მოშიმშილე პატიმრების ცემის ფაქტს სამინისტრო არ ადასტურებს

მთავარი თემა

მოშიმშილე პატიმრების ცემის ფაქტს სამინისტრო არ ადასტურებს

2013 დეკ 9 17:32:50

აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფი პირების პროტესტი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის გადადებამ გამოიწვია, რომლის შესახებაც იუსტიციის მინირტმა თეა წულუკიანმა 28 ნოემბერს განაცხადა.

"ჩვენ კანონპროექტი მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე გავიტანეთ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ კომისიის შექმნას არავინ ეწინააღმდეგება, მთავრობამ მიიჩნია, რომ ძალიან ფრთხილადაა გასათვლელი ის შედეგები, რაც შესაძლოა ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით მივიღოთ, ვინაიდან თუკი ადამიანი გამართლებულად იქნება მიჩნეული და მას უკვე გაუჩნდება მატერიალური მოთხოვნის დაყენების უფლება, ამისთვის დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, ფინანსური მდგომარეობა მზად არ არის.

ამ ერთადერთი მიზეზის გამო ჩაითვალა, რომ ეს ამ ეტაპზე ნაადრევია, თუმცა თავისთავად იდეა უარყოფილი არ ყოფილა", _ განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის აღნიშნულ განცხდებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა და სახალხო დამცველმა გადაწყვეტილებას გაუმართლებელი უწოდეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ორგანიზაციისთის მიუღებელია როგორც კომისიის შექმნის გაურკვეველი ვადით გადადება, ასევე ის მიზეზები, რაც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. კერძოდ კი ის, რომ ქვეყანა, თავისი ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მზად არ არის მსგავსი კომისიის შესაქმნელად.

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადახედოს მიღებულ გადაწყვეტილებას, გააანალიზოს თუ რა ფინანსურ რესურსს მოითხოვს ზემოაღნიშნული სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედება, შეიმუშაოს კომპენსაციის გონივრულ ვადაში გაცემის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების დროში გაწერილი გეგმა და თავისი ძალისხმევა მის შესასრულებლად მიმართოს", _ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი კი, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის საკითხის გადადებას დაუშვებლად მიიჩნევს.

როგორც ნანუაშვილმა განაცხადა, მას ესმის, რომ კომისიის შექმნას ძალიან ბევრი სირთულე აქვს და არსებობს სერიოზული რისკები, თუმცა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შესთავაზოს საზოგადოებას და პირველ რიგში უკანონობის მსხვერპლ ათასობით ადამიანს რაღაც მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც მათი განაჩენების გადახედვა მოხდება.

"ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაღაც ფორმით ეს კომისია შეიქმნას, ამუშავდეს. იქ შეიძლება იყოს ბევრი განსხვავებული აზრი, მაგრამ ზოგადად ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. ამის გაჩერება, ჩემი აზრით, დაუშვებელია", _ განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

წულუკიანის განცხადებას, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა გადაიდო, მეორე დღესვე, 29 ნოემბერს, პატიმართა პროტესტი მოჰყვა და თითქმის ყველა საპყრობილეში მათ შიმშილობა გამოაცხადეს.

მაშინ, "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე აცხადებდა, რომ პატიმრები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

"დღეს დილით დამირეკეს პატიმრებმა და მითხრეს, რომ მთელი სისტემის ფარგლებში იწყება შიმშილობა იმ განცხადებასთან დალავშირებით, რაც გუშინ იუსტიციის მინისტრმა გააკეთა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დადმდგენი კომისიის შექმნა შეჩერდა. პატიმრები ამბობენ, რომ ეს იყო მოტყუება და ისინი ამდენი ხანი ელოდნენ თუ როდის გადაიხედებოდა უკანონო საქმეები. ეს ხალხი არ თხოულობს გათავისუფლებას, მათ სურთ ჩაიხედონ რა ხდებობდა მათ საქმეებში და სასამართლომ იმსჯელოს. მათი მოთხოვნაა, რომ სამართლიანობა აღსდგეს და თუ ამას პარლამენტი ვერ ახერხებს დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები", _ აცხადებდა "გურია ნიუსთან" საუბრისას კაკაბაძე.

სასჯელაღსრულების სამინისტროს მონაცემებით, ამ ეტაპზე 146 პატიმარს აქვს გამოცხადებული შიმშილობა.დღეისათვის პატიმრები რუსთავის მე-6, ქსნის მე-15, რუსთავის მე-17 და გლდანის მე-8 საპყრობილეებში შიმშილობენ.

როგორც სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროში ამბობენ, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და საჭიროა პატიმრების მობილიზება, რათა ფიზიკური დაზიანებები თავიდან იქნეს აცილებული.

თუმცა, "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ მოშიმშილე პატიმრების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, სახელმწიფო და შესაბამისი უწყებები კი ამით არც ინტერესდებიან.

"მიუხედავად იმისა, რომ ხალხი უკვე მომაკვდავია და უმძიმეს მდგომარეობაში არიან, ხელისუფლებამ საერთოდ ყური არ შეიბერტყა ამასთან დაკავშირებით. მათ უარი თქვეს თავიანთი დანაპირების შესრულებაზე, რასაც ეს პროცესები მოჰყვა და მათი მხირდან არც არავინ შესულა პატიმრებთან და არ დალაპარაკებია. როგორც "ნაციონალებმა" იცოდნენ, რაიმეს იტყოდნენ და მერე უკან დაიხევდნენ, ისევე იქცევიან ესენიც. დღევანდელი ხელისუფელაც იგივეს იმეორებს.

მოშიმშილეებს შორის არიან დავადებულები სხვადასხვა ჰეპატიტებით და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მიუხედავად ამისა რეაგირება ხელისუფლებისგან არაა. ესაა ხალხის ხელისუფლება?!

ამ შიმშილობას შეიძლება ძლიან მალე ფატალური შედეგებიც მოჰყვეს და ხელისუფლება იმასაც კი არ ფიქრობს რა შეიძლება მოხდეს თუ იქ ვინმე ამ უბედურებას ემსხვერპლება", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას კაკაბაძე.

მისივე თქმით, დღეს პატიმრებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ მოშიმშილეების ნაწილი ნაცემია.

"დღეს დამირეკეს და იმის მაგივრად რომ სახელმწიფოს და ციხის ადმინისტრაციას რაიმე ქმედითი ნაბიჯები გადაედგათ, მოშიმშილეები მე-6 საპყრობილიდან მე-7-ში გადაიყვანეს. როგორც თვითონ ამბობენ ისინი ნაცემები არიან", _ ამბობს კაკაბაძე.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ მსჯავრდებულთა მოთხოვნა, გარდა მათი საქმეების გადახედვისა, 223-ე პრიმა მუხლის გაუქმებას ეხება, რომელიც "ქურდული სამყაროს" წევრობასთანაა დაკავშირებული, "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ გარკვეულ ჯგუფებს მართლაც აქვთ ასეთი მოთხოვნები.

"ამით მხოლოდ მანიპულირება ხდება. მართალია, პატიმრების ნაწილს აქვს სხვადასხვა მოთხოვნები, მაგრამ საერთო, ძირითადი მოთხოვნა მათი განაჩენების გადახევდაა", _ ამბობს კაკაბაძე.

აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში ინფორმაციას მოშიმშილე პატიმრების ცემის ფაქტზე არ ადასტურებენ.

"სისულელელა! ასეთი რამეები წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. დღეს ციხეებში პატიმართა უფლებები დაცულია", _ უთხრა "გურია ნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი კორძაიამ. 




 ახალი ამბები
  • არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგი _ დაკავებულია ბავშვების დედაშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინეს. გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ი.უ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს - 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა. სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს"-წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • ქედაში სამგზავრო ავტობუსი ამოყირავდაავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქედაში 15 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის დროს ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბოლატორიული დახმარება უტარდება, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში დამატებითი კვლევებისთვის გადაჰყავთ. მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას ... ...
  • შიდა ქართლში რუსმა ოკუპამტებმა 2 მამაკაცი დააკავესრუსმა ოკუპანტებმა, სავარუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს განაპირას ორი მამაკაცი დააკავეს. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა 60 წლამდე მამაკაცები საქონელს მწყემსავდნენ. მაუწყებლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი ამჟამად უკვე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. გატაცების ფაქტს სუსიც ადასტურებს, თუმცა თავად გატაცებულის ოჯახებს მომხდარზე საუბარი კატეგორიულად არ სურთ. უფრო მეტიც - ისინი გატაცების ფაქტს არ ადასტურებენ და "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფის მიმართ საკმაოდ აგრესიულები იყვნენ. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო ... ...
  • "გამოვექეცი და მაინც დამიჭირა" _ 12 წლის გოგო რამდენჯერმე გააუპატიურეს12 წლის გოგო რამდენჯერმე გააუპატიურეს. გოგონას თქმით, არასრულწლოვანი მამაკაცმა სახლიდან იარაღის მუქარით ჩუმად გაიყვანა. რის შემდეგაც ჯერ საკუთარ სახლში გააუპატიურა, შემდეგ ტყეში წაიყვანა, _ შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა. გოგონა ახლა 16 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღძრულია, მოძალადე ჯერ დაკავებული არაა. როგორც გოგონას სოფელში ჰყვებიან, მამაკაცს მსგავსი დანაშაულის ჩადენა სხვა ოჯახებშიც უცდია. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია "დეა" ... ...
  • ზურაბ ნასარაია, საერთაშორისო კონფერენციას „შავი ზღვის ქვეყნების სამომავლო პერსპექტივები“ დაესწრო (R)სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში , რომელიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) და შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICBSS) ორგანიზებით, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩატარდა. კონფერენცია ევროკავშირის და ევროკავშირის არაწევრი შავი ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის დიალოგის პლატფორმა იყო და შავი ზღვის ქვეყნებს შორის დისკუსიის სტიმულირებას ისახავდა მიზნად. ღონისძიების ფარგლებში თემატურ ჯგუფებს შორის სამუშაო შეხვედრები ჩატარდა. ერთ-ერთი თემა კულტურა და ტურიზმი იყო. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანს ევროკავშირის პროგრამებში და ფინანსურ ინსტრუმენტებში გასათვალისწინებლად კულტურისა და ტურიზმის სფეროებში კონკრეტული იდეებისა და პროექტების შეთავაზება და იდენტიფიცირება წარმოადგენდა. ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ მთლიანად შავი ზღვის რეგიონს გააჩნია მდიდარი ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობა და მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები, რომელიც მოგზაურებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. გურიის მხარის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, რეგიონის პოტენციალზე ეკოტურიზმის მიმართულებით ისაუბრეს, ასევე, ყურადღება გაამახვილეს გურული ფოლკლორის უნიკალურობასა და თავისებურებაზე და კულტურული ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე გადაიდგა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები გურიის რეგიონსა და დამსწრე ორგანიზაციებს შორის, განსაკუთრებით ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით. შეხვედრას ევროკომისიის წარმომადგენლები, საბერძნეთის რამდენიმე უწყების მინისტრი, ელჩები, კვლევითი ინსტიტუტების და სხვადახვა სამთავრო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ... ...

არქივი

ზაფრანი

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...

ინტერნეტის უარყოფა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს

ინტერნეტის ქსელიდან მკვეთრი გამოსვლა იწვევს...

რა გვიშლის ხელს დაძინებაში

არ გძინავთ კარგად და ეს...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?