არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მიმართავენ


მთავარი თემა

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მიმართავენ

5 დეკ. 2013, 17:59:50

"ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების იდეა წარმოადგენს უმთავრეს ფასეულობას, რომელსაც ემყარება დემოკრატიული მმართველობის მთელი სისტემა. მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ საკუთარი, ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეების წარმართვაში, საერთოა ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. მხოლოდ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ადგილობრივ ხელისუფლებას, მოქალაქეთა ჩართულობით შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და, ამასთან, მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა, ჩამოაყალიბოს ადგილებზე განვითარების სრულფასოვანი პირობები.

ქვეყნის განვითარების უმთავრესი საფუძველია ძლიერი თვითმმართველობა, სადაც მოქალაქეები საკუთარი პასუხისმგებლობით, არჩევითი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საშუალებით, სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეულახავად ახორცილებენ ამ უმნიშვნელოვანეს უფლებას, რომელიც მათ მინიჭებული აქვთ საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს მიერ რატიფიცირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიით.

ვერ დავეთანხმებით მოსაზრებას, რომლის თანახმად, მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი საჭიროებების დამოუკიდებლად გადაწყვეტის იდეა, შესაძლოა, სეპარატიზმის გაღვივების და ქვეყნის დაქუცმაცების საფუძველი გახდეს. როგორც წესი, ამ არგუმენტს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ხელისუფლებაში მოსული ყოველი პოლიტიკური ძალა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ და კანონის საკუთარ თავზე მორგების მიზნით იყენებდა, რამაც, საბოლოო ჯამში, დღეს არსებულ „ფასადური“ თვითმმმართველობის სრულიად უუნარო და მოქალაქეებისთვის არაფრის მომცემი სისტემის ფუნქციონირებამდე მიგვიყვანა.

მიუხედავად იმისა, რომ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გვაქვს გარკვეული შენიშვნები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ სხვადასხვა მუხლების მიმართ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიუღებლად მივიჩნევთ რეფორმის ნებისმიერი დისკრედიტაციის მცდელობას, მით უმეტეს იქ, სადაც, მოქალაქეთა მიერ თვითმმართველობის უფლების განხორციელება არ მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებთან და მის სუვერენიტეტთან, არამედ, ემსახურება ხელისუფლების ვერტიკალური დაბალანსების და მოქალაქეზე ორიენტირებული თვითმმართველობის შემოღებას.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე:

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, როგორც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების რეალიზების მთავარ გარანტორს, არ აყვნენ თვითმმართველობის იდეის დისკრედიტაციის ტალღას და არ შეაჩერონ რეფორმის პროცესი;

ნუ გადაუხვევენ წინასაარჩევნო დაპირებებს და უზრუნველყონ უახლოეს თვითმმართველობის არჩევნებამდე ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, სადაც, მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, საკუთარი პასუხისმგებლობით, საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევითი ორგანოების და თანამდებობის პირების საშუალებით, თვითმმართველობაში მონაწილეობის ეფექტური ფორმების გამოყენებით განახორციელონ საკუთარი უფლებები, ხოლო რეგიონალურ დონეზე, მათ მიეცეთ შესაძლებლობა აკონტროლონ მთავრობის მიერ დანიშნული თანამდებობის პირები," _ ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" (OSGF); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI); ასოციაცია "კივიტას გეორგიკა"; ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ქსელი; სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი; სათემო განვითარების ცენტრი; სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI); კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ცენტრი; მწვანე ალტერნატივა; საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG); ფონდი "ლიბერალური აკადემია თბილისი"; საზოგადოებრივი დამცველი; მწვანე კავკასია; გორის საინფორმაციო ცენტრი; ფონდი "ტასო"; საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალენოვანი საქართველო"; დემოკრატ მესხთა კავშირი. 




 ახალი ამბები
  • თოვლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება _ როდიდან შეიცვლება ამინდი საქართველოშისაქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა , _ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი - 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები ... ...
  • მარინა ენდელაძე: ეს ერთადერთი გამოსავალიამსოფლიოში არცერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე, შეუძლებელია ადამიანებმა მუდმივად რეგულაციების ქვეშ ვიცხოვროთ, ამდენად ერთადერთი საიმედო გამოსავალი - ვაქცინაციაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია იქნება პირველ კვარტალში და პირველ ეტაპზე მცირე დოზა. „როგორც ვიცი, ქვეყანა ემზადება, რომ შემდეგ ვაქცინაცია მასიურად მოხდეს. პირველ რიგში რისკჯგუფები აიცრებიან. ვაქცინაცია ინფიცირებულთა შემთხვევებს შეამცირებს, მაგრამ პარალელურად, ჯერჯერობით, ისევ რეგულაციების დაცვა მოგვიწევს“, - განაცხადა ... ...
  • საქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდასაქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა, _ ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს: "რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, მოძრაობა განახლდა ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე - ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • ხვალ დიდ ქალაქებში, ასევე, აჭარაში სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდებახვალ, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარისავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყვეს პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს. სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება. „პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ“ - აცხადებენ განათლების სამინისტროში. დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების ... ...
  • პანკისის ხეობაში 40 წლამდე კაცი მოკლეს - ერთმანეთს ნათესავები დაუპირისპირდნენპანკისის ხეობაში ნათესავებს შორის  ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა - მოკლულია 40 წლამდე კაცი. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა. სავარაუდო დამნაშავეს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. წყარო: მთავარი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....