ფასადური თუ რეალური ცვლილებები თვითმმართველობის კოდექსში

მთავარი თემა

ფასადური თუ რეალური ცვლილებები თვითმმართველობის კოდექსში

2013 დეკ 11 19:33:42

საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტში შესატან ცვლილებებს "ფასადურს" უწოდებს და აცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვნად არაფერს შეცვლის. ხელისუფლების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ცვლილებები მნიშვნელოვანია და კანონპროექტიც უფრო დახვეწილი იქნება.

საპარლამენტო უმცირესობის, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი გია თევდორაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ "კოდექსში უამრავი საკითხია შესაცვლელი და უამრავი ისეთი გამოწვევა დგას ქართველი ხალხის წინაშე, რომელიც საერთოდ არ არის კოდექსში დაფიქსირებული".

"ჩვენი მოსაზრებები ძალიან მკაფიოდ და ცალსახად ჩამოვაყალიბეთ, თუმცა ჯერჯერობით ამ ეტაპზე ამომწურავი პასუხი ამ საკითხებთან დაკავშირებით ვერ მივიღეთ. პრობლემა იმაში გახლავთ, რომ ჩვენ გვქონდა მცდელობა და გარკვეული მიმღეობაც იყო მეორე მხრიდან, რომ ინტერფრაქციულ ფორმატში შეკრებილიყო მუშა ჯგუფი, რომელიც კანონპროექტის სრულყოფაზე იმუშავებდა. ამით მივიღებდით ისეთი დოკუმენტს, რომელიც მართლა რეალური შედეგის მომტანი იქნებოდა თვითმმართველობის განმტკიცების თვალსაზრისით, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ პარლამენტისთვის დღევანდელი ინცინდენტის გამო ბოიკოტი გვაქვს გამოცხადებული, განხილვებში ვეღარ ჩავერთვებით. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ და ქართველი ხალხის სავალალოდ, უმრავლესობას აქვს საჭირო ხმების რაოდენობა, რომ უმცირესობის ჩარევის გარეშე მიიღოს აღნიშნული კანონპროექტი. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ უმცირესობას რაიმე ფობიები სეპარატიზმის განვითარებასთან და ქვეყნის ჩამოშლასთან დაკავშირებით, სამხარეო მოწყობის პრინციპებიდან გამომდინარე მანამდეც, არ გვქონდა, მაგრამ მიგვაჩნდა და ახლაც მიგვაჩნია, რომ სამხარეო მოწყობის მოდელში ყველაზე დიდი პრობლემა გუბერნატორია, რომელიც ცნტრალური ხელისუფლების დანიშნულია და შემოდის თვითმმართველობის ორგანულ კანონში. ამ ფონზე საკონსულტაციო საბჭო იქნება, თუ მუნიციპალიტეტთა რეგიონული გაერთიანება, ძირეულად და მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება. ვფიქრობ, ეს იყო ერთგვარი ფანდი, რომლითაც თითქოს პატრიარქის მიერ წარმოთქმული შენიშვნა ყურად იღო უმრავლესობამ", _ აცხადებს თევდორაძე.

რა განსხვავებაა წინა ხელისუფლების დროს არსებულ გუბერნატორსა და თვითმმართველობის ახალ კოდექსში არსებულ გუბერნატორს შორის, თევდორაძე გვპასუხობს: "განსხვავება შეიძლება ბევრი იყოს,მაგრამ ძირითადი განმასხვავებელი ის არის, რომ თვითმმართველობის კოდექსში გუბერნატორი არ არსებობდა და ის რეგულირდებოდა პრეზიდენტის მიერ მიღებული განკარგულების საფუძველზე. ამ შემთხვევაში კი გუბერნატორის ინსტიტუტი თვითმმართველობაში შემოაქვთ. პირველ რიგში ეს თვითმმართველობის არსს ეწინააღმდეგება, რადგან ეს არსი ერთ მარტივ მოდელში მდგომარეობს - ადგილებზე ადამიანები ირჩევენ ხელისუფლებას, რომელიც მათ წინაშეა ანგარიშვალდებული და არა მთავრობის წინაშე. ეს მთავარი არსი კი ირღვევა",_ აცხადებს თევდორაძე.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ჟორჟოლიანი "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ თვითმმართველობის კოდექსში მიღებამდე, შესაძლოა, სამი ძირითადი ცვლილება შევიდეს, რაც კოდექსის არსებულ ვარიანტს მკვეთრად აუმჯობესებს.

"ჯერჯერობით ეს ცვლილებები მხოლოდ წინადადების სახით გვაქვს. პირველი ცვლილება ეხება მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანებების სამხარეო საკონსულტაციო საბჭოებად გარდაქმნას. წარმოდგენილი კანონპროექტით ეს იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი ანუ ორგანო, ახლა კი ცვლილებით ეს აღარ იქნება. ეს იქნება საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იარსებებს გუბერნატორთან და მისი ფუნქციები მხოლოდ და ხოლოდ საკონსულტაციო იქნება. ის მონაწილეობას მიიღებს საკითხის განხილვებში და შეუძლია გუბერნატორს გაუწიოს კონსულტაცია. მანამდე ასე იყო, რომ რომ მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანებების უნდა განეხილათ საკითხი, გუბერნატორთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში სოციალ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებზე შეეძლო მთავრობის წინაშე დაეყენებინა თავის ვერსია და მთავრობას მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება. ასეთი რამ აღარ არის. ახლა გუბერნატორი იღებს გადაწყვეტილებებს, ეს საბჭო მხოლოდ კონსულტაციას უწევს. გარდა ამისა, მას შეეძლო გუბერნატორის გადაყენება, ახლა ესეც არ შეუძლია. ამასთან, მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანებებს შეეძლოთ ბიუჯეტზე ზემოქმედება იმ ხარჯების ფარგლებში, რომლებიც კონკრეტული პროექტებისთვის გამოყოფილი აქვს გუბერნატორს ცენტრალური მთავრობისგან თავისი უფლებამოსილების განსახორციელებად, ახლა საკონსულტაციო საბჭოს ესეც აღარ შეუძლია. ეს არის წმინდა სათათბირო ორგანო, რომელიც გუბერნატორთან ერთად განიხილავს რაღაც საკითხებს და შეუძლია რჩევების მისცეს გუბერნატორს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ცვლილებაა", _ აცხადებს ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, საბჭო საკრებულოს არჩეული თავმჯდომარით, მისი მოადგილით და გამგებლით დაკომპლექტდება.

"ჩვენი წინადადება ასეთია, რომ საკონსულტაციო საბჭო დაკომპლექტდეს იმ პირებისგან, რომლებიც ადგილებზე ხელმძღვანელებს წარმოადგენენ, ანუ არა პოლიტიკური პრინციპით. ადრე ისე იყო, რომ მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანებები პოლიტიკური წარმომადგენლობებით უნდა დაკომპლექტებულიყო, მაგალითად, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა და ა.შ. ახლა ეს ასე არ არის. იქ იქნება წარმოდგენილი მხოლოდ გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და შესაძლოა თავმჯდომარის მოადგილეც. რამდენი მუნიციპალიტეტიც იქნება იმ ტერიტორიაზე, რომელზეც გუბერნატორს აქვს დავალებული მთავრობისგან განახორციელოს დელეგირებული უფლებამოსუილებანი, იმდენი წევრი შევა საბჭოში. მაგალითად, გურიაში სამი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა დანიშნული გუბერნატორი, ამ სამი მუნიციპალიტეტიდან საბჭოში იქნება სამ-სამი კაცი, ანუ ცხრა ადამიანი. ეს ადამიანები თავის უფლებამოსილებებში სრულაიად ავტონომიურები არიან და არჩეული ხალხის მიერ. გუბერნატორი ვერაფერს უკარნახებს მათ როგორ მოიქცნენ. გუბერნატორი სხვა კომპეტენციას ახორცილებს, ამ ადამიანებს სხვა. ამ ცვლილებით ისე არ არის, რომ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ან ოპოზიციური პარტიების შენიშვნა გავითვალისწინეთ. ამ საკითხზე მთავრობაშიც იყო მსჯელობა და საერთო მსჯელობით გარკვეული კონსესუსისკენ მივდივართ", _ აცხადებს ჟორჟოლიანი.

გარდა ამ ცვლილებისა, ჟორჟოლიანის თქმით, დროებით გადაიდება საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა, რომლითაც უნდა უზრუნველყოფილიყო მოქალაქეთა ჩართულობა.

"სოფლის საზოგადოებრივ საბჭოებს და უბნების საზოგადოებრივ საბჭოებს კანონპროექტში ცალკე თავი ეთმობოდა, თუმცა აქაც იყო გაურკვევლობა - ეს საბჭოები საჯარო სამართლის იურიდიული პირი უნდა ყოფილიყო თუ არა, ვის მიერ უნდა ყოფილიყო არჩეული. ამასთან, ერთის მხრივ, ამ საბჭოების შექმნა ნებაყოფლობითი იყო. ამგვარი კანონპროექტი ირაკლი ტრიპოლსკის ადრე ჰქონდა პარლამენტში შეტანილი, მაგრამ შევაჩერეთ, რომ კოდექსთან ერთად განგვეხილა, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ძალიან სერიოზული მომზადება სჭირდება, რადგან მე თუ მკითხავთ, ეს თვითმმართველობის მთავარი საკითხია, ანუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ მოსახლეობის მონაწილეობა და ჩართულობა ადგილებზე, არა მხოლოდ არჩევის, არამედ უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების მომენტში. ამავე დროს მცირე ერთეულებში ისეთი წარმომადგენლობების შექმნა, რომელთანაც უშუალო ურთიერთობა მოსახლეობისთვის ადვილი იქნება, ანუ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების ბევრად უფრო ეფექტური საშუალება ექნაბა მოსახლეობას. იმისთვის, რომ ეს ძალიან მკაფიოდ და კარგად ჩამოვაყალიბოთ, ჩვენი კომიტეტის აზრია, რომ აქტიურად საკითხზე მუშაობა არჩევნების შემდეგ დავიწყოთ. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე შევძლებთ ისეთი კანონპროქტრის შემუშავებას, რომელიც ბევრად უფრო ეფექტური იქნება. ეს საბჭოები არჩევნებთან ერთად მაინც არ იქმნებოდა, ამიტომ ჩვენ ეს გვეძლევს საშუალებას, რომ საბჭოების ფუნქციებს, სტატუსებს, არჩევის წესს, მონაწილობის სხვა მექანიზმებს უკეთ ჩამოვაყალიბებთ. გარდა ამისა, კიდევ ერთი ცვლილება თვითმმართველ ქალაქებს შეეხება, რომლის მიხედვითაც, არა 13, არამედ ქვეყნის მასშტაბით 7 თვითმმართველი ქალაქი იქნება. ეს არის ცენტრები, სადაც ახლა რწმუნებულ-გუბერნატორებია", _ აღნიშნა ჟორჟოლიანმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.




 ახალი ამბები
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავესნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, ჯიბღაშვილი წუხელ თბილისში ... ...
  • პრეზიდენტი: ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის სახელმწიფოს სირცხვილი„მე ვერ გავარკვევ რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვლმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. „აქვე მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს,  სასწრაფოდ დაიწყონ უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ბავშვების დასახმარებლად განსაკუთრებული ზომების მიღება. ვიზიარებ ოჯახის ტრაგედიას და ბოდიშს ვუხდი როგორც რიგითი მოქალაქე. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მარტვილში რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანმა ბიჭმა თავი მოიკლა. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა მოამზადა სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ 15 წლის ბიჭმა თავი შიმშილის გამო მოიკლა. ოჯახის წევრები ბავშვის შიმშილით სიკვდილს უარყოფენ და ითხოვენ, ამ თემით მანიპულირება შეწყდეს.  გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ... ...
  • პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება მიუღებელია - ზურაბიშვილი პანკისზეპოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია, მით უმეტეს მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანის ამოცანა – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს. "მისასალმებელია, რომ შს მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება. რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის მიზეზს, ჰესის მშენებლობას, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა, ამავე დროს აუცილებელია ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა. ვიმედოვნებ, რომ მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმით ვიმოქმედებთ და ასევე განვახორციელებთ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს“, – განაცხადა სალომე ... ...
  • "მცირე ჰესების პროექტის გახორციელება პანკისის მოსახლეობას სარგებელს მოუტანს"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჰესების მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უწყებამ შსს-ს თავად მიმართა. თურნავას უწყების განცხადებაში ძირითადად იმ სარგებელზეა საუბარი რომელიც მათი განცხადებით, ჰესებს მოაქვს “გვსურს, გამოვეხმაუროთ პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებს და აღნიშნულ საკითხზე ამომწურავი განმარტება გავაკეთოთ. 2017 წელს საქართველოს მთავრობამ მცირე ჰესების - „ხადორი 3“ - ის და „სამყურაწყალი 2“ -ის ინვესტორ კომპანიას, შპს „ალაზანი ენერჯის“ მხოლოდ მას შემდეგ გაუფორმა მემორანდუმი და გასცა მშენებლობის ნებართვა, რაც ყველა სახელმწიფო უწყებამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროექტი დადებითად შეაფასა. ასევე შესრულდა კანონით დადგენილი ყველა პროცედურა, რომელიც მსგავსი პროექტის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ „ალაზანი ენერჯის“ დამფუძნებელია ქართული კომპანია შპს „ფერი“, რომელიც საქართველოს ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, განხორციელებული აქვს მრავალი ენერგეტიკული ობიექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მათ შორის, ჰიდროელექტროსადგური პანკისის ხეობაში. კომპანიის მესვეურები კარგად იცნობენ ხეობის თავისებურებას. ამასთან, კომპანია ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. ამდენად, „ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელობამ თავიდანვე აქცენტი აიღო ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგზე და 2017 წლიდან დღემდე სხვადასხვა ფორმატში არაერთი შეხვედრა გამართა პროექტის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების პოზიტიურად ჩამოყალიბების მიზნით. კომპანიის მხრიდან აღნიშნული კომუნიკაციის ფარგლებში მოხდა „სამყურაწყალი 2“ - ის ჰესის პროექტის ოპტიმიზაცია და მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე უარი ითქვა კაშხლის აშენებაზე. შედეგად, როგორც „ხადორი 3“, ასევე „სამყურაწყალი 2“ გარემოსთვის მაქსიმალურად უვნებელ ჰიდროსადგურებად ჩამოყალიბდა. 2019 წლის 19 აპრილს ინვესტორმა კომპანიამ შპს “ალაზანი ენერჯიმ“, რომელიც გეგმავდა ჰესის მშენებლობის დაწყებას, წერილობით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ითხოვა დახმარება, რათა სამინისტროს მოეხდინა სამშენებლო სამუშაოების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. გამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ, არსებობდა მსგავსი პრეცედენტები, მათ შორის, საქართველოს სხვა რეგიონებში მიმდინარე პროექტებშიც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შემდგომი რეაგირებისთვის მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაცული ყოფილიყო მშენებლობის პროცესში ჩართული პერსონალის უსაფრთხოება. მცირე ჰესების პროექტის განხორციელება პანკისის ხეობის მოსახლეობას შემდეგ სარგებელს მოუტანს: მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება არანაკლებ 100 ადგილობრივი მოსახლე, ხოლო ჰიდროსადგურებისექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, 50 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კომპანია ასევე უზრუნველყოფს ახალგაზრდების გადამზადებას, რაც მათ სამომავლოდ სხვა ჰესებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. გარდა ამისა, ინვესტორი კომპანია ვალდებულებას იღებს, ხეობისა და ჰესის სიახლოვეს განლაგებული დასახლებების სასარგებლოდ, სოციალურ პროექტებს განახორციელებს. ამავე დროს, ინვესტიციას დააბანდებს ელექტროგადამცემ ქსელებში, რაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხს გააუმჯობესებს. ყოველივე დადებითად აისახება ხეობის სოფლებში მიკრო და მცირე ბიზნესის, მათ შორის, ტურისტული ობიექტების გამართულ ფუნქციონირებაზე. ინვესტორი ასევე ვალდებულებას იღებს, შექმნას ადგილობრივი სათემო განვითარების ფონდი, რომლის ანგარიშზეც ყოველწლიურად 120,000 ლარს შეიტანს. პროექტებს, რომლებიც აღნიშნული ფონდიდან დაფინანსდება, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პირები შეარჩევენ. ამავე დროს, უმნიშვნელოვანესია ის, რომ აღნიშნული პროექტი ავითარებს ე.წ. მწვანე ენერგეტიკას, რომელიც გარემოზე მინიმალურად ზემოქმედებს. ბოლო წლებში საქართველოში მიღებული კანონმდებლობის თანახმად, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება, ნებისმიერი ენერგეტიკული ობიექტის ასაშენებლად ინვესტორს ნებართვა მხოლოდ უმკაცრესი გარემოსდაცვითი ექსპერტიზის შედეგად ეძლევა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიესალმება დიალოგის გზით პანკისის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსესუსის მიღწევას”, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. ... ...
  • პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირება BBC-ის ობიექტივშიპანკისის ხეობაში  განვითარებული მოვლენები BBC-ის ობიექტივში მოხვდა. როგორც მაუწყებელი წერს, საქართველოში, პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას და პოლიციას შორის დაპირისპირება ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის გამო მოხდა. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ჰესი ხეობას დააზიანებს და მის წინააღდეგ გამოდიან. დაპირისპირების შედეგად ათობით ადამიანი, უმეტესად პოლიციელები დაშავდნენ. როგორც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, ჰესი იმ შემთხვევაში აშენდება თუ ადგილობრივი მოსახლეობა მხარს დაუჭერს. პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას ძირითადად მუსლიმი ქისტები წარმოადგენენ. რეგიონი ცნობილია, როგორც „ისლამური სახელწიფოს“ ერთ-ერთი მთავარი  მეთაურების სამშობლო. ... ...

არქივი

ზაფრანი

იცინეთ ხშირად!

თუ მძიმე დღე გქონდათ –...

რატომ უნდა მიირთვათ ხშირად კარტოფილი

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც...

რატომ უნდა მივბაძოთ ბავშვებს

ნებისმიერი ადამიანი ზოგჯერ ბავშვობაში უნდა...

ელტონ ჯონის „საბედისწერო“ სტილი

ელტონ ჯონზე სტილისტები ამბობენ, ისე...

შვიდი დღე გასალამაზებლად

ნამდვილად არ გაწყენთ, სულ რაღაც...

ქრონიკული დაღლილობა ვირუსით არის გამოწვეული

ადამიანის დაღლილობა, შეიძლება, ვირუსით იყოს...
კარმიდამო ჩემი

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...

ნუ ეხუმრებით გაციებას!

გაციება სიცივის დადგომისთანავე ვლინდება. ბევრი...