"სჯობდა "სამართლიანობის დამკვიდრებაზე" გვემუშავა, ვიდრე ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას დავპირებოდით"

მთავარი თემა

"სჯობდა "სამართლიანობის დამკვიდრებაზე" გვემუშავა, ვიდრე ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას დავპირებოდით"

5 დეკ. 2013, 13:31:13

"ხარვეზების დამდგენ კომისიაზე უარი არ არის ნათქვამი. ფაქტია, რომ უფრო მეტად უნდა დაიხვეწოს კანონი, რათა მისი მიღებით უფრო მეტი ხარვეზი არ გავაჩინოთ. ასევე ფაქტია, რომ ნებისმიერი კანონი შესაბამისობასში უნდა იყოს ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან. ამიტომ, ამ საფრთხეების გათვალისწინებით სჯობს გაგრძელდეს დისკუსია. ვფიქრობ, რომ ინდივიდუალურად ყველა საჩივარი უნდა იყოს განხილული, რის საშუალებასაც არსებული კანონმდებლობა იძლევა. თუ ეს იქნება დასაბუთებული და არგუმენტირებული და იქნება საფუძველი, რომ გადაიხედოს განაჩენი, სწორედ იმ მექანიზმების გამოყენებით, რომელიც ახლა მოქმედებს შეიძლება ამის გაკეთება. ჩვენ ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ რადგან დღეს არ იქმნება ეს კომისია, ამ ხალხს ვტოვებთ თავის უფლებების აღდგენის გარეშე. მათ ამ კანონმდებლობის პირობებშიც აქვთ გასაჩივრების შესაძლებლობა, მთავარია რომ პროკურატურამ თითოეული საჩივრის მიმართ გამოიჩინოს საკმარისი ობიექტურობა და კვალიფიციურობა. იმედი მაქვს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეები იქნება განხილული, თუმცა ეს არის ძალიან რთულად შესასრულებელი, რასაც შესაძლებელია არ ეყოს პროკურატურის რესურსი და კადრების დამატება გახდეს საჭირო", _ ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე "გურია ნიუსთან".

ჩვენს კითხვაზე, რატომ არ მოხდა ამ საფრთხეების გათვალისწინება საარჩევნო დაპირების გაცემამდე, კობახიძე ამბობს, რომ ამაზე მსჯელობა ადრეც იყო.

"ამ პრობლემებზე თავიდანვე იყო მსჯელობა, ამაზე ბევრი კრიტიკა მოდიოდა, იგივე სასამართლო ხელისუფლების მხრიდან. მათ ჰქონდათ იმის გაცხადების უფლება, რომ არ შეიძლება სასამართლოს განაჩენი რომელიმე კომისიამ შეაფასოს, რადგან სასამართლოს აქვს სამი ინსტანცია და წინა ინსტანციის გადაწყვეტილება მხოლოდ მომდევნო ინსტანციის შესაფასებელია. მე უფრო მეტად მივესალმებოდი "სამართლიანობის დამკვიდრებას" ანუ, ტერმინზე ვსაუბრობ. უკეთესი იქნებოდა ამ ტერმინის ირგვლივ მუშაობა, ვიდრე ის რომ ჩვენ გვეთქვა, რომ ყველას ვისაც ქონება ჩამოართვეს, ყველაფერს დავუბრუნებთ. ყველა ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ დახელმწიფომ დაფაროს ხარჯები, ეს განწირულია იდეაშივე, იმიტომ რომ ჩამოიშლება მთელი ეკონომიკა. ვიღაცას ხელფასს ვერ მივცემთ, ვიღაცას პენსიას. გარდა ამისა, არსებობს თუნდაც ხანდაზმულობის ვადები. იმის გამო რომ გასულია ეს ვადა, ადამიანს პასუხს ვერ მოსთხოვ. მაგალითად, თუ ჩვენ ვდაობთ იძულებით დადებულ ჩუქების ხელშეკრულებაზე, ამ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობაზეც ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება. არ შეიძლება ახალმა კანონმა შეგვიქმნას ისეთი პირობები, რომელიც მთლიანად რისკის ქვეშ დააყენებს სამოქალაქო სტაბილურობას. ამას მაშინაც ჰყავდა დიდი მოწინააღმდეგეები სასამართლო ხელისუფლებისა და ვენეციის კომისიის სახით. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს ისევ სასამართლოს მიერ. აი, როგორი სასამართლო გვაქვს, ეს უკვე სხვა საკითხია", _ ამბობს კობახიძე.

ეკა ფოფხაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან გვეუბნება, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადახედვის საკანონმდებლო მექანიზმი არ არსებობს.

"ვთვლით, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა ძალიან სერიოზული მექანიზმი იყო სამართლიანობის აღდგენის კუთხით. ყველამ ვიცით, რომ დღეს არსებობენ ადამიანები, რომლებიც უკანონოდ იხდიან სასჯელს და რომელთა საქმეების გადასინჯვის მექანიზმი არ არსებობს იმიტომ, რომ იქ არ არის რაიმე ახალი გარემოება. მთელი პრობლემა იმაშია, რომ თავის დროზე სასამართლომ და პროკურატურამ ვინაიდან იყვნენ მიკერძოებულნი და ტენდენციურნი, გარკვეულ საკითხებში არ გაითვალისწინეს ის მტკიცებულებები თუ საქმეში არსებული გარემოებები, რაც გამამართლებელ განაჩენს დააყენებდა, ან სასჯელს შეამსუბუქებდა, რადგან ეს საქმეები მაშინ რაღაც პოლიტიკის ნაწილი იყო. ეს არ არის ახალი გარემოება, შესაბამისად ახლადგამოვლენილი გარემოებების საფუძვლით ამ საქმეების გადახედვა არ მოხდება. ჩვენ ვსაუბრობთ საქმეებზე, სადაც ყველაფერი იყო ცხადი, ნათელი, რომ ამ ადამიანების მსჯავრდება პოლიტიკური სარჩულით მოხდა. სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ამის მექანიზმი და მესმის მეორე საკითხი - კომპენსირების საკითხი, რასაც დღეს მთავრობა აყენებს, ეს მართლაც პრობლემურია, მაგრამ პირველ რიგში მთავარია იმ ადამიანების გათავისუფლება ციხეებიდან და ამის სწორი მექანიზმის შემუშავება. ბუნებრივია, ეს სასამართლომ უნდა გააკეთოს მაგრამ სასამართლოს სჭირდება წინარე გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ამას გააკეთებს. კომპენსირების საკითხი შეიძლება გარკვეული პერიოდით გადაიდოს. შესაძლებელია, სახელმწიფომ აიღოს ის, როგორც შიდა ვალდებულება და მერე პერიოდულად, წლების განმავლობაში გაუსტუმრებს იმ ადამიანებს ვინც დამტკიცდება რომ იყვნენ უკანონოდ მსჯავრდებულნი .ეს მეორეხარისხოვანია, პირველხარისხოვანია იმ ადამიანების საქმეების გადახედვა, რომლებიც ამ დროისათვის სასჯელს იხდიან უკანონოდ".

პარლამენტარი ვახტანგ ხმალაძე ერთ-ერთი იყო, ვისი დამსახურებითაც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის იდეა "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში მოხვდა. ხმალაძე გვეუბნება, რომ დღესაც ამ აზრზე რჩება და კომისიის შექმნას აუცილებლად მიიჩნევს.

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ მისი პოზიცია ისეთივე იქნება, როგორიც სახელისუფლებო გუნდის.

"ვმუშაობთ ამ თემაზე და როცა გადაწყვეტილება იქნება, საზოგადოება ამის შესახებ შეიტყობს".

_ თქვენი პირადი პოზიცია როგორია?

_ მე ვფიქრობ იმას, რასაც საერთო გადაწყვეტილებად მივიღებთ მთელი ხელისუფლება, უნდა ავწონოთ ყველა შესაძლო ვარიანტი, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღოთ.

პარლამენტარი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ კომისიის შექმნაზე უარი არავის უთქვამს, თუმცა არც თანხმობაა ნათქვამი.

"ჩვენ საბოლოო უარი არ გვითქვამს ხარვეზების დამგენი კომისიის შექმნაზე, ისევე როგორც არც საბოლოო თანხმობაა რამეზე ნათქვამი. ესაა მუშა პროცესი და ველოდებით პროკურატურიდან დეტალურ, დახარისხებულ ინფორმაციას საქმეების შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას."

სამხრეთ კავკასიაში human rights watch-ის წარმომადგენელი და მკვლევარი გიორგი გოგია თვლის, რომ ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით ბუნდოვანი პოზიცია აქვს.

"სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი ძალიან დიდი იყო და ხარვეზების დამდგენ კომისიაზე უარის თქმა ბიუჯეტის გარღვევის მოტივით ძალიან სამწუხრო ფაქტია. თუ დარღევა იყო, სახელმწიფოს აქვს როგორც სამართლებრივი, ისევე ქონებრივ-უფლებრივი რეაბილიტაციის ვალდებულება. შესაბამისად, ალბათ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ დაგვანახოს რა გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაში, ან რა თანხებზეა საუბარი. ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ პროკურატურაში რვა ათასამდე განცხადებაა შესული. არ ვიცით რას შეეხება ეს განცხადებები, ვიცით მხოლოდ ის რომ 20-30 ადამიანია სამართალში მიცემული. რის მიხედვით შეარჩიეს ეს ადამიანები, რა სახის დარღვევებზე რეაგირებს პროკურატურა? მნიშვნელოვანია ასევე შესული საჩივრების გაანალიზება, შემდეგ უნდა დაითვალოს ფინანსური ვალდებულება და მერე მიიღონ გადაწყვეტილება. წინასწარ იმის განცხადება, რომ ეს იქნება ტვირთი სახელმწიფოსთვის და ამის გამო არ განახორციელოს დაპირება, არ იქნება სწორი და სამართლებრივი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, არსებობს თუ არა დღეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენების გადახედვის მექანიზმი, გეტყვით რომ არა, ასეთი რამ არ არსებობს".

ხელისუფლების საბოლოო გადაწყვეტილებამდე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი საპროტესტო აქციას იუსტიციის სამინისტროსთან გამართავს. დაპირებული სამართლიანობის აღდგენის შეუსრულებლობა რატომღაც მთავრობის მხოლოდ ერთ წევრ - იუსტიციის მინისტრს ბრალდება.




 ახალი ამბები
  • სახელმწიფო ინსპექტორმა ბავშვის ინტერესების დამრღვევი ადვოკატი სამართალდამრღვევად ცნო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასრუწლოვანის და მისი ოჯახის შესახებ პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამავრცელებელი ადვოკატი ლ. კ. სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით - 500 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, 2020 წლის 26 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა: „პროფილის“ ეთერით ნაჩვენები იქნა კვიპროსის რესპუბლიკიდან ჩეხეთის მოქალაქე არასრულწლოვანის საქართველოში გადადაგილების ისტორია, რაც ინიცირებული იქნა არასრულწლოვანი დედის მონაწილეობით და საზოგადოებას მიეწოდა არაერთი მცდარი ფაქტი ბავშვის ე.წ. „გატაცებისა“ და „უცნობი“ ადგილსამყოფელის თაობაზე. გადაცემის სოციალურ ქსელში განთავსების შემდგომ არასრულწლოვანის დედამ და მისმა წარმომადგენელმა - ადვოკატმა არაერთი შეტყობინება გამოაქვეყნეს გვერდზე, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ „დაკარგული“ არასრულწლოვანის „მოძებნას“ და ამ პროცესში აქტიურ დახმარებაზე. როგორც არასრულწლოვანის დედამ, ასევე მისმა წარმომადგენელმა - ადვოკატმა გადაცემის გვერდზე გამოაქვეყნეს ა. არასრულწლოვანის ფოტო-მასალა, ბ. მამის ფოტო-მასალა დედასთან - ბავშვის ბებიასთან ერთად, გ. მამის შესახებ გამოაქვეყნეს მცდარი განცხადებები, რომ ის არის ძებნილი პირი, დამნაშავე, ყოფილი მეუღლე და სხვა. გამოქვეყნებული ფოტოები გააზიარეს Facebook-ის მომხმარებლებმა, რომლებიც ერთმანეთს მოუწოდებდნენ, რომ ბავშვის, მამის და ბებიის თავშეყრის ადგილებში შემჩნევის შემთხვევაში, მიღებულყო გადამჭრელი ზომები. ორგანიზაცია ცალსახად განმარტავს, რომ არასრუწლოვანი დედის წარმომადგენელმა - ადვოკატმა, მხარის მოთხოვნის მიუხედავად, პირადი Facebook-ის გვერდიდან არ წაშალა 2020 წლის 11 მარტს გამოქვეყნებული არასრულწლოვანის ფოტო-მასალა, ხოლო 2020 წლის 22 მარტს გამოაქვეყნა დედა-შვილის ფოტო და გაავრცელა შემდეგი სახის ინფორმაცია, რომ მამამ დედას შვილი „წაართვა“ და „დამნაშავე“ საქართველოს „აფარებს“ თავს. ასევე, ადვოკატმა 2020 წლის 26 მარტს, გადაცემის ეთერში გასვლის შემდგომ, ასევე პირადი Facebook-ის გვერდზე, გადაცემის გაზიარებასთან ერთად, გამოაქვეყნა შემდეგი სახის ინფირმაცია, რომ „ბავშვი გადამალა მამამ“. მსგავსი შინაარსის შეტყობინებები, აგრეთვე მრავლადაა გადაცემა: „პროფილის“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, რომლის მტკიცებულებებიც წარედგინა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს. ორგანიზაციის სამართლებრივი დასაბუთებით, ადგილი ჰქონდა თანხმობის გარეშე, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემის დამუშავებას, გავრცელებას, რომელიც წარმოდგენილია არასრულწლოვანის, თავისი მამისა და ოჯახის კიდევ ერთი წევრის - არასრულწლოვანის ბებიის ფოტო-მასალის გავრცელებასთან. ამასთან, ადგილი ჰქონდა დასახელებულ პირთა მიმართ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებას - არასრულწლოვანის გატაცებაზე, მამის სისხლის სამართლის დამნაშავედ მიჩნევისა და მასზე ძებნის მიმდინარეობის თაობაზე, რაც აშკარად ლახავს მხარის პირად არაქონებრივ ინტერესებს, ლახავს მამის ღირსებას და არ ემსახურებოდა არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს, რომლის მიმართაც არსებობს მომეტებული საჯარო ინტერესი. ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანის დედის მიზანმიმართულ ქმედებათა ჯაჭვს, რომელსაც მხარდაჭერას უცხადებდა მისი წარმომადგენელი ადვოკატი, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს არასრულწლოვანის, მისი მამისა და ბებიის ფოტომასალის გავრცელებას სოციალური მედიის - Facebook-ის მეშვეობით. სამწუხაროდ, ადვოკატი არღვევდა სასამართლოს მითითებას და დახურული სხდომის მიუხედავად, სადაც საქმეთა მასალებით არ დასტურდება მამის ძებნის, არასრულწლოვანის დაკარგვის ან ადგილსამყოფელის მიუგნებლობის ფაქტი, ამავე საშუალებებით ავრცელებდა საწინააღმდეგო მოსაზრებებს. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით აღნიშნულია, რომ 2020 წლის 21 აპრილის წერილით, ადვოკატს ეთხოვა მომჩივანი მხარის განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენა არაუგვიანეს 28 აპრილისა. შემდგომში, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, ადვოკატს გაუხნგრძლივდა მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის ვადები და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატისთვის დოკუმენტიის წარდგენა დაევალა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ადვოკატმა საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან (2020 წლის 23 მაისიდან) გონივრული ვადის გასვლის მიუხედავად, სამსახურისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარუდგენია. 2020 წლის 4 და 18 ივნისს, ადვოკატს წარმოსადგენილი ინფორმაციის შესახებ ხელმეორედ ეთხოვა. ასევე, ეთხოვა დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის მიზეზების განმარტება. სამსახურმა დაადგინდა, რომ ადვოკატს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოთხოვნის წერილები. 2020 წლის 30 ივნისს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით, ადვოკატი დაბარებულ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. ამავე წერილით მას კიდევ ერთხელ ეთხოვა შეხვედრაზე შესაბამისი ინფორმაციის (მათ შორის დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობის თაობაზე განმარტების) წარმოდგენა. 2020 წლის 2 ივლისს, ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაცია მიუწოდებია. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილების მიხედვით, ადვოკატი გამიზნულად თავს არიდებდა მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენას, რამაც გააჭიანურა განცხადების განხილვის პროცესი და აღნიშნულის შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა, მოცემულ დრომდე, ვერ შეძლო შეესწავლა მონაცემთა სუბიექტების მონაცემების დამუშავების კანონიერება. ადვოკატი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და მას შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, მსჯელობს ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვანის კვიპროსის რესპუბლიკაში შესაძლო დაბრუნების ან საქართველოში საცხოვრებლად დატოვების საქმეზე. დასახელებულ საქმეზე სამართალდამრღვევი ადვოკატი სწორედ დედის - ოლივია ანტონის ინტერესებს წარმოადგენს, რომელმაც, ამავე პალატამ, 2020 წლის 5 ივნისს, ბავშვის საქართველოდან გადაადგილება (გაყვანა) აუკრძალა. 2020 წლის 30 მარტს, ადვოკატის მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულების პროცესში სავარაუდო დარღვევების შესახებ, წერილობით ეცნობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს. ასოციაციის თავმჯდომარის 2020 წლის 29 აპრილის წერილით, განმცხადებელს ეცნობა, რომ „დასაფასებელია ის სულისკვეთება, რასაც ადვოკატის პროფესიის იმიჯსა და რეპუტაციაზე ზრუნვა ჰქვია“. ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ სურვილი გამოთქვა ასოციაციის მოდავე წევრებვს შორის მომრიგებლად (მედოატორად) გამოსულიყო, თუმცა განმცხადებელმა დამატებითი წერილით ასოციაციას აცნობა, რომ საკითხი შეეხებოდა არა კოლეგებს შორის დავას, არამედ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ქმედებებს და განმცხადებელი ვალდებული იყო პროფესიული მოვალეობების განხორციელების პროცესში დარღვევებზე, ოფიციალურად ეცნობებია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის.  ... ...
  • #გადაარჩინეხადა - ხადის ხეობის დასაცავად პეტიცია შეიქმნახადის ხეობის გადასარჩენად საერთაშორისო პეტიცია შეიქმნა. პეტიცია “გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა” საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ბანკებს მოუწოდებს, რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთი ხადის ხეობის გავლით არ აშენდეს. “უნიკალური ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა და ტურისტული პოტენციალის მქონე ხადის ხეობას საფრთხე ემუქრება”, - ნათქვამია პეტიციაში, რომლის ინიციატორებიც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, ბიომრავალფეროვნების ექსპერტები და გარემოს დამცველები არიან. საქართველოს მთავრობასთან ერთად,  პეტიციის ადრესატები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითრების ბანკი - ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის პროექტს აფინანსებენ. პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ: დაუყოვნებლივ შეჩერდეს ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები; საზოგადოების ფართო ჩართულობით შემუშავდეს ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის მონაკვეთის ალტერნატივა; პროექტის შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ჩატარდეს აუცილებელი წინასწარი კვლევები; ხადის ხეობა დაცულ ლანდშაფტად გამოცხადდეს, რათა დაცული იყოს ხადის ბუნებრივ-კულტურული გარემო და ხელი შეეწყოს მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას.  “ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირ ოფიციალურ მეთოდს მივმართეთ იმისათვის, რომ ხადის ხეობა გადაგვერჩინა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ მთავრობას ჩვენთვის და სპეციალისტებისთვის მოესმინა, მშენებლობა დაიწყო. ვფიქრობთ, ეს არ  არის მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლა. ხადის ხეობა თუ დავკარგეთ, მას მთელი საქართველო დაკარგავს. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ხადის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობისა და მდიდარი ბიომრავალფეროვნების დასაცავად ყველა გავერთიანდებით”,_ ამბობს ხადის მკვიდრი გიგა ჩოხელი. ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილი: „ხადის ხეობის მცირე ტერიტორიაზე თავმოყრილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გასაოცარი სიმრავლე, ტიპოლოგიური მრავალფეროვნება და ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონი ცხადად ადასტურებს მის  უნიკალურობას, რომლის ახსნა ჯეროვან მეცნიერულ შესწავლას საჭიროებს. აქ შემორჩენილ ზოგიერთ ნიმუშს ანალოგი არა აქვს. მათ შორის IX-X სს-ების  ეროვნული მნიშვნელობის სამი ძეგლია. ამას ემატება ხეობის განსაცვიფრებელი ბუნებრივი ლანდშაფტი, მასში ჩაწერილი ტრადიციული სტრუქტურის მქონე  ულამაზესი სოფლებით და მაცხოვრებლებით, რომელთა ხსოვნაში აღბეჭდილი ცოდნა არამატერიალური მემკვიდრეობის ასევე შეუსწავლელი ნაწილია. ეს მთლიანობა დიდი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შემცველ კულტურულ ფენომენს შეადგენს, რომლის მნიშვნელობა სცდება ლოკალურ ფარგლებს. ამის საფუძველზე,  დაუშვებლად მიგვაჩნია, მაგისტრალის ხადის ხეობაზე გატარება, რისთვისაც  უნდა მოხდეს  სხვა, ალტერნატიული მონაკვეთის შერჩევა”. პეტიციის სრული ტექსტის გაცნობა და ხელმოწერა შეგიძლიათ აქ. ... ...
  • შვიდი დაშავებული, მათ შორის ორი არასრულწლოვანი - ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში შვიდი ადამიანი დაშავდა ცოტა ხნის წინ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. "ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას დახვდა 7 დაშავებული, მათ შორის ორი ბავშვია. საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფების გამოძახება. ერთ-ერთ დაშავებულ ქალს აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმები და იყო შედარებით მძიმე. ყველა მათგანს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება და გადაყავნილი არიან ფოთის ჰოსპიტალში", _ განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით ... ...
  • „მხარდაჭერას გამოვხატავთ“ _ „პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში ბრიფინგი გამართეს„ჩვენ არ გვინდა საკითხის პოლიტიზირება და არც ის გვსურს, ვინმემ ასე გაიგოს.   ვხედავთ, რომ საზოგადოება, ჟურნალისტები, ყველა გამოხატავს მხარდაჭერას სასიქადულო სპორტსმენისადმი   და ვერ ვიქნები გულგრილი ამ ფაქტის მიმართ“, _ განაცხადა ბრიფინგის დაწყებამდე  „პატრიოტთა  ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ოზურგეთის  საკრებულოს  დეპუტატმა, შოთა გოგიბერიძემ. _ ჩვენ დღევანდელ   ბრიფინგზე   მხარდაჭერას  ვუცხადებთ  ჩვენს  სასიქადულო მამულიშვილს,  ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობში, იური ლომაძეს, რომელიც ახლა საგამოძიებო საქმის ფარგლებში  დაკავებულია, მეგობრებთან  ერთად. თანადგომას ვუცხადებთ  მის ოჯახს,  გურიის მოჭიდავეთა მთელ  თემს. როგორც ინფორმაციაა   გავრცელებული და ვიცით, საქმე  ეხება ოჯახურ კონფლიქტს, როცა ბავშვთან წაიყვანეს მამა  თავისი სურვილით.  ძალადობა  არ ყოფილა.   გარდა ამისა, ისინი არ  იმალებიან.  თავად  მივიდნენ პოლიციაში.  ამიტომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ არის საჭირო.  გვინდა, მოვუწოდოთ  ჩვენს მართლმსაჯულებას, სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ზედმეტად მკაცრი ნუ იქნებიან.   გაათავისუფლონ ისინი.  აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალოს სახელოვან სპორტსმენს  და  მიეცეს  სპორტული ცხოვრების  გაგრძელების  საშუალება.   ასეთი მიდგომა სტრესულ მდგომარეობაში აყენებს მათ და მოვუწოდებთ  სამართალდამცავებს, გაითვალისწინონ ჩვენი თხოვნა, _ თქვა შოთა გოგიბერიძემ. ბრიფინგის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთელმა წევრებმა კვლავ ისაუბრეს იური ლომაძის, როგორც ძალზე პერსპექტიული, წესიერი,  შრომისმოყვარე ახალგაზრდის  შესახებ, რომელიც არ უნდა დაიჩაგროს, მისი უფლებები  არ უნდა ... ...
  • ნიკო ნიკოლაძის დაარსებულ ისტორიულ სასწავლო დაწესებულებას რეაბილიტაცია უტარდებასამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის დაარსებული ისტორიული სასწავლო დაწესებულება  სრულ რეაბილიტაციას გაივლის. სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ, ჯიხაიშში  დასავლეთ საქართველოში ყველაზე მასშტაბური აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება. მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები. დიდ ჯიხაიშში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო  ნიკოლაძის თაოსნობით, 1925 წელს დაარსდა. არსებობის 95  წლის მანძილზე სასწავლებელმა სახელოვანი და  ნაყოფიერი გზა განვლო, თუმცა 1990-იან წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ვითარებამ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რღვევამ ისტორიულ სასწავლებელსაც მძიმე დაღი დაასვა. დაწესებულება 2016 წლიდან  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის დაქვემდებარებაშია. სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მომზადდა დიდი ჯიხაიშის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რომელიც პირველ ეტაპზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სასწავლო კორპუსის სრულ რეაბილიტაციას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...