდასხმა ახალსოფელში _ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულიაგავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალსოფელში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. თუმცა, ამ ინფორმაციას შსს სამინისტროს პრესსამსახური, ჯერჯერობით, არ ადასტურებს. ცნობისთვის, ომარ მოქიას მკვლელობასა და გია ტუღუშის დაჭრის საქმეში მათივე თანასოფლელის მ.ს. სახელი ... ...
  • "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ის დეპუტატები ესწრებიან, ვინც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა თემებს შეეხება ... ...

არქივი

ზაფრანი

ვიქტორია ბექჰემი 54 წლის მოკვდება

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ...

ყველაზე სამიჯნურო სცენები

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ინტერნეტ-საიტებმა...

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...