შესრულდება თუ არა "სუპერ პრემიერის" უფლებების შეზღუდვაზე პირობა, უცნობია

მთავარი თემა

შესრულდება თუ არა "სუპერ პრემიერის" უფლებების შეზღუდვაზე პირობა, უცნობია

2013 დეკ 9 15:06:22

სანამ აღნიშნული ცვლილებები ამოქმედდებოდა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ეს ცვლილებები სახიფათო იყო და უნდა შექმნილიყო კომისია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმუშავებდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე კონსტიტუციის იმ პრობლემურ მუხლებზე საუბრობდა, რომლებიც 2013 წლის ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო და რომელთა შეცვლასაც პარლამენტი ამოქმედებამდე შეეცდებოდა.

"მთავრობას ქმნის პარლამენტი, მაგრამ ამისთვის შეიძლება საჭირო გახდეს სამთვიანი მოქმედებები, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს მთავრობას, პრემიერს 15 წუთში შეუძლია მოხსნას ესა თუ ის მინისტრი და მთლიანი მთავრობა შეცვალოს პარლამენტთან დაუკითხავად.

მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას ჭირდება პარლამენტში 60%-იანი უმრავლესობა, რაც არასწორია. თუკი პარლამენტი მთავრობას უმრავლესობით უცხადებს ნდობას, ასეთივე უმრავლესობით უნდა შეეძლოს მას უნდობლობის გამოცხადება. არსებული პარლამენტის პირობებში 60%-იანი უმრავლესობა, ეს არის 90 დეპუტატი. ამ დროისთვის ქართულ ოცნებას, ანუ უმრავლესობას, ახლადშესული დეპუტატებიანად ჰყავს 86 პარლამენტარი", _ აცხადებდა ხმალაძე და დასძენდა, რომ ქვეყანაში სუპერ პრეზიდენტის ან სუპერ პრემიერის არსებობა არაა საჭირო.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელსაც ახალი საკონსტიტუციო რეფორმა უნდა განეხორციელებინა, ივლისსში უნდა შექმნილიყო.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებდა, რომ კომისიაში შევიდოდნენ არა მხოლოდ საპარლამენტო პოლიტიკური ძალები, არამედ არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. გარდა ამისა, უსუფაშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო კომისიას, რომლის დეკლარირებული მიზანიც საკონსტიტუციო ხარვეზების გასწორება უნდა ყოფილიყო, დახმარებას საერთაშორისო ექსპერტებიც გაუწევდნენ.

აღნიშნულ კომისიას უნდა ემუშვა ცვლილებზე, რომლის მიხედვით პრემიერ-მინისტრს უფლება არ ექნებოდა პარლამენტისგან დამოუკიდებლად მთავრობის შემადგენლობა შეეცვალა.

რა მდგომარეობაა 5 თვის შემდეგ და რჩება თუ არა ძალაში აღნიშნული კომისიის შექმნა, რომელიც პრემიერის უფლებების შეზღუდვაზე იმუშავებს, უცნობია. თუმცა, ცნობილია, რომ საკონსტიტუციო კომისია ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ კომისიის ჩამოყალიბება დაწყებულია.

"ეს კომისია ჯერ არ შექმნილა, მაგრამ შეიქმნება. თუმცა, ზუსტად ვერ გეტყვით როდის. უკვე გამოიკვეთა ვინ იქნებიან წევები, ფრაქციებმა წარადგინეს კანდიდატები. კომისიას დავით უსუფაშვილი უხელმძღვანელებს", _ ამბობს შავგულიძე.

მისივე თქმით, აღნიშნული კომისია კონსტიტუციურ ცვლილებებზე იმუშავებს, თუმცა ჯერ ცნობილი არაა კონკრეტულად იქნება თუ არა საუბარი პრემიერის უფლებების შემცირებაზე, ან პრეზიდენის უფლებამოსილებების გაზრდაზე.

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ თუ კომისია არ შეიქმნა და მან პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებების გადახედვა არ დაიწყო, ამით მმართველი კოალიცია კიდევ ერთ ფუნდამენტალურ წინასაარჩევნო დაპირებას დაარღვევს.

"საკონსტიტუციო კომისიის შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ. ძალიან ვიყავი ამ საკითხით დაინტერესებული და საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირისგან მაქვს ინფორმაცია მიღებული, რომ ნოემბრის ბოლოს, როდესაც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარებული იქნებოდა, პარლამენტს უნდა მიეღო დებულება და ამ კომისიის შემადგენლობა უნდა დამტკიცებულიყო. როგორც ჩანს, რაღაც შეიცვალა ამ თვალსაზრისით, რაც ძალიან ცუდია, რადგან ჩვენ მუდმივად გვქონდა სახელისუფლებო შტოების დაუბალანსებლობის პრობლემა და ეს კვალაც რჩება. თუ ადრე გვყავდა პრეზიდეტი განუსაზღვრელი უფლებამოსილებებით, დღეს ასეთი პრემიერი გვყავს. თუ წინა ხელისუფლებამ თავისთვის გაიმზადა ეს მოდელი, "ქართულმა ოცნებამაც" არ დააკლო ხელი და ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაუზარდა უფლებები პრემიერს", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩიხრაძე და დასძენს, რომ კონსტიტუცია არაა ერთი და ორი პოლიტიკური ძალის შეთანხმების საგანი, ამაზე ფართო საზოგადოებრივი თანხმობა უნდა არსებობდეს.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ გადასახედი და შესაცვლელია არა მხოლოდ პრემიერის უფლებები, არამედ მთლიანად კონსტიტუცია, რადგან თითოეული საკითხი ერთმანეთთანაა მიბმული და საერთო ჯამში დემოკრატიულ სახელმწიფოს ქმნის.

"თუ წინა ხელისუფლების დროს პრეზიდენტი იყო ხელშეუვალი, დღეს უკვე პრემიერია იგივე სიტუაციაში. ეს კონსტიტუციის მხოლოდ ერთი ნაწილია, რომელიც შეცვლას და გადახედვას საჭიროებს. არის კიდევ სხვა საკითხები, რომელთა ცვლილებაც მნიშვნელოვანია. თუ მხოლოდ პრემიერს მივაბამთ ამ ცვლილებებს დ კომისიის შექმნას, ეს არ იქნება სწორი. დღევანდელი მთავრობა ისევე იქცევა როგორც სააკაშვილის მთავრობა", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ძაბირაძე.

 




 ახალი ამბები
  • უმრავლესობის წევრებმა უმრავლესობა დატოვესსაპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა _ თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრიუძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი დატოვეს. აღნიშნული განცხადება თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. „ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო ეს ცვლილება. არ აქვს მნიშვნელობა რამ გამოიწვია ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა. ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ დავტოვოთ როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა, ვინაიდან ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, _ განაცხადა თამარ ... ...
  • ცქიტიშვილის თქმით, უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმა და რამდენიმე დეპუტატმა დატოვადიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, უმრავლესობა და ფრაქცია რამდენიმე წევრმა დატოვა. მისი ინფორმაციით უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმაც ... ...
  • "არავის სჯერა ქვეყანაში, რომ მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილს არ ემორჩილებიან"დავით ბაქრაძის განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჰქონდა მოლოდინი, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩააგდებდა. მისი თქმით, არავის სჯერა ქვეყანაში, რომ მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილს არ ემორჩილებიან: “ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შევიდა, ჩვენ კარგად გვახსოვს, რას უშვება ივანიშვილი და "ქართული ოცნება" იმ ადამიანებს, მათივე წევრებს, ვინც რამეში არ ეთანხმება. როგორც კი დათო ჭიჭინაძემ დაიწყო ირაკლი კობახიძის კრიტიკა, ის გარიცხეს უმრავლესობიდან და პარტიიდან, როგორც კი ეკა ბესელიამ დაიწყო მოსამართლეების სიის კრიტიკა, ის გარიცხეს უმრავლესობიდან და ამაზრზენად მოექცნენ... ჩვენ კარგად გვახსოვს და ვიცით, როგორ ექცევა ივანიშვილი და უმრავლესობა მისთვის არასასურველ დეპუტატებს... ეს იყო სპექტაკლი, ეს იყო ტყუილი და ამ ტყუილის ფასს დღეს გადაიხდის მთელი საქართველო,“ _ განაცხადა დავით ... ...
  • მიხეილ სააკაშვილი: "ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია”„როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა. ერთი რამე ვიცი _ მალე მოდის გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს აღარანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია, ყველაფერი გამოგვივა“, _ ასე ეხმარეუბა საქართველოს მესამე პრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მომხდარ მოვლენებს. წყარო: ... ...
  • „ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა ხელისუფლება _ ეს არის განგაშის ზარი“„ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა ხელისუფლება _ ეს არის განგაშის ზარი. ამას მოყვება მწვავე პროტესტი, გადაიკეტება ყველაფერი. ჩვენ მას არ მივცემთ უფლებას, მიიტაცოს ხელისუფლება. მან გვითხრა, არ მაინტერესებს ხალხის აზრი ამაზე კი ის მიიღებს პასუხს“, _ თქვა პარლამენტარმა ელენე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?