მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზეგავლენა ადამიანზე

მთავარი თემა

მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ზეგავლენა ადამიანზე

2013 დეკ 12 11:37:06

დღეს, როდესაც მობილური ტელეფონი ჩვენი ცხოვრების პრაქტიკულად განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, გთავაზობთ, ვიცხოვროთ მობილურ ტელეფონთან ერთად ისე, რომ მან არ დააზიანოს და საფრთხე არ შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას. ამისთვის საჭიროა ვიცოდეთ: რას წარმოადგენს SAR (Specific Absorption Rate –ენერგიის შთანთქმის ფარდობითი კოეფიციენტი (ეშფკ)?;  როგორია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი – SAR-ის ნორმა?

2005 წელს საერთაშორისო ელექტროტექნიკურმა კომისიამ (International Electrotechnical Commission, IEC) შეიმუშავა მობილური ტელეფონის ენერგიის შთანთქმის ფარდობითი კოეფიციენტის (SAR– ის) გაზომვის სტანდარტი – IEC 62209-1. მისი გაზომვის ერთეულია ვტ/კგ – ანუ სხეულის გარკვეულ მასაზე მოსული სიმძლავრე. ამ სტანდარტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ: ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი (European Committee for Electrotechnical Standardization, CENELEC) და აშშ–ს ელექტროტექნიკოსებისა და ელექტრონიკის ინჟინრების ინსტიტუტი (Institute of Electrical and Electronics Engineers, IEEE).

ახალი სტანდარტი განეკუთვნება მობილური ტელეფონების გამოსხივების ენერგიის შთანთქმის ფარდობითი კოეფიციენტის დონის გაზომვას 300 მგჰც – 3 გჰც დიაპაზონში. ის ეხება მხოლოდ გაზომვის მეთოდიკას და არა თვით გამოსხივების დასაშვებ შთანთქმულ სიმძლავრეს.

მობილური ტელეფონების გამოსხივების დასაშვები დონეები ევროპისათვის დადგენილია არამაიონიზებელი გამოსხივების საერთაშორისო კომისიის (International Commission on Non-Ionizing Radiation Protection, ICNIRP) მიერ, ხოლო აშშ–ში ელექტროტექნიკოსთა და ელექტრონიკის ინჟინრების ინსტიტუტის მიერ. ეს ნორმები მოიწონა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ.

SAR-ის დასაშვები ნორმებია: ევროპაში – 0,08 ვტ/კგ (მთელი სხეულისათვის) და 2 ვტ/კგ–ზე (გამოსხივების დოზიდან გამომდინარე, რომელსაც შთანთქავს სხეულის 10 გრამი ქსოვილი). აშშ–ს კომუნიკაციების ფედერალური კომისიის (Federal Communications Commission – FCC) მიერ SAR–ის ნორმები გამკაცრებულია, შესაბამისად, 0,08 ვტ/კგ და 1,6 ვტ/კგ (გამოსხივების დოზიდან გამომდინარე, რომელსაც შთანთქავს სხეულის 1 გრამი ქსოვილი).

ევროპის მიერ არსებობს დაშვება SAR-ის მნიშვნელობის გაზრდაზე 4 ვტ/კგ – მდე სხეულის ზოგიერთი ნაწილისათვის, მაგალითად, ხელებისათვის.

ევროპული ნორმატივი გამოიყენება ევროპაში, იაპონიაში, კორეაში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში. აშშ–ს ნორმები–აშშ–ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და სხვა ქვეყნებში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ზემოთ ხსენებული კვლევების შესაბამისად, იმისთვის რომ რაც შეიძლება ნაკლები ელექტრომაგნიტური დასხივება მივიღოთ, მობილური ტელეფონის მოხმარების და შერჩევის გარკვეულ სარეკომენდაციო ხასიათის რჩევებს გთავაზობთ:

პირველი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თავი მოუყარა 2 700–მდე მობილური ტელეფონის SAR–ის მონაცემებს და შექმნა ონლაინ მობილური ინფორმერი, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე და კომისიის Facebook-ის ფან გვერდზე იქნება განთავსებული. მობილური ტელეფონების პოტენციურ მყიდველებს შესაძლებლობა ექნებათ მობილური ტელეფონის აპარატის შერჩევისას მიიღონ ინფორმაცია SAR–ის მონაცემების შესახებ. (შენიშვნა: ტესტები SAR–ის გაზომვაზე ტარდება მობილური ტელეფონის სტანდარტულ მუშა მდგომარეობაში, ამასთან, ტელეფონი უნდა მუშაობდეს გამოსხივების მაქსიმალურ სიმძლავრეზე და ყველა სერტიფიცირებულ დიაპაზონში).

ასევე, გთავაზობთ, მობილური ტელეფონის მოხმარების გარკვეულ წესებს, ისე რომ მან არ დააზიანოს და საფრთხე არ შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას:

1. რაზეა დამოკიდებული მობილური ტელეფონის SAR–ის სიდიდე?

SAR–ის მნიშვნელობა განისაზღვრება მობილური ტელეფონის ტექნიკური მახასიათებლებით (გამოსხივებული სიმძლავრე, ეკრანირება და სხვა). ამავე დროს, SAR–ის სიდიდე დამოკიდებულია ადამიანის თავთან მობილური აპარატის ძირითადი გამომსხივებელი ანტენის სიახლოვეზე. ანტენის კონსტრუქციაზე, ანუ ტელეფონით საუბრისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ანტენის განთავსების ადგილი მობილური ტელეფონის კორპუსში.

2.როგორ შევარჩიოთ ნაკლები გამოსხივების დონის მობილური ტელეფონი?

იმათთვის, ვისაც სურს აირჩიოს ტელეფონი გამოსხივების ნაკლები დონით, რეკომენდაცია ეძლევათ იხელმძღვანელონ შემდეგი მარტივი წესებით: დაინტერსდით რამდენია ამ ტელეფონის SAR; ეს შესაძლებელია გააკეთოთ წინასწარ, ინტერნეტის საშუალებით; აირჩიეთ მოდელი SAR–ის მცირე მნიშვნელობით; გაარკვიეთ მობილური ტელეფონის კორპუსში ანტენის განთავსების ზუსტი ადგილი (ძირითადად ის განთავსებულია ტელეფონის კორპუსის ზედა ნაწილში), მათ, ვისაც სურთ მთლიანად აიცილონ ზემაღალი სიხშირის ზემოქმედება, რეკომენდაცია ეძლევათ გამოიყენონ სხვადასხვა მოწყობილობებს შორის ინფორმაციის უსადენო გაცვლის ტექნოლოგია (უსადენო ყურსასმენები) – ბლუთუზი (Bluetooth).

3. შეუძლია თუ არა ჩართულ ტელეფონს ლოდინის რეჟიმში (idle/standby) ზიანი მიაყენოს ადამიანს? რომელ რეჟიმშია მობილური ტელეფონის გამოსხივება ყველაზე საშიში?

თუ ტელეფონი იმოფება ლოდინის რეჟიმში, მაშინ გამოსხივება უმნიშვნელოა, ვინაიდან საბაზო სადგურთან მონაცემების გაცვლა წამის მეათედებში მიმდინარეობს. ამდენად, ამ შემთხვევაში ტელეფონი შეიძლება გქონდეთ იქ, სადაც მოხერხებულია თქვენთვის. ლაპარაკის დროს კი შეეცადეთ ტელეფონი გეჭიროთ გარკვეულ მანძილზე თავიდან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარგებლობთ გარნიტურით. აქვე აუცილებელია განვმარტოთ, რომ თავად ტელეფონით საუბარი იყოფა ორ ნაწილად: სხვა აბონენტის გამოძახება და საუბარი. გამოძახების დროს თქვენი ტელეფონი საბაზო სადგურის მეშვეობით უკავშირდება სხვა აბონენტს. ამასთან, რაც უფრო ახლოს არის საბაზო სადგური, მით უფრო ნაკლებ სიმძლავრით ერთვება თქვენი ტელეფონი, ვინაიდან ხდება საბაზო სადგურთან მობილური ტელეფონის სიმძლავრის ადაპტაცია. შემდეგ ხდება ჩართვა. სწორედ ჩართვის პროცესში ვითარდება ელექტრომაგნიტური სიმძლავრის ნაკადის მაქსიმალური სიმკვრივე. კერძოდ, GSM სისტემებისათვის დაახლოებით 18 მვტ/სმ2, მაშინ როდესაც საუბრისას სიმძლავრის ნაკადის მაქსიმალური სიმკვრივე შეადგენს მხოლოდ 2 მვტ/სმ2, ე.ი. 9–ჯერ ნაკლებს. ამდენად, მობილურ ტელეფონს ყველაზე მეტი გამოსხივება აქვს კავშირის დამყარების მომენტში და არა მაშინ, როდესაც თქვენ საუბარს ახორციელებთ.

4. რკინაბეტონის კონსტრუქციის შენობებში (გარდა მსხვილი სავაჭრო ცენტრების, სადგურების და სხვა ასეთი ტიპის შენობებისა, სადაც მობილური ტელეფონების ოპერატორებს შეიძლება განთავსებული ჰქონდეთ ლოკალური საბაზო სადგურები) შესაძლებლობისდაგვარად უნდა მიხვიდეთ ფანჯარასთან, ან კიბეებს შორის. ცუდი მიღების შემთხვევში მობილური ტელეფონით ზარის განხორციელების დროს ელექტრომაგნიტური გამოსხივება მკვეთრად იზრდება. თუ იმყოფებით ცუდი მიღების ზონაში (ტელეფონის დისპლეიზე ჩანს მიღების დონის შკალის ნახევარი), საუბრის ხანგრძლიობა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ, ან, შეძლებისდაგვარად, ხმოვანი შეტყობინებიდან გადახვიდეთ SMS შეტყობინებაზე.

5.როგორ უნდა გვეჭიროს მობილური ტელეფონი?

საუბრისას ტელეფონი უნდა გვეჭიროს ისე, რომ ანტენა ხელით არ დავფაროთ. ხელით არ უნდა დავფაროთ კორპუსის (განსაკუთრებით ზედა, იშვიათად, ქვედა) მესამედზე მეტი.

6.შეერთების დამყარების მომენტში GSM ტელეფონები ჩვეულებრივ მუშაობენ დიდ სიმძლავრეზე (როგორც ზემოთ ვნახეთ 9–ჯერ მეტ სიმძლავრეზე, ვიდრე ჩვეულებრივ რეჟიმში საუბრის დროს), ამიტომ თქვენი ტელეფონიდან გამომავალი ზარის შემთხვევაში ყურმილი ყურთან უნდა მიიტანოთ ნომრის აკრეფიდან რამოდენიმე წამის შემდეგ (კავშირის დამყარების მომენტი ტელეფონების უმეტესობაზე შეიძლება დაადგინოთ დისპლეის ინდიკაციის მიხედვით).

7.ხანგრძლივი საუბრისას რეკომენდებულია მოიხსნათ მეტალის ჩარჩოიანი სათვალე, ვინაიდან ასეთმა ჩარჩომ შეიძლება შეასრულოს მეორადი გამოსხივების როლი და გამოიწვიოს გამოსხივების სიმძლავრის გავლენის გაზრდა. სასურველია არ ვისაუბროთ მობილური ტელეფონით 4–5 წუთზე მეტი.

8. სიმძლავრის შესამცირებლად რეკომენდებულია გამოიყენოთ აქსესუარი: უსადენო გარნიტურა – ბლუთუზი (Bluetooth).

9. რომელი ადგილია ყველაზე უსაფრთხო ტელეფონის სატარებლად?

ყველაზე უსაფრთხოა მობილური ტელეფონი ვატაროთ ბარძაყის გარე მხარეზე, მუხლსზემოთ.

10.როდის უფრო მეტია მობილური ტელეფონის მიერ გამოსხივებული სიმძლავრე–საუბრის დროს თუ მონაცემების გადაცემისას (SMS)?

GSM ტექნოლოგიით სარგებლობისას მონაცემების გადაცემის მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) რეჟიმში ზემაღალი სიხშირის გამოსხივების ინტენსივობა იზრდება. თუმცა, SMS–ის გაგზავნის შემთხვევაში, როგორც წესი გადაცემის ხანგრძლივობის სიმცირიდან გამომდინარე ზეგავლენაც მცირეა.

11. არ არის მიზანშეწონილი ლაპარაკი მანქანის სალონიდან, ვინაიდან მანქანიდან საუბრისას მანქანის კორპუსი მნიშვნელოვნად ამცირებს საბაზო სადგურიდან მოსული ელექტრომაგნიტურ სიმძლავრეს, რაც ზრდის მობილური ტელეფონის მიერ გამოსხივების სიმძლავრეს.

12.მობილური ტელეფონი და ბავშვები

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს 8 წლამდე ბავშვების მიერ მობილური ტელეფონით სარგებლობას და მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ საუბრის ხანგძლივობა.

ამ შემთხვევაში ლაპარაკის ხანგრძლივობა უნდა შევზღუდოთ 1–2 წუთით. ამასთან ერთად, დარეკონ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. ასწავლეთ როგორ უნდა ეჭიროთ მობილური ტელეფონი.




 ახალი ამბები
  • "დედა ჩემს შიშველ გადაღებებს ესწრებოდა!" _ ექსკლუზიური ინტერვიუ სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართულ არასრულწლოვნათანდედა მაფრთხილებდა, რომ იმის შესახებ, თუ როგორ მიღებდნენ, არავისთვის მეთქვა, _ ამბობს გოგონა, რომელსაც, ბებიის თქმით, დედის ძალიან ... ...
  • „შემოქმედობა“ _ ორმოციოდე შემოქმედელით და ოთხჯერ მეტი სტუმრით20 სექტემბერს, სოფელ შემოქმედში „შემოქმედობის“ ტრადიციული დღესასწაულის აღნიშვნა ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიამ დაგეგმა. ტრადიციული დღესასწაული, როგორც აქ, ისე სხვა სოფლებშიც იმართება და არასდროს აკლია ხალმრავლობა, ხალისი და საინტერესო წიაღსვლები. თუმცა, ამჯერად, როგორც ეს ყველამ იხილა, უჩვეულოდ მცირერიცხოვნობით გამორჩეული „შემოქმედობა“, ძირითადად, მოსული სტუმრების ხარჯზე წარიმართა _ ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ორმოციოდე შემოქმედელი დაგვეთვალა, რასაც, დაახლოებით, ოთხჯერ სჭარბობდა სტუმარი (ძირითადად, შემოქმედებითი ანსამბლების წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები და კონცერტში მონაწილე ბავშვთა მშობლები). ღონისძიების დასაწყისში სპორტული აქტივობები შედგა:  გაიმართა შეჯიბრი ნარდში, მკლავჭიდსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომლის  მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებიც  იყვნენ. აღსანისნავია, რომ უხლოეს პერიოდში გამართულ ღონისძიებებზე ისინი ნარდის თამაშში აქტივობით გამოირჩევიან. „ერთი, მენახა ვინმე, ჭადრაკი ეთამაშა, რა მაგრად ყვარებიათ გურულებსაც ეს კამათლების კოტრიალი და ყირამალა. რა შავდება მაგით, მარა არც არაფერი კეთდება. როგორც ჩვენ ვერაფერი გავაკეთეთ დღეს. დავიძარით ქუთაისიდან, ისეთი რეკლამა იყო ფეისბუკზე, გვეგონა, ცოტას  ვივაჭრებდით, მაგრამ ორი ჭიქა ბატიბუტი ვერ გავყიდეთ, _ ასე გაღარიბდა აქ ხალხი? იქითაც კია გაჭირვება, მარა... რა ვიცი, ასე ხელცარიელი არსად დავრჩენილვართ ამ ბოლო დროს,  _  ღიმილიანი სახით გვითხრა გვითხრა ქუთაისიდან ჩამოსულმა ინდმეწარმე გიორგი ლაცაბიძემ. „რა გინდა? შემოქმედლებს ითვლი? მიდი იქ და ნახე, „პოლონელი შემოქმედელები“ ცეკვავენ, _ ხუმრობა მოგვადევნა რამდენიმე შემოქმედელმა და მიგვითითა სკვერში  მოწყობილი სცენისკენ, სადაც მართლაც სადღესააწაულოდ ცეკვავდა პოლონელი ახალგაზრდების ხალხური ცეკვის ანსამლი, თუმცა, ვერავინ გვითხრა, კონკრეტულად რომელი ქალაქიდან იყვნენ ისინი. „რაა ეს, ახლაც არჩევნები ხომ არაა, ძალით მოყვანა რომ არ უნდათ, კი გააფრთხილეს ხალხი, მაგრამ სამ საათზე იყო დანიშნული და ალბათ, აწი მოვლენ. ისე, შარაშენიძის ამომრჩეველი მაინც მოსულიყო,  _  მცირე  პოლიტიკაც გაურია მცირერიცხოვანი მაყურებლის ყოფნას ღონსძიებაზე რამდენიმე ადგილობრივმა მცხოვრებმა. შემოქმედელებმა _ მედიკო ხვინგიმ და თამუნა აშუბამ, გვითხრეს, რომ დღეს აქ მათი შვილები ცეკვით გამოდიან და იმის სანახავად მოვიდნენ. _ ხალხი? რა ვიცი, რატომ არის ასე ცოტა, ალბათ, ვერ მოიცალეს. ისე, სოფელში კი იცოდნენ და ყველას გააგბინეს,  _ გვითხრეს მათ. „უი, უი, უი, რამ წამომიყვანა, ჩემი  სათამაშო „კეკელობანი“ მაქვს,  წამოვიღე. პატარა სათამაშო ბიზნესია, ერთი ლარი არ ამიღია. არავინ მოსულა. ასე ცოტა ხალხი არც ერთ ღონისძიებაზე არ მხვდება. ინტერნეტში ვეცნობი ასეთ ამბებს და მერე ჩავდივარ ყველგან. ისეთი რეკლამა იყო, ავიბარგე ამ დიაბეტიანმა პენსიონერმა  კაცმა და  წამოვედი. პენსია არ მყოფნის, ვიფიქრე, ორიოდე ლარს ვიშოვი,-მეთქი და დავითარსე.  „პოლიაკები“  კი ჩამოუყვანიათ საცეკვაოდ, მარა გამომცეკვებელია ცოტა... ღმერთმა მისცეთ საქმე საცეკვაოდ, მარა მე მაგი საქმე არ მეხერხება და რაც მეხერხება, ტყუილა ჩამოვათრიე“, _ ბათუმელმა ავთო მეგრელაძემაც ხუმრობა ამჯობინა „შემოქმედობის“ შეფასებისას და იმედი გამოთქვა, მომავალ წელს  ბევრად მეტი ხალხი დახვდება, გურულები ასე ცოტა სანადიროდაც არ დადიან და დღეს რა დაემართათო, _ გვითხრა მეგრელაძემ. მცირერიცხოვანი მაყურებლის წინაშე მოეწყო ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების: ,,გურიას,’’ "აისის," "იადონის," "ვახტანგურის," "ალილუიას," სტუდენტური-ფოლკლორული ჯგუფი ,,იედლინოკის’’ (პოლონეთი)  კონცერტი.  სოლო შემსრულებლის,  რეზიკო ხომერიკის გამოსვლისას მიკროფონი გამოირთო და ჩართვის მომლოდინე მომღერალს  მაყურებლმა თანაგრძნობის ნიშნად ტაში დაუკრა. ღონისძიების დასასრულს, შემოქმედელებს, რომელთა რაოდენობას სულ ცოტა ოთხჯერ სჭარბობდნენ სტუმრები, მიესალმა გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და თქვა, რომ კულმინაცია ღონისძიებისა  არის დაჯილდოება _  „საპატიო შემოქმედელის“ წოდების მინიჭება.    „საპატიო შემოქმედელის“ წოდება მიანიჭეს „გზამენი 18“-ის დირექტორს, შემოქმედის მკვიდრს,  თემურ ჯახვას და  ამჟამად პენსიონერ ოთარ გეგიაძეს. მათ ჯილდოები ზურაბ ნასარაიამ და კოტე შარაშენიძემ გადასცეს. ოზურგეთის მუნიციპალიეტის მერმა კოტე შარაშენიძემ თავისი გამოსვლის დასაწყისშივე მიანიშნა მოსული ხალხის მცირერიცხოვნობაზე, რითაც, როგორც ეტყობა, თავადაც არ დარჩა კმაყოფილი: _ მთლიანობაში ვერ ვხედავ სოფლის აქტივობას, მაგრამ კარგია, რომ მოვიდნენ ახალგაზრდები, მომავალშიც მრავალჯერ აღვნიშნავთ „შემოქმედობას“, რომელიც უკვე ტრადიციად არის ქცეული, ასევე, მომავალშიც კვლავ დავაჯილდოებთ საპატიო შემოქმედელებს, _ თქვა მან. თემურ ჯახვამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც სოფლისთვის მისი ღვაწლი შეაფასა და იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც უახლოეს დროში უნდა გახორციელდეს შემოქმედში. _ 50 წელია,  საგზაო სისტემაში ვმუშაობ. ბევრი სიკეთე გამიკეთებია ჩემი სოფლისთვის, თუმცა, უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას დაფასებისთვის. ახლა გეტყვით, რომ დაპროექტებულია და მალე დაიწყება შემოქმედთან მოსასვლელი გზის კეთება, რომელსაც მარჯვენა მხარეს ექნება ტროტუარი, კედელი და რა თქმა უნდა, გაკეთდება გარე განათება. ასევე, კეთდება გომისმთის გზის პროექტი და მომავალ წელს უკვე მშენებლობა დაიწყება, რის დასრულების შემდეგ უკვე ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი გომისმთაზე ასვლა. გზის მთელ მონაკვეთზე გაკეთდება სამი გადასახედი მოედანი. ასევე, აშენდება ეკლესია, რომლის საძირკველიც გომისმთაზე ჩაყრილია, _ თქვა თემურ ჯახვამ, რასაც გულწრფელი ოვაცია და ტაში ... ...
  • ოზურგეთში იურიდიული მომსახურების ცენტრი გაიხსნა19 სექტემბერს, ოზურგეთში იურიდიული დახმარების ცენტრი გაიხსნა. ლენტი საზეიმოდ გაჭრეს ოზურგეთის მუნიციპალიტტის მერმა კოტე შარაშენიძემ და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა.   რაჟდენ კუპრაშვილმა  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და წარუდგინა ოზურგეთის ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იამზე მემარნიშვილი. კუპრაშვილმა განმარტა, რომ ამიერიდან გურიის მცხოვრებლები აქ  უფასო იურიდიულ მომსახურებას  მიიღებენ. _ მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი თქვენგანისთვის ხელმისაწვდომი გახდება უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისი და ბიუროს სპეციალისტები დახმარებას და იურიდიულ კონსულტაციას გაგიწევენ ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, საადვოკატო მომსახურებაში. ყველა სპეცილისტი, ვინც მოგემსახურებათ, აუცილებლად იქნება მაღალკვალიფიციური, _ თქვა მან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. გახსნის ცერემონიის შემდეგ, სახელმწიფო ქორეოგრაფილუმა ანსამბლმა „გურიამ“,  სახელმწიფო ფოლკლორულმა ანსამბლებმა _ „შვიდკაცამ“ და „ რეხეულმა“ თავიანთი შემოქმედებით მიულოცეს  ყველას  ეს მნიშვნელოვანი დღე. ცნობისთვის, საქართველოში დღეისთვის ათი საკონსულტაციო ცენტრი და ცამეტი იურიდიული დახმარების ბიურო ... ...
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...